forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (43) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Crypto Markets, კრიპტოვალუტა Vol.3
Juventino
Honorary Member+


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7357
წევრი No.: 1534
რეგისტრ.: 27-December 02

გამოგზავნილია: 1 May 2018, 16:48  #52630446      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყველაფერი ბიტკოინითა და მისი ბლოკჩეინით დაიწყო.

რა არის ბიტკოინი?
ბიტკოინი (ინგლ. Bitcoin, bit — „ბიტი“ და coin — „მონეტა“) — მსოფლიო მასშტაბის კრიპტოვალუტა და ელექტრონული გადახდის საშუალება. ის არის პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა. მისი გამოიგონება უკავშირდება ადამიანს ან ადამიანების ჯგუფს, ცნობილს, როგორც სატოში ნაკამოტო, რომელმაც 2008 წელის მიწურულს საჯაროდ განაცხადა საკუთარი გამოგონების შესახებ და გამოაქვეყნა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 2009 წლიდან კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვა. სისტემა აგებულია P2P პრინციპზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ორ კომპიუტერულ სისტემას შეუძლია ერთმანეთს შორის ინფორმაცია გაცვალოს ან ერთმა კომპიუტერმა მეორეს ინფორმაცია მიაწოდოს პირდაპირ, ყოველგვარი მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე, მთავარი სერვერის გვერდის ავლით; ტრანზაქციები მოწმდება ციფრული ქსელების შესაბამის სისტემებში და ინახება საჯაროდ დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზაში, რომელსაც ეწოდება ბლოკჩეინი. ბიტკოინი შეიძლება გადაიცვალოს სხვადასხვა ვალუტაზე, პროდუქტსა და მომსახურებაზე. 2015 წლის თებერვლისთვის ის უკვე 100 000-ზე მეტ სავაჭრო დაწესებულებას გადახდის საშუალებად ჰქონდა მიღებული. ბიტკოინის გამოყენება შესაძლებელია ინვესტიციების კუთხითაც. კემბრიჯის უნივერსიტეტის 2017 წლის კვლევის მიხედვით , არსებობს 2.9-დან 5.8 მილიონამდე მომხმარებელი, რომელიც კრიპტოვალუტის საფულეს იყენებს, მათი უმრავლესობა კი ბიტკოინის მომხმარებელია.

რა არის ბლოკჩეინი?
ბლოკჩეინი არის საჯარო მონაცემთა ბაზა, რომელიც იწერს განხორციელებულ ტრანზაქციებს. ეს ყველაფერი კი ხდება მესამე მხარის ჩარევის გარეშე. ბლოკჩეინის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ ერთმანეთთან დაკავშირებული ბლოკები, რომლებზეც ასევე დაფუძნებულია ბიტკოინის პროგრამული უზრუნველყოფა. ქსელის ბლოკები ასრულებენ შემდეგ ოპერაციებს: ტრანზაქციების ვალიდურობის დადგენა, მათი მონაცემთა ბაზაში დამატება და შემდეგ, უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის, ამ ტრანზაქციების სხვა ბლოკებზე გავრცელება. დაახლოებით, ერთ საათში ექვსჯერ, ბლოკების ამ ჯაჭვს ემატება ახალი ჯგუფი დამოწმებული ტრანზაქციებისა, რომლებიც სწრაფადვე ვრცელდება სხვა ბლოკებზე. ეს ეხმარება ბიტკოინ პლატფორმას დაადგინოს, რომ ბიტკოინის კონკრეტული რაოდენობა დაიხარჯა და გამოირიცხოს მისი ე.წ. ორმაგი ხარჯვის პრობლემა.


2009 წლის 5 ოქტომბერს დაიწყო ბიტკოინით ვაჭრობა სხვა ვალუტების მიმართ და მისი თავდაპირველი ღირებულება შემდეგი კურსით განისაზღვრა: US$1 = 1,309.03 BTC. ბიტკოინის ეს ღირებულება ეფუძნებოდა ელექტროენერგიის ხარჯს, რომელსაც მოიხმარდა ბიტკოინების გენერირებისთვის გამოყენებული კომპიუტერი.


ამავე პრინციპით, მალევე შეიქმნა სხვა კრიპტოვალუტები, ე.წ. ალტკოინები.
დღესდღეობით უკვე ასობით კრიპტოვალუტა არსებობს. ყველა მათგანს კონკრეტული სერვისი ან პროექტი უმაგრებს ზურგს.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ კრიპტოვალუტის შესახებ:
1. ვინ არიან დამფუძნებლები და რა წარსული აქვთ.
2. არის თუ არა მათი შემოთავაზებული სერვისი საინტერესო, ხარისხიანი და მოთხოვნადი.
3. რა არის მათი ე.წ. "roadmap", რა გზის გავლას აპირებენ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიონ.
4. როგორი პრესა აქვთ - რამდენად აშუქებს მათ პროექტებს პრესა, ტელევიზია და ა.შ.
5. რამდენად აქტიურობს მათი გუნდი ბაზარზე, ატარებს პრეზენტაციებს, საქმიან შეხვედრებს, იძიებას სახელოვან პარტნიორებს და ა.შ.
6. სხვა უამრავი ფაქტორი...

თითოეული კრიპტოვალუტის მომავლის, მისი ფასის განსაზღვრა საკმაოდ რთული საქმეა, რადგან ყველა მათგანს არასტაბილურობა ახასიათებს.
ამ თემაში ერთმანეთს სწორედ კარგი არჩევანის გაკეთებაში ვეხმარებით. ვაძლევთ რჩევებს, რომელ კრიპტოვალუტაში ღირს ინვესტირება და რომელში არა.


სად ვიყიდოთ დოლარით/ლარით ბიტკოინი/ალტკოინი?
http://emoney.ge
https://www.unipay.com/unicoin
CEX.io
https://www.coinbase.com
...

სად ვივაჭროთ უკვე ნაყიდი ბიტკოინით/ალტკოინით?
სანდო ნორმალური ბირჟები.
CEX.io
binance.com
https://www.cryptopia.co.nz
https://bittrex.com/
https://poloniex.com/
https://www.bitfinex.com/

Yobit.net << პამპ ბირჟა ცოტა ხარვეზებით.

სრული სია: https://coinmarketcap.com/exchanges/volume/24-hour/

USD, RUR(რუბლი)


როგორ გავიგოთ სად შეიძლება ჩვენთვის სასურველი კრიპტოვალუტით ვაჭრობა?
შევდივართ საიტზე https://coinmarketcap.com, ძიების ველში შეგვყავს სასურველი კრიპტოვალუტის სახელი, ვაწვებით მას და შემდეგ ვირჩევთ განყოფილებას "Markets". დავინახავთ იმ საიტების ჩამონათვალს, სადაც ამ კრიპტოვალუტით ვაჭრობაა შესაძლებელი.

user posted image

კრიპტო-სიახლეები:
https://www.coindesk.com/
https://cointelegraph.com/
https://coins.live/news/
https://www.ccn.com/
https://www.reddit.com/r/CryptoCurrency/


ვის როდის რა ღონისძიება აქვს დაგეგმილი?
https://www.coinscalendar.com/
http://coinmarketcal.com/

მომავალი პროექტები. ico
https://icodrops.com/

მობილურის აპლიკაციები
CoinMarketApp
INvesting.Com
emoney.ge

ასევე ტელეგრამში ჩვენი ჯგუფი.
@georgianmarket

This post has been edited by Juventino on 1 May 2018, 16:56


--------------------
- Рискуйте не больше, чем вы можете потерять, но рискуйте достаточно, чтобы заработать.

"მოვა დრო და ხელების ცეცებით დავუწყებთ ქართველები ერთმანეთს ძებნას" - მერაბ კოსტავა
maverick16
hell was full so i came back!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6653
წევრი No.: 66879
რეგისტრ.: 8-July 08

გამოგზავნილია: 1 May 2018, 16:53  #52630480      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სანდო ბირჟებისგან იობიტს თუ ამოიღებ უკეთესი იქნება, სკამერების ბირჟაა კოინების უმრავლესობაზე საფულე არ უმუშავებთ ან არასწორ ბლოკჩეინზე აქვთ და ამ დროს ამ კოინებით ვაჭრობა მაინც მიდის

This post has been edited by maverick16 on 1 May 2018, 16:54


--------------------
everyone has a plan until they get punched in mouth
Juventino
Honorary Member+


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7357
წევრი No.: 1534
რეგისტრ.: 27-December 02

გამოგზავნილია: 1 May 2018, 16:57  #52630495      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
maverick16
ჩავასწორე bis.gif

აბა ბულლ მარკეტ ველოდებით.

ყველას 1000%+ პროფიტი

This post has been edited by Juventino on 1 May 2018, 16:57
Moor
Dreamer in Chief +


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28414
წევრი No.: 111995
რეგისტრ.: 10-February 10

გამოგზავნილია: 1 May 2018, 17:15  #52630601      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · icq · aim · yim · msn
Hacken

მერე არ თქვათ, არ ვიცოდითო

ქუკოინზე დევს

This post has been edited by Moor on 1 May 2018, 17:39


--------------------
UMTS
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28461
წევრი No.: 23239
რეგისტრ.: 14-September 06

გამოგზავნილია: 1 May 2018, 17:26  #52630671      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აბაა, წავედით ისევ დაბლა?


--------------------
კრიპტოვალუტის ყიდვა გაყიდვა
https://cex.io/r/0/up113272918/0/
https://www.binance.com/?ref=17887979
beqa1971
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 214
წევრი No.: 231362
რეგისტრ.: 25-April 17

გამოგზავნილია: 1 May 2018, 18:25  #52630977      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Moor
QUOTE
Hacken

მერე არ თქვათ, არ ვიცოდითო

ქუკოინზე დევს


ორი სიტყვით, რას წარმოადგენს?
Moor
Dreamer in Chief +


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28414
წევრი No.: 111995
რეგისტრ.: 10-February 10

გამოგზავნილია: 1 May 2018, 18:42  #52631058      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · icq · aim · yim · msn
beqa1971

ახალი მუშა პროდუქტია, 15X პოტენციალით. იმჰო.

შეილება ოდნავ იაფათად იყიდოთ, ვიდრე ეხლაა, მარა ფასი არაა ძვირი. სულ რამდენიმე მილიონია და პლუს კოინების დაწვის პრინციპი აქვთ ბნბზე უკეთესი
dimaopena
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4693
წევრი No.: 51434
რეგისტრ.: 14-January 08

გამოგზავნილია: 1 May 2018, 18:48  #52631080      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
დიდი გარდამტეხი შეხვედრა 15 მაის არის?თუ 17 მაის?
რეალურად იქონიებს გავლენას?თუ დიდი არაფერი უნდა მოხდეს. ან ზევით წავა ან ქვევით?
ჩხრამბურთლაძე
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1038
წევრი No.: 14994
რეგისტრ.: 30-November 05

გამოგზავნილია: 1 May 2018, 23:19  #52632544      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dimaopena
მაგი დიდათ არ იმოქმედებს, შედი ბიტკოინტილკის ფორუმზე იქ უფრო უკეთესი ანალიზი აქვთ და 15 მაისის მოლოდინი ბევრს არ აქვს.
beqa1971
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 214
წევრი No.: 231362
რეგისტრ.: 25-April 17

გამოგზავნილია: 1 May 2018, 23:38  #52632759      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Moor
QUOTE
ახალი მუშა პროდუქტია, 15X პოტენციალით. იმჰო.

საინტერესო პროექტი ჩანს, მადლობა. ერდადერთი უკრაინელების გუნდი რამდენად გაქაჩავს ეგაა.
GAMEZER
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2606
წევრი No.: 125212
რეგისტრ.: 24-December 10

გამოგზავნილია: 2 May 2018, 06:36  #52634271      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
..............................................................................................................................................................................................................................................................................................
luk_a
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 908
წევრი No.: 110737
რეგისტრ.: 28-January 10

გამოგზავნილია: 2 May 2018, 10:02  #52634576      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩხრამბურთლაძე
წინა თემაში გეწერა შენ პროფიტზე , რამდენ ხნიანი თრეიდერობის შედეგია ?
ჩხრამბურთლაძე
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1038
წევრი No.: 14994
რეგისტრ.: 30-November 05

გამოგზავნილია: 2 May 2018, 17:01  #52636909      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
2017 წლის მარტიდან ვარ კრიპტოში, იმ დროიდან როდესაც ეთერიუმი 90 დოლარი ღირდა, მერე ავიდა 300 და ჩამოვიდა 120 .გამოცდილება ჩემი აზრით არ მაქვს დიდი, უფრო მეტის შოვნას ალბათ მიზანი მიშლის ხელს რომელიც ნელი სვლით ვითომ და უფრო მივალ, მაგრამ ლოგიკურათ რომ ვიმსჯელოთ სწრაფი სვლა და გარისკვა უფრო მალე მოიტანს სარგებელს .
playstation
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14653
წევრი No.: 121402
რეგისტრ.: 22-September 10

გამოგზავნილია: 2 May 2018, 17:40  #52637163      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აი საფულიდან მევ-იდან გადავრიცხე სატესტოდ კიდე კაი მცირე რაოდენობის ელფ-ები

ეს დედანაქაჩი მევ-ი არ გიწერს და არ გითითებს რამდენია მინიმუმ საჭირო რომ გადარიცხოს
ხოდა 21000 გას-ზე არ გამისვა და 25000 გაგზავნა

22გვეი და 25000 გაზ

გამაგზავნინა მაგრამ ასე ძახილისნიშანი დაეხატა
ანუ პიზდეც დაიკარგა ხომ ეს კოინები და გადარიცხვის საკომისიო?

სად უნდა ინახოს რომელ კოინს რამდენი გაზ და გვეი ჭირდება გადასარიცხად?

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
lost_elf.jpg
abcdefg_1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 438
წევრი No.: 197816
რეგისტრ.: 9-February 15

გამოგზავნილია: 2 May 2018, 20:13  #52637860      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
playstation

ძახილის ნიშანი არასოდეს დახატულა ჩემთან მაგრამ შანსი არაა დაგიკარგოს მილიონჯერ მაქვს გაგზავნილი მგონი და როცა ვერ მოდის პროცესი იშლება და უკან ბრუნდება... ისე მეც მაინტერესებს წინასწარ რამდენი უნდა გას და გვეი, ზოგიერთს კი აქვს მითითებული და ბევრს არა აქვს...
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (43) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0238 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]