ტრენინგი ოფის მენეჯმენტში
ოფისის მენეჯერი პირობითი სახელწოდება პროფესიული უნარ–ჩვევებისთვის, რომლებიც საჭიროა სამუშაო სივრცის ორგანიზებისთვის, დროისა და მატერიალური რესურსების ეფექტიანი გამოყენებისთვის. სამუშაო სივრცე და სამუშაო პროცესის მოქნილი მართვა სჭირდება ყველას.
გვსურს დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა გაგიზიაროთ თქვენ, ვინც:
აპირებთ ან უკვე დასაქმებული ხართ: სამოქალაქო ან საჯარო სექტორში, ან საკუთარ საქმეს მართავთ და გჭირდებათ:
პრაქტიკული რჩევები,
აქტუალურ კითხვებზე პასუხები,
მარტივი და ეფექტური სამოქმედო გეგმები,
უნივერსალური საშემსრულებლო პრინციპები,
რისკები და მათი პრევენცია.
რა შეგიძლიათ ისწავლოთ
ეს ტრენინგი პრაქტიკული უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული და მოიცავს შემდეგ თემებს:
ა) სხვადასხვა დასახელების დოკუმენტების დანიშნულება, სტრუქტურა, შინარსი, გამოყენების სათანადოობა
მაგალითად:
მართვითი დოკუმენტები – რა არის რეზოლუცია, როგორა განკარგულების სტრუქტურა, რა შემთხვევაში იწერება ოქმი, რა შემთხვევაშია საჭირო დამფუძნებლის გადაწყვეტილება და სხვა.
ფინანსური დოკუმენტები – როგორ შევადგინოთ ხელშეკრულება მარტივად, რას წარმოადგენს ინვოისი, როგორ არის დაკავშირებული სხვა დოკუმენტებთან მიღება–ჩაბარების აქტი, რას არის ორდერი და სხვა.
საურთიერთობო დოკუმენტები – როგორ უნდა გაფორმდეს რესპექტაბელური კომპანიის წერილი, რა შემთხვევებში გამოვიყენოთ ელფოსტა, რატომ უნდა აღვრიცხოთ კორესპნდენცია, რისთვის არის შიდასამსახურებრივი მომოწერის დოკუმენტები და სხვა.
ბ) ძირითადი რუტინული პროცესების მართვა
მცირე აქტივების, სახარჯი მასალების შესყიდვის დაგეგმვა და განხორციელება;
დოკუმენტების მატერიალური და ელექტრონული არქივების წარმოება;
პერსონალური მონაცემების დაცვა;
სხვადასხვა ხასიათის შეხვედრების ან გასვლითი ღონისძიებების ორგანიზება – შესაბამისი პროტოკოლის შემუშავება;
სამუშაო სივრცის ფიზიკური მართვა;
სამუშაო და დასვენების დროის განაწილება;
თანამშრომლობის კულტურა და ეტიკეტი;
და სხვა
ტრენინგის ხანგრძლივობა: 39 სთ (13 შეხვედრა სამ საათიანი)
ტრენინგის ღირებულება: 400 ლარი
ტრენინგის დაწყების თარიღი: 25 მარტი 2019
განაცხადის შეტანის ბოლოვადა: 21 მარტი
ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათი 20:00; ოთხშაბათს 19:00;
დარეგისტრირდი აქ:
https://goo.gl/eRLMbsსაკონტაქტო ინფორმაცია: 555 399 595 - მამია ლეჟავა (ტრენინგ ასისტენტი)
ტრენერები: ელენა ბენდელიანი, ბაქარ მენთეშაშვილი
ელენა ბენდელიანი:
11 წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება შუა რგოლის მენეჯერისა და ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე საჯარო და კერძო სექტორში.
https://www.linkedin.com/in/elena-bendeliani-7b27525b/ბაქარ მენთეშაშვილი:
10 წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება იურიდიულ საქმიანობაში საჯარო და კერძო სექტორში.