მოდერს ვთხოვ არ დახუროს, იქნებ ვინმემ მიპასუხოს და მერე თავად დავხურავ.
მეგობრებო, ჩემი ახლობელი, რომელიც წლებია ემიგრაციაშია, 33ა-ს დიდი გულშემატკივარია და მინდა, მათი ბოლო ალბომი ვაჩუქო.
ალბომს ჰქვია „ომი და თავისუფლება“ და გამოსულია 2022 წელს.
ვაგზალზე ნაყიდი ხუთლარიანი დისკის ჩუქება მეუხერხულება და ლიცენზირებულ დისკს ვეძებ.
მათ საიტზე მითითებულ მეილზე მივწერე 33ა-ს, დავურეკე კიდეც, ცალკე ნიაზს მივწერე ფეისბუქზე, მეილზე და შეტყობინებაზე არ მპასუხობენ, ნომერი კი მიუწვდომელიაო, ჯგუფის მენეჯერ ნიკა მჟავანაძესაც მივწერე ფეისბუქზე, არტ-გენსაც დავურეკე - არსაიდან არავითარი პასუხი.
ჰოდა იქნებ აქაურებმა იცოდეთ თბილისში რაიმე მაღაზია, სადაც ლიცენზირებული დისკები იყიდება, ძალიან მადლობელი დაგრჩებით.
* * *
იხურება, გაირკვა, რომ ალბომის მხოლოდ ციფრული ვერსია გამოუშვიათ
This post has been edited by madridiSSta1988 on 14 Aug 2023, 19:28
„ეს არის მადრიდის რეალი და ამიტომ იყო, რომ ჩემთვის სიტყვა დამარცხება არ არსებობდა.“
RAUL MADRID.