პირველი თემა მინდა მივუძღვნა კვების როლს....
The Fertility Diet: Groundbreaking Research Reveals Natural Ways to Boost ...
By Jorge Chavarro MD. ScD , Walter Willett MD DRPH, Patrick J. Skerrett
McGraw-Hill Contemporary. 2008
წიგნი ეფუძნება ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მიერ ჩატარებულ კვლევებს, ნაშრომებსა და პუბლიკაციებს... კვლევები წარმოებდა 1976 წლიდან და მოიცვა 120 ათასამდე დაოჯახებული წყვილი, ქალების ასაკი იყო 30დან 35 წლამდე....
ავტორები საუბრობენ კვები მნიშვნელობაზე ნაყოფიერების განსამტკიცებლად. მათი აზრით "კარგი" ცხიმი, მთლიანი მარცვლოვანი საკვები (whole grains), და მცენარეული პროტეინი გვიცავს "ანოვულატორული" უნაყოფობისგან, მაშინ, როდესაც, "ცუდი" ცხიმები, რაფინირებული ჰიდროკარბონატები და ხორცის პროდუქტები ხელს უწყობს ოვულაციის დარღვევას...
რძის პროდუქტები (ცხიმმოუხდელი!!!!) ეხმარებას ჩვენს ნაყოფიერებას, მაშინ როდესაც, მოხდილი ცხიმიანი პროდუქტები (skimmed milk) პროდუქტები, ასევე, შაქრის შემცველი გაზიანი სასმელები აზიანებენ ჩვენს რეპროდუქციულ სისტემას...
ავტორების აზრით, სწორი კვება და დიეტის კორექცია ოვულაციას აუმჯობესებს 80-90 %. თAნამდეროვო ტექნოლოგიების ერაში, როდესაც რეპროდუქციის სფერო მაღალტექნოლოგიურ და განვითარებულ დარგად ითვლება, იაფი და მარტივი ცვლილებები პაციენტის რეჟიმში არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ძვირი და თანამედროვე მკურნალობის სქემები. ავტორების აზრით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნილოგიები, რომელიბიც საკმაოდ ძვირია, უშვილო წყვილების დაახლოებით 25%-ს ეხმარება, ისინი სააჭიროებენ ხანგრძლივ ჩარევას, არის ძვირი და ინვაზიური... თAნამედროვე ტექნოლოგიები არ არის უშვილობის პრობლემაზე ერთAდერთი პასუხი
რჩევები კვების რაციონის დასარეგულირბლად:
1. მოერიდეთ ტრანს ცხიმებს (ნაჯერი ცხიმების საზოგადო სახელი), ასეთი ცხიმები ხშირადაა კომერციული მიზნებისთვის დამზადებულ საკვებში, ასევე სწრაფი კვების დაწესებულებებშI მომზადებულ საკვებში...
2. მოიხმარეთ მეტი უჯერი ცხიმი, მაგალითად ზეითუნის ზეთი...
3.მიიღეთ მეტი მცენარეული პროტეინი, მაგალითად პარკოსნები და ნიგოზ-თხილეული (ბოდიში უხეში თარგმანისთვის), შეამცირეთ ცხოველური პროტეინის შემცველობა კვების რაციონში
4. მიიღეთ მთლიანი მარცვლეულის შემცველი პროდუქტები, ან ის ნახშრწყლების შემცველი პროდუქტები რომლებიც სისხლში შაქრისა და ინსულინის შემცველობაზე ნაკლებ ზეგავლენას ახდენს, არ მიიღოთ ან შეამცირეთ რაფინირებული ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების რაოდენობა
5. მიიღეთ ყოველდღიურად 1 ჭიქა მოუხდელი რძე ან ცხიმგამოუცლელი ნაყინი (1 პორცია), ან ცხომგამოუცლელი იოგურტი... დროებით ამოიღეთ რაციონიდან მოხდილი რძის პროდუქტები (მაგ რძე ცხიმის დაბალი შემცველობით, უცხიმო ყველი ან ხაჭო).
6. მიიღეთ მულტივიტამინი ფოლიუმის მჟავისა და ბ ვიტამინების შემცველობით
7. მიიღეთ რკინით მდიდარი მცენარეული პროდუქტები (ხილი, ისპანახი, პარკოსნები) არ მიიღოთ ხორცი.
8. მიიღეთ ბევრი სითხე: წყალი აუცილებლად. კოფეინის შემცველი პროდუქტები და ალკოჰოლი მცირე რაოდენობით, ამიღეთ რაციონიდან შაქრის შემცველი გაზიანი სასმელები...
9. შეეცდადეთ წონაში არ მოიმატოთ, თუ ზედემტი წონა გაქვთ, 5იოდე კილოს დაკლებაც კი ძალიან დაეხმარება თქვენს ოვულაციას...
10. შეეცადეთ ფიზიკურად აქტიურები იყოთ, ივარჯიშეთ, თუმცა ზომიერად... ფიზიკური დატვირთვა ხშირად უარყოფითად მოქმედეს ფერტილობაზე...
არავითAრ შემთხვევაში არ მოწიოთ!!!!! მოწევა ნეგატიურად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და ნაყოფიერებაზე!!!!
ეს არის პირველი ამონარიდი
* * *
თემას ნელ-ნელა შევავსებ... იმდენად რამდენადაც ამისი დრო მექნება, ასევე ბოდიშს გიხდით თუ თAრგმანი ყოველთვის გასაგები არ იქნება...
ასევე მინდა გთხოვოთ რომ ტერმინოლოგიაზე ძაიან არ შემომიტიოთ, გაითვალისწინეთ რომ არაპროფესიონალი ვარ, თუ რამე არასწორად დავწერე, მირჩიეთ და გავასწორებ...
ჰო და მე ძალიან ნუ შემომიტევთ, მე მხოლოდ ავტორების დაწერილი მომაქვს, ჩემი აზრი რაც იქნება, იმაზე კი ბატონო, თუმცა ამ თემაში ჩემი აზრებისგან თAვს შევიკავებ.....
* * *
თემაშI როგორ ჩავასწორო? სათAურის გდამოტანისას გამორჩა რამდენიმე სიტყვა
ბოდიში ოფტოპიკსითვის
* * *
წიგნის სრული სათაურია
The Fertility Diet: Groundbreaking Research Reveals Natural Ways to Boost Ovulation and Improve Your Chances of Getting Pregnanტ
* * *
წიგნს თAვისი ვებ გვერდიც აქვს, სადაც შეგიძლიათ ავტორებს მისწეროთ...
http://www.health.harvard.edu/book_extras/...tility-diet.htm * * *
გაგრძელება The Fertility Diet: Groundbreaking Research Reveals Natural Ways to Boost Ovulation and Improve Your Chances of Getting Pregnanტ -ა
ავტორების აზრით, ქალის კვების რაციონში უნდა შედიოდეს თევზი, კვერცხი, პარკოსნები, ნოგოზ-თხილეული, ცხიმმოუხდელი ნატურალური რძე და ცხიმმოუხდელი რძის პროდუქტები. ცხოველური პროტეინი უნდა შეიზღუდოს ან სრულად იქნას ამოღებული კვების რაციონიდან...
სიტყვა დიეტა არ ნიშნავს კვების შეზღუდვას, პირიქით, ავტორები რეკომენცაის უწევენ დღეში რამდენიმეჯერ კვებას... ქალებს 2000-მდე კალორია გვჭირდება რომ ჯანმრთელები ვიყოთ
ავტორების აზრით ეს არც ბევრია და არც ცოტა...
ქვემოთ მოვიყვან წიგნიდან მოღებული კვების რეჟიმის მაგალითებს...
საუზმე
1 ჭიქა მოხარშული შვრიის ფაფა
1/4 ჭიქა მოხალული ნუში
1 ჭიქა მოცვი
1 ჭიქა ცხიმმოუხდელი რძე
სადილი
გრილზე მომზადებული ორაგული ბრინჯით (წიგნში რაოდენობა არაა მითითებული)
1 ჭიქა დაჭრილი კიტრი ბრინჯის ძმრით (სავარაუდოდ, ვაშლის ძმრით შეიძლება ჩანაცვლება, ან სულ ამოიღEთ ძმარი)
მსხალი
ჩაი
შუა დღის წახემსება
მაგრად მოხარშული კვერცხი
1/4 ჭიქა შემწვარი წითელი ბულგარული დაჭრილი
10-20 ჩხირი სტაფილოს ან ნიახურის ჩხირი (გამოვა ალბათ 2-3- მთლიანი სტაფილო)
ვახშამი
ბროკოლი ან ყვავილოვანი კომბოსტო გამომცხვარი ყველთან ერთAდ
2 ჭიქა სალათის ფურცელი, 1/2 ჭიქა დაჭრილი პომიდორი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და ცოტოდენი ძმარი
1 ჭ. მარწყვი
საღAმოს წახემსება
1 ჭ. ვაშლი დაჭრილი
1 სკ არაქისის კარაქი
* * *
მეორე მაგალითი:
საუზმე
1 ნაჭრი მთლიანმარცვლოვანი პურის ტოსტი (შეიძლება ცეხვილი პურის ტოსტი ალბათ)
1 სადილის კოვზი ნუშის კარაქი (ეგ არ ვიცი სად შეიძლება ვიშოვოთ საქართველოში, ალბათ შეიძლება სხვა ცხიმით ჩანაცვლება)
1 იოგურტი (სასურველია სოიოსი, იყიდენა გუდვილში ან პოპულში)
1 ჭ. დაჭრილი ატამი
ყავა ან ჩAი
სადილი
მოხარშული ლობიო 1/3 ჭ, 2 ს.კ. დაჭრილი წითელი ხახვი და 2 ს.კ დაჭრილი წითელი ბულგარული, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და ცოტა ძმარი
გოგრის სუპი (დავდებ რეცეპტს)
1 ნაჭრი ნესვი
შუა დღის წახემსება
1 უნცია (28,3 გრამი) შერეული ნიგოზ0თხილეული)
ვახშამი
თევზის (ორაგულის) ბურგერი
ორთქლზე მომზადებული 1,5 ჭ ჩინური კომბოსტო (ხანდახან იყიდება გუდვილში) რომელიც ალბათ ჩვეულებრივი კომბოსტოთი შეიძლება შეიცვალოს), ლიმონის წვენი, ზეითუნი და 3/4 ჭ ყავისფერი ბრინჯი (იყიდება საქ-ში, თუმცა ძვირია)
1.ჭ მანგო ან ანანასი
საღამოს წახემსება
1,5 ჭიქა ყურძენი
1 უნცია (28,3 გრამი) ყველი
* * *
თუ სუვილი გექნებათ კიდევ რამდენიმე მაგალითს ამოვიღებ....
საქართველოში ყველა პროდუქტი არ იყიდება, თუმცა, შეგვიძლია ჩავანაცვლოთ.... საშუალოდ დღეში 5ჯერ უნდა ვიკვებოთ თანაბარი ინტერვალით (სისხლში ინსულინისა და შაქრის შემცველობამ ძალიან რომ არ იმერყევოს), კალორიების რაოდენობა 2000 არის ოპტიმალური, რაციონში თევზი (დღეში ერთხელ), უმი, მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული და პარკოსნები, უმი ან მოხალული თხილეული (საშუალოდ 30 გრამი) და დაახლოებით 1 ჩ.ჭ რძე ან 1 იოგურტი (შიძლება ცხიმგამოუცლელი ხაჭო) და ცოტა ყველი უნდა შედიოდეს... ასევე მარცვლეული....
მგონი რთული შესასრულებელი არ არის
წიგნიდან დავდებ ასევე გოგრის სუპის რეცეპტს... თუ სრვილი გექნებათ სხვა რეცეპტებსაც გითარგმნით