forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (10) « პირველი ... 8 9 [10]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> აქვთ თუ არა ცივილიზაცია ჭიანჭველებს?, და ზოგადად ცხოველებს?
Gudulasheli
იროდიონი შვებულებაშია


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 110
წევრი No.: 204016
რეგისტრ.: 22-June 15

გამოგზავნილია: 17 Jan 2018, 13:51  #52013442      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რომ გავიგოთ, რომ ჭიანჭველებს მაღალგანვითარებული ცივილიზაცია აქვთ, გაეროს საომარი მოქმედებების სანქციებს მოვთხოვთ და დავიპყრობთ. მერე ექსპერიმენტულად შევეცდებით ინგლისური ენის სწავლებას და ჩვენი კანონების დაცვას ვაიძულებთ. როცა მივხვდებით, რო არაფერი გამოდის, კოლონებს კოლონიებად ვაქცევთ და მუშა და გლეხ ჭიანჭველათა ხარჯზე გაქსუებული კაპიტალისტები გავხდებით. ადამიანის გარდა სხვა ყველა ორგანიზმს თვითგადარჩენის და გამრავლების ინსტინქტი აქვს, განსხვავება შეიძლება მხოლოდ მკაცრად და სუსტად იერარქიზირებულ მართვის სისტემებში შევამჩნიოთ.


--------------------
სიყვარული.. სიყვარულია მშობელი ოცნებისა. ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას; გონება აღძრავს ქმედებას!.. პლუს-მინუს! ემ ცე კვადრატ! F! ფუძე! ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ! _ მიდით, ერთაოზ!
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9968
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 17 Jan 2018, 13:59  #52013503      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
oleg-i
QUOTE
კარგია ცივი გონებით მსჯელობა. მაგრამ საცივის მომზადება(!)ზე ვსაუბრობთ თუ ცივილიზაციის შექმნა(!)ზე ?
მეტიც....ნორა გაბისკირიას აზრით საცივისა და ღომის მომზადებას ჭირდებოდა აზრი და გონი, თუ საერთოდ რამეს ჭირდებოდა... 

საცივი რა შუაშია კაცო.

და ერთიც არის კიდე დასაფიქრებელი. ის რასაც ადამიანთა ცივილიზაციას ვეძახით, გააზრებულად არის შექმნილი თუ სპონტანურად? მოდი დავფიქრდეთ, რას აკეთებს ადამიანი გააზრებულად და რა გამოდის ბუნებრივად, წინაწარი გააზრების გარეშე.


--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
Gudulasheli
იროდიონი შვებულებაშია


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 110
წევრი No.: 204016
რეგისტრ.: 22-June 15

გამოგზავნილია: 17 Jan 2018, 18:42  #52015201      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რა გამოდის ბუნებრივად, წინაწარი გააზრების გარეშე.

აზროვნების გარეშე ცხოველებივით ვიქნებოდით ჩვენც.
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9968
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 17 Jan 2018, 20:35  #52015784      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Gudulasheli
QUOTE
აზროვნების გარეშე ცხოველებივით ვიქნებოდით ჩვენც.

აქ საკითხი ასეა დაყენებული: მარტო აზროვნებით მივაღწევდით ცივილიზაციის დღევანდელ დონეს?

Gudulasheli
იროდიონი შვებულებაშია


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 110
წევრი No.: 204016
რეგისტრ.: 22-June 15

გამოგზავნილია: 17 Jan 2018, 21:04  #52015971      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მარტო აზროვნებით მივაღწევდით ცივილიზაციის დღევანდელ დონეს?

ჰო, არავითარი ბუნებრივი ინსტინქტი არ გვიბიძგებს კომპიუტერის გამოგონებისკენ ;დ
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6997
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 17 Jan 2018, 21:20  #52016055      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ჰო, არავითარი ბუნებრივი ინსტინქტი არ გვიბიძგებს კომპიუტერის გამოგონებისკენ ;დ

დიახ, მაგრამ კომპიუტერის გამოგონებას წინაპირობა უნდა ქონდეს.
ყველაფერს თავისი ეტაპი აქვს.
ჯერ ბორბალი, მერე ურემი, მერე გუთანი და ასე შემდეგ მარსის რობოტამდე.


--------------------
Quad-Core i7-7700K 4.2 GHz
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9968
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 17 Jan 2018, 22:48  #52016593      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Gudulasheli
QUOTE
ჰო, არავითარი ბუნებრივი ინსტინქტი არ გვიბიძგებს კომპიუტერის გამოგონებისკენ ;დ

ანუ ფიქრობ რომ იმას, ვინც ცეცხლი გამოიგონა, გააზრებული ქონდა როგორ საზოგადოებას ააშენებდა ადამიანი მომავალში?
ან იქნებ რომაელმა ლეგიონერმა იცოდა რა ცივილიზაცია შეიქმნებოდა?

სასაცილოა.

დღეს ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ სოციალურ მეცნიერებებს თუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის მექანიზმი და შენ ფიქრობ რამ ათასობით წლის წინ ვინმეს ეს გააზრებული ქონდა?

შეუძლებელია ვინმეს გააზრებული ქონოდა. ყოველ ეტაპზე, თითოეული ინდივიდი აკეთებდა ყველაფერს, რათა გადარჩენილიყო. შედეგად გამოვიდა ისეთი ცივილიზაცია და საზოგადოება, რაც არის.

This post has been edited by nforumi on 17 Jan 2018, 22:50
Dirac
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 977
წევრი No.: 196302
რეგისტრ.: 9-January 15

გამოგზავნილია: 18 Jan 2018, 07:47  #52018015      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Gudulasheli
QUOTE
ჰო, არავითარი ბუნებრივი ინსტინქტი არ გვიბიძგებს კომპიუტერის გამოგონებისკენ ;დ


ადამიანს გონია რომ აზროვნებს და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. სინამდვილეში ფიზიკის კანონები გვმართავენ. მაგაზე ექსპერიმენტებიც არის ჩატარებული, ტვინიდან სიგნალი იმაზე ადრე მოდის სანამ გადაწყვეტილებას იღებ. ანუ თავისუფალი ნება, შესაბამისად აზრვონებაც, ილუზიაა.
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9968
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 18 Jan 2018, 12:49  #52018974      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Dirac
QUOTE
ადამიანს გონია რომ აზროვნებს და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. სინამდვილეში ფიზიკის კანონები გვმართავენ. მაგაზე ექსპერიმენტებიც არის ჩატარებული, ტვინიდან სიგნალი იმაზე ადრე მოდის სანამ გადაწყვეტილებას იღებ. ანუ თავისუფალი ნება, შესაბამისად აზრვონებაც, ილუზიაა.

აქ საინტერესოა ერთი რამ: თავად მაგ ექპერიმენტატორების ტვინებიდან სიგნალი მანამდე წამოვიდა ჩატარებაზე, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ჩაეტარებინათ იგი?

Gudulasheli
იროდიონი შვებულებაშია


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 110
წევრი No.: 204016
რეგისტრ.: 22-June 15

გამოგზავნილია: 18 Jan 2018, 18:01  #52021006      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
დიახ, მაგრამ კომპიუტერის გამოგონებას წინაპირობა უნდა ქონდეს.

დღევანდელი ცივილიზაციის დონეს თუ მივაღწევდით მარტო აზროვნებითო, მაგას მეკითხებოდა ადამიანი smile.gif

QUOTE
ანუ ფიქრობ რომ იმას, ვინც ცეცხლი გამოიგონა, გააზრებული ქონდა როგორ საზოგადოებას ააშენებდა ადამიანი მომავალში?
ან იქნებ რომაელმა ლეგიონერმა იცოდა რა ცივილიზაცია შეიქმნებოდა?

განვითარების თითოეულ ეტაპზე რევოლუციური გამოგონებებით გადადიოდა კაცობრიობა და რევოლუციური მიღწევები აზროვნებით შეიძლება მხოლოდ იყოს განპირობებული. ცეცხლიც რევოლუცია იყო, ბორბალიც, ანბანიცა და კომპიუტერიც.

QUOTE
სასაცილოა.

კი, თუ იფიქრებ, რომ ჰოპ-და ადამიანს კომპიუტერის შექმნის იდეა გაუჩნდა ;დ
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9968
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 18 Jan 2018, 19:39  #52021547      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Gudulasheli
QUOTE
განვითარების თითოეულ ეტაპზე რევოლუციური გამოგონებებით გადადიოდა კაცობრიობა და რევოლუციური მიღწევები აზროვნებით შეიძლება მხოლოდ იყოს განპირობებული. ცეცხლიც რევოლუცია იყო, ბორბალიც, ანბანიცა და კომპიუტერიც.

მართალია. თუმცა ეგ რევოლუციური გამოგონება ისეთივე როლს თამაშობდა ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში, როგორც მოლეკულის ქაოსური მოძრაობა თავის მხრივ მოძრავ სითხეში, როგორც ერთიან მასაში. ისევე როგორც სითხის მოძრაობას განაპირობებს გარემო პირობები და ფიზიკის კანონები (არაა დამოკიდებული თუ კონკრეტულად რომელი მოლეკულა საით და როგორ მოძრაობს ამ მომენტში), დაახლოებით ასევეა საზოგადოების განვითარებაც (ცოტა უტრირებას ვაკეთებ, ცხადია smile.gif )

გარემო პირობები განაპირობებს სითხის მოძრაობის მიმართულებას,
გარემო პირობები განაპირობებს ცივილიზაციის განვითარების მიმართულებას.
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6997
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 20 Jan 2018, 21:40  #52032347      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nforumi
QUOTE
ანუ, ადამიანი განავითარა მისმა გარკვეულმა ნაწილმა, იმ ნაწილმა რომელმაც მიაგნო ინფორმაციის აკუმულურების და გადაცემის ხერხს. მერე გაიყოლა დანარჩენი.

ხო.
აბა სხვანაირად როგორ.
ფიზიკაში, ქიმიაში, მედიცინაში, ტექნოლოგიებში როგორც წესი გარვეული ჯგუფი აღწევს მწვერვალს და სიახლეს და ინფორმაცია ინახება.
სხვა ჯგუფი ამ ინფორმაციას იყენებს და უფრო წინ მიდის.
ეს ხალხი მთლიანი მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტია.
ანუ ზოგადად ადამიანი ზარმაცია, ძინავს ჭამს, მხოლოდ მეცნიერები ზრუნავენ ცივილიზაციაზე wink.gif
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9968
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 21 Jan 2018, 00:58  #52033587      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
asphurcela
QUOTE
ხო.
აბა სხვანაირად როგორ.
ფიზიკაში, ქიმიაში, მედიცინაში, ტექნოლოგიებში როგორც წესი გარვეული ჯგუფი აღწევს მწვერვალს და სიახლეს და ინფორმაცია ინახება.
სხვა ჯგუფი ამ ინფორმაციას იყენებს და უფრო წინ მიდის.
ეს ხალხი მთლიანი მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტია.
ანუ ზოგადად ადამიანი ზარმაცია, ძინავს ჭამს, მხოლოდ მეცნიერები ზრუნავენ ცივილიზაციაზე

გარკვეულწილად მართალი ხარ.
თუმცა ყველას, ვინც განვითარებაზე ზრუნავს, მეცნიერს ვერ უწოდებ ალბათ smile.gif

asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6997
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 21 Jan 2018, 22:58  #52038240      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nforumi
რაღაც წვლილი არამეცნიერსაც შეაქვს, თუნდაც 1 აგურის დადებით, მაგრამ ის აგური როგორ დადოს ხომ სხვამ ასწავლა, მეცნიერმა, ინჟინერმა, მკვლევარმა...
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 1 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (10) « პირველი ... 8 9 [10]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0200 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]