მოგესალმებით, ვისაც ცოტა რამ მაინც გაგვეგება ამ თემის შესახებ ვიცით, რომ საქართველოში არც თუ ისე გავრცელებულია და მე არ მეგულება ბარი ან ნებისმიერი დაწესებულება სადაც ცოცხალი Stand up comedy იდგმევა. იმისთვის ვისთვისაც არ არის ცნობილი ამ ხელოვნების, ესე ვთქვათ იუმორისტული სტილის შესახებ, მზად ვარ შესძლებისდაგვარად მივაწოდო განმარტება და ამ სტილის განვითარების ისტორია.
Stand-up comedy - არის კომიკური სტილი, სადაც კომიკოსი თამაშობს ცოცხალი აუდიტორიის წინაშე, ჩვეულებისამებრ იგი პირდაპირ ელაპარაკება მათ. ამ სტილის მიხედვით იგი ყვება, სწრაფად ნაბიჯ-ნაბიჯ დაჯგუფებულ იუმორისტულ ამბებს, "მოკლე ხუმრობები", "მონოლოგები", "რუტინული მოქმედებები" და ა.შ.
არიან იუმორისტები, რომლებიც იყენებენ რეკვიზიტებს, მუსიკას ან ფოკუსებს, რომ გაზარდონ მათი პერფომანსის ხარისხი.
Stand-up comedy უმეტესად სრულდება კომედი კლუბებში, ბარებში, ღამის კლუბებში, უნივერსიტეტებში და თეატრებში. გარდა ცოცხალი შესრულებისა, Stand up-ს ხშირად იყენებენ კომერციული თვალსაზრისით ტელევიზიების, დივიდი დისკების, და ინტერნეტის მეშვებოით.
გაერთიანებულ სამეფოს აქვს დიდი მემკვიდრეობა Stand-up comedy - საგან, რომელიც დაიწყო მუზიკ ჰოლებში მე18 - მე19 საუკუნეებში. გამოჩენილი "შემსრულებლები" ვინც მოღვაწეობდა მე-20 საუკუნეში ესენი იყვნენ, მორაკემბელი და ვაისი, არტურ ასკი, კედ დოდი და მაქს მილერი.
ეს პიროვნებები ითვლებოდნენ მუზიკ-ჰოლის კომედიანტებად.
რათქმაუნდა ეს არ არის ამომწურავი ინფორმაცია, ამ მიმდინარეობის შესახებ, მაგრამ იმედი მაქვს ვინც საერთოდ არ იყო ჩახედული ამ სფეროში პატარა ინტერესი მაინც გაუჩნდა.
მე ნამდვილად არ ვიცი იდგმევა თუ არა Stand-up comedy თბილისში სადმე.
რა აზრის ხართ, როგორ უნდა შემოვიტანოთ ეს თემა საქართველოში და გავხადოთ აქტიური. დარწმუნებული ვარ გაიხარებს და გაიდგამს ფესვებს, რადგან უმუშევარი "იუმორისტი" ყოველთვის მოიძებნება.
ბარებს და ღამის კლუბებს სიცოცხლეს შემატებს და ა.შ. ბევრი დადებითი მხარე აქვს.
* * *
რა ხდება ხალხნო დავიჯერო არავინ არ ინტერესდება ამ თემით?
მიმაგრებული სურათი