გავიხსენოთ:
11 სექტემბრის თავდასხმა ( „9/11“, nine-eleven — ცხრა-თერთმეტი) იყო ალ-ქაიდას თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმათა სერია აშშ-ის ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტემბერს. ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა შეიპყრო ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი. გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა და მრავალი სხვა ძლიერ დააზიანა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ ქაუნთის, პენსილვანია, ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.
სრაზუ წავიდა საუბარი, რომ ეს ნაწინასწარმეტყველები იყო:
კატრენი(ნუმერაცია უცნობია) – გაღმერთებულ ქალაქს მეხი დაეცემა,
და გაანადგურებს ორ ძმას,
როცა ქალაქი იწვის ,
სწორედ მაშინ დაიწყება მეორე მსოფლიო ომი
კატრენი(ნუმ. უნობია) – მე–9 თვის მე–11 დღეს,
მეტალის 2 ჩიტი შეეჯახება ორ მაღალ ნაგებობას
ახალ ქალაქში. (New York, new – ახალი)
ამ ამბის შემდეგ მალე დაიწყება მსოფლიო ომი
კატრენი 6:97 – ორი მეტალის ჩიტი ჩამოვარდება ციდან
და დაეჯახება ქალაქს
ცაში დამწვრობა იტრიალებს, 45 გრადუსის სიგანეზე
დიადი ახალი ქალაქი ალში იქნება გახვეული
დაუყოვნებლივ წამოიმართება დიდი ალი
რამდენიმე თვის განმავლობაში
მდინარე სისხლში იქნება ჩაძირული
გადარჩენილი არც ისე დიდხანს გააგრძელებს ხეტიალს ამ ქვეყანაზე
რეალური ისტორია – მართლაც, რომ მოხდა ასეთი ფაქტი 2001 წლის 11 სექტემბერს(მე–9 თვე). ციდან მოფრენილი თვითფრინავები შეეჯახნენ ნიუ იორკის ორ ტყუპ შენობას. ნიუ იორკი კი იმყოფება 40–45 გრადუსებს შორის რუკაზე.
გაცნდა ვერსია, რომ აშშ-მ არ შეუშალა ხელი ამ ტერაქტის მოხდენას რადგან ეს სჭირდებოდა მის ხელისუფლებას ომის დასაწყებად.
ტერაქტს მართლა მოჰყვა აშშ-ს და ნატოს შესვლა ავღანეთში, ეს ოპერაცია დღემდე გრძელდება.
მოკლედ გავიხსენოთ მომხდარი ტერაქტის დეტალები, მისი გამოძიება, შედეგები და ა.შ.
მიმაგრებული სურათი