forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სხვა სარწმუნოებების მიმდევარ ხალხს რა ბედი ეწევა?, რა პოზიცია აქვს ამაზე მართლმადიდებლურ ეკლესიას?
atmismuraba
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 111
წევრი No.: 195603
რეგისტრ.: 23-December 14

გამოგზავნილია: 20 May 2019, 10:39  #54684801      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რელიგია და ლოგიკა არაა შეთავსებადი მაგრამ ვცადოთ და ვიმსჯელოთ ერთ საკითხზე:

სხვა სარწმუნოებების მიმდევარ ხალხს რა ბედი ეწევა? რა პოზიცია აქვს ამაზე მართლმადიდებლურ ეკლესიას?

აი წარმოვიდგნიოთ ინდუსი ბიჭი. დაიბადა სადღაც გადაკარგულ სოფელში. ოჯახს საშუალება არ აქვს სპილო იყიდოს და წვალობენ მაგრა. მეზობლები ხოლერით ამოეხოცა. გაჭირვება, სიბინძურე, საცოდაობა.

ინდუიზმს უნერგავენ ამ ბავშს დაბადებიდან და ასწავლიან რომ ინდუიზმია ერთადერთი და ნამდვილი სარწმუნოება. ძროხებს აღმერთებს და თავზე ევლება. ამასაც სჯერა, რასაც მთელი ცხოვრება ასწავლიან იმისა. თან პატივს სცემს ტრადიციებს, ტრადიციების და წინაპრების სიყვარულით არის გაჟღენთილი. ამ საცოდავს არაფერი გაუგია არც ქრისტიანობაზე და მითუმეტეს არც მართლმადიდებლობაზე. ერთ დღეს ავტობუსი ეჯახება და კლავს ადგიზე. გადის მარილზე.

განკითხვის დღე დგება. განწირულია ხო? ანუ არ იყო ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი და ამიტომ ჯოჯოხეთში უნდა იტანჯებოდეს? ამ ბიჭის გადმოსახედიდან ხო აბსურდულია ასეთი განაჩენი? მინიონობით და მილიარდობით ღმერთის ქმნილებები სამუდამო ტანჯვას უნდა განიცდიდნენ "მომავალ ცხოვრებაში" იმიტომ რომ ცუდი ხელი დაურიგდათ ცხოვრებაში და ვერ დაიბადნენ საქართველოში?

კაი, ინდუსი განწირულია.

ბერძენი ქრისტიანები? ხო ოდნავ მაინც განსხვავდება სხვადასხვა ქრიტიანობის შტოების სწავლებები?

ვინც მართლმადიდებელი არაა განწირულია ყველა?

და თუ არ არიან განწირულები, მაშინ რო შეიცვალოს მაგალითად დენომინაცია მართლმადიდებლურიდან პროტესტანტობაზე, მერე უკვე მორჩენილია საქმე? განწირულია?

მოკლედ პირად საუბრებში ამ შეკითხვებზე რაც უფრო ღრმად შევსულვარ მით უფრო ხშირად ორი ძირითადი პასუხი მიმიღია:

1. ეშმაკი მაცდუნებს რომ ასეთი შეკითხვები მებადება.
2. ღმერთის მიზნები და განაჩენი ჩვენთვის ამოუცნობია.

პირველს თავი დავანებოთ.

მაშ თუ ამოუცნობია ღმერთი რას იზავს და რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ამ შემთხვევებში, მაშინ ასეთი გამალებით რატომ გვიმტკიცებენ რომ რომელიმე რელიგია ჭეშმარიტია და უნდა მივყვეთ? რატომ გვაშინებენ ჯოჯოხეთით და განსჯით თუ არ დავემორჩილებით სხვა ადამიანების მიერ გადმოცემულ და ღმერთის სიტყვად წოდებულ ლიტერატურას?

თქვენი აზრი?
D3cember



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2000
წევრი No.: 222774
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 3 Jun 2019, 14:55  #54754264      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მდააჰ, ბოლოს ყველას ერთ ქვაბში ჩაგვყრიან და მოგვხარშავენ ჯოჯოხეთში mad.gif
gugaGve
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 358
წევრი No.: 188060
რეგისტრ.: 27-June 14

გამოგზავნილია: 3 Jun 2019, 21:19  #54756250      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ინდუიზმს უნერგავენ ამ ბავშს დაბადებიდან და ასწავლიან რომ ინდუიზმია ერთადერთი და ნამდვილი სარწმუნოება. ძროხებს აღმერთებს და თავზე ევლება. ამასაც სჯერა, რასაც მთელი ცხოვრება ასწავლიან იმისა

ხოდა იმიტო მისცა ღმერთმა ადამიანს ტვინი რომ თავისით მიიღოს გადაწყვეტილება ადამიანმა. ვინც ძროხას სცემს თაყვანს იმას ლოგიკა ალბათ სადღაც ტრაკში აქვს გაკვეხებული ჯერ იქედან დავიწყოთ რომ ქრისტიანობა მთელს მსოფლიოშია მაგრამ გარკვეულწილად არ სურთ ამ რელიგიის მიღება ხალხს იმიტომ რომ რელიგია უფრო ტრადიციაა მათთვის ვიდრე სარწმუნეობა მერე მეორე ადამიანმა იცის რომ ღმერთი არსებობს უნდა მიიძიოს შესაბამისი ინფორმაციები ზოგადად ღმერთზე შეადაროს რელიგიები ერთმანეთს და რომელიც ჭეშმარიტია ის უნდა აირჩიოს ეს არჩევანია შესაბამისად ნათელია რომ ბიბლია ახალი აღთქმა დათარიღეებულია უფრო ადრე ვიდრე სხვა სარწმუნოებები მითუმეტეს ქრისტე ჩამოვიდა არავინ იცის თუმცა წყაროებიდან ჩანს რომ ქრისტეს გარდა არცერთი ღმერთი არ ჩამოსულა ქვეყანაზე არც ბუდა არც იეღოვა და სხვა ღმერთები შენი ლოგიკური მსჯელობები არაა მართალი რადგანაც მაგ კითხვებზეპასუხი არ იცი
dzvelzeparolidavkarge
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 120
წევრი No.: 249368
რეგისტრ.: 16-March 19

გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 00:21  #54757219      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
რელიგია და ლოგიკა არაა შეთავსებადი მაგრამ

გირჩევდით რომ ჯერ სკოლა დაამთავროთ და მერე გახსნათ ესეთი თემები.
ზოგადად კი ადამიანის საიქიო ცხოვრება არის საიდუმლოების სფერო და ინდივიდუალური ადამიანის კავშირი ღმერთთან არის ცნობილი მხოლოდ მათ შორის საყოველტაო აღდგომამდე. ეკლესიას შეუძლია განაცხადოს ვინ არის წმინდანი, მაგრამ ვერ იტყვის ვინ არის წარწყმედილი. ის კი არა, არიან მთავარეპისკოპოსები (მაგალითად კალისტე (ტიმოთე) უეარი), რომლებიც აპოკატასტასისის იდეას ემხრობიან.
QUOTE
რატომ გვაშინებენ ჯოჯოხეთით და განსჯით თუ არ დავემორჩილებით სხვა ადამიანების მიერ გადმოცემულ და ღმერთის სიტყვად წოდებულ ლიტერატურას?

http://library.church.ge/index.php?option=...-10-13-06-30-24

This post has been edited by dzvelzeparolidavkarge on 4 Jun 2019, 00:24
ZAZAi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7174
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07

გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 12:27  #54758884      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
ვინც ძროხას სცემს თაყვანს იმას ლოგიკა ალბათ სადღაც ტრაკში აქვს გაკვეხებული

და ვინც ადამიანის ხორცს ჭამს და მის სისხლს სვავს თუნდაც სიმბოლურად, ვინც მიცვალებულის გვამებს საფლავში არ ასვენებს და ნაწილ-ნაწილ დაინაწილებს, მერე იმ ნაწილებს წმინდას უწოდებს და თაყვანს ცემს, იმას სადა აქვს ლოგიკა?
ისინი ძროხას ცემენ თაყვანს თქვენ კი გვამებს. ძროხას და ცხვარს კი თქვენ ღმერთს წირავთ მსხვერპლად და სისხლის მდინარეებს ღვრით თქვენი ღმერთის საამებლად. თქვენ ღმერთს ოქრო და ვერცხლი უყვარს და ამიტომ ბლომადაა ის თქვენს ტაძრებში, თქვენი მამაოების სხეულზე და თქვენს ხატებზე.

სადა გაქვთ ლოგიკა საერთოდ თუ გაქვთ?


--------------------
https://modivisaubrot.wordpress.com/
დათიკო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 29081
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 12:36  #54758929      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ZAZAi
QUOTE
ძროხას და ცხვარს კი თქვენ ღმერთს წირავთ მსხვერპლად

მაგ ამბავს არაფერი საერთო აქვს ქრისტიანობასთან. წარმართული გადმონაშთია.


--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
Montag
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 72
წევრი No.: 250221
რეგისტრ.: 26-April 19

გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 12:39  #54758950      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
dzvelzeparolidavkarge
QUOTE
ეკლესიას შეუძლია განაცხადოს ვინ არის წმინდანი

ეკლესიას ეს უფლება ვინ მიანიჭა?
gugaGve
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 358
წევრი No.: 188060
რეგისტრ.: 27-June 14

გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 14:16  #54759433      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
და ვინც ადამიანის ხორცს ჭამს და მის სისხლს სვავს თუნდაც სიმბოლურად, ვინც მიცვალებულის გვამებს საფლავში არ ასვენებს და ნაწილ-ნაწილ დაინაწილებს, მერე იმ ნაწილებს წმინდას უწოდებს და თაყვანს ცემს, იმას სადა აქვს ლოგიკა?

ანუ რას ამტკიცებ მაგით smile.gif ძაან ცუდი შედარება მოიყვანე. სად ქრისტიანობა და სად ცხოველის გაღმერთება. თაყვანს მხოლოდ ღმერთს ვცემ.


QUOTE
ძროხას და ცხვარს კი თქვენ ღმერთს წირავთ მსხვერპლად და სისხლის მდინარეებს ღვრით თქვენი ღმერთის საამებლად. თქვენ ღმერთს ოქრო და ვერცხლი უყვარს და ამიტომ ბლომადაა ის თქვენს ტაძრებში, თქვენი მამაოების სხეულზე და თქვენს ხატებზე.

არასდროს არ შემიწირავს არაფერი biggrin.gif რაც შეეხება ოქრო ვერცხლს მე არ ვამართლებ მაგას. მაგაში გეთანხმები smile.gif
ZAZAi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7174
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07

გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 20:30  #54761332      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
ეკლესიას შეუძლია განაცხადოს ვინ არის წმინდანი

ცოტა უცნაურად არ გეჩვენებათ? უწმინდურები წყვეტენ ვინ უნდა იყოს წმინდანი და ვინ არა.
თუ გგონიათ, რომ თორმეტი უწმინდური ერთ წმინდანს უდრის?
gugaGve
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 358
წევრი No.: 188060
რეგისტრ.: 27-June 14

გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 22:43  #54762072      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ცოტა უცნაურად არ გეჩვენებათ? უწმინდურები წყვეტენ ვინ უნდა იყოს წმინდანი და ვინ არა.
თუ გგონიათ, რომ თორმეტი უწმინდური ერთ წმინდანს უდრის?

წმინდანი ღმერთის ტოლს კიარ ნიშნავს მგონი გეშლება რაღაცეები ასკეტური ღვაწლი ვისაც აქვს შეუძლია გახდეს წმინდანი თუნდაც ბერები წმინდანები არიან ღმერთთან არ ვაიგივებთ წმინდანებს. ისინი არიან წმინდა სულები უბრალოდ არავინ არ ცემს წმინდანებს თაყვანს უბრალოდ პატივს მივაგებთ მათ

This post has been edited by gugaGve on 4 Jun 2019, 22:44
მამა
იაკობი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1166
წევრი No.: 234354
რეგისტრ.: 4-August 17

გამოგზავნილია: 5 Jun 2019, 00:58  #54762566      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gugaGve
QUOTE
ვინც ძროხას სცემს თაყვანს იმას ლოგიკა ალბათ სადღაც ტრაკში აქვს გაკვეხებული

სიცოცხლეს მიაგებენ პატივს
ვეგეტარიანელები არიან ინდუსები
ასე რომ მარტო ძროხას არ უფრთხილდებიან
თუმცა ეს წმინდა ინდუისტური გაგებით თორემ ისე არიან ისეთი სხვადასხვა განშტოების თუ ტრადიციის წარმომადგენლები ვინც ცხოველებს სწირავენ რიტუალებზე
ინდუსური რწმენით ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს სული და მათი განადგურება კი არა მათთვის ტკივილის მიყენებაც არ შეიძლება
ძროხა ერთ-ერთი სიმბოლოა
ბოდიში თუ ჯვრის ან ნახევარმთვარის ფორმები არ აქვთ ყელზე ჩამოკიდებული და მაგის ნაცვლად ცოცხალი არსება ყავთ ეგეთ სიმბოლოდ და მაგას უფრთხილდებიან
შეიძლება ვიღაცას სასაცილოდ მიაჩნია ეს სიმბოლიზმი და ძროხების მოფრთხილება მაგრამ მე ეს რიტუალი და ძროხის ასე გამოყენება მგონია სრული უაზრობა
http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia_sru...itskhvni-19.htm

QUOTE
ადამიანმა იცის რომ ღმერთი არსებობს უნდა მიიძიოს შესაბამისი ინფორმაციები ზოგადად ღმერთზე შეადაროს რელიგიები ერთმანეთს და რომელიც ჭეშმარიტია ის უნდა აირჩიოს

არავინ არ იცის რომ ღმერთი არსებობს
არც შენ
და არც სხვამ
გგონია რომ არსებობს
ასე ეჭვობ
მაგრამ თვითონ არ ეძებ ინფორმაციებს სხვა რელიგიებზე
შედარებაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია
ჭეშმარიტების დადგენის მცდელობაზე საერთოდ ლაპარაკიც არაა
ყოველ შემთხვევაში ინდუიზმის აზრზე არ ხარ

QUOTE
ნათელია რომ ბიბლია ახალი აღთქმა დათარიღეებულია უფრო ადრე ვიდრე სხვა სარწმუნოებები

ყველა სხვა სიკეთესთან ერთად მატყუარაც ყოფილხარ
ვედები და ინდუიზმი უფრო ძველია ვიდრე ქრისტიანობა

QUOTE
წყაროებიდან ჩანს რომ ქრისტეს გარდა არცერთი ღმერთი არ ჩამოსულა ქვეყანაზე არც ბუდა არც იეღოვა და სხვა ღმერთები

რომელი წყაროებიდან?
მარტო ერთ წყაროს გულისხმობ ალბათ და ეგეც ბიბლიაა smile.gif
"წყარო"...
ბუდა საერთოდ ადამიანი იყო რა გინდა drug.gif
იეღოვა-იაჰვე კიდე მამაღმერთის ღმერთის სახელწოდებაა ძველ აღთქმაში sad.gif


--------------------
ღვთისმშობლის წილხვედრი
GDN
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 833
წევრი No.: 211498
რეგისტრ.: 16-December 15

გამოგზავნილია: 5 Jun 2019, 01:58  #54762723      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საინტერესო თემაა,
ღმერთი ახლოსაა ჩვენთან და სასწაული ყოველწამს მეორდება ჩვენს თვალწინ, მადლი მოგვცეს ღმერთმა ჩვენ რომ ეს დავინახოთ და აღვიქვათ, ეკლესია ჩვენს გულებში ავაშენოთ.

ადამიანების გარკვეული ნაწილი ჩასწვდება აზრს და სწორად აღიქვამს ხოლო გარკვეული ნაწილი ვერ ჩასწვდება სწორად და განსხვავებულად აღიქვამს. ამბობენ ღვთის დაშვებითაა და ღმერთი ადამიანს აძლევს არჩევანის თავისუფალ ნებას.

ლოცვები მადლის თხოვნაა ღმერთის მიმართ, ვითხოვთ მოგვანიჭოს მადლი, რომ სიკეთეში შეფუთული ბოროტების დანახვა შეგვეძლოს და შეცდომაში არ შევიდეთ.

ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება არის ქრისტიანობა. ამას ვამბობ რადგან ბუნებით ქრისტიანი ვარ, ქრისტეს წიაღში დავიბადე და ქრისტე ჩემს გულშია.

This post has been edited by GDN on 5 Jun 2019, 01:59
ZAZAi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7174
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07

გამოგზავნილია: 5 Jun 2019, 10:49  #54763486      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
gugaGve
QUOTE
ქრისტეს გარდა არცერთი ღმერთი არ ჩამოსულა ქვეყანაზე არც ბუდა არც იეღოვა და სხვა ღმერთები

ვაშკაც, წიგნის კითხვა რომ არ გიყვარს და სრული უვიცი ხარ, ეს გასაგებია და ამის ფონზე შენი მედიდური ტონი ძალიან სასაცილოდ გამოიყურებაsmile.gif

1. ბუდა ღმერთი არაა. ის ადამიანია და არც აცხადებს პრეტენზიას რომ საიდანღაცა ჩამოვიდა ან სადმე ავიდა.
2. იეღოვა შენი საყვარელი ღმერთის, ქრისტეს მამის სახელია. და სწორედ ქრისტეს სახით ჩამოვიდა
gugaGve
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 358
წევრი No.: 188060
რეგისტრ.: 27-June 14

გამოგზავნილია: 5 Jun 2019, 11:02  #54763553      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
არავინ არ იცის რომ ღმერთი არსებობს
არც შენ
და არც სხვამ
გგონია რომ არსებობს
ასე ეჭვობ
მაგრამ თვითონ არ ეძებ ინფორმაციებს სხვა რელიგიებზე

უმეტესი სარწმუნოება ბიბლიის პლაგიატია თუნდაც ბუდიზმი ავიღოთ ბევრ სარწმუნოებას ვიცნობ ასე თუ ისე დაინტერესწბის პონტში წაკითხულიც მაქვს ლიტერატურა მაგრამ სულ სხვა განზომილებებია როგორც ცა და მიწა ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან ბიბლია და თუნდაც ყურანი ან თუნდაც ბიბლია და ბუდა
ბუდაში ვაბშე უნდა გაქრე ყურანში ღმერთი ყველაფერს მოგცემს რასაც გინდა ხორციელ სიამოვნებას და ბიბლიაში ღმერთის სიყვარულზე წერია რო ღმერთის გარდა არვინ უნდა გინდოდეს. რაც შეეხება არსებობას შენ იცი რო არ არსებობს ? smile.gif ლოგიკურად უფრო უნდა არსებობდეს ღმერთი ვიდრე არ არსებობდეს smile.gif
Amigo-Amo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 357
წევრი No.: 233063
რეგისტრ.: 19-June 17

გამოგზავნილია: 5 Jun 2019, 11:11  #54763590      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აღნიშნულ საკითხზე ჩემი მოკრძალებული აზრი ასეთია:
სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი (თუკი არსებობს საერთოდ) და მე ნამდვილად არ ვიცი რა ჰქვია მას. არსებობს სხვადასხვა კონცეფციები, რომლებიდანაც მხოლოდ რამოდენიმე არის არსს აცდენილი, ხოლო დანარჩენი, ძირეულად ერთიდაიგივე ადამიანურ/სულიერ ფასეულობებს ქადაგებენ (სიკეთე, სიყვარული, ადამიანის/შემოქმედის პატივისცემა და ა.შ). აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი, განურჩევლად მისი რელიგიური შეხედულებებისა, შესაძლებელია, რომ ღმერთისთვის მოსაწონი გახდეს, როგორც იტყვიან: ცხონდეს. ის, რომ ქრისტიანობა სხვა რელიგიური კონცეფციებისგან განსხვავებით, ასე თუ ისე, ყველაზე უფრო ახლოს დგას ღმერთთან (შესაძლოა ასეთი აზრი იმიტომ მაქვს, რომ მეც საქ-ში დაბადებული/გაზრდილი ადამიანი ვარ, მონათლულიც), ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მართლმადიდებელ ქრისტიანებს აქვთ ცხონების შანსი. აქ გადამწყვეტი არის შენ მიერ განვლილი გზა, თუ რა ფასეულობების მქონე ადამიანი იყავი განვლილი ცხოვრების განმავლობაში. მარტივია: A წერტილიდან B წერტილამდე, უამრავი გზა შეიძლება, რომ მიდიოდეს, რთულიც, გრძელიც და მოკლეც. მეჩვენება, რომ ქრისტიანებს ყველანაირი წინაპირობა აქვთ, რომ B წერტილამდე მივიდნენ მარტივი გზით, თუმცა, ეს იმას არ გამორიცხავს, რომ სხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანი, რომელიც პირობითად რომელიღაც ინდიელ ტომში ცხოვრობს და დამახინჯებული შეხედულებებით მქონე პირთა წრეში უწევს არსებობა, ვერ შეძლებს დანიშნულების ადგილამდე მისვლას.


--------------------
მოშნი ზარანდია
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0307 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]