ინგლისის ჩემპიონის 18 ტიტული
ევროპის ჩემპიონთა 5 თასი
უეფას 3 თასი
ინგლისის ლიგის 8 თასი
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის 7 თასი
ევროპის 3 სუპერ თასისრული სახელი: Liverpool Football Club
მეტსახელი: The Reds (წითლები)
დაარსდა: 15 მარტი, 1892.
სტადიონი: ენფილდი. ლივერპული, ინგლისი
(ტევადობა: 54 074 მაყურებელი)
კაპიტანი: ჯორდან ჰენდერსონი.
ლიგა: პრემიერ-ლიგა.ოფიციალური საიტიინგლისურიფან-საიტიქართული ფან-საიტიგუნდის დაარსება1888 წელს ინგლისის საფეხბურთო ლიგის დაარსებისას "ანფილდი" ლიგის ერთ-ერთი არსებული სტადიონი იყო, რომელმაც 1888 წლის 8 სექტემბერს, ინგლისური ფეხბურთის პირველ "შაბათს" "აკრინგტონის" საფეხბურთო კლუბს უმასპინძლა, თუმცა მათ არა "წითლები", არამედ "ლურჯები" დახვდნენ, "ევერტონის" სახით. როგორც "ევერტონის", ისე "ლივერპულის" დაბადება "წმ. დომინგოს" ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის - ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა "ენფილდი" "ევერტონს" და მანვე დააარსა "საფეხბურთო კლუბი ლივერპული". წმ. დომინგოს საფეხბურთო კლუბი მოყვარულთა გუნდი იყო, რომელიც დაფუძნებული იყო რწმენაზე, რომ ახალგაზრდები რელიგიური, სწორი ცხოვრების გზაზე ჯანმრთელი გუნდური შეჯიბრის საშუალებით უფრო მყარად იდგებოდნენ. "სტენლი პარკზე" ჩატარებული ორიოდე წლის შემდეგ გუნდს სახელი გადაერქვა და მათი დამაარსებელი ეკლესიის საპატიოდ "საფეხბურთო კლუბი ევერტონი" ეწოდა, თუმცა წმ. დომინგოს გუნდი არა ეკლესიაში, არამედ "ვილიჯ სთრითზე" მდებარე "ქუინზ ჰედ ჰოტელში" შეიკრიბა, რომელიც "ევერტონის ძველი საკონდიტროს გვერდზე მდებარეობდა. აქედან გამომდინარეობს "ევერტონის" ზედმეტსახელი "კანფეტები" (The Toffees). სახელწოდება "ევერტონის" აღებით გუნდმა სამუდამოდ გასწირა თავი ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული გაურკვევლობისათვის - თითქმის საუკუნის შემდეგ წარმოიშვა კითხვა "მითხარი ერთი, ქვეყნის რომელ ნაწილშია ქალაქი "ევერტონი""? "ევერტონმა" რამდენიმე ადგილას გამართა მატჩები, სანამ "ანფილდ როუდსა" და "უოლტონ ბრექ როუდს" შორის მდებარე მოედანს აირჩევდა. ასე გაჩნდა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი დიდი სახელი - "ანფილდი". გუნდი თანდათან ფინანსურად გაძლიერდა და წარმატებაც მოიპოვა პრეზიდენტის - ბ-ნი ჯონ ჰოულდინგის ხელმძღვანელობის ქვეშ. ჰოულდინგი ლუდსახარშის მფლობელი, ადგილობრივი საბჭოს წევრი, ხოლო მოგვიანებით - ქალაქ ლივერპულის მერი იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, შემდგომში იგი ქალაქში მეტ-ნაკლებად დაივიწყეს, თუმცა "ანფილდის" დირექტორთა ოფისის გარეთ გაკრული ბრინჯაოს დაფა და კლუბის მუზეუმში არსებული ზეთში შესრულებული მისი პორტრეტი ახლაც ინახავს ჰოულდინგის გამოსახულებას. საკითხავია, შეძლებდა თუ არა "ევერტონი", გამხდარიყო ლიგის ერთ-ერთ დამაარსებელი 1888 წელს ჰოულდინგის დახმარების გარეშე. მან მიიყვანა "ევერტონი" "ანფილდზე" 1884 წელს. მანამდე გუნდი "ფრაიორი როუდზე", "სტენლი პარკის" ჩრდილოეთით მდებარე მოედანს ქირაობდა, თუმცა იქ ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან უკმაყოფილება გამოითქმებოდა თამაშების დღეებში არსებული ხმაურის გამო. ჰოულდინგი მეგობართან, ასევე ლუდსახარშის მფლობელ ბ-ნ ორელთან გაემართა, რომელიც "ანფილდ როუდის" ტერიტორიას ფლობდა. ჰოულდინგმა ორელთან შეთანხმების შედეგად გუნდისათვის ახალი საშინაო მოედანი მიიღო, თუმცა ამას "ევერტონის" ხელმძღვანელთა საბჭოსთან პრობლემების წარმოშობა მოჰყვა, რომელმაც კულმინაციას 1892 წლის კრიზისში მიაღწია. პრობლემა არა მხოლოდ ქირის მოცულობაში იყო. ჰოულდინგს თამაშების დღეებში მოედანზე საკუთარი ბიზნესიდანაც სურდა მოგების მიღება. თუმცა, სწორედ ჰოულდინგი ეხმარებოდა გუნდს ფინანსურად - მისი დახმარებით ყიდულობდა კლუბი მოთამაშეებს და უკეთებდა მოდერნიზაციას სტადიონს. კლუბის გასახდელად "სანდონ ფაბის" გამოყენებაც ჰოულდინგის ბიზნესს ეხმარებოდა - მოთამაშეების მის სასმელებს სვამდნენ. 1892 წლის იანვარში "ლივერპულის ექო" აღნიშნავდა, რომ ჰოულდინგს არ სურდა, გუნდს ფაბი დაეტოვებინა. "სირცხვილია, როდესაც "ევერტონის" მსგავსი დიდი კლუბის მოთამაშეებს თამაშის დღეებში ხალხის ბრბოში გავლა უწევთ." კლუბის მართვასთან დაკავშირებული კონფლიქტი 1889-90 წლებში გართულდა. "ანფილდის" ქირამ იმატა. "ევერტონმა" ქირისათვის 1884 წელს 100 ფუნტი გადაიხადა, 1889-90 წლებში კი ჰოულდინგი მათ 250 ფუნტს ართვამდა. ჰოულდინგს ამ პრობლემის პრაქტიკულ გადაწყვეტასთან დაკავშირებით მრავალი იდეა გააჩნდა, რომელთაგან ერთ-ერთი "ევერტონის" PLC (Public Limited Company)-ად გადაკეთება იყო, რასთან დაკავშირებითაც მან 1891 წლის 15 სექტემბერს შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ადგილობრივი პრესა არ დაუშვეს, რადგან ჰოულდინგმა იცოდა, რომ სიტუაცია დაძაბული იქნებოდა. ჰოულდინგმა "ევერტონის" მიერ "ანფილდისა" და მიმდებარე ტერიტორიის ყიდვის იდეა წამოაყენა, თუმცა შეკრების მონაწილეებს ფასი მეტისმეტად ძვირი ეჩვენათ და უარი განაცხადეს, იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთისა და კლუბის განვითარების შედეგად, სტადიონი მალე აანაზღაურებდა ამ ხარჯს. ჰოულდინგისა და "ევერტონის" ოფიციალური დაშორება 1892 წლის 12 მარტს შედგა. ერთ-ერთი შეკრებისას, რომელიც ჰოულდინგის ოპონენტს, ჯორჯ მეჰონს მიჰყავდა, ჰოულდინგი მოულოდნელად გამოჩნდა. მეჰონი ადგა, რათა პრეზიდენტისათვის ადგილი დაეთმო, თუმცა ჰოულდინგმა ახლა უკვე ცნობილი სიტყვები განაცხადა: "მე აქ დამნაშავის როლში ვარ, ეჭვმიტანილი კი არასოდეს ზის." ამას მის მიერ, 18-19 თანამოაზრესთან ერთად, კლუბის დატოვება მოჰყვა. "ევერტონში" დარჩენილმა ხელმძღვანელობამ გუნდისათვის "სტენლი პარკის" ტერიტორიაზე ახალი მიწა იყიდა და სათამაშოდ სწორედ იქ, "გუდისონ პარკზე" გადავიდა. ჰოულდინგს კი დარჩა ”ანფილდი”, რომელზეც ახალი კლუბის დაარსება გადაწყვიტა. "საფებურთო კლუბი ლივერპული" 1892 წლის 15 მარტს დაარსდა ჯონ ჰოულდინგის სახლში, ანფილდ როუდზე. კლუბისთვის "ლივერპულის" დარქმევის იდეა უილიამ ბერქლეიმ, ფეხბურთის დიდმა ენთუზიასტმა გამოხატა. კლუბის ფერი წითელი (ქალაქის ფერი) გახდა 1894 წელს, ემბლემად კი Liverbird (ასევე ქალაქის ემბლემა) 1901 წელს აირჩიეს. ახალი გუნდის შექმნა ცარიელი ფურცლიდან უნდა დაწყებულიყო. დაკომპლექტების სამუშაოს უდიდესი ნაწილი ჯონ მაკკენამ ითავა. ის "ანფილდზე" დირექტორის როლს 30 წლის განმავლობაში იკავებდა. ჰოულდინგი კლუბის დამაარსებელი იყო, მაკკენა კი გუნდის ტვინი. "ლივერპულის" სწრაფი პროგრესი მაკკენას, როგორც მწვრთნელის, დონის აშკარა მაჩვენებელი იყო. მან რამდენიმე შოტლანდიელი მოთამაშე მოიყვანა, რომელთა გარშემოც აიწყო გუნდი და კლუბს მალე "Team of all the Macs" უწოდეს, გვარების გამო, თუმცა მათ შორის ერთი არა-შოტლანდიელი "მაკიც" იყო - ინგლისელი მეკარე ბილ მაკ'ოუენი. საფეხბურთო ლიგაში ლივერპულის შესვლის პირველადი განაცხადი უარყვეს, ამიტომ კლუბს თავდაპირველად ასპარეზობა "ლანკაშირის ლიგაში" მოუხდა. 1892 წლის 1 სექტემბერს გუნდმა პირველი მატჩი ჩაატარა, სადაც მოწინააღმდეგე "როტერჰემი" იყო, ამხანაგურ თამაშში. იმავე დღეს "ევერტონმა" პირველი მატჩი ჩაატარ "გუდისონზე", "სტენლი პარკის" მეორე მხარეს. სწორედ აქედან დაიწყო მეტოქეობა გუნდებს შორის. სამწუხაროდ, "ანფილდზე" მხოლოდ რამდენიმე მაყურებელი მივიდა, მაშინ როდესაც "გუდისონის" მატჩს 10000-ზე მეტი დაესწრო. რამდენიმე დღის შემდეგ "ლივერპულმა" "ლანკაშირის ლიგის" პირველი თამაშიც ჩაატარა, რომელშიც 8-0 გაიმარჯვა. კაპიტანმა მაკ'ვინმა მატჩის დაწყების წინ "ანფილდ როუდის" ტრიბუნისკენ შეტევა არჩია - ამ ტრადიციას ახლაც მიჰყვება "ლივერპულის" ბევრი კაპიტანი. "ლივერპულმა" დიდი ანგარიშით გამარჯვებები ერთმანეთს მიაყოლა და ადვილად მოიგო "ლანკაშირის ლიგა", რასაც ლივერპულის დასახლების თასიცა და რეზერვების თასიც მიაყოლა - ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც გუნდი ჯერ 12 თვისაც კი არ იყო.
მერსისაიდული დერბიდაძაბულობა დერბში ძირითადად მეგობრულ ხასიათს ატარებს და ამ ქალაქისთვის უცხო არ არის ერთი ოჯახის წარმომადგენელთა განსხვავებული საფეხბურთი გემოვნება, მაგრამ მათ საუკუნეზე მეტ ისტორიაში არსებობდა ნაპრალები რომელმაც მათ დაპირისპირებაში კვალი დატოვა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ევერტონში ირლანდიელი ფეხბურთელები მოვიდნენ, რის შემდეგადაც გუნდში 8 კათოლიკე ფეხბურთელი თამაშობდა. ლივერპულში კი ყველა ფეხბურთელი პროტესტანტი იყო. ამან ხელი შეუწყო დერბის დაძაბულობას, მაგრამ იმის და გათვალისწინებით, რომ ევერტონშიც თამაშობდნენ პროტესტანტი ფეხბურთელები ეს დერბი ისეთი არ გამხდარა როგორც რეინჯერსი-სელტიკი.
აგრეთვე 80-იან წლებში ხშრი გახდა გუნდის ფანებს შორის დაპირისპირებები, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეიზელის ტრაგედიის გამო ინგლისური გუნდები 5 წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, ამ დროს კი ევერტონს ჩემპიონთა თასის მოგების მთავარი პრეტენდენტი გუნდი ჰყავდა. მაგრამ ჰილსბროში მომხდარმა ტრაგედიამ სადაც ფანები ერთმანეთის გვერდით იდგნენ, ისინი გააერთიანა. 2007 წელს კი ხულიგანთა დაპირისპირებას 11 წლის ევეტონის ფანის რუის ჯონსის სიცოცხლე შეეწირა, რამაც ფანებს შორის დაძაბულობა გაამძაფრა, მაგრამ 2007 წელს ჩემპიონთა ლიგის მატჩში გარდაცვლილი ბიჭის მშობლები მიწვეული იქნენ ჩემპიონთა ლიგის მატჩში, სადაც რუისის ხსოვნას პატივი მიაგეს და ლივერპულის დროშაში გახვეული მთელი სტადიონი გასძახოდა რუის “შენ არასოდეს ხარ მარტო”.
ლივერპულის ყველაზე მძიმე პერიოდში 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანი წლების დასაწყისი, როდესაც ლივერპული ლიგიდან გავარდა, ქალაქში რამდენიმე გულშემატივარმა შეიცვალა საფეხბურთო გემოვნება და ევერტონის საკმაოდ სიმპათიური გუნდის გულშემატკივრებში ამოყო თავი. ამ დროისთვის ქალაქის უმეტესი ნაწილი ევერტონის ფანი იყო, რაც ყველაზე მეტად ლივერპულის ახალ მწვრთნელს ბილ შენკლის აღეზიანებდა. ისტორიამ შემოინახა მერსისაიდული დერბის შემდეგ მისი კომენტარები.
"როცა საქმე არაფერი მაქვს, ცხრილში ევერტონის პოზიციას ვუყურებ"
"ყოველთვის ვამბობდი და ამაყი ვარ, რომ ლივერპულს ორი დიდი გუნდი ჰყავს. ლივერპული და ლივერპულის რეზერვები"
"ევერტონის ფეხბურთელებმა რომ ჩემს ეზოში დაიწყონ თამაში, ბარდებს დავუშვებ"
"ეს ორი სხვადასხვა გუნდია. ლივერპული საოცრებაა, ევერტონი ტრაგედია"
Steven Gerrard - FOREVER LEGEND !!!გუნდის შემადგენლობა (03.03.2019)
გუნდის სტაფიმთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი (გერმანია)
მთავარი მწვრთნელის პირველი ასისტენტი: პეტერ კრავეტცი (გერმანია)
მთავარი მწვრთნელის მეორე ასისტენტი: პეპინ ლინდერსი (ნიდერლანდები)
მეკარეების მწვრთნელი: ჯონ ახტერბერგი (ნიდერლანდები)
ფიზიკური მომზადების ხელმძღვანელი: ანდრეას კორნმეიერი (გერმანია)
სამკურნალო საკითხებში ხელმძღვანელი: ფილიპ იაკობსენი (გერმანია)
სწორი კვების საკითხებში ხელმძღვანელი: მონა ნემერი (გერმანია)
მთავარი ექიმი: ენდი მეისი (ინგლისი)
მთავარი ფსიქოლოგი: ლი ნოუბსი (დიდი ბრიტანეთი)
Standard Chartered: სპეციალური პრიზი ლივერპულის თვის საუკეთესო ფეხბურთელისთვისაგვისტო: ვირჯილ ვან დეიკი
სექტემბერი: დანიელ სტარიჯი
ოქტომბერი: მოჰამედ სალაჰი
ნოემბერი: ტრენტ ალექსანდრ არნოლდი
დეკემბერი: მოჰამედ სალაჰი
იანვარი: სადიო მანე
წინა თემის 10 აქტიური მპოსტავიწინა თემები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 1 -
Scouser_tornikELIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 2 -
Scouser_tornikELIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 3 -
Scouser_tornikELIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 4 -
Scouser_tornikELIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 5 -
TornikeeLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 6 -
TornikeeLIVERPOOL Football Club VOL 7 -
TornikeeLIVERPOOL Football Club VOL 8 -
TornikeeLIVERPOOL Football Club VOL 9 -
FaskunjiiLIVERPOOL Football Club VOL 10 -
FaskunjiiLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 11 -
TornikeeLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 12 -
TornikeeLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 13 -
TornikeeLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 14 -
TornikeeLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 15 -
TornikeeLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 16 -
MersisaidmanLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 17 -
QvacikaLIVERPOOL FOOTBALL CLUB, VOL 18 -
akkaiLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 19 -
Eneas84LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 20 -
actionscr1ptLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 21 -
nadusaLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 22 -
levan777888LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 23 -
SebastiAn9LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 24 -
Wiseman*LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 25 -
Wiseman*LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 26 -
rati_teroraLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 27 -
ლივერმენLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 28 -
გიუშაLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 29 -
actionscr1ptLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 30 -
ირაკლი17LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 31 -
VolumeLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 32 -
wilkinsonLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 33 -
MersisaidmanLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 34 -
ლივერმენLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 35 -
KAMPOLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL36 -
Liverpool ForeverLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 37 -
rati_teroraLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 38 -
Wiseman*LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 39 -
გიუშაLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 40 -
ლივერმენLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 41 -
wilkinsonLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 42 -
rati_teroraLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 43 -
akkaiLIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 44 -
პერსიელიLIVERPOOL FOOTBALL CLUB [V.45] ლივერმენLIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.46 -
wilkinsonLIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.47 -
Wisemаn*LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.48 -
Baduri777LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.49 -
wilkinsonLIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.50 -
Baduri777LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.51 -
ლივერმენLIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.52 -
Baduri777LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.53 -
Baduri777LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.54 -
AzwraithLIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.55 -
Liverpool ForeverLIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.56 -
Wisemаn*LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.57 -
AzwraithLIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.58 -
ლივერმენLIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.59 -
wilkinsonLIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.60 -
BaduraLIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.61 -
Henyd0r1LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.62 -
Wisemаn*LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.63 -
Henyd0r1LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.64 -
wilkinsonLIVERPOOL FOOTBALL CLUB V.65 -
BaduraLIVERPOOL FOOTBALL CLUB V.66 -
ლივერმენLIVERPOOL FOOTBALL CLUB V.67 -
HitchensLIVERPOOL FOOTBALL CLUB V.68 -
wilkinsonLIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL 69!] V.69 -
HitchensLIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL 70!] V.70 -
ლივერმენLIVERPOOL FOOTBALL CLUB V.71 -
wilkinsonLIVERPOOL FOOTBALL CLUB V.72 -
ლივერმენLIVERPOOL FOOTBALL CLUB V.73 -
Wiseman*LIVERPOOL FOOTBALL CLUB V. 74 -
Hitchens LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL 75] V.75 -
Hitchens LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL 76] V.76 -
ლივერმენLIVERPOOL FOOTBALL CLUB V.77 -
BaduraLIVERPOOL FOOTBALL CLUB V.78 -
ლივერმენLIVERPOOL FOOTBALL CLUB V.79 -
Henyd0r1LIVERPOOL FOOTBALL CLUB V.80 -
HitchensLIVERPOOL FOOTBALL CLUB V.81 -
WilkinsonLIVERPOOL FOOTBALL CLUB V.82 -
HitchensLIVERPOOL FOOTBALL CLUB V.83 -
ლივერმენLIVERPOOL FOOTBALL CLUB V.84 -
Wisemаn*LIVERPOOL FOOTBALL CLUB V.85 -
ლივერმენ*LIVERPOOL FOOTBALL CLUB V.86 -
HitchensLIVERPOOL FOOTBALL CLUB V.87 -
wilkinsonLIVERPOOL FOOTBALL CLUB V.88 -
wilkinsonLIVERPOOL FOOTBALL CLUB [Vol 89], Thank You Steve G -
Wilkinson LIVERPOOL FOOTBALL CLUB [vol.90], Good Bye Brendan! Welcome Jürgen! -
Henyd0r1 LIVERPOOL FOOTBALL CLUB [vol.91], In Jürgen We Trust ! -
GatewaysLIVERPOOL FOOTBALL CLUB [vol.92], Klopp again in Wembley -
Rammstein LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.93], It's still long way to go -
wilkinson LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.94], transfers time -
Rammstein LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.95], Kloppo on fire -
Gateways LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.96], Remember the 96 -
Rammstein LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.97], heavy metal football -
Rammstein LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.98], Boxing Days -
Rammstein LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.99], January Transfer Window -
Wisemаn* LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.100], The Season End Is Near -
komate LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.101], Waiting For Huge Arrivals!!!! -
komate LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.102], New Season New Hope -
komate LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.103], Already 125 Years -
komate LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.104], Cold Winter -
komate LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.105] European Nights -
actionscr1pt LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.106] WIN THE EUROPEAN CUP FOR ME -
Cadmus LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.107], -
Wisemаn* LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.108], A Liverbird upon my chest -
Cadmus LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.109], We are Number One -
Rammstein