მოდერებთან ბოდიში!
ვერსად მივაგენი თემას ღვიძლზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე (ფიბროზი, ციროზი, გაცხიმოვნება და ა.შ)
ფასი საკმაოდ მსუყე მითხრეს :დდ (ერთ ბოთლის ღირებულებაა 100 ლარი. 250მლტ და ის ერთი ბოთლი გყოფნის 8-9 დღეო.
კურსი კიდევ თვე-თვენახევრიანი ყოფილა (სიმძიმიდან გამოდინარე)
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.
აღწერილობა:
მოწითალო-მოყავისფრო სითხე,დამახასიათებელი სუნით და მომწარო გემოთი.
შემადგენლობა:
ჩვეულებრივი პირშუშხას (Armoracia lapatifolia) ფოთლები - 7 წილი
გვირილას (Matricaria Chamomilla ) ყვავილები - 1,5 წილი
ნეგოს (Helichrysum Officinalis) ყვავილები - 1 წილი
აბზინდას ( Artemisia absintum) ბალახი - 0,5 წილი
ეთანოლი 40% საჭირო რაოდენობით 100მლ თხიერი ექსტრაქტის მისაღებად
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ჰეპატოლანის ჰეპატოპროტექტორულ ეფექტს განაპირობებს მის შემადგენლობაში შემავალი მცენარეების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსური მოქმედება. კერძოდ: ჩვეულებრივი პირშუშხას (Armoracia lapatifolia) ფოთლებში შემავალი ფლავანოიდები ხასიათდებიან ჰეპატოპროტექტორული მოქმედებით მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციების დროს, აუმჯობესებენ უჯრედის სტაბილიზაციას, ცილებისა და ფოსფოლიპიდების სტიმულაციას, აჩქარებს ჰეპატოციდების რეგენერაციას და წარმოქმნას. გვირილას (Matricaria Chamomilla ) ყვავილებში შემავალი სესქვიპენტინებსა (ჰამაზულენი, აპიგენინი, ლუტეოლინი, ქვერცეტინი) და მათ წარმოებულებს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური და ანტივირუსული მოქმედება. ნეგოს (Helichrysum Officinalis) ყვავილებში შემავალ ფლავანოიდებს (ნარიგენინი და მისი გლიკოზიდები) ახასიათებს ნაღვლმდენი თვისება.იყენებენ ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ქრონიკული და მწვავე დაავადებების დროს. აბზინდას (Artemisia absintum) ბალახში შემავალ ეთეროვან ზეთსა და მწარე გლიკოზიდებს (აბსინტინი,ანაბსინტინი,არტაბინი, ანაბსინი) გააჩნიათ მკვეთრად გამოხატული ანტიჰელმინთური და ნაღვლმდენი აქტიურობა,მცენარისაგან დამზადებული ექსტრაქტი გამოიყენება,როგორც ჭიის დამდენი და ნაღვლმდენი საშუალება.
ჩვენებები:
გამოიყენება დამხმარე საშუალებად კომპლექსურ თერაპიაში, როგორც იმუნომოდულატორი
შემდეგი დაავადებებისას:
• ღვიძლის წამლისმიერი და ქრონიკული ინტოქსიკაცია;
• ღვიძლის დისტროფია და ცხიმოვანი ინფილტრაცია;
• ინფექციური და ტოქსიკური ჰეპატიტი
გამოყენების წესი და დოზირება:
ერთი სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე.
ჩვეულებრივ მკურნალობის კურსი დაავადების სიმძიმის მიხედვით შეადგენს თვე-თვენახევარს.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს გულისრევისა და თავბრუსხვევის შეგრძნება
უკუჩვენება:
• ინდივიდუალური შეუთავსებლობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტის მიმართ ;
• ორსულობა და ლაქტაცია;
• ბავშვთა ასაკი;
ჭარბი დოზირება:
გულის რევის შეგრძნება, იშვიათად თავის ტკივილი. დოზის
გადაჭარბების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომატურია.სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.
* * *
პს
ეს თემა თუ დამიხურეს, იქნებ პმ მომწეროთ
რამე კონკრეტული ფაქტი თუ იცით წამლის ვარგისინობის ან უვარგოსობის შესახებ <3
აქ (უნდა) იყო(ს) რეკლამა...