Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რელიგია > თქვენი ღმერთი


Posted by: BaronVonMortis 10 Mar 2017, 13:00
და რატომ:
სადავეები ხელიდან გაექცა. ჯერ ადამის და ევას ზღაპრიდან დავიწყოთ... ევამ აიწყვიტა. მერე კაენი და აბელი და ა.შ.
დღეს რახდება? ყველა ვაჭრობს,ყველა ერთმანეთს ატყუებს. კლავენ,ჰგლეჯავენ,ვაჭრობენ.. და ამაზე იცინიან,ხარობენ,სხვის უბედურებაზე ვითომბედნიერებას აწყობენ.
ეკლესია იყიდება, ათეიზმი მოდაა, სექტანტები იბირებენ, "სატანისტები" კატებს კლავენ, აგნოსტიკები შორიდან უყურებენ სანახაობას, კათოლიკები ბავშვებს ტ*&%$ენ. აი ეს მსოფლიოა სახეზე. ქართველები თავის ღმერთში ჩაიკეტნენ და ჰგონიათ საქართველოა დედამიწა... დანარჩეებზე ხმას არ ვიღებ...

ჰოდა ესეთი მსოფლიო უნდოდა ღმერთს რომ ქმნიდა? (ხომ იცოდა რომ ესე მოხდებოდა. თან ერთი პარტია გასხმული ჰქონდა უკვე (წარღვნა))

მოდერ 2117 წლამდე დამადე ბანი :up:


Posted by: annihilation 10 Mar 2017, 13:24
BaronVonMortis
პრობლემა უფრო მიდგომაშია ვიდრე არსებულ მდგომარეობაში.

ღმერთი ფინალს ხედავს,როგოც ჩანს ფინალი ისეთია,ღირს ტანჯვა-წვალებად.
ქალი როცა მშობიარობს,საშინელ ტკივილებს განიცდის,ეს ყველა ტანჯვა და ბოროტებაც,ჩვენს ირგვლივ რომ არის,ამ მშობიარობის ტკივილებს ჰგავს.მაგრამ მშობიარობის ფინალი ისეთია,ქალს ავიწყდება მთელი ეს ტანჯვა,და სიხარულით ხარობს.საკვირველი ის არის,რომ ქალი მზადაა კიდევ არაერთხელ გადაიტანოს მსგავსი საშინელი ტანჯვა,სწორედ ამ ფინალისთვის.

Posted by: BaronVonMortis 10 Mar 2017, 13:47
annihilation
პრობლემა საერთოდ არაა საქმეც ეგაა...

btw მიდგომა უკვე თავის მოტყუებაა...
კრიმინალს რომ გაგებით უნდა მიუდგე,ეგ თემაა...
მიდგომა ილუზიაა....
რაც არის,ის არის.

Posted by: annihilation 10 Mar 2017, 14:09
BaronVonMortis
QUOTE
პრობლემა საერთოდ არაა საქმეც ეგაა...

ვითომ,აბა რისთვის დაპოსტე?

Posted by: BaronVonMortis 10 Mar 2017, 15:19
annihilation
ეგაა შენი მიდგომა, პრობლემად აღიქვი ჩემს მიერ აღწერილი რეალობა (რომელიც მიმართულია რეალობის ილუზიისაგან გამოცალკევებისაკენ და არა პრობლემის აღმოფხვრისაკენ)

მაინც მადლობა რომ შენი აზრი დააფიქსირე :)

Posted by: annihilation 10 Mar 2017, 15:28
BaronVonMortis
QUOTE
ეგაა შენი მიდგომა, პრობლემად აღიქვი ჩემს მიერ აღწერილი რეალობა

რავიცი,ჩემთვის პრობლემაა,როცა ადამიანებს სიყვარულზე მეტად ერთმანეთის სიძულვილი და შური უფრო იზიდავს.
QUOTE
(რომელიც მიმართულია რეალობის ილუზიისაგან გამოცალკევებისაკენ და არა პრობლემის აღმოფხვრისაკენ)

მესმის შენი,მაგრამ რწმენის შემთხვევაში არ არის ასე : ))
QUOTE
მაინც მადლობა რომ შენი აზრი დააფიქსირე smile.gif

smile.gif

Posted by: სკნელი 10 Mar 2017, 17:20
ვა ათეისტებს ლუზერებიც გყავთ ? biggrin.gif

Posted by: Chamane 10 Mar 2017, 20:03
ღმერთი მე ვარ მარტო, ყველგან ვარ, ერთადერთი უკვდავი არსი

Posted by: annihilation 10 Mar 2017, 22:54
Chamane
QUOTE
ყველგან ვარ

ვა მაგარია,ანუ GPS არ გჭირდება : ))

Posted by: Heart_of_Darkness 10 Mar 2017, 23:12
სერიოზული პასუხის დასაწერად მოვემზადე, მაგრამ ,,ათეისტობა მოდაა"-ზე, გადავიფიქრე.


იქნებ, სოციალური ექსპერიმენტია სამყარო და ,,ღმერთს" ,, ესეთი სამყარო უნდოდას" ნაცვლად,
აინტერესებს როგორ იმოქმედებენ სხვადსხვა ცვლადები კონკრეტულ ადამიანებზე.


ისე,ჩემი აზრით, ადამიანების მანკიერებების გადაბრალება აბსოლუტურ გონზე, ცოტა ნაივურია.
სულ ის ფოტო მახსენდება, აფრიკელ გაძვალ-ტყავებულ ბავშვებს რომ აჩვენებენ და ქვემოთ კომენტარია, თუ ღმერთი არსებობს, ესენი ასე რატომ არიანო. იქნებ, ღმერთზე გადაბრალების ნაცვლად, აჯობებს თუ ყველა სამყაროზე ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას აიღებს?
ღმერთი, კიდევ, თეოლოგებს და მორწმუნეებს დავუტოვოთ, სამსჯელოდ.


ხომ არ იცით, დიდი აფეთქების თეორია ,,ჩვენს ღმერთზე" რა აზრისაა?
ან თვითონ ღმერთი რას ამბობს? givi.gif

Posted by: BaronVonMortis 11 Mar 2017, 04:14
Heart_of_Darkness
ღმერთმა ყველაფერი წინასწარ იცისო და ეგრე ექსპერიმენტი არ გამოდის. ეს ერთი
არ ვაბრალებ არაფერს, რასაც ქადაგებდნენ მისი სახელით, მეტი წილი პირიქით ხდება. ეს ორი
ათეისტობაც და მორწმუნეობაც მოდაა (იმედია სწორად გესმის)

და ბოლოს :) მე ღმერთის fails ჩამოვწერე და არა უსამართლობები...


Posted by: Heart_of_Darkness 11 Mar 2017, 14:22
BaronVonMortis
რომელი სანდო წყარო ამბობს, რომ ,,ღმერთმა ყველაფერი წინასწარ იცის"?
ღმერთის შესახებ რაღაცის ცოდნა, იმჰო, შეუძლებელია.
,,რასაც ქადაგებენ მისი სახელით" არის კონკრეტული აღმსარებლობის, კონკრეტული მიმართულების და კონკრეტული ადამიანების ხედვა და არა ობიექტური რეალობა. ყველა რელიგიას, სექტას თუ დენომინაციას თავისი წარმოდგენა აქვს ღმერთზე. შესაბამისად, ამ წარმოდგენას ავრცელებენ თავიანთ მრევლში.

მოდას რაც შეეხება,მოდის ნაცვლად მე სხვა ტერმინს გამოვიყენებდი.
მორწმუნეობის შემთხვევაში, საქართველოს მაგალითით, თუ ვიმსჯელებთ,
მორწმუნეობა საზოგადოებაში დამკვიდრებული პრაქტიკაა.
რელიგიას, კონკრეტულად მართლმადიდებლობას, სოციალიზაციის შედეგად აწვდიან მშობლები ბავშვებს.
მოდა, კი არ არის, არამედ უფრო მეტად ,,ნორმად" აღიქმება.
სოციუმის დიდ ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ მისი თანამოსაუბრე/მეზობელი/ნაცნობი მისნაირად მართლმადიდებელი იქნება.
შესაბამისად, ინდივიდების გარკვეული ნაწილი გამოთქვამს მზაობას, რომ ეს მოლოდინი გაამართლოს.
ათეიზმს რაც შეეხება, იგივე დატვირთვა ჰქონდა ათეიზმს, რაც დღეს მორწმუნეობას აქვს საქართველოში, სსრკ-ს დროს.
თქვენი სიტყვებით რომ გავაგრძელო, მაშინ უფრო იყო ,,ათეიზმი მოდაში", ვიდრე დღეს.

არ გამოვრიცხავ იმის შესაძლებლობასაც, რომ ადამიანთა კონკრეტული ჯგუფისთვის თეიზმი/ათიეზმი იგივე დატვირთვის იყოს,
როგორც რაღაცის ,,მოდაში ყოფნა". მაგრამ ამ ჯგუფზე არსებულ დაკვირვებას არ განვაზოგადებდი სხვა ადამიანებზეც.
მე, მაგალითად, ბევრ ათეისტს ვიცნობ, რომლისთვისაც ,,ათეისტობა" ცხოვრების სტილია და არა, საზოგადოების დომინანტური პოზიციისთვის, წინააღმდეგობის გაწევის მოდური ტენდენცია.


სიტყვა ,,უსამართლობა"არსად არ მიხსენებია, არადა.
ის, რაც თქვენ ჩამოწერეთ, ჩემი აზრით, ღმერთის ფეილები კი არ არის,
არამედ თანამედროვე საზოგადოების და მთლიანად კაცობრიობის ფეილებია.

Posted by: INGATO 11 Mar 2017, 14:26



lol.gif lol.gif


facepalm.gif

Posted by: BaronVonMortis 11 Mar 2017, 15:35
QUOTE
სულ ის ფოტო მახსენდება, აფრიკელ გაძვალ-ტყავებულ ბავშვებს რომ აჩვენებენ და ქვემოთ კომენტარია, თუ ღმერთი არსებობს, ესენი ასე რატომ არიანო

ეს უსამართლობაა...

მოდა იმიტომ დავწერე რომ მოდა. სხვა ტერმინის გამოყენება რომ მდომოდა, აუცილებლად გამოვიყენებდი smile.gif ნუ არ დავიწყებ ახსნას რატომ მოდა ერთი მარტივი მიზეზის გამო, თემა სატირულ-სარკასტული სახით გავხსენი და სრული სერიოზულობით არ დავიწყებ ამ ყველაფერზე აქ ლაპარაკს smile.gif

Heart_of_Darkness
აი ესე სერიოზულად სასაუბროდ მართლა არ გამიხსნია თემა. (ნუ მარტივი მიზეზის გამო, ყველაფერი ბოლოს არსებობა-არარსებობის საუბრამდე და მარაზმულ კამათებამდე დადის)
ასე რომ ჩემო კარგო ადამიანო,ამ თემაში კამათი არ იქნება!

ჩამოწერეთ God's wins and fails

Posted by: მამაო ენუქი 11 Mar 2017, 15:38
თქვენი არ ვიცი და ჩემი ღმერთი ლოთია .

Posted by: INGATO 11 Mar 2017, 15:43
QUOTE (მამაო ენუქი @ 11 Mar 2017, 15:38 )
თქვენი არ ვიცი და ჩემი ღმერთი ლოთია .

დიონისეა თუ ვინმე ახალი popcorn.gif

Posted by: BaronVonMortis 11 Mar 2017, 16:57
მამაო ენუქი
ერთმორწმუნე ფორუმელი გავჩითე alk.gif alk.gif alk.gif vik.gif

Posted by: ლოგიკⒶ 11 Mar 2017, 21:24
ბიბლიური ღმერთის ისტორია პირველ პირში




სწორი გათვლები რომ ვერ გააკეთა და რაც უნდოდა პრაქტიკულად არაფერი არ გამოუვიდა ეგ ფაქტია

Posted by: Heart_of_Darkness 12 Mar 2017, 01:11
მოკლედ, ჩემი ღმერთი კაი ტიპია, არაფერს ითხოვს, ადამიანებისგან, ურთიერთპატივისცემის გარდა,
დამკვირვებლის პოზიციას ირჩევს, არ ამტკიცებს, რომ არსებობს და ფეილებიც არ აქვს.




უბრალოდ, მე მაინც არ ვგრძნობ მისი არსებობის დაჯერების საჭიროებას.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)