აქ ისეთი სიბნელე იხილა ჩემმა თვალებმა სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებით რომ მეტი არ შეიძლება
ამიტომ ვხსნი ამ თემას სადაც თავმოყრილი იქნება სხვადასხვა სასარგებლო საიტების ლინკები, შეგიძლიათ დაპოსტოთ სექსოლოგების, სექსოპათოლოგების, უროლოგების, გინეკოლოგების, კლინიკების და ა.შ მისამართები თუ ტელეფონები.
აუცილებელია ახალგაზრდა ადამიანი მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს სექსზე კომპეტენტური წყაროებიდან და არა უბნის მუწუკებიანი ავტორიტეტული "ვზროსლებისგან". ეს ცოდნა აუცილებელია რომ თავიდან იქნას აცილებული დაუგეგმავი ორსულობა, ვენერიული დაავადებები, ფსიქოლოგიური ტრავმები, პრობლემები პარტნიორთან ურთიერთობაში და ა.შ. თუნდაც იმიტომ უნდა იყოს ადამიანი ამ სფეროში განათლებული რომ პარტნიორს მეტი სიამოვნება მიანიჭოს, შესაბამისად მეტი ბედნიერება და სიხარული შეიტანოს ურთიერთობაში.
საქართველოში უამრავი ახალგაზრდაა ინფორმაციულ ვაკუუმში და ვერც იღებენ საჭირო ინფოს ქართული მენტალიტეტის და კომპლექსების გამო. იმედია ეს თემა ხალხს დაეხმარება უკეთ შეიცნონ ისეთი ბუნებრივი და ადამიანური რამ რაც ჩვენი საზოგადოებისთვის გამოცანად და ტაბუდადებულ თემად იქცა, ესაა სექსი.
იმედი მაქვს, რომ აქ მპოსტავი იუზერები წვლილს შეიტანთ
მოდერატორს ვთხოვ უაღრესად მკაცრი იყოს და აღკვეთოს ყველანაირი დაცინვის თუ გაჭორვის შემთხვევები..
რაც შეეხება საქმეს: ინგლისურის მცოდნეებისთვის ერთი ძალიან კარგი საიტი ვიცი სადაც ნებისმიერ კითხვაზე იპოვნით პასუხს.. თუ საიტზე ვერა - შეგიძლიათ მეილი მიწეროთ და რამოდენიმე დღეში სპეციალისტის პასუხი მოგივათ. მეც მიმიწერია რამოდენიმეჯერ და კმაყოფილი დავრჩი კომპეტენტური პასუხით
www.sfsi.org
აქვე ერთ-ერთ თემაში წავაწყდი ამ ლინკს ვისაც რუსული საიტები ურჩევნია მათთვის:
http://www.lovecalendar.ru/დროთა განმავლობაში მეტ ინფორმაციას დავამატებ ამ თემას.
ახლა კი ვეცდები მოდერატორი მოვძებნო და ვთხოვო მიაპინოს ეს თემა