forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Digital Combat Simulator World (DCS World)
Code_49
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2467
წევრი No.: 78920
რეგისტრ.: 16-December 08

გამოგზავნილია: 15 Aug 2017, 17:06  #51151690      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
user posted image


შინაარსი:

Digital Combat Simulator World იგივე (DCS World) - უფასო საბრძოლო ფრენის სიმულატორი, რომელიც შემუშავებულ იქნა Eagle Dynamics-ის მიერ. თამაშის უფასო ვერსიით საშუალება გეძლევათ მართოთ SU - 25 ტიპის და მეორე მსოფლიო ომის TF-51D Mustang საფრენი აპარატები. ასევე შეგიძიათ შეისყიდოთ შემდეგი ტიპის საფრენი აპარატები:

-Black Shark 2.
-A-10C Warthog.
-Flaming Cliffs 3.
-Fw 190 D-9 Dora.
-Bf 109 K-4 Kurfürst.
-Spitfire LF Mk IX.
-L-39 Albatros.
-F-5E Tiger II
-M-2000C
-Hawk T.1A
-MiG-15bis
-C-101 Aviojet
-Su-27
-MiG-21bis
-F-86F Sabre
-F-15C


აღსანიშნავია რომ თამაშის სცენარი ვითარდება საქართველოს ტერიტორიაზე და ერთმანეთს უპირისპირდებიან რუსეთის ფედერაციის და საქართველოს რესპუბლიკის მხარეები თავიანთი მოკავშირეებით. DCS World - ის რუქები მოიცავს კავკასიის რეგიონის ფართო არეალს, ძირითადად კი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ტერიტორიებს. (იხ. რუქა სპოილერში)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


სცენარის მიხედვით საქართველო უკვე NATO-ს წევრი ქვეყანაა. აზერბაიჯანთან ერთად კავკასიის რეგიონში მოახდინა ნავთობის ტრანზიტული ქვეყნის სტატუსის მოპოვება და აგრძელებს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად კავკასიონის რეგიონში თავისი გავლენის გაზრდას. რუსეთის ფედერაცია სამხედრო ინტერვენციით ცდილობს NATO-ს ძალები განდევნოს სამხრეთ კავკასიის ტერიტორიებიდან. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე საბრძლო მოქმედებები ხდება მთელს საქართველოს ტერიტორიაზე, ძირითადად კი სოხუმის, სამეგრელოს, იმერეთის და აჭარის რეგიონებში.

2017 წლის განახლებით შეხვდებით ასევე ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა ირანი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ომანი (ჰორმუზის სრუტე) და კონკრეტული პერიოდის 1944 წლის ნორმანდია.



ინფორმაცია:
  • თამაშის ოფიციალური დასახელება: DCS World
  • მწარმოებელი: Eagle Dynamics
  • გამომცემელი: The Fighter Collection
  • პლათფორმა: Microsoft Windows
  • ჟანრი: Combat flight simulator
  • მოდები: Singleplayer, multiplayer
* ოფიციალური ვებგვერდი
* ფორუმი
* Facebook
* Youtube


თამაში ხელმისაწვდომია როგორც STEAM პლატფორმაზე ასევე თამაშის ოფიციალურ ვებგვერდზე




ესეც ჩემი ნათამაშები (დემო გაფრენა შევასრულე გუშინ smile.gif )




იხილეთ ფოტოები (სკრინშოტები)

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


სახმელეთო ძალების რამდენიმე ფოტო :

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


This post has been edited by Code_49 on 15 Aug 2017, 17:18


--------------------
Береги голову! вдруг там мозги...
misha-htc
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2984
წევრი No.: 87366
რეგისტრ.: 24-March 09

გამოგზავნილია: 12 Nov 2017, 11:11  #51656042      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს არავის არ დაგევასათ?
ყველაზე მაგარი სიმულატორია თუ ვინმე თამაშობთ დაწერეთ და ერთად შევიდეთ ხოლმე
Code_49
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2467
წევრი No.: 78920
რეგისტრ.: 16-December 08

გამოგზავნილია: 2 Feb 2018, 17:52  #52108629      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
misha-htc
ვითამაშე ვითამაშე... აგერ თემაც გავხსენი, მაგრამ მსურველები რომ არ გამოჩდნენ დავიკიდე... თან რატომღაც ჭედავდა ჩემთან... არადა კარგი კომპი მაქვს
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0178 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]