Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > რჩევა მთავრობას 25% ის განათლებაში ჩადებაში


Posted by: SYSDBA 16 Jul 2019, 21:46
რჩევა მთავრობას

პირველ რიგში ვთვლი, რომ ძალიან კარგი იდეაა (მიუხედავად იმისა, რომ ქოცებისაა)

ის, რომ ეკონომიკიდან 25% ის გარანტირებულად განათლებაში მიემართოს, ამას მარტო საკანომდებლო გამყარება არ ეყოფა.
არც კონსტიტუციით, შანსი იმის რომ მოვალაში მთავრობებმა ეს შეიცვალოს შანის აქვთ.

ჩემი პირადი რჩევა რეფერედუმით გაამყარეთ მინიმუმ 10 წელი, რომ არალეგიტიმური იყოს მისი ცვლილება.

(აი გოგებაშვილის აი ია საბრუნება სკოლებში კი მაგარი ცუუუუუდი გადაწყეტილებაა, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ)

Posted by: ანტირუსი 16 Jul 2019, 22:11
yes.gif yes.gif yes.gif up.gif up.gif up.gif !!!!!!

Posted by: ignorant 16 Jul 2019, 22:18
QUOTE
ეკონომიკიდან 25% ის გარანტირებულად განათლებაში მიემართოს


ეკონომიკიდან, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 1/4?

Posted by: alahambra 16 Jul 2019, 22:38
ძალიან მაგარი იდეაა,პრიორიტეტი რეგიონებს!

Posted by: matemana 17 Jul 2019, 00:54
არ იზამენ! რაც მეტი განათლებული ადამიანი იქნება ჩვენ საზოგადოებაში მით უფრო მალე გაყრიან კინწისკვრით ამათ ჩვენი ქვეყნიდან!

Posted by: RedShark 17 Jul 2019, 01:01
იდეა კია კარგი, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს მაგ თანხების ათვისება სულ სხვანაირად მოხდება... იხ. პროფ. სასწავლებლების და ტექნოპარკის მაგალითები smile.gif

Posted by: Buddha Nirvana 17 Jul 2019, 01:07
QUOTE
ძალიან მაგარი იდეაა

იმას რატომ არ კითხულობთ
რაფერ განათლებაზეა ლაპარაკი?

Posted by: dimitri72 17 Jul 2019, 02:45
QUOTE
რჩევა მთავრობას

პირველ რიგში ვთვლი, რომ ძალიან კარგი იდეაა (მიუხედავად იმისა, რომ ქოცებისაა)

ის, რომ ეკონომიკიდან 25% ის გარანტირებულად განათლებაში მიემართოს, ამას მარტო საკანომდებლო გამყარება არ ეყოფა.
არც კონსტიტუციით, შანსი იმის რომ მოვალაში მთავრობებმა ეს შეიცვალოს შანის აქვთ.

ჩემი პირადი რჩევა რეფერედუმით გაამყარეთ მინიმუმ 10 წელი, რომ არალეგიტიმური იყოს მისი ცვლილება.

(აი გოგებაშვილის აი ია საბრუნება სკოლებში კი მაგარი ცუუუუუდი გადაწყეტილებაა, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ)

პირველი–იაკობ გოგებაშვილის დედა ენა არის ჩემი აზრით საუკეთესო სისტემა რომ ბავშვს ასწავლო წერა და კითხვა. რა ასოებსაც სწავლობს ბავშვი, იმ ასოებისგან შედგენილ ტექსტის კითხვაში ვარჯიშობს, შემდეგ ახალ ასოს სწავლობს და ა.შ. ლაპარაკია პირველკლასელ ბავშვზე და თუ მაინცდამაინც ძნა და თოხი არ მოგწონთ, დატოვეთ ბატონო ეს გენიალური სისტემა იგივე და მოიფიქრეთ სხვა სიტყვები. ძვირადღირებული ნივთი რომ მოძველდება სახლში, თუ მცირე დანახარჯებით მისი შეკეთება შესაძლებელია, აკეთებენ და არ აგდებენ სანაგვეზე.

მეორე-იდეა კარგია, მაგრამ გააჩნია ვინ დახარჯავს ამ ფულს ეს კალოშები? თუ ის ავანტურისტები? ჯერ კარგი მთავრობა და ხალხი გვყავს საპოვნელი და მერე ფული მოსაძიებელი, თორემ იქით ეკლესია ატყდება, ლოცვები ვასწავლოთ სკოლაშიო და აქეთ ეს გოთვერნები უნისექსის საწყისები ვასწავლოთო და ა.შ. მერე უნდა ამ 25%–ის პრიორიტეტების დადგენა, მერე რა უნდა ვასწავლოთ სკოლაში იმის დადგენა და ა.შ. იმის თქმა მინდა, რომ განათლების სისტემა არა მარტო ფინანსებს, არამედ ზოგადად, გააზრებულ, სახელმწიფო და საზოგადოებრივ პრიორიტეტებზე დაფუძნებულ სათუთ მოპყრობას საჭიროებს, რამე თუ ყველას გვყავს ბავშვები ან გვეყოლება ოჯახებში მომავალში (ღმერთმა მოგცეთ love.gif ) და ბავშვებზე ძვირფასი არაფერია ჩვენთვის.

Posted by: შაქროII 17 Jul 2019, 05:31
იქნებ არ ჭირდება 25% და ჭირდება 20%?
კორუფციის ბუდედ იმედია არ იქნება განათლება..თუმცა ბევრი არ აკლია

Posted by: muammar_caddafi 17 Jul 2019, 08:15
არაჩვეულებრივად სასარგებლო იდეაა, მივესალმები, მაგრამ მეშინია არამზადების ჯიბეებში არ დაილექოს ფული. ერთადერთი განათლება გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას.განათლებული ადამიანები შექმნიან მომავალ საქართველოს.

Posted by: nor-test 17 Jul 2019, 08:47
SYSDBA
განათლებას სულ არ სჭირდება დიდი თანხები არადა. მითუმეტეს ბიუჯეტის მეოთხედი. ესენი მაინც ვერ მოუფიქრებენ გონივრულ გამოყენებას, 25 პროცენტს სისულელეებში ჩაათხლეშენ ან განათლების სფეროს მოხელეებს დააჭმევენ. თუ იცი რა და როგორ უნდა ასწავლო, საკმაოდ მცირე თანხებია საკმარისი. თუ არ იცი, ხარჯების გაზრდა ვერ გიშველის.

წინააღმდეგი ვარ ამ ინიციატივის. არცერთი მთავრობის პერიოდში არ იქნება სასარგებლო.

Posted by: dega 17 Jul 2019, 09:46
ვინც კანონები უნდა მიიღოს
იმათ შვილებისთვის განათლების მიცემის პრობლემა არ აქვთ
ხოდა რატომ გააკეთებენ??
ისევ საკუთარ შვილებს მოაჯენენ მათ მერე სხვებს თავზე
მაგის სულელია ახლა დასავლეთი განათლება წამოწიონ ასეთ ქვეყნებში ??,,,,,
გაუნათლებელი ქვეყანა ადვილი სამართავია

Posted by: kush 17 Jul 2019, 09:57
SYSDBA
გოგებაშვილის აი ია ყვეკაზე გონივრული გადაწყვეტილებაა რაც ოცნრბას გაუკეთებია განათლებაში!

და პირადად მე მვიჩნევ არგუნენტურებულად რომ ეს განათლების წყალში გადაყრილი ფული იქნება!

არაითარი განათკება არ უშველის კორუმპირბულ ქვეყანას თუ დასასაქნებელი ადგიკები არ იყო! დასასაქმებელ ადგილებს განათლება კი არა ეკონომიკა ქმნის და არაკორუბციოლობა, ადამიანებმა საწარმოებში თუ არ გაიარეს კვალიფიკაცია თეორია დაიხვიეთ თქვენს ქაღაკდებზე და ტრაკში გაიკეთეთ!

ფურცელზე მიღებული განათლება ეკონომიკას არ ააყვავებს! კორუბციას კი ბატინო აააყვავებს ძაან!

ისევე როგორც აყვავდა აწარმოე საქართველოს კორუბცია!!

Posted by: LuxAeterna 17 Jul 2019, 10:01
საუკეთესო აზრია. მაგრამ ქვეყნის ნამდვილ, რეალურ, ცხად მომავალში რომელი პოლიტიკოსი ჩადებს ფულს?!

ყველა სამეცნიერო თუ მუშურგლეხური კვლევა ამტკიცებს და ასაბუთებს რომ ასეთი მიდგომა ძალიან დიდ დადებით შედეგებს გამოიღებს არც ისე შორეულ მომავალში.

კორუფციის წამალი აგერ სიგნატურეში მიწერია.

პ.ს. განათელების მიღება და არა ცოდნის. სხვაობას დაუკვირდით, თავად სიტყვები მეტყვეკლებს თავისთავად.

Posted by: ignorant 17 Jul 2019, 10:31
ბიუჯეტი გვაქვს ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით 33%.

და ამბობთ, რომ ბიუჯეტის დაახლოებით 80%-ის განათლებაში მიმართვა კარგი აზრიაო.


იქნებ ჯერ თქვენ თვითონ მიგეღოთ განათლება?!

Posted by: SYSDBA 17 Jul 2019, 11:03
nor-test

განათლებას და მეცნიერებას სჭირდება დიდი თანხები, ყველა განვითარებული ქვეყანასოლიდურ ინვესტიციებს აკეთებს ამ მიმართულებით.
ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არის კორეის კესი (მარშალის გეგმა).

kush
ვერ დაგეთანხები, გოგებაშვილის მეთოდოლოგია არის 150 წლის წინადელი, სწავლების მეთოდოლოგიებიც შეიცვალა მას შემდეგ და ენაც. ეს არის ყველაზე ქქქქოოოოცუური პიარ ნაბიჯი, რაც კი გადაუდგავთ.

რაც შეეხება კორუფიას, კორფციის საფრთხე ყოველთვის არსებობს, ეს არ ნიშნავს რომ ინვესტიცია არ უნდა განხორციელდეს.

Posted by: temart 17 Jul 2019, 11:17
მხოლოდ კვანტური ,,დამკვირვებლის'' შემთხვევაში ირკვევა სად არის ელექტრონი.

მხოლოდ ,,ღმერთის'' რწმენის შემთხევაში იგებს ადამიანი სად არის და რისთვის.


ასწავლეთ ეს სკოლებში და მოხდება ბავშვების საოცარი გარდაქმნა.

ცოტა ხნის წინ ნათესავი ბავშვი დაავადა შაქრიანი დიაბეტით.

მიზეზი სტრესი იყო,გარდაეცვალა მეგობარი,მეგობრის მეუღლე და ბაბუა ერთმანეთის მიყოლებით.

ასეთ მოვლენებთან შეუძლებელია გამკლავება სიცოცხლის პარალელური იმ ქვეყნიური გააზრების გარეშე -,,ღმერთის'',,დამკვირვებლის'' გარეშე.
user posted image

Posted by: nor-test 17 Jul 2019, 11:22
SYSDBA
მეცნიერება კიდევ ცალკე თემაა. აქ მე მხოლოდ განათლებაზე მქონდა საუბარი. აი მე რომ მანდოს 100% კონტროლი მაგ საქმეზე ვინმემ, ისეთებს ჩავატარებდი... სასწაული თანხები სულ არ დამჭირდებოდა, თუ ადმინისტრაციული რესურსი მექნებოდა. რა თქმა უნდა აქ პედაგოგების ხელფასების მატებას არ ვითვალისწინებ. პედაგოგს ისეთი ხელფასი რომ მისცე, როგორიც ამ საპასუხისმგებლო პროფესიის ადამიანს ეკადრება, მართლა ძვირი ჯდება smile.gif თუმცა დღევანდელი პედაგოგები ამას არც იმსახურებენ, პირდაპირ ვამბობ.

Posted by: SYSDBA 17 Jul 2019, 11:24
temart


კვანტურ ფიზიკას ვერ ასწავლი სკოლებში, რასაც შენ წერ ვერ ახსნი ტალღური ფუნქციის კოლაფის გარეშე.
კვანტური ფიზიკა არის წარმოსახვის ვიზუალიზაციის მიღემა, შესაბამისი მათემატიკური მოდელის გარეშე No Way
მინიმალური მათემატიკური ბაზისი კი არის წრფივი ალგებრის ელემენტები, და ცოტა კალკულუსი. რასაც სკოლებში ვერ ასწავლი.


Posted by: temart 17 Jul 2019, 11:28
SYSDBA
QUOTE
კვანტურ ფიზიკას ვერ ასწავლი სკოლებში, რასაც შენ წერ ვერ ახსნი ტალღური ფუნქციის კოლაფის გარეშე.
კვანტური ფიზიკა არის წარმოსახვის ვიზუალიზაციის მიღემა, შესაბამისი მათემატიკური მოდელის გარეშე No Way
მინიმალური მათემატიკური ბაზისი კი არის წრფივი ალგებრის ელემენტები, და ცოტა კალკულუსი. რასაც სკოლებში ვერ ასწავლი.



,,დამკვირვებლი''-ს არსებობას არ სჭირდება ამდენი ცოდნა, ეს ექსპერიმენტალურად მტკიცდება.

8-ე კლასიდან სავსებით შესაძლებელია ამის გაგება და თეოლოგიური განზოგადება.





https://www.youtube.com/watch?v=kZJQeZpxhRE&t=1832s

30 წუთიდან

Posted by: SYSDBA 17 Jul 2019, 12:17
temart


არ მტკიცდება smile.gif. ესეთი ვიდეოები არის პოპულიტური მდარე პროდუქცია, რომელიც ახდენს რეალობის მისტიფიკაციას.

ის რაზეც თქვენ საუბრობთ, საჭიროებს უფრო მეტ ცოდნას, როგორც მათემატიკაში ასევე ზოგიერთ ფილოსოფიური კონცეფტის ცოდნას.

ჩემი აზრით სკოლის მოწავლითვის ეს მასალა არის ადრე. უნივერსიტეტში კი ბატონო.

Posted by: superhardware 17 Jul 2019, 13:19
QUOTE
ბიუჯეტი გვაქვს ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით 33%.

და ამბობთ, რომ ბიუჯეტის დაახლოებით 80%-ის განათლებაში მიმართვა კარგი აზრიაო.


იქნებ ჯერ თქვენ თვითონ მიგეღოთ განათლება?!


კითხვა თემის ავტორთან და ასევე მომხრეებთან.

კარგად დაფიქრთიდ და ისე უპასუხეთ.
ვთქვათ გაქვთ 9მილიარდი ლარი წელიწადში და გეუბნებიან მოგვეცი განალებული ერიო.
1. რას გააკეთებდით? საიდან დაიწყებდით და საითკენ წახვიდოდით?
2. კარგ განათლებას რას ეძახით?
3. რამდენად გაანალიზებული გაქვთ ამ 9 მილიარდით სხვა ალტენატიული დანახარჯის შედეგი რა იქნებოდა?
4. იქნებ ეს 9 მილიარდი მოსახლეობის ჯიბეში რომ დავტოვოთ უფრო განვითარებული სახელმწიფო გავხდეთ უახლოეს მომავალში? იქნებ ეს 9 მილიარდი ვინდ დააგენერირა იმან უკეთესად იცის სად დახარჯოს?
5. რა ჯობია 25 დიპლომიანი ადამიანი რომელიც 300 ლარიან სამსახურს ვე შოულობს თუ უდიპლომო ადამიანი რომესაც ეგევე შეუძლია თვეში 3000 ლარიანი სახმსახური იშოვოს?

გინდა კარგი განათლება? დაიწყეთ სკოლების პრივატიზაცია. განათლების სამინისტროში შესული ფულით დაუფინანსეთ კერძო სკოლებში სწავლა იმ ადამიანებს, ვისაც მართლა არ შეუძლია განათლებაში ფულის დახარჯვა.

არ არსებობს მთავრობების შემქნილი აიფონი
არ არსებობს მთავრობების შექმნილი ინტელი
არ არსებობს მთავრობების შექნილი გუგლი
არ არსებობს მთავრობების შექნილი კარგი პროდუქტი, რაზეც მოთხოვნა არსებობს. განათლება პროდუქტია რომელიც უნდა იყიდებოდეს, უნდა შექმნას კერძო მოტივირებულმა ადამიანებმა, სხვა შემთხვევაში იქნება ისეთი პროდუქტი როგორც საქართველოს რკინიგზაა, როგორც მერიის ტრანსპორტია, როგორც ნებისმიერი სახელმწიფო ბიზნესი. ასეთი განათლება არაფერში არ გამოგვადგება.

Posted by: SYSDBA 17 Jul 2019, 13:50
1. დავიწყებდი სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმით, (საუსრველი შედეგია, რომ განათლების სისტემამ უზრუველყოს ადამიანებისთვის
შესაბამისი კომპეტენციების შემნა ყველა მიმართულებით.

ხარისხიანი სასკოლო განათლება.
ხარისხიანი "პროფტექნიკური" განათლება
ხარისხიანი განათლება ხელოვნების სფეროში.
ხარისხიანი განათლება მენეჯმენტის !!! სფეროში.
ხარისხიანი განათლება მეცნიერების სფეროში.

2. [კარგ განათლებას რას ეძახით?]

შესაბამისი განათლებით ადამიანის რეალიზაციას. მისი შესაძლებლობების რეალიზბის და გამოყენების უნარის ჩამოყალიბებას.
განათლებაში არ ვგულისხმობ მხოლოდ ცონდის დაგროვებას, დაგროვებული ცოდნას ფასი არ აქვს თუ მისი გამოუყენება არ შეუძლია ადამიანს.

3. [რამდენად გაანალიზებული გაქვთ ამ 9 მილიარდით სხვა ალტენატიული დანახარჯის შედეგი რა იქნებოდა?]

ალტერნატიული კოსტი არ დამითვლია, თუმცა კარგი განათლება ძვირი ჯდება. თუმცა დარწმუნებული ვარ ჩემი შინაგანი რწმენით, რომ ეს ინვესტიცია საშულო და გრძელ ვადიან პერსპექტივაში ყველაზე მნიშნელოვანია.
აქ მთავარია პედაგოგიური რესურსი. რატომ გვინდოდა ჩვენ და რატომ გვინდა რომ ჩვენი შვილები გავუშვათ სტენდფორდში, ჰარვარდში და ..., იმუტომ რომ იქ ასწავლიან ძალიან მაგარი ლექტორები, ეს რესურსი ჯდება ძვირი.
ეს რესურსია გასანვითარებელი აუცილებლად.

ნებისმიერი რეფორმის წინ ყველა დონორს, ტექნიკური და ინფრასტუქტურული დახმარებადე ვთხოვთ შიდა ადამიანური რესურის გაძლიერებას ე.წ. Capacity Building ს. შედეგ ვიწყებთ რამის კეთებას აქაც იგივე სიტუაცია გვაქვს.

4. იქნებ ეს 9 მილიარდი მოსახლეობის ჯიბეში რომ დავტოვოთ უფრო განვითარებული სახელმწიფო გავხდეთ უახლოეს მომავალში? იქნებ ეს 9 მილიარდი ვინდ დააგენერირა იმან უკეთესად იცის სად დახარჯოს?

ეს მოსახლეობა სამწუხაროდ, იყიდის 1000$ აიფონებს, იყიდის პრადოებს, დახარჯავს ყველაფერში განვითარების გარდა.

5. მაგ 25 დიპლომს ფასი არ აქვს, როგორც უკვე ავღნიშნე, ცოდნა და განათლება არ არის ერთიდაიგივე. ცოდნა აუცულებელი პირობაა მაგრამ არა საკმარისი.

ისეთი ხალხი გვინდა, რომელიც თავისი განათლების თვითონ შემნის დოვლათს და განავითარებს ახალ რესურს.
არ მომწონს, როცა ეგ 25 დიპლომიანი ტიპები იძახიან, რომ დამასაქმოს სახელმწიფომ და რამეს მერე გავაკეთებო.


სასწაულად არ მომწონს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი დამსაქმებელი საჯარო სექტორია. ეს არის საბჭოთა კავშირის გაგრძელება. უნდა დაინგრეს ეს დამპალი იდეოლოგია.

ვერ დაინგრევა თუ არ იქნება განათლებული თაობა, არ ენებათ მათ კრიტიკული აზროვნება, არ ენებათ ალტენრატიული აზრიოს მოძიების და მოსმენის უნარი.
ეს ყველაფერი კი არსებული რესურსით არ გამოვა.


Posted by: M A N E R A 17 Jul 2019, 13:55
QUOTE
რჩევა მთავრობას 25% ის განათლებაში ჩადებაში


განათლების არსებული სისტემის პირობებში, ორი მაგდენიც რომ ჩადონ, შედეგი იქნება დაახლოებით იგივე, რაც დღესაა...

Posted by: SYSDBA 17 Jul 2019, 13:57
M A N E R A

კი გეთანხმები 100% უბრალოდ განათლების სიტემას ვერ შეცვლი სერიიზული რესურსის გარეშე

Posted by: მანდარინი2019 17 Jul 2019, 13:58
25 არა 125
--------------------------------------------------------------------------

Posted by: M A N E R A 17 Jul 2019, 14:02
QUOTE
კი გეთანხმები 100% უბრალოდ განათლების სიტემას ვერ შეცვლი სერიიზული რესურსის გარეშე 

რაღაც არა მგონია, რომ დამატებითი რესურსების გამოყენებით, განათლების სისტემის არსებით ცვლილებას აპირებდნენ...
ისე, ცვლილებასაც გააჩნია, შეიძლება ისე შეცვალონ, რომ ძველი სჯობდეს ახალს (ეგეთ რამეებზე სპასობნები არიან user.gif )

Posted by: SYSDBA 17 Jul 2019, 14:06
M A N E R A

არსებული ქოც მენჯმენტის შესაძლებლობებით ამის გაკეთბა თითქმის შეუძლებელია.

იმედია აცნობიერებენ ამას და შესაბამის დასავლურ მენეჯერულ რესურს ჩართავენ თუ მართლა რამის გაკეთება უნდათ და უბრალოდ განცხადება არაა.


Posted by: M A N E R A 17 Jul 2019, 14:12
QUOTE
არსებული ქოც მენჯმენტის შესაძლებლობებით ამის გაკეთბა თითქმის შეუძლებელია

უფრო ადრინდელი, ნაც მენეჯმენტის ნამოქმედარიც კარგად მახსოვს user.gif ქოც მენეჯმენტის შეფასებაში კი გეთანხმები...

Posted by: levani169 17 Jul 2019, 14:15
SYSDBA
QUOTE
რჩევა მთავრობას 25% ის განათლებაში ჩადებაში

QUOTE
იმას რატომ არ კითხულობთ
რაფერ განათლებაზეა ლაპარაკი?

ამაზე პასუხს ველოდები თვარა,აგერ ოთარ კახიძეს ასწავლეს ბიუჯეტის სახსრებით საზღვარგარეთის ძვირადღირებულ კოლეჭებში,აუღეს იურისტის დიპლომი და ......... ტიპმა ელემენტარული იარაღის ტარების შესახებ კანონში გაწერილი მარტივი შეზღუდვა არ იცოდა "მიტინგებსა და დემონსტრაციებზე იარაღის ტარება რომ იკრძალება",აი ეგა ხართ დღევანდელი ნაც-ქოცები,დიპლომები გინდათ მხოლოდ და არა განათლება!

Posted by: superhardware 17 Jul 2019, 17:27
SYSDBA

უმეტეს პასუხებში არ გეთანხმები, თუმცა დიდი მადლობა პასუხისთვის, ეს პირველად მოხდა ამ ფორუმზე როდესაც კითხვაზე მიპასუხეს და სადღეგრძელოებით არ გამომეკიდნენ smile.gif

უბრალოდ ხაზს გავუსვავ 2 რამეს

1.
QUOTE
თუმცა კარგი განათლება ძვირი ჯდება. თუმცა დარწმუნებული ვარ ჩემი შინაგანი რწმენით, რომ ეს ინვესტიცია საშულო და გრძელ ვადიან პერსპექტივაში ყველაზე მნიშნელოვანია.

წინასწარ არავინ ვიცით რა შედეგი ექნება, შინაგანი რწმენა არ არის საკმარისი იმისთვის რომ ადამიანს თავისი შრომის მესამედი წაართვა.

2.
QUOTE
ეს მოსახლეობა სამწუხაროდ, იყიდის 1000$ აიფონებს, იყიდის პრადოებს, დახარჯავს ყველაფერში განვითარების გარდა.

აქ მართალი ხარ, თუმცა არ დაგავიწდეს ის რომ მშომელი ხალხი შრომობს მოტივაციისთვის. მას შემდეგ რაც პირამიდის მეორე საფეხურზე ავალთ და საჭმლის ფული საკმარისად გვაქვს, შემდეგი მოტივაცია არის ის რომ აიფონი ვიყიდოთ, ან მალდივებზეწავიდეთ. ზუსტად ამიტომ ვშრომობთ და ვცდილობთ მეტი დოვლათი შევქმნათ, იმიტომ რომ ფუფუნება მივიღოთ.


QUOTE
სასწაულად არ მომწონს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი დამსაქმებელი საჯარო სექტორია. ეს არის საბჭოთა კავშირის გაგრძელება. უნდა დაინგრეს ეს დამპალი იდეოლოგია.


აქ 100% ით გეთანხმები, თუმცა ეგ მთავრობსი ნებაა, მთავრობა ამ ხალხს ვერ უშვებს ხალხში, რადგან აჩევნებისთვის ჭირდება. ასე იყო წინა მთავრობა, ასეა ესეც და ასე იქნება შემდეგიც.
მთავრობა უნდა შემცირდეს ძალიან. ძირითადი ფული უსაფრთხოებაზე და თავდაცვაზე უნდა წავიდეს. ასევე სამართლიან სასამართლოზე.
ეს სამი რომ მოგვარდება მერე განვითარება ძალიან შეუქცევადი და სწრაფი გახდება, განათლებაც ამას თან მიყვება დაჟე სამინისტროს გარეშე.

Posted by: muammar_caddafi 17 Jul 2019, 18:40
საერთოდ სახელმწიფოს მხრიდან განათლებაში ფულის ჩადება ძალიან კარგი საქმეა, მაგრამ ალბათ ამხელა თანხები მართლა არ სჭირდება ამ საქმეს.ჩემი აზრით კერძო სკოლების წახალისება ძალიან იაფი სესხებით, მათთვის საავტორო პროგრამების და სახელმძღვანელოების შექმნის უფლების მიცემა,პარალელურად სახელმწიფოს მხრიდან თანამედროვე ეკონომიკური ინფრასტრუქტურის შექმნა და მისი დარგობრივად უმაღლეს სკოლასთან დაკავშირება, თანამედროვე ინფორმატიკული მეცნიერებების დანერგვა და წახალისება ძალიან ბევრ პრობლემურ საკითხს მოაგვარებდა.რეფორმა განათლების სფეროში საბავშვო ბაღების რეფორმით უნდა დაიწყოს. რა შედეგი უნდა მოგვცეს ბაღმა, სადაც 50-მდე ბავშვია ერთ ოთახში ნახირივით შეყრილი ორი უმრავლეს შემთხვევაში ზედაპირული განათლების მქონე ადამიანის ამარა. ბაღი მარტო შენობა და საჭმელი არ არის. ესეც არ არის საკმარისი ჩვენს ბაღებში. სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარება უნდა იყოს ორიენტირებული ბავშვის აზროვნების და შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარებაზე. რა უნდა განუვითარდეს ბავშვს დღევანდელი ბაღის პირობებში, სადაც ნორმალური, განვითარებისათვის საჭირო სათამაშოც კი არ არის საკმარისი რაოდენობით. ჩვენი სკოლა და ბაღი ქვეყნის ამოუწურავი ტკივილია. სკოლამდელთა,საშუალო და უმაღლესი სკოლის რეფორმა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან და ურთიერთ განმაპირობებელია.

Posted by: lasha1997 18 Jul 2019, 03:41
SYSDBA
QUOTE
რჩევა მთავრობას 25% ის განათლებაში ჩადებაში, გაამყარეთ ეს გადაწყვეტილება რეფერენდუმით



ჩაგეძირა თემა? smile.gif

განათლებაში ფულს მხოლოდ თავისი წვინტლებისთვის დებენ ფულს ეს ვირთხები,რადგან მომავალში ჩვენს შვილებს ებატონონ როგორც დღეს ჩვენ გვბატონობენ.მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება. ხალხის განათლებაში ფულს არასოდეს ჩადებს პრორუსული ხელისუფლება,რადგან უვიცების მართვა გაცილებით იოლია და ეკლესიასაც არ აწყობს ეს. smile.gif


ამ ფორუმზეც უმეტესობა ესეთები პოსტავენ,რადგან სიმართლეს უმეტესობა უარყოფს და რასაც ეუბნებიან იმას პოსტავენ. smile.gif


გაუნათლებლობა არავის შეურაცყოფა არ არის,ეს არის ადამიანის სიზარმაცე,ან კიდევ ..............სხვა რამ.smile.gif

Posted by: შაქროII 18 Jul 2019, 03:48
განათლებას სჭირდება საკმარსი ფული და არა ის ბლეფი რაც იტქვს,
მაგრამ უფრო მეტად განათლებას სჭირდება ტვინი და ცოდნა თუ როგორ ასწავლო და რა...
ვიღაც სმიტების მითითებები რასაც იზუთხავენ და აბარებენ ე.წ. საკვალიფიკაციო გამპცდაზე
ისეთივე არრისმომცემია როგორც რსდმპ(ბ) თეზისების სწავლა....

Posted by: muammar_caddafi 18 Jul 2019, 15:08
QUOTE
შაქროII

ამიტომაც მიმაჩნია, რომ საჭიროა კერძო სკოლების გათავისუფლება უაზრო მარწუხებისგან, თავსმოხვეული პროგრამებისგან გათავისუფლება, მეტი თავისუფლების მიცემა და მაქსიმალური დახმარება.

Posted by: SYSDBA 18 Jul 2019, 17:57
არ ვიცი, სამართლებლივად როგორ დარეგულირდება განათლების საქმიანობა განთავისუფლდეს გადასახებისგან.

ეკონომიკის განათლებაში მიმართვა არ ნიშნავს, რომ ყვლეაფერი ბიუჯედიტან უნდა დაფინასდეს.

განათლების სფეროში ინვესტიცია კარგი თემა უნდა იყოს ბიზნესითვისაც, და ბაზარი მარტო საქართველო ვერ ეყოფა.

საჭიროა გაფართოვდეს ბაზარი. (სამედიცინო უნივერსიტეტი კარგი მაგალითია) ძალიან მიხარია, როცა სხვა ქვეყნის სტუდენტები ჩამოდიან აქ რომ ისწავლონ.
ბევრი მიმართულებით ვისურვებდი, რომ ესე იყოს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)