მეორე სახლი
ფიქსირებული, მიწის სტიქიის, ქალური ენერგეტიკის მქონე სახლი.
მეორე სახლი მატერიალურ სახსრებსა და ზოგადად ფულად რესურსებზე აგებს პასუხს. ამ სახლის სფეროში ხვდება ნებისმიერი სახის შემოსავალ-გასავალი, ვალები და კრედიტები, ფინანსური მოგება, წილი ბიზნესში, კაპიტალის ბრუნვა, საბანკო სექტორის მუშაობა და ა.შ. მეორე სახლი – მისი კომბინაცია და ასპექტები განაპირობებს ინდივიდის დაბადების რუკაში იმას, თუ რა სახით, როგორ გარემოში და რამდენად წარმატებულად შესწევს მას უნარი გამოიმუშაოს ფული. რა დანაკარგები ან მოგების ალბათობა ელის მას ცხოვრების მანძილზე ამ კუთხით. გარდა ამისა, მეორე სახლი "კურირებს" ნებისმიერი სახის უძრავ ქონებას: ბინა, აგარაკი, მიწის ნაკვეთი, კომერციული ფართი და ა.შ.
როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, მეორე სახლი, რომელიც არანაირი კუთხით არ ასპექტირებს ასცენდენტის ნიშანს, ითვლება პასიურ სახლად. მას სხვანაირად "ჯოჯოხეთის კარიბჭეც" ქვია და სრულად ამართლებს გამოთქმას "ფული, სათავეა ყოველგვარი მანკიერების".
მეორე სახლის სფეროს განეკუთვნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ანტიკვარიატი, ანაბრები ბანკში, საკუთრების უფლება იურიდიული კუთხით, საავტორო უფლებები, ჰონორარები. იშვიათ შემთხვევაში, განსაკუთრებით დაძაბული ასპექტაციისას, იგი ტრანზიტულ ასტროლოგიაში გვაძლევს მინიშნებას პარტნიორის (მეუღლის) გარდაცვალებაზე, გამომდინარე იქედან, რომ მეორე სახლი, რიგით მერვე სახლია მეშვიდე სახლიდან (ქორწინება-პარტნიორობა).
ხორარულ ასტროლოგიაში მეორე სახლის მიხედვით ხდება დაკარგული ან მოპარული ნივთების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება. საამისოდ აუცილებელია მეორე სახლის მმართველის ასპექტები გადამოწმდეს. გამომდინარე იქედან, რომ მეორე სახლი მეთერთმეტე სახლის შემდეგ, რიგით მეოთხე სახლს წარმოადგენს მისი ასპექტების მიხედვით იკვლევენ ასევე ნებისმიერი საქმის დასრულების ალბათობას რაც მეგობრული კავშირების, ჯგუფების ან გაერთიანებების საფუძველზეა დაწყებული. მაგალითად საერთო ბიზნესი მეგობრებთან ერთად.
მეორე სახლი ეს არის ჩვენი რესურსი გამოვიმუშაოთ ფული, ხოლო როგორ და რა გზით ვახერხებთ ამას უკვე მეექვსე სახლის ასპექტები განაპირობებს.
http://www.astrologi.ge/astro-ambebi/plane...ore-sakhli.htmlუფრო ვრცლად გადადით ლინკზე -
http://astroblogi.com/%E1%83%9B%E1%83%94-2...83%9A%E1%83%98/ პლანეტები მე-2 სახლში მზე მე-2 სახლში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მთვარე მე-2 სახლში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მერკური მე-2 სახლში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
(+) - აზროვნებას პრაქტიკულობის ელფერს ანიჭებს. ფხიზელი მშრალი ინტელექტი, აქვს უნარი მოიპოვოს ფული. ფული მისდის ადამიანებთან ურთიერთობების, მოლაპარაკებების შედეგად. საქმიანი ადამიანი, რომელსაც შეუძლია დიდი შემოსავალი ჰქონდეს.
(-) - ტუგადუმი lol.gif აზროვნებაში სიმტკიცე და სიმკაცრე, ალოგიკური გეგმები და მოლაპარაკებები, მფლანგველი, ინტელექტს აკლია მოქნილობა, ჩაციკლულობა მატერიალურ და ფულად პრობლემებზე.
Tata_Sonne
ვენერა მე-2 სახლში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მარსი მე-2 სახლში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
აქტიური მისწრაფება ფინანსური წარმატებისა და მატერიალური ფასეულობებისადმი. თასივი საქმიანობის წყალობით, კარგად გამოიმუშავებენ, უყვართ ხარჯვა. მათი დაცარიელებული სალარო ვერ ასწრებს შევსებას ყოველთვის სურთ აჯობონ სხვებს. პროფესია შეიძლება დაკავშირებული იყოს ტექნიკასთან.
ხშირად აკეთებთ საყიდლებს იმპულსის გავლენით და უყურადღებო ხართ ფულის მიმართ.თქვენ გაქვთ ქონება რომელზედაც ძალიან ხართ "მიბმული"
radiohead_lover
იუპიტერი მე-2 სახლში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
(+) - იძლევა ორგანიზატობის უნარს მატერიალურ და ფინანსურ საქმეებში (ბანკების, ფირმების დამაარსებლები). კონსერვატორი, ფუფუნების, ბრწყინვალების, კომფორტის სიყვარული. მიჯაჭვულობა დიდი რაოდენობით მდიდრულ ნივთებზე. სტუმართმოყვარეები, აქვთ კარგი მადა, უყვართ საჩუქრების კეთება.
(-) - მატერიალური დანახარჯები მეტია შესაძლებლობებზე. ხარჯავენ პრესტიჟის გამო და შეიძლება გაკოტრდნენ. ამბიცია მატერიალურ საკითხებში, მათ ღალატობენ საქმიანი ადამიანები. კუჭის მონები Tata_Sonne
სატურნი მე-2 სახლში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ნეპტუნი მე-2 სახლში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მიანიშნებს იმას, რომ ადამიანს ცხოვების მანძილზე ხშირად ელის საფრთხე ფინანსური მაქინაციების კუთხით. ასეთ ადამიანს ცუდად ესმის ზოგადად ფინანსური საკითხების განკარგვის თემა.
ურანი მე-2 სახლში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მიანიშნებს ფინანსური სფეროს არასტაბილურობაზე. იმ შემთხვევაში თუ ურანი არ არის დაზიანებული, ასეთ ადამიანს ხშირად უმართლებს აზარტულ თამაშებსა და სარისკო ფინანსურ გარიგებებში. იმიტომ რომ თავად ურანი მიჩნეულია მერვე სახლის მმართველის ეგზალტაციის ზონად
This post has been edited by folkman on 23 Nov 2014, 17:26