მოკლედ გადავწყვიტე ამეღო ბრეგვაძის თარგმანი და რუსული თარგმანისათვის შემედარებინა.
იმავე ორტეგა-ი-გასეტის "რა არის ფილოსოფიის" ქართული თარგმანი ძალიან საეჭვოდ ემთხვევა რუსულ თარგმანს, ზოგჯერ ლამის სიტყვა-სიტყვით, წინადადებების კონსტრუქციაც ხშირად იგივეა და სიტყვებიც რუსულიდან გადმოთარგმნილს ჰგავს, არადა აწერია "ესპანურიდან ითარგმნა".
ნუ ჯერჯერობით რაიმე ნაადრევი დასკვნის გაკეთება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, მეც ახლა ტექსტების ანალიტიკოსი არ ვარ, უბრალოდ ბევრს ვთარგმნი და რუსულიდან და ინგლისურიდან ქართულ ენაზე გადმოთარგმნილს ვამჩნევ. მერე ალბათ დრო რომ მექნება ბრეგვაძის გერმანულიდან თარგმნილს ვნახავ.
არადა რომ დაფიქრდე თავიდანვე საეჭვო იყო 8 ენიდან მართლა ბუმბერაზი კლასიკოსების თარგმნა, არ ხდება ეგ ბუნებაში. ჰა ორი, სამი, თუნდაც ოთხი ენა, მაგრამ 8 ენიდან თარგმნაზე მე ბრეგვაძემდე არ მსმენია. პრინციპში ისიც საეჭვო იყო შენიშვნებში სულ რუსულ ლიტერატურას რომ უთითებდა.
ამიტომ ვუშვებ, რომ ზოგიერთი მართლა შესაძლებელია იყოს მეორადი თარგმანი რუსულიდან, რაც თავისთავად პრობლემა არ არის (ნუ ტექსტის ხარისხზე მაინც აისახება, რა თქმა უნდა), უბრალოდ, თუ ეს სიმართლეა (დაზუსტებით არ ვიცი როგორ შეიძლება ეგ ვთქვათ ან როგორ დავამტკიცოთ), წიგნს არ უნდა დააწერო რომ ორიგინალიდან თარგმნი.
This post has been edited by Hiksos on 15 Nov 2022, 10:38