Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფოტოგრაფია > ფოტო-გამოფენები ფოტო-კონკურსები


Posted by: Human 5 Oct 2005, 18:45
გამარჯობათ,
სად იმართება ფოტო გამოფენები? დიდი სიამოვნებით დავათვალიერებდი ქართველ ფოტო მოყვარულთა და პროფესიონალთა გამოფენებს. სად ეწყობა ხოლმე? და როდის? წინასწარ ყველას დიდი მადლობა.



Posted by: LilacWine 5 Oct 2005, 19:24
გალერეა TMS-ი, რუსთაველზე. ( ლატვიელი ფოტოგრაფი-მარტინ გრაუდის გამოფენაა)


Posted by: Human 5 Oct 2005, 19:26
როდის არის?
.....................................................

Posted by: LilacWine 5 Oct 2005, 19:34
დღეს, ხვალ და უახლოესი 1 კვირის განმავლობაში. დილიდან საღამომდე. smile.gif

პ.ს. კინოს ფესტივალის აფიშა მინდა. ესტ' უ კოგო?

Posted by: Human 5 Oct 2005, 19:36
კიდევ სად იმართება ხოლმე ფოტო გამოფენები TMS ის გარდა?

სადმე ფოტო გამოფენების აფიშა ხომ არ გეგულება, ონლინში ან შეიძლება სადმე ჟურნალში იბეჭდება?

Posted by: humanoidi 5 Oct 2005, 19:38
Human
მიგიპინავ თემას ნახევრად სეხნიავ. biggrin.gif smile.gif

Posted by: Human 5 Oct 2005, 19:46
thanks smile.gif

---------------------------------
* * *
TMS ის გარდა ნუთუ არსად არაფერი იმართება?

* * *
Still no news sad.gif .......................................................

Posted by: BEKO 6 Oct 2005, 09:10
ფოტოგამოფენები თითქმის ყველა გალერეაში იმართებე დროგამოშვებით.
ახლა მეჩითოვის ფოტოების გამოფენაა "კავკასიურ სახლში"

Posted by: Human 6 Oct 2005, 12:00
"კავკასიური სახლი" სად არის?

----------------------------------------------

Posted by: Human 7 Oct 2005, 15:04
sad.gif

ფოტო გამოფენების აფიშა სადმე ხომ არ ქვეყნდება? ჟურნალში, გაზეთში, ვებგვერდზე, ან კიდევ სადმე?

Posted by: Human 9 Oct 2005, 15:34
weep.gif
ესე იგი არსად არაფერია, მკვდარია ჩვენთან ფოტო ხელოვნება, ეჰჰჰჰ . . .

Posted by: Jnosy 30 Oct 2005, 17:38
ანიკოს აქვს გამოფენა-გაყიდვა კეკელიძეზე smile.gif

Posted by: Ania 5 Nov 2005, 23:11
Jnosy
QUOTE
ანიკოს აქვს გამოფენა-გაყიდვა კეკელიძეზე 

smile.gif ესე ვერ მიხვდებიან,

კეკელიძის 1 ლში, პაულო კოელიოს სახელობის ლიტ კაფეში არის ჩემი ფოტო ( და არამარტო ) გამოფენა-გაყიდვა. smile.gif რომელიც 10 მდე გაგრძელდებაsmile.gif

Posted by: _placebo_bitch_ 20 Dec 2005, 17:00
22 დეკემბერს 19 საათზე ბარი-გალერეა სახლი....მაჩაბლის 1_ში გაიმართება მიშა ქორქიას ფოტო გამოფენა.........

Posted by: Ania 28 Dec 2005, 15:52
_placebo_bitch_
გუშინ წინ ვიყავი... ნორმალური გამოფენაა... უბრალოდ ჩარჩოებია "ორიგინალური" და აღარ იცი, ფოტოს შეხედო თუ ჩარჩოს.
წარმატებები ავტორს. smile.gif

Posted by: Lotosi 29 Dec 2005, 02:48
ცისფერ გალერეაში "100 საუკეთესო ფოტოსურათის გამოფენა" როდემდეა ხომ არ იცით?

Posted by: _placebo_bitch_ 29 Dec 2005, 13:49
Ania
respec yo tongue.gif....................................................................................

Posted by: Human 29 Dec 2005, 16:54
Lotosi,
31-მდე

------------------------------------------------

Posted by: Amely Tiersen 19 Feb 2006, 23:25
მე რამდენადაც ვიცი N გალერეაში ხშირად იყო ხოლმე ფოტო გამოფენები

Posted by: apachi 20 Feb 2006, 03:57
ქუთაისი, 3 მარტი
user posted image

Posted by: Bluetooth_a 23 Mar 2006, 00:28
apachi
biggrin.gif
ვიყავი
მომეწონა შენი სურათები.


უახლოეს მომავალში,თბილიში არის რაიმე ფოტო გამოფენა დაგეგმილი?

Posted by: lelamose 27 Apr 2006, 15:42
ონლაინ ფოტო კონკურსების მისამართები თუ იცით დაწერეთ რა...
ამერიკულ კონკურსია, მაგრამ მარტო ერთი ფოტოს გაგზავნა შეიძლება, საპრიზო ფონდიც დიდი არ არის... გრამ - 10.000-ია smile.gif www.picture.com

Posted by: ninoie 30 Apr 2006, 01:40
QUOTE (Human @ 5 Oct 2005, 17:45 )
გამარჯობათ,
სად იმართება ფოტო გამოფენები? დიდი სიამოვნებით დავათვალიერებდი ქართველ ფოტო მოყვარულთა და პროფესიონალთა გამოფენებს. სად ეწყობა ხოლმე? და როდის? წინასწარ ყველას დიდი მადლობა.

[B][COLOR=red]დღეს ვიყავი ძალიან მაგარ ფოტოგამოფენაზე. ესაა ბერძენიშვილის სახელობის საგამოფენო ცენტრი ( კუს ტბის ასახვევში), ჯავახეთის მხარის სურათები იყო, ულამაზესია. აუცილებლად ნახეთ. ალბათ ხვალაა ბოლო დღე...

Posted by: ville valo's exwife_lico 26 May 2006, 10:48
დღეს მაჩაბლის პირველში ბარ-გალერეა 'სოფიტა'-ში (ყოფილი 'სახლი') გაიმართება საქველმოქმედო აქცია წყნეთის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის დასახმარებლად
გამოფენილი იქნება ერთი ძალიან საინტერესო ახალბედა ფოტოგრაფის მიშა ქორქიას ნამუშევრები
იქნება გამოფენა-გაყიდვა
გპირდებით არ ინანებთ
გახსნა 7საათზეა
biggrin.gif

Posted by: Loony 3 Jul 2006, 16:02
http://forum.ge/?showtopic=33660832&f=&st=0&#entry3361582



ა/წ 8 ივლისს, საღმოს 7 საათზე, იხსნება ჩემი ფოტო გამოფენა/გაყიდვა

მისამართი : მაჩაბლის პირველი ბარი-გალერეა 'სოფიტა' (ყოფილი 'სახლი')


Фотография, - это смерть... подмигивающая о пропущенном свидании с реальностью; может быть, из-за того пропущенном, что предпочтение было отдано изображению. Разве мы не предпочитаем любой параллельный мир реальному миру. Любую двойную жизнь той, которая нам дана? Изображение - это двумерный мир. Оно содержит в себе самом всю полноту совершенства и не нуждается в третьем...

Posted by: Loony 6 Jul 2006, 16:30
გარკვეული მიზეზების გამო გამოფენა გადაიდო ხვალინდელ დღეზე !!!

გახსნა იქნება ხვალ 7 ივლისს, საღამოს 7 საათზე, ბარ/გალერეა "სოფიტა"-ში !!!!!!

Posted by: kote_tbeli 7 Aug 2006, 13:19
მგონი კარგი ვარიანტია, როდესაც საგამოფენო დარბაზის მეპატრონესთან მიდის ასეთი მოლაპარაკება: თუ საგამოფენო დარბაზის მეპატრონე საგამოფენო ფოტოებში დაინახავს გაყიდვის პერსპექტივას, აიღოს გაყიდული თანხის რაღაც პროცენტი, რომელიც ქირის ფულზე მეტიც შეიძლება გამოვიდეს... boli.gif

Posted by: be_qa 10 Aug 2006, 00:35
http://boke.ge
.

.
.
.
.

Posted by: MISTIC 30 Aug 2006, 10:55
smile.gif დროა გააქტიურდეთ სექტემბრისთვის...

kote_tbeli

ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება იმ შემთხვევაში თუ ფოტოები გაიყიდება smile.gif

Posted by: Geronti 29 Oct 2006, 19:08
მერ მივხვდი, სად დამეფოსტა და აქ ჩავაგდებ.

ერთი რუსი ქალი დადის საქართველოში და სურათებს იღებს, მერე ჟურნალში კიდებს. საინტერესო ფოტოებია.

http://kunstkamera.livejournal.com/

თუ განხილვები დაგაინტერესებთ, ყოველი თემის მერე ( Read more... )-ს დააჭირეთ...

Posted by: Geronti 11 Nov 2006, 20:27
პლუს ერთი გალერეაც: http://georgiafan.narod.ru/photoalbumgeorgia.html
* * *
“აფხაზეთი - XIX საუკუნე” საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

ხვალ, 12 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფოტოგამოფენა “აფხაზეთი - XIX საუკუნე” გაიხსნება.
http://www.ghn.ge/

მეტს აღარ ხსნის.

Posted by: salda 14 Dec 2006, 19:06
[SIZE=9]15_20 დეკემბერს (გუდიაშვილის N7 ეროვნული ბიბლიოთეკა მე_3 კორპუსი) გაიმართება მინდია მიდელაშვილის ფოტო გამოფენა.. გახსნა არის ხვალ 17:00 საათზე.. მობრძანდით არ ინანებთ...
http://www.mindia.ge
[/SIZE=/]

Posted by: katleta 12 Jan 2007, 22:01
დღესდღეობით 10 გამოფენიდან 8 ფოტო გამოფენაა 2 ფერწერის.

სამწუხაროა რომ საზოგადოების თვალს ნანახი და არსებული უფრო აინტერესებს, ვიდრე არარსებული, რეალურად დახატული sad.gif

Posted by: be_qa 17 Jan 2007, 00:35
18 იანვარს საღამოს 7 საათზე, გაიხსნება ფოტოკლუბ ბოკეს ერთობლივი ფოტო გამოფენაsmile.gif



ხუთშაბათს, საღამოს 7 საათზე გელოდებით სამშენებლო კომპანია არსის საგამოფენო დარბაზში, ვაკის ეკლესიის უკან, თენგიზ აბულაძის ქუჩა № 21.

user posted image


მგონი საინტერესო უნდა იყოს თუარასწორ ადგილასაა გახსნილი შეგიძლიათ წაშალოთ user.gif

Posted by: Klinikuri_sikvdili 18 Jan 2007, 20:11
არავინ იცით მერიამ რო ფოტოკონკურსი გამოაცხადა რა თემაზეა?

Posted by: teonala 25 Feb 2007, 23:39
ჯუმბერ ლეჟავას ფოტოგამოფენა მიმდინარეობს "ქარვასლაშI" 28 თებერვლამდე...
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშI მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები და მისი ველოსიპედებია გამოფენილი.
ბატონი ჯუმბერი თავდაც იქ არის მთელი დღე და დაინტერესებულ პირებს ესაუბრება...

ერთ სიტყვით საინტერესო გამოფენაა და გირჩევთ ესტუმროთ

პ.ს. ბილეთის ფასი : 3 ლარი
* * *
http://imageshack.us


Posted by: S.S.LAZIO 26 Mar 2007, 23:28
ყურადღება, ყურადღება!!!!

ფოტო კურიოზების მოყვარულებს და არქიტექტორებს დაგაინტერესებთ. 2, 3 და 4 აპრილს, გალერეა "უნივერსში", რომელიც მდებარეობს GPI-ს პირველ კორპუსში, ეწყობა გამოფენა სახელწოდებით "არქიტექტორული დამახინჯებები" გელით არ გამოტოვოთ.

Posted by: the_lizard_king 4 Apr 2007, 19:47
პარასკევს, 6 აპრილს, 19:00 საათზე
აღმაშენებლის 164-ში (ძველი კინოსტუდიის შენობაში, გერმანიის საელჩოს გვერდით) მოეწყობა მიშა ქორქიას ფოტოგამოფენა LSD smile.gif
შემდეგ კი აკუსტიკური კონცერტი S.P.I.D-ის და სოფო ასლანიშვილის მონაწილეობით wink.gif


http://immortal.caucasus.net

Posted by: KishMisH 5 Apr 2007, 10:50
oooh ხო კაია კაია მიშას გამოფენა =))) თათულია რა ლამაზია პირველ ფოტოზე )))

Posted by: mankunia 7 Apr 2007, 14:40
რა ხ დებოდა გამოფენაზე?

Posted by: HAG 3 May 2007, 22:44
ფოტოკონკურსი “მე-ადამიანი”

რეგიონალური გაზეთი “კახეთის ხმა” და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA, ფოტოჟურნალისტიკის მოკლე კურსის მხარდაჭერით ატარებს ფოტოკონკურსს “მე-ადამიანი”.

პირველად სამხრეთ კავკასიაში: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი. კონფლიქტური რეგიონები: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ფოტოკონკურსი ”მე-ადამიანი” იმართება დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის ”მე-ადამიანის” ფარგლებში.

კონკურსის ძირითადი მიმართულებებია მშვიდობა და ადამიანის უფლებების დაცვა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მსურველს, როგორც პროფესიონალ ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს.

ფოტოკონკურსი გაიმართება შემდეგ ნომინაციებში:

1. საუკეთესო პორტრეტი
2. საუკეთესო კომპოზიცია
3. საუკეთესო ფოტო ამბავი
4. საუკეთესო იდეა

განაცხადის შემოტანა შეგიძლიათ 2007 წლის 1 მაისიდან 1 ივლისამდე. რეგისტრაციისთვის უნდა წარადგინოთ ანკეტა და ფოტოები, ნაბეჭდი A4 ფორმატის, კომპაქტ დისკის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

2007 წლის 26, 27, 28 ივლისს კახეთში, ნატო ვაჩნაძის სახლმუზეუმში კინოფესტივალის პარალელურად მოეწყობა გამოფენა ”მე-ადამიანი”. გამოიფინება კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეული, ფინალში გასული ყველა ფოტო. ასევე ყველა ფინალისტს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს workshop-ში.

დაჯილდოება გაიმართება 26 ვლისს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ფოტოკონკურსის კოორდინატორს ანა სიდამონიძეს Tel: 895 506 600; E-mail: anne.sidamonidze@gmail.com

Posted by: Mr-President 6 May 2007, 14:44
5 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით გამოაგზავნეთ თქვენი გადაღებული ფოტო MMS-ით ნომერზე 5252 და აჩვენეთ საქართველო ყველას!

გამარჯვებულთათვის დაწესებულია 4 მთავარი პრიზი: ფოტოკამერა და მობილური ტელეფონები.

1 MMS-ის გაგზავნის ღირებულებაა 50 თეთრი.


- ფოტოსურატი უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის თემატიკას "ჩემი სამშობლო"
- ფოტოსურატის შინაარსი წინააგმდეგობაში არ უნდა შედიოდეს საქართველოს კონსტიტუციასთან, მორალისა და ეთიკის პრინციპებთან და, აგრეთვე, უნდა ჯდებოდეს კონკურსის თემატიკაში.
- თუ გამოგზავნილი ფოტოსურათი უკვე რეგისტრირებულია ან პრაქტიკულად იდენტურია ბაზაში არსებული სხვა სურათისა, მაშინ დამტკიცდება კველაზე ადრე მოსული ერთი ფოტოსურათი, ხოლო სხვა სურათები გაირიცხება კონკურსში მონაწილეობიდან. თანხა ავტორს არ აუნაზღაურდება.
- ორგანიზატორს უფლება აქვს კონკურსში მონაწილეობიდან გარიცხოს ნებისმიერი ფოტოსურათი ავტორისადმი ყოველგვარი ახსნა-განმარტების მიცემის გარეშე. ამ შემთხვევაში ავტორს თანხა არ აუნაზღაურდება.
- თუ გამოგზავნილი ფოტოსურატი აკმაკოფილებს წინა პუნქტებს, ის 1-2 სამუშაო დღის განმავლობაში განთავსდება საზოგადოებისათვის ღია გალერეაში http://wap.magticom.ge და მისი ნახვა და ჩამოტვირთვა შეეძლება მაგთის და ბალის ნებისმიერ აბონენტს.
- ფოტოს დამტკიცების ან უარის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ სმს-შეტყობინების სახით. ფოტოსურათის დამტკიცების შემთხვევაში შეტყობინებაში მითითებული იქნება თქვენი, როგორც ავტორის საკონკურსო ნომერი და დამტკიტსებული ფოტოს უნიკალური საიდენტიფიკატსიო ნომერი.


ავტორის რეიტინგი აითვლება შემდეგნაირად:
10 ქულა - ყოველი გამოგზავნილი ფოტოს დამტკიცების შემთხვევაში
2 ქულა - ფოტოს WAP-გვერდიდან ჩამოტვირთვა*
1 ქულა - WAP -გვერდიდან ფოტოს შეფასება*

ფოტოს რეიტინგი აითვლება შემდეგნაირად:
2 ქულა - ფოტოს WAP-გვერდიდან ჩამოტვირთვა*
1 ქულა - WAP -გვერდიდან ფოტოს შეფასება*

*ფოტოს და ავტორის რეიტინგის ათვლისას ერთი მობილური ნომრიდან ჩამოტვირთვა და ხმის მიცემა დაითვლება მხოლოდ ერთხელ.

Posted by: Ariarx 7 May 2007, 14:24
Лучшие фото на рубеже XX-XXI веков (48 фото)
http://www.ziza.ru/2007/05/03/luchshie_foto_na_rubezhe_XXXXI_vekov_48_foto.html

ჰოდა რატო დავპოსტე ეხლა ესა.... რა პონტია საუკეთესო ფოტოები სულ რო ტირილი სიკვდილი და უბედურებაა ჰა?
რამე მუღამია ფოტოხელოვნების რო მაინც და მაინც კოშმარები უნდა გადაიღო თუ რაში საქმე?


ჰო სლაბანერვნებმა არ ნახოთ =))

Posted by: Remediosi 7 May 2007, 15:53
Ariarx
QUOTE
ჰო სლაბანერვნებმა არ ნახოთ =))

აი არ დაგიჯერე და ავიტისკე. vis.gif vis.gif vis.gif

ყველაზე მეტად ამან ჩამაგდო შოკში.
Frank Fournier/Contact Press Images, Франция.
16 ноября 1985 года. Армеро, Колумбия.
Двенадцатилетняя Омайра Санчез (Omayra Sanchez) попала в ловушку в развалинах, вызванных извержением вулкана Невадо дель Руз (Nevado del Ruz). После шестидесяти часов пребывания в этой ловушке она потеряла сознание и умерла.. ყველა სტრაშნია, მაგრამ ამ ბავშვს გამომეტყველება აქვს ისეთი, როგორიც არასოდეს არსად მინახავს, მსგავსიც კი. როტენ კომიდანაც არ გამოვსულვარ ასეთი.

სურათს არ ვპოსტავ შეგნებულად.

Posted by: GT 7 May 2007, 16:25
Remediosi
უმოშნესი სურათია.
-------------------------------------------------------------



Posted by: Ariarx 7 May 2007, 20:46
Remediosi
ლიჩნად მე ბავშვის და მისიონერის ხელებმა მომიღო ბოლო................. =((



არა მართლა რა წესია ბლიად საუკეთესო ფოტოებიო შევედი ვნახავმეთი და ენდე.....

Posted by: gurama 27 May 2007, 16:12
ფოტო-რელითი შოუ - http://www.photolife.ws/forum/index.php?showtopic=241 რთული პირობები კია მაგრამ კაი პრიზია!

Posted by: mankunia 27 Jun 2007, 14:20
.....................................................................................................................................................................................


June, 27 Wednesday

Radio "Liberty" and National Museum presents, three dimension project with photo, voice and script



June, 28 Thursday

Radio "Liberty" and National Museum presents, three dimension project with photo, voice and script



June, 28 - 11:00 Thursday

Exhibition of Photos of First Georgian Photographer
Alexandre Roinashvili
and presentation of Album II



June, 29 Friday

Radio "Liberty" and National Museum presents, three dimension project with photo, voice and script



June, 29 - 11:00 Friday

Exhibition of Photos of First Georgian Photographer
Alexandre Roinashvili
and presentation of Album II



June, 30 Saturday

Radio "Liberty" and National Museum presents, three dimension project with photo, voice and script



June, 30 - 11:00 Saturday

Exhibition of Photos of First Georgian Photographer
Alexandre Roinashvili
and presentation of Album II



July, 01 Sunday

Radio "Liberty" and National Museum presents, three dimension project with photo, voice and script



July, 01 - 11:00 Sunday

Exhibition of Photos of First Georgian Photographer
Alexandre Roinashvili
and presentation of Album II



July, 03 Tuesday

Radio "Liberty" and National Museum presents, three dimension project with photo, voice and script



July, 03 - 11:00 Tuesday

Exhibition of Photos of First Georgian Photographer
Alexandre Roinashvili
and presentation of Album II



July, 04 Wednesday

Radio "Liberty" and National Museum presents, three dimension project with photo, voice and script



July, 04 - 11:00 Wednesday

Exhibition of Photos of First Georgian Photographer
Alexandre Roinashvili
and presentation of Album II



July, 05 Thursday

Radio "Liberty" and National Museum presents, three dimension project with photo, voice and script



July, 05 - 11:00 Thursday

Exhibition of Photos of First Georgian Photographer
Alexandre Roinashvili
and presentation of Album II



July, 06 Friday

Radio "Liberty" and National Museum presents, three dimension project with photo, voice and script



July, 06 - 11:00 Friday

Exhibition of Photos of First Georgian Photographer
Alexandre Roinashvili
and presentation of Album II



July, 07 Saturday

Radio "Liberty" and National Museum presents, three dimension project with photo, voice and script



July, 07 - 11:00 Saturday

Exhibition of Photos of First Georgian Photographer
Alexandre Roinashvili
and presentation of Album II



July, 08 Sunday

Radio "Liberty" and National Museum presents, three dimension project with photo, voice and script



July, 08 - 11:00 Sunday

Exhibition of Photos of First Georgian Photographer
Alexandre Roinashvili
and presentation of Album II



July, 10 Tuesday

Radio "Liberty" and National Museum presents, three dimension project with photo, voice and script



July, 10 - 11:00 Tuesday

Exhibition of Photos of First Georgian Photographer
Alexandre Roinashvili
and presentation of Album II



July, 11 Wednesday

Radio "Liberty" and National Museum presents, three dimension project with photo, voice and script



July, 11 - 11:00 Wednesday

Exhibition of Photos of First Georgian Photographer
Alexandre Roinashvili
and presentation of Album II



July, 12 Thursday

Radio "Liberty" and National Museum presents, three dimension project with photo, voice and script



July, 12 - 11:00 Thursday

Exhibition of Photos of First Georgian Photographer
Alexandre Roinashvili
and presentation of Album II



July, 13 Friday

Radio "Liberty" and National Museum presents, three dimension project with photo, voice and script



July, 13 - 11:00 Friday

Exhibition of Photos of First Georgian Photographer
Alexandre Roinashvili
and presentation of Album II



July, 14 Saturday

Radio "Liberty" and National Museum presents, three dimension project with photo, voice and script



July, 14 - 11:00 Saturday

Exhibition of Photos of First Georgian Photographer
Alexandre Roinashvili
and presentation of Album II



July, 15 - 11:00 Sunday

Exhibition of Photos of First Georgian Photographer
Alexandre Roinashvili
and presentation of Album II



July, 17 - 11:00 Tuesday

Exhibition of Photos of First Georgian Photographer
Alexandre Roinashvili
and presentation of Album II



July, 18 - 11:00 Wednesday

Exhibition of Photos of First Georgian Photographer
Alexandre Roinashvili
and presentation of Album II



July, 19 - 11:00 Thursday

Exhibition of Photos of First Georgian Photographer
Alexandre Roinashvili
and presentation of Album II



July, 20 - 11:00 Friday

Exhibition of Photos of First Georgian Photographer
Alexandre Roinashvili
and presentation of Album II

Posted by: t@ko 5 Oct 2007, 17:34
ფორუმ http://qartvelo.net/ ტარდება ფოტოკონკურსი smile.gif

ფოტო კონკურსი ტარდება იუმორულ ჟანრში, სადაც წარმოდგენილი იქნება ფოტო მოყვარულთა გადაღებული ფოტოები იუმორისტულ სტილში. საკონკურსო
სურათები უნდა გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: fotokonkursi@yahoo.com კონკურსი შედგება 3 ეტაპისაგან. პირველ, მეორე და მესამე ეტაპზე გამარჯვებულების ფოტოები იქნება წარმოდგენილი ამ ფოტოკონკურსის საიტზე ხოლო ის ვინც საფინალო კონკურსში გაიმარჯვებს მას დაუმზადდება მისი ნამუშევრების ფოტო გალერეა, რომელიც განთავსებული იქნება ამავე საიტზე.
კონკურსი დაიწყება 6 ოქტომბერს და დამტავრდება 6 ნოემბერს

დამატებითი ინფორმაცია ნახეთ ამ საიტზე http://qartvelo.net/konkursi/konkursi.htm

Posted by: naaa 28 Nov 2007, 01:02
გინდა, შენი ფოტო მოხვდეს "არაჩვეულებრივ გამოფენაზე"? გამოგზავნე ბოლო 15 წლის განმავლობაში გადაღებული კურიოზული ფოტო აქციებზე, მიტინგებსა და სხვა პოლიტიკურ თემებზე. ხოლო 15 დეკემბერს, 15 საათზე აღმოაჩინე შენი ფოტო საუკეთესო ნამუშევრებს შორის "არაჩვეულებრივ გამოფენაზე", რომელიც გაიმართება სავაჭრო ცენტრ GTC-ში
ზომები : არანაკლებ 842 X 1191 ( A3; 72 pixels/inch)
არაუმეტეს 3508 X 4961 (A3; 300 pixels/inch)
ფორმატი: JPEG
ინფორმაციისთვის და ფოტოების გამოსაგზავნად დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: gamopena@gmail.com

* * *
ფოტოების მიღების ბოლო ვადაა 10 დეკემბერი. იჩქარეეეეეეთ! jump.gif

Posted by: ILG 4 Dec 2007, 13:57

"Location : Georgien" - გამოფენა ქარვასლაში: გერმანელი კინორეჟისორების, ხელოვანებისა და ჟურნალისტების მიერ საქართველოში შემოქმედებითი ვიზიტების დროს გადაღებული 100-ზე მეტი ფოტონამუშევარი. გამოფენა მარტში კიოლნში, ოქტომბერ - ნოემბერში კი ბერლინში იყო ნაჩვენები. დასწრება უფასოა

გაიხსნა გუშინ

Posted by: Buffered 18 Dec 2007, 13:37
18 -21 დეკემბერი

ფოტოკლუბი ბოკეს მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა.

ფოტოკლუბი ბოკეს (www.boke.ge) 2007 წლის საუკეთესო ფოტოების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება რესტორან "ტიფლისის" დარბაზში 18 დეკემბერს 16:00 საათზე.
გამოფენა-გაყიდვას ექნება საქველმოქმედო სახე და გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება დუშეთის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლს.

გამოფენაზე წარდგენილი იქნება ფოტოკლუბი ბოკეს ინტერნეტ-გვერდზე: www.boke.ge სხვადასხვა ავტორის და სხვადასხვა ჟანრის 2007 წლის განმავლობაში გამოვლენილი საუკეთესო ფოტოსურათები.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის გახსნა: 18 დეკემბერს 16:00
დახურვა: 21 დეკემბერს 19:00

საგამოფენო დარბაზის მისამართი: თბილისი, ვ. გორგასლის ქუჩა 3/2 (ჭრელ აბანოებთან), რესტორანი "ტიფლისის" დარბაზი.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის პარტნიორია "ფოტო-ცენტრი".

Posted by: Jimmy Neutron 18 Dec 2007, 15:48
ამჟამად მიმდინარეობს ორი კონკურსი

1. "თბილისური ისტორიები" - 1 დეკემბრიდან 5 იანვრამდე, კონკურსისათვის პრიზები დააწესა "კიკალასტუდია"-მ და "ფუჯიფილმ საქართველო"-მ

2. "კვირის ფოტო" - 10 დეკემბრიდან 6 კვირის განმავლობაში, კონკურსისათვის პრიზი დააწესა "ფოტოსამყარომ"

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ საიტზე: http://www.photolife.ws

Posted by: lacrima mosa 21 Dec 2007, 21:36
“ Business Training Association“ - ის PR მენეჯმენტის საინიციატივო ჯგუფი აწყობს აქციას
„ მინდა გავხდე პრეზიდენტი!“

22 დეკემბერს 2 საათზე გალერეა „უნივერსში“ (კოსტავას 69) იგეგმება აქცია სათაურით „მინდა გავხდე პრეზიდენტი“, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატების ბავშვობის ფოტოების გამოფენა გაიმართება.
ფოტოები იქნება A4 ზომის და თითოეულს ექნება შესაბამისი კომენტარი. სულ გამოფენილი იქნება 30 ფოტო, იქნება ე.წ. „შთაბეჭდილებების წიგნი“ სადაც სტუმრებს შეეძლებათ დაწერონ თავიანთი შაბეჭდილებები, მოსაზრებები და კომენტარები.
აქციის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებიც ოდესღაც ბავშვები იყვნენ და საზოგადოებას მიეცემა საშუალება სხვა კუთხით დაინახონ ისინი. აქტუალური და დაძაბული თემა გახდება ორიგინალური და სახალისო. მნიშვნელოვანია ისიც რომ ეს აქცია იქნება აბსოლუტურად აპოლიტიკური და არ გაკეთდება არანაირი პოლიტიკური განცხადება.







Posted by: eldorado 24 Dec 2007, 13:08
კონკურსი: პრიზი - 100ლარიანი დეპოზიტი ფოტოს ბეჭდვაზე (სულ 600 ლარი) - http://www.photolife.ws/forum/index.php?showtopic=630

Posted by: machxapara 25 Jan 2008, 19:59
აბა, ვისაც ფოტო-გამოფენები და კონკურსები აინტერესებს ამ განცხადებას გაეცანით smile.gif
ვინც ჯერ კიდევ ფიქრობთ "ნიამორის" კონკურსებში მონაწილოებას!!!
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ვადა გაგრძელებულია 2008 წლის 5 თებერვლამდე მე მომიტევეთ, რომ ინფორმაციის დადება დავაგვიანე...
"ნიამორის" ფოტოგამოფენა კონკურსი გაიხსნება 18 თებერვალს ქარვასლაში და ერთდროულდ სამი საგამოფენი დარბაზი იმუშავებს:
1. გამოიფინება საკონკურსო ფოტოები;
2. ქართული ალპინიზმის ისტორიის ამსახველი ექსპოზიცია;
3. ე.წ. "იტალიური დარბაზი", რომელსაც წარმოადგენს მილანის ალპური კლუბი და სადაც ექსპონირებული იქნება 1908 წელს, იტალიელი, ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი ფოტოგრაფის ვიტორიო რონჩეტის (სელაში არ აგერიოთ smile.gif) მიერ გადაღებული კავკასია (ბაქო, თბილისი, სვანეთი, ყაზბეგი .... )
ამავე დღეს, ქარვასლაში გაიმართება 2005 წელს სვანეთში, უშბაზე და შხელდაზე დატრიალებული ორი ისტორიის მიხედვით დაწერილი დოკუმენტური მოთხრობების კრებულის პრეზენტაცია-გაყიდვა, საიდან შემოსული თანხაც გადაირიცხება ტრაგედიაში დაღუპული მერაბ ხაბაზის შვილისა და 24 წლის მიხეილ ჩაჩანიძის ოჯახების ანგარიშზე.
ფოტოს შეენეცვლება ფილმების კონკურსი... ლიტერატურული და ყველაფერი 3 მარტს გუდაურში დაგვირგვინდება მედია-ფოტოგრაფ-კინოშნიკური ტურნირითა და ყველა კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოებით.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ www.niamori.ge


Posted by: totally 28 Jan 2008, 16:22
ერთი კითხვა მაქვს
ქარვასლაში რო იყო იტალიელი ფოტოგრაფის გამოფენა
შარშან
ან შარშანწინbiggrin.gif
"კინოს ხალხის" ფოტოები რო იყო
იმ ფოტოგრაფს რა ერქვა არ იცით ვინმემ?

Posted by: bja 29 Jan 2008, 02:11
totally

ანჯელო ფრონტონი.

Posted by: totally 29 Jan 2008, 20:12
bja
დიდი მადლობა

ისე ნეტში ვერაფერი ვერ ვნახე მაგ კაცზეsad.gif

Posted by: bja 29 Jan 2008, 20:37
totally

http://www.artnet.com/artist/424209329/angelo-frontoni.html

http://translate.google.com/translate?hl=en&sl=it&u=http://it.wikipedia.org/wiki/Angelo_Frontoni&sa=X&oi=translate&resnum=3&ct=result&prev=/search%3Fq%3Dangelo%2Bfrontoni%26hl%3Den

ა კიდო http://www.mdf.ru/english/search/authors/frontoni_ang/

თუ იტალიური იცი უფრო მეტი შეგიძლია ნახო.

Posted by: Jimmy Neutron 6 Feb 2008, 17:29
დაიწყო ფოტოკონკურსი სიყვარულის თემაზე

პირობები იხ. http://www.photolife.ws/forum/index.php?showtopic=744

კონკურსი გაგრძელდება 14 თებერვლამდე, კონკურსის ორგანიზატორები არიან "ფოტოსამყარო" და კინოთეატრი "ამირანი", მხარდამჭერია რესურსი www.photolife.ws

Posted by: natali kalandadze 13 Feb 2008, 14:11
Duty Station: Tbilisi (Georgia)

Job Title: Photographer

Employer: Photosmile

Photosmile is seeking a young talented Photographer for the Birthdays
celebrations and every day photographing.

Requirements:
- having a digital photo and video camera (desirable)

To Apply:
Interested candidates should submit their Portfolio (max. 7 photos,
max. 300 KB of each photo) and Curriculum Vitae (CV) to:
photosmile@mail.ru

We kindly request that you indicate in your CV the title of the
position you are applying for and the web-address of the website,
where you found out this Job Announcement.

Posted by: Ania 13 Feb 2008, 17:47
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=528&i=214290anaaagf4.jpg


გახსნა 23-ში 20:00 საათზე გელოდებით smile.gif

Posted by: Vitale 13 Feb 2008, 21:01
14 თებერვალს 20:00 საათზე კინოთეატრ "ამირანში" ფილმის პრემიერის წინ გაიმართება სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი წვეულება. წვეულებას გახსნის მოძრაობის თეატრის მუსიკალური ბენდი "ჩილაუთის" პროგრამით. მოწვეულები იქნებიან შოუბიზნესისა და ტელევიზიის ცნობილი სახეები. სტუმრებისათვის გაიმართება ალაფურშეტი.
მაყურებელს ელოდება ბევრი სიურპრიზი და საჩუქარი. სასურველია გამარჯვებისათვის სწორედ შეყვარებული წყივლები გვეწვიონ.

გამოიფინება სიყვარულის თემაზე შექმნილი, კონკურსის შედეგად გამოვლენილი 15 საუკეთესო ფოტო, რომელთაგან აირჩევა ერთი გამარჯვებული. გამარჯვებულს გამოავლენს ფოტოსამყაროსა და ამ დღის საპატიო სტუმრებისაგან შემდგარი ჟიური.

გარდა ფოტოსამყაროს მიერ დაწესებული პრიზისა, გამარჯვებულს გადაეცემა კინოთეატრ "ამირანის" მიერ დაწესებული სოლიდური საჩუქარი.

Posted by: Buffered 22 Feb 2008, 09:39
იხილეთ: http://www.boke.ge/forum/?showtopic=11283

http://www.bagrationi.ge

http://www.bagrationi.ge ფოტოკლუბი ბოკეს მხარდაჭერით აცხადებს ფოტო-კონკურსს!

20 თებერვლიდან 10 მარტამდე განათავსეთ საკონკურსო გალერეაში საქართველოში ცქრიალა ღვინოების (შამპანურის) მოხმარების ტრადიციების ამსახველი ფოტოსურათი და მიიღეთ შანსი მოიგოთ შემდეგი პრიზებიდან ერთ-ერთი:
I-ლი ადგილი: 300 დოლარი + 1 ყუთი შამპანური "ბაგრატიონი"
II-ე ადგილი: 200 დოლარი + 1 ყუთი შამპანური "ბაგრატიონი"
III-ე ადგილი: 100 დოლარი + 1 ყუთი შამპანური "ბაგრატიონი"

საკონკურსო გალერეაში განათავსეთ შემდეგი თემატიკის ფოტო:
- შამპანურით ქორწილის აღნიშვნა;
- დაბადების დღის აღნიშვნა შამპანურით;
- საახალწლო ღამეს აუცილებელი სასმელი - შამპანური;
- რომანტიული საღამო... წყვილი... და ცქრიალა ღვინო...
- ბავშვის დაბადების აღნიშვნა შამპანურით;
- ტრადიციული ქეიფი შამპანურით;
- ცქრიალა ღვინო და ხილის დუეტი;
- შამპანური და ტკბილეულობა;
- შამპანური, როგორც აუცილებელი სასმელი სხვადასხვა ღონისძიებაზე და წვეულებაზე;
- როდესაც იმარჯვებ...
- შამპანური პრეზენტაციებზე;
- ფურშეტზე;
- და სხვა ღირსშესანიშნავ მომენტებში შამპანური, როგორც შეუდარებელი სასმელი.

საკონკურსო გალერეაში ფოტოსურათების განთავსება შესაძლებელია, როგორც არსებული ლიმიტების ფარგლებში, ასევე, შეძენილი ლიმიტის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფოტოკლუბი ბოკეს რეგისტრირებულ მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ სტატუსი: Newbie, Amateur, Amateur+, Photographer, Master, Event Manager, Moderator.
ფოტოსურათების შეფასება შეუძლია შეფასების უფლების მქონე ნებისმიერ წევრს.

10 მარტს, 14:00 საათზე, საიტზე იმ მომენტისათვის მოქმედი შეფასების სისტემის საშუალებით გამოვლინდება სამი გამარჯვებული (ყველაზე რეიტინგული ფოტოსურათის ავტორები), რომლებიც დაჯილდოვდებიან http://www.bagrationi.ge მიერ.

პრიზის მისაღებად, გამარჯვებული ფოტოს ავტორმა უნდა გააფორმოს საავტორო უფლებების ექსკლუზიურად გადაცემის ხელშეკრულება (გამარჯვებულ ფოტოზე).
აგრეთვე, თუ თქვენმა ფოტომ ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ის წარმოადგენს კონკურსის სპონსორის ინტერესს, შესაძლოა კონკურსის სპონსორმა - http://www.bagrationi.ge ცალკე აწარმოოს თქვენთან მოლაპარაკება.

ფოტოების განთავსება შეგიძლიათ 20 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით სპეციალურ გალერეაში:
http://www.boke.ge/forum/?act=module&module=gallery&cmd=sc&cat=55

მოიმარჯვეთ ფოტოკამერები, მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში, გაიმარჯვეთ და ისიამოვნეთ ცქრიალა ღვინო "ბაგრატიონით"!
user posted image
* * *
იხილეთ თემა: http://www.boke.ge/forum/?showtopic=11198

გიყვარს?.. უყვარხარ?.. დააფიქსირე სიყვარულის ყველაზე ლამაზი წამი ბოკეზე ატვირთულ ფოტოში და 15 აპრილს, სიყვარულის დღეს, მიიღე შანსი მოიგო უმაგრესი პრიზებიდან ერთ-ერთი:

მთავარი პრიზი (I-ლი ადგილი): შენ და შენი შეყვარებული იმოგზაურებთ საჰაერო ბუშტით, ერთად შეხვდებით განთიადს, გადაიღებთ ფოტოებს ფრენისას და 3 ცალ უზარმაზარი ფორმატის ფოტოს უფასოდ დაგიბეჭდავენ!

II-ე ადგილი: შენ და შენი შეყვარებული დასაჩუქრდებით რომანტიული ვახშმით. ამასთან ერთად, 2 ცალ უზარმაზარი ფორმატის ფოტოს უფასოდ დაგიბეჭდავენ!

III-ე ადგილი: აჩუქე შენს შეყვარებულს (ან შენს თავს) ლამაზი და ძალიან ორიგინალური თაიგული, რომელსაც გულის ფორმა ექნება. ამასთან ერთად, ერთ უზარმაზარი ფორმატის ფოტოს უფასოდ დაგიბეჭდავენ!

მოიხიბლეთ? wink.gif კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების დღეს მოეწყობა გამოფენა, სადაც წარდგენილი იქნება კონკურსის ყველაზე რეიტინგული 30-ეული.

ფოტოების განთავსება შეგიძლიათ 14 თებერვლიდან 30 მარტის ჩათვლით სპეციალურ გალერეაში:
http://www.boke.ge/forum/?act=module&module=gallery&cmd=sc&cat=54

პრიზები დააწესეს:
მთავარი პრიზი (I-ლი ადგილი): საჰაერო ბუშტით მოგზაურობა: http://www.balloons.ge - http://www.balloons.ge
II-ე ადგილი: რომანტიული ვახშამი "на двоих": "New Art" კაფე
III-ე ადგილი: ყვავილების ორიგინალური თაიგული - http://www.flowers.ge (აბაშიძის 46)

ფოტოკლუბის პარტნიორი "http://www.boke.ge/forum/?showtopic=10746" უზრუნველყოფს პრიზებს I-ლი, მეორე და მესამე ადგილებისთვის:
პენოპლასტზე დაკრული უმაღლესი ხარისხით ფოტოს ბეჭდვა 76cm X 114cm ზომაზე ფართეფორმატიანი საბეჭდი მანქანა http://en.wikipedia.org/wiki/Durst-ის მეშვეობით (სულ 6 ფოტოსურათი).
აგრეთვე, "http://www.boke.ge/forum/?showtopic=10746" უზრუნველყოფს გამოფენისათვის ყველაზე რეიტინგული ფოტოების ბეჭდვას.

http://www.boke.ge/forum/index.php?showtopic=11197

ასე, რომ, მოიმარჯვეთ ფოტოკამერები და მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში, გაიმარჯვეთ და აჩუქეთ თქვენს მეორე ნახევარს დაუვიწყარი დღე!

Posted by: L-E-O-N-I 1 Apr 2008, 17:13
http://fotohits.de/wettbewerb/index.html ფოტოკონკურსები

Posted by: B E S A R I O N 11 Apr 2008, 01:07
L-E-O-N-I ტრივია? მადლობა ლინკისთვის!!

Posted by: მთვარე 13 Apr 2008, 16:35
აუ, კარგი ფოტოგამოფენებია,
ფლოვერს.გე როდის იყო?

Posted by: მაჰათმა განდი 17 May 2008, 19:50
ყველას გიწვევთ მინდია მიდელაშვილის ექსკლუზიურ გამოფენაზე.

ფოტოგამოფენაში წარმოდგენილი თითოეული სურათი გადაღებულია .

გამოფენა გაიმართება ამა წლის 19-24 მაისს, გრიბოედოვის 22 ნომერში, როგორც სარეკლამო პლაკატზე არის მითითებული.

სასიამოვნო დღის გატარებას გისურვებთsmile.gif !!!!


შეგიძლიათ წინასწარ გაეცნოთ მინდიას ხელოვნებას მის ვებ საიტზე:
http://www.mindia.ge/index.html


http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=516&i=11111111111111111111111xq3.png






Posted by: Woodrow 19 May 2008, 22:38
QUOTE (mahatma-gandhi @ 17 May 2008, 19:50 )
ყველას გიწვევთ მინდია მიდელაშვილის ექსკლუზიურ გამოფენაზე.

ფოტოგამოფენაში წარმოდგენილი თითოეული სურათი გადაღებულია <span style='font-size:21pt;line-height:100%'>
.

გამოფენა გაიმართება ამა წლის 19-24 მაისს, გრიბოედოვის 22 ნომერში, როგორც სარეკლამო პლაკატზე არის მითითებული.

სასიამოვნო დღის გატარებას გისურვებთsmile.gif !!!!</span>

შეგიძლიათ წინასწარ გაეცნოთ მინდიას ხელოვნებას მის ვებ საიტზე:
http://www.mindia.ge/index.html


http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=516&i=11111111111111111111111xq3.png

ძალიან ძალიან მომეწონა გამოფენა..
ემოციებით დატვირთული ვარ ახლაც : )

რაღაც მაგარი შთაბეჭდილება დატოვა..

up.gif

Posted by: humanoidi 16 Jun 2008, 22:01
საქველმოქმედო აქცია
"100 ფოტო"


ახალციხე-ტაო-კლარჯეთის ეპარქიის სოფ. არალის წმ.ნინოს ტაძრის საკვირაო სკოლის მოსწავლეთა ფოტონამუშევრების გამოფენა/გაყიდვა.

აქციიდან შემოსული თანხა მოხმარდება აბასთუმნის დედათა მონასტრის აღდგენას


მისამართი: შერატონ მეტეხი პალასი.
17 ივნისი, 18 საათი


პროექტის პარტნიორები: ჟურნალი "ანაბეჭდი", ფოტოსახლი "ქოლგა"

გთხოვთ მობრძანდეთ! smile.gif

Posted by: Ania 17 Jun 2008, 22:33
http://ipicture.ru/

23 ივნისს, 18:00 საათზე TBC ბანკის მარჯანიშვილის ფილიალში, მე-4 სართულზე, გაიხსნება გამოფენა სადაც გამოფენილი იქნება ნოდარ დუმბაძის პირადი ფოტოები.

http://www.nodardumbadze.ge

Posted by: mely 4 Sep 2008, 21:05
მოგესალმებით ყველას http://elar.ge/ სასიამოვნოა ხელოვნების მოყვარულთა წრეში ყოფნა, ფორუმზე პირველად ვარ და იმედია სასიამოვნო და საინტერესო იქნება აქ გატარებული დრო. http://elar.ge/

Posted by: eldorado 20 Sep 2008, 14:50
ინტერნეტ-რეალითი შოუ "ფოტომანი-2008"


ინტერნეტკლუბი “ფოტოლაიფი” (http://www.photolife.ws) და ჟურნალი “სტილი” წარმოგიდგენთ შოუს, რომლის მიზანია, სხვადასხვა დავალებების გადაწყვეტის, მოხერხებულობის და ურთიერთობის საშუალებით გამოვლინდეს საუკეთესო თვისებების მქონე ახალგაზრდა ფოტომოყვარული. პროექტის მიმდინარეობისას ყველა მონაწილეს და გულშემატკივარს საშუალება ექნება, წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გახდეს წარმატებული და პოპულარული.

პროექტში მონაწილეობის კანდიდატები:

“ფოტომანში” მონაწილეობა შეუძლია ზემოღნიშნულ ფოტოპორტალზე რეგისტრირებულ ნებისმიერ წევრს (საკუთარი ფოტოტექნიკური საშუალებით) მოცემული რესურსის ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის წარმომადგენლების გარდა. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, დადგენილ ვადაში (2 კვირაში) პრეტენდენტმა წარმოადგინოს შესაბამისი განაცხადი ავტობიოგრაფიითა და ერთი ფოტოსურთით (ავტოპორტრეტი) მისამართზე photolife.ws@gmail.com

პრიზი

პროექტში გამარჯვებული მიიღებს პრიზს 1.000 ლარის ოდენობით (შეიძლება გაიზარდოს) და ბლიც-ინტერვიუს ჟურნალ "სტილში".

2-3 ადგილებზე გამარჯვებულებს პრიზის სახით საშუალება ექნებათ ”ფოტოლაიფსტუდიოში” (http://www.photolife.ge) გამართონ უფასო ფოტოსესია ერთი დღის განმავლობაში
.


დეტალური ინფორმაცია იხილეთ http://www.photolife.ws/forum/index.php?showtopic=1131

მეტი თვალსაჩინოებისთვის, თუ რას წარმოაგდენს ეს შოუ, გასული წლის ამბებს გადახედეთ: http://www.photolife.ws/forum/index.php?showforum=41 ”ფოტომანი 2007”-ს მიმდინრეობა, http://www.photolife.ws/forum/index.php?automodule=gallery&cmd=sc&cat=27 კი შესაბამისი გალერეა

Posted by: ZORGYE 30 Sep 2008, 20:11
გამარჯობათ გამოოფენას ამას ვერ დავარქმევ მაგრამ ძალიან მადლობელი დაგრჩებით ამ ბმულზე თუ შებრძანდებით, დაათვალიერებთ და შეაფასებთ ნახატებს

http://forum.ge/?showtopic=33888179&hl=

დიდი მადლობა ყურადღებისთვის

Posted by: Niniinlove 15 Oct 2008, 17:58
ფოტომოყვრულებს და ასევე პროფესიოალ ფოტოგრაფებს კომპანია არსის გალერეა სთავაზობს საგამოფენო სივრცეს უფასოდ bis.gif ტელეფონი:25 31 88, მისამართი: ვაკე, თ.აბულაძის 21.

Posted by: anka_sturua 2 Nov 2008, 01:23
11 ნოემბერს 19:00 საათზე "არსის გალერეაში" ირაკლი შარაშიძის ძალიან საინტერესო ფოტოგამოფენა იხსნება. მობრძანდით ყველა. გამოფენა გაგრძელდება 11-13 ნოემბრის ჩათვლით. მისამართი: თ.აბულაძის 21

Posted by: Contemporary 3 Nov 2008, 11:32
ირაკლი შარაშიძე ვინ არის? იქნებ ვებ გვერდი მიუთითო?

Posted by: denver 30 Nov 2008, 20:40
როგორ ვიშოვოთ $1000 ერთი ფოტოსურათით?
http://www.metrogeorgia.ge/index.php?cid=25&rid=568

Posted by: HestaPo 8 Jan 2009, 12:04
ბრიტანეთის საბჭოს საქართველოში გამოცხადებული აქვს მიგრაციასთან დაკავშირებული ფოტო-კონკურსი. გთავაზობთ ლინქს http://livingtogether-competition.britishcouncil.org/ საიტზე საჭიროა რეგისტრაციის გავლა. მიგრაციასთან დაკავშირებული ფოტოების ატვირთვით გახდებით კონკურსანტი საერთაშორისო კონკურსისა, რომლის შედეგებსაც 2009 წლის მარტში შეიტყობთ.
აბა თქვენ იცით, ყველას გისურვებთ წარმატებებს, აქ გამოჩნდება თეთრი და შავი.
ჯერ-ჯერობით საქართველო მეორე პოზიციაზეა.

Posted by: Bekalius 27 Jan 2009, 00:54
http://enews.ge

პირველად ფოტო კონკურსი eNews–ზე
ჩვენმა ჟურნალმა გადაწყვიტა სიყვარულის დღესთან დაკავშირებით კონკრუსის ჩატარება,
სადაცმონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა შეყვარებულ ფოტომოყვარულს.
კონკურსის სპონსორია ინტერნეტ ბანკი https://emoney.ge და კაფე–ბარი http://info-tbilisi.com/actcafe.
დააჭირეთ ღილაკს სრულად ნახვა და იხილეთ კონკურსის პირობები და პრიზები.

ფოტო კონკურსის წესები და პირობები:
1. ფოტო–კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკუსანტებმა ფოტო გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: Photo@eNews.GE
1.1ფოტოს გამოგზავნის შიდა წესები:
ფოტოს თან დაურთეთ,
სახელი:
ასაკი:
მობ.ნომერი:
ფოტო–კამერის მოდელი:
ფოტოს მაქსიმალური ზომაა 2MB (სასურველია დაიცვათ სტანდარტული ზომები: 800×600)

2. გამარჯვებული ფოტო გამოვლინდება საიტის ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად.
4. ფოტოების მიღების ბოლო ვადაა 9 თებერვლის ბოლო წუთები.
3. ფოტოები გამოქვეყნდება საიტზე 10 თებერვალსდა მომხმარებლები შეძლებენ ფოტოების
შეფასებას, რაც გათვალისწინებული იქნება ფოტოს ჯამურ შედეგზე.
4. 13 თებერვალს ღამით, აირჩევა 3 ფოტო რომელიც განაწილდება სამ საპრიზო ადგილზე.
5. ასევე აირჩევა 10 საუკეთესო ფოტო რომელიც დარჩება eNews-ის ფოტო გალერეაში.

პრიზები საპრიზო ადგილის მიხედვით:
1 ადგილი
Sony MP3 (2GB) - საღამო სასიყვარულო ვახშამი, გათვლილი წყვილზე, Act Cafe-ში – ინტერნეტ ჟურნალის სიმბოლური სერთიფიკატი
2 ადგილი
Genius WebCamera - ინტერნეტ ჟურნალის სიმბოლური სერთიფიკატი.
3 ადგილი
Flash Drive ე.წ. ფლეშკა (4GB) - ინტერნეტ ჟურნალის სიმბოლური სერთიფიკატი.

დაჯილდობა გაიმართება Act Cafe-ში, 14 თებერვალს, სასურველია გამარჯვებულები მოვიდნენ საყვარელ (შეყვარებულებთან) ადამინთან ერთად.

გაითვალისწინეთ აუცილებელია მიუთითოთ მობილურის ნომერი, რადგან ადვილი გახდეს გამარჯვებულთან დაკავშირება.

სპონსორები:

https://emoney.ge
http://info-tbilisi.com/actcafe


Posted by: dejaviu 16 Feb 2009, 19:25
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში იმართება 1 კურსის მხატვრულ ფოტოგრაფთა გამოფენა თარიღს შეგატყობინებთ მსურველებს smile.gif

Posted by: be_qa 27 Feb 2009, 01:23
http://www.graf.ge

ქალთა დღის მოახლოებასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ფოტოგრაფთა კლუბი „GRAF.GE“ აცხადებენ კონკურსს, რომელიც მიმართული იქნება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მოყვარულ, ასევე პროფესიონალ ფოტოგრაფებს.

მონაწილეობა:
მონაწილეობის მსურველებმა უნდა განათავსონ თავიანთი გადაღებული ფოტოსურათები სპეციალურ გალერეაში:
http://www.graf.ge/?autocom=gallery&req=sc&cat=34
განთავსებული ფოტოსურათები თემატურად უნდა შეესაბამებოდეს პროექტის მიზნებს. ასევე, ნამუშევრის სათაურად აუცილებელია (სავალდებულოა) განთავსდეს მოცემული სამი სლოგანიდან ერთ-ერთი:

1. ნამდვილი მამაკაცები ქალზე არ ძალადობენ !
2. ქალზე ძალადობა სირცხვილია !
3. ნუ დაჩაგრავ ქალს !

სლოგანის დიზაინი (ფონტი, ფერი და ა.შ.) არ არის შეზღუდული. ასევე, ნამუშევარში დასაშვებია გრაფიკული ჩარევაც.

ნამუშევრების განთავსების ბოლო ვადა:[/color]
ნამუშევრების განთავსების ბოლო ვადაა 5 მარტი, 21:00 საათი.

ჟიური, გამარჯვებულის გამოვლენა:
გამარჯვებულებს გამოავლენს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული სპეციალური ჟიური.

დაჯილდოვების ცერემონია შედგება კომპანია „არსის" გალერეაში 8 მარტს 12:00 საათზე.
გამარჯვებულ ნამუშევრებთან ერთად ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება საიას დაკვეთით გადაღებული სარეკლამო სოციალური კლიპი, რომელიც ქალზე ძალადობის წინააღმდეგ პროექტის ფარგლებში მომზადდა.

პრიზები:
დაჯილდოვდებიან I, II და III ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორები*.

I ადგილი – 300 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;
II ადგილი – 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;
III ადგილი – 100 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

* პრიზის მისაღებად, გამარჯვებული ფოტოს ავტორმა კლუბის ადმინისტრაციის მოთხოვნისთანავე უნდა წარადგინოს ფოტოსურათის საბეჭდი ვერსია ციფრულ ფორმატში (სასურველი რეზოლუცია - არანაკლებ 3400 x 2300 pixels, TIFF ფორმატში).

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იტოვებს უფლებას გამარჯვებული ნამუშევრები გამოიყენოს შეხედულებისამებრ, არაკომერციული მიზნებისთვის, ცნობიერების ამაღლების კამპანიებში (ლიფლეტი, პოსტერი, ბილბორდი, ბროშურის ან წიგნის ყდა, ა.შ.).

ღონისძიება ტარდება პროექტის „ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა“ - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით.

ღონისძიების მხარდამჭერია კომპანია „არსი".

http://www.graf.ge/index.php?showtopic=1674

Posted by: on/off 28 Feb 2009, 00:51
user posted image


ფოტოკონკურსი "ქოლგა" 2009
კონკურსის თემა: თავისუფალი
სპეცნომინაცია: "ევროპა დღეს"
გამოფენაზე გამოიფინება კონკურსში 100 გამარჯვებული ფოტო. გამოვა ყოველწლიური კატალოგი.
საპრიზო ფონდი - 5000 ლარი

პირობები:
-კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმერ მსურველს
-ფოტოების რაოდენობა განუსაზღვრელია
-ფოტოს ზომა A5 (15X21)
-თითო საკონკურსო ფოტოს ფასი 1 (ერთი) ლარი
-ფოტოების მიღება წარმოებს 25 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით,
მისამართზე: მელიქიშვილის 6, " “პროფოტო ცენტრი" ტელ: 890 932198

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: info@kolga.ge

www.kolga.ge

www.myspace.com/qolga

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა სპეციალური აპლიკაციის შევსება. აპლიკაცია შეგიძლიათ გადმოწეროთ მოცემული ლინკებიდან:
http://www.sendspace.com/file/qtvool
http://rapidshare.com/files/203179092/QOLGA_-_2009.rar.html

Posted by: Varvara 5 Mar 2009, 19:33
ღია საზოგადოების ინსტიტუტი (OSI)

აცხადებს საგრანტო კონკურსს

ფოტოგრაფებისათვის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებიდან, ასევე ავღანეთიდან, პაკისტანიდან და მონღოლეთიდან
ღია საზოგადოების ინსტიტუტის „დოკუმენტური ფოტოგრაფიის“ პროექტი (http://www.soros.org/initiatives/photography) და ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამა (http://www.soros.org/initiatives/arts) აცხადებს კონკურსს დოკუმენტალისტი ფოტოგრაფებისათვის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებიდან, ასევე ავღანეთიდან, მონღოლეთიდან და პაკისტანიდან.

თითოეულ გამარჯვებულ ფოტოგრაფს გადაეცემა გრანტი 3500 აშშ დოლარის ოდენობით. გრანტის მიზანია ფოტონამუშევრების სერიის შექმნა, რომელიც მიეძღვნება თითოეულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალურ სამართლიანობის საკითხებს. ცალკეულ გრანტიორს მიეცემა შესაძლებლობა იმუშაოს საერთაშორისოდ აღიარებული ფოტოგრაფის ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც ჩაატარებს სემინარებს როგორც გრანტის დაწყებამდე და დასრულებისას, ასევე გრანტის მიმდინარეობის პერიოდშიც.
„დოკუმენტური ფოტოგრაფიის“ პროექტის მიზანია ისეთი ნამუშევრების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალური პრობლემების კრიტიკულად გააზრებას. პროექტის მთავარი ამოცანაა იმ ფოტო-დოკუმენტალისტების დახმარება, რომელთა საქმიანობაც პასუხობს შემდეგ კითხვებს:

1. როგორ შეიძლება ფოტოგრაფიამ ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვასა და სოციალური სამართლიანობის დამყარებას.
2. რა შეიძლება გააკეთონ ფოტოგრაფებმა პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად იმ ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობის მთავარი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა და სოციალური სამართლიანობა.
3. ქვეყნის კულტურიდან გამომდინარე, ფოტო-დოკუმენტალისტებმა გამოფენის მოწყობის გზით როგორ შეიძლება განავითარონ ახლებური გზები ღია საზოგადოების პრინციპების ხელშესაწყობად.

(განაცხადის მიღების ბოლო ვადა 20-03-2009)

სრული ტექსტი იხილეთ ინგლისურ ენაზე აქ - http://www.soros.org/initiatives/photography/focus_areas/production/guidelines

Posted by: DIKARKA 22 Mar 2009, 03:42
თვითრეკლამა ცუდი არისო ამბობენ მაგრამ რას იზავ...
biggrin.gif
http://www.radikal.ru

ყველას გეპატიჟებით არსის საგამოFენო დარბაზში
26 მარტს 7 საათზე

წარმოდგენილი იქნება Fოტოსერია გადაღებული Fსიქიატრიულ კლინიკაში
-)

Posted by: priad ubralo 24 Mar 2009, 03:52
კი, ძალიან ღრმა ფილმია, ძალიან!!!

Posted by: dianalo 1 Apr 2009, 14:43
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის 10 წლის იუბილესთან დაკავშიორებით ტარდება ფოტოკონკურსი მე მიყვარს კითხვა
საკონკურსო თემებია
1. იკითხე, სადაც გინდა
2. იკითხე, რაც გინდა
3. იკითხე, როცა გინდა
4. იკითხე, როგორც გინდა
5. იკითხე, რამდენიც გინდა
6. იკითხე, ვისთანაც გინდა

კონკურსის პირობები:
მონაწილეობა შეუძლია ყველას
ფოტოების რაოდენობა შეზღუდული არ არის
ფოტოს ზომა 2.5 მგბ

საუკეთესო ფოტოების გამოფენა მოეწყობა წიგნის ფესტივალსა და კაფე discovery-ში. ავტორები დაჯილდოვდებიან წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე (დროს და ადგილს წინასწარ შეგატყობინებთ)

ფოტოები გამოგზავნეთ 1 აპრილიდან 15 მისამდე ელ ფოსტაზე marketing@sulakauri.ge
diana@sulakauri.ge
სათაურის ზოლში აუცილებელია მიუთითოთ, რომელი ნომინაციისთვის არის განკუთვნილი საკონკურსო ფოტო. თან დაურთეთ საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი, გვარი, ტელ ნომერი)

გამარჯვებული კონკურსანტები მიიღებენ ორგანიზატორისა და პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებულ პრიზებს.


მგონი საინტერესო უნდა იყოს, რას იტყვით up.gif

Posted by: Ania 8 Apr 2009, 14:28
http://www.radikal.ru

"იკითხე როცა გინდა" smile.gif

გამოგიგზავნით...

Posted by: dianalo 10 Apr 2009, 11:43
მივიღეთ და ძალიან მაგარია
სხვა ფოტოებიც მომეწონა wink.gif

Posted by: Darth Vader 22 Apr 2009, 12:42
http://www.dpchallenge.com

საკმაოდ კარგი საიტია მემგონი, შეიძლებმა ბივრმა იცის. კარგი ხანია რაც აღმოვაჩინე და ამ ბოლო დროს ცოტა აქტიურადაც დავიწყე სარგებლობა. მემგონი მოგეწონებათ თქვენც.

კონკურსებში პრიზებს არ იძლევიან, თუმცა ეგ არა არის მთავარი tongue.gif

ამჟამად კონკურსებია შემდეგ თემებზე:

Challenge: Animals In Motion
Challenge: Trees
Challenge: Green* II
Challenge: Free Study 2009-04
http://www.dpchallenge.com/challenge_index.php

Posted by: Andy Warhol 22 Apr 2009, 16:35
კონკურსებზე არის გახსნილი ცალკე თემა , აპინულ გვერდი დაათვალიერეთ ხოლმე.

Posted by: ლადო 27 Apr 2009, 12:42
მე მაპატიეთ თუ უადგილოდ ვპოსტავ მაგრამ უბრალოდ პატარა კითხვა მაქვს,რასაც ვერ მივაგენი.
მაინტერესებს საგამოფენო დარბაზები და მათი ფასები. იქნებ მითხრათ ორიოდ სიტყვით rolleyes.gif

Posted by: pacu-maya 28 Apr 2009, 00:28
14 ივნისს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში მოეწყობა ინვალიდობის თემაზე მიძღნილი პირველი გამოფენა-ფორუმი, რომლის დასკვნით ნაწილში გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი.

ერთ-ერთი ნომინაცია იქნება ინვალიდობის თემაზე გადაღებული საუკეთესო ფოტო .

აგრეთვე, მეტეხში, 14 ივნისს მოეწყობა საუკეთესო სურათების გამოფენა.

თუ ვინმეს გაქვთ აღნიშნულ თემაზე გადაღებული სურათი, ან ფოტოსესია, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ratiio@yahoo.com

http://jobs.ge/geo/17591/

http://disability.ge/index.php?option=com_content&task=view&id=8597&Itemid=1

Posted by: allex 8 May 2009, 19:53
შარდენის 19 ნომერში გამოფენაა 1 კურსის სტუდენტების ფჰოტოხელოვნების ფაკულტეტის 9-10 მაისს გელითთთ :*

Posted by: Doloress 9 May 2009, 16:35
ქოლგა გეისხნა დღესო და რომელ საათამდე მუშაობს ქარვასლა, ხო არ იცით? baby.gif


Posted by: eldorado 12 May 2009, 11:13
კინოთეატრი `ამირანი” 15 მაისს ფილმის “როდესაც მას არ უყვარხარ” პრემიერაზე აწყობს ფოტოკონკურს-გამოფენას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს.
კინოთეატრის ფოიეში გამოფენისთვის კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი ფოტოებიდან ჟიურის მიერ შეირჩევა 25 ფოტო.
კონკურსის პირობები: ფოტომოყვარულმა ვაჟებმა უნდა წარმოადგინონ გოგონას ჟანრული პორტრეტი, ხოლო ფოტომოყვარულმა გოგონებმა – ანალოგიურად ვაჟების ჟანრული პორტრეტი.
გამოფენის გახსნის შემდეგ (15 მაისი, 19.30 საათი) ლაივში ჟიური შეარჩევს 5 ფოტოს, ხოლო მაყურებელი თავის სიმპათიას (ერთი ავტორი) გამოავლენს ადგილზე ხმის მიცემით (სტიკერების მეშვეობით).
გარდა ამისა, ჟიური 6 გამარჯვებულიდან დამატებით დააჯილდოვებს სამ გამარჯვებულს ღონისძიების სპონსორ "ვულე ვუს" და "ჯი-პი-სის" პარფიუმერული ნაწარმით, ასევე გამარჯვებულებს კინოთეატრი "ამირანი" გადასცემს აბონემენტებს (8 მოსაწვევი ერთ პერსონაზე).
თითოეულ კონკურსანტს შეუძლია კონკურსში წარმოადგინოს მაქსიმუმ 5 ფოტო CD დისკზე კინოთეატრ “ამირანის” მოქმედ სალაროში 12 მაისის 12 საათიდან 14 მაისის 21 საათამდე. CD დისკს თან უნდა ახლდეს საინფორმაციო ბარათი ავტორის ვინაობის (სახელი, გვარი), ასაკის და საკონტაქტო მონაცემებით (ტელეფონები, ემაილი).
ტექნიკური პარამეტრები: ფოტოს გაფართოება - TIFF ან JPEG, ფერის სივრცე SRB, ფაილის ზომა: 3508X4961 პიქსელი (A3 ფორმატი).
საკონკურსოდ წარმოდგენილი ფოტოების ავტორებს 15 მაისს, 14 საათამდე ეცნობებათ შედეგები, ხოლო გამოფენაზე დაშვებული ავტორები ღონისძიებაზე მოპატიჟებულნი იქნებიან კინოთეატრის სალაროში დატოვებული მოსაწვევებით.
* * *
შესწორება: კინოთეატრ ამირანში ზემოაღნიშნული ფილმის პრემიერა და საკონკურსო ფოტოგამოფენა გაიმართება 14 მაისს. შესაბამისად, კონკურსანტებმა ფოტოები უნდა წარმოადგინონ 13 მაისს, 21 საათამდე.

Posted by: invisible_s 14 May 2009, 12:53
QUOTE (dianalo @ 1 Apr 2009, 14:43 )
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის 10 წლის იუბილესთან დაკავშიორებით ტარდება ფოტოკონკურსი მე მიყვარს კითხვა
საკონკურსო თემებია
1. იკითხე, სადაც გინდა
2. იკითხე, რაც გინდა
3. იკითხე, როცა გინდა
4. იკითხე, როგორც გინდა
5. იკითხე, რამდენიც გინდა
6. იკითხე, ვისთანაც გინდა

კონკურსის პირობები:
მონაწილეობა შეუძლია ყველას
ფოტოების რაოდენობა შეზღუდული არ არის
ფოტოს ზომა 2.5 მგბ

საუკეთესო ფოტოების გამოფენა მოეწყობა წიგნის ფესტივალსა და კაფე discovery-ში. ავტორები დაჯილდოვდებიან წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე (დროს და ადგილს წინასწარ შეგატყობინებთ)

ფოტოები გამოგზავნეთ 1 აპრილიდან 15 მისამდე ელ ფოსტაზე marketing@sulakauri.ge
diana@sulakauri.ge
სათაურის ზოლში აუცილებელია მიუთითოთ, რომელი ნომინაციისთვის არის განკუთვნილი საკონკურსო ფოტო. თან დაურთეთ საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი, გვარი, ტელ ნომერი)

გამარჯვებული კონკურსანტები მიიღებენ ორგანიზატორისა და პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებულ პრიზებს.


მგონი საინტერესო უნდა იყოს, რას იტყვით up.gif

sad.gif ვერ ვაგზავნიიი უკან მიბრუნდება ჩემი სურათები და იქნებ ვინმემ დამეხმაროოთ

Posted by: Ania 18 May 2009, 20:50
ძვირფასო გრაფელებო! (WWW.GRAF.GE)

მოგეხსენებათ ყოველწიურად ბავშთა ქალაქ მზიურში იმართება საბავშვო ფესტივალი.

წელს ამ ფესტივალის ერთ-ერთი მხარდამჭერია ფოტოგრაფთა კლუბი გრაფ.ჯი, რომელიც 1 ივნისს მზიურში მოაწყობს გამოფენას სახელწოდებით "მეტი სითბო ბავშვებს".

იმისათვის, რომ ზემოაღნიშნულ გამოფენაში თქვენი ფოტოც მოხვდეს 13 მაისიდან 25 მაისამდე სპეციალურ გალერეაში:
http://www.graf.ge/index.php?autocom=galle...q=sc&cat=37
სადაც შეგიძლიათ ატვირთოთ ამავე თემატიკის მიხედვით გადაღებული ფოტო (მეტი სითბო ბავშვებს).

ფოტოებს შეაფასებს სპეციალური ჟიური, ხოლო საუკეთესო 20 ნამუშევარი 1 ივნისს გამოიფინება მზიურ-ქალაქში.

ერთ მონაწილეს აქვს მხოლოდ 2 ფოტოს ატვირთვის უფლება.

გთხოვთ, ნამუშევრის ვებ-ვერსიასთან ერთად გამოგზავნოთ საბეჭდი ვერსია მეილზე

ფოტოგამოფენას "მეტი სითბო ბავშვებს" ათასობით სტუმარი დაათვალიერებს.

გისურვებთ წარმატებებს.

www.1ivnisi.ge

Posted by: dedofala 22 May 2009, 18:30
http://www.photographers.ge, კინოთეატრი ამირანი და http://www.photolife.ge ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აცხადებს კონკურსს "დღეს ჩემი დღეა". ორგანიზატორთა ჟიურის მიერ შერჩეული საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა კინოთეატრ "ამირანში", სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს.
კონკურსის პირობები: ფოტომოყვარულებმა უნდა წარმოადგინონ ფოტო, რომლშიც ასახული იქნება ბავშვის პოზიტიური ემოციები და მხიარული განწყობა.
გამოფენის გახსნის შემდეგ (1 ივნისი, 11 საათი) ლაივში ჟიური შეარჩევს გამარჯვებულ ფოტოებს, ხოლო მაყურებელი თავის სიმპათიას (ერთი ავტორი) გამოავლენს ადგილზე ხმის მიცემით (სტიკერების მეშვეობით).
ნომინაციაში "საუკეთესო ემოციური ფოტო" გამარჯვებულ ბავშვს ფოტოლაიფსტუდიო დაასაჩუქრებს ფოტოსესიით – პროფესიონალური სტუდიური პორტფოლიოთი (7 ფოტო).
გამარჯვებულ ავტორს ნომინაციაში "საუკეთესო კომპოზიცია" ფოტოლაიფსტუდიო გადასცემს პროფესიონალური სტუდიური 3-საათიანი ფოტოსესიის გამართვის აბონემენტს.
ნომინაციაში "საუკეთესო ფოტოიდეა" კონოთეატრი "ამირანი" დააჯილდოვებს სპეციალური პრიზით (პრიზის შესახებ უახლოეს დღეებში მოგაწვდით ზუსტ ინფორმაციას)
სტიკერებით გამოვლენილ "მაყურებლის სიმპათიას" კონოთეატრი ამირანი დააჯილდოვებს სპეციალური პრიზით (პრიზის შესახებ უახლოეს დღეებში მოგაწვდით ზუსტ ინფორმაციას).
თითოეულ კონკურსანტს შეუძლია კონკურსში წარმოადგინოს მაქსიმუმ 5 ფოტო სდ დისკზე კინოთეატრ "ამირანის" მოქმედ სალაროში 23 მაისის 12 საათიდან 30 მაისის 19 საათამდე. დისკს თან უნდა ახლდეს საინფორმაციო ბარათი როგორც ავტორის, ასევე ფოტოზე ასახული ბავშვის ვინაობის (სახელი, გვარი), ასაკის და საკონტაქტო მონაცემებით (ტელეფონები, ემაილი). გარდა ამისა, ფოტოს ავტორს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს ფოტოგადაღებასა და კონკურსში მონაწილეობაზე ბავშვის მშობლის ან მეურვის თანხმობა (სიტყვიერი ან წერილობითი).
ტექნიკური პარამეტრები: ფოტოს გაფართოება - TIFF ან JPEG, ფერის სივრცე RGB, ფაილის ზომა: 3508X4961 პიქსელი (A3 ფორმატი).
საკონკურსოდ წარმოდგენილი ფოტოების ავტორებს 31 მაისს, 18 საათამდე ეცნობებათ შედეგები, ხოლო გამოფენაზე დაშვებული ავტორები ღონისძიებაზე მოპატიჟებულნი იქნებიან კინოთეატრის სალაროში დატოვებული მოსაწვევებით.
ღონისძიებაზე საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის საჩუქრის სახით ასევე გაიმართება ლაივ-სტუდიური ფოტოსესიები მსურველი ბავშვებისთვის.

Posted by: Cotnech 22 May 2009, 22:07
მოგესალმებით

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდები მშვიდობისა და განვითარებისათვის" აწყობს ფოტოკონკურსს თემაზე "ტრეფიკინგის პრევენცია".
ფოტოკონკურსი მიმდინარეობს 15 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით,

ფოტოები მიიღება თაყაიშვილის 4ა ბინა 10. (ბოლო სართული)

ფოტოს ზომა A4

პირველ სამ ადგილზე გასული კონკურსანტი გაივლის მასტერკლასს იური მეჩითოვის სტუდიაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

899 32 77 71
858 72 73 42

user posted image

Posted by: TaZ_MaNiaN 25 May 2009, 23:41
დაიჭირე კადრი
"შენი თვალით დანახული თბილისი"
საქართველოში უამრავი ნიჭიერი ფოტოგრაფია, უამრავი სტუდენტი რომელმაც არც კი იცის რომ ნიჭი აქვს, კონკურსი Photo Challenge კი მისცემს მათ საშუალებას წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და რაც მთავარია წარუდგინონ ის მთელ საზოგადოებას.
კონკურში მონაწილეობის მისაღებას სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ თავიანთი 3 საუკეთესო ნამუშევარი ელექტრონულ ფოსტაზე photochallenge@ymail.com გამოგზავნილი ფოტოებიდან ამოირჩევა საუკეთესონი და გამოიფინება კინოთეატრ "ამირანის" გალერეაში. კომპეტენტური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს რომელიც დაჯილდოვდება სასაჩუქრე მომსახურების ბარათით. რჩეული ათეულის ფოტოები 1 თვის განმავლობაში გამოფენილი იქნება კინოთეატრის გალერეაში.

დასაწყისი 5 ივნისი, 13:00
დამუშევრების მიღება გაგრძელდება 2 ივნისამდე. გისურვებთ წარმატებას.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვართეთ:
ვაკო გეგიძე: 898 473 990
ბექა გოლეთიანი: 877 462 838
ლევან ტყემალაძე: 898 350 444

Posted by: beqa013 26 May 2009, 01:15
მაგარი კონკურსი იქნება )

Posted by: მონიკა 26 May 2009, 10:37
TaZ_MaNiaN
ამისთვის აპინული თემა გვაქვს
http://forum.ge/?f=59&showtopic=33616434

Posted by: TaZ_MaNiaN 26 May 2009, 14:05
QUOTE
მონიკა


sorry user.gif

Posted by: bacho71 26 May 2009, 15:06
TaZ_MaNiaN

1 ფოტო არ შეიძლება?

აუცილებელია 3 იყოს? smile.gif

Posted by: beqa013 27 May 2009, 00:40
დაიჭირე კადრი

"შენი თვალით დანახული თბილისი"



საქართველოში უამარავი ნიჭიერი ფოტოგრაფია, უამრავი სტუდენტი რომელმაც არც იცის რომ ნიჭი აქვს. კონკურსი Photo Challenge მისცემს მათ საშუალებას წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და რაც მთავარია წარუდგინონ ის მთელ საზოგადოებას.

კონკურსში მონწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდაგამოაგზავნონ თავიანთი 3 საუკეთესო ნამუშევარი ელექტრონულ ფოსტაზე photochallenge@ymail.com ან info@kikalastudio.ge. გამოგზავნილი ფოტოებიდან ამოირჩევა 30 საუკეთესო და გამოიფინება კინოთეატრ "ამირანი"ს გალერეაში. კომპეტენტური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს რომელიც დაჯილდოვდება სასაჩუქრე მომსახურეობის ბარათით. პირველი სამი ადგილის მფლობელებს კინოთეატრი გადასცემს ბილეთებს ხოლო რჩეული ათეულის ფოტოები 1თვის განმავლობაში გამოფენილი იქნება კინოთეატრის გალერეაში

გამოფენა გაიხსნება 5 ივნისს, 13:00 საათზე

ნამუშევრების მიღება გაგრძეკლდება 2 ივნისამდე. გისურვებთ წარმატებებს!!!




დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
ვაკო გაგიძე: 898 473 990
ბექა გოლეთიანი: 877 462 838
ლევან ტყემალაძე: 898 450 444
ჩვენი პარტნიორია

კინოთეატრი "ამირანი"

Posted by: dedofala 28 May 2009, 09:07
http://www.photographers.ge, კინოთეატრი "ამირანი" და http://www.photolife.ge ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აცხადებს კონკურსს "დღეს ჩემი დღეა". ორგანიზატორთა ჟიურის მიერ შერჩეული საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა კინოთეატრ "ამირანში", სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს.
კონკურსის პირობები: ფოტომოყვარულებმა უნდა წარმოადგინონ ფოტო, რომლშიც ასახული იქნება ბავშვის პოზიტიური ემოციები და მხიარული განწყობა.
გამოფენის გახსნის შემდეგ (1 ივნისი, 11 საათი) ლაივში ჟიური შეარჩევს გამარჯვებულ ფოტოებს, ხოლო მაყურებელი თავის სიმპათიას (ერთი ავტორი) გამოავლენს ადგილზე ხმის მიცემით (სტიკერების მეშვეობით).
ნომინაციაში "საუკეთესო ემოციური ფოტო" გამარჯვებულ ბავშვს Photolife Studio დაასაჩუქრებს ფოტოსესიით – პროფესიონალური სტუდიური პორტფოლიოთი (7 ფოტო).
გამარჯვებულ ავტორს ნომინაციაში "საუკეთესო კომპოზიცია" Photolife Studio გადასცემს პროფესიონალური სტუდიური 3-საათიანი ფოტოსესიის გამართვის აბონემენტს.
ნომინაციაში "საუკეთესო ფოტოიდეა" კონოთეატრი "ამირანი" დააჯილდოვებს სეანსებზე დასწრების 1 წლიანი 200 ლარიანი აბონიმენტით.
სტიკერებით გამოვლენილ "მაყურებლის სიმპათიას" (ბავშვს) ფრანგული ტანსაცმლის მაღაზია "აიკიკი" გადასცემს 150 ლარიან ვაუჩერს, ხოლო "ტაოპრივატბანკი" საბავშვო ანაბარს 100-ლარიანი დეპოზიტით.

თითოეულ კონკურსანტს შეუძლია კონკურსში წარმოადგინოს მაქსიმუმ 5 ფოტო სდ დისკზე კინოთეატრ "ამირანის" მოქმედ სალაროში 23 მაისის 12 საათიდან 30 მაისის 19 საათამდე. დისკს თან უნდა ახლდეს საინფორმაციო ბარათი როგორც ავტორის, ასევე ფოტოზე ასახული ბავშვის ვინაობის (სახელი, გვარი), ასაკის და საკონტაქტო მონაცემებით (ტელეფონები, ემაილი). გარდა ამისა, ფოტოს ავტორს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს ფოტოგადაღებასა და კონკურსში მონაწილეობაზე ბავშვის მშობლის ან მეურვის თანხმობა (სიტყვიერი ან წერილობითი).
ტექნიკური პარამეტრები: ფოტოს გაფართოება - TIFF ან JPEG, ფერის სივრცე RGB, ფაილის ზომა: 3508X4961 პიქსელი (A3 ფორმატი).
საკონკურსოდ წარმოდგენილი ფოტოების ავტორებს 31 მაისს, 18 საათამდე ეცნობებათ შედეგები, ხოლო გამოფენაზე დაშვებული ავტორები ღონისძიებაზე მოპატიჟებულნი იქნებიან კინოთეატრის სალაროში დატოვებული მოსაწვევებით.
ღონისძიებაზე საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის საჩუქრის სახით ასევე გაიმართება ლაივ-სტუდიური ფოტოსესიები მსურველი ბავშვებისთვის.

Posted by: TaZ_MaNiaN 28 May 2009, 14:25
QUOTE
bacho71

კი ბატონო, მაქს 3 სურათი იგულისხმება biggrin.gif

Posted by: bacho71 6 Jun 2009, 14:52
გავგზავნე ფოტო გავიდა კონკურსსში და არ ვიყავი ქალაქში იმ დროს როდესაც გამოფენა ტარდებოდა და ჟიურის უნდა შეეფასებინა sad.gif sad.gif sad.gif sad.gif

იმედია შემდეგში კიდევ იქნება რაიმე მსგავსი კონკურსი sad.gif sad.gif

Posted by: dedofala 24 Jun 2009, 14:45
ფოტოკონკურსი "კოლორიტები"

http://www.photographers.ge აცხადებს ფოტოკონკურსს - "კოლორიტები". კონკურსი ჩატარდება http://www.photolife.ws. კონკურსი დაიწყება მიმდინარე წლის 1 ივლისს და დასრულდება 1 სექტემბერს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ვებ-პორტალის ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ცხოვრობს საქართველოში ან არის საქართველოს მოქალაქე (ცხოვრობს უცხოეთში). კონკურსში მონაწილეობას მიიღებს ყველა ის ფოტო, რომელიც 1 ივლისიდან - 1 სექტემბრამდე განთავსდება ფოტოპორტალზე და მიენიჭება "დღის ფოტოს" სტატუსი. ასეთი ფოტოებიდან დასკვნით ეტაპზე მაქსიმალური ქულების მიხედვით აირჩევა 20 ფოტო, ხოლო კიდევ 5 ფოტოს აირჩევს ფოტოგრაფთა ასოციაციის, ფოტოლაიფის ადმინისტრაციისა და კინოთეატრ ამირანის წარმომდგენლები. სექტემბრის პირველ ნახევარში კინოთეატრ ამირანში მოეწყობა არჩეული 25 ფოტოს გამოფენა, სადაც ლაივში მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა. კონკურსში გამარჯვებულს პრიზის სახით გადაეცემა ფოტოკამერა CANON 5D BODY. ორგანიზატორების მიერ მეორე და მესამე ადგილებისთვის ასევე დაწესდება სხვა პრიზები, რომელთა შესახებ უახლოეს ხანში გაცნობებთ.

კონკურსში მონაწილეობის წესები იხილეთ http://www.photolife.ws/forum/index.php?showtopic=1473

გისურვებთ წარმატებებს!

Posted by: bacho71 30 Jun 2009, 01:14
აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას smile.gif

Posted by: allex 14 Jul 2009, 20:08
ხვალ გაიმართება გამოფენა ფოტოპროეკტი "სახეები".
მის: ჩახრუხაძის #17(კონკასთან), ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში, გაიხსნება 19 საათზე.

Posted by: Chi_taaa!!! 23 Jul 2009, 01:44
ტურისტული სააგენტო აცხადებს კონკურსს საუკეთესო სარეკლამო ფოტოს გამოსავლენად. კონკურსის მონაწილეები ტურისტულ ჯგუფთან ერთად გაემგზავრებიან ლაშქრობაში, სადაც დააფიქსირებენ ლაშქრობის მიმდინარეობას და ბუნების პეიზაჟებს. საუკეთესო ფოტოები დაიბეჭდება ტურისტული სააგენტოს სარეკლამო ბუკლეტში. გამარჯვებული ფოტოებისაგან ასევე შეიქმნება სატელევიზიო რეკლამა. (რა თქმა უნდა ყველა საავტორო უფლების დაცვით).


დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
855 35 90 53.

Posted by: Nok 23 Jul 2009, 14:56
ოღონდ ლაშქრობის ფული კონკურსანტებმა უნდა გადაიხადონ ხო? gigi.gif

Posted by: Chi_taaa!!! 23 Jul 2009, 22:31
Nok

QUOTE
ოღონდ ლაშქრობის ფული კონკურსანტებმა უნდა გადაიხადონ ხო?



არა რა თქმა უნდა უფასოა biggrin.gif

Posted by: tamunak 29 Jul 2009, 17:46
მოიგე i-pod nano!!!


ახალი კონკურსი, მხარი დაუჭირეთ ამ ფოტოს თუ მოგეწონებათ,
აქვე შეგიძლიათ იხილოთ დაწვრილებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ!!!

http://escape.ge/photo/BR96FR/


Posted by: zvintik 17 Aug 2009, 17:06
სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს კონკურსს 2009 წლის რთველის განმავლობაში გადაღებული საუკეთესო ფოტოს გამოსავლენად.

კონკურში, რომლის თემატიკაც ვენახი, ზვრები და ყურძენია, მონაწილეობის მიღება ფოტომოყვარულებს და ფოტოგრაფებს შეუძლიათ.

საუკეთესო ფოტოს ავტორი დაჯილდოვდება მინისტრის სპეციალური პრიზით - ქართული ადგილწარმოშობის 300 ლიტრი ღვინოთი. გამარჯვებული ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოში 2010 წელს გასამართ ღვინისა და ვაზის მსოფლიო კონგრესში. სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდებიან კონკურსის სხვა მონაწილეებიც.

გამარჯვებულის და პრიზიორების დაჯილდოვება და საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა გაიმართება ქალაქ სიღნაღში, რთველის დასრულების შემდეგ.


გამარჯვებულსა და პრიზიორებს საზოგადოების ცნობილი წევრებისგან შემდგარი კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. ჟიურის შემადგენლობაში შედიან: ია ფარულავა, ბაკურ ბურდული, ზუმბა, გურამ წიბახაშვილი (პროფესიონალი ფოტოგრაფი), ბაქარ შარაშენიძე (პროფესიონალი ვიდეო ოპერატორი), გიორგი ჩადუნელი (სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი).


კონკურსის ჩატარების მიზანი: კონკურსი ტარდება მევანახეობის პოპულარიზაციისთვის და იმისთვის რომ 2009 წლის რთველი სახალხო დღესასწაულად იქცეს.


გამარჯვებულისა და პრიზიორების გამოვლენის კრიტერიუმები: სურათი უნდა შეესაბამებოდეს საკონკურსო თემას, უნდა იყოს ორიგინალური, ვიზუალურად მიმზიდველი და უნდა ასახავდეს ქართული მევენახეობა-მეღვინეობისთვის დამახასიათებელ გარემოს. საუკეთესო ნამუშევრებს ჯიური ერთობლივად გამოავლენს.


საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა: რთველის ოფიციალური გახსნა დაგეგმილია 5 სექტემბრისთვის. ამ დღიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროში (მიზამართი: მარშალ გელოვანის N6. ტელ.: 37 80 09) საკონკურსო ნამუშევრების მიღება დაიწყება. მონაწილეებმა უნდა მოიტანონ ფოტოები ციფრულ ფორმატში. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა - 10 ოქტომბერი.

Posted by: bacho71 7 Nov 2009, 02:35
ფოტოგამოფენა "56 წამი"

ა.წ. 10 ნოემბერს 17 საათზე მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრში (კუს ტბის გზა, #1) გაიმართება შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის ფოტოხელოვნების ფაკულტეტის 1-2 კურსის სტუდენტების ფოტონამუშევრების გამოფენა. დასწრება თავისუფალია.

Posted by: san_chtlx 7 Nov 2009, 14:49
“ადამიანის უფლებათა ცენტრი” და „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი” აცხადებს კონკურსს საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებისა და ფოტორეპორტიორებისთვის თემაზე “ადამიანის უფლებები - ჩემი ყოველდღიურობა.”

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა და ხელშეწყობა. (www.hridc.org)

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი” აერთიანებს 30 უფლებადამცველ ორგანიზაციას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნას და სამოქალაქო საზოგადოების როლის ამაღლებას რეგიონში. (www.caucasusnetwork.org)

“უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურ ქსელს” საქართველოში კოორდინაციას უწევს “ადამიანის უფლებათა ცენტრი”.

პროექტი ხორცილედება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მოღვაწე ყველა ჟურნალისტსა და ფოტორეპორტიორს. კონკურსში წარმოდგენილი მასალები უნდა ასახავდეს საქართველოში იმ უფლებათა მდგომარეობას, რომლებიც არსებითია ნებისმიერი სხვა უფლების რეალიზაციისათვის და რომლებსაც უფლებადამცველები მიმართავენ ყოველდღიურ საქმიანობაში სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ეს უფლებების:

1. სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლება;

2. გამოხატვის თავისუფლება;

3. შეკრებისა და გაერთიანების უფლება;

4. აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება;

5. თავისუფალი გადაადგილების უფლება;

6. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება;

7. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;

8. დისკრიმინაციის აკრძალვა.



· საკონკურსო ჟურნალისტური მასალები 2009 წლის განმავლობაში უნდა იყოს გამოქვეყნებული რომელიმე ქართულ ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში;

· საკონკურსო ფოტო მასალები 2009 წლის განმავლობაში უნდა იყოს გადაღებული;

· „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურ ქსელს” და “ადამიანის უფლებათა ცენტრს” ეძლევა უფლება, შეუზღუდავად გამოიყენოს კონკურსის მონაწილე ფოტო მასალა ადამიანის უფლებების მინზებისთვის საავტორო უფლებების დაცვით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.





გამარჯვებულები გამოვლინდება შემდეგ ნომინაციებში



· საუკეთესო სტატია (ჯილდო 300 ევრო)

· საუკეთესო საგამოძიებო სტატია (ჯილდო 300 ევრო)

· საუკეთესო ფოტო კადრი (ჯილდო 150 ევრო)

· საუკეთესო ფოტო რეპორტაჟი (ჯილდო 300 ევრო)





განაცხადის პაკეტი უნდა შეიცავდეს:



· შევსებულ სარეგისტრაციო ფორმას (იხილეთ დანართი II)

· საკონკურსო ნამუშევრებს


დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში I

მასალების ელექტრონული ვერსია და სარეგისტრაციო ფორმა გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ana@hridc.org საკონტაქტო პირი: ანა ნაცვლიშვილი, „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ კოორდინატორი საქართველოში ან მოიტანეთ შემდეგ მისამართზე:

ადამიანის უფლებათა ცენტრი

თბილისი, ყაზბეგის გამზ. 3ა, სადარბ. 2, IV სართული, ბინა 22



ტელ.: 37 69 50; 38 46 48

ვებ-გვერდები: www.caucasusnetwork.org; www.hridc.org

საკონკურსო მასალების შემოტანის ბოლო ვადაა 2009 წლის 4 დეკემბერი, 18 საათი;



გამარჯვებული მასალები გადაითარგმნება და ორიგინალთან ერთად გამოქვეყნდება “ უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის” ვებ გვერდზე www.caucasusnetwork.org, ასევე, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინტერნეტ გაზეთში www.humanrights.ge,,

გამარჯვებულთა ვინაობა გაირკვევა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც გაიმართება 2009 წლის 18 დეკემბერს.

დამატებითი იფორმაციის თვის იხილეთ ლინკი http://www.humanrights.ge/index.php?a=announce&id=112&lang=ge


Posted by: zviadi1987 7 Nov 2009, 23:02
“ადამიანის უფლებათა ცენტრი” და „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი” აცხადებს კონკურსს საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებისა და ფოტორეპორტიორებისთვის თემაზე “ადამიანის უფლებები - ჩემი ყოველდღიურობა.”

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა და ხელშეწყობა. (www.hridc.org)

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი” აერთიანებს 30 უფლებადამცველ ორგანიზაციას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. Qქსელის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნას და სამოქალაქო საზოგადოების როლის ამაღლებას რეგიონში. (www.caucasusnetwork.org)

“უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურ ქსელს” საქართველოში კოორდინაციას უწევს “ადამიანის უფლებათა ცენტრი”.

პროექტი ხორცილედება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მოღვაწე ყველა ჟურნალისტსა და ფოტორეპორტიორს. Kკონკურსში წარმოდგენილი მასალები უნდა ასახავდეს საქართველოში იმ უფლებათა მდგომარეობას, რომლებიც არსებითია ნებისმიერი სხვა უფლების რეალიზაციისათვის და რომლებსაც უფლებადამცველები მიმართავენ ყოველდღიურ საქმიანობაში სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ეს უფლებების:

1. სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლება;

2. გამოხატვის თავისუფლება;

3. შეკრებისა და გაერთიანების უფლება;

4. აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება;

5. თავისუფალი გადაადგილების უფლება;

6. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება;

7. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;

8. დისკრიმინაციის აკრძალვა.



· საკონკურსო ჟურნალისტური მასალები 2009 წლის განმავლობაში უნდა იყოს გამოქვეყნებული რომელიმე ქართულ ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში;

· საკონკურსო ფოტო მასალები 2009 წლის განმავლობაში უნდა იყოს გადაღებული;

· „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურ ქსელს” და “ადამიანის უფლებათა ცენტრს” ეძლევა უფლება, შეუზღუდავად გამოიყენოს კონკურსის მონაწილე ფოტო მასალა ადამიანის უფლებების მინზებისთვის საავტორო უფლებების დაცვით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.





გამარჯვებულები გამოვლინდება შემდეგ ნომინაციებში



· საუკეთესო სტატია (ჯილდო 300 ევრო)

· საუკეთესო საგამოძიებო სტატია (ჯილდო 300 ევრო)

· საუკეთესო ფოტო კადრი (ჯილდო 150 ევრო)

· საუკეთესო ფოტო რეპორტაჟი (ჯილდო 400 ევრო)





განაცხადის პაკეტი უნდა შეიცავდეს:



· შევსებულ სარეგისტრაციო ფორმას (იხილეთ დანართი II)

· საკონკურსო ნამუშევრებს


დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში I

მასალების ელექტრონული ვერსია და სარეგისტრაციო ფორმა გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ana@hridc.org საკონტაქტო პირი: ანა ნაცვლიშვილი, „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ კოორდინატორი საქართველოში ან მოიტანეთ შემდეგ მისამართზე:

ადამიანის უფლებათა ცენტრი

თბილისი, ყაზბეგის გამზ. 3ა, სადარბ. 2, IV სართული, ბინა 22



ტელ.: 37 69 50; 38 46 48

ვებ-გვერდები: www.caucasusnetwork.org; www.hridc.org

საკონკურსო მასალების შემოტანის ბოლო ვადაა 2009 წლის 4 დეკემბერი, 18 საათი;



გამარჯვებული მასალები გადაითარგმნება და ორიგინალთან ერთად გამოქვეყნდება “ უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის” ვებ გვერდზე www.caucasusnetwork.org, ასევე, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინტერნეტ გაზეთში www.humanrights.ge,

გამარჯვებულთა ვინაობა გაირკვევა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც გაიმართება 2009 წლის 18 დეკემბერს.

დამატებიტი ინფორმაციისტვის მიყევით ბმულს:

http://www.humanrights.ge/index.php?a=announce&id=112&lang=ge

Posted by: allex 9 Nov 2009, 23:12
ა.წ. 10 ნოემბერს 17 საათზე მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრში (კუს ტბის გზა, #1) გაიმართება შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის ფოტოხელოვნების ფაკულტეტის 1-2 კურსის სტუდენტების ფოტონამუშევრების გამოფენა. დასწრება თავისუფალია.
http://www.radikal.ru

Posted by: naa 15 Nov 2009, 18:33
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფოტოკონკურსი რთველზე. ძალიან ბევრი ფოტოგრაფი დაინტერესდა. წიბახაშვილი იყო ჟიურიში.

http://www.youtube.com/watch?v=xlLLt2ZS1Sk&feature=related

Posted by: Ania 28 Nov 2009, 21:48
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: Kessso 29 Nov 2009, 14:13
Ania


ჩეემი ნიჭიერი,მიზანდასახული და მშვენიერი ანიკოოო 2kiss.gif

იმ დღეს დიიდ ეკრანზე გნახე და შთაბეჭდილების ქვეშ მოვყევ...

პ.ს. გთხოვთ დამიზუსტოთ დეტალები:
1) 3ში ფილარმონიაში რომელ საათზეა?
2)მარტო 3შია?
და კიდევ 3) მე რო მინდა რომ 3ში მოვიდე.. ხომ შემიძლია თამამად გესტუმრო თუ ..?

Posted by: Ania 29 Nov 2009, 14:58
Kessso
მოსაწვევებზე ყველაფერი წერია. smile.gif დასწრება თავისუფალია.
10 დეკემბრიდან გადავა კინო-თეატრს ამირანის ფოიეში და იქ იქნება 5 დღე. გაიხარე! smile.gif

Posted by: Ania 30 Nov 2009, 22:03
........................................................................................................................................................................................................................................................................

Posted by: Kessso 30 Nov 2009, 23:00
Ania
QUOTE
სამწუხაროდ დღეს გავიგე რომ დასწრება თავისუფალი არ იქნება. გამოფენა 10 დეკემბრიდან გადავა კინო-თეატრ ამირანის ფოიეში და უკვე იქ იქნება შესვლა თავისუფალი.



და ეს რას ნიშნავს?
შესვლა ფასიანია თუ მხოლოდ მოსაწვევებითაა?? rolleyes.gif

Posted by: Ania 30 Nov 2009, 23:03
QUOTE
ფასიანია

Kessso
არა არა უბრალოდ ძალიან ბევრი სტუმარია და ფიზიკურად ვერ ვტევ დარბაზში დღეს მითხრეს მხოლოს მოსაწვეევებიო სახლი და გვარი მომწერე. 10 ში ამირანში რო გადავა 5 დღე იქნება იქ.

Posted by: kaicerbrau 3 Dec 2009, 12:02
www.map.ge 3 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე ტარდება ფოტო კონკურსი ,,თბილისი ახალი წლის მოლოდინში". გამარჯვებული ფოტოების ავტორები დაჯილდოვდებიან პრიზებით

Posted by: allex 8 Dec 2009, 16:10

9 დეკემბერს 19 საათზე ტურიზმის ცენტრში (ძველ მერიის შენობაში)
ჩატარდება გამოფენა " ფოტო ტური იმერეთში" !

Posted by: Misha Giorgadze 10 Dec 2009, 15:42
ანიკოოოოოოოოო.... აი მეც მოვედიიიიი........ გენაცვალე, რა კარგი იყო შენს გამოფენაზე :**************** არ დამავიწყდება ცხოვრებაში ეს დღე:*

Posted by: vip_ 14 Dec 2009, 18:45
2009 წლის 19 დეკემბერს, 18:00 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრში "მუზა" გაიმართება გოგა ჩანადირის ფოტოგამოფენა "საქართველოს გზები - დრო და ისტორია"
ეს არის გოგას მეორე გამოფენა ამ თემაზე და წარმოდგენილია შემოდგომისა და ზამთრის ფოტოები

მისამართი: საქართველო, თბილისი, კუს ტბის გზა,

http://www.paata.ge
http://www.paata.ge

Posted by: katolina 16 Dec 2009, 16:57
http://www.radikal.ru

Posted by: TETISA 16 Dec 2009, 22:41
Ania
sad.gif
გამომრჩა ხო?
გვიანია უკვე?
საერთოდ გადამავიწყა კულტურა და კაი ცხოვრება ამ დედაფეთქებულმა ამბებმა sad.gif
როგორ მინდოდა მოსვლა

Posted by: Ania 17 Dec 2009, 13:25
TETISA
გამოფენა, სადღაც 20 დეკემბრამდე იქნება ამირანში ასე რომ...smile.gif

Posted by: TETISA 17 Dec 2009, 13:34
Ania
ძალიან კარგი. smile.gif
19-ში მოვალ.
ძაან მაინტერესებს. smile.gif 2kiss.gif

Posted by: ikafoto 19 Dec 2009, 20:38
სასტუმრო “თორი” ირაკლი გედენიძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის სახელწოდებაა - ”20 წლის შემდეგ”.
როგორც გამოფენის ორგანზიტაორები აცხადებენ, თავისი ფორმითა და შინაარსით ეს იქნება პირველი დოკუმენტური გამოფენა საქართველოში.
წარმოდგენილი იქნება განსხვავებული ფოტოქრონიკა – საქართველო სამოქალაქო ომიდან დღემდე.
ირაკლი გედენიძე წლების განმავლობაში თანამშრომლობს სხვადასხვა გამოცემებთან, მათ შორის “როიტერთან”, გადაღებული აქვს ექსკლუზიური კადრები ცხელი წერტილებიდან, უნიკალური კადრები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ყველა ფოტო პანორამულია, რაც, ასევე, გამოფენის სიახლეა.
გამოფენა 21 დეკემბერს 19:00 საათზე გაიხსნება.

Posted by: TETISA 20 Dec 2009, 18:02
ikafoto
პოლიტიკური შინაარსი აქვს ყველა ფოტოს?
რა თემა დომინირებს?

Posted by: ikafoto 22 Dec 2009, 00:53
TETISA
არა პოლიტიკა არაფერ შუაშია..
თემა კი ნარევია...
პრინციპში ჩაიარა უკვე... rolleyes.gif

Posted by: TETISA 22 Dec 2009, 01:16
ikafoto
საინტერესო იქნებოდა მათი ნახვა.
აქ დადების საშუალება არ გაქვთ?

Posted by: allex 23 Dec 2009, 00:23
მართლაც რომ საინტერესოო გამოფენა იყო მე კმაყოპილი დავრჩი smile.gif მადლობა !

Posted by: vip_ 23 Dec 2009, 00:26
25-29 დეკემბერს ფოტოხელოვანი მინდია მიდელაშვილი წარმოგიდგენთ საახალწლო გამოფენა-გაყიდვას

მისამართი: წერეთლის 116, დიდუბის პლაზას შენობაში

გამოფენის გახსნა: 25 დეკემბერს 18:00 სთ-ზე

http://www.mindia.ge/


http://www.paata.ge



Posted by: ikafoto 23 Dec 2009, 18:45
TETISA
ჩემს ვებ გვერდზე დავამატე... აი ლინკი:
http://photograph.ge/index.php?page=3&lang=geo&insideGallery=14

Posted by: Walkman123 18 Jan 2010, 18:24
კომპანია "სანი ინვესტ ჯგუფი" აცხადებს ფოტოკონკურსს.

კომპანია ამზადებს ვებსაიტს, რისთვისაც ესაჭიროება თემატური ფოტოსურათი საიტის მთავარ გვერდზე განსათავსებლად.

ფოტო უნდა ეხებოდეს შემდეგ თემებს:

• საქმიანობა;
• ადამიანები;
• ფული;
• მოძრაობა;
• ურთიერთობა;
• ნდობა;

(არ არის აუცილებელი ფოტო ყველა მათგანს მოიცავდეს)

კონკურსის პირობები:

• მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს.
• სურათი უნდა გამოგზავნოთ ორ ფორმატში (jpg და raw).
• სურათის გამოგზავნის ბოლო ვადაა 03,02,2010
• დაუშვებელია პლაგიატიზმი.
• დაუშვებელია გამარჯვებული ფოტოს გამოყენება იდენტური ან მსგავსი მიზნებისთვის.

ფოტოსურათის არჩევა მოხდება კონკურსის ვადის გასვლიდან 4 დღის განმავლობაში.

გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია - 300 ლარი.

ფოტოსურათები გამოაგზავნეთ მითითებულ მეილზე - Sig.photo@yahoo.com

Posted by: TiK-TaK 2 Feb 2010, 00:51
QUOTE (vip_ @ 23 Dec 2009, 00:26 )
25-29 დეკემბერს ფოტოხელოვანი მინდია მიდელაშვილი წარმოგიდგენთ საახალწლო გამოფენა-გაყიდვას

მისამართი: წერეთლის 116, დიდუბის პლაზას შენობაში

გამოფენის გახსნა: 25 დეკემბერს 18:00 სთ-ზე

http://www.mindia.ge/


http://www.paata.ge



მე ვიყავი ამ გამოფენაზე, არაჩვეულებრივი იყო... ზოგადად ძალიან მომწონს მინდიას ფოტოები, კახი კავსაძის 101 ემოციაც ძალიან მაგარი იყოოოო jump.gif

Posted by: vip_ 2 Feb 2010, 01:13
TiK-TaK

ეხლა აზიაშია და იქიდანაც იმედია მაგარ ფოტოებს ჩამოიტანს

Posted by: TiK-TaK 2 Feb 2010, 01:21
კიი ვიციი, მის ფოტოდღიურებს ვეცნობი, უკვე ძალიან მომწონს და ველოდები ახალ გამოფენას smile.gif

Posted by: Kmuno 2 Feb 2010, 12:07
ikafoto

ძალიან ძლიერი ხარ! smile.gif


სამოქალაქო ომიც გაქვს გადაღებული??? wow.gif

Posted by: ikafoto 4 Feb 2010, 11:02
kmuno
QUOTE
სამოქალაქო ომიც გაქვს გადაღებული??? 

კი მაქვს...
ოღონდ რომ დამიჭირეს და ბინა გაჩხრიკეს ნაწილი დაიკარგა...
უბრალოდ მაშინდელმა "გამომძიებლებმა" გაანადგურეს.

Posted by: Kmuno 4 Feb 2010, 11:12
ikafoto
QUOTE
უბრალოდ მაშინდელმა "გამომძიებლებმა" გაანადგურეს.

user.gif

აფსუს, რა ნამუშევრები იქნებოდა, რა ისტორიული მასალა...

Posted by: apple :: 4 Mar 2010, 22:50
დაწერეთ ხოლმე თუ შეიძლება ფოტოგამოფენები როდის და სად იმართებაsmile.gif 2009 წლის მერე მგონი აღარავის დაუპოსტავს ამ თემაში(( ძალიან მაინტერესებს .. და განსაკუთრებით საინეტრესო გამოფენები სტატიებისთვისაც გამომადგება smile.gif

Posted by: vip_ 9 Mar 2010, 20:41
გავაპიაროთ საქართველო პიარ სკოლაში

12 მარტს, 17 საათზე პიარ სკოლაში ჯეპრა და http://www.paata.ge წარმოგიდგენთ პაატა ვარდანაშვილის ფოტო-გამოფენას სახელწოდებით

გავაპიაროთ საქართველო

”ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ პიარის პოპულარიზაციას და პიარის განმარტების სწორ ინტერპრეტირებას საზოგადოებაში. პაატა ვარდანაშვილის გამოფენაც სწორედ ამ მისიას ემსახურება. პიარ სკოლაში წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეების, ისტორიული საინგილოსა და ტაო-კლარჯეთის ფოტოები,” - აცხადებს პიარ სკოლის მენეჯერი თინათინ სამყურაშვილი.

პაატა ვარდანაშვილი ერთ-ერთი ნიჭიერი ფოტოგრაფია, რომელმაც მთელი საქართველო მოიარა და ქვეყნის ყველა კუთხე ობიექტივით აღბეჭდა. პოპულარობას საკუთარი ინტერნეტ გვერდის http://www.paata.ge-ს საშუალებით მიაღწია. მას უკვე იცნობენ თურქეთში, შოტლანდიაში, გერმანიასა და უკრაინაში, სადაც მისი გამოფენები გაიმართა.

გამოფენის ჩატარების ადგილი: ქართულ-ამერიკული უნივერისტეტი (GAU), ჭავჭავაძის 17ა


http://www.paata.ge

Posted by: DIKARKA 18 Mar 2010, 19:22
გიწვევთ გამოFენაზე,რომელიც გაიმართება
22 მარტს 17:00საათზე "თი-ბი-სი"ს საგამოFენო დარბაზში : (მარჯანიშვილის № 7)

გამოფენაზე წარმოდგენილია 16 ფოტოგრაფის გადაღებული 21 უსინათლო ან მხედველობაშეზღუდული ადამიანის იტორია,ვისაც აქვს პროფესიული განათლება,მაგრამ ვერ ახერხებს ცხოვრებისეული ბარიერების გადალახვას...


http://www.radikal.ru

Posted by: allex 20 Mar 2010, 11:48
მიმდინარე წლის 22 მარტს 17 საათზე სამხატვრო აკადემიის დიდ დარბაზში გაიმართება ფოტოგრაფ ნუგზარ ნოზაძის პერსონალური გამოფენა - "ფოტოეტიუდი". მისამართი: თბილისი, გრიბოედოვის 22.

Posted by: Present> 25 Mar 2010, 17:31
აუუუუ ხალხო არავინ იცის იმართება თუ არა ფოტო კონკურსი სკოლებს შორის???


მაგაროი მინდა მონაწილეობა გაასწორებდა...
თუ ინფორმაციას ფლობთ მომაწოდეთ...

Posted by: ikafoto 7 Apr 2010, 21:10
გიწვევთ ირაკლი გედენიძის პერსონალურ ფოტოგამოფენაზე ,,დაიზღვიე ბედი შეიკარი ღვედი,,
გამოფენა ტარდება ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის,, პროექტის ფარგლებში

მის: 8 აპრილს (ხუთშაბათს) 19 საათზე ქორთიარდ მარიოტი თავისუფლების 4

Posted by: Ania 14 Apr 2010, 00:53
http://www.radikal.ru



კინო-თეატრი "ამირანი" ლიტერატურული კაფე, 24 აპრილს, 19:00 სთ-ზე, ნინო ბაშარულის შემოქმედებითი საღამო "ფადო"..ასევე serv.ge წარმოგიდგენთ ანა გოგუაძის ფოტო გამოფენას, "ფადო" ბილეთის ფასი 15 ლარი.

Posted by: British Council 15 Apr 2010, 23:39
ონლაინ ფოტოკონკურსი - ძველი თბილისის იდენტობა და სული
15 მარტი – 15 ივნისი, 2010 წელი
ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ისტორიალი და ICOMOS საქართველო იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს მიიღონ მონაწილეობა ონლაინ კონკურსში ,,ძველი თბილისის იდენტურობა და სული”, რომელიც გაიმართება 2010 წლის 15 მარტიდან – 15 ივნისის ჩათვლით.
კონკურსი არის ნაწილი პროექტისა ‘ურბანული მემკვიდრეობის დაცვა: ,,ძველი თბილისის ინდივიდუალურობა და სული” (“Old Tbilisi Identity and Spirit”) დეტალები შეგიძლიათ იხილოთ www.facebook.com, აღნიშნული გვერდის მისამართზე -
http://www.facebook.com/home.php?#!/pages/Old-Tbilisi-Identity-and-Spirit/337946047303?ref=mf ) ან გვერდი Old Tbilisi Identity and Spirit
პროექტის, ‘ურბანული მემკვიდრეობის დაცვა: ,,ძველი თბილისის იდენტურობა და სული” მიზანია კულტურათაშორის დიალოგის ხელშეწყობით, გამოცდილების გაზიარებითა და შესაძლებლობების განვითარებით აწმყოსა და მომავლის წარსულთან კავშირის საკითხი, რადგან საქართველო განვითარების თვალსაზრისით წინ მიიწევს. პროექტი ფინანსდება ევროკომისიის მიერ. კონკურსის თემა არის ადგილობრივი მოსახლეობისა და სტუმრების მიერ აღქმული ძველი თბილისის კულტურული მემკვიდრეობა.
ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ექპერტებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის დიალოგს თუ როგორ განვითარდეს ძველი თბილისი მისი არქიტექტურული მემკვიდრეობის ხელყოფის გარეშე, მისი რეაბილიტაციის მეშვეობით და ურთიერთქმედებების ის პროცესი, რომელმაც საუკუნეების მანძილზე ჩამოაყალიბა
მისი განუმეორებელი იდენტურობა და სული
გთხოვთ, ფოტოების, ნახატების, სკეტჩებისა ან მედია-საშუალებების გამოყენებით გვიჩვენოთ რა არის თქვენთვის ძველი თბილისი.
კონკურისის მიზანია, დაეხმაროს დაინტერესებულ აუდიტორიას გამოავლინოს საკუთარი აღქმა და შეხედულება ძველი თბილისის იდენტურობის, სულისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ფოტოსურათების, სკეტჩებისა და ნახატების საშუალებებით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას.
პრიზი – კამერა ყოველი 3 ნომინაციისათვის
საუკეთესო ფოტოსურათისთვის
საუკეთესო სკეტჩისთვის/ნახატისთვის
საუკეთესო ნამუშევრისთვის მედიის სხვა საშუალებებში
ორმოცი საუკეთესო ნამუშევარი გამოფენილი იქნება გოეთეს ინსტიტუტის საგამოფენო დარბაზში 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე.
გამარჯვებულთა ნამუშევრები განთავსებული იქნება პროექტისადმი მიძღვნილ პუბლიკაციაში.
ნამუშევრების ატვირთის ბოლო ვადაა: 2010 წლის 15 ივნისი, 17:00 საათი.
ტექნიკური მოთხოვნები:
თქვენი სურათი განთავსებული იქნება გვერდის “Fan Photo Album”-ში.
ნამუშევრების მაქსიმუმი რაოდენობა: 3 ნამუშევარი
მინიმალური ზომა – 1 მეგაბაიტი
მაქსიმალური ზომა – 5 მეგაბაიტი
სურათების ფორმატი – jpeg
სახელწოდებები: სურათების, ნახატებისა და ესკიზების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მიამატოთ სათაურის გასწვრივ ოც სიტყვამდე განმარტება ნამუშევარზე ასახული მასალის შესახებ.
წარმოდგენილი ნამუშევრების თარიღები: ნამუშევრები შესაძლოა შექმნილი იყოს კონკურსის დაწყების დღემდე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
შენიშვნა #1: კოკურსზე წარმოდგენილი სურათები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ბრიტანეთის საბჭოსა და პროექტის პარტნიორების მიერ პროექტისთვის ხელშეწყობის მიზნით;
შენიშვნა #2: შეურაცხმყოფელი და უხამსი შინაარსის მქონე ნამუშევარი არ განიხილება. ყოველი მსგავსი ნამუშევარი დისკვალიფიცირებული იქნება კონკურსიდან;
შენიშვნა #3: დაუშვებელია შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება სათაურებში. ყოველი მსგავსი ნამუშევარი დისკვალიფიცირებული იქნება კონკურსიდან;
შენიშვნა #4: ყოველი კონტაქტი თქვენთან მოხდება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რომელიც თქვენს მიერ იქნება მოწოდებული დარეგისტრირებისას.
შენიშვნა #5: კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრების ატვირთვამდე უნდა წარმოადგინონ წერილობითი ნებართვა თექვსმეტ წლამდე ასაკის ადამიანების სურათების გამოყენების შემთხვევაში.

Posted by: ninia-ninia 18 Apr 2010, 15:19
ფოტოკონკურსი

“მე მიყვარს თბილისი – მრავალეროვანი, განახლებული ქალაქი”



თბილისის მერიის, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი აცხადებს ფოტოკონკურსს: “მე მიყვარს თბილისი – მრავალეროვანი, განახლებული ქალაქი”.

კონკურსის მიზანია, წარმოაჩინოს განახლებული დედაქალაქი თავისი ყოველდღიური ცხოვრებით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფოტოგრაფსა და ფოტომოყვარულს.

კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ არაუმეტეს 5 ფოტოსი A4 ფორმატზე ნაბეჭდი სახით და ასევე ამ ფოტოების ელექტრონული ვერსია CD დისკზე. დასაშვებია როგორც შავ-თეთრი, ისე ფერადი ფოტოები.

საკონკურსო ნამუშევრები უნდა წარდგენილ იქნას ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში (ჩახრუხაძის ქ.#17, კონკასთან). ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია ყოველდღე, 12-დან 16 საათამდე შაბათის, კვირის და ორშაბათის გარდა.

კონვერტზე, რომელშიც მოთავსებული იქნება საკონკურსო ნამუშევრები როგორც ნაბეჭდი, ისე CD დისკზე, მითითებულ უნდა იქნეს კონკურსანტის სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 18 მაისი.

საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს წინასწარ შერჩეული კომპეტენტური ჟიური.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:

I ადგილი – 500 ლარი

II ადგილი - 300 ლარი

III ადგილი – 200 ლარი

სამახსოვრო საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულნიც.

დაჯილდოების ცერემონიალის ზუსტი თარიღი და ადგილი გამოცხადდება დამატებით.

კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციას ტელეფონებზე: 99 06 99 ან 893 14 81 25

საკონკურსო ნამუშევრები ავტორებს უკან არ უბრუნდებათ.

კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფი

Posted by: dedofala 24 Apr 2010, 16:39
მიმდინარე წლის 29 აპრილს, 18 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ფოტოგამოფენა ”წეროვნის ფოტოდღიურები”
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ფოტოპროექტი ”წეროვნის ფოტოდღიურები” რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა ფოტოსესიების სერიას წეროვნის დევნილთა დასახლებაში. ფოტოპროექტი განხორციელდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით. ფოტოდღიურები ასახავს ფოტოგრაფთა თვალით დანახულ დევნილთა ცხოვრების ყოველდღიურობას. პროექტი უნიკალურია იმით, რომ ფოტოგადაღებები განხორციელდა ფოტოფირზე და დაიბეჭდა ხელით მონაწილეების მიერ პროექციული ბეჭდვის მეთოდით. ფოტოპროექტში მონაწილეობდა საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრი 12 ფოტოგრაფი. ამავე პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი (www.tserovanilife.ge), სადაც განთავსებულია ფოტო- და ვიდეო რეპორტაჟები (გვერდი ჩაირთვება გამოფენის დამთავრებისთანავე).

Posted by: Pink_ Panther 28 Apr 2010, 19:20
სასწავლო ცენტრი ვიციპედია 13დან-17წლამდე მოზარდებისთვის აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე - ჩემი ქალაქი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოგვმართეთ ვიციპედიას ოფისში 2010წლის 5 მაისამდე. მის. ჯანაშიას ქ. 11 ტელ. 250801, 892 220119, 897 252973

Posted by: on/off 2 May 2010, 22:08
http://www.myvideo.ge/?video_id=882698

ფოტოფესტივალი ქოლგა ...... გახსნა , 9 მაისი

Posted by: alkimikosi 3 May 2010, 21:58
QUOTE
ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ პიარის პოპულარიზაციას და პიარის განმარტების სწორ ინტერპრეტირებას საზოგადოებაში.

ვაუ, თან რა დროულია!

Posted by: Archeryto 6 May 2010, 22:44
დაიწყო ყოველწლიური ფოტო ფესტივალ-კონკურსი "ახალი ძველი ბათუმი",
ფოტოკონკურსის მიზანია ერთი თვის განმავლობაში ბათუმი იქცეს ფოტომოყვარულთა და პროფესიონალთა სამიზნედ.
საკონკურსო ნამუშევრების განთავსება შესაძლებელია სპეციალურ გალერეაში 2010 წლის 7 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით.
ნამუშევრების განთავსება განხორციელდება ვებ გვერდზე
http://www.photobatumi.ge
გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური,
50 საუკეთესო ფოტო 26 მაისს დაიბეჭდება და გამოიფინიბა
ქალაქ ბათუმში სადაც გამოვლინდება გამარჯვებული,
პირველ სამ ადგილზე გასული ფოტოების ავტორთათვის გათვალისწინებულია ფულადი ჯილდო და პროფესიონალური ფოტო კამერა,
ასევე დაჯილდოვდება ინტერნეტ გამარჯვებული რომელიც გამოვლინდება ვებ გვერზე ხმის მიცემის გზით:

I ადგილი - Canon EOS 5D
II ადგილი - 1000 ლარი
III ადგილი - 500 ლარი

ინტერნეტ გამარჯვებული - 300 ლარი





www.photobatumi.ge


გისურვებთ წარმატებებს..

Posted by: Hesse 7 May 2010, 02:01
ვებ გვერდი ჩაირთვება ხვალ 17:00 საათის შემდეგ.

გელით! smile.gif

Posted by: მონიკა 7 May 2010, 09:01
Archeryto
ახალი თემის გახსნამდე ყურადღებით მოათვალიერეთ განყოფილება. smile.gif

Posted by: apple :: 13 May 2010, 16:19
ვინმემ ხომ არ იცით14ში, ანუ ხვალ ამირანში რა ფოტოგამოფენაა? რა თემატიკაზე ან ვინ არის ორგანიზატორი..?

Posted by: loler 13 May 2010, 19:27
ფოტო კონკურსი "ახალი ძველი ბათუმი"

დაიწყო ყოველწლიური ფოტო ფესტივალ-კონკურსი "ახალი ძველი ბათუმი"!

ფოტოკონკურსის მიზანია ერთი თვის განმავლობაში ბათუმი იქცეს ფოტომოყვარულთა და
პროფესიონალთა სამიზნედ.
საკონკურსო ნამუშევრების განთავსება შესაძლებელია სპეციალურ გალერეაში 2010 წლის 7
მაისიდან 22 მაისის ჩათვლით ვებ-გვერდზე: http://www.photobatumi.ge

გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური,

დაიბეჭდება 50 საუკეთესო ფოტო, რომელთა გამოფენა მოეწყობა 26 მაისს
ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ უძველეს უბანში, ღია ცის ქვეშ.
აქვე მოხდება გამარჯვებული ნამუშევრების ავტორთა დაჯილდოვებაც.

პირველ სამ ადგილზე გასული ფოტოების ავტორთათვის გათვალისწინებულია ფულადი ჯილდო და
პროფესიონალური ფოტო კამერა!
ასევე, დაჯილდოვდება ინტერნეტ-გამარჯვებული, რომელიც გამოვლინდება ვებ-გვერზე ხმის
მიცემის გზით:

I ადგილი - Canon EOS 5D
II ადგილი - 1000 ლარი
III ადგილი - 500 ლარი

ინტერნეტ-გამარჯვებული - 300 ლარი

http://www.photobatumi.ge

გისურვებთ წარმატებებს!




ესეც ჩემი ფოტოები : )

http://photobatumi.ge/?pid=781

http://photobatumi.ge/?pid=780

http://photobatumi.ge/?pid=779

http://photobatumi.ge/?pid=778

Posted by: Lubek 14 May 2010, 23:45
ჟურნალისტთა და ფოტოგრაფთა კონკურსი იძულებით გადადგილებულ პირთა (დევნილთა) თემაზე

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის- “ერთობლივი გადაწყვეტილებები გრძელვადიანი გადაწყვეტილებებია- საქართველოში მცხოვრები დევნილების პრობლემების გადაწყვეტისკენ გადადგმული ნაბიჯები”-ის ფარგლებში, ლტოლვილთა დანიის საბჭო აცხადებს ღია კონკურსს ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფებისთვის საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირებთან (დევნილებთან) დაკავშირებული საკითხების შესახებ.

საქართველოს მთავრობის “იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის” სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს დევნილთა პრობლემების გრძელვადიან მოგვარებას. სახელმწიფო სტრატეგია გულისხმობს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციასა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. სამოქმედო გეგმის მთავარი ამოცანაა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტა, რათა ისინი სულ უფრო ნაკლებად იყვნენ სახელმწიფოზე დამოკიდებულნი, რათა გამჭვირვალე შერჩევის კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდეს მსურველთა ინტეგრაცია სახელმწიფოს სოციალური დახმარების პროგრამებში. ეს კონკურსი არის იმ საინფორმაციო კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს როგორც დევნილთა, ასევე ზოგადად საზოგადოების ინფორმირებას დევნილებთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოების შესახებ.


მოთხოვნები მონაწილეობის მსურველი ჟუნრნალისტებისთვის:

ჟურნალისტებს მონაწილეობის პირობაა სტატიის დაწერა და ცენტრალურ/რაიონულ გაზეთში, ჟურნალსა თუ ინტერნეტ პრესაში გამოაქვეყნება 2010 წლის 15 მაისიდან – 15 ივნისამდე პერიოდში. პუბლიკაცია ყურადღებას უნდა ამახვილებდეს იძლულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სამოქმედო გეგმის ერთ ან რამდენიმე ასპექტზე, კერძოდ, თუ რა გავლენა იქონია სამოქმედო გეგმის ფარგლებში გატარებულმა ღონისძიებებმა იძულებით გადადგილებულ პირთა ცხოვრებაზე, რა ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს სამოქმედო გეგმა მათ ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. სტატია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 300 სიტყვისაგან, ის შეიძლება იყოს წარმოდგენილი რეპორტაჟის ან ისტორიის სახით ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე. მონაწილეები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქენი. იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმა შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: www.mra.gov.ge


მოთხოვნები მონაწილეობის მსურველი ფოტოგრაფებისთვის:

ფოტოგრაფებმა ერთი ან რამდენიმე ფოტო, ან ფოტორეპორტაჟი უნდა წარმოადგინონ ზემოთაღნიშნულ თემატიკაზე. ლტოლვილთა დანიის საბჭო ფოტოებს A2 ფორმატით, 300 DPI რეზოლუციით დაბეჭდავს. წარმოდგენილ ფოტოებზე ლტოლვილთა დანიის საბჭო, ამ პროექტის ფარგლებში მისი დონორები და პარტნიორები იძენენ მათი ბეჭდურ თუ ელექტრონულ პუბლიკაციებში გამოყენების უფლებას. წარდგენილი ნამუშევრები არ უნდა იყოს მანამდე გამოქვეყენებული. დაცული უნდა იქნას პიროვნების ღირსებისა და პირადულობის ეთიკური ნორმები, მონაწილეები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქენი. იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სამოქმედო გეგმა შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: www.mra.gov.ge


განაცხადის წარდგენის წესები:

სტატიები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისმართზე: drc@drc.ge; ამასთან, აუცილებელი მოთხოვნაა ნაბეჭდი პრესის დასკანერებული ვარიანტის ან ელექტრონული გამოცემის ბმულის გაგზავნა, არა უგვიანეს 2010 წლის 15 ივნისისა.

ფოტოსურათები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: drc@drc.ge ; JPEG ფორმატის დაცვით, არა უგვიანეს 2010 წლის 15 ივნისისა. ნაბეჭდი ვერსიას აუცილებლად უნდა ახლდეს თან მისი ელექტრონული ვერსია.

აპლიკანტებმა უნდა მიუთითონ საკუთარი ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია, ფოტოს შემთხვევაში მისი მოკლე აღწერა, სტატიის შემთხვევაში მოკლე რეზუმე.


ჟიურის შემადგენლობა:

ჟიური შედგება პროფესიონალ ფოტოგრაფთა და ჟურნალისტთაგან, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებისაგან.

ჯილდო ჟურნალისტებისთვის:

პირველი პრიზის მფლობელს წილად ერგება კომპიუტერი “Netbook”;
მეორე ადგილზე გასული საჩუქრად მიიღებს დიქტოფონს.

ჯილდო ფოტოგრაფებისთვის:
პირველი ადგილის მფლობელს წილად ერგება მაღაზია “ფოტოსამყაროს” 300 ევროს ექვივალენტი სასაჩუქრე ბარათი.

მეორე ადგილზე გასული მონაწილე საჩუქრად მიიღებს მაღაზია “ფოტოსამყაროს” 150 ევროს ექვივალენტ სასაჩუქრე ბარათს.

განაცხადის წარდგენის ვადაა 2010 წ. 15 მაისი - 15 ივნისი. 2010 წლის 15 ივნისის შემდეგ მიღებული განაცხადი განხილვას არ ექვემდებარება. გამარჯვებული სტატიები და ფოტოსურათები საზეიმო ვითარებაში გამოცხადდება სპეციალურ ცერემონიაზე და გამოიფინება იძულებით გადაადგილებულ პირთა კვირეულის განმავლობაში 2010 წლის 21-24 ივნისს.

Posted by: Andy Warhol 15 May 2010, 13:16
კონკურსებისთვის და ფოტოგამოფენებისათვის არის აპინული თემა !!!

Posted by: Lubek 15 May 2010, 19:18
გმადლობ ენდი და მომიტევე ამ განყოფილების წესებისადმი არაფამილარობა.

Posted by: dedofala 15 May 2010, 19:37
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია (www.photographers.ge), ინტერნეტფოტოკლუბი "ფოტოლაიფი" (www.photolife.ws) და სტუდია "Photolife Studio" (www.photolife.ge) მიმდინარე წლის 15 მაისიდან აცხადებს რეალითი შოუ - ფოტოკონკურსს "ფოტომანი 2010". user posted image

ქართული პროექტი ფოტოკონკურსი “ფოტომანი-2010” ინტერნეტ-სივრცეში “რეალითი შოუს” პრინციპით უკვე მესამედ ტარდება კასტინგით არჩეული 20-25 ფოტოგრაფისა და ფოტომოყვარულის მონაწილეობით.
კონკურსი ტარდება ეტაპობრივად - ოთხ ტურად და, შესაბამისად, თითოეული ტურის შემდეგ მონაწილეთა რაოდენობა მცირდება. დავალებები მოიცავს ფოტოგადაღებებს. დავალებები სრულდება ფოტოგრაფიის სხვადასხვა ჟანრში და კონკრეტულ დროში, თავსდება სპეციალურ ინტერნეტ-გალერეაში. ფოტონამუშევრებს აფასებენ მხარდამჭერები და ჟიურის წევრები. ასევე, კონკურსანტებს ეძლევათ ინტელექტუალური დავალება - მათთვის უცნობი ავტორის ფოტოს რეცენზიის დაწერა. ყოველ ეტაპზე კონკურსს ტოვებს 7 აუტსაიდერიდან ხუთი. ერთ აუტსაიდერს კი კონკურსში ტოვებს “გადარჩენის ჯგუფი”. ჟიურიში შედიან: პორტალის ადმინისტრაცია, სპონსორები და შეფასების უფლების მქონე მომხმარებლები.
კონკურსის ხანგრძლივობაა 30-35 დღე.
სიახლე: "ფოტომანი 2010" კონკურსის დაჯილდოვების ცერემონია ჩატარდება ფოტოგამოფენასთან ერთად, სადაც გამოიფინება საკონკურსო გალერეაში განთავსებული ფოტონამუშევრებიდან 30-35 საუკეთესო ფოტო. შესაბამისად, ღონისძიება ვრცლად გაშუქდება მასმედიით.
გამარჯვებულთათვის დაწესებულია სოლიდური პრიზები.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ - http://www.photolife.ws/forum/index.php?showforum=55

Posted by: ninia-ninia 18 May 2010, 20:48
QUOTE (ninia-ninia @ 18 Apr 2010, 15:19 )
ფოტოკონკურსი

“მე მიყვარს თბილისი – მრავალეროვანი, განახლებული ქალაქი”



თბილისის მერიის, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი აცხადებს ფოტოკონკურსს: “მე მიყვარს თბილისი – მრავალეროვანი, განახლებული ქალაქი”.

კონკურსის მიზანია, წარმოაჩინოს განახლებული დედაქალაქი თავისი ყოველდღიური ცხოვრებით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფოტოგრაფსა და ფოტომოყვარულს.

კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ არაუმეტეს 5 ფოტოსი A4 ფორმატზე ნაბეჭდი სახით და ასევე ამ ფოტოების ელექტრონული ვერსია CD დისკზე. დასაშვებია როგორც შავ-თეთრი, ისე ფერადი ფოტოები.

საკონკურსო ნამუშევრები უნდა წარდგენილ იქნას ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში (ჩახრუხაძის ქ.#17, კონკასთან). ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია ყოველდღე, 12-დან 16 საათამდე შაბათის, კვირის და ორშაბათის გარდა.

კონვერტზე, რომელშიც მოთავსებული იქნება საკონკურსო ნამუშევრები როგორც ნაბეჭდი, ისე CD დისკზე, მითითებულ უნდა იქნეს კონკურსანტის სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 18 მაისი.

საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს წინასწარ შერჩეული კომპეტენტური ჟიური.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:

I ადგილი – 500 ლარი

II ადგილი - 300 ლარი

III ადგილი – 200 ლარი

სამახსოვრო საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულნიც.

დაჯილდოების ცერემონიალის ზუსტი თარიღი და ადგილი გამოცხადდება დამატებით.

კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციას ტელეფონებზე: 99 06 99 ან 893 14 81 25

საკონკურსო ნამუშევრები ავტორებს უკან არ უბრუნდებათ.

კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფი

გაცნობებთ, რომ ფოტონამუშევრების წარდგენის ვადა გაგრძელდა ა.წ. 22 მაისის ჩათვლით.

Posted by: TiK-TaK 23 May 2010, 15:10
27-31 მაისი, მინდია მიდელაშვილის გამოფენა ,,ტაილანდი,,

Posted by: kakhabera69 30 May 2010, 03:16
http://www.radikal.ru

Posted by: teklateo 30 May 2010, 13:09
მხოლოდ ქუთაისში?და ერთი დღით იქნება?

Posted by: kakhabera69 30 May 2010, 14:57
არა შემდგომ ბათუმში იგეგმება და ქუთაისში ერთი დღით კი smile.gif

Posted by: Roger Waters P.F 29 Jun 2010, 10:16
ხუთშაბათს, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ფოტოგამოფენა-აქცია "ოშკი და ხანძთა უწინ და ახლა".

გამოფენაზე განთავსებული ფოტოების ავტორები არიან, ა.წ. 14-16.05.10 - ტაო-კლარჯეთში გასვლა-ექსპედიციის მონაწილეები.
ეს გასვლაც სწორედ ამ მიზნით განხორცილდა, რათა ფოტოზე დაგვეფიქსირებინა ისტორიული საქართველოს ძეგლების - ოშკის და ხანძთას დღევანდელი მდგომარეობა.

გამოფენა გასტანს 5 ივლისამდე.

ყველას გელოდებით .

ხუთშაბათი, 18:00, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი.
მის: ლ.გუდიაშვილის 7 (კ.თ. "რუსთაველის" უკან.)
http://pix.ge/

Posted by: jvarosaniaxali 29 Jun 2010, 15:40
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა
კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და განათლების საქალაქო სამსახური
აცხადებს
ცნობილი ფოტოგრაფის ილო ხახიაშვილის ფოტოკონკურსს

პროგრამა და პირობები

ფოტო-კონკურსის მიზანი
1. ფოტო-კონკურსის მიზანია ცნობილი ფოტოგრაფის, კოლორიტური პიროვნების, ქართველთა და ებრაელთა ძმობის მომღერლის, ილო ხახიაშვილის სახელის უკვდავყოფა და ახალი სახელების წარმოჩენა
2. ფოტო-კონკურსი ჩატარდება ქ.ქუთაისში
3. ფოტო-კონკურსი ორიენტირებული უნდა იყოს მხატვრულ ღირებულებებზე

ზოგადი დებულებელებები
1.ფოტო-კონკურსის მომწყობია თვითმმართველი ქ.ქუთაისის მერია.
2.კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა იურიიდულ და ფიზიკურ პირს, რომელთათვისაც სავალდებულოა კონკურსის პირობების დაცვა და შესრულება.
3. ფოტო-კონკურსი ცხადდება ერთ ტურად. სამუშაო ენა ქართული
4. ფოტო-კონკურსი ცატარებულად ჩაითვლება არა ნაკლებ სამი კონკურსანტის მონაწილეობის შემთხვევაში.

ფოტო-კონკურსზე წარსადგენი მასალა
1. ფოტო-კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ: ა-4 ფორმატის ფოტოები
(თემა თავისუფალია)

ფოტო-კონკურსის ჩატარების კალენდარული გრაფიკი
1. კონკურსი გამოცხადდება: 2010 წლის 3 მაისიდან
2. საკონკურსო ნამუშევრები მიიღება: 2010 წლის 3 მაისადან 13 ივლისამდე
3. შედეგები გამოცხადდება: 2010 წლის 22 ივლისს

განაცხადი მიიღება შემდეგ მისამართზე:
1. ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N3, I სართული, მერიის კანცელარია, ოთახი N3.
2. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ მისამართზე: ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N3, II სართული, ოთახი N212 ტელეფონები: 43396; 49635; 46743

ფოტო-კონკურსის პრემიები
1. ფოტო-კონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია 3 პრემია
1 პრემია - 700 ლარი
2 პრემია - 600 ლარი
3 პრემია - 500 ლარი
2. ფოტო-კონკურსში გამარჯვებულს ასევე გადაეცემა გრან-პრი ,,ოსკარი“ - ილო (ილოს გამოსახულებანი მინი-ქანდაკება)

ფოტო-კონკურსში მონაწილეთა საავტორო უფლებები
1. პრემირებული ნამუშევრები გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
2. არაპრიმირებული ნამუშევრები მოთხოვნისთანავე უბრუნდებათ ავტორებს.
3. ფოტო-კონკურსის შედეგები გამოცხადდება პრესაში, ტელევიზიით და რადიოთი
4. წარმოდგენილ მასალებზე პასუხს აგებს წარმომდგენი

ფოტო-კონკურსის შეფასების კატეგორიები
1. თემის აქტუალურობა და ორიგინალურობა
(პორტრეტი, დოკუმენტი, პეიზაჟი, სიურეალიზმი.....)
2. თემის გახსნისათვის შერჩეული ხერხები
(ფერი, რაკურსი, სიღრმე...)
3. შესრულების ხარისხი
4. ტექნიკური (კომპიუტერი) საშუალებების ჩაურევლობა
შენიშვნა: შეფასება მოხდება 5 ბალიანი სისტემით


Posted by: bacho71 30 Jun 2010, 12:14
1_ელ ივლისს, 18:00 საათზე, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ფოტოგამოფენა "შემდეგი გაჩერება _ ვაგზლის მოედანი". გამოფენის ავტორები არიან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს მხატვრული ფოტოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტები - ირაკლი დოლიძე, ლევან კინწურაშვილი და ზურაბ ქართველიშვილი.

როგორც გამოფენის ორგანიზატორებმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხდეს პროექტზე ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 60 შავთეთრი ფოტო.

გამოფენის ერთ-ერთ ავტორის, ზურაბ ქართველიშვილის განცხადებით, საზოგადოება ვალდებულია თანადგომა გამოუცხადოს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მაგრამ საზოგადოება ასევე ვალდებულია იზრუნვოს საკუთარ ქალაქზე, მის იერ-სახეზე.

"ფოტოებზე დედაქალაქის ცენტრალური რკინიგზის სადგურისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ყოველდღიური ცხოვრების პერიპეტიებია ასახული. შევეცადეთ წარმოგვეჩინა ერთის მხრივ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება და ის პირობლემები, რაც ზოგადად ქუჩის ცხოვრებას ახასიათებს და მეორე მხრივ დამოკიდებულება ჩვენი დედაქალაქისადმი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გამოფენის ერთ-ერთმა ავტორმა ზურაბ ქართველიშვილმა.

ახალგაზრდა ფოტოხელოვანები გამოფენაზე მრავალ სტუმარს ელიან და მათგან წარმოჩენილ პრობლემებზე სავარაუდო რეაგირების იმედებიც აქვთ.

"გამოფენაზე ვიწვევთ დედაქალაქის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, თბილისის ხელისუფლების, ასვე საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის, საზოგადოების წარმომადგენლებს, ჩვენს უფროს კოლეგებს. იმედს ვიტოვებთ, რომ თემა, რომლითაც ჩვენ წავრდგებით საკმაოდ დამაფიქრებელია, როგორც ცალკეული ადამიანების ასვე ჩვენი დედაქალაქის მომავალი განვითარებისთვის", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" საავტორო ჯგუფის წევრმა ირაკლი დოლიძემ.

გამოფენის ერთ-ერთი ავტორი ლევან კინწურაშვილი მადლობას უხდის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზის, ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის", საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის მესვეურებსა და პედაგოგ იური მეჩითოვს გამოფენის მომზადებისთვის გაწეული თანადგომისთვის.

ფოტოგამოფენა სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზში სამ დღეს გასტანს.

Posted by: Chanunpa Wakan 2 Jul 2010, 15:56
თბილისის უნივერსიტეტი "მეტეხი" ფოტოგრაფებს და დიზაინერებს გთავაზობთ ფოტოკონკურსს განათლების თემაზე კრეატიული რეკლამის შესაქმნელად. შერჩეული ფოტოები განთავსდება უნივერსიტეტის ფოტოგალერეაში, სადაც თქვენ საშუალება გეძლევათ ხმის მიცემის რეჟიმით შეაფასოთ ავტორთა ნამუშევრები, მიანიჭოთ მათ შესაბამისი ქულები და დაგროვილი ხმების რაოდენობის მიხედვით გამოავლინოთ გამარჯვებული.

კონკურსის პირველ ეტაპზე შეირჩევა 20 საუკეთესო რეიტინგის მქონე ნამუშევარი.

კონკურსის მეორე ეტაპზე, მოწვეული ჟიურის მიერ, შეირჩევა სამი საუკეთესო ფოტო, რომელთა შორის გამარჯვებულ ავტორს საპრიზო თანხა, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს სპეციალური საჩუქრები გადაემათ.

კონკურსში გამარჯვებული მონაწილისთვის საპრიზო ფონდი შეადგენს 500 ლარს.

საკონკურსო მოთხოვნები:

ფოტოები მიიღება მხოლოდ ციფრულ ფორმატში. გამოგზავნილი ფოტოს ზომა არ უნდა იყოს 900 x 600 პიქსელზე ნაკლები. ავტორს აუცილებლად უნდა მოეპოვებოდეს მაღალი ხარისხის ორიგინალი. ფოტონამუშევრები სასურველია იყოს უმაღლესი განათლების თემაზე. გთხოვთ, ნამუშევარს მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია.

ფოტოები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: pr@metekhiuni.edu.ge 2010 წლის 1 ოქტომბრის 18 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ვებ-გვერდს: http://www.metekhiuni.edu.ge

http://www.jobs.ge/geo/25039/

Posted by: jvarosaniaxali 15 Jul 2010, 12:06
დამთავრდა ილო ხახიაშვილის სახელობის ფოტოკონკურსზე სურათების ჩაბარება. მონაწილეობას ღებულობენ 20 ფოტოხელოვანი საქართველოდან.

Posted by: allex 17 Jul 2010, 23:03
მეგობრებო, როგორც თქვენთვის ცნობილია, "ფოტომანი 2010" კონკურსის 4-ე ეტაპი დაიწყო და IV ეტაპის დავალება პაპარაცი გახლავთ. მხარდამჭერს შეუძლია სმს გზავნილით ხმა მისცეს თავის რჩეულს. ამისთვის ბილაინის ნომრიდან უნდა გაიგზავნოს მესიჯი ნომერზე 2100. მესიჯის ტექსტში უნდა მიეთითოს კონკურსანტისსაიდენტიფიკაციო ნომერი 14 .შეფასების შეწყვეტის შემდეგ პორტალის ქულებს დაემატება სმს ქულები (ბილაინის ოპერატორის მიერ მოწოდებისთანავე), რის შედეგადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
PS.გთხოვთ მხარი დაუჭიროთ კონკურსში (ფინალში)და შემიფასოთ
პაპარაცულ ფოტოები და გამოგზავნოთ sms - ები .
სმს მხარდაჭერა: ბილაინის ნომერზე 2100 გააგზავნეთ სმს - 14
სმს გზავნილები ჩართულია 17 ივლისის 23 საათიდან 19 ივლისის დილის 12 საათამდე.?
წინასწარ დიდი მადლობა! აქ შეგიდზილათ იხილოთ კონკურსანტის ფოტოები!
http://www.photolife.ws/forum/index.php?ac...md=si&img=28192

Marita Merkviladze!

Posted by: AphotographerA 30 Jul 2010, 12:29
რამე კონკურსი ხომ არ ტარდება კიდევ? გტხოვტ ვისაც ინფორმაცია გაქვთ აქ დაპოსტოთ smile.gif

Posted by: [L]0R[D] 16 Aug 2010, 02:26
მიიღებთ მონაწილეობას ? 20,000 ქულა 2000 ლარია სმართის მიხედვით?

http://www.facebook.com/TBCSmartClub?v=app_4949752878

Posted by: xorumi 30 Aug 2010, 18:23
ხაშურში გადავიღე სურათი...ავტვირტე ფეისბუქზე და მოვიგე საწერი პასტა....

დიდი მადლობა თიბისის bis.gif

user posted image

Posted by: kooshmari 5 Sep 2010, 10:39
QUOTE (AphotographerA @ 30 Jul 2010, 12:29 )
რამე კონკურსი ხომ არ ტარდება კიდევ? გტხოვტ ვისაც ინფორმაცია გაქვთ აქ დაპოსტოთ smile.gif

www.albomi.ge


მაგრამ ჯერ ვერ გავუგე ვერაფერი.

თუ ვინმე მიხვდება მითხარით როგორ ავტვირთო ფოტო






____________________________

Posted by: ``knight`` 6 Sep 2010, 13:42
მეგობრებო, ძალიან საინტერესო ფოტო კონკურსს გადავაწყდი: http://www.facebook.com/TBCSmartClub?v=app_4949752878

Posted by: earth 1 Oct 2010, 15:52
ხვალ, შაბათს
2 ოქტომბერს, სიონის სკვერში ფოტოგამოფენა "photo for change" პროექტის ფარგლებში (გამაჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები)
17:00დან 20:00მდე

Posted by: bob115 5 Oct 2010, 20:40
ესეიგი ვისაც გაქვთ თქვენი საიტი აქ დაპოსტეთ და დაგვეხმარეთ ჩავატაროთ ფოტო კონკურსი... ჩვენ დავდებთ ჩვენს გადაღებულ ფოტოებს და ხალხი შეაფასებს... აბა რას იტვით?

Posted by: Archeryto 21 Oct 2010, 01:14
QUOTE
ესეიგი ვისაც გაქვთ თქვენი საიტი აქ დაპოსტეთ და დაგვეხმარეთ ჩავატაროთ ფოტო კონკურსი... ჩვენ დავდებთ ჩვენს გადაღებულ ფოტოებს და ხალხი შეაფასებს... აბა რას იტვით?





http://www.flickr.com/photos/dzneladze/

Posted by: GUCI 11 Nov 2010, 12:04
http://ziza.qip.ru/2007/05/03/luchshie_foto_na_rubezhe_XXXXI_vekov_48_foto.html


სლაბო ნერვებმა არ უყუროტ..................!!!!!!!!!!!

Posted by: armaxsovs 3 Dec 2010, 10:57
საახალწლო ფოტო კონკურსი: “GO 2 GO! for the Holidays”მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ახალი, საახალწლო ფოტო კონკურსი: “GO 2 GO! for the Holidays”!

კონკურსის წესები:

* GO! Electronics -ის facebook ფანებმა უნდა წარმოადგინონ 1 ფოტოსურათი თემაზე “GO 2 GO! for the Holidays” ინტერნეტ-მისამართზე GO2GO@goelectronics.ge. ამის მაგალითი შესაძლებელია იყოს რაიმე საახალწლო ემოციას დამატებული მოწყობილობა, რომელიც ჩვენთან იყიდება, უბრალო ფოტოსურათი ჩვენ მაღაზიაში, კმაყოფილი კლიენტები რომელთაც ჩვენთან გააკეთეს შენაძენი და ა.შ.

* ფოტოსთან ერთად აუცილებლად უნდა მიეთითოს ავტორის სახელი, გვარი და facebook სახელი (თუ ის განსხვავდება რეალური სახელისაგან).

* ყველა ფოტო-ნამუშევარი უნდა იყოს თქვენს მიერ გადაღებული (ინტერნეტიდან ამოღებული ფოტოები ვერ მიიღებენ მონაწილეობას კონკურსში).

*ფოტოების წარმოდგენა შესაძლებელია 20 დეკემბრამდე.

* წარმოდგენილი ფოტოებიდან GO! Electronics შეარჩევს იმ ნამუშევრებს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება საკონკურსო თემას.

* შერჩეული ფოტოსურათები 22 დეკემბერს აიტვირთება GO! Electronics -ის facebook ალბომში.

*22-28 დეკემბერს თქვენ შეგეძლებათ ხმა მისცეთ თქვენთვის ყველაზე მოსაწონ ფოტოს ნიშნულზე “like” დაწკაპუნებით (ხმის მიცემა შესაძლებელია ერთზე მეტ ფოტოზე). გამარჯვებულად დასახელდება ის ნამუშევარი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ “like” -ს.

* გამარჯვებულები გამოცხადდებიან 29 დეკემბერს.

პრიზები:

პირველი ადგილი: Nikon Coolpix P7000
მეორე ადგილი: Nikon Coolpix S80
მესამე ადგილი: Nikon Coolpix 5100


მდებარეობა:
Tbilisi Central, 2 Vagzali square, 4th floor
Tbilisi, Georgia, 0112ტელეფონი:+995 32 200 887 / 888 /889ორშ. - შაბ:10:00 - 22:00კვი:10:00 - 21:00
დეტალური ინფორმაცია

ვებსაიტი:http://www.goelectronics.geFacebook–ის გვერდი:http://www.facebook.com/GOelectronics

Posted by: Sweet Baby Girl 10 Dec 2010, 20:12
საქართველოს ბანკი ატარებს ფოტო კონკურსს თემაზე - "LOVE.BOG.GE
- ისე როგორც გესმით

პრიზი – ფოტოაპარატი Canon EOS 7D


წესები – http://on.fb.me/15000Likes



Posted by: EyORe 12 Dec 2010, 22:42
საქართველოს ბანკის ფოტო-კონკურსია და გადასარევი ფოტოაპარატი თამაშდება...

http://www.radikal.ru


თუ მოგწონთ ეს სურათი http://www.facebook.com/photo.php?fbid=135333949858133&set=a.134895683235293.22607.119630781428450#!/photo.php?fbid=135333949858133&set=a.134895683235293.22607.119630781428450 აქ შედით და დაალაიქეთ რა smile.gif
თუ ვერ ალაიქებთ, მაშინ ჯერ http://www.facebook.com/photo.php?fbid=135333949858133&set=a.134895683235293.22607.119630781428450#!/BankOfGeorgia ეს გვერდი დაალაიქეთ და მერე ის :დ :დ

Posted by: bob115 17 Dec 2010, 09:47
თუ ვინმე ხართ დარეგისტრირებული albomi.ge-ზე ხმა მომეცით რა ძალიან გთხოვთ: )) აი ლინკი
http://albomi.ge/details.php?image_id=3104&mode=search

Posted by: tsvrkaua 6 Jan 2011, 19:49
GUCI
QUOTE
http://ziza.qip.ru/2007/05/03/luchshie_fot...ov_48_foto.html


up.gif ზე ფოტოებია!

Posted by: elene47 31 Jan 2011, 19:00
ყველას ძალიან გთხოვთ ,თუ გამოყოფთ 2 წუთს ,ამ ძაღლის სურათს,რომელიც საქართველოს ბანკის ფოტო კონკურსში იღებს მონაწილეობას ,მიეცით LIKE .....წინასწარ გიხდით მადლობას=)))

http://www.facebook.com/photo.php?fbid=146...119630781428450

Posted by: Teа 5 Feb 2011, 19:21
http://www.graf.ge/index.php?s=&showtopic=10860&view=findpost&p=110086

QUOTE
საგრაფოში ვალენტინობა ახლოვდება!

ამიტომ, აღარ დააყოვნო, გაეცანი კონკურსის წესებს და გაულამაზე სიყვარულის დღე შენს რჩეულს!

გადაიღე ფოტო თემაზე "სიყვარული საგრაფოში", ატვირთე შესაბამის განყოფილებაში:

http://www.graf.ge/index.php?autocom=galle...q=sc&cat=49

და დაელოდე ჟიურის გადაწყვეტილებას! (ჟიური შედგება საიტის ადმინისტრაციის წევრებისგან)

ფოტოების განთავსება შეგიძლიათ დღეიდანვე! ნამუშევრების ატვირთვის ბოლო ვადაა 12 თებერვალი! 13 თებერვალს, 23:59 საათზე გამოვლინდება გამარჯვებული!

დაჯილდოვდება მხოლოდ 1 ადგილზე გასული ნამუშევრის ავტორი!

საჩუქარი სიურპრიზია!

მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ შენ და შენს რჩეულს ძალიან მოგეწონებათ!

მაშ ასე, ნუღარ კარგავ დროს!

Posted by: bob115 8 Feb 2011, 14:19
ფოტო კონკურსი- Valentine's Day!!! მიიღეთ მონაწილეობა. გამოგზავნეთ თქვენს მიერ გადაღებული ფოტო სიყვარულის თემაზე და გახდით გამარჯვებული. ფოტოების გამოგზავნა შესაძლებელია მაილზე nanukagogichaishvili@mail.ru ან ჩვენს Facebook-ის Wall-ზე http://www.facebook.com/?ref=hp#!/pages/Nanuka-gogichaishvili/147320108613207

Posted by: scrutiny 17 Mar 2011, 11:44
ძვირფასო მშობლებო, გამოაგზავნეთ ყველაზე სერიოზული პატარა ადამიანის ფოტოსურათი welcome@basisbank.ge და მიიღეთ თქვენი პატარასთვის საჩუქრად 500 ლარიანი საბავშვო ანაბარი!
http://www.facebook.com/Basisbank#!/notes/basisbank/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98/199528420066899

Posted by: Ania 21 Mar 2011, 23:18
ფოტოკონკურსი "ქოლგა" 2011-ის პირობები

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს. ასაკი შეზღუდული არ არის.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2011 წლის 25 -მარტი.
ონლაინ-რეგისტრაციის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი პირობები:
ფოტოს გრძელი მხარის ზომა უნდა იყოს მინიმუმ 2000 პიქსელი და არ უნდა აღემატებოდეს 3500 პიქსელს.
შეინახეთ ფოტო JPG ფორმატში მაქსიმალური ხარისხით.
ფერთა სივრცე: Adobe1998, sRGB ან განუსაზღვრელი.
ფაილის ზომა: საბოლოო ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5 მბ-ს.
ინტერნეტით ფოტოს რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 1 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში.
ჩვენ ვღებულობთ საკრედიტო ბარათით გადახდილ თანხას. არ ვღებულობთ ჩეკებს და Western Union- ის, სადებიტო ბარათების ან საფოსტო/საბანკო გადარიცხვის საშუალებით გამოგზავნილ თანხას.

რეგისტრაციისგავლისდაონლაინგადახდისშემდეგფოტო (ფოტოები )უნდაგამოგზავნოთშემდეგელ-მისამართზე: contest@kolga.ge

(ონლაინ რეგისტრაცის დროს მოგენიჭებათ უნიკალური ID ნომერი, რომელიც უნდა შეინახოთ და მიუთითოთ ფოტოს ელფოსტაზე გამოგზავნის მომენტში სათაურის ველში)
რეგისტრაცია შესაძლებელია აგრეთვე”ფოტოსამყაროში”, მელიქიშვილის № 6-ში. ამ შემთხვევაში კონკურსანტებმა CD-ზე, მაღალი რეზოლუციით ჩაწერილ ფაილებთან ერთად, უნდა წარმოადგინონ A5 ზომის ამობეჭდილი ფოტოები.
კონკურსში მონაწილეობა ფასიანია: 1 ლარი თითოეული ფოტოსთვის.
საკონკურსოდ შესაძლებელია როგორც ციფრული, ასევე ფირით გადაღებული ფოტოების გამოგზავნა.
კონკურსზე შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის კამერით გადაღებული ფოტო გამოგზავნოთ, მობილური ტელეფონით გადაღებული სურათების გარდა.
ფოტოების თემატიკა შეზღუდული არ არის
სპეციალური ნომინაციაა – კონცეპტუალური ფოტოპროექტი.
საავტორო უფლებები რჩება ფოტოგრაფს. 100 საუკეთესო ფოტოს შორის მოხვედრილი ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება გამოფენაზე 9-13 მაისს თბილისი ცენტრალში და გამოქვეყნდება ფოტოკატალოგში. შესაძლებელია ზოგიერთი ფოტო საკონკურსო ვიდეოსთვის იქნას გამოყენებული.
საკონკურსო ნამუშევრების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
გამარჯვებულთა გამოსავლენად, კონკურსზე სამკაციანი ჟიური მუშაობს, რომელიც ყოველწლიურად იცვლება. ჟიურის შემადგენლობაში პროფესიონალი ფოტოგრაფები არიან.

საპრიზო ფონდი შეადგენს 5 000 ლარს, რომელიც თანაბრად გადანაწილდება კონკურსის ხუთ გამარჯვებულზე.

გამარჯვებული გამოვლინდება 12 მაისს.
გამარჯვების შემთხვევაში მიიღებთ წერილობით შეტყობინებას და მოგებული თანხა გადმოირიცხება თქვენს მიერ მოწოდებულ საბანკო ანგარიშზე.
თუკი ეთანხმებით ამ პირობებს, გთხოვთ დააწკაპოთ ღილაკს ”ონლაინ რეგისტრაცია ” და დაიწყოთ ონლაინ რეგისტრაცია.

http://kolga.ge

Posted by: LOLZ 22 Mar 2011, 07:04
ეჰ რა კარგია. მე კი სურათები კომპში მყავს დატყვევებული sad.gif

Posted by: IkaMac 24 Mar 2011, 13:31
QUOTE
კონცეპტუალური ფოტოპროექტი.

რას ნიშნავს? smile.gif smile.gif





.........

Posted by: konkretula 6 Apr 2011, 01:00
Ania
ქოლგა-ს დაჯილდოვება სად გაიმართება ხომ არ გაქვთ ინფო?

Posted by: Ania 6 Apr 2011, 11:27
konkretula
no.gif
.
.
.
.
.
.
.

Posted by: iliich 17 Apr 2011, 16:05
ვერ მირჩევთ რამე ფოტო გამოფენას?( რაც შეიძლება ახლო მომავალში რო იყოს) მე აზრზე არვარ ,მეგობარი გიჯდება მინდა ვასიამოვნო smile.gif

Posted by: Kmuno 18 Apr 2011, 03:06
konkretula

ტბილისი ცენრალში.
8-12 მაისი თუ არ ვცდები.

Posted by: m-009 22 Apr 2011, 21:01
რაღაც ფრანგი ფოტოგრაფის გამოფენა არისო 5 მაისამდე და ხომ არ იცით სად არის გამოფენა?

Posted by: kesha 27 Apr 2011, 14:14
QUOTE (Ania @ 21 Mar 2011, 23:18 )
ფოტოკონკურსი "ქოლგა" 2011-ის პირობები

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს. ასაკი შეზღუდული არ არის.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2011 წლის 25 -მარტი.
ონლაინ-რეგისტრაციის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი პირობები:
ფოტოს გრძელი მხარის ზომა უნდა იყოს მინიმუმ 2000 პიქსელი და არ უნდა აღემატებოდეს 3500 პიქსელს.
შეინახეთ ფოტო JPG ფორმატში მაქსიმალური ხარისხით.
ფერთა სივრცე: Adobe1998, sRGB ან განუსაზღვრელი.
ფაილის ზომა: საბოლოო ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5 მბ-ს.
ინტერნეტით ფოტოს რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 1 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში.
ჩვენ ვღებულობთ საკრედიტო ბარათით გადახდილ თანხას. არ ვღებულობთ ჩეკებს და Western Union- ის, სადებიტო ბარათების ან საფოსტო/საბანკო გადარიცხვის საშუალებით გამოგზავნილ თანხას.

რეგისტრაციისგავლისდაონლაინგადახდისშემდეგფოტო (ფოტოები )უნდაგამოგზავნოთშემდეგელ-მისამართზე: contest@kolga.ge

(ონლაინ რეგისტრაცის დროს მოგენიჭებათ უნიკალური ID ნომერი, რომელიც უნდა შეინახოთ და მიუთითოთ ფოტოს ელფოსტაზე გამოგზავნის მომენტში სათაურის ველში)
რეგისტრაცია შესაძლებელია აგრეთვე”ფოტოსამყაროში”, მელიქიშვილის № 6-ში. ამ შემთხვევაში კონკურსანტებმა CD-ზე, მაღალი რეზოლუციით ჩაწერილ ფაილებთან ერთად, უნდა წარმოადგინონ A5 ზომის ამობეჭდილი ფოტოები.
კონკურსში მონაწილეობა ფასიანია: 1 ლარი თითოეული ფოტოსთვის.
საკონკურსოდ შესაძლებელია როგორც ციფრული, ასევე ფირით გადაღებული ფოტოების გამოგზავნა.
კონკურსზე შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის კამერით გადაღებული ფოტო გამოგზავნოთ, მობილური ტელეფონით გადაღებული სურათების გარდა.
ფოტოების თემატიკა შეზღუდული არ არის
სპეციალური ნომინაციაა – კონცეპტუალური ფოტოპროექტი.
საავტორო უფლებები რჩება ფოტოგრაფს. 100 საუკეთესო ფოტოს შორის მოხვედრილი ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება გამოფენაზე 9-13 მაისს თბილისი ცენტრალში და გამოქვეყნდება ფოტოკატალოგში. შესაძლებელია ზოგიერთი ფოტო საკონკურსო ვიდეოსთვის იქნას გამოყენებული.
საკონკურსო ნამუშევრების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
გამარჯვებულთა გამოსავლენად, კონკურსზე სამკაციანი ჟიური მუშაობს, რომელიც ყოველწლიურად იცვლება. ჟიურის შემადგენლობაში პროფესიონალი ფოტოგრაფები არიან.

საპრიზო ფონდი შეადგენს 5 000 ლარს, რომელიც თანაბრად გადანაწილდება კონკურსის ხუთ გამარჯვებულზე.

გამარჯვებული გამოვლინდება 12 მაისს.
გამარჯვების შემთხვევაში მიიღებთ წერილობით შეტყობინებას და მოგებული თანხა გადმოირიცხება თქვენს მიერ მოწოდებულ საბანკო ანგარიშზე.
თუკი ეთანხმებით ამ პირობებს, გთხოვთ დააწკაპოთ ღილაკს ”ონლაინ რეგისტრაცია ” და დაიწყოთ ონლაინ რეგისტრაცია.

http://kolga.ge

ყველაზე სლე კონკურსი.. უფრო სწორად კარგი კონკურსი ყველაზე სლე ორგანიზატორებით

Posted by: apachi 28 Apr 2011, 01:28
2 მაისს, ქუთაისშჲ ოქროს ჩარდახის ეზოში გაიმართება არჩილგეგენავას ფოტოების გამოფენა. გამოფენილი იქნება 40-მდე ფოტო საქართველოს ღირშესანიშნაობების.
გამოფენა გაიმართება ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით

user posted image
http://www.facebook.com/event.php?eid=211816892170819

Posted by: kesha 28 Apr 2011, 11:37
apachi
მალადეც smile.gif

სიამოვნებით დავესწრებოდი smile.gif

Posted by: apachi 30 Apr 2011, 00:21
kesha
ჩამოდი


http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: CORONER 3 May 2011, 16:33
konkretula
QUOTE
ქოლგა-ს დაჯილდოვება სად გაიმართება ხომ არ გაქვთ ინფო?

გახსნა 9 მაისს თბილისი ცენტრალში 19 საათზეო..... მეილზე მომივიდა ეხლა :/

Posted by: lizesimple 3 May 2011, 20:13
როგორ უნდა გავიგო....ნამუშევარი მოხვდა თუ არა 100 საუკეთესოში???"P: |

Posted by: namu550d 3 May 2011, 20:20
QUOTE
როგორ უნდა გავიგო....ნამუშევარი მოხვდა თუ არა 100 საუკეთესოში???"P: |

ეგ მეც მაინტერესებს, სავარაუდოდ იქ რომ მივალთ 9მაისს გახსნაზე თუ დაგვხვდა ჩვენი ფოტო ე.ი. მოხვდა 100 საუკეთესოში.

ისე ვინმემ ზუსტად რამე ხომ არ იცით?

Posted by: CORONER 3 May 2011, 21:06
lizesimple
namu550d
ვერც მე გავიგე........ მეილზე მოსაწვევი მომივიდა და ეგ არიიიიიიი

მაგათსას რას გაიგებ biggrin.gif

Posted by: Natty 3 May 2011, 21:40
apachi
დავათვალიერე შენი ფოტოები აჩი....მომეწონა... წარმატებები ..........

Posted by: lizesimple 3 May 2011, 21:57
QUOTE (CORONER @ 3 May 2011, 21:06 )
lizesimple
namu550d
ვერც მე გავიგე........ მეილზე მოსაწვევი მომივიდა და ეგ არიიიიიიი

მაგათსას რას გაიგებ biggrin.gif



ე.ი. ჩვენი ფოტოები არ მოხვდა ასეულში... :|
წესით გამარჯვებულ ფოტოებს შეატყობინებდნენ არა?? მეილზე...

Posted by: namu550d 3 May 2011, 22:20
QUOTE
ე.ი. ჩვენი ფოტოები არ მოხვდა ასეულში... :|
წესით გამარჯვებულ ფოტოებს შეატყობინებდნენ არა?? მეილზე...


მასე ერთ გამოფენაზეც მივედი და არ დამხვდა ჩემი ფოტოები გამოფენილი, თან სამი, არადა არც დაურეკავთ.
შეიძლება ვერც გავიდა, თორე მაგის დაწერას რა უნდოდა. ისე 9მაისისა და 12მაისის მოსაწვევები ორივე მოგივიდათ?

Posted by: CORONER 3 May 2011, 23:52
lizesimple


QUOTE
ე.ი. ჩვენი ფოტოები არ მოხვდა ასეულში... :|
წესით გამარჯვებულ ფოტოებს შეატყობინებდნენ არა?? მეილზე...

აზრზე არ ვარ :/

namu550d

QUOTE
მასე ერთ გამოფენაზეც მივედი და არ დამხვდა ჩემი ფოტოები გამოფენილი, თან სამი, არადა არც დაურეკავთ.
შეიძლება ვერც გავიდა, თორე მაგის დაწერას რა უნდოდა. ისე 9მაისისა და 12მაისის მოსაწვევები ორივე მოგივიდათ?

კი ორივე მოვიდა...

არ ვიცი რა.... გახსნაზე მისვლას მაინც ვაპირებდი დამივალ რააა.... ჩემგან რა მიდის??


მე მაინც უბრალოდ მოსაწვევი მგონია :/

Posted by: namu550d 4 May 2011, 00:38
QUOTE
კი ორივე მოვიდა...

არ ვიცი რა.... გახსნაზე მისვლას მაინც ვაპირებდი დამივალ რააა.... ჩემგან რა მიდის??

მე მაინც უბრალოდ მოსაწვევი მგონია :/


ხო ალბათ უბრალოდ მოსაწვევია sad.gif

Posted by: R_2 6 May 2011, 22:23
გამოფენა ჩატარდება 31 მაის თბილიში ეს გახლავთ ფოტოკონკურსის გევრდი facebook ზე თუ დაგაინტერესებთ და რამე კიტხვა გექნებათ გევრდზე შეგიძლიათ დასვათ კითხვა და ამომწურავად გაგცემთ პასუხს.
http://www.facebook.com/pages/%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98/122684647801257

Posted by: bob115 12 May 2011, 10:51
ფოტო კონკურსი "ჩემი ზაფხული". ატვირთეთ თქვენს მიერ გადაღებული საზაფხულო ფოტო ჩვენს კედელზე და მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში. დააგროვეთ რაც შეიძლება მეტი LIKE და გახდით გამარჯვებული. ჟიური გამოავლენს თავის ფავორიტ ფოტოს და გამარჯვებული ფოტოები "საერთო გაზეთი"-ს ზაფხულის პირველივე ნომერში დაიბეჭდება. გისურვებთ წარმატებებს!

ვებ-გვერდი: http://www.facebook.com/saertogazeti

Posted by: konkretula 13 May 2011, 01:25
CORONER
იყავი გასული შენ ქოლგაზე??: ))

Posted by: CORONER 13 May 2011, 12:10
konkretula
QUOTE
იყავი გასული შენ ქოლგაზე??: ))

არა smile.gif გასული არა. მისული კი..... biggrin.gif შარშანდელზე უკეთესი სიტუაცია იყო მინდა ავღნიშნო... ლაითბოქსებიც მომეწონა smile.gif

Posted by: Ania 16 May 2011, 18:34
21 მაისიდან 28 მაისამდე, კაფე "ნერო"-ში დიაკიდება ჩემი ფოტო-სერია "ფერები-მონაფერები" ვისაც არ გაქვთ ნანახი............. smile.gif

http://pix.ge/

Posted by: ფაშისტი 11 Jun 2011, 13:14
რუსთაველზე გამოფენის უკან კაზარიანცის სახლის უკან საბაგირო რი იყო, მანდ ძალიან მაგარი ფოტოგამოფენა იყო და ხომ არ იცით შემთხვევით, ფოტოგრაფის სახელი?

Posted by: lizesimple 21 Jun 2011, 18:41
QUOTE (ფაშისტი @ 11 Jun 2011, 13:14 )
რუსთაველზე გამოფენის უკან კაზარიანცის სახლის უკან საბაგირო რი იყო, მანდ ძალიან მაგარი ფოტოგამოფენა იყო და ხომ არ იცით შემთხვევით, ფოტოგრაფის სახელი?

მემგონი...
Vincent Lappartient
smile.gif...

Posted by: Pinturicch10 23 Jun 2011, 11:07
თუ მოგეწონებათ დააlikeთ გთხოვთ http://www.facebook.com/photo.php?fbid=213219965382757&set=a.203614476343306.47106.191282737576480&type=1
ოღონდ მანამდე ამის http://www.facebook.com/berta.ge დაlikeება მოგიწევთ.

მადლობა smile.gif

http://www.radikal.ru

Posted by: Maiko274 21 Jul 2011, 13:15
ძალიან გთხოვთ სლაიდ სკანერი ხომ არ იცით სად შეიძლება იყოს თბილისში

Posted by: severuss 21 Jul 2011, 16:50
დაწერეთ რა ვინმემ თუ იცის თბილისში ახლო მომავალში გამოფენების შესახებ

Posted by: vandalino 24 Jul 2011, 20:45
http://artstudioo.wordpress.com/

ნახეთ საკონკურსო ფოტოები ფეისბუქის გვერდზე! რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდის მარჯვენა ზოლში მოთავსებული ბანერის მეშვეობით!

Posted by: Alpha 28 Jul 2011, 14:34
http://pix.ge/

Posted by: Gainsborough 31 Jul 2011, 18:52
მოგესალმებით,

ტარდება კონკურსი საუკეთესო ფოტო ნამუშევრის გამოსავლენად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ხელოვანს.

კონკურსის ვადები:

საკონკურსე ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადა: 15 აგვისტო.
საკონკურსე ნამუშევრების ატვირთვა ჩვენი საიტის Facebook გვერდზე: 17 აგვისტო.
საკონკურსე ნამუშევრებზე ხმის მიცემის პროცესი: 17 - 29 აგვისტო (12 დღის განმავლობაში).
კონკურსში გამარჯვებული მონაწილის გამოვლენა და დაჯილდოვება: 1 სექტემბერი.

კონკურსის პირობების, პრიზების და დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: http://freelancers.ge/contest.php

ნამუშევრების გამოგზავნა დაიწყო, შემოგვიერთდით ფოტომოყვარულებო smile.gif

პატივისცემით,
ადმინისტრაცია

Posted by: Bacci 31 Jul 2011, 19:48
მეც შემოგიერთდებოდით, ლიქებზე რო არ იყოს :ლალალაა:

Posted by: Gainsborough 31 Jul 2011, 20:06
Bacci
ამ ეტაპზე ლაიქებზეა smile.gif

თუმცა შემდეგ კონკურსში გამარჯვებული ორ ნომინაციაში გამოვლინდება, ინტერნეტ რჩეული და ჟიურის რჩეული smile.gif

Posted by: Natty 1 Sep 2011, 19:51
ქუთაისში არ ტარდება გამოფენები???/

Posted by: apachi 8 Sep 2011, 22:34
user posted image

-• -გადაიღეთ შემოქმედებითი ფოტო თემაზე ,,მე და ჩემი ქუთაისი“ • გამოაგზავნეთ Email–ით მისამართზე ilokutaisi2011@gmail.com წესები • ფოტო უნდა იყოს გადაღებული თემაზე – ,, მე და ჩემი ქალაქი ქუთაისი • გრაფიკული ნამუშევრები და ფოტო–მონტაჟი არ მიიღება; • Subject-ში მიუთითეთ „ფოტო კონკურსი“ • Email-ში მიუთითეთ თქვენი – • სახელი: • გვარი: • ტელეფონის ნომერი: • Facebook-ის პროფილის მისამართი: • დაელოდე...თ ფოტოს ატვირთვას გალერეაში ,, ფოტო კონკურსი ილო“ Facebook-ის გვერდზე აუცილებლად და–Tag-ეთ თქვენს ფოტოზე საკუთარი თავი! • მას შემდეგ რაც ფოტო აიტვირთება ფოტო კონკურსის გალერეაში http://www.facebook.com/ "ფოტო კონკურსი ილო“ -ს Facebook-ის გვერდზე, ფოტოზე და–Tag-ეთ საკუთარი თავი (წინააღმდეგ შემთხვევაში ფოტო კონკურსიდან მოიხსნება); • თუ თქვენს მიერ Wall-ზე ატვირთული ფოტო არ არის გამოქვეყნებული ფოტო კონკურსის გალერეაში, გამოაგზავნეთ ის email-ზე ilokutaisi2011@gmail.com ზემოთ აღწერილი წესების დაცვით. • ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ფოტოს წარმოდგენა. რამდენიმე საკონკურსო ნაშრომის ავტორი კონკურსიდან მოიხსნება; • კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვები შეგიძლიათ დასვათ მხოლოდ ამ Note-ის კომენტარებში; • ჩატი და არა თემატური კომენტარები გაუფრთხილებლად წაიშლება როგორც Wall-იდან, ისე ამ Note-ის კომენტარებიდან; • არათემატური, შეურაცხმყოფელი და არა–ეთიკური ფოტოსურათები გაფრთხილების გარეშე გამოეთიშება კონკურსს; • ფოტოები მიიღება email-ზე 2011 წლის 12 სექტემბრიდან 19:00–მდე; • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია გათამაშების თარიღისთვის ყველა საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ მყოფ 13 წელზე ზემოთ ასაკის ადამიანს, გარდა ფოტო კონკურსის ,,ილო“-ს დროებითი კომისიის წევრებისა . პირობები: გამარჯვებული იქნება ის ვინც 15 ოქტომბერს 19:00–მდე ყველაზე მეტ Like-ს დააგროვებს, შემდეგ ბმულზე: http://www.facebook.com/ /ფოტო კონკურსი "ილო" / Photo Contest "ILO" , აღნიშნულ კონკურსში გამოვლინდება ხალხის ფავორიტი ფოტო, რომლის ავტორსაც გადაეცემა მინი ქანდაკება და ფულადი პრიზი 100 (ასი) ლარის ოდენობით. გამარჯვებული გამოვლინდება 17 ოქტომბერს გამოფენაზე 19:00 საათამდე. ქალაქ ქუთაისის მერია იტოვებს მომხმარებლების საკონკურსო ნაშრომების მთლიან ან ნაწილობრივი გამოიყენების უფლებას

http://www.facebook.com/pages/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D-Photo-Contest-ILO/274495425896319#!/pages/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D-Photo-Contest-ILO/274495425896319?sk=info

Posted by: toko-zes 25 Sep 2011, 23:41
http://www.radikal.ru

Posted by: 3Dmaster 12 Oct 2011, 19:41
14 ოქტომბერს, მცხეთობის ღონისძიებათა ფარგლებში, სვეტიცხოვლის მოედანზე კოლონებიან დარბაზში იხსნება ფოტოგამოფენა „მცხეთა საუკუნეთა მიჯნაზე (XIX-XX)” გამოფენილი იქნება ძველი მცხეთისა და თბილისის შემოგარენის უნიკალური ფოტომასალა, მათ შორის მოცულობით ფორმატში.

http://www.radikal.ru

Posted by: shiklgruber 28 Oct 2011, 17:23
არასამთავრობო ორგანიზაცია "http://tbilisi.oikos-international.org/" http://www.oikos-international.org/ ერთად წარმოგიდგენთ ფოტო-კონკურსს სტუდენტებისათვის "მდგრადი ერთობა".

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ნებისმიერი კურსის სტუდენტმა უნდა გამოაგზავნოს ფოტო(ები) თემატიკით "მდგრადი ერთობა" 31 ოქტომბრამდე შევსებულ http://tbilisi.oikos-international.org/projects/oikos-photo-competition/oikos-photo-contest-2011/registration.html ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@oikos-tbilisi.org

საუკეთესო ფოტოები გადაინაცვლებენ მეორე ეტაპზე და მიიღებენ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას.

საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული კი დაჯილდოვდება ციფრული ფოტოკამერითა და საერთაშორისო აღიარებით.

იჩქარეთ სტუდენტებო, თქვენ რამდენიმე დღიანი ვადა დაგრჩათ!
* * *
შეკითხვებისთვის:
nick.begashvili@oikos-tbilisi.org

Posted by: shiklgruber 31 Oct 2011, 22:17
სურათების მიღების პერიოდი გადავადდა! 2 ნოემბრის ჩათვლით შეგიძლიათ შევსებული ანკეტისა და ფოტოების გამოგზავნა.

იჩქარეთ, იჩქარეთ, იჩქარეთ!

Posted by: ikafoto 30 Nov 2011, 16:35
NACIONAL GEOGRAPHYC- მა გამოფინა ხმების მისაცემად რეგისტრირებული საკონკურსო ფოტოები, ვისაც მოგეწონებათ მიეცით ხმა ჯერ ჩვენი ქვეყნის სილამაზეს და შემდეგ ჩემს ფოტოებს http://ngm.nationalgeographic.com/ngm/phot...1/users/737079/

Posted by: F1ve 30 Nov 2011, 17:10
QUOTE (ikafoto @ 30 Nov 2011, 16:35 )
NACIONAL GEOGRAPHYC- მა გამოფინა ხმების მისაცემად რეგისტრირებული საკონკურსო ფოტოები, ვისაც მოგეწონებათ მიეცით ხმა ჯერ ჩვენი ქვეყნის სილამაზეს და შემდეგ ჩემს ფოტოებს http://ngm.nationalgeographic.com/ngm/phot...1/users/737079/

ლინკია მგონი არასწორი boli.gif

Posted by: smileee75 30 Nov 2011, 18:49
რაიმე გამოფენები ეწყობა საინტერესო?

Posted by: ikafoto 30 Nov 2011, 19:09
F1ve
სწორია უბრალოდ FACE-დან შეიძლება შესვლა რეგისტრაციას ითხოვს

Posted by: dedofala 9 Dec 2011, 13:12
2012 წლიდან ევროკომისიის დაფინანსებით იწყება საერთაშორისო ფოტოპროექტი SAY CHEESE: EASTERN PARTNERSHIP FAMILY ALBUM, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია. პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ფოტოგრაფიის პროფესიონალურ განვითარებას, ფოტოგრაფიის დარგში ქვეყნებს შორის კონტაქტების დამყარებას და ამ მიზნით საინტერესო შეხვედრებს, ფოტოსესიებს, გამოფენებს, ვირტუალურ სასწავლო პროგრამებს პროექტის მონაწილე ქვეყნებში.
პროექტი, რომელიც ევროკომისიაში უკვე ინიცირებული და დამტკიცებულია, 30 თვეს გაგრძელდება. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, პროექტის დაფინანსების ფარგლებში იმოგზაურონ და მონაწილეობა მიიღონ ზემოაღნიშნულ ღონისძიებებში (მაგალითად, საქართველოს თვალით დანახული უკრაინა, მოლდოვას თვალით დანახული საქართველო და ა.შ.). საუკეთესო ფოტონამუშევრები დაიბეჭდება სპეციალურ ფოტოალბომში და დარიგდება ექვსივე ქვეყანაში. მოეწყობა აღნიშნული ნამუშევრების გამოფენა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ფოტოგრაფების პოპულარიზაციას. დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილე ფოტოგრაფები და ფოტომოყვარულები შეხვდებიან ევროპის ფოტოგრაფთა ასოციაციის ექსპერტებს და მოქმედ ფოტოგრაფებს. პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ უფასოდ გაიარონ ფოტოსკოლის პროგრამა და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მიიღონ საერთაშორისო სერტიფიკატი. პროექტის მიმდინარეობა სისტემატურად გაშუქდება მასმედიის საშუალებებით. პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ ნაციონალური ასოციაციების წევრებს. გისურვებთ წარმატებებს!

დეტალები - http://photographers.ge/article_115.htm

user posted image

Posted by: marisaxo 23 Dec 2011, 21:46
http://www.facebook.com/events/247347051994008/

Posted by: Kmuno 24 Dec 2011, 00:39
dedofala


როგორ შვეიტანო სივი, ან განცხადება ან სამოტივაციო წერილი?>

Posted by: allex 24 Dec 2011, 01:10
http://www.facebook.com/photo.php?fbid=318684641488817&set=o.411335840448&type=1&theater¬if_t=like

Posted by: d_tsabo 25 Dec 2011, 02:24
http://msy.gov.ge/photos/?
ამ კონკურში თუ იღებდით მონაწილეობას?
გილოცავთ ფინალურ ტურში გადასვლას, გამოფენა-დაჯილდოება ჩატარდება საგამოფენო სივრცე "ვერნისაჟში", 27 დეკემბერს 16:00 სთ-ზე.
ეს მომწერეს და რას ნიშნავს გადავედი შემდეგ ტურშიeek.gif არ მჯერა eek.gif eek.gif eek.gif

Posted by: marisaxo 14 Jan 2012, 18:38
http://www.facebook.com/media/set/?set=a.266316066767369.63889.152315218167455&type=1

Posted by: krikri 24 Jan 2012, 00:39
ფბზე არის კონკურსი ვისაც უნდა შეუძLია დაამატოს თავისი ფოტოც

და ბარემ ესეც ნახეთ რაა თუ მოგეწონებათ biggrin.gif

http://www.facebook.com/photo.php?fbid=306797282699907&set=a.305583402821295.69035.132957460083891&type=3&theater

ჩემი ფოტოა baby.gif chups.gif

Posted by: nata makhashvili 29 Feb 2012, 12:21
გამარჯობა,

„ახალგაზრდა მემარჯვენეები“ გთავაზობთ ფოტოკონკურსს თემაზე „ქართული სოფელი“.
ვისაც გიტაცებთ ფოტოხელოვნება და გსურთ მიიღოთ მონაწილეობა ამ კონკურსში, გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე kartulisopeli@nrp.ge თქვენს მიერ გადაღებული ფოტო,რომელიც გამოხატავს თქვენს განცდას,თქვენს დამოკიდებულებას ქართული სოფლის მიმართ.
ფოტოების მიღება - 16 თებერვლიდან 10 მარტამდე,ხოლო კონკურსი დაიწყება 10 მარტს და გაგრძელდება 10 დღის განმავლობაში.
შემოთავაზებული ფოტოსურათებიდან 3 საუკეთესო ფოტო გამოვლინდება ე.წ. „like”-ების მეშვეობით , ხოლო ყველაზე მეტი „like“–ის მქონე საუკეთესო 30 ფოტოსთვის მოეწყობა გამოფენა,სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით:

I ადგილი – ფოტოაპარატი Canon EOS Rebel T3
II ადგილი– kindle fire
III ადგილი – kindle

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი – http://www.facebook.com/note.php?note_id=10150604511809100

Posted by: Weangels 5 Mar 2012, 02:35
გადაგიღებთ უმაღლესი ხარისხის ფოტოებს შეღავათიან ფასად, დანარჩენი თუ დაგაინტერესებთ მომწერეთ PM და განახებთ ჩემს ნამუშევრებსაც... ფოტოებს გამოგიგზავნით დამუშავებულს და გამზადებულს არა უგვიანეს 2-დღეში. : )

Posted by: allex 10 Mar 2012, 23:20
შემიფასეთ თუ არ შეწუხდებით!!! :*


http://www.facebook.com/photo.php?fbid=10150606795436937&set=a.10150606733131937.373826.188332271936&type=3&theater

http://www.facebook.com/photo.php?fbid=10150606795601937&set=a.10150606733131937.373826.188332271936&type=3&theater

http://www.facebook.com/photo.php?fbid=10150606795811937&set=a.10150606733131937.373826.188332271936&type=3&theater

Posted by: Qolga 6 Apr 2012, 00:47
საზგური გუდაურში ))

http://www.facebook.com/welcomeatlouisas

Posted by: TokoAssassin 9 Apr 2012, 22:42
რამე ფოტოკონკურსი ხომ არაა სადმე რამე? smile.gif

Posted by: MAGIC_WOMAN 10 Apr 2012, 23:55
http://www.facebook.com/photo.php?fbid=314432568623496&set=a.314427208624032.73560.146437535423001&type=1&theater

ბავშვებო გთხოვთ დაალაიქოთ jump.gif

Posted by: apachi 27 Apr 2012, 16:50
ქუთაისელი ფოტოგრაფების ნათია აფხაიძის, არჩილ გეგენავას, მერაბ ბარათაშვილის, დავით მირზაშვილის და თურქი ფოტოხელოვანების გამოფენა.

user posted image

Posted by: i_k_s_1 16 May 2012, 11:43
„მე ვირჩევ თავისუფალ პრესას!“
დამწყებ ჟურნალისტებსა და ფოტოჟურნალისტებს ეძლევათ საშუალება, ორი კვირის განმავლობაში, 15–დან 31 მაისის ჩათვლით, „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის“ ოფიციალური და facebook–ის გვერდებიდან, სპეციალურ პროგრამაში ატვირთონ თავიანთი ნამუშევრები, თემაზე – „თავისუფალი პრესა“.

კომპენენტური ჟიური, გამომცემლებისა და მედიის ექსპერტების შემადგენლობით, ნამუშევრებს შეაფასებს ორიგინალობის, ეთიკურობისა და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით.

ჟიური შეარჩევს რამდენიმე გამარჯვებულს, რომელთაც მიეცემათ საშუალება, დასაქმების პერსპექტივით გაიარონ სტაჟირება საქართველოს წამყვან ჟურნალ–გაზეთებში.

იმ სტატიისა და ფოტოსთვის, რომელსაც ორგანიზაციის facebook–ის გვერდზე ყველაზე მეტი მოწონება (like) ექნება დაწესდება მატერიალური პრიზები. სტატიის ავტორი – ციფრულ დიქტოფონს, ფოტოს ავტორი კი – პროფესიონალურ ფოტოაპარატს მიიღებს.

კონკურსის ეს ნაწილი ორეტაპიანი იქნება. ხუთი მონაწილე, რომელსაც 31 მაისისთვის ყველაზე მეტი მოწონება (like) ექნება, კონკურსის მეორე ეტაპზე გადავა. მათ შორის გამარჯვებული იქნება ის, ვინც 10–დან 17 ივნისამდე ყველაზე მეტ მოწონებას (like) დაგროვებს.

კონკურსში გამარჯვებულები, 23 ივნისს, საზეიმო ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან. გამარჯვებული სტატიები და ფოტოები განთავსდება „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის“ ოფიციალურ ვებ გვერდზე. გამარჯვებული ფოტოები გამოიფინება დაჯილდოვების ღონისძიებაზე.

გაფრთხილება:
კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ნამუშევრები, რომლებიც შეურაცხყოფენ ადამიანის პატივსა და ღირსებას, შეიცავენ დისკრიმინაციულ ხასიათს ან მოწოდებას რისიმე ან ვისიმე წინააღმდეგ.

სტატიები არ უნდა აღემატებოდეს Word–ის 12–იანი შრიფტით ნაბეჭდ 2,5 გვერდს და არ უნდა იყოს 2 გვერდზე ნაკლები.

ფოტოები არ უნდა იყოს გადაღებული მობილური ტელეფონით; არ უნდა იყოს 2800–3500 პიქსელზე ნაკლები; მოთხოვნის შემთხვევაში, ავტორს უნდა შეეძლოს წარმოადგინოს ფოტოს დედანი.

http://fpso.ge/app1.php?session=%7B%22session_key%22%3A%222.AQAFfZVBrjNBuLAg.3600.1337158800.0-100001778333518%22%2C%22uid%22%3A%22100001778333518%22%2C%22expires%22%3A1337158800%2C%22secret%22%3A%22d_DiTfvkOSJgQvh_pAvXng__%22%2C%22base_domain%22%3A%22fpso.ge%22%2C%22access_token%22%3A%22AAADSSUcUzr4BAOnH62RIZCndAboL6gh3HPNQVZAXijOWlYPQZCivSbGVZCIMtSenN5xuIGS9W5VYiB3buDpx8SJ1qUQkPtnvYSQ0yWfyOsoHTXcJOqQY%22%2C%22sig%22%3A%2267645e7ba67269acc493fadae58ccdda%22%7D

Posted by: judi19 16 May 2012, 12:00
და ფოტო აპარატი რა ფასიანია დაახლოებიით?? ან მოდელი?

Posted by: iRRa 16 May 2012, 12:14
QUOTE
facebook–ის გვერდზე ყველაზე მეტი მოწონება (like)

QUOTE
(like)

facepalm.gif

Posted by: bittersweet 16 May 2012, 12:18
QUOTE (iRRa @ 16 May 2012, 12:14 )
QUOTE
facebook–ის გვერდზე ყველაზე მეტი მოწონება (like)

QUOTE
(like)

facepalm.gif

მართლაც რაა facepalm.gif
სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ აი ეს ლაიქები მკლავს რაა, არცერთი სერიოზული ფოტოგრაფი და ფოტომოყვარული არ მიიღებს მონაწილეობას, დაჯდეს რამოდენიმე ჭკვიანი და ფოტოგრაფიაში გარკვეული ადამიანი, აარჩიოს და მაშინ ჰო.

Posted by: i_k_s_1 16 May 2012, 12:25
iRRa

bittersweet
წესებს და პირობებს თუ კარგად გადაიკითხავთ ნახავთ, რომ ჯიურიც აფასებს ამ ყველაფერს.
judi19
რაც შეეხება ფოტოაპარატს პოლაროიდი არ იქნება მერწმუნე smile.gif
* * *
QUOTE (i_k_s_1 @ 16 May 2012, 11:43 )

კომპენენტური ჟიური, გამომცემლებისა და მედიის ექსპერტების შემადგენლობით, ნამუშევრებს შეაფასებს ორიგინალობის, ეთიკურობისა და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით.


------------------------------------------------------------------------

Posted by: LOLZ 16 May 2012, 16:45
i_k_s_1

რამდენი ნამუშევრის წარმოდგენა შეიძლება?
* * *
bittersweet
iRRa

რამეს აპირებთ? biggrin.gif

Posted by: i_k_s_1 16 May 2012, 18:06
LOLZ
შეგიძლია რამოდენიმე ნამუშევარი ატვირთო, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს კონკურსში მონაწილეობას.

Posted by: LOLZ 16 May 2012, 18:19
i_k_s_1
ფოტონამუშევრებსაც ეხება და სტატიებსაც? ვინ გადაწყვეტავს რომელი გახდება საკონკურსო?
და სტაჟირება რომელ ჟურნალებში/გაზეთებში? საორიენტაციოდ მაინც.
* * *
განაცხადში დაუმატეთ რომ მხოლოდ 1 ნამუშევრის გაგზავნა შეიძლება.

Posted by: i_k_s_1 16 May 2012, 18:56
LOLZ
კი ფოტო ნამუშევრებსაც ეხება და სტატიებსაც.
სტაჟირებას გაივლის რამდენიმე პიროვნება წამყვან ჟურნალ გაზეთებში, რომელსაც ჟიური შეარჩევს და ბევრი ლაიქი ექნება

Posted by: LOLZ 16 May 2012, 19:05
i_k_s_1
ჰოდა რომელია ეგ წამყვანი ჟურნალ-გაზეთები, მათი სახელები მაინტერესებს.

Posted by: iRRa 16 May 2012, 20:32
QUOTE
bittersweet
iRRa

კაიიჰ რააა smile.gif
მე და ბიტერა არ დაგვაფიქსირო რაააა biggrin.gif
ვერ გოუძლებ თვარაsad.gif
* * *
QUOTE
რამეს აპირებთ?

არც არაფერს ლოლზ.LOLZ
ნუ ეხლა ამ კრისტალთან კამათი არ მინდა წესებს გადახედეო მირჩევს smile.gifკარგი ადამიანია ეტყობა მარა....
მარაა...თუ კი მაგათმა კარტელმა არ აგირჩია მერე ლიკეები გადაგარჩენს...ოოო დიდოოო ლიკეეეო შეგვიწყალენ ჩუეენsmile.gif

Posted by: i_k_s_1 17 May 2012, 12:28
QUOTE (LOLZ @ 16 May 2012, 19:05 )
i_k_s_1
ჰოდა რომელია ეგ წამყვანი ჟურნალ-გაზეთები, მათი სახელები მაინტერესებს.

კვირის პალიტრა, რეზონანსი, ახალი თაობა და ზოგადათ მედია ჰაუსში. ასე რომ იაქტიურეთ smile.gif
http://fpso.ge/index.php

Posted by: LOLZ 17 May 2012, 13:14
iRRa
ლაიქები პოპულარიზაციის საშუალებაა smile.gif) მე თუ დავდე ჩემი ფოტო დამილაიქე biggrin.gif

Posted by: bittersweet 17 May 2012, 15:41

LOLZ
არაფერს არ ვაპირებ, კი მაქვს რაღაცეები, მაგრამ ვისწავლე ჭკუა biggrin.gif ყველგან აღარ ვდებ, ვინახავ ჩემთვის user.gif
უფრო სერიოზული კონკურსებისთვის biggrin.gif
აი ლაიქები სადაც ურევია და სადაც ჩემი ფოტოს ბედი ვიღაცამ, ვინც ფოტოგრაფიის აზრზე არ არის უნდა გადაწყვიტოს - იქ რა ვქნა ვერ გავაფუჭებ, ეხლა ბრესონი და გარსენი კი არ ვარ, მაგრამ მაინც biggrin.gif


iRRa
შენ აგზავნი რამეს? user.gif biggrin.gif
აუ ისე შენ რომ სერიოზული ფოტოაპარატი არ გაქვს ეს არის იმენა უსამართლობა და სისხლის სამართლის დანაშაული :|

Posted by: i_k_s_1 17 May 2012, 16:20
QUOTE (bittersweet @ 17 May 2012, 15:41 )


აი ლაიქები სადაც ურევია და სადაც ჩემი ფოტოს ბედი ვიღაცამ, ვინც ფოტოგრაფიის აზრზე არ არის უნდა გადაწყვიტოს - იქ რა ვქნა ვერ გავაფუჭებ, ეხლა ბრესონი და გარსენი კი არ ვარ, მაგრამ მაინც biggrin.gif


მარტო ლაიქები არ წყვიტავს, ნამუშევრებს შეაფასებენ პროფესიონალები.

Posted by: iRRa 18 May 2012, 11:55
bittersweet
QUOTE
შენ აგზავნი რამეს?
აუ ისე შენ რომ სერიოზული ფოტოაპარატი არ გაქვს ეს არის იმენა უსამართლობა და სისხლის სამართლის დანაშაული :|

1-1 კონკურსში ვმონაწილეობდი სადაც ბევრი მართლა მაღალი დონის ფოტოგრაფიც მონაწილეობდა და გაიმარჯვა მობილურით გადაღებული ფოტოს ავტორმაsmile.gif
არაფერს აღარსად აღარ ვაგზავნიbiggrin.gif
რაღაც ხრიკებით ხდება ლაიკების მოპოვება.

Posted by: i_k_s_1 18 May 2012, 12:51
ლაიქების მოპოვება სხვა რა გზით შეიძლება უბრალოდ ვერ ვხვდები, მაგრამ მარტო ლაიქებითაც არ წყდება, როგორც ავღნიშნეთ იქმნება კომპეტენტური ჟიური , რომელიც შეაფასებს ამ ყველაფერს. . .

მონაწილეებს გისურვებთ წარმატებებს smile.gif

Posted by: iRRa 18 May 2012, 13:16
i_k_s_1
ბოდიშს მოგიხდი მეგობარო რომ შემოვიჭერი შენ თემაშიsmile.gif
არიან ხალხი რომლებიც ელოდებიან ლაიკ კონკურსებსsmile.gif
QUOTE
ლაიქების მოპოვება სხვა რა გზით შეიძლება უბრალოდ ვერ ვხვდები

სამწუხაროდ ხდება.

Posted by: i_k_s_1 18 May 2012, 13:55
iRRa
თუ არ შეეცადეთ ვერც ვერასოდეს გაიმარჯვებთ smile.gif

Posted by: bittersweet 18 May 2012, 17:58
i_k_s_1
საერთოდ რა საჭიროა ეს ლაიქები, მარტო პროფებმა რომ შეაფასონ, ისე ვერა? smile.gif
გასაგებია რომ მასმედია სახალხო საკუთრებაა და ის უნდა იყოს იქ, რაც მოსწონს ხალხს, მაგრამ ხალხს ლელა წურწუმიაც მოსწონს.

iRRa
რა კონკურსი იყო ასეთი, ან როგორ დაუშვეს მობილურით გადაღებული ფოტო smile.gif
QUOTE
არაფერს აღარსად აღარ ვაგზავნი

ჭკვიანურია ძაან biggrin.gif

Posted by: i_k_s_1 18 May 2012, 18:18
bittersweet
სამწუხაროდ თქვენს გამო კონკურსის პირობებს ვერ შევცვლით . .

Posted by: judi19 19 May 2012, 12:36
http://www.media.ge/stories/propesiulikadrebisdepits )))

Posted by: i_k_s_1 19 May 2012, 13:52
http://www.pirweli.com.ge/?menuid=26&id=6529

----------------------------------------------------------

http://www.itetv.ge/view_ukomento.php?id=310

12:38 დან ჩვენი კონკურსის შესახებ .

Posted by: iRRa 19 May 2012, 14:40
QUOTE
რა კონკურსი იყო ასეთი, ან როგორ დაუშვეს მობილურით გადაღებული ფოტო

bittersweet
რეგიონული განვითარების სამინისტრო თუ რაღაც ეგეთის ორგანიზებული იყოbiggrin.gif

Posted by: i_k_s_1 23 May 2012, 10:05
http://fpso.ge/

კონკურსი გრძლდება . . . . . . .

Posted by: TokoAssassin 24 May 2012, 12:47
შემიფასეთ თუ არ შეწუხდებით...

http://www.facebook.com/photo.php?fbid=443260349035864&set=a.438467556181810.110733.405668369461729

Posted by: i_k_s_1 29 May 2012, 16:41
QUOTE (i_k_s_1 @ 23 May 2012, 10:05 )
http://fpso.ge/

კონკურსი გრძლდება . . . . . . .

UUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUP

Posted by: ევროპაპა 23 Jun 2012, 02:51
მე ვიცნობ ერთ ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ფოტოგრაფს, რომელიც წარმოშობით ქუთაისიდან არის.
მისმა ერთ-ერთმა ნამუშევარმა ზაფხულის თემაზე აქაურ კონსკურსში გაიმარჯვა და დღეს ის ფრანგული არტ გალერეის კედელს ამშვენებს.
მას Rousso S. ქვია (რუსო სულაქველიძე)

Posted by: iRRa 23 Jun 2012, 15:39
ევროპაპა
QUOTE
მე ვიცნობ ერთ ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ფოტოგრაფს, რომელიც წარმოშობით ქუთაისიდან არის.
მისმა ერთ-ერთმა ნამუშევარმა ზაფხულის თემაზე აქაურ კონსკურსში გაიმარჯვა და დღეს ის ფრანგული არტ გალერეის კედელს ამშვენებს.
მას Rousso S. ქვია (რუსო სულაქველიძე)

FB-ზე LIKE-ბით გაიმარჯვა?

Posted by: ევროპაპა 16 Jul 2012, 15:47
არა ,საქართველოში, საკონკურსო პირობებით იქნა შერჩეული.
წინა ვიკენდზე მისი ნამუშევრით, სხვა სახელოვან დამთვალიერებელთა შორის, ჟან პოლ გოტიეც დაინტერესდა (ფრანგული გალერეის მფლობელმა მომაწოდა ინფორმაცია)
http://roussosphotography.blogspot.fr/

Posted by: asperanti 19 Jul 2012, 19:59
https://www.facebook.com/photo.php?fbid=398439813537284&set=a.314125768635356.66360.222088601172407&type=1&theater

საქორწინო ფოტო კონკურსი (Like)-ბის გარეშე
გამოგზავნეთ წყვილის 2-ფოტო სურათი,
ამ მისამართზე astudio.ge@gmail.com
წერილში მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო (ინფო)
და მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში
სადაც არაა საჭირო არანაირი (LIKE) და ფულის გადახდა.
სტუდიის ადმინისტრაცია აირჩევს ყველაზე ლამაზ წყვილს
და საჩუქრად გადაეცემათ 50% ფასდაკლება საქორწილო ფოტო
მომსახურებაზე რომელიც იმოქმედებს 2012 წლის ოქტომბრამდე !
კონკურსი დამთავრდება ივლისის 15 რიცხვამდე
წარმატებები !

ფოტო სესია იქნება განუმეორებელი
ფოტოგრაფი: Arturo URSUS

www.astudio.ge
Tel: +(995) 555-40-89-40

Posted by: HAG 24 Jul 2012, 22:29
თბილისის ლუდის ფესტივალი აცხადებს ფოტო კონკურსს

კონკურსზე მხოლოდ 21-22 ივლისს თბილისის ლუდის ფესტივალზე გადაღებული ფოტოები მიიღება.

საკონკურსო ფოტო უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს

- ფოტო უნდა ასახავდეს ლუდის ფესტივალის განწყობას
- ფოტო უნდა იყოს ესთეტიკურად და ტექნიკურად დახვეწილი
- ფოტო უნდა იყოს გადაღებული 21-22 ივლისს ლუდის ფესტივალზე

საკონკურსო ფოტოები უნდა გამოგზავნოთ მისამართზე photokonkursi.festivali@gmail.com

გამოგზავნილი ფოტო ჩვენს გვერდზე http://www.facebook.com/TbilisiBeerFest უახლოესი 12 საათის განმავლობაში დაიდება.

საკონკურსო ფოტოების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

ფოტოების მიღება დასრულდება 27 ივლისს, გამარჯვებული 30 ივლისს გამოვლინდება.

გამარჯვებული ფოტო არ გამოვლინდება ლაიქების ან შეიარების პრინციპით.

გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური:

კომპანია სამსუნგის წარმომადგენელიკომპანია ნატახტარის წარმომადგენელიკომპანია Betterfly -ის წარმომადგენელიდამოუკიდებელი, მოწვეული ფოტოგრაფი

გამარჯვებულს პრიზად გადაეცემა სამსუნგის WOW Camera

Posted by: Ania 1 Aug 2012, 16:28
ფოტო-კონკურსი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საბაჟო გამშვები პუნქტების შიდა სივრცის გაფორმების მიზნით, აცხადებს ფოტოკონკურსს.

ფოტოკონკურსის თემა: საქართველო.
შენიშვნა: მისაღებია ნებისმიერი ფოტო, რომელიც ფოტოგრაფის აზრით ასოცირდება საქართველოსთან, ქართულ კულტურასთან, ისტორიასთან, თანამედროვეობასთან და კონცეპტუალურად არ სცდება ძირითად თემას.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

** კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მოყვარულ, ან პროფესიონალ ფოტოგრაფს (მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს);
** თითოეული მონაწილისათვის საკონკურსო ფოტოების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

კონკურსში მონაწილეობისთვის ფოტო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

** უნდა იყოს თქვენი გადაღებული;
** ერთი ფოტოს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 800pix-ს;
** უნდა გაგაჩნდეთ ფოტოს ორიგინალი, ზომით არანაკლებ 1600pix-ისა;
** გამოგზავნილი ფოტო არ უნდა იყოს რომელიმე სხვა კონკურსის გამარჯვებული, ფოტოს გამოყენების უფლებით;
** ფოტოს დასახელება უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი (რამდენიმე ფოტოს გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, დანომროთ ისინი. მაგალითად, saxeli_gvari_01);
** ფოტოს უნდა ახლდეს მოკლე, მხატვრული აღწერა, რომელშიც ასახავთ თქვენს დამოკიდებულებას ფოტოს მიმართ და მის კავშირს კონკურსის თემასთან (საუკეთესო აღწერები გამოიფინება ფოტოსთან ერთად).

ფოტოების შერჩევის პირობები:

** ფოტოები შეირჩევა შემოსავლების სამსახურის სპეციალური ჟიურის მიერ;
** გამარჯვებულად ჩაითვლება ყველა ის ფოტო, რომელიც შეირჩევა საბაჟო გამშვები პუნქტების გასაფორმებლად (შესარჩევი ფოტოების რაოდენობა შეზღუდული არ არის).

პრიზები:

I ადგილი - ფოტოაპარატი Canon EOS 60D 17-85mm IS KIT
II ადგილი - ფოტოაპარატი Canon EOS 600D 18-55 IS KIT
III ადგილი - ფოტოაპარატი Panasonic Lumix DMC-GF3C KIT.


სხვა გამარჯვებული ფოტოების ავტორები მიიღებენ სამახსოვრო საჩუქრებს შემოსავლების სამსახურისგან.
ფოტოები დაიბეჭდება და გამოიფინება ავტორის ვინაობის მითითებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ:

** ფოტოსურათი, ან ფოტოსურათები მითითებული წესების დაცვით;
** ფოტოსურათის მოკლე, მხატვრული აღწერა;
** თქვენი საკონტაქტო მონაცემები.

ელექტრონული ფოსტა: photo@rs.ge

საკონკურსო ფოტოების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 25 აგვისტო.

დავუკავშირდებით მხოლოდ გამარჯვებული ფოტოების ავტორებს.

შემოსავლების სამსახურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ. გვერდი: http://www.rs.ge

http://www.jobs.ge/47296/

Posted by: allex 26 Nov 2012, 23:43
მეოგბრებო, გაგიგიათ პროექტი "ისწავლე GDS-თან ერთად"?
ამ პროექტის მონაწილეები ხვალ ვიღებთ პრომოს და ვისაც
არ დაგეზარებათ, ხვალ საღამოს 7 - 8 სთზე, ფილარმონიის
მთავარ შესასვლელთან მოდით და მასიური სცენის გადაღებაში
მოგვეხმარეთ. პ.ს. სპიშკიანი ფოტოაპარატები ვისაც გაქვთ
წამოიყოლეთ. მადლობა

https://www.facebook.com/events/509590002392501/509601282391373/?notif_t=plan_mall_activity

Posted by: marisaxo 28 Nov 2012, 00:53
allex
რომელი იყავი?.................მე ლურჯკეპიანი.......

Posted by: _lale_ 11 Feb 2013, 17:43
ძალიან გთხოვთ დაალაიქოთ ჩემი შვილის სურათი

https://www.facebook.com/photo.php?fbid=415989168494977&set=a.415986748495219.98117.358212897605938&type=3&theater

Posted by: nalur 27 Mar 2013, 13:30
https://www.facebook.com/photo.php?fbid=504873162883406&set=a.275560762481315.58091.263024307068294&type=1&theater

ელექტრონული წიგნების მაღაზია lit.ge აცხადებს ფოტო კონკურსს „დააფიქსირე პერსონაჟი“.

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 22 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით ელ–ფოსტაზე konkursi@lit.ge გამოგზავნეთ რომელიმე ნაწარმოების პერსონაჟის მსგავსი ადამიანის თქვენს მიერ გადაღებული პორტრეტი. ფოტოები განთავსდება lit.ge-ს facebook-ის გვერდზე – https://www.facebook.com/lit.ge.

• მეილში მითითებული უნდა იყოს ფოტოს ავტორის სახელი და გვარი და იმ ნაწარმოების (ავტორითურთ) და პერსონაჟის დასახელება, ვისაც მიამსგავსეთ ფოტოზე აღნიშნული პიროვნება.

• ფოტო ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის მითითების გარეშე კონკურსში არ მიიღებს მონაწილეობას.

• ერთი მონაწილისგან მიიღება მაქსიმუმ 5 პორტრეტი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

10 აპრილს, 3 სთ–ზე, lit.ge–ს facebook-ის გვერდზე დასახელდება 2 გამარჯვებული, რომელთაგან ერთს გამოავლენს კონკურსის ჟიური, ხოლო მეორეს – facebook-ის მომხმარებელი „მოწონებების“ (like) საშუალებით. „მოწონებების“ მინიჭება ბოლო წუთამდეა შესაძლებელი. ორივე გამარჯვებული ელექტრონული წიგნების მაღაზიის lit.ge 100 ლარიანი ლიტბარათებით დაჯილდოვდება, რომლის საშუალებითაც lit.ge-ზე სასურველი ელექტრონული წიგნების შეძენას შეძლებს.

გისურვებთ წარმატებას!


Posted by: nodarikooo 19 Apr 2013, 22:23
ის იცით რაღას ფოტო კონკურსია საქართველოს სწრაფვაზე ევროპისაკენ მემგონი და რა პირობებია?

Posted by: maiklee 3 Jun 2013, 10:24
მაქვს 40 კვ.მ ფართი ჭავჭავაძის გამზირზე, შემიძლია უფასოდ დავუთმო საგამოფენოდ ქართველ მხატვრებსა და ფოტოგრაფებს, არ ვიცოდი სად უნდა დამეწერა ეს, ან მიმითითეთ, ან გაავრცელეთ, მგონი ბევრი ადამიანია თბილისში ისეთი ვისაც აქვს ნამუშევრები და არ აქვს საშუალება ამის ჩვენების, უფასოდ ფართს ვუთმობ ხომ მაგარია, 599451982

კაფე ,,საფა" ჭავჭავაძეზე, თქვენს განკარგულებაში იქნება 3 სართული, მესამეზე და პირველზე შეგიძლიათ მოაწყოთ გამოფენა. მეორეზე დასვენება, ყავის დალევა გამომეხმაურეთ ხელოვნების მოყვარულო ხალხნო, ერთად შევუწყოთ ხელი თბილისში ხელოვნების განვითარებას, ხო მართლა ასევე გვაქვს პროექტორი და შეგიძლიათ სლაიდ შოუს ფორმატით მოაწყოთ გამოფენა თუ გნებავთ რა თქმაუნდა.

Posted by: marisaxo 3 Jun 2013, 23:46
maiklee
ძალიან სასიამოვნო წინადადებაა...


Posted by: reggaeboby 6 Jun 2013, 15:07
maiklee

ძალიან მაგარია და მანდ მცირე პოზიის საღამო არ გამოვა?

Posted by: ikafoto 10 Jun 2013, 11:57
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/242724-qredisonshiq-irakli-da-nathia-gedenidzeebis-fotogamofena-imartheba.html

Posted by: iakuna79 9 Jul 2013, 11:03
დაგიბეჭდავთ ნებისმიერი ზომის სურათს ნებისმიერ მასალაზე https://www.facebook.com/tablo2013

Posted by: kakhabera69 31 Jul 2013, 02:33
QUOTE (maiklee @ 3 Jun 2013, 10:24 )
მაქვს 40 კვ.მ ფართი ჭავჭავაძის გამზირზე, შემიძლია უფასოდ დავუთმო საგამოფენოდ ქართველ მხატვრებსა და ფოტოგრაფებს, არ ვიცოდი სად უნდა დამეწერა ეს, ან მიმითითეთ, ან გაავრცელეთ, მგონი ბევრი ადამიანია თბილისში ისეთი ვისაც აქვს ნამუშევრები და არ აქვს საშუალება ამის ჩვენების, უფასოდ ფართს ვუთმობ ხომ მაგარია, 599451982

კაფე ,,საფა" ჭავჭავაძეზე, თქვენს განკარგულებაში იქნება 3 სართული, მესამეზე და პირველზე შეგიძლიათ მოაწყოთ გამოფენა. მეორეზე დასვენება, ყავის დალევა გამომეხმაურეთ ხელოვნების მოყვარულო ხალხნო, ერთად შევუწყოთ ხელი თბილისში ხელოვნების განვითარებას, ხო მართლა ასევე გვაქვს პროექტორი და შეგიძლიათ სლაიდ შოუს ფორმატით მოაწყოთ გამოფენა თუ გნებავთ რა თქმაუნდა.

მართლა ძალიან კარგია ! შეიძლება რამე პროექტიც მოვიფიქროთ და აქ ვინც ვპოსტავთ ერთად მოვაწყოთ გამოფენა ! მე ძალიან იშვიათად შემოვდივარ და შეიძლება ასეთი პროექტიც ყოფილა და თუ განვმეორდი არ გაგიკვირდეთ yes.gif

Posted by: MyDecember 8 Sep 2013, 21:57
QUOTE
მართლა ძალიან კარგია ! შეიძლება რამე პროექტიც მოვიფიქროთ და აქ ვინც ვპოსტავთ ერთად მოვაწყოთ გამოფენა !

+1

Posted by: mulgazanzari 9 Sep 2013, 16:26
QUOTE (maiklee @ 3 Jun 2013, 10:24 )
მაქვს 40 კვ.მ ფართი ჭავჭავაძის გამზირზე, შემიძლია უფასოდ დავუთმო საგამოფენოდ ქართველ მხატვრებსა და ფოტოგრაფებს, არ ვიცოდი სად უნდა დამეწერა ეს, ან მიმითითეთ, ან გაავრცელეთ, მგონი ბევრი ადამიანია თბილისში ისეთი ვისაც აქვს ნამუშევრები და არ აქვს საშუალება ამის ჩვენების, უფასოდ ფართს ვუთმობ ხომ მაგარია, 599451982

კაფე ,,საფა" ჭავჭავაძეზე, თქვენს განკარგულებაში იქნება 3 სართული, მესამეზე და პირველზე შეგიძლიათ მოაწყოთ გამოფენა. მეორეზე დასვენება, ყავის დალევა  გამომეხმაურეთ ხელოვნების მოყვარულო ხალხნო, ერთად შევუწყოთ ხელი თბილისში ხელოვნების განვითარებას, ხო მართლა ასევე გვაქვს პროექტორი და შეგიძლიათ სლაიდ შოუს ფორმატით მოაწყოთ გამოფენა თუ გნებავთ რა თქმაუნდა.



ძალიან კარგია, რამე ერთობლივი შეიძლება

Posted by: lavandula_vulgare 8 Oct 2013, 20:24
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის ეძებს საუკეთესო ფოტოებს «თავისუფლების ფოტოები 2013» და აცხადებს შემოქმედებით კონკურსს!

ამ ფოტოკონკურსით გვსურს ყურადღება გავამახვილოთ თავისუფლების მნიშვნელობაზე საზოგადოებისა და ხელოვნებისათვის. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს არა მარტო თავისუფლების თემის ფოტოგრაფიული ფორმით გადმოცემას, არამედ ინტერპრეტაციის კრეატიულ ფორმებს, რომლებიც დაფიქრებისა და ქმედებისკენ გვივიძგებენ.

ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას (მათ შორის უცხოელებსაც), რომელთა ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი საქართველოა.

მონაცემები და ფორმატი:
საკონკუსო ფოტო არ უნდა იყოს გამოქვეყნებული. შეგიძლიათ მოგვაწოდოთ როგორც თითო ფოტო, ასევე ფოტოსერია, რომელიც 3 ფოტოს არ უნდა აღემატებოდეს. ფოტოები უნდა იყოს 30 x 40სმ და 300 dpi ფორმატის.

არ დაგავიწყდეთ, მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის ჩათვლით. მონაცემები, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურია და მესამე პირებზე გაცემას არ ექვემდებარება.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ნამუშევრები ელექტრონული ვერსიის სახით შემდეგ მისამართზე suedkaukasus@fnst.org

ასევე შესაძლებელია ფოტონამუშევრები დაბეჭდილი სახით 30 x 40 სმ ზომაში მიაწოდოთ ფრიდრიხ ნაუმანის ოფისს: ჭოველიძის ქ. 10, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ შენობა, მე-3 სართული.

ფოტოების გადმოგზავნის / შემოტანის ბოლო ვადა 2013 წ. 8 ნოემბერია.

საუკეთესო ფოტონამუშევარს ამოირჩევს დამოუკიდებელი ჟიური.
კონკურსში გამარჯვებულს ელის პრიზი.

გამარჯვებულთა ნამუშევრები სხვა ნამუშევრებთან ერთად გამოიფინება „თავისუფლების კვირეულის“ გახსნაზე „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფოიეში.

ფოტოგამოფენა „თავისუფლების ფოტოები“ გაიხსნება 2013 წ. 19 ნოემბერს საზეიმო მიღებით.

თავისუფლების მოყვარულო ხელოვანებო! მოიმარჯვეთ ფოტოაპარატები და შექმენით თავისუფლების თქვენეული ფოტო.

სიხარულით ველით თქვენს ნამუშევრებს!

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: https://www.facebook.com/events/304117803064322/?notif_t=plan_user_joined

Posted by: naa 16 Oct 2013, 14:40
აი კიდევ ერთი მოკრძალებული ფოტოკონკურსი

http://frontnews.ge/ge/news/10074-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98-%E2%80%9E%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D-2013%E2%80%9C-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9D

Posted by: naa 21 Oct 2013, 17:22
22 ოქტომბერს, 14:00 საათზე ყვარელში, „მეღვინეობა ხარებას“ ტურისტულ კომპლექს „გვირაბში“ ფოტოგამოფენა „ღვინობისთვე“ გაიხსნება.

- See more at: http://frontnews.ge/ge/news/12239-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90-%E2%80%9E%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E2%80%9C-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90#sthash.9mLfrPSD.dpuf

Posted by: dedofala 2 Nov 2013, 00:33
ფოტოკონკურსი "ფოტომანი 2013" - https://apps.facebook.com/photomann/ მთავარი პრიზი: canon 6d + 24-105/4 L, პრიზები: პორტატული ვიდეოკამერა, რაციები, ფოტოჩანთა, ფოტოტური ბელარუსში (ფოტონადირობა) და სხვა, და რაც მთავარია, 15ვაუჩერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ონლაინ ფოტოსკოლაში 3 თვიანი უფასო სწავლა 5 ქვეყნის მასწავლებლებთან + საერთაშორისო სერთიფიკატი! რეგისტრაცია 1 დეკემბერს მთავრედება. წარმატებები ყველას!

user posted image

Posted by: აჩრდილი 12 Dec 2013, 22:13
ხმა მიეცით ქართველ მონაწილეებს, მხარი დავუჭიროთ სამამულო წარმოებას biggrin.gif

ფოტომანის კონკურსის ერთ-ერთი ფოტო:
https://fbd.ge/photoman/menu_id/3/id/1/?photo_id=157&fbshare=12

Posted by: Irisi 19 Jan 2014, 01:06
23-26 იანვარს ილიას სახელობის სახ. უნივერსიტეტში არსებულ წიგნის მაღაზია ლიგამუსში გაიმართება ელენე ბლუაშვილის (Eleography, Olive Oly - http://www.boke.ge/forum/index.php?act=mod...=user&user=4505 ) ხსოვნისადმი მიძღვნილი, მისივე ფოტონამუშევრების საქველმოქმედო ფოტოგამოფენა

გამოფენის გახსნა: ხუთშაბათს, 23 იანვარს, 18:00 საათზე
მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი #32, წიგნის მაღაზია "ლიგამუსი"

გთხოვთ, მობრძანდეთ, თითოეული თქვენგანის სტუმრობა გაგვეხარდება smile.gif
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: Irisi 22 Jan 2014, 18:11
ხვალ smile.gif
-----------------------------------------------------------------------

Posted by: Don George 26 Feb 2014, 00:49
ძვირფასო მეგობრებო,

8 მარტთან დაკავშირებით, ქეი-ეს-ბი ბანკი გთავაზობთ ფოტოკონკურსს სახელწოდებით, „8 მარტი - გაზაფხულის მერვე დღე“

წესები საკმაოდ მარტივია, პრიზები კი საინტერესო

გისურვებთ წარმატებას!

წესები:

• თქვენს მიერ გადაღებული ფოტო უნდა პასუხობდეს თემას - „8 მარტი - გაზაფხულის მერვე დღე“.
• ფოტო გამოგვიგზავნეთ ინბოქსში
• ფოტოს ატვირთვის შემდეგ და-Tag-ეთ თქვენი თავი
• კონკურსანტს მხოლოდ 1 ფოტოს წარმოდგენის უფლება აქვს
• საკონკურსე ფოტოები მიიღება 2014 წლის, 7 მარტის, დღის 12:00 საათამდე
• კონკურსში გაიმარჯვებს ის, ვინც 2014 წლის 7 მარტს, 18:00 საათამდე ყველაზე მეტ Like-ს დააგროვებს
• კონკურსში ასევე გამოვლინდება ქეი-ეს-ბი ბანკის რჩეული
• გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ ქეი-ეს-ბი ბანკის პლასტიკურ ბარათს 200 ლარით
• არაეთიკური საკონკურსო ნამუშევარი მოიხსნება კონკურსიდან

დამატებითი ინფორმაცია: https://www.facebook.com/ksb.ge/photos/a.321471907978643.1073741827.201690723290096/464868420305657/?type=1&stream_ref=10

Posted by: barobares 2 Mar 2014, 14:44
“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, აცხადებს ფოტოკონკურსს „წყალი სიცოცხლეა“. გამარჯვებულები გამოვლინდება კომპეტენტური ჟიურის და სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით.
22 მარტს წყლის საერთაშორისო დღეს 15 საუკეთესო ფოტოს გამოფენა მოეწყობა.



კონკურსის წესები:

Ø ფოტო უნდა პასუხობდეს ზემოაღნიშნულ თემატიკას

Ø ფოტო არ უნდა იყოს მოძიებული ინტერნეტში

Ø გამარჯვებული გამოვლინდება კომპეტენტური ჟიურის და სოციალური ქსელის მეშვეობით

Ø გამოგვიგზავნეთ თქვენ მიერ გადაღებული ფოტო ელექტრონულ მისამართზე info@water.gov.ge (აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია)

Ø კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს გარდა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებისა



საკონკურსო ვადები:

ფოტოები info@water.gov.ge უნდა გამოაგზავნოთ 2014 წლის 19 მარტამდე.

საკონკურსო ფოტოს ტექნიკური პარამეტრები:

ფოტოები უნდა იყოს მაღალი რეზოლუციის არანაკლებ 2000px

ჯილდოები:

I ადგილი - ფულადი პრემია 800 ლარი

II ადგილი - ფულადი პრემია 500 ლარი

Facebook-ის გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 500 ლარი

user posted image

Posted by: barobares 2 Mar 2014, 14:48
“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, აცხადებს ფოტოკონკურსს „წყალი სიცოცხლეა“. გამარჯვებულები გამოვლინდება კომპეტენტური ჟიურის და სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით.
22 მარტს წყლის საერთაშორისო დღეს 15 საუკეთესო ფოტოს გამოფენა მოეწყობა.



კონკურსის წესები:

Ø ფოტო უნდა პასუხობდეს ზემოაღნიშნულ თემატიკას

Ø ფოტო არ უნდა იყოს მოძიებული ინტერნეტში

Ø გამარჯვებული გამოვლინდება კომპეტენტური ჟიურის და სოციალური ქსელის მეშვეობით

Ø გამოგვიგზავნეთ თქვენ მიერ გადაღებული ფოტო ელექტრონულ მისამართზე info@water.gov.ge (აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია)

Ø კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს გარდა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებისა



საკონკურსო ვადები:

ფოტოები info@water.gov.ge უნდა გამოაგზავნოთ 2014 წლის 19 მარტამდე.

საკონკურსო ფოტოს ტექნიკური პარამეტრები:

ფოტოები უნდა იყოს მაღალი რეზოლუციის არანაკლებ 2000px

ჯილდოები:

I ადგილი - ფულადი პრემია 800 ლარი

II ადგილი - ფულადი პრემია 500 ლარი

Facebook-ის გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 500 ლარი

user posted image

Posted by: MyDecember 2 Mar 2014, 23:45
barobares
QUOTE
ფოტო უნდა პასუხობდეს ზემოაღნიშნულ თემატიკას

QUOTE
ფოტოები უნდა იყოს მაღალი რეზოლუციის არანაკლებ 2000px

რამდენი ფოტოს გამოგზავნის უფლება აქვს ერთ მონაწილეს?

Posted by: barobares 4 Mar 2014, 10:55
QUOTE (MyDecember @ 2 Mar 2014, 23:45 )
barobares
QUOTE
ფოტო უნდა პასუხობდეს ზემოაღნიშნულ თემატიკას

QUOTE
ფოტოები უნდა იყოს მაღალი რეზოლუციის არანაკლებ 2000px

რამდენი ფოტოს გამოგზავნის უფლება აქვს ერთ მონაწილეს?

გამოგზავნა შეიძლება 1 ფოტოსი, მაგრამ თუ გაქვთ 3 ფოტოსგან შემდგარი კოლაჟი ეგეც დასაშვება.

Posted by: bird*mad*girl 4 Mar 2014, 12:00

ძალიან სასიამოვნო ფაქტია თუმცა ანუ თქვენ რა სარგებელი მაგითი ვერ ვხვდებიmaiklee

Posted by: s@dro 2 Apr 2014, 14:46
user posted image
✦კომპანია "ყაზბეგის" ახალი ფოტო კონკურსი
✔გადაიღე მხატვრული ფოტო ყაზბეგის პროდუქციის გამოყენებით
✔გამოაგზავნეთ e-mail–ის საშუალებით მისამართზე: kazbegionline@gmail.com
პირველი პრიზი: პლანშეტური კომპიუტერი! გადაეცემა კონკურსანტს, რომლის ფოტოც მოაგროვებს ყველაზე მეტ Like_ს.
მეორე პრიზი: 200 ლარი! გადაეცემა კონკურსანტს, რომელსაც შეარჩევს კომპანია ყაზბეგის ჟიური.

კონკურსის წესები და პირობები: → http://on.fb.me/1jBYHE2

Posted by: GIORGI112 6 Apr 2014, 21:24
user posted image

Posted by: Samea 25 Aug 2014, 12:34
ფიქსირ
===============================

Posted by: anaksunamun101 25 Nov 2014, 00:07
მოგესალმებით,

USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია (CELA) აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე:

მოქალაქე In action

ფოტოკონკურსს საფუძვლად დაედო IFES-ის მიერ მომზადებული „სამოქალაქო განათლების გზამკვლევი“.
გთხოვთ, გაეცნოთ აღნიშნულ დოკუმენტს CELA-ს ვებგვერდზე. http://cela.ge/ge/system/files/efes_brochure_geo_f.pdf

აუცილებელი მოთხოვნები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს (სამივე საგანმანათლებლო საფეხური);
დაიცავით კონკურსის თემატიკა (მოქალაქეთა ჩართულობა. გაეცანით „სამოქალაქო განათლების გზამკვლევს“);
ერთი ავტორისგან მიიღება მხოლოდ ერთი ფოტო;
კონკურსზე არ დაიშვება ფოტოები რომელთაც მიიღეს მონაწილეობა სხვა ფოტოკონკურსებში;
გამოაგზავნეთ მაღალი რეზოლუციის საავტორო ფოტო (კონკურსზე არ დაიშვება მობილურით გადაღებული ფოტოები, ასევე ფოტო, რომელსაც ექნება წარწერა ან რაიმე ნიშანი);
ფოტონამუშევართან ერთად საკონკურსო ელ.ფოსტაზე უნდა გამოაგზავნოთ შევსებული ანკეტა. არასრულად შევსებული ანკეტა ან მხოლოდ ფოტო კონკურსზე არ დაიშვება.

მონაწილეობის მსურველებმა ფოტო და სააპლიკაციო ფორმა 10 დეკემბრამდე გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე info@cela.ge.

23 დეკემბერს მოეწყობა ფოტონამუშევრების გამოფენა, გამოვლინდება სამი გამარჯვებული ფოტო. (ერთს აარჩევს ჟიური, მეორე გამოვლინდება Facebook მოწონებების რაოდენობით, ხოლო მესამე კი გამოფენაზე ხმის მიცემით).

ავტორებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
www.cela.ge
Facebook.com/celageo
cela.ge
cela.ge

Posted by: არისტოტელე999 10 Apr 2015, 19:05
თქვენი დახმარება მჭირდება, ფოტოების გამჟღავნებას ვაპირებ და ზომა არ ვიცი რამდენი მინდა, პატარა რომ იყოს ეგეთი არ მინდა, გამოფენებზე რომ არის ხოლმე მაგხელა მინდა რომ იყოს.

Posted by: z125 10 Apr 2015, 23:26
ეს კონკურსები რომ ტარდება, იქ გამარჯვებული ფოტოების ნახვა სად შეიძლება? ან სხვა კონკურსანტების ფოტოების კიდე?

Posted by: vip_ 23 Apr 2015, 20:54
https://www.facebook.com/MOEgeorgia/photos/a.287763591280618.69603.285690758154568/862795357110769/?type=1&theater

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აცხადებს ფოტო კონკურსს თემაზე “ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისთვის“

კონკურსის შესახებ:

22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა. „ბიო" ნიშნავს ცოცხალს, ხოლო ბიომრავალფეროვნება გულისხმობს ცოცხალი სისტემების, ცხოველების, მცენარეების, ეკოსისტემებისა და მიკრობების მრავალფეროვნებას ჩვენს პლანეტაზე. ფოტო კონკურსი თემაზე „ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისათვის" მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული თემატიკის წამოწევასა და ნიჭიერი ახალგაზრდა ფოტოხელოვანების წახალისებას.

კონკურსის ფარგლებში მოხდება 20 შერჩეული ფოტოს გამოფენა და 3 გამარჯვებული ავტორის გამოვლენა. გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური. გამარჯვებული 3 ფოტოხელოვანისათვის გათვალისწინებულია შემდეგი პრიზები:

I ადგილი: ველოსიპედი
II ადგილი: კარავი და საძილე ტომარა
III ადგილი: სამთო ზურგჩანთა

კონკურსის პირობები:

კონკურსი ტარდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორსო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივითა და ორგანიზებით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ფოტოები აუცილებლად უნდა იყოს საქართველოში გადაღებული.
ფოტოების საავტორო უფლებები ეკუთვნის ავტორს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტრო უფლებას იტოვებს ფოტოები გამოიყენოს გამოფენებისთვის.
კონკურსში წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ფოტო აუცილებლად უნდა ეკუთვნოდეს ავტორს
ფოტოს ზომა უნდა იყოს მინიმუმ 2000 პიქსელი
ფოტო, რომელიც არ აკმაყოფილებს ხარისხის, ზომებისა და საავტორო უფლებების მოთხოვნებს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოიხსნება კონკურსიდან;

ფოტოს გამოგზავნისას, გთხოვთ, მიუთითოთ:

სახელი, გვარი
ასაკი
ფოტოს სათაური
გადაღების ადგილი
სასურველია ფოტოს მოკლე აღწერა
საკონტაქტო ინფორმაცია
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 16 მაისამდე უნდა წარმოადგინონ „ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისათვის" თემატიკაზე გადაღებული ფოტო სურათი მისამართზე biodepbio@moe.gov.ge

Posted by: ika3ika 8 May 2015, 16:43
წალლპაპერები რომელ საიტზეა? ოგონდ კაი და ბევრი ვალფაფერი?

Posted by: Meguna 10 May 2015, 13:22

წიგნის მაღაზია "დიოგენე" 4 წლის ხდება და ამასთან დაკავშირებით ორიგინალურ ფოტოკონკურსს სახელწოდებით "ფოტოციტატა" გთავაზობთ.

კონკურსის პირობები მარტივია, საჭიროა მხოლოდ:
* შეარჩიოთ ციტატა თქვენი საყვარელი წიგნიდან (იგულისხმება მხატვრული ლიტერატურა, მათ შორის, საბავშვოც);
* შეუსაბამოთ თქვენ მიერ გადაღებული ფოტო და გამოგვიგზავნოთ (ფოტო უნდა იყოს საკუთარი, ორიგინალური).

დაჯილდოვდება პირველი სამი ადგილის მფლობელი:
I ადგილი - შაბათ-კვირა Gudauri Gondola-ში
II ადგილი - „დიოგენეს“ 100-ლარიანი ვაუჩერი
III ადგილი - „დიოგენეს“ 50-ლარიანი ვაუჩერი
ყველაზე მეტი ლაიქის მქონე ფოტოს ავტორი საჩუქრად მიიღებს „დიოგენეს“ ბრენდირებული კერამიკული ნივთების ნაკრებს!
ფოტოები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: a.khatiashvili@diogene.ge .
გამოგზავნის ბოლო ვადაა 12 მაისი, დღის 12:00 საათი.

ვრცელი ინფორმაცია კონკურსზე:
https://www.facebook.com/diogenebookstore/photos/a.127110340698542.29264.125208624222047/823111324431770/?type=1&theater

ივენთი:
https://www.facebook.com/events/831767490245977/

Posted by: Ania 8 Jun 2015, 23:17
გელით smile.gif

http://pix.ge/

Posted by: sanfol 10 Feb 2016, 17:41
KOLGA TBILISI PHOTO-ს ფარგლებში გაიმართება ყველაზე მასშტაბური, საერთაშორისო და პრესტიჟული ფოტოკონკურსი „ქოლგა“. ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს, ტრადიციულად, საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.

ფოტოკონკურსის მთავარი მიზანია საერთაშორისო ფოტოგრაფია დააკავშიროს საქართველოსთან და ქართულ ფოტოგრაფიასთან. საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციის განმტკიცებისთვის, ფოტოკონკურსი ყოველწლიურად ცხადდება უცხოეთშიც, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, აგრეთვე ევროპაში. წლევანდელი ნომინაციები შემდეგნაირად განისაზღვრა:

1.დოკუმენტური სერია

2.რეპორტაჟი

3.კონცეპტუალური ფოტოპროექტი

4.ერთი კადრი/One shot/

5.მობილური ფოტო

საპრიზო ფონდი იქნება 6 000 აშშ დოლარი, ეს თანხა პირველ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ, თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს ერგებათ 1500-1500 აშშ დოლარი, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციის კატეგორიაში გამარჯვებულებს (ქვენომინაციებში: ერთი კადრი და მობილური ფოტო სერია) გადაეცემათ სპეციალური პრიზი - მობილური ტელეფონი iPhone-ის ბოლო მოდელი.

ფოტოკონკურსს წელს პირველად დაემატა ახალი პრემია: KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD. ეს პრემია გადაეცემა 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ფოტოგრაფს, რომლის ფოტოსერია ამოირჩევა შემდეგ ნომინაციებში გასული ფოტოპროექტებიდან: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი და კონცეპტუალური ფოტოპროექტი.. პრემიალური თანხა არის 500 €. KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD-ის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ფოტოგრაფებს განვითარებაში და გზის გაკვლევაში ფოტოგრაფიის სამყაროში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ელ. ფოსტის მისამართზე: contest@kolga.ge

............

სად უნდა გავაგზავნოთ ფოტოები ხომ არ იცით?

Posted by: Kattarina 11 Feb 2016, 01:09
ფიქსირ....

http://www.kolga.ge/#/rules/
პირობები

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს. ასაკი შეზღუდული არ არის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ონლაინ 10 თებერვლიდან. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2016 წლის 20 მარტი.

ფოტო პროექტების თემატიკა შეზღუდული არ არის.

წლევანდელი ნომინაციები შემდეგნაირად განისაზღვრა:

1. დოკუმენტური სერია
2. რეპორტაჟი
3. კონცეპტუალური ფოტოპროექტი
4. ერთი კადრი/Oneshot/
5. მობილური ფოტო

კითხვებით მოგვმართეთ ელ. ფოსტის მისამართზე: contest@kolga.ge


Posted by: JorJe 16 Feb 2016, 15:10
http://pix.ge/

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს სთავაზობს ფოტოკონკურსს სიყვარულის თემასთან დაკავშირებით.

14 თებერვლიდან 25 მარტამდე გვეწვიეთ, გადაიღეთ და გამოაგზავნეთ ბოტანიკურ ბაღში გადაღებული სურათები სიყვარულის თემასთან დაკავშირებით და მოიგეთ უამრავი პრიზი, მათშორის Samsung SM Galaxy tab პლანშეტური კომპიუტერი, საჩუქარი მაღაზიათა ქსელ “Elit Electronics”-ისა და “ICI PARIS”-გან, ასევე 100 ლარიანი ვაუჩერი მაღაზიათა ქსელ „Dress Up“-გან და ბოტანიკური ბაღის დათვალიერების სასაჩუქრე ვაუჩერები და სხვა პრიზები.
ფოტოკონკურსის გამარჯვებულები კომპეტენტური ჟიურის მიერ სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდებიან:

I ადგილი: ბაღის რჩეული - Samsung SM Galaxy tab;
II ადგილი: “ICI PARIS”-ს რჩეული;
III ადგილი: FACEBOOK რჩეული - საჩუქარი საჩუქარი “Elit Electronics”-სგან.
IV ადგილი : FACEBOOK (მეორე ადგილოსანი) – 100 ლარიანი ვარუჩერი “Dress UP“-სგან
I–X ადგილი: ბოტანიკური ბაღის დათვალიერების სასაჩუქრე ვაუჩერები

კონკურსის პირობები:
• კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს 16 წლის ასაკიდან;
• ფოტოები აუცილებლად უნდა იყოს გადაღებული საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში;
• ფოტოები უნდა უკავშირდებოდეს სიყვარულის თემას;
• ერთ კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს მხოლოდ ორი ფოტო;
• ფოტოები უნდა გამოგზავნოთ 14 თებერვლიდან 25 მარტამდე მეილზე marketing@nbgg.ge ფოტოს გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ „ფოტო კონკურსი“;
• წერილში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი
• ფოტოები 1 მარტიდან პარალელურ რეჟიმში განთავსდება ბოტანიკური ბაღის Facebook გვერდის სპეციალურ ალბომში;
• მონაწილეები ფოტოს გამოგზავნით ადასტურებენ, რომ არ არღვევენ სხვა პირის ინტელექტუალურ საკუთრების უფლებას (ბოტანიკური ბაღი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით);
• კონკურსში მონაწილეობით, კონკურსანტი თანახმაა, წარმოდგენილი ფოტო გამოყენებულ იქნას ბოტანიკური ბაღის სარეკლამო მიზნებისთვის;
• აკრძალულია ინტერნეტში მოძიებული, ან სხვისი ფოტოების გამოყენება. მსგავსი ფოტოს აღმოჩენის შემთხვევაში ფოტო მოიხსნება კონკურსიდან;
• ბოტანიკური ბაღი უფლებას იტოვებს არაკეთილსინდისიერად მოპოვებული „like“-ების შემთხვევაში, ფოტო მოხსნას კონკურსიდან.

გამარჯვებულების გამოვლენისას, წარმოდგენილი ფოტოები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
• კონკურსის კონცეფციასთან თანხვედრა;
• შემოქმედებითი ღირებულება;
• ფოტოს ხარისხი (სასურველი მინიმალური რეზოლუცია 1100x1600).


15 აპრილს 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრში გაიხსნება მიღებული საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულთა დაჯილდოება.

ფოტოების დამუშავება დამხმარე პროგრამებით დაშვებულია, თუმცა ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს არ მიიღოს, ან ფოტოკონკურსიდან მოხსნას ის ფოტო, რომელიც არ ასახავს რეალურ გარემოს ან/და ფოტოს შინაარსი რადიკალურად არის შეცვლილი.

გისურვებთ წარმატებას

სპონსორები: ICI PARIS, Elit Electronics, TradeLine
მედია მხარდამჭერები: ტელეკომპანია იმედი, ტელეკომპანია იბერია, საინფორმაციო სააგენტო "ედიტორი"

Posted by: JorJe 16 Feb 2016, 15:14
http://pix.ge/

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს სთავაზობს ფოტოკონკურსს სიყვარულის თემასთან დაკავშირებით.

14 თებერვლიდან 25 მარტამდე გვეწვიეთ, გადაიღეთ და გამოაგზავნეთ ბოტანიკურ ბაღში გადაღებული სურათები სიყვარულის თემასთან დაკავშირებით და მოიგეთ უამრავი პრიზი, მათშორის Samsung SM Galaxy tab პლანშეტური კომპიუტერი, საჩუქარი მაღაზიათა ქსელ “Elit Electronics”-ისა და “ICI PARIS”-გან, ასევე 100 ლარიანი ვაუჩერი მაღაზიათა ქსელ „Dress Up“-გან და ბოტანიკური ბაღის დათვალიერების სასაჩუქრე ვაუჩერები და სხვა პრიზები.
ფოტოკონკურსის გამარჯვებულები კომპეტენტური ჟიურის მიერ სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდებიან:

I ადგილი: ბაღის რჩეული - Samsung SM Galaxy tab;
II ადგილი: “ICI PARIS”-ს რჩეული;
III ადგილი: FACEBOOK რჩეული - საჩუქარი საჩუქარი “Elit Electronics”-სგან.
IV ადგილი : FACEBOOK (მეორე ადგილოსანი) – 100 ლარიანი ვარუჩერი “Dress UP“-სგან
I–X ადგილი: ბოტანიკური ბაღის დათვალიერების სასაჩუქრე ვაუჩერები

კონკურსის პირობები:
• კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს 16 წლის ასაკიდან;
• ფოტოები აუცილებლად უნდა იყოს გადაღებული საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში;
• ფოტოები უნდა უკავშირდებოდეს სიყვარულის თემას;
• ერთ კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს მხოლოდ ორი ფოტო;
• ფოტოები უნდა გამოგზავნოთ 14 თებერვლიდან 25 მარტამდე მეილზე marketing@nbgg.ge ფოტოს გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ „ფოტო კონკურსი“;
• წერილში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი
• ფოტოები 1 მარტიდან პარალელურ რეჟიმში განთავსდება ბოტანიკური ბაღის Facebook გვერდის სპეციალურ ალბომში;
• მონაწილეები ფოტოს გამოგზავნით ადასტურებენ, რომ არ არღვევენ სხვა პირის ინტელექტუალურ საკუთრების უფლებას (ბოტანიკური ბაღი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით);
• კონკურსში მონაწილეობით, კონკურსანტი თანახმაა, წარმოდგენილი ფოტო გამოყენებულ იქნას ბოტანიკური ბაღის სარეკლამო მიზნებისთვის;
• აკრძალულია ინტერნეტში მოძიებული, ან სხვისი ფოტოების გამოყენება. მსგავსი ფოტოს აღმოჩენის შემთხვევაში ფოტო მოიხსნება კონკურსიდან;
• ბოტანიკური ბაღი უფლებას იტოვებს არაკეთილსინდისიერად მოპოვებული „like“-ების შემთხვევაში, ფოტო მოხსნას კონკურსიდან.

გამარჯვებულების გამოვლენისას, წარმოდგენილი ფოტოები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
• კონკურსის კონცეფციასთან თანხვედრა;
• შემოქმედებითი ღირებულება;
• ფოტოს ხარისხი (სასურველი მინიმალური რეზოლუცია 1100x1600).


15 აპრილს 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრში გაიხსნება მიღებული საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულთა დაჯილდოება.

ფოტოების დამუშავება დამხმარე პროგრამებით დაშვებულია, თუმცა ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს არ მიიღოს, ან ფოტოკონკურსიდან მოხსნას ის ფოტო, რომელიც არ ასახავს რეალურ გარემოს ან/და ფოტოს შინაარსი რადიკალურად არის შეცვლილი.

გისურვებთ წარმატებას

სპონსორები: ICI PARIS, Elit Electronics, TradeLine
მედია მხარდამჭერები: ტელეკომპანია იმედი, ტელეკომპანია იბერია, საინფორმაციო სააგენტო "ედიტორი"

Posted by: inamura7 29 Jul 2016, 13:38
http://pix.ge/

მიმდინარე წლის 1 აგვისტოს, გალერეა "ვერნისაჟში" გაიმართება მზია ლეკვეიშვილის პერსონალური გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ძველი, ასევე ფოტოგრაფის უახლესი ნამუშევრები. გამოფენა გაიხსნება 19:00 სთ-ზე.
მისამართი: კ. აფხაზის ქ.N49 (ყოფილი ლესელიძის ქ.)

მხარდამჭერები: გალერეა "ვერნისაჟი", საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია.

Posted by: poetry.ge 19 Sep 2017, 08:19
QUOTE (Ania @ 28 Dec 2005, 15:52 )
_placebo_bitch_
გუშინ წინ ვიყავი... ნორმალური გამოფენაა... უბრალოდ ჩარჩოებია "ორიგინალური" და აღარ იცი, ფოტოს შეხედო თუ ჩარჩოს.
წარმატებები ავტორს. smile.gif

ჰაჰა მაგრად ვიცინე :დ

Posted by: logotip 27 Oct 2017, 12:26
კონკურსის დებულება

1. მიზანი

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით ორგანიზებული ფოტოკონკურსი „(უ)თანასწორობა ჩვენს გარშემო“ მიზნად ისახავს თანასწორობის და დისკრიმინაციის დაუშვებლობის თემაზე დისკუსიის ინიცირებას.

2. კონკურსის თემატიკა

ფოტო ნამუშევარი ხელს უნდა უწყობდეს დისკრიმინაციის დაუშვებლობის/თანასწორობის თემაზე საზოგადოების ყურადღების მობილიზებას და დისკუსიას შემდეგ თემებზე (ჩამონათვალი საილუსტრაციოა და არაა ამომწურავი):

ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის იდეა;
საზოგადოებაში გენდერული ნიშნით დამკვიდრებული სტერეოტიპები;
საზოგადოებაში არსებული გენდერული კლიშეების და დისკრიმინაციის პრობლემა;
ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებული გამოწვევები;
უმცირესობათა (ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური) წარმომადგენლების უფლებრივი მდგომარეობა;
ყველა რელიგიის და ეთნოსის წარმომადგენელთა თანასწორობის იდეა;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ჯანდაცვის, განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები;
სხვა.
3. კონკურსის ორგანიზატორი, ჩატარების დრო და ადგილი

კონკურსის ორგანიზატორია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2017 წლის 13 ნოემბერს
გამარჯვებულ ნამუშევრებს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომელიც ფოტოგრაფებისგან და დისკრიმინაციის თემაზე მომუშავე საჯარო პირებისგან იქნება დაკომპლექტებული
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ფოტოები უნდა წარმოადგინონ მიმდინარე წლის 3 ნოემბრამდე.
4. კონკურსში მონაწილეობის პირობები

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
კონკურსის მონაწილეობის მსურველს შესაძლებლობა აქვს გამოაგზავნოს მხოლოდ ერთი ფოტო; კონკურსში მიიღება მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოებიც.
ფოტო შეიძლება იყოს ფერადი ან შავ–თეთრი.
ფოტო უნდა იყოს JPG ფორმატის, ფაილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს, ფოტოს მინიმალური ზომა უნდა იყოს 1920pxX1280px.
კონკურსზე წარმოდგენილი ფოტო არ შეიძლება იყოს სხვა ფოტოკონკურსების პრიზიორი/გამარჯვებული.
პლაგიატის, მონტაჟის ან დამუშავებული ფოტოს (ფოტოზე ზედმეტი დეტალების მოშორება, დამატება) აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, კონკურსანტი მოხსნას კონკურსიდან; დასაშვებია ფოტოების მსუბუქი კორექტირება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტები
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
განცხადება კონკურსში მონაწილეობის სურვილის შესახებ, სადაც მითითებული იქნება კონკურსის მონაწილის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტის მისამართი
პირადობის მოწმობის ასლი
ფოტო
ფოტოს მოკლე აღწერილობა
კონკურსანტებმა მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, შემდეგ მისამართზე: ნინო რამიშვილის ქ. #6, თბილისი, საქართველო ან შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ombudsman.konkursi@gmail.com
არასრული განაცხადები არ განიხილება.
გამარჯვებულთა გამოვლენის წესი
ჟიური შეარჩევს 20 საუკეთესო ნამუშევარს, რომლებიც გამოიფინება სახალხო დამცველის აპარატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე.
20 საუკეთესო ნამუშევრიდან ჟიური გამოვლენს სამი (I, II და III) საპრიზო ადგილის მფლობელს.
საპრიზო ადგილის მფლობელებს გამოავლენენ ჟიურის წევრები სხვადასხვა კატეგორიაში ქულთა დარიცხვის მეთოდით. ეს კატეგორიებია: თემის აქტუალურობა; შესაბამისობა კონკურსის პირობებთან; ფოტოს ხარისხი; შემოქმედებითი უნარი.
თითოეულ კატეგორიაში უმაღლესი ქულაა 5.
ჟიურის ყველა წევრი ნაშრომს აფასებს დამოუკიდებლად. ჟიურის წევრების მიერ დაწერილი ჯამური ქულების საფუძველზე გამოიანგარიშება საშუალო ქულა.
ერთნაირი ქულების შემთხვევაში, ფოტო ნამუშევრისთვის უპირატესობის მინიჭება მოხდება ჟიურის წევრთა სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობის მიხედვით.
7. საავტორო უფლებები

1. გამოგზავნილ ფოტოზე საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს კონკურსში მონაწილეს;

2. კონკურსში გამარჯვებულ ფოტოებზე საავტორო უფლება უნარჩუნდება ავტორს. სახალხო დამცველის აპარატი იტოვებს უფლებას, ავტორის წინასწარი ნებართვის გარეშე გამოიყენოს კონკურსში მონაწილე ფოტოები საკუთარ ელექტრონულ და ნაბეჭდ პუბლიკაციებში, ავტორის მითითებით.

8. პრიზები

კონკურსში გამოვლენილი პირველი სამი ადგილის მფლობელები დაჯილდოვდებიან.


http://www.ombudsman.ge/ge/vakansiebi/fotokonkursi-temaze-utanasworoba-chvens-garshemo.page





Posted by: oldman 27 Oct 2017, 12:39
ნებისმიერ კონკურსზე ფოტო იქნება თუ სხვა პირველ რიგში პრიზის ოდენობა სახელდება

Posted by: BELLA-DONNA 30 Oct 2017, 13:32
logotip
არსებობს უკვე აპინული თემა, ამიტომ შევუერთე.

Posted by: naa 29 Jan 2019, 16:23
ფოტოკონკურსი:

"მრავალფეროვანი ჩინეთი" ეს არის საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მცდელობა.

მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა პროფესიონალი ან მოყვარული ფოტოგრაფი, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ჩინეთში გადაღებული ფოტოები ან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაღებული სურათები ჩინეთის შესახებ.

​კონკურსი ორგანიზებულია „4U მულტიმედია ჯგუფის“ მიერ და ტარდება „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს“ ინიციატივით.



კონკურსი შედგება 5 კატეგორიისაგან და მას პროფესიონალი ფოტოგრაფები, ცნობადი სახეები და ჩინეთის ელჩი ბატონი

ძი იანჩი შეაფასებენ.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან Huawei-ს ფირმის მობილური ტელეფონებით და აქსესუარებით.

მთავარი პრიზი, 10 დღიანი მოგზაურობა ჩინეთში 2 პერსონაზე.

კონკურსი დაიწყება 2019 წლის 25 იანვრს და დასრულდება 19 თებერვალს.


https://www.facebook.com/4U.ge.Official/photos/a.159263961350336/324157818194282/?type=3&theater&ifg=1


ვებ გვერდი:

https://www.contest.4u.ge/contest?fbclid=IwAR0aOda4Ia9G2Q_jtFaSpPDDvKIeCmKF32C76MZPkY8jLSb28ALWSWzWtIU&lang=ka

Posted by: Jaguar paw 17 Jun 2019, 21:55
მეგობრებო, National Georgraphic-ის ადგილობრივი რედაქცია ატარებს მაკროფოტოგრაფიის კონკურსს, სადაც ჩემი მეგობარი იღებს მონაწილეობას. ჩემთვის არ ვითხოვდი ამას, მაგრამ ვისაც არ დაგეზარებათ, გთხოვთ გადახვიდეთ ქვემოთ მოყვანილ ბმულზე, გაიაროთ ავტორიზაცია ფბ-ს მეშვეობით და მისცეთ ამ ფოტოს ხმა user.gif

გმადლობთ წინასწარ user.gif https://yourshot.nationalgeographic.ge/buneba-makro-obieqtivshi/?contest=photo-detail&photo_id=1063&fbclid=IwAR3EAfEqeELArKMwa1uuzjjNYI8PDer8re0JKVDcjSguOx5LbbgY4EU7cQ8

Posted by: EleneS 19 Nov 2019, 13:18
მეგობრებო!

ტარდება საერთაშორისო ფოტოგრაფიის კონკურსი კიოლნის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა ჯგუფის ორგანიზებით. გამარჯვებული სურათები გამოიფინება კიოლნის უნივერსიტეტში, შემდეგ გადაინაცვლებს საქართველოს გენერალურ საკონსულოში ქალაქ ფრანკფურტში და ერთი თვის შემდეგ კი გამოფენა იქნება საქართველოს საელჩოში ქალაქ ბერლინში,

დედლაინი არის ხვალ, 20 ნოემბრის 23:00 საათი!

მეტი დეტალისთვის იხილეთ ჩვენი საიტი: http://www.aisigroup.com/
ჩვენი ფეისბუკ გვერდი: https://www.facebook.com/aisi.koeln

Posted by: PINKY 25 Dec 2019, 00:20
გამარჯობა მეგობრებო,

მოკლედ იქმნება ახალი საიტი, სადაც ჩატარდება ფოტო კონკურსები, გამოცხადდება თემა, ატვირთავთ თქვენ გადაღებულ ფოტოებს მოცემული თემის ფარგლებში, შემდეგ ჩვეულებრივი ხმისმიცემით გამოვლინდება გამარჯვებული და გადაეცემა შესაბამისი პრიზი (თანხა)

საიტი სულ რამოდენიმე დღის გახსნილია და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი წინადადებები და შემოთავაზებები, მივესალმებით ნებისმიერ იდეას.

საიტი: https://rakursi.ge/
ფბ გვერდი: https://www.facebook.com/Rakursige-105020294342200/?modal=admin_todo_tour

პს. მიუხედავად საიტის სატესტო რეჟიმისა, არსებულ კონკურსებში გამარჯვებულებს ბუნებრივია გადაეცემათ შესაბამისი პრიზები..

: )

Posted by: PINKY 14 Jan 2020, 18:30
გამარჯობა მეგობრებო,

შეიქმნა ახალი საიტი, სადაც ჩატარდება ფოტო კონკურსები, გამოცხადდება თემა, ატვირთავთ თქვენ გადაღებულ ფოტოებს მოცემული თემის ფარგლებში, შემდეგ ჩვეულებრივი ხმისმიცემით გამოვლინდება გამარჯვებული (უახლოეს მომავალში იგეგმება ჟიურის დამატებაც) და გადაეცემა შესაბამისი პრიზი (თანხა)

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი წინადადებები და შემოთავაზებები, მივესალმებით ნებისმიერ იდეას.

საიტი: https://rakursi.ge/
ფბ გვერდი: https://www.facebook.com/Rakursige-105020294342200/?modal=admin_todo_tour

პს. მიუხედავად საიტის სატესტო რეჟიმისა, არსებულ კონკურსებში გამარჯვებულებს ბუნებრივია გადაეცემათ შესაბამისი პრიზები..

: )

Posted by: ninoto 14 Jan 2020, 21:56
დროებით გავხსნი.

წარმატებები, შედეგები გაგვაგებინე smile.gif

Posted by: PINKY 15 Jan 2020, 14:30
ninoto
მადლობა, აგერ შემდეგი კონკურსის პირობები:

გზა

გათამაშების პირობები ძალიან მარტივია:
ფოტოზე, რომელსაც ჩვენს საკონკურსო გვერდზე ატვირთავ, გზა უნდა იყოს გამოსახული. გზასთან ერთად შენ იქნები, ჩამავალი მზე, კავკასიონის მთები, მანქანა თუ საყვარელი ადამიანი - მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია,ფოტო შენი გადაღებული იყოს.

პრიზი:
პირველი ადგილი - 150 ₾

https://rakursi.ge/konkursi/11

Posted by: PINKY 20 Jan 2020, 17:14
დაემატა შემდეგი კონკურსი

მოგზაურობა

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები უნდა ატვირთოთ. რაც მეტად საინტერესო იქნება ფოტო და ორიგინალური მით უკეთესი : )

პრიზი:
პირველი ადგილი - 100 ₾

https://rakursi.ge/konkursi/12

Posted by: ninoto 4 Feb 2020, 08:32
PINKY
შევუერთე არსებულ აპინულ თემას

Posted by: PINKY 5 Feb 2020, 03:57
ninoto

ოკ, მაინც არაფერი დიდი შედეგი არქონდა : ) )

რასაცვუყურებ აქძირითადად ფოტოგამოცანებით ერთობიან : ) )

მადლობა . )

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)