Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > სოციუმის ზეგავლენა და პიროვნული ,,მეს" ჩაკვლა


Posted by: Rachvelo90 15 Aug 2022, 22:47
გამარჯობათ, დიდი ხანია ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ეს პოსტი და გადავწყვიტე რომ ჩემი პრობლემები და გასაჭირი თქვენთვის მომეთხრო. იმედი მაქვს, რომ დამეხმარებით და ისეთ რჩევას მომცემთ თქვენს საუკეთესო მეგობარს ან ოჯახის წევრის რომ ურჩევდით და გვერდით დაუდგებოდით. შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ ჩემი ისტორია და ამის შემდეგ ადვილად მიხვდებით თუ რაშია საქმე და როგორ შემიძია ჩემი პრობლემები მოვაგვარო. პოსტი საკმაოდ გრძელია, რადგან ყველაფერი რომ არ მომეთხრო თქვენთვის ისე ალბათ ვერ მიხვდებოდით თუ ვინ ვარ და რა მაწუხებს, ასევე ვერც დამეხმარბოდით. გამიხარდება თუ ბოლომდე წაიკითხავთ და გულით რჩევებს მომცემთ მამაკაცებიც და ქალბატონებიც.
მქვია ლევანი და დავიბადე რაჭაში, მაგრამ გავიზარდე დუშეთის რაიონის ერთერთ სოფელში 1989 წელს (ვარ ამჟამად 33 წლის) კარგად ვსწავლობდი სკოლაში და გამორჩეული ვიყავი, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი პრობლემები. ვიავი და ვარ უკონფლიქტო, მშვიდი და წყნარი ადამიანი. მთელი სოფელი მცნობდა როგორც კარგ მოსწავლეს და მაქებდნენ, ეს ჩემზე კიდევ უფრო მეტად ზრდიდად საზოგადოების მხრიდან კონტროლსა და ზეწოლას. მეც ვცდილობდი, რომ ეს იმედები არ გამეცრუებინა და უფრო კარგად მესწავლა, ზრდილობიანად მოვქცეულიყავი, ბირჟაზე არ ვმდგარიყავი, არ დამელია. ჩემშიც იყო პრობლემები იმ მხრივ, რომ სუსტი ვიყავი (როგორც ფიზიკურად ასე ხასიათით) და სულ იმას ვფიქრობდი ხოლმე, რომ რამე ისეთი არ გავაკეთო რომ სხვას არ ესიამოვნოს და ამის გამო ჩემზე არ იჭორაოს მეთქი.
ამას დაემატა მეორე პრობლემაც ძალადობა ოჯახში. იყო 90-იანი წლები, გაჭირვება, მამაჩემი ვერ მუშაობდა და დედაჩემი იყო ძალიან აგრესიული. ჰქონდათ სულ ჩხუბი და მამაჩემი ხმას ვერ სცემდა, ამით სარგებლობდა დედაჩემი და ბევრჯერ შემოუხევია მაიკა ტანზე მამაჩემისთვის, ბევრჯერ გაუგდია გარეთ და უცემია ჩვენს, შვილების თვალწინ. განსაკუთრებული სისტიკით გვცემდა ხოლმე დედაჩემი ჩვენ. პატარა მიზეზზეც კი, მაგალითად პასტა დამეკარგა ერთხელ სკოლაში და რომ მოვედი ორი თუ სამი სახრე დამამტვრია ზედ. კვირა არ გავიდოდა, რომ არ ვეცემეთ და საკმაოდ დიდ ასაკამდე (17 წლამდე დაახლოებით). ასევე გარეთ არ გვიშვებდა, გვემუქრებოდა, გვაკონტროლებდა. ასევე მე მაყენებდა შეურაცყოფას და ხალხშიც მეძახდა ხოლმე მსგავსი ფრაზებით: ,,შე დებილო" ,,უტვინო", ,,მენახერე" და ა.შ. არადა როგორც ვთქვი სკოლაში გამორჩეული ვიყავი და იმით განვსხვავდებოდი 90-იანი წლების თაობისაგან რომ ძირითადად სახლში ვიყავი და სულ ვკითხულობდი. ბიბლიოთეკაში თუ რამე იყო წიგნი თითქმის ყველაფერი წაკითხული მქონდა და ამ დროს ჩემი თანატოლები კაჩაობდნენ, ზოგს ქურდობა უნდოდა და სწავლით 8 კლასის მერე არცერთი ბიჭი აღარ სწავლობა. მე რათქმაუნდა ბოლომდე კარგად ვსწავლობდი და შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე მათემატიკაზე უფასოზე, რაც საკმაოდ რთული იყო 2006 წლისთვის. ალბათ ეს ოჯახური ძალადობდა და დედაჩემის მხრიდან ზემოქმედება, ძალადობა ჩემზე - კიდევ უფრო მეტად კლავდა ჩემში კაცობას, პიროვნულ განვითრებასა და იმ ჩემს ,,მეს". ამიტომ ყველა ადვილად მჩაგრავდა და ახლა მახსენება თუ როგორ მირტყავდნენ სკოლაში თავში პაპკებს, დამცინოდნენ ხოლმე კლასელები. ყოვეთვის არა, მაგრამ ხდებოდა ხოლმე მსგავსი სიტუაცები რომ უკნიდან თავში ჩამარტყავდნენ და ჩემი რეაგირება იყო მხოლოდ შემდეგი: ,,კარგი რა" ,,შემეშვი, ნუ მირტყავ". არვიცი რატომ, მაგრამ კლასელების მრცხვენოდა ხოლმე სკოლის გარეთ, მაგალითად ზაფხულის არდადეგებზე ვცდილობდი რომ კლასელები არ შემხვედროდნენ სადმე და არ მენახა, რადგან მათთან შეხვედრისაც კი მრცხვენოდა. ჩემს დაბადების დღეზე, მხოლოდ რამდენიმე ჩემი უბნელი ბიჭი მოდიოდა და შემდეგ დედაჩემს მოჰყავდა ქალები და ისინი ქეიფობდნენ ხოლმე. მე კლასლები ჩემს დაბადების დღეზე არასოდეს მყოლია: 1) პირველი იმიტომ, რომ მე მრცხვენოდა მათი და მრხვენოდა რომ ჩემს სახლს ნახავდნენ ან დედაჩემი რამე ცუდს მეტყოდა მათთან და შემარცხვენდა და 2) არც დედაჩემი მეუბნებოდა დაპატიჟეო. გამომდინარე აქედან არც ჩემი კლასელები მეპატიჟებოდნენ და თითქმის არავის დაბაბდების დღეზე არვარ ნამყოფი ისე დავამთავრე სკოლა.
ასევე ვიყავი ძალიან მორცხვი და მორიდებული, მახსოვს 16 და 17 წლის რომ ვიყავი სოფლის ბირჟები იყო ხოლმე ახალგაზრდობის და იქ გასვლა მესიკვდილებოდა, რადგან თბილისელები ჩამოდიოდნენ (გოგოები და ბიჭებიც) და მათთან მესირცხვილებოდა. ანუ ბიჭები რომ კერავდნენ გოგოებს, ხუმრობით საუბრობდნენ და იცით ალბათ მაგ ასაკის დროს როგორც ხდება, მე ეს არ შემეძლო და თუ მოხდებოდა რომ გავიდოდი გარეთ ჩემს უბანში ვითვლიდი ხოლმე წთებს რომ ღამის 11 გამხდარი და მალე წავსულიყავი სახლში. ჯოჯოხეთი იყო ხოლმე ჩემთვის ზაფხულის მოახლოება და აგვისტოს ბოლო რომ მოდიოდა მიხაროდა, რადგან თბილიელები მიდიოდნენ და ეს ბირჟაობებიც მორჩებოდა.
შემდეგ როგორც ვთქვი, ჩავაბარე უნივერსიტეტში და გადავედი თბილისში. იქაც ჩემს ნათესავთან ვცხოვრობდი და ისინიც მაკონტროლებდნენ ხოლმე, რომ უნივერიტეტედიდან უნდა მალე მოვულიყავი და ა.შ. რაც მთავარია კაცად, პიროვნებად ვერ ჩამოვყაალიბდი თუნადაც 19 და 20 წლის ასაკში - ახლა რომ ვუყურებ ამ გადასახედიდან. სტუდენტობის დროს ცოტა გავიხსენი, თუმცა იქაც ჩაკეტილი ვიყავი და ასევე მაგ დროსაც ხდებოდა ჩემზე ბულინგი თუ დაჩმორება, ნუ რაც ჰქვია. ერთ პატარა მაგალითს მოვყვები და მიხვდებით ჩემს ტიპს თუ როგორი ვიყავი: ერთხელ მახსოვს მე, ჩემი ძმაკაცი ჯგუფელი, რომელთანაც ძალიან ახლოს ვიყავი და კიდევ ორი სხვა ჯგუფელი ბიჭი, სულ ოთხნი წავედით საქეიფოდ კახეთისკენ, თან რაღაც მონასტერი ვნახეთ. მე სოფლიდან ღვინო მქონდა ჩამოტანილი და წავიღე. იქ შევთვერით და მერე რაღაც მანძილი ფეხით მოვდიოდით. ზუსტად აღარ მახსოვს რა, მაგრამ როგორც ჩანს რაღაც არასასიამოვნო ვუთხარი ჩემს ერთ ჯგუფელს (მასთანაც ვმეგობრობდი და შედარებით ახლოს ვიყავი) და მან სახელში ხელი შემომარტა მთელი სიმძლავრით - მე კიდევ ვერაფერი ვუთხარი. მგონი მხოლოდ ის, თუ რას შვრები ბიჭო, რატომ იქნევ ხელებს და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ რამდენად შეურაწმყოფელი რაღაცაა ეს და ჩემი რეაგირება იყო ამაზე ნული. ალბათ ისევდაისევ ყველაფერში დამნაშავე იყო ჩემი ხასიათი, ბავშვობა, სკოლა და ის ძალადობა რაც გამოავარე.
სტუდენტობის დროსაც არცერთი ჩემი ჯგუფელი არ წამიყვანია სოფელში, მხოლოდ ერთერთან ვიყავი სახლში სტუმრად ახლა რომ ვიხსენებ მთელი 4 წლის მანძილზე. ეს იყო და ეს. ჩემი ყოველდღიური ცხოვრება იყო დილით უნი, მერე ეგრევე სახლში მისვლა და სწვლა, ლექციებისთვის მომზადება, ჭამა და ძილი. შაბათ-კვირას დუშეთში, სოფელში მივდიოდი ხოლმე. ასევე მრცხვენოდა თუნდაც დუშეთის მარშუტკაში ჩაჯდომა და ძალიან ბედნიერი ვიყავი თუ იქ ჩემი კლასელი ან მასწავლებელი არ იჯდა. კლასელებისა და მასწავლებლების მიმართ ასეთი სიმორცხვე და შიში არვიცი რატომ მქონდა.
სიყვარულს რაც შეეხება: მომწონდა და მგონი მიყვარდა კიდეც ჩემი კლასელი გოგო. მაგრამ ამას როგორ გავუბედავდი რომ მიყავრდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კი, მას იშვიათად ვნახულობდი და ისევდაისევ ამ კლასლების მიმართ სიმორცხვის გამო ვცდილობდი არ მეკონტაქტა. ანუ ვიყავი ასოციალური ადამიანი, რადგან მეგონა რომ ვიღაც შეურაცყოფას მომაყენებდა, შემარცხვენდა, რამეს მეტუოდა და მეც ძირითადად ჩუმად ვიჯექი ხოლმე (ლექციებზეც) ამიტომ ჯგუფელებთანაც სიყვარული და მსგავსი ურთიერთობა არ გამომდიოდა. ვცდილობდი რომ უცხო გამეცნო, მაშინ მოდაში იყო მაგთი და ბალი ჩათი, რაღაც ჩათები და იქ ვეძებდი ხოლმე სიყვარულს და თუ გამიმართლებდა და ვინმეს გავიცნობდი, ნახავდა რა რომ სოფლელი ვარ, თბილისში სახლი არ მაქვს, მანქანა არ მყავს, უფულო ვარ, არ ვარ ვაჟკაცური, მეგობრები არ მყავს, არ მაქვს ეს მამაკაცური და ვაჟკაცური სული (როგორ აგიხსნათ, მაგალითად ტაქსი გავაჩერო და სახლში გავუშვა- ასეთი რაღაცეები რომ არ შემეძლო, უფრო სწორედ არ ვაკეთებდი), მალევე მშორდებოდნენ ხოლმე. ეს ყველაფერი დამატებით მაგიჟებდა და ფსიქუკურად მოქმედებდა ჩემზე, განვიცდიდი...
მახსოვს ერთხელ ერთი გოგო გავიცანი მასე ჩათში, ნომერი მომცა და ცხოვრობდა მეტრო წერეთელთან, მეგრელი გოგო იყო და სწავლობდა თბილისში. პირველ შეხვედრაზე დიდი თაიგული ვუყიდე ვარდების და წერეთლის მეტროსთან შევხვდი. თაიგული გამომართვა, ცოტა ვილაპარაკეთ, მე არც კი დამიპატიჯებია სადმე, მეთქი ჯერ ეს გაცნობაც საკმარისია თქო. თან ფიზიკურადაც არვარ გადასარევი, ჩვეულებრივი, საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი ბიჭი ვარ. მერე დავემშვიდობე და წავედი მე, დუშეთში მივდიოდი. მეგონა რომ ვნახე ნორმალური გოგო და ამ ჩემს სულიერ მარტოობას ბოლო მოეღებოდა. მივწერე საღამოს და არ მიპასუხა, დავრეკე და გადიოდა ზარი და არ მპასუხობდა. სულ გავგიჟდი ამაზე, ვურეკავდი და არ იღებდა. მერე მომწერა მეორედ აღარ დარეკოვო და გამითიშა. ეს იყო შოკი ჩემთვის... ვიჯექი მთელი ღამე ჩემს ოტახში და ვტიროდი, ღმერთს იმას ვეხვეწვებოდი ეთქვა, თუ რა დავაშავე ასეთი, რომ ასეთ საშინელ ჯოჯოხეთში ვცხოვრობდი და ასეთი ცხოვრება მქონდა.
უნივერიტეტის შემდეგ არმყავდა სანანცნობოში არავინ ვინც სამსახურს მინახავდა, მე აქტიური და ფხიანი არ ვიყავი და თან იმ დროს 300 ლარები იყო ხელფასი, უმუშევრობა და გადავწყიტე სოფელში ვიმუშავებ და იქ უფრო მეტი გამომივა თქო. შემდეგ ჯარში გამომიძახე სა მომიწია წასვლა და დაცვის პოლიციაში წავედი. 3 დღეში ერთხელ იყო ხოლმე (2010 თუ 2011 წლები იყო) და იქ ნახევარი წელი ნორმალურად ვიყავი, ნახევარი წლის შემდეგ ერთერთმა ჯარისკაცმა შეურაცყოფა მომაყენა, რაღაც მითხრა- ახლა აღარ მახსოვს და ამაზე სხვებმაც სიცილი დაიწყეს, მე ვერ გავეცი საკადრისი პასუხი. ალბათ ვუთხარი: ,, შემეშვი, რა გინდა ჩემგან" ამ მსგავსი რაღაც და შემდეგ რახან მნახეს დაბალი ღობე მაშინ დაიწყო ჩემი დამცირება და ახალი ჯოჯოხეთი ( 24 წლის ვინებოდი დაახლოებით, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ). დამცინოდნენ, ხელითაც მეხებოდნენ და ამას სხვა ჯარისკაცი რომ ხედავდა ისიც უკვე მიბედავდა ამ ზედმეტებს. თითქმის ყველაა...
არვიცი, ძალიან ბევრი გადავიტანე ძალიან და სხვა ჩემს ადგილას თავს ჩამოიხრჩობდა. ამდენს ვერ გადაიტანდა....
მე არც ეს შემეძლო და თან უფლის წყალობით ეს არ მოხდა, თორემ კი ვიყავი მაგ ზღვრამდეც მისული.
ჯარის შემდეგ სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები შემექნა, მესიზმრებოდა ხოლმე თუ როგორ მაყენებდნენ შეურაცყოფას და დამცინოდნენ ეს ჯარისკაცები (დაცვის პოლიციელები უფრო სწორედ). 2 თუ 3 წელი ასეთ ცუდ დღეში ვიყავი, თუმცა ესეც გადავიტანე და სოფელში, დუშეთში ვცხოვრობდი და სულ ვმუშაობდი, სულ, სულ. შრომა და ის, რომ ცოტა ფულს ვაგროვებდი მაძლევდა იმის სტიმულს, რომ რაღაც შეიძლება შემექმნა და მეც კაცად, ადამიანად დავმდგარიყავი. თუმცა ოჯახი (უფრო სწორედ დედაჩემი), აქაც განიცდიდა ჩემზე ისეც ზემოქმედაბას და ისევ მაკონტროლებდა. ასევე ჩემზე ძალიან მოქმედებდა სოციუმის აზრი და სოფლის ხალხის აზრები: ,,ამდენი ისწავლე და აქ, ახლა ძროხებს უნდა სდიო" აგერ ,,შენი კლასელი ალეკო სამინსიტროში მოეწყო და შენ სდიე აქ ძროხებს" -მსგავსი ფრაზები მკლავდა და ახშობდა ჩემში იმ პიროვნული ,,მეს" განვითრებას და კაცობის თუ ნორმალურ ადამიანად ჩამოყალიბების პროცესს კლავდა. მაგალიტად ამ დროს, 25 წლის ვიქნებოდი ალბათ (ზუსტად აღარ მახსოვს) ჩემს დას ჰყავდა თავის ჯგუფელი სტუმრად მოყვანილი, კახელი გოგო იყო და ჩვენთან დარჩა 1 კვირა, მომეწონა ეს გოგო, მასაც მოვეწონე და რომ წავიდა ვმესიჯობდით მერე. წესიერი, მეოჯახე და მშვიდი გოგო იყო - ისეთი ალბათ როგორიც მე ვიყავი ხასიათით. ჩემი დისგან გაიგო ეს დედაჩემმა და ამ გოგოს მისწერა თუ დაურეკა, რომ მეორედ ჩემთან აღარ მოეწერა. ამ გოგომაც აღარ მომწერა და მე კიდევ იმის ტრაკ... არ მქონდა რომ თბილისში ჩავსულიყავი და თუნდაც ლექციების მერე მენახა, ანუ რომ მებრძოლა და არ დამეკარგა ეს ადამიანი. მაგრამ კიდევ არ ვიყავი დამოუკიდებელი, ჩამოყალიბებული ადამიანი და ეს ვერ შევძელი.
შემდეგ გადავწყვიტე რომ წავსულიყავი საერთოდ საქართველოდან. მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი ერთადერთი ხსნა და დამოუკიდებლად ცხოვრება, თუნდაც მშიერი ყოფნა და ახალი ცხოვრების დაწყება მომცემდა იმის შესაძლებლობას, რომ ამ მასობრივ კონტროლს (ოჯახის, ნათესავების, სოფლის) გავქცეოდი და თავი განმეთავისუფლებინა, ნორმალურ და შემდგარ ადამიანად ჩამოვყალიბებულიყავი. წავედი ინგლისში და 7 წელია იქ ვარ. შრომობ, ვშრომობ და ვშრომობ არვიცი როგორ მიგიყვეთ ეს- ყოფილა რომ 3 დღე და ღამე 72 საათი არ მიძინია და სულ მიმუშავია, რადგან ვფიქრობდი და ვფიქრობ რომ ჩემი გადარჩენის ერთადერთი საშუალება არის ფული. რომ კარგი ფულით: ბინა თბილისში, მანქანა, ბიზნესი და ასე შემდეგ შეიძლებოდა და შეიძლება ჩემი შემდგარ ადამიანად ქცევა და ამ ყველაფრის დავიწყება. რომ ამის შემდეგ საცოლესაც ადვილად ვნახავ და იგივე არ დამმემართება, რაც იმ მეგრელმა გოგომ გამიკეთა 13 წლის წინ წერეთლის მეტროსთან. ნაწილობრივ ეს ჩემი მიზნები შევასრულე, რაღაც მხრივ განვტავისფულდი სტერეოტიპებისაგანაც, მაგრამ მაინც ვერ მოვახერხე ის რაც მინდოდა: რომ მყოლოდა გვერდით მეუღლე ვისაც ვეყვარებოდი და მეყვარებოდა, მეყოლებოდა მასთან შვილები, შევქმნიდი კარგ ქართულ ოჯახს და ასევე განვთავისუფლდებოდი ამ საზოგადოებისა თუ სოფლის, სოცუმის ზეგავლენისა და ჭორებისაგან. რამდენჯერაც არ ვცადე აქ, ინგლისში ქართველ გოგოებთან ურთიერთობა ყოველთვის მარცხით დამთავრდა: პირველად აღტაცებულები არიან ჩემით, აა შენ ლონდონში ეს უნი დაამთავრე, ასეთი წესიერი ხარ, არ ეწევი, არ სვავ, არ ეკარები ნარკოტიკებს, ამდენს შრომობ, მოახერხე რაღაცეების ყიდვა და შეძენა.. ასეთი ქართველი მამაკაცი ხომ საოცნებოა-- (ეს შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე), მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ უკვე რომ კარგად გამიცნობენ და ხვდებიან, რომ მე მეგობრები არ მყავს (რამდენიმე მეგობარი მყავს სულ, რადგან როგორც ვთქვი ვსწავლობ და დღედაღამე ვმუშაობ-არც დრო მრჩება იმის რომ ბევრ ქართველს ვემეგობრო და ჩემი ახალგაზრდობის, სტუდენტობის წლებიდანა რაც გამოვიარე კი იცით და რომ მეგობარი არ მყავდა მაშინ), სულ სულ ვმუშაობ, ნუ ფიზიკურადაც არვარ ისეთი, ბევრია ჩემზე უკეთესები. ასევე აქ, ინგლისშიც რამდენიმე ქართველი გავიცანი და მათგან რამდენიმემ ისევ ჩემი დაჩმორება და დაცინვა მოინდომეს. რათქმაუნდა დავახვევინე მათ და გავწყვიტე მეგობრობა, ამიტომ ერთი ქართველი მეგობარიღა შემომრჩა აქ. როგორც ვტქვი ეს პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ ქართველებთან მაქვს. სადაც მიმუშავია არაბებს, აფრიკელებს და ასე შემდეგ ერთი ზედმეტი არ უთავქმთ ჩემზე და ვინც დააპირა მოხვდა ცხვირში და მათთან მარტლა პალაჟენია მქონდა და მაქვს დაყენებული. ქართველ მეგობარს, კიდევ ვისთანაც წლებია ვარ და ზედმეტს მეტყვის ვერ ვეპასუხები, რადგან მეც მასე რომ ვუთხრა და ზედმეტი შებკადრო ვიცი რომ ვსო ისიც დაკარგულია და ისევ მარტო ვრჩები. პლიუს ეს ერთფეროვნება: დილით: რას აკეთებ, სამსახურში მივდივარ, საღამოს: რას აკეთებ, სამსახურიდან მოვდივარ და რამდენიმე თვის შემდეგ მწერს ეს გოგო: ,,იცი, თუ გინდა მეგობრებად დავრჩეთ, თუ არ გინდა და კარგად" - არადა ვფიქრობდი რომ ვიპოვე ის, ვისთან ერთადაც ვიცხოვრებ და შევძლებდი მართლა ნორმალურ ადამიანად მეგრძნო თავი. ამ 7 წლის განმავლობაში აქ ინგლისში მსგავსი რამ უკვე მგონი 4 ჯერ დამემართა და მგონი ჩემშია პრობლემა. უკვე აღარ ვიცი რ გავაკეთო. მალე 34 წლის გავხდები და ვერ მოვახერხე ნორმალური გოგოს ნახვა, ვისაც მე ვეყვარები და 2 ან 3 ტვის შემდეგ არ მეტყვის: ,,ჩუს, კარგად იყავი"
მინდა რომ ვნახო ქართველი (და არა სხვა ეროვნების) გოგო, ვინც ყურადღებიანი იქნება და სიცოცხლის ბლომდე ჩემტან დარჩება. ვინც ჭირსა და ლხინში ჩემთან ერტად იქნება. ვისთან ერთადაც შვილები მეყოლება და ამავე დროს ვიგრძნობ თავს, რომ მეც ადამიანი ვარ და ეს ამდენი შრომა დამიფასდა და ის ჯოჯოხეთი გავიარე. როგორც ვხვდები ქალები მაინც უპირატესობას ისეთ მამაკაცებს ანიჭებენ, ვინც მასკულინური თვისებებით გამოირჩევა, დედის მ... ასე რომ ვთქვათ, თავს არავის დააჩავრინებს და ცოლსაც დაიცავს. მართალია ისეთი სუსტი აღარ ვარ რაც ადრე ვიყავი, მაგრამ მგონია რომ ამ მესიჯობის დროს ხვდებიან რომ მე ასეთი რიკოშეტი და მასკულინი ტიპი არვარ, რომ ერთი მშვიდი და მშრომელი წესიერი ბიჭი ვარ და წყვეტენ ჩემთან ურთიერთობას. მეორე მხრივ რაღაც დოზით ისევ მოქმედებს ჩემზე ნათესავებისა და სოფლის (საზოგადოების) ეს გავლენა და აზრები: ,,ამხელა კაცი გახდი, ამდენი ისწავლე და კიდევ ვერ მიაღწიე იმას რომ მაგრად იცხოვრო ან კარგი სამსახური გქონდეს" - აქ, ინგლისში ფიზიკურად ვმუშაობ. ასევე ვფიქრობდი ისევ სოფელში ჩამოსვლასა და მანდ ცხოვრებას, ბიზნესის დაწყებას, მაგრამ ეს სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა, თავისი აზრების ზემოქმედება და სოციუმის გავლენა, ჭორაობა- ამას ბოლომდე ვერ დავაღწიე თავი. ერთადერთი რასაც ვფიქრობ, თავის დაღწევა შეიძლება თუ ცალკე სადმე ვიცხოვრებ, ან უნდა შევუკურთხო, უკმეხად ვუთხრა რომ მან ტავის საქმეს მიხედოს და ასე შემეშვებიან. თუმცა აალბათ მასე ნათესავებსა და ახლობლებსაც დავკარგავ. ისევ პრობლემად რჩება დედაჩემის კონტროლი, რომელიც მართალია ვეღარ მაკონტროლებს და მე თვეში ორჯერ თუ ვურეკავ მარტო, მაგრამ მანდ დუშეთში რამდენჯერაც ჩამოვედი ისევ ჩემი კონტროლი დაიწყო და თუ თბილისში ვიყავი მიერაკვდა, როდის მხოვალ? ღამის 11 საათია უკვე, სად დადიხარ? და ასე შემდეგ.
ძალიან დიდი მადლობა ვინც ჩემი ეს ამხელა პოსტი ბოლომდე წაიკითხა და ჩემი ამბავი გულთან მიიტანა. მინდოდა კარგად აღმეღწერა ჩემი ამბავი, ცხოვრება და თავი, რომ სწორად მიმხვდარიყავით თუ როგორი ტიპი ვარ, რა გავიარე და შესაბამისად სწორი რჩევებიც რომ მომცეთ. რას მირჩევთ, რა პრობლემებია ჩემში და რა უნდა გამოვასწორო მე? ვიცი, რომ ჩემი ბრალიცაა ბევრი რამე. როგორ შეიძლება რომ თავი დავაღწიო საბოლოოდ დედაჩემის და საზოგადოების ამ ზეგავლენას? რომ მათი აზრები და შეხედულებები ჩემზე - ჩემთვის სულ ერთი და უმნიშვნელო გახდეს და როგორ უნდა მოვაგვარო გოგოებთან ურთიერთობა? რა შეცდომებს ვუშვებ მე და რა უნდა შევცვალო, რომ გოგომ 2 და 3 თვის შემდეგ არ მითხრას ,,ჩუს"? ძალიან გამიხარდება თქვენი გამოცდილებიდან და გულით თუ მომცემთ რჩევებს და დამეხმრებით, რომ ეს პრობლემებიც საბოლოოდ გადავლახო.

Posted by: Dv@li 20 Aug 2022, 00:26
კითხვა

89იანი თუ ხარ 90იანი რატო გაქვს ნიკში? ან რაჭველი?



თემას რაც შეეხება, Toxic environment ბავშვობაში the worst. მაგრამ მაინც კარგად მოახერხე რომ ბოლომდე დინებას არ მიყევი.
ბევრ რაღაცაში შემიძლია relate, დაჟე ასაკშიც biggrin.gif

ასე რომ მარტო არ ხარ. გოგოებს რაც შეეხება იუმორის გრძნობა გექნება, კიდევ რა უყვართ გოგოებს? არაძუნწი კაცები ოღონდ ვიღაც ჰუკერებს ნუ დაახარჯავ ფულს, ცოტა ივარჯიშე რო ფორმაში იყო და ეგ არის. დალშე ბედნიერებას არაფერი მოგიტანს შენი ტვინის გარდა. არც ფული არც ლამაზი ცოლი არც სახლი და არც ოცნების მანქანა. ცოტა ხანი შეიძლება გაგიფანტოს ყურადღება მაგრამ შენ ისევ შენ იქნები. მოკლედ ყველაფრის გარეშე უნდა ისწავლო ბედნიერად ცხოვრება.
The Subtle Art of not Giving a Fuck კარგი წიგნიაო ამბობენ

P.S. ბალიჩათი wild იყო biggrin.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 20 Aug 2022, 05:56
Rachvelo90


მთლიანად წავიკითხე და როცა ასეთ ისტორიებს ვკითხულობ, მინდა რომ დედამიწას დედამიწაზე დიდი ასტეროიდი დაეცეს და განადგურდეს კაცობრიობა, რომ აღარასდროს არავინ დააზიანოს ადამიანი ისე, როგორც შენ დაგაზიანეს, როგორც ახლობლებმა, ისე ნაკლებად ახლობლებმა.


ჩემი აზრით პროფესიონალ მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგთან თერაპია გჭირდება აუცილებლად და ეს ის არის, რაზეც ფულის დახარჯვა არ უნდა დაგენანოს, იმიტომ რომ ბინაზე, ბიზნესზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია შენი იმ ტვირთისგან გათავისუფლება, რომელსაც მთელი ცხოვრება ატარებ და როგორც არ უნდა შესტკიოდეთ გული რიგით ადამიანებს, ვერ გაგიწევენ იმ დოზის დახმარებას რომელიც გჭირდება. ჩემი აზრით, ეს მხოლოდ პროფესიონალს შეუძლია.

მანდ ძვირია ალბათ, მაგრამ გაარკვიე მაინც, თუ არადა ალბათ თბილისში არიან კარგი ფსიქოთერაპევტები, იმედი მაქვს დაგაკვალიანებენ ამ განყოფილების სხვა იუზერები.

ნამდვილად ძალიან ყოჩაღი ხარ რომ ამდენს გაუძელი და ამხელა ტრავმების ფონზე არც გალოთდი, არც რამე უარესი, არც თავს აუტეხე რამე და სწავლობდი და შრომობ თავდაუზოგავად.

ერთდაერთი რასაც გირჩევ და იმედი მაქვს გაითვალისწინებ, არასდროს დაბრუნდე არც იმ სოფელში სადაც გაიზარდე და მითუმეტეს არ დაბრუნდე დედასთან. შენს ადგილას რომ ვიყო, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაშიც კი არ შევატყობინებდი დედას და სანათესაოს და არც ვინმე სხვას, ვისაც შეუძლია შენს ოჯახს მიაწოდოს ინფორმაცია შენი დაბრუნების და მითუმეტეს ახალი მისამართის შესახებ.

ძალიან სამწუხაროა ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ როგორც ჩემი ახლობელი ექიმი ამბობს, ზოგჯერ შვილის ყველაზე დიდი მტერი დედაა და როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ან როგორც არ უნდა გეშინოდეს რომ ამის გამო ვინმე გაგკიცხავს ან გადარდებდეს ვინ რას იფიქრებს, უნდა ამოკვეთო საკუთარი ცხოვრებიდან დედაც და ყველა დანარჩენიც ვისაც შენს სიტუაციაში წვლილი მიუძღვის, მინიმუმ მანამ სანამ თერაპიას არ გაივლი და არ გაიგებ რას გირჩევს ფსიქოთერაპევტი ამასთან დაკავშირებით.


დამოუკიდებლად გაგიჭირდება ამ ყველაფრის გადალახვა, ამიტომ ვფიქრობ რომ პროფესიონალი ფსიქოთერაპევტის თუ ფსიქოლოგის დახმარებაა საჭირო, არც მე მაქვს სიღრმისეული ცოდნა ამ საკითხში, მაგრამ რაც ვიცი იქიდან გამომდინარე ასე ვფიქრობ და პირად ცხოვრებას დროებით გვერდით გადავდებდი, რადგან სანამ არ გათავისუფლდები მიღებული ტრავმების შედეგებისგან და არ "განიკურნები" საკმაოდ დიდია შანსი, რომ რომც იპოვო პარტნიორი, არასწორი პარტნიორი აირჩიო ან უბრალოდ ვერ ააწყო ურთიერთობა.


ძალიან ძლიერი კაცი ხარ ჩემი აზრით, რადგან უდიდესი ძალა სჭირდება იმის გაზიარებას რაც შენ გაგვიზიარე, თუნდაც ანონიმურად. ძალა საკმარისზე მეტიც გაქვს, უბრალოდ დახმარება გჭირდება, ადამიანი რომელიც დაგეხმარება იმ ტვირთის მოშორებაში, რომელიც სხვებმა აგკიდეს. სწორ და ეფექტურ გზას დაგანახებს რომ შენი შინაგანი ძალა ეფექტურად გამოიყენო.

Posted by: Aquarius_A888 20 Aug 2022, 11:02
Rachvelo90
ფსიქოლოგთან მისვლა არ გიცდია?

Posted by: NNina 20 Aug 2022, 12:08
ყველაფერი თავის ადგილზე უნდა დააყენო და მერე მოხდება სწორი ტარნსფორმაცია.

ყველა გადაწყვეტილებაში აუცილებელია საღი აზრი.
მაგრამ აზრს თავში ვერ შეაჩერებ და თუ შეცდი,მცდარი გზიდან ადვილად ვერ გადმოხვალ.ამიტომ სირბილს აქეთ იქით არ გირჩევთ.

Posted by: Aquarius_A888 20 Aug 2022, 13:41
NNina
წარმოიდგინე ხარ პეპელა/ჩიტი და ხელოვნურად შეგიზღუდეს სივრცეები, ხოლო არსებულ ღია სივრცეებსი სიათაც გაფრინდები, იქ ჯოხებით მოგდევენ, რა სწორი დასკვნები უნდა გამოიტანო მაგ დროს? მთელი ემოციური სფერო და აზრები აზეზლილი იქნებოდა, სრულიად მოშლილი და ჩამონგრეული, დაახლოვებით იმ კლდეზე ასვლის ტოლფასია, რომლსაც ყველა საფეხური ჩამოენგრა. პ.ს. ხელოვნურად კიდევ არ ვართულებ, ის რაც გამოარა, ფქიქრობ რომ კარმის ბრალია ძაან მაშტაბურად რომ შევხედოთ, რადგან ყველა სფეროში რაღა მას შეხვდა მჩაგვრელები, აი.ი. მას რაღაც პრობლემა ჰქონდა და როცა რარაც კარმას გადიხარ, სულ რომ ათასი ჰაი კლასის ფსიქოლოგი გესაუბრებოდეს, შანსი არაა ვინმეს პასუხმა გაჭრას. ეხლა კი, როგორ ცჩანს უშუალოდ თავად გამოძვრა ან გამოიყვანა ისევ კარმამ ი ნაჭუჭიდან, სადაც მუდმივად იტისკებოდა, უბრალოდ როცა დაიწყო ამაზე საუბარი, როგორც ცანს კარმის მისია დასრულდა და ინდივიდს ეძლევა, დარჩენი სფიქოლოგიური ლაფსუსი გამოსწორების საშუალება. ეხლა მე დ აშენ რომ ვერ ავუხსნით, ეგ ფაქტია, მაგისთვის კი გამოცდილი და პროფესიანაილი ფსიქოლოგია საჭირო.

Posted by: Katutu 20 Aug 2022, 23:39
პირველ რიგში რაც არ უნდა რთული იყოს, ცხოვრებიდან მეტასტაზები უნდა ამოკვეთო, დედა იქნება ეს, მეგობარი თუ სოფლის ბირჟა. არასოდეს დარჩე იმ ადამიანებთან, რომლებიც თავს ასე მიზერულად გაგრძნობინებენ. თუნდაც მარტო დარჩე.
მეორე რიგში კარგი ფსიქოლოგი, რომ ბავშვურ ტრავმებთან იმუშაო და ეს კომპლექსები გადალახო.
ცოლი, შვილი, მანქანა, სახლი და მეგობრები თავისით მოვლენ ამ ყველაფრის შემდეგ.
წარმატებებს გისურვებ up.gif

Posted by: NinjaRacer 21 Aug 2022, 03:41
.

რეცეპტი მარტივია ის აკეთე რაც ბედნიერს გხდის სხვაგან არ ეძებო განსაკუთრებით ცოლშვილში

ყველა ადამიანი ვქლდებულია თავად შექმნას თავის ბედიერება

და მერე უკვე გაუზიაროს სხვებსაც თუ უნდა.

ეს ეშლებათ ხშირად და თხოვდებიან ან შვილებს აჩენენ და მერე აღმოაჩენენ რო ძალოან დიდო შრომა და პასუხისმგებლობაცაა. ავტომატირად ბედნიერი გახდომა კიარაა ეს გათხოვება

არ შეიძლება შენი ბედნიერების აღქნა ეგეთ არასტაბილურ გარე ფაქტორებს დაუკავშორო მხოლოდ მისი ნაწილი შეიძლება გახადო

ამიტომ ყოველ დღე უნდა მოძებნო თუნდაც ერთი რამე რაც გაბედნიერებს და ხშირად აკეთო ის
და გაეცალო იმას რაც ხელს გიშლის
ჩემი აზრით ყოველდღოური პროცესია ეს და ქრქ მაგქლითქდ. ცოლშვილი მხოლოდ

სიმართლე თუ გინდა როგორი მაგარო გოგოც არ უნდა მოვიდეს და მითხრას რო უბედური ვარ და შენი დავალებაა ბედნიერი ვიყოო იმხელა ტვირთია მეც ხელს დავუქნევდი იმიტომ რო არარეალურო მოთხოვნაა და არა მარტო სსიყვარულით ვერ იქნები ბედნიერი დაჟე პირიქით ეგ უფრო გაართულებს ყბელაფერს

ყველა ადამიანს თავის ბაგაჟი აქვს და თავის სირთულეები ამიტომ ეგრე ადვილი რო იყოს სც
ხივის გაბედნიერება მაშინ ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ბედნიერი იქნებოდა. საკუთარ თავს ვერ ვერევი და სხვას რონც მინდოდეს ვერ გავაბედნიერებ. შეიძლება თავი უკეთ აგრძნობინო დროებით მარა ბედნიერება ეგრე არ მიიღწევა. კარგი მაშინაა როცა შიგნიდან მოდის და შენი შექმნილია თუნდაც სხვის დახმარებით

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)