Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ბიოლოგიური სასწაული


Posted by: Hyperzet 7 Aug 2008, 19:28
აპითერაპია- ფუტკრის პროდუქტებით მკურნალობა..

„არც ბიოლოგიაში და არც მედიცინაში ჯერჯერობით არ არსებობს ისეთი ეფექტური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება ცოცხალი ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად, როგორიცაა ფუტკრის სადედე რძე.“ –– მსოფილიო საერთაშორისო ორგანიზაცია „აპიმონდია“
სადედე რძე ეფექტურად და წარმატებით გამოიყენება 90 დაავადების სამკურნალოდ.
მას სამეფო ჟელეს უწოდებენ (royal jelly)
შეიძლება, ზოგმა არც იცის, რომ საქართველოში იწარმოება ფუტკრის სადედე რძე. მხოლოდ ქართულ ფუტკარს აქვს ისეთი ჯირყვლოვანი სისტემა, რომელიც საუკეთესო სადედე რძეს გამოიმუშავებს. სოფლის მეურნეობაში არ გამოიყენება პესტიციდები, რის გამოც ეკოლოგიურად და ბიოლოგიურად სუფთა სადედე რძე მიიღება.მსოფლიო ბაზარზე კარგად იცნობენ ქართულ ფუტკარს და ჩვენთან მიღებულ ეკოლოგიურად და ბიოლოგიურად სუფთა სადედე რძეში იხდიან უცხოელები ყველაზე მეტ თანხას.
მაგ. თუ ამერიკული სადედე რძე 1 კგ 35$ ღირს, ქართული სადედე რძის საექსპორტო ფასი
3000 $–ია . გერმანიაში კი საქართველოდან ექსპორტირებული სადედე რძე 1 გრამი 35 ევრო ღირს. მსოფლიოში დღითიდღე მზარდია ინტერესი სადედე რძის მიმართ. იაპონია, საფრანგეთი, გერმანია , ესპანეთი მზადაა ნებისმიერი(!) რაოდენობი სადედე რძე შეისყიდონ ჩვენგან. სამწუხაროა, რომ დიდი რაოდენობა ექსპორტზე მიდის, ჩვენი საზოგადოება კი ნაკლებად იცნობს ამ პროდუქტს.
ახლა, რაც შეეხება თვითონ პროდუქტს..
სადედე რძე წარმოადგენს მოთეთრო– მოყვითალო მაწვნისებრ მასას, რომლითაც მხოლოდ დედა ფუტკარი იკვებება. სკაში დაახლოებით 150 000 ფუტკარია , რომელთაც ერთადერთი დედა ფუტკარი(დედოფალი) ჰყავთ, რომელიც ზომით ბევრად დიდია და სიცოცხლისუნარიანი. თუ მამალი და მუშა ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა 1 თვეა, დედა ფუტკარი დაახლოებით 7–8 წელი ცოცხლობს და ეს იმიტომ რომ, მხოლოდ ის იკვებება სადედე რძით.
სადედე რძეს რთული ქიმიური შემადგენლობა აქვს და რამდენიმე უცნობ ნივთიერებას შეიცავს. მისი სადღეღამისო დოზა 1 გრამია, თუმცა დაავედებიდან გამომდინარე დოზის გაზრდა შეიძლება და არანაირი უკუჩვენებები არ აქვს. სადედე რძე ნერვული უჯრედების დონეზე მოქმედებს და გააჩნია უნიკალური რეგენერაციული თვისებები. გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ავთვისებიანი სიმსივნე, სისხლის მიმოქცევის მოშლილობები თავის ტვინში, ჰეპატიტი, ჰორმონალური დარღვევები, გულ–სისხლძარღვთა, ფსიქიური შლილობები და ა.შ .
აი, დაავადებათა არასრული ნუსხა:
სიმსივნეები
გულის იშემიური დაავადებები
პროსტატიტი
უშვილობა
იმპოტენცია
თმის ცვენა
რადიოაქტიური დასხივება
ანემია
გლაუკომა
კატარაქტა
გინეკოლოგიური დაავადებები
ასთმა
ათეროსკლეროზი
ავიტამინოზი
ღვიძლის ანთება, ცეროზი
შიზოფრენია
ეპილეფსია
შაკიკი
ვენების დაავადებები
ჩირქოვანი დაავადებები
და..ა.შ.
ყველას ჩამოწერა ძნელია..

თუ რამე კითხვები გაქვთა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,მზად ვარ გიპასუხოთ..




Posted by: roo 7 Aug 2008, 19:31
QUOTE (hyperzet @ 7 Aug 2008, 19:28 )
მზად ვარ გიპასუხოთ..

რა მექანიზმით მოქმედებს ეგ სასწაული შემდეგ დაავადებებზე

გულის იშემიური დაავადებები
გლაუკომა
შიზოფრენია
ეპილეფსია
ჩირქოვანი დაავადებები

Posted by: Hyperzet 7 Aug 2008, 19:37
roo
QUOTE
გულის იშემიური დაავადებები

ასუფთავებს სისხლძარღვებს, წმენდს სისხლს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ხსნის საცობებს..
QUOTE
გლაუკომა

მთლიანი ორგანიზმში მიდის გაახალგაზრდავები პროცესი.. ნერვული უჯრედები რეგენერირიდება, მხედველობა მთლიანად უმჯობესდება, ლაზერული ოპრაციის გარეშე.
QUOTE
შიზოფრენია ეპილეფსი

სადედე რძე ბევრ უცნობ ნივთიერებას შეიცავს.. მაგის მექანიზმი უცნობია, არის მხოლოდ ფაქტები..

Posted by: seaside 10 Aug 2008, 21:31
რამდენადაც ვიცი, ძალიან ხშირია ზემოთხსენებულ პროდუქტზე ალერგიული რეაქციები smile.gif



Posted by: OGG 10 Aug 2008, 21:58
როგორ, სად და რა ფასად იყიდება ეს რძე?

Posted by: mtvareuli 1 Sep 2008, 22:45
hyperzet
QUOTE
ასუფთავებს სისხლძარღვებს, წმენდს სისხლს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ხსნის საცობებს
ეგ არ არის მექანიზმი, მექანიზმში ზუსტად ის იგულისხმება, როგორ ასუფთავებს სისხლძარღვებს, როგორ ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ა.შ.

QUOTE
სიმსივნეები
ყველა სახის და სტადიის?

QUOTE
უშვილობა
ნებისმიერი?

QUOTE
ბევრ უცნობ ნივთიერებას შეიცავს.. მაგის მექანიზმი უცნობია

ეგრე ზოგადად და ზეპირად საუბარი და მითუმეტეს მკურნალობა, მედიცინაში არ შეიძლება


ოდა კიდე,
QUOTE
ცეროზი

არა, ციროზი smile.gif

Posted by: fiamifero 17 Sep 2008, 20:37
იყიდება სადმე თუ ჩვენ-ჩვენი სკები უნდა მოვიმარაგოთ?

Posted by: sexi-bicola 17 Sep 2008, 21:32
მეც გამიგია რო ფუტკრის რძე მხედველობას აუმჯობესებს

hyperzet

თვენვე ყიდიტ და დანიშნულებასაც იძლევით?

Posted by: person 18 Sep 2008, 09:32
QUOTE
ეგრე ზოგადად და ზეპირად საუბარი და მითუმეტეს მკურნალობა, მედიცინაში არ შეიძლება

მედიცინის ისტორიაში ყოველ ახალ აღმოჩენას წინ უძღვოდა ემპირიული დაკვირვებები, და "ზედაპირულად საუბარი.."................
QUOTE
„არც ბიოლოგიაში და არც მედიცინაში ჯერჯერობით არ არსებობს ისეთი ეფექტური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება ცოცხალი ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად, როგორიცაა ფუტკრის სადედე რძე.“ –– მსოფილიო საერთაშორისო ორგანიზაცია „აპიმონდია“სადედე რძე ეფექტურად და წარმატებით გამოიყენება 90 დაავადების სამკურნალოდ. მას სამეფო ჟელეს უწოდებენ (royal jelly) შეიძლება, ზოგმა არც იცის, რომ საქართველოში იწარმოება ფუტკრის სადედე რძე. მხოლოდ ქართულ ფუტკარს აქვს ისეთი ჯირყვლოვანი სისტემა, რომელიც საუკეთესო სადედე რძეს გამოიმუშავებს. სოფლის მეურნეობაში არ გამოიყენება პესტიციდები, რის გამოც ეკოლოგიურად და ბიოლოგიურად სუფთა სადედე რძე მიიღება.მსოფლიო ბაზარზე კარგად იცნობენ ქართულ ფუტკარს და ჩვენთან მიღებულ ეკოლოგიურად და ბიოლოგიურად სუფთა სადედე რძეში იხდიან უცხოელები ყველაზე მეტ თანხას. მაგ. თუ ამერიკული სადედე რძე 1 კგ 35$ ღირს, ქართული სადედე რძის საექსპორტო ფასი3000 $–ია . გერმანიაში კი საქართველოდან ექსპორტირებული სადედე რძე 1 გრამი 35 ევრო ღირს. მსოფლიოში დღითიდღე მზარდია ინტერესი სადედე რძის მიმართ. იაპონია, საფრანგეთი, გერმანია , ესპანეთი მზადაა ნებისმიერი(!) რაოდენობი სადედე რძე შეისყიდონ ჩვენგან. სამწუხაროა, რომ დიდი რაოდენობა ექსპორტზე მიდის, ჩვენი საზოგადოება კი ნაკლებად იცნობს ამ პროდუქტს. ახლა, რაც შეეხება თვითონ პროდუქტს.. სადედე რძე წარმოადგენს მოთეთრო– მოყვითალო მაწვნისებრ მასას, რომლითაც მხოლოდ დედა ფუტკარი იკვებება. სკაში დაახლოებით 150 000 ფუტკარია , რომელთაც ერთადერთი დედა ფუტკარი(დედოფალი) ჰყავთ, რომელიც ზომით ბევრად დიდია და სიცოცხლისუნარიანი. თუ მამალი და მუშა ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა 1 თვეა, დედა ფუტკარი დაახლოებით 7–8 წელი ცოცხლობს და ეს იმიტომ რომ, მხოლოდ ის იკვებება სადედე რძით. სადედე რძეს რთული ქიმიური შემადგენლობა აქვს და რამდენიმე უცნობ ნივთიერებას შეიცავს. მისი სადღეღამისო დოზა 1 გრამია, თუმცა დაავედებიდან გამომდინარე დოზის გაზრდა შეიძლება და არანაირი უკუჩვენებები არ აქვს. სადედე რძე ნერვული უჯრედების დონეზე მოქმედებს და გააჩნია უნიკალური რეგენერაციული თვისებები. გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ავთვისებიანი სიმსივნე, სისხლის მიმოქცევის მოშლილობები თავის ტვინში, ჰეპატიტი, ჰორმონალური დარღვევები, გულ–სისხლძარღვთა, ფსიქიური შლილობები და ა.შ .

საინტერესოა...................
ხო საქართველოშიც შემოდის წამლები ფუტკრის რძეზე დამზადებული................. მე მათი ზუსტი დანიშნულება არ მახსოვს, მაგრამ შემადგენლობაში წაკითხული მაქვს.............. მაგ. "გოლდ რეი."...

Posted by: Shalva02 23 Sep 2008, 08:08
QUOTE
მედიცინის ისტორიაში ყოველ ახალ აღმოჩენას წინ უძღვოდა ემპირიული დაკვირვებები

კი, მე-15 - მე-19 საუკუნეებში.


QUOTE
მექანიზმში ზუსტად ის იგულისხმება, როგორ ასუფთავებს სისხლძარღვებს, როგორ ამცირებს ქოლესტერინის დონეს

მართალია.

[b]hyperzet[/b
თუ იცი მექანიზმი , გაგვიზიარე.

საერთოდ, არ არსებობს ერთი პრეპარატი, რომელიც 90, თუნდაც 9 დაავადებას ერთდროულად კურნავდეს. როცა ვამბობთ, რომ გამოიყენება "ავთვისაბიანი სიმსივნის, , ჰეპატიტის და ანემიის" სამკურნალოდ, ვითომ კურნავს ამ ქრონიკულ დაავადებებს და სხვა ზემოთჩამოთვლილს?
მოდერ, ჯობია ასეთი თემები აქ დაიხუროს და თუ არის მარკეტინგის განყოფილება სადმე, იქ გაგრძელდეს. თუმცა ისიც საკითხავია, რამდენად უსაფრთხოა ასეთი მარკეტინგი.

Posted by: mtvareuli 23 Sep 2008, 17:18
Shalva02
QUOTE
საერთოდ, არ არსებობს ერთი პრეპარატი, რომელიც 90, თუნდაც 9 დაავადებას ერთდროულად კურნავდეს

მეც მაგას ვამბობ სულ

რა უბედურებაა ეს სასწაული წამლები და მეთოდები, რომლებიც ყველაფერს არჩენენ biggrin.gif

QUOTE
მოდერ, ჯობია ასეთი თემები აქ დაიხუროს და თუ არის მარკეტინგის განყოფილება სადმე, იქ გაგრძელდეს. თუმცა ისიც საკითხავია, რამდენად უსაფრთხოა ასეთი მარკეტინგი.

ამ თემაში კონკრეტული ფირმის რეკლამა არ ყოფილა, არც მარკეტინგის განყოფილება არის სადმე, რომ გადავიტნო
მგონია, რომ თემის დახურვას ჯობია იყოს, რომ ექიმებმა თქვან თავისი აზრი და ხალხმაც წაიკითხოს

Posted by: Natosha 23 Sep 2008, 17:22
QUOTE
სიმსივნეები გულის იშემიური დაავადებები პროსტატიტი უშვილობა იმპოტენცია თმის ცვენა რადიოაქტიური დასხივება ანემია გლაუკომა კატარაქტა გინეკოლოგიური დაავადებები ასთმა ათეროსკლეროზი ავიტამინოზი ღვიძლის ანთება, ცეროზი შიზოფრენია ეპილეფსია შაკიკი ვენების დაავადებები ჩირქოვანი დაავადებები

და ამას, ყველაფერს მხოლოდ ფუტკრის სადედე რძით მკურნალობთ? კარგი..



:მეყველაფერივიციიმიტომრომმემთვარესვუყურებსმაილი:

Posted by: gege84 23 Sep 2008, 17:38
საინტერესოა და სად იყიდება ეს პრეპარატი?

Posted by: person 23 Sep 2008, 18:23

Shalva02
QUOTE
QUOTEმედიცინის ისტორიაში ყოველ ახალ აღმოჩენას წინ უძღვოდა ემპირიული დაკვირვებები

კი, მე-15 - მე-19 საუკუნეებში.

ცოტა მეტი უნდა წაიკითხო მეგობარო........... და ნაკლებად წერო ის რაც არიცი.......





მექანიზმი მეც მაინტერესებს, დ ა თუ ვინმემ იცით დაწერეთ.................

Posted by: კუსკუსა 1 Dec 2011, 22:03

მოგესალმებით მეგობრებო smile.gif


"ტენტორიუმში" სამკურნალოდ შევიძინეთფიტკრის რძე და თაფლის სხვადასხვა სახეობა, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა

იქნებ გამარკვიოთ, ვისაც თავად შეგიძენიათ ეს თაფლი , სამკურნალოდ რამდენად ეფექტურია

წინასწარ გიხდით მადლობას smile.gif




Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)