indianag
არ დაიჯერო ეგ ამბავი
სრული ბლეფია
არანაირი პროფესიონალიზმი
მაგ ქალს ხალხის "დაბოლების" საოცარი უნარი აქვს
წარმოიდგინე ამერიკაშიც კი სიკვდილობის პირველ სამ მიზეზში, ერთ-ერთი წამყვანია კიბო, ეს რომ კურნავდეს ამას აქ ესე უყურადღებოდ ვინ გააჩერებდა
კიბოს სამკურნალოდ ისეთი ბომბა პრეპარატები გამოიყენება, რომელიც როგორც სიმსივნურ , ისე ჯანსაღ უჯრედს ანადგურებს(ე.წ. ქიმიოპრეპარატები) და ვერავინ დამაჯერებს რომ, ლომიძე ამას მცენარეების გამოყენებით აღწევს.
როგორ შეიძლება კუნრავდე როცა არ იცი რას კურნავ და რითი კურნავ, კი გასაგებია მცენარეები, "ასწლეულების მანძილზე" შთამომავლობით გადაცემული, მაგრამ რეალურად არავინ იცის თუმდაც იმ მცენარის შემცველობა
ფიტოთერაპია ბევრგან არის მიღებული მაგრამ , ამისგან განსხვავებით მათ ზუსტად იციან ყველა მცენარის აქტიური კომპონენტები
იცი რა ხანდახან მაგის მკურნალობას აქვს შედეგი, მაგრამ ეს აბსოლუტურად პაციენტების განწყობის ბრალია, ან რამე უმნიშვნელო პრობლემაა ( პატარა ჩირქგროვა , მაგ.)
არანაირი სერიოზული შედეგი მძიმე პათოლოგიებისას არც მას და არც მის პაციენტებს არ ჰქონიათ
პერიოდულად ევროპაში დადის და ვითომ კვალიფიკაციას იმაღლებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ თვითონ რუსუდან ლომიძეც და მისი პერსონალიც ძალიან შორს დგანან პროფესიონალიზმისგან
მოკლედ ანტი რეკლამა გამომივიდა ბოლომდე,დიდი ბოდიში რ.ლომიძესთან
მაგრამ მე ნამდვილად არავის არ ვურჩევდი
ჰა როგორ ფიქრობ გარისკავ ამის მერე ?