forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (79) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Pro Evolution Soccer 2013, THIS IS FOOTBALL,WE LOVE IT. VOL.3
wilkinson
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21246
წევრი No.: 69201
რეგისტრ.: 5-August 08

გამოგზავნილია: 5 Mar 2013, 13:47  #35468807      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

წინა თემები:

PES 2013
PES 2013-Part II

ტრეილერი + სხვადასხვა ვიდეოები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


შესავალი
Pro Evolution Soccer 2013 (შემოკლებით PES 2012/აზიაში - Winning Eleven 2013) 13 ვერსიაა, რომელიც შექმნა კორპორაცია კონამიმ. ამ სერიის პირველი თამაში გამოვიდა 1996 წელს და მისი სახლი იყო: Goal Storm / აზიაში - World Soccer Winning Eleven. (ჩემი პირველი ზიარება ამ ფეხბურთთან, შედგა ზუსტად 1997-ში user.gif)

მას შემდეგ გამოვიდა 12 სერია და ყოველი წლის სექტემბერ/ოქტომბერში კონამი გვაოცებს ფეხბურთის სიმულატორის თავისეული ხედვით. ოფიციალურად Pro Evolution Soccer 2013-ის საწყისად მიჩნეულია 2001 წლის 23 ნოემბერს გამოსული Pro Evolution Soccer-ი.

პეს 2013-ში უამრავი ცვლილებაა წინა წლებთან შედარებით, ფაქტიურად სრულიად ახალი გეიმფლეია, ბევრად უკეთესი გრაფიკა, აქცენტი გაკეთებულია ფეხბურთელის თავისუფალ და მაქსიმალურ კონტროლზე. ასევე რაც მთავარია კიდევ უფრო დახვეწეს ფეხბურთელების ფიზიკა, ორთაბრძოლები, მოძრაობები, მიმიკები და ა.შ.

Pro Evolution Soccer-ის მთავარი დადებითი მხარეა გეიმფლეის რეალიზმი და ბურთის ფიზიკა. ამ ძირითადი ფაქტორებით გამოირჩევა ის მისი კონკურენტებისაგან. კონამი ყოველთვის მეტ დროს უთმობდა გეიმფლეის ხარისხს, ვიდრე იმას თუ რა ფორმებით უფრიალებდა კრისტიანო რონალდოს ქოჩორი.

Pro Evolution Soccer-ის ყველაზე დიდი მინუსი არის ოფიციალური ლიგების ლიცენზიის არ ქონა. ყველაზე მთავარია ინგლისის პრემიერ ლიგის და ბუნდესლიგის ნაკლებობა. ამის მიზეზია EA ელექტრონიქსის მიერ ექსკლუზიური უფლებით ნაყიდი ლიცენზიები Fifa-ს სერიებისთვის.

თუმცა პესის მოთამაშეებისთვის არასდროს ყოფილა ლიცენზიების არ ქონა დიდი პრობლემა, განსაკუთრებით პერსონალური კომპიუტერერების მომხმარებლისთვის, რადგან ყოველი ახალი სერიის გამოსვლისას ინტერნეტში უხვად მოიპოვება სპეციალური დამატებები/პატჩები, რომლებიც თამაშს სრულიად სხვა ელფერს მატებენ და ამასთანავე ისეთი ლიგებიც შეგიძლიათ იხილოთ, როგორიც საქართველოს უმაღლესი ლიგაა.

აღსანიშნავია ასევე პესის Master League რეჟიმი, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული თვისებებით და ძალიან მალე მოსაბეზრებელი ხდებოდა. თუმცა 2012 წლიდან ყველაფერი შეიცვალა და როგორც იქნა კონამიმ დაუთმო დრო მასტერ ლიგის განვითარებას.

სისტემური მოთხოვნილებები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


--------------------------------------------------------



Pro Evolution Soccer 2013 - ONLINE

იმისათვის, რომ ითამაშოთ ონლაინში, აუცილებელია ოფიციალური დისკის ან სერიული ნომრის ყიდვა!

PS - თუ მაინც არ გინდა ფულის გადახდა და გინდა გატეხილი ვერსიით ითამაშო ონლაინში, დააჭირე სპოილერს და არის ერთი გზა უფასოდ ონლაინში თამაშის!

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


--------------------------------------------------------

MLO - Master League Online
MLO არის პესის ოფლაინ რეჟიმის (მასტერ ლიგის) ონლაინ დამატება, სადაც მოთამაშეებს საშუალება აქვთ ითამაშონ მსოფლიოს ნებისმიერ მოთამაშესთან ინტერნეტის მეშვეობით.

2013 წლის ონლაინ მასტერ ლიგას დაემატა ძალიან მნიშვნელოვანი განახლებები და ფუნქციები!
  • ამიერიდან შესაძლებელია ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმება. ამის შემდეგ თუ აღარ გჭირდებათ ფეხბურთელი, შესაძლებელია მისი გაყიდვა.
  • ყველაზე სასიამოვნო სიახლე ის არის, რომ ამიერიდან შესაძლებელია სხვადასხვა კონსოლების მოთმაშეები ეთამაშონ ერთმანეთს ქომუნითიდან და თვითონ ქომუნითის რეჟიმიც ბევრად გაუმჯობესდა. ამიერიდან PlayStation 3, Xbox 360 და Windows PC -ის მოთამაშეები ერთად იქნებიან biggrin.gif ამ კონსოლებიდან ერთდროულად 8 ადამიანს შეუძლია თამაში.
  • ქომუნითის რეჟიმში გაერთიანება შეუძლია 100 ადამიანს და დაემატა ფორუმის ტიპის შეტყობინებები, რათა წევრებს შორის მარტივად მოხდეს კონტაქტი.
  • ყველაზე მთავარი! ამიერიდან მოხდება მოწინააღმდეგის სხვა მეთოდით არჩევა. კერძოდ, სისტემა მოგიძებნით თქვენი თამაშის სტილის მოთამაშეს და ერთმანეთთან ათამაშებს ეგრეთ წოდებულ ჩეთერებს, რომლებიც წაგებისას თამაშს თითავშდნენ, რომ უარყოფითი ქულები არ დაწეროდათ. ჩეთერები დაიბლოკებიან ჩემპიონატებიდან (competitions) და მხოლოდ 1vs1 თამაშებს ითამაშებენ თავისნაირ ჩეთერებთან! lol.gif
  • კიდევ ერთი სასწაულად კარგი ფუნქციაა MYPES, რომელიც PES 2012-ს სრულად აკავშირებს Facebook-თან! შესაძლებელია დაპატიჟოთ მეგობრები ჩემპიონატებში, გამოაქვეყნოთ პირწიგნაკზე მატჩის შედეგები და ა.შ. ამისათვის არსებობს სპეციალური აპლიკაცია პირწიგნაკზე: [URL=http://www.facebook.com/myPES]</a>
როგორც ხედავთ, 2012-ში საკმაოდ ბევრი რამ შემოგვთავაზა PES 2012-მა და ამისათვის მადლობა ვის? - შმატრულს კი არადა კონამის givi.gif

--------------------------------------------------------

2013 წლის ონლაინ მასტერ ლიგას დაემატა ძალიან მნიშვნელოვანი განახლებები და ფუნქციები!

ამჟამად დეტალები უცნობია, რადგან ოქტომბერში გამოდის განახლება, რომელიც მოიცავს ონლაინ ფუნქციების უმეტესობას. (ამ გვერდზე დაემატება მოგვიანებით ინფორმაცია)

The first update will be available in October and ramps up the online side of the game. It adds a Widget system that acts as a shortcut to gathering friends together for online matches and introduces a Ranking system. PES 2013 allows up to eight people to play in a match simultaneously, and the new download adds Community modes, wherein friends can be automatically selected from a pre-determined list, and allows Communities to track and monitor their results.

The free update unlocks the Incentives element of the myPES Facebook app, wherein achievements are rewarded and can be shown via the Social Networking service. Users can also now concede a match at half-time, while Master League Online fans will be paired against similarly-rated peers in a new Rival Ranking system.

--------------------------------------------------------

ოფიციალური ვერსიის ყიდვა
  • (სერიული ნომერი) -აირჩიეთ რომელი გინდათ - Plati.ru (WEBMONEY) 25-30$-მდე მერყეობს ფასი - შემოწმებულია
  • (სერიული ნომერი) - http://goo.gl/Xip2m - თამაშების ონლაინ მაღაზია (საკრედიტო ბარათი) £24.99 (ფუნტი) - შემოწმებულია
  • (დისკი) - http://goo.gl/hZI4I - კონამის ოფიციალური უფლების მქონე მაღაზია (საკრედიტო ბარათი) - არ არის შემოწმებული
  • (დისკი) - http://goo.gl/AyYn9 - ამაზონი (საკრედიტო ბარათი) - არ არის შემოწმებული
--------------------------------------------------------



მათთვის ვინც არ იცის როგორ უნდა იყიდოს!!!

webmoney/plati.ru - ამ თემაშია ყველაფერი დეტალურად ახსნილი, თუ როგორ უნდა იყიდოთ თამაშის სერიული ნომერი Webmoney-ს დახმარებით plati.ru-ზე!

ეს ტუტორიალი შედგენილია wilkinson-ის მიერ

--------------------------------------------------------

სანამ იყიდით, აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი ინტერნეტის კავშირი კონამის სერვერებთან!
  • გადმოწერეთ ეს პროგრამა
  • ამოაარქივეთ
  • გაუშვით PortChkPES.(exe)
  • და უნდა დაგიწეროთ მსგავსი რამ (იხილეთ სპოილერში)
  • დააკლიკეთ RUN CHECK-ს და მერე ან YES ან NO
  • უნდა დაგიწეროთ O-ები, ანუ მსგავსი რამ:
    UPnP enabled.
    Auto Setup Mode: [O] Playable
    Manual Setup Mode: [O] Playable
  • ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ითამაშოთ ონლაინში!
--------------------------------------------------------

იყიდეთ ოფიციალური სერიული ნომერი?

აუცილებლად შემოგვიერთდით სპეციალურ ფეისბუქ ჯგუფში, სადაც ვიკრიბებით ყველა, ვინც ონლაინში ვთამაშობთ, გვაქვს ქართული Community და ვგეგმავთ ჩემპიონატებს!

ფეისბუქ ჯგუფი: http://www.facebook.com/groups/422032434523769/

ჯგუფი დაკეტელია და აუცილებლია გქონდეთ ნაყიდი სერიული ნომერი/თამაშობდეთ ონლაინში!!!

--------------------------------------------------------

გატეხილი PES 2013 (გადმოწერა და საჭირო დამატებები)

გატეხილი საბოლოო ვერსიადაყენების ინსტრუქცია:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



პრობლემები, პრობლემები და ისევ პრობლემები (კითხვა-პასუხი)
  • დავაინსტალირე თამაში და არ ირთვება, მიწერს, რომ ჩავდო ორიგინალი დისკი
    დამაუნტებულ იმიჯზე (საიდანაც დააინსტალირეთ) იქნება ფოლდერი Crack, რაც არის შიგნით, ყველაფერი ჩაყარეთ იმ ფოლდერში სადაც თამაში დააინსტალირეთ
  • ვაკლიკებ გამშვებ იკონკას და არაფერს არ შვება
    დააკლიკეთ მარჯვენა კნობკით და მიუთითეთ Run as administrator
  • დავაყენე თამაში და არ ირთვება, აგდებს შავ ფანჯარას
    შეამოწმეთ ვიდეო კარტის დრაივერები ან გადახედეთ მინიმალურ მოთხოვნილებებს.
  • ინსტალაციის დროს ერორს აგდებს
    გადაწერეთ თამაშის საინტალაციოს ის ვერსიები, რომლების ლინკებიც აქ ყრია.
  • ჩავწერე თამაში და თამაშის დაწყებამდე ქრაშავს/აგდებს თამაშიდან ერორით
    გადაწერეთ თამაშის საინტალაციოს ის ვერსიები, რომლების ლინკებიც აქ ყრია.
--------------------------------------------------------

PESEdit 2013 Patch 3.1 !!! ამჟამად ბოლო პატჩი:

* (allshares.ge): Download

--------------------------------------------------------

სხვადასხვა დამატებები/თულები
GP ქულების მოსამატებელი - Download
ბლურის მოსახსნელი - Download

--------------------------------------------------------

სასარგებლო საიტები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


--------------------------------------------------------

პატჩები/დამატებები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


--------------------------------------------------------

ცოტა რამ სტრატეგიის შესახებ

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


PES (მსოფლიო ჩემპიონატი)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


--------------------------------------------------------

PES VS FIFA
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


--------------------------------------------------------

წინა თემები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


--------------------------------------------------------

წინა თემის მპოსტავები
პოსტები

--------------------------------------------------------

დაე დიადი KONAMI ფარავდეს ამ დიად საფეხბურთო სიმულატორს და ისმოდეს ქებაი და დიდებაი ამა თამაშისაი!!! © lashakila

--------------------------------------------------------

გაითვალისწინეთ!!! ამ პოსტში არ წერია ყველაფერი და რა თქმა უნდა კიდევ უამრავი საკითხი განიხილება ამ თემაში! როცა გადაწყვეტთ კითხვის დასმას ჯერ გადაიკითხეთ ეს პირველი პოსტი, შემდეგ თემის ბოლო 10 გვერდი და მხოლოდ ამის შემდეგ დასვით კითხვა!

- აუ ბრატცი საინსტალაციო დამიგდეთ და ბარემ პატჩის ლინკიც, წინასწარ სპასიბა - მსგავს პოსტებს ძირითადად ხვდებიან უარყოფითად და კითხვის დამსმელიც ვერ იღებს პასუხს!

ყველა ის ადამიანი ვინც ამ თემაში აქტიურობს, კეთილი ნებით ეხმარება სხვას, თქვენც თავი შეიწუხეთ და მოძებნეთ კითხვაზე პასუხი, თუ ვერ იპოვით, მხოლოდ მას შემდეგ დასვით აქ!


--------------------------------------------------------

ესეც ჩემგან საჩუქარი, როგორც ყოველთვის wink.gif

user posted image

--------------------------------------------------------

პოსტი დაწერილია 2011 წელს ჩემს (BakoLine) მიერ, (ჩასწორებულია 2012-ში) და მასში დიდი წვლილი შეიტანეს: wilkinson, Beck_Kelly თუ ვინმე გამომრჩა მითხარით და შემდეგზე ჩაგამატებთ smile.gif
გთხოვთ, თუ ვინმე სხვა გახსნის მორიგი პესის თემას, აუცილებლად მიუთითეთ იმ ხალხის ნიკები, ვინც იწვალა ამ თემაზე და დამიკავშირდით PM-ით და მოგცემთ ამ პოსტის ტექსტურ ვერსიას!

ჩვენ არ ვაგებთ ამ თემაში წარმოდგენილ ინფორმაციაზე პასუხს თუ ვინმეს გაუფუჭდება კომპიუტერი, დაკარგავს ფულს ან განიცდის ნებისმიერი სახის ზარალს მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს smile.gif

This post has been edited by wilkinson on 5 Mar 2013, 13:49


--------------------
CPU:Intel® Core™ i5-4670K
Motherboard:ASUS Z87M-PLUS
GPU:Radeon™ RX 480 GAMING X 4G
RAM:Corsair Vengeance 8GB (3x8GB) DDR3 1600 MHz
PSU:Zalman Dual Forward PSU 600W
HDD: Western Digital,300 GB
CASE: Zalman Z3
http://bin.ge/dl/237931/IPv4-Subnetting--tabel-subnet.png.html
ბარბოსა
კაპიტანი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9348
წევრი No.: 136512
რეგისტრ.: 1-October 11

გამოგზავნილია: 5 Mar 2013, 14:31  #35469451      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
PESEdit 2013 Patch 3.1


ეს პატჩი ვინმემ დააყენეთ? რამე პრობლემა ხოარააქვს? ფორმების არევას და მსგავს პრობლემებს ვგულისხმობ


--------------------
- არ შეიძლება კაცს მთელი ცხოვრება უყვარდე?
- თუ საფეხბურთო კლუბი ხარ, კი :yes:
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 68723
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 5 Mar 2013, 14:42  #35469618      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ხომ არ გაიაფებულა ოფიციალური ვერსია?
=======================================


--------------------
Двічі в одну річку не війдеш
wilkinson
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21246
წევრი No.: 69201
რეგისტრ.: 5-August 08

გამოგზავნილია: 5 Mar 2013, 15:55  #35470720      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SPIRIT CRUSHER

ტყუილად ელოდები ძმაო გაიაფებას. 25$ არც ჩამოცდება და მალე გაიყიდება საბოლოოდ.
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 68723
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 5 Mar 2013, 16:03  #35470834      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE
ტყუილად ელოდები ძმაო გაიაფებას. 25$ არც ჩამოცდება და მალე გაიყიდება საბოლოოდ.

ოკ
Harrison Stafford
ReggaeON


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15141
წევრი No.: 133403
რეგისტრ.: 6-July 11

გამოგზავნილია: 5 Mar 2013, 16:34  #35471268      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქს
საჭირო თემაა


--------------------
Visca Barça

#COYG

Allez Les Bleus
Skiamakia
Since 1982


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10336
წევრი No.: 16247
რეგისტრ.: 15-January 06

გამოგზავნილია: 5 Mar 2013, 19:34  #35473714      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
wilkinson
და ბრიგადავ.. PES Team Leader Mr Jon Murphy has revealed that news about the new Fox Engine in PES 2014 will be coming next week... მომავალ კვირაში პირველი ინფო იქნება 2014ზე.. იმედია ეშველება რამე თამაშსს..


--------------------
სადაც სიმართლე არ მიმიძღვის, ხმალიც არ მიჭრის !!!

Одни наслаждаются дождем, другие просто промикают...

http://strate.ge

Arriba Argentina !!!
McCartney
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1974
წევრი No.: 158854
რეგისტრ.: 7-January 13

გამოგზავნილია: 6 Mar 2013, 01:47  #35480198      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
xp sp2-ზე ვერ დავაყენებ ? smile.gif



რატომღაც მომინდა თამაში smile.gif გუშინ psp-ზე ვთამაშობდი და მომეწონა ..... არ ვარ გეიმერი ... smile.gif


--------------------
All we are saying is give peace a chance ...
Manuelo Costa
The World Has No Eyedea


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14813
წევრი No.: 119443
რეგისტრ.: 11-August 10

გამოგზავნილია: 6 Mar 2013, 07:48  #35481949      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
wilkinson
მოკლედ, ვნახე ტრენიროვკა და ჩაწოდებაზე მარტო ის იყო, LT-თი რომ მიზანს აჩენს, მაგით ჩამაწოდებინა და ანუ შენც ეგრე შვები?


პ.ს. რა ერთფეროვნად ვთამაშობდი თურმე და რამდენი რამე არ მცოდნია.
გინდ ფინტები, გინდ აჭრილი მეკარისგან ცარიელ კუთხეში biggrin.gif


--------------------
"The gods and heroes of the old myths fade away and give place to people like ourselves. In Shakespeare we can still have heroes who can see ghosts and talk in magnificent poetry, but by the time we get to Beckett's Waiting for Godot they're speaking prose and have turned into ghosts themselves."
wilkinson
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21246
წევრი No.: 69201
რეგისტრ.: 5-August 08

გამოგზავნილია: 6 Mar 2013, 11:32  #35483053      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
McCartney

გადმოწერე და სცადე

MINIMUM SYSTEM REQUIREMENTS:
Windows XP SP3, Vista SP2, 7

RECOMMENDED SYSTEM REQUIREMENTS:
Windows XP SP3, Vista SP2, 7


Manuelo Costa

ხოდა მაგიტომ გეუბნები თუ ჯოისტიკით თამაშობ,ჩართე მატჩი და დააპაუზე მერე მენიუში ნახე Command List იქაა უფრო დეტალურად როგორ აკეთო მაგარი ქროსები ან როგორი.

ეგ LT-თი Manual-ს დარტყამ აჩენს.

კლავიატურაზე Q+D-თი კეთდება ქროსი პირდაპირ თავზე.
McCartney
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1974
წევრი No.: 158854
რეგისტრ.: 7-January 13

გამოგზავნილია: 6 Mar 2013, 14:04  #35484875      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
wilkinson
დავაყენე პროსტა აზრზე არ ვარ კლავიატურაზე როგორ ვითამაშო : )

ალბათ ჯობია ჯოესტიკი ვიყიდო ხო ? : )))



W A X D გავიგე , მაგრამ სირბილი როგორაა ტო : )))) ისრებით არ დარბის : )))))


რა ცუდი ტიპი ვარ გეიმერებში ამას რო ვკითხულობ , ალბათ აქესეთი კითხვები მაგრად ტეხავს ხო ? : ))))

This post has been edited by McCartney on 6 Mar 2013, 14:11
wilkinson
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21246
წევრი No.: 69201
რეგისტრ.: 5-August 08

გამოგზავნილია: 6 Mar 2013, 15:16  #35485872      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
McCartney

არაფერი არ ტეხავს თუ ძმა ხარ. ის უფრო კარგია როცა ინტერესდები.
ესეიგი შენ ახალი ხარ პესში და არც გითამაშია კლავიატურაზე.
კაროჩე ასეა

X - პასი
A - დარტყმა
D - ჩაწოდება
E - სირბილი
W - შეტეხილი პასი

ჯერ ნელ-ნელა დაამუღამე,დაბალ დონეზე და ვარჯიში ჩართე მანდ ნახავ Free Training-ს

ხოლო ჯოისტიკს რაც შეეხება,უფრო მეტის საშუალებას ვერ ვიტყვი რომ იძლევა იმიტომ რომ ერთ კაცთან ვთამაშობ და კლავიატურაზე თამაშის მეფეა,მაგრამ განსხვავება მაინც არის რა.


This post has been edited by wilkinson on 6 Mar 2013, 15:47
wilkinson
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21246
წევრი No.: 69201
რეგისტრ.: 5-August 08

გამოგზავნილია: 6 Mar 2013, 15:48  #35486399      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ახალი ბაზური განახლება Pro Evolution Soccer 2013-ისა,დაამატებს თამაშს,ზამთრის ტრანსფერებს და ახალ 8 წყვილ ბუცს

რასაც ელოდით უკვე აქაა! ახალი ბაზური განახლება 4.0 გამოვა 7 მარტს PES 2013-ისთვის PC, PS3 და Xbox 360 პლატფორმებზე. ეს განახლება შეიცავს ზამთრის ტრანსფერებს და თამაშში იქნებიან უფრო მეტი მოთამაშეები,როგორებიც არიან ბექემი,დროგბა და მრავალი სხვა.

რათა გახდეს საფეხბურთო თამაში უფრო რეალურთან მიახლოვებული,ამიტომაც 8 ახალი ბუცი დაემატა განახლებას.

Adidas: adiPure 11Pro, adiZero F50, adiZero F50 and Predator Lethal Zones
Nike: CTR360, Mercurial IX, T90, Tiempo


დარჩით ჩვენთან და დაელოდეთ ახალ ბაზურ განახლება 4.0-ს და იყავით მზად ითამაშოთ ახალი მოთამაშეებითა და ბუცებით.

გაითვალისწინეთ! სანამ გამოვა ახალი ბაზური განახლება 4.0,მანამდე PES სერვერები გაითიშება,ტექნიკური სამუშაობის გამო,ხუთშაბათს 7 მარტს 2:30-დან 9:00(am) საათამდე (იგულისხმება გრინვიჩის დრო)

მიმაგრებული სურათი
572769_100001161494240_450077627_q.jpg
McCartney
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1974
წევრი No.: 158854
რეგისტრ.: 7-January 13

გამოგზავნილია: 6 Mar 2013, 16:00  #35486560      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
wilkinson
პსში კი არა ვაფშე არ ვთამაშობ არაფერს ტო : )) ბავშვობაში ნფს- მაქვს და ქოლ ოფ დიუთი დახურული და ვსო biggrin.gif

ეგ კი დავამუღამე , მაგრამ კაცს ვერ ვარბენინებ მიხვდი ? პასს რო იღებს გაჩერებულია და ვერ დამყავს რა ისრებით : ))


user posted image


სადღაც წავიკითხე RB არის სირბილიო და რო ვაწვები E-ს არ დარბის ეს უპატრონო : ))))


თუ არ დაგეზარება ეგენიც მითხარი რა არის RB , RT , LT , LB

smile.gif
wilkinson
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21246
წევრი No.: 69201
რეგისტრ.: 5-August 08

გამოგზავნილია: 6 Mar 2013, 16:07  #35486660      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
McCartney

RB - სირბილი
LB - ამას ვიყენებ ჩაწოდებების დროს,ზუსტად ასვამს თავზე ოღონდ Q+D კომბინაციით
LT - ეს არის Replay,გოლს რომ გაიტანს გადაახვევ + ჯოისტიკზეც და კლავიატუაზეც ფინტებს აკეთებს.
LB - ეს არის Replay,გოლს რომ გაიტანს გადმოახვევ + ჯოისტიკზეც და კლავიატუაზეც ფინტებს აკეთებს.

არადა განლაგებს სწორია. აბა დააჭირე მაინც Revert To Default-ს

ან მეორე ვარიანტი თითები გაქვს შეუჩვეველი givi.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (79) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0434 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]