BLIZZARD-ის მიერ გამოშვებული უფასო ონლაინ card video game. თამაში შესაძლებელია PC, Android და iOS-ზე.
ოფიციალური საიტი:
us.battle.netრჩევები დამწყებ მოთამაშეებს:კარტები, გოლდი, დასტითამაშში გვაქვს კარტების კოლექცია რომლებსაც ვაგროვებთ სხვადასხვა გზებით. ძირითადი გზა კარტების საშოვნელად არის პაკების გახსნა ან დასტით აწყობა. პაკები იყიდება როგორც რეალურ თანხაზე, ასევე თამაშის შიდა „ვალუტა“ გოლდზე. 1 პაკი = 100 გოლდი. გოლდს კი სხვადასხვა გზებით ვშოულობთ რაზეც ქვემოთ ვისაუბრებ. ასევე თამაშში არის მეორე შიდა „ვალუტა“ დასტი. დასტს ძირითადად ვშოულობთ უკვე მოპოვებული კარტების დაშლით.
დამწყებებისთვის გოლდის მოსაპოვებლად არსებობს ერთჯერადი დამალული მისიები:
Complete a game in play mode – Award: 1 booster pack
Unlock every hero – Award: 100 gold
Get any class to level 10 – Award: 1 booster pack
Win 100 games in any mode – Award: 300 gold
Win 1,000 games in any mode – Award: 300 gold
Defeat all expert AI – Award: 100 gold
Disenchant a card – Award: 95 Arcane Dust
Enter the arena – Award: Free arena entry
Collect every card in the basic set (all classes to level 10) – Award: 100 gold
Collect every card in the expert set – Award: 100 gold
გარდა ამისა გვაქვს გოლდის მოპოვების მუდმივი საშუალებებიც:
1. ნებისმიერ ფორმატში 3 მოგება გვაძლევს 10 გოლდს.
2. ყოველდღიური ქვესთები.
ქვესთებიყოველდღე თამაშში შესვლისას გვეძლევა ახალი ქვესთი, დღეში ერთი. ძირითადად გვაქვს 40, 50, 60, 100 გოლდიანი ქვესთები. ქვესთების შეგროვება არ შეგვიძლია, რადგან გვაქვს მხოლოდ 3 ქვესთისთვის განკუთვნილი ადგილი. ანუ თუ 3 დღის განმავლობაში დაგვიგროვდება 3 ქვესთი და არ შევასრულებთ არცერთს, ვერ გავუნთავისუფლებთ ადგილს ახალი ქვესთისთვის. ამიტომ თუ გოლდი გვინდა უნდა ვეცადოთ მალე მოვიშოროთ ქვესთები ან 1 თავისუფალი ადგილი მაინც გვქონდეს ხოლმე შემდეგი დღისთვის. გარდა ამისა ყოველ დღე გვაქვს ერთი ქვესთის წაშლის უფლება და მის მაგივრად ჩნდება სხვა ახალი ქვესთი. ჩემი რჩევა იქნება ყოველ ახლ დღეს როცა ახალი ქვესთი გაჩნდება, წაშალოთ 40 გოლდიანი ქვესთი. წაშლის შემდეგ მის ნაცვლად შეიძლება გაჩნდეს 50 ან მეტ გოლდიანი ქვესთი რაც რათქმაუნდა გვირჩევნია. გარდა ამისა უნდა ვეცადოთ შემდეგს: მაგალითად გვაქვს 2 ცალი 40-იანი ქვესთი და ერთი 60-იანი. კარგი იქნება თუ 60იანს შევასრულებთ და 40-იანებს არა, რადგან ამ 40-იანებიდან მომდევნო დღეს ერთს წავშლით. ნუ თუ 3 40-იანი დაგვიგროვდა 1 40-იანს გავაკეთებთ.
ამ ქვესთების გარდა არის 2 სპეციალური ქვესთი რომლებზეც მეგობრების დახმარება დაგჭირდებათ:
1. Watch and Learn - უნდა უყუროთ მეგობრის თამაშს და მან უნდა მოიგოს = 1 პაკი.
2. Play a Friend - მეგობარს უნდა ეთამაშოთ = 80 გოლდი ორივეს.
დამამატეთ მეგობრებში: Sxl#2548
თუმცა თუ გოლდი გვკიდია, ქვესთების შესრულება აუცილებელი არაა და შეგვიძლია უბრალოდ გასართობად ვითამაშოთ რითიც გვინდა, რამდენიც გვინდა და როცა გვინდა.
ტავერნაყოველ კვირა საშუალება გვაქვს ვითამაშოთ ახალი განსხვავებული წესებით, ვიდრე ჩვეულებრივ ფორმატში გვაქვს მუდმივად. ამ ყოველკვირეულ ფორმატს tawern brawl ეწოდება და ყოველ კვირა ახალი წესებით იხსენბა. ტავერნაში პირველი მოგების შემდეგ ჯილდო არის 1 პაკი. ყოველი 3 მოგება აქაც არის 10 გოლდი. ქვესთების შესრულება ტავერნაში თამაშის დროსაც შეგვიძლია.
არენა150 გოლდის საფასურად შეგვიძლია ვიყიდოთ არენაში ერთჯერადად შესვლის უფლება. არენაში არ გვაქვს ჩვენი კოლექციის გამოყენების საშუალება. დეკს ვაწყობთ შემთხვევით ამოსული კარტებით. რის გამოც საკმაოდ რთულია აქ მოგება, თუმცა თუ კარგად დაამუღამებთ კაი დეკის აწყობას და მერე მოგებას, ბევრი გოლდი და დასტი იშოვება. დამწყებებს გირჩევთ ძალიან იშვიათად შეხვიდეთ ან საერთოდ არ შეხვიდეთ სანამ ცოტა არ დაამუღამებთ თამაშს.
ედვენჩერიბლიზარდი საკმაოდ ძუნწი კომპანიაა და შეიძლება ედვენჩერები აღარც გვქონდეს მომავალში, რადგან ედვენჩერებში მარტივად ვშოულობთ ახალ კარტებს და შესაბამისად მათი დაშლით დასტს. დამწყებებს გირჩევთ თუ რომელიმე ედვენჩერის ყიდვა კიდევ არის შესაძლებელი იყიდოთ ამ ედვენჩერის 1 ფრთა მაინც. რაზეც 700 გოლდი უნდა დახარჯოთ. სამაგიეროდ მიიღებთ ბევრ ლეგენდა კარტებს რასაც მერე დაშლით და ბევრი დასტია. თუ რამდენიმე ედვენჩერია იყიდეთ თითოეულის თითო ფრთა. რადგან მომავალში ყველა გადავა ვაილდ ფორმატში და მერე გოლდით ყიდვა არ იქნება შესაძლებელი. ვაილდზე ქვემოთ უფრო დეტალურად დავწერ.
ექსპანსიაექსპანსიის დროს ბლიზარდი უბრალოდ უშვებს ახალ კარტებს, რომელთა მოპოვება შესაბამისი ექსპანსიის პაკების ყიდვით შეგვიძლია. სავარაუდოდ ყოველ წელს იქნება 3 ექსპანსია დაახლოებით 130 ახალი კარტით თითოეული. (შემდეგ წელს ასეა თუ რამე არ შეცვალეს მერე). რამდენიმე თვით ადრე ანონსდება როდის გამოვა ექსპანსია და მე გირჩევთ რომ დაიწყოთ გოლდის შეგროვება. არ დახარჯოთ იქამდე უკვე არსებულ პაკებში და ახალი ექსპანსია რომ გამოვა იყიდით ბევრ ახალ პაკს.
ვაილდ და სტანდარტ ფორმატითამაში დამწყებთათვის რთული რომ არ იყოს გვაქვს 2 ფორმატი. ვაილდში დეკი შეგვიძლია ავაწყოთ ნებისმიერი კარტით რაც თამაშის შექმნიდან მოყოლებული გამოსულა. ხოლო სტანდარტში სათამაშოდ დეკის აწყობა მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში გამოსული კარტებით შეგვიძლია. შესაბამისად ყოველ წელს შარშანწინდელი ექსპანსიები/ედვენჩერები გადადიან ვაილდში თავისი კარტებით. ანუ იმ კარტებს მხოლოდ ვაილდში გამოვიყენებთ და სტანდარტში ვეღარ. ამის სანაცვლოდ გამოდის ახალი ექსპანსიები და კარტები.
რანკდი და კლასიკივაილდშიც და სტანდარტშიც არსებობს თამაშის ორი სისტემა: კლასიკური და რანკდი. კლასიკურში უბრალოდ ვთამაშობთ, შეგვიძლია ყოველ 3 მოგებაზე 10 გოლდი მივიღოთ და ასევე შევასრულოთ ყოველდღიური ქვესთები. რანკდშიც შეგვიძლია 10 გოლდის აღება და ქვესთების კეთება, მაგრამ გარდა ამისა გვენიჭება ჩვენი რანკი. ყოველ მოგებაზე წინ მივიწევთ და ყოველ წაგებაზე უკან ვიხევთ. ყველაზე ცუდი რანკი არის 25, ყველაზე კარგი 1. ხოლო 1-ის მერე კიდევ არის სპეციალური ლეგენდ რანკი. რაც უფრო კარგ რანკზე ვართ თვის განმავლობაში ჩასული მით უფრო კარგ ჯილდოს მივიღებთ თვის ბოლოს.
დეკების ასაწყობად გამოგადგებათ -
www.hearthpwn.comასევე ფბ-ზე არის გვერდი -
Hearthstone Georgian Communityასევე ახალი ქართული esports ფორუმი -
esportsforumახალი წლის ცვლილებები:გაზაფხულის დადგომასთან ერთად Hearthstone-ის კალენდარულ Kraken-ის წელს Mammoth-ის წელი ანაცვლებს.
- შემდეგი ქარდები Standard Mode-იდან გადაინაცვლებენ Wild Mode-ში ახალი კალენდარული წლის დადგომასთან ერთად:
Ragnaros the Firelord
Sylvanas Windrunner
Azure Drake
Conceal
Ice Lance
Power Overwhelming
- აღნიშნული ქარდების როტაციასთან დაკავშირებით Blizzard-მა ერთგვარი საჩუქარი გაუკეთა მოთამაშეებს და ყველა მომხმარებელი დასაჩუქრდება ნებისმიერის ქონის შემთხვევაში სრული Dust-ის საფასურის ანაზღაურებით (Legendary - 1600 Dust, Epic - 400 Dust, Rare - 100 Dust, Common - 40 Dust). Golden ვერსიის ქონის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება მისი სრული საფასურის გადახდით.
თუ არ გაქვთ ამ კარტების არანაერი ვერსია, გირჩევთ დაკრაფტოთ ოქროსები. თუ ოქროსებს ვერ ახერხებთ ჩვეულებრივები. ვისაც უკვე გაქვთ ჩვეულებრივები, ზედმეტი დასტის მიღების მიზნით ოქროსების დაკრაფტვას აზრი არ აქვს.
- ასევე Standard Mode-ს დატოვებენ უკვე 2 კალენდარული წლის დაძველებით გამოშვებული Adventure/Expansion-ები:
Blackrock Mountain (2015, აპრილი)
The Grand Tournament (2015, აგვისტო)
The League of Explorers (2015, ნოემბერი)
- მეტას დასაბალანსებლად Blizzard-მა შემოგვთავაზა 2 Card-ის ნერფი:
Small-Time Buccaneer - სიცოცხლის ცვლილება მოხდება 2 HP-დან 1 HP-ით.
Spirit Claws - Mana Cost შეიცვლება 1-დან 2-ით.
- Mammoth-ის წელში ჩვენ ვიხილავთ 3 ახალ Expansion-ს 130-130 ახალი Card-ით.
- ემატება ახალი Rogue-ს Hero Skin (Maiev Shadowsong), რომლის მოპოვებასაც შევძლებთ სრულიად უფასოდ. ახალი Expansion-ის გამოსვლისთანავე Standard-სა თუ Casual Mode-ში მოპოვებული 10 მოგების შემდეგ ის ავტომატურად დაემატება ჩვენს კოლექციაში.
წინა თემის ლინკი -
Hearthstoneალბათ გამომრჩებოდა რაღაცეები და კარგი იქნება თუ პირველივე გვერდზე მოასწრებთ დაწერას ბარემ ერთად იქნებოდა.
This post has been edited by Sxl on 21 Feb 2017, 00:08