shilaidaროგორ ხარ? :*
დაკოპირებული მაქვს
კომენტარებიც კი დამიკოპირებია.
სხვა რეცეპტებიც მაქვს შენახული, თუ დაგჭირდება, მოვძებნი სხვებსაც
სააღდგომო კულიჩი
შექმნილია Nino Jananashvili, სამშაბათი, 23 მარტი 2010
• 15 კვერცხი
• 1,5-2კგ შაქარი
• 500გრ კარაქი (ან მარგარინი, ან 50/50)
• 500 გრ არაჟანი
• 3,5 კგ ფქვილი (დაახლოებით, შესაძლებელია -/+)
• 1ჩ.კ. ვანილი
• 1 ჩ.კ. მუსკატი
• 1/2 ჩ.კ მიხაკი(დაფქული ან დაჩეჩქვილი წვრილად)
• 1ჩ.კ. დარიჩინი
• 2ჩ.კ. ილი ანუ კარდამონი
• 2კანიანად გატარებული ლიმონი
• 500გრ ქიშმიში
• ფორთოხლის ცუკატები(სასურველია)
•
• ცალკე აიღეთ
• 5-6 ს.კ საფუარი
• 1 ლ თბილი რძე
• 1ს.კ. შაქარი
• მარილი
• ცოტა ფქვილი საერთო რაოდენობიდან
•
მომზადების წესი
ქიშმიში დაალბეთ კონიაკში.
თბილი რძის ნახევარში გახსენით საფუარი, შაქარი, ცოტა მარილი, ცოტა ფქვილი. აცალეთ აფუება.
გათქვიფეთ შაქარი და კვერცხები, შეურიეთ არაჟანი და საფუვრიანი მასა.
შემდეგ იწყებთ ამ მასით ცომის ზელვას: ამატებთ სანელებლებს ლიმონის ჩათვლით, კარგად გახსნით. შემდეგ ამატებთ დაახლოებით 3 კგ ფქვილს და კარგად ზელავთ. თუ ცომი ძალიან თხელი გეჩვენებათ, ნელნელა გაზარდეთ ( რომ გააკონტროლოთ) ფქვილის რაოდენობა, ცომი უნდა იყოს პურის ცომზე უფრო ნაზი, მაგრამ არა თხევადი.
ცომის მოზელვისას ხელები ისველეთ ზეთში.
მოზელილი ცომი შეფუთეთ და აცალეთ აფუება, შემდეგ უკან ჩაზილეთ, თან შეაზილეთ გამდნარი კარაქი
თუ დრო გაქვთ, მეორე ამოფუების შემდეგაც ჩაზილეთ, თუ არა და ცომს შეურიეთ ქიშმიში და დაჭრილი ცუკატები, გაანაწილეთ საცხობ ფორმებში 1/3-ზე ან ნახევრამდე და დატოვეთ სანამ ისევ ამოფუვდება.
გამოაცხეთ 180 გრადუსზე, შეწითლებამდე. შემდეგ გასინჯეთ ჩხირით, თუ შიგნით მშრალია, გამოიღეთ, თუ არა და დაბალ ტემპერატურაზე ცოტა ხანი კიდევ დატოვეთ.
1. ცომს სჭირდება კარგი მოზელა, უნდა მივიღოთ ელასტიური და ნაჩვრეტებიანი სტრუქტურა. კარგი მოზელილი ცომი უნდა იყოს ცოტა წებოვანი, მაგრამ ხელს ადვილად უნდა სცილდებოდეს.
გაითვალისწინეთ: ცომს სჭირდება კარგი მოზელა, უნდა მივიღოთ ელასტიური და ნაჩვრეტებიანი სტრუქტურა. კარგი მოზელილი ცომი უნდა იყოს ცოტა წებოვანი, მაგრამ ხელს ადვილად უნდა სცილდებოდეს.
დამატებითი ინფორმაცია
ფორმაში ძირზე ჩააფინეთ ქაღალდი, თავად ფორმაც კარგად გაცხიმეთ. კულიჩი გამოდის სურნელოვანი, ოდნავ სველი ეფექტით (არაჟნის დამსახურებით) და ძალიან გემრიელი. ინგრედიენტების ეს რაოდენობა საკმარისია დაახლოებით 8-10 საშუალო ზომის კულიჩისთვის. შესაძლებელია გაანახევროთ და ისე გააკეთოთ.
დამატებითი ინფორმაცია
რეცეპტში რამდენიმე ცვლილება შემაქვს: რადგან ყველა ფქვილი განსხვავდება ერთმანეთისგან, რამდენიმე მკითხველმა მომწერა, რომ ფქვილის მითითებული რაოდენობა არ იყო საკმარისი. მეტი ფქვილი ცომს ამძიმებს, ამიტომ სჯობს ასე მოქცეთ: ფქვილს შეაზილეთ სითხე და არა სითხეს ფქვილი, როგორც ეს რეცეპტში მეწერა. ჯერ დაამატეთ ფქვილს საფუვრიანი მასა, შემდეგ, ნელნელა ამატეთ დარჩენილი რძე და კვერცხები. როცა მიიღებთ სასურველი სისქის ცომს, სითხის დამატებას შეწყვეტთ.
დიდი მადლობა PErfectCook.org-ის ერთ-ერთ ავტორს,ლუტას, რომელმაც არ დაიზარა და ამ რეცეპტის სრულყოფის მიზნით, თავადაც გააკეთა მცირე პორცია. უცვლელად გთავაზობთ მის კომენტარს და ინგრედიენტების რაოდენობას 1 საშუალო ზომის პასკისთვის:
"ერთი ცალი გავაკეთე
300 გრამი ფქვილი ვიხმარე 90 გრამი კარაქი 1 დიდი კვერცხი და 1 კვერცხის გული
100 გრამი რძე 150 გრამი შაქარი 2 გრამი საფუარი დაწნეხილი 50 გრამი არაჟანი. ინგრედეინტები არაფერი არ შემიცვლია
უბრალოდ ცოტა მომზადების პროცესი შევცავლე . ფქვილი იყო მკაცრად განსაზღვრული და იმის ხარჯზე დავარეგულირე კვერცხი და რძე .
როცა მივიღე სასურველი სისქე ცომის შევწყვიტე სითხის მიცემა . ფქვილს ვაზელდი სითხეს . რადგან ყველა ფქვილი სხვადასხვაა ამიტომ ფქვილის
ისე მიცემას ''რასაც შეიზელს'' სითხის მოკლება ვამჯობინე .
საფუარი მოვზილე 25 გრამი რძითა და 50 გრამი ფქვილით +2 გრამი საფუარი და 1 ჩაის კოვზი შაქარი . მარილი ვუქენი ბოლში არაჟნის მერე . გადმოვიღე ჯამიდან და
დარბილებული კარაქი კრემივით გადავუსვი სამუშაო მაგიდაზე და ისე შევურიე.
ცომი იყო ხელს ეწეპებოდა
მაცივარში მედო მთელი ღამე . მეორე დილით ჯერ ერთი საათი ოთახის ტემპერატურაზე მედო და მერე დავამატე ქიშმიშები
ქიშმიშს საღამოს ცხელი წყალი დავასხი და 10 წთ თავდახურული მედო მერე გადავწურე წყალი და მთელი ღამე დავტოვე.
პირდაპირ კონიაკში არ ვალბობ რადგან ცხელი წყლით ''ჭუჭყი''სცილდება .
მაგრამ ფორმა მქონდა დიდი და ცომი პატარა . ამიტომ ვერ გაიკეთა გუმბათი .
ფორმაში რომ ჩავდე საფუარის სიმცირის გამო 8 საათი და კიდე მეტი ფუვდებოდა . თან ესენი ელოდებოდნენ სულ აღარ გამოცხვას მეკითხებოდნენ
უბრალოდ მინდოდა მეცადა პრობლემა რომ არის ფქვილზე ზოგი 1 კილოზეც მიდის ხოლმე სხვაობა თან დამატების შემთხვევაში მძიმდება ცომი
რომელიც მერე ძნელად ფუვდება და შედეგიც სხვაა ხოლმე. ამიტომ ფქვილის რაოდენობაზე პრობლემა სავსებით მოგვარებადია
ჯობია ერთი კვერცხით ,და 200 გრამით ნაკლები რძე ქონდეს ვიდრე ფქვილი დაემატოს . ეს არის ჩემი აზრი .''