ზოგადად, ოქრო არ არის ცუდი შენაძენი ფულის დასაბანდებლად თუ შესანახად, ყოველთვის ფასობს.
ეგ ერთეული შემთხვევებია. როცა კეთილსინდისიერად შრომა და გაჯრა არ ნებავთ, იოლი ფულის წყაროებს ეძებენ.
მსგავსი შემთხვევები არ განსაზღვრავს ქვეყნის ბედს. ქვეყნის და მსოფლიოს ბედს განსაზღვრავს ჯანსაღი ან არაჯანსაღი იდეოლოგია.
ჩვენ ვხედავთ შედეგს: შიმშილობას, უსახსრობას, სიდუხჭირეს, უმწეობას, სოციალურად დაუცველობას...
და ვებრძვით ამ შედეგს, რომელშიც ვიმყოფებით.
გლახაკთა დაპურება, უმწეოთა დახმარება, ქვრივ-ობოლთა შეფარება - ეს უფლის საქმეებია თავისთავად.
მაგრამ ვერაფერს ვამბობთ მიზეზებზე, რომლებმაც ამ შედეგებამდე მიგვიყვანა.
დღეს იმგვარი სიტუაციაა, როცა აღარც მოძრავი და აღარც უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობა აღარ გააჩნია საზოგადოების 99%-ს.
თუკი ვინმეს ჯერ კიდევ დარჩა რაიმე გასაყიდი (სულის გარდა), გადახდისუნარიან 1%-ს უნდა მიაყიდოს ჩალის ფასად, რათა გადარჩეს.
შიმშილობა ხომ არც გუშინ დაწყებულა საქართველოში, არც ერთი თვის წინ, არც ერთი წლის წინ.
პირველი თემა გახსნილია: 2011 წლის 14 მარტს.
დავაპუროთ თუნდაც ერთი ბავშვიეს პრობლემა დღის წესრიგში 9 წლის წინაც იდგა და მანამდეც, მაგრამ არა ასეთი მასშტაბებით.
მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა საშუალო ფენა, თუმცა სულს ღაფავდა.
ახლა არსებობს ორი ფენა საზოგადოებაში: უკიდურესად მდიდრებისა და უკიდურესად ღარიბებისა.
სოციალური კიბე არა რომელიმე დამსახურებით, ღირსებით, ნიჭით, მიღწევით, არამედ სიმდიდრის ნიშნითაა
აგებული: სათავეში მოქცეულნი არიან მდიდრები, რომლებიც მართავენ ღარიბებს.
ხოლო ის მდიდრები იმართებიან ბოროტის შთაგონებით, რომელსაც სურს მსოფლიო ბატონობა, საყოველთაო კონტროლი.
საინტერესოა ალბათ, წლების მანძილზე, რამ გამოიწვია იმ საერთო სოციალურ-ეკონომიკური თუ სამართლებრივ-პოლიტიკური ამინდის
შექმნა ქვეყნის შიგნით, რამაც განვითარების სწორი გზები ჩაუკეტა საქართველოს?
რატომ მოხდა მთელი ადამიანური რესურსების გადინება საქართველოდან და მათი ინტელექტუალური,
პროფესიული შესაძლებლობების გამოყენება სხვა ქვეყნების შრომით ბაზარზე?
რა შობს ეკონომიკურ კრიზისს? სავარაუდოდ არასწორი მართვა, ასეა არა?
დღეს პრაქტიკულად ყველა შიმშილობს საქართველოში.
რა გასაკვირია, განვითარებულ და ძლიერ სახელმწიფოებს უჭირთ ეკონომიკური კრიზისის დაძლევა.
ეკომონიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნის "პროექტი" მსოფლიო გამოწვევაა - შთაგონებული საყოველთაო ბოროტების მიერ.
მაგრამ ამ გამოწვევას ჩვენ უფლის რწმენით უნდა გავუძლოთ, ჩვენ- საქართველოს განვითარების ჩვენი გზა გვაქვს უფლისმიერი.
საყოველთაო მსოფლიო კრიზისი ჩვენ არ უნდა შეგვეხოს. საამისოდ ყველა რესურსი გაგვაჩნია ჯერ კიდევ.
არავის არა აქვს უფლება, რათა წაგვართვას უფლის გზები და გვძარცვოს, დონორად გვაქციოს, წაგვგლიჯოს გადარჩენის, სიცოცხლის უფლება.
ჩვენ უნდა გადავრჩეთ წმიდა სამების ნებით.
This post has been edited by Катеньки on 3 Dec 2020, 00:53