გამარჯობა, დღეს გეტყვით ერთადერთ ქართული კიკბოქსინგის ორგანიზაცია "კოლხეთი კიკბოქსინგის" შესახებ
ეს ორგანიზაცია 2015 წელს დაარსა ბაჩუკი ფარცვანიამ (ფარცვანია მსოფლიოს სამ გზის ჩემპიონ დავით ქირიას მწვრთნელია ) დაარსება მიზანა ისახავს საქართველოში კიკბოქსინგის პოპულარიზაციას რამდენიმე თვეში ორგანიზაციამ მიიღო საერთაშორისო ტურინირის სახე და პირველი ბრძოლები ჩატარდა 2015 წელს კოლხეთის თასის ეგიდით ქალაქ ზუგდიდიში სადაც რუსეთიდან,აზერბაიჯანიდან,სომხეთიდან,ირანიდან,თურქეთიდან,ჩეჩნეთიდან საქართველო რა თქმა უნდა იყვნენ მებრძოლები
ბრძოლებს ორგანიზაცია სამ თვეში ერთხელ ატარებს მწირი ფინანსების გამო
სპორტსმენი რო ჩამოგყავს მაგას ფრენის ბილეთი უნდა უყიდო სასტუმრო კვება და ცალკე ბრძოლის ჰონორარი გადაუხადო მოკლედ დიდი ფინანსებია საჭირო და ხშირად ვერ იმართება ბრძოლები. 2017/2018 წელს ორგანიზაციამ თბილისში ფინალური ბრძოლები ჩაატარაა მხარდამჭერი იყო მხოლოდ კუდოს ფედერაცია სხვა სპონსორი არავინ გამოჩენილა (არადა ეს ბრძოლები ბიზნესია)
კოლხეთი კიკბოქსინგის ბრძოლები ძირითადად იმართრბა ზუგდიდში ზუგდიდის სპორტის სასახლეში საშუალოდ ყოველ ივენთზე 800 ადამიანზე მეტი თუ არა ნაკლები არ დადის ზუგდიდში ყველამ იცის ამ ორგანიზაციის შესახებ და ბევრი რეკლამაა არ არის საჭირო დარბაზი მეტ ადამიანს მაინც არ იტევს.
მარა მაინც არ არის სპონსორები ბილეთის ფასი 10 ლარია . ყოველთვის ფასი არ იცვლება
ეხლა ბოლო რიგით 10-ე ივენტი 2 მაის ჩატარდა და დასწრება უფასო იყოო ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა პირდაპირი ეთერიც იყო იუთუბ და ფეისბუქ გვერდზებზე კოლხეთის საკმაოდ ბევრმა უყურა რეკლამის გაშვების გარეშე. კარგი შედეგი იყო ამ შეჯიბრზეც 10-ე ივენთზეც 5 ქვეყნიდან იყო მოწვეული სპორტსმენები ორ წინაში კოლხეთის საერთაშორისო ქამარზე იყო ბრძოლები სადაც ორივე ქართველმა მოიგო სომეხ და თურქ მებრძოლებს მოუგეს ორივე ნოკაუტით
ეხლა რისი თქმა მინდა ძალიან დიდი შოუს გაკეთება შეიძლება უბრალოდ სპონსორებია საჭიროო თითო შეჯიბრი ამ ეგაპოსთვის 30 000 ლარი ჯდება გაკეთება
ამიტომ ქართულმა ტოტალიზატორებმა გვერდში რო დაუდგნენ ამ ორგანიზაციას ძალიან მაგარი იქნება და ძალიან მაგარ შედეგსაც დადებენ ამაში დარწმუნებული ვარ ურეკლამოდ ყოველგვარი პიარისბგარეშე შეჯიბრზე დადის 800 მეტი მაყურებელი ეს დასავლეთის მხარე ძირითადად ოღონდ
კიკბოქსინგი რა არის კომერციული შეჯიბრი შოუ (ეხლა ყველა ბრძოლა შოუა) ამიტომ რომელიმე ქართული ტოტალიზატორი თუ იკისრებს დაფინანსებას ორგანიზაციის საქართველოშიც გვექნება ბრძოლების ხილვა ცოცხლად აგრეთვე მოტივაცია ბევრი მებრძოლისთვის რომელიც არის უმოტივაციო
ბაჩუკი ფარცვანია დადის პოლონეთში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მანდედან იძიებს სპონსორებს ისინი ასპონსორებენ და ეგრე წვალებ წვალებით მიიწევს წინ
და ქართულმა რო აიღოს ეგ ვალდებულება იქნება ძალიან მაგარი ვერ ვწერ როგორც უნდა დავწერო მარა მიმხვედრი მიხვდება
კიკბოქსინგი უცხოეთში არის ძალიან პოპულარული
და არის ბიზნესი კიდევ ერთხელ ვიმეორებ
კარგი რეკლამის საშუალებით კოლხეთს შეუძლია სპორტის სასახლე გაავსო უპრობლემოდ
ამიტომ თუ ხართ ქართული ტოტალიზატორის წარმომადგენელი ან იცნობთ ჩადეთ ამ საქმეში ფული ან უთხარით თქვენს ზემდგომ ხალხს მიაწდვნიეთ ხმა
ეს ბოლო ივენთი და გედენიძის ნოკაუტი თურქის წინაამღდეგ
კოლხეთი კიკბოქსინგი 10