brdzolisunarianiშუა საუკუნეებში ასე იყო, სწორება რომზე/რომის მემკვიდრეობაზე, ზოგადად რომი არ იყო მხოლოდ იმპერია ან ძლიერი სახელმწიფო.
შუა საუკუნეების ქრისტიანული სამყაროსთვის რომი იყო მარადიული იდეა, ის თავის თავში განასახიერებდა დაბრუნებას სიდიადისკენ, კეთიდღეობისკენ, განათლებისკენ ...ნებისმიერი რამ მოკლედ, მთელი შუა საუკუნეები ესაა ნოსტალგია რომზე.
ის რომ საქართველო იმპერიოებაზე ე.ი. რომის მემკვიდრეობაზე არ აცხადებდა პრეტენზიას, დადასტურდა 1204 წელს, როდესაც ტრაპიზონში არსდება იმპერია სადაც "ჭეშმარიტი", გინდა "კანონიერი" იმპერატორი ადის ტახტზე კომნენოსების საგვარეულოდან. ხოლო საქართველო ხელს უწყობს ამ იმპერიის შექმნას, მაგრამ თავად თამარი არ არის მისი მემკვიდრე, იმდროინდელი გაგებით.
XIX-XX საუკუნეებში ყველამ ვისაც არ ეზარებოდა იმპერია დაირქვა, ეგ სხვა ამბავია, აფრიკაშიც კი გაჩნდა რამდენიმე იმპერია
ზოგადად იმპერიის მაინცდამაინც სიძლიერესთან ან სიდიადესთან გაიგივება არასწორია შუა საუკუნეების კონტექსტში.
ინგლისის, საფრანგეთის, კასტილიის, არაგონის სამეფოები, ზემოთხსენებული ბურგუნდიის საჰერცოგო(რომელიც იმპერიის მიწების მოზრდილ ნაწილსაც ფლობდა) თუნდაც, ხშირად უფრო ძლიერი, დიდი და მყარი პოლიტიკური ერთეულები იყვნენ ვიდრე ამორფული საღვთო რომის იმპერია.
ისევე როგორც საქართველოს სამეფო თავისი ძალით XII-XV საუკუნეებში უმეტესი პერიოდი ბიზანტიის იმპერიასაც აღემატებოდა და მის ადგილზე წარმოქმნილ სხვა იმპერიებსაც.
This post has been edited by ingfari on 28 Oct 2017, 21:47