Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > თქვენი სამაგიდო წიგნი


Posted by: Frankens†ein 27 Jul 2009, 19:41
ჩემი "მარადისობის კანონი"

Posted by: Unico 28 Jul 2009, 00:26
სპეციალობის.. და ამ ბოლო დროს ლექსიკონიც smile.gif


Posted by: djbachi 28 Jul 2009, 01:10
ჯერ არ მაქვს მაგრამ როდესაც სამაგიდო წიგნებზე დავფიქრდები ლერმონტოვის "ჩვენ დროის გმირს" პირვლადგილზე დავაყენებ.

ასევე მაკედონელს მივბაძავ და ილიადასაც დავდებ,როგორც სიტყვის დიდი ოსტატის დიდ და გენიალურ ნამუშევარს.

Posted by: tako44 28 Jul 2009, 01:14
სამაგიდო წიგნი......................... არ მაქვს, ახლა რომ დავფიქრდი rolleyes.gif

Posted by: Bruno Dumont 28 Jul 2009, 02:21
დოჩანაშვილის ლიტერატურის და სამშობლოს მოყვარული ძმები,სამი მუშკეტერი და ჰარი პოტერი biggrin.gif biggrin.gif აუ და კიდე ჰემინგუეის მოთხრობები.მაგრა მიდის ერთმანეთთან ეგ ყველაფერი აი.

Posted by: IKA-5137 28 Jul 2009, 09:31
სადაა მაგიდა და კაი ცხოვრება user.gif

Posted by: V~V_nosferatu_V~V 28 Jul 2009, 10:15
არ მაქვს... ერთი და იგივეს კითხვა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მეჯავრებოდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში ვკითხულობ იგივეს, თუ დრო გვა და დამავიწყდა...

პ.ს.:ტომ სოიერის თავგადასავალი და დორიან გრწეის პორტრეტი მაქვს წაკითხული 3-3 ჯერ smile.gif

Posted by: HEPHAESTUS 28 Jul 2009, 10:26
მაგიდა...
--------------------------------------

Posted by: Frankens†ein 28 Jul 2009, 12:42
დოჩანაშვილი და ჰემინგუეი იქით იყოს და ჰარი პოტერი რა პონტში უნდა იყოს სამაგიდო წიგნი ვერ ვხვდები...

შეიძლება მართლა ძალიან მოგწონდეს... ერთხელ წაიკითხო, ორჯერ, სამჯერ... მაგრამ სამაგიდო წიგნი?

რავიცი, რავიცი...

Posted by: actionscript 28 Jul 2009, 12:44
QUOTE
ლექსიკონი

+1

user.gif
==================

Posted by: ertidaori 28 Jul 2009, 12:49
ეს ყველაზე პოპულალური სამაგიდო წიგნია ... lam.gif smile.gif

Posted by: თამარ 28 Jul 2009, 13:32
ertidaori
QUOTE
"Интеллигенция, воспитанная колонизатором, является главным врагом собственного народа" Дж. Неру"

ეროვნულ-ჩოხიან-მეფიან-მართმადიდებელ-გამაძღარ-ტრადიციულ- .... ქართველის სიცილაკი

ეს ორი ძალიან მომეწონა. წარწყმედის პერსპექტივა მაინცდამაინც არ მომეწონა.smile.gif)))))))))
სამაგიდოს რაც შეეხება, არა მაქვს, მაგრამ ბოლო დროს სასულიერო შინაარსის ლიტერატურას მივეძალე.
ისე, სასურველი ვარიანტია:
სახარება
ვეფხისტყაოსანი
ვაჟა-ფშაველა
დათა თუთაშხია

Posted by: nakash 28 Jul 2009, 14:02
ინტერნეტი chups.gif
.............................

Posted by: ჯიბ 28 Jul 2009, 14:25
რავი რასაც ვკითხულობ ხოლმე ისაა ხოლმე სამაგიდო კი არა და სალოგინთანტუმბოჩკე.

Posted by: Nnino 28 Jul 2009, 23:46
QUOTE
სადაა მაგიდა და კაი ცხოვრება

და
QUOTE
სალოგინთანტუმბოჩკე
, რა ვიცი, როდის რა ხასიათზე ვარ. ისე, "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალს", "გრაფ მონტე-კრისტოსა" და "ოცი წლის შემდეგს" ვწყალობ განსაკუთრებით ძილის წინ. სქელი წიგნებია, ხელი ადვილად იღლება და ძილიც მალევე მოდის. ვოოოტ...

Posted by: Frankens†ein 29 Jul 2009, 16:53
Nnino
QUOTE
"შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალს",

ზეპირად თუ არა თხრობით მაინც ვიცი biggrin.gif

Posted by: Nnino 29 Jul 2009, 16:58
Frankens†ein
აააბა, "შავ პიტერში" პატრის კერნსის დასაჭერად რა ფსევდონიმი გამოიყენა მისტერ ჰოლმსმა?

Posted by: Frankens†ein 29 Jul 2009, 17:14
QUOTE (Nnino @ 29 Jul 2009, 16:58 )
Frankens†ein
აააბა, "შავ პიტერში" პატრის კერნსის დასაჭერად რა ფსევდონიმი გამოიყენა მისტერ ჰოლმსმა?

სახელები აღარ მახსოვს ...

გადავიმეორებ სახლში და დავწერ მერე....


ყველაზე მეტად "ოთხთა ნიშანი" მევასებოდა მგონი

Posted by: Nnino 29 Jul 2009, 18:00
Frankens†ein
ოლოლო, შენ! ვერ გამოიცან! smile.gif კაპიტანი ბეზილი...

Posted by: zmaneba_avi 29 Jul 2009, 20:42
დიდოსტატის მარჯვენა

მიულერის და ოქსფორდის ლექსიკონები.

Posted by: Frankens†ein 29 Jul 2009, 22:43
zmaneba_avi
აუ მაგრად მიყვარს ის ლექსი:

13 წლი ხარ და შენი ტყვეა,
ჭაღარა გულის ზმანება ავი,
ჩააწყვეთ რიგში 13 ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი...

სამწუხაროდ 13 წლის გოგო არ შემიყვარდება და დასანანია რომ მაგ ლექსს ვერ წავუკითხავ

Posted by: თელიფინუ 29 Jul 2009, 23:55
Frankens†ein
19ზეც წავა რამე რო იყოს. ანუ რითმა აიტანს, მაგრამ შენ ჭაღარას რა ეშველება?

Posted by: minerva 30 Jul 2009, 00:10
Nnino
Frankens†ein
აბა მოცეკვავე კაცუნებიდან ან ბასკერვილების ძაღლიდან საზეპიროებს რომელი მეტყვით? biggrin.gif

თელიფინუ
QUOTE
19ზეც წავა რამე რო იყოს. ანუ რითმა აიტანს, მაგრამ შენ ჭაღარას რა ეშველება?

რა პრობლემაა, ჭაღარას დაელოდება და მერე ორმოცი წლის ქალს მიულექსებს biggrin.gif

Posted by: zmaneba_avi 30 Jul 2009, 00:20
Frankens†ein

მეც მიყვარს......
wink.gif

ეჰ 20 წელი არ ჯდება რითმაში sad.gif

Posted by: Nnino 30 Jul 2009, 00:35
minerva
მე, რა მას! მე, რააა...


- დღეს საუცხოო ამინდია, ძვირფასო უოტსონ, - თქვა ჩემთვის კარგად ნაცნობმა ხმამ. - რისთვის ზიხართ დახუთულ ოთახში, განა სუფთა ჰაერზე ყოფნა არ სჯობია?
- ჰოლმს! ჰოლმს!

- გამოდით, - მითხრა, - ცოტა ფრთხილად, გეთაყვა, რევოლვერთან ხუმრობა როდი ვარგა!

ჩემი საყვარელი ადგილი...

Posted by: monogamist 30 Jul 2009, 01:08
ეხლა მაგიდაზე მიგდია ან აგდია: დოსტოევსკი, სიმბოლოების ლექსიკონი და საქარველოს ისტორია, იქეთ კიდე თაროებზე მთელი ფილოსოფიაა, რამე ხო არ გინდათ იქნებ მაქვს? biggrin.gif

Posted by: lost_for_words 30 Jul 2009, 04:27

QUOTE
თქვენი სამაგიდო წიგნი, რომელია?

რაღა დროს მაგიდაზე წიგნის კითხვაა :K
რაც წასაკითხი იყო დიდი ხნის წინ წავიკითხე.
ეხლა იმ წიგნების (ნივთობრივად ) 2 პროცენტზე თუ მიმიწვდება ხელი რაც მაინტერესებს.
ინტერნეტი და ელ. წიგნები :K


Nnino
მე მკითხე აბა რამე ჰოლმსიდან boli.gif

Posted by: Frankens†ein 30 Jul 2009, 09:09
minerva
QUOTE
აბა მოცეკვავე კაცუნებიდან ან ბასკერვილების ძაღლიდან საზეპიროებს რომელი მეტყვით?

საზეპიროები არ ვიცი... მეზარება ეხლა თორე ფეინთში დაგიხატავდი მოცეკვავე კაცუნებს biggrin.gif

Posted by: ეგრი 30 Jul 2009, 11:21
მაგიდაზე წიგნებს არ ვტოვებ და სეერთოდ ლოგინში მიყვარს კითხვა. sad.gif

Posted by: Unico 30 Jul 2009, 22:19
Nnino
biggrin.gif მასე საზეპიროები არ ვიცი მააგრამ დოქტორ უოტსონის ადგილას რომ მინდოდა ყოფნა ეს კი ვიცი biggrin.gif

აბა შერლოკას ძმას რა ერქვა? biggrin.gif

Posted by: Nnino 30 Jul 2009, 23:32
Unico
მაიკროფტი, რა თქმა უნდა...

Posted by: minerva 31 Jul 2009, 14:51
Nnino
QUOTE
- დღეს საუცხოო ამინდია, ძვირფასო უოტსონ, - თქვა ჩემთვის კარგად ნაცნობმა ხმამ. - რისთვის ზიხართ დახუთულ ოთახში, განა სუფთა ჰაერზე ყოფნა არ სჯობია?
- ჰოლმს! ჰოლმს!

- გამოდით, - მითხრა, - ცოტა ფრთხილად, გეთაყვა, რევოლვერთან ხუმრობა როდი ვარგა!

დაჯექი, ხუთიანი! biggrin.gif

Frankens†ein
QUOTE
მეზარება ეხლა თორე ფეინთში დაგიხატავდი მოცეკვავე კაცუნებს

რა ზარმაცი ყოფილხარ, ფრენკ!

Posted by: Mateo Falcone 1 Aug 2009, 03:05
რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია!


ან კიდევ...

გარდიგარდმო განმვრცობი პლანეტარული ლოღიკის საფუძვლები!

Posted by: რეალისტი 3 Aug 2009, 15:57
ადრე პატარა მაგიდა მქონდა და მხოლოდ " სამოსელ პირველს " ვტევდი ზედ ..
მერე გავიდა დრო , მაგიდაც გაიზარდა და სამოსელს მრავალი წიგნი შეემატა .. რაც დრო გადის ამ მაგიდას სიგრძე/სიგანე ემატება , წიგნების რაოდენობაც იზრდება . გამომდინარე იქიდან , რომ წესრიგის სიყვარული ჩემი საუკეთესო თვისება არ არის , მაგიდაზე სრული ქაოსია ამჟამად .. მე იმას ვშიშობ მაგიდის პირველ ფენაში დაწყობილი წიგნები არ დაიკარგოს , სადმე მეხსიერების გადაკარგულ კუნჭულში .. თუმცა რაღას ვშიშობ .. მოხდა უკვე ეგრე yes.gif მხოლოდ ზედაპირს ვხედავ ..

Posted by: Lizikuna3 3 Aug 2009, 19:33
ადრე საზიზგარი ლექსიკონი იყო. დიდი დიდი და მძიმე. ფუუუუ ვერ ვიტანდი იმ წიგნს. ეხლა კიდე ადამიანის ატლასია და არც ეს მეხატება გულზე. sad.gif

Posted by: Freud 8 Aug 2009, 18:04
QUOTE
თქვენი სამაგიდო წიგნი, რომელია?


სამაგიდო?
გვარჯალაძეების ქართულ-ინგლისური და ინგლისურ-ქართული ლექსიკონი...

ისე, მაგიდაზე მიდევს ხოლმე ის წიგნი, რომელსაც იმ მომენტში ვკითხულობ... biggrin.gif

Posted by: FsdasD 8 Aug 2009, 18:06
QUOTE
სადაა მაგიდა და კაი ცხოვრება 


biggrin.gif biggrin.gif

ინგლისურ ქართული ლექსიკონი biggrin.gif

Posted by: ილონენ 3 Sep 2009, 20:30
ტიციან ტაბიძის ლექსები smile.gif



რა


თქმა


უნდა biggrin.gif

Posted by: xachapuridze 3 Sep 2009, 21:31
Frankens†ein
QUOTE
აუ მაგრად მიყვარს ის ლექსი:

13 წლი ხარ და შენი ტყვეა,
ჭაღარა გულის ზმანება ავი,
ჩააწყვეთ რიგში 13 ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი...

სამწუხაროდ 13 წლის გოგო არ შემიყვარდება და დასანანია რომ მაგ ლექსს ვერ წავუკითხავ

საერთოდ კი პედოფილური ლექსია. "ლოლიტა" სხვა კი არაფერია.

Posted by: kopalei_kopaleiSvilis_dosti 3 Sep 2009, 21:39
xachapuridze
QUOTE
საერთოდ კი პედოფილური ლექსია. "ლოლიტა" სხვა კი არაფერია.

ეგრეა, ეგრე. ამაზრზენი ძიაკაცები. მძულს!

აი, ეს უკვე ლეგალურია.

სინდისს ვფიცავარ,
ის ჩემში თუ არის -
მინდოდი, როგორც ზღვა ალბატროსს;
მე შენთან შორიშორს ვიარე
და ახლოს არ მოველ არასდროს.
შენს ტრფობას მერჩია მარილი მეჭამა,
ან მსხვერპლად ვყოლოდი ტაიგებს;
მე ცუდი არა ვარ,
იცოდეს ზეცამაც,
თუმც კაცი ზეცისგან ვერაფერს გაიგებს.
გული მაქვს გაშლილი მინდორად,
ზედ შენ ხარ დადგმული გეთაყვა;
მე შენი სხეულიც მინდოდა
და შენი ბავშვობის შენახვაც.





არა, გესმის შეენ?!

Posted by: xachapuridze 3 Sep 2009, 21:47
kopalei_kopaleiSvilis_dosti!
QUOTE
არა, გესმის შეენ?!

მესმის, მესმის! გელოდებოდი, გხედავდი უჩინარს და გამოჩნდი კიდეც!

Posted by: barako1 4 Sep 2009, 12:39
გალაკტიონის ლექსების კრებული smile.gif

Posted by: Aurellius 2 Dec 2012, 01:39
ბიბლია და მარკუს აურელიუსის ფიქრები

Posted by: pitagora1 2 Dec 2012, 12:13
ბიბლია,როცა მიჟირს და როცა მილხინს ყოველტვის მეხმარება

Posted by: alexandra91 2 Dec 2012, 15:45
ბიბლია..... მეტი არ მაქ smile.gif იშვიათად რომ რამე ხელმეორედ გადავიკითხო smile.gif (ხანდახან გეოგრაფია და ისტორია რომ შემომიტევს ხოლმე გადმოვიღებ სკოლის წიგნებს და ვკითხულობ და ვიხსენებ biggrin.gif და კარგა ხანს მიდევს ) არ დამიცინოთ მაგრად მიყვარს biggrin.gif

Posted by: Aurellius 2 Dec 2012, 19:16
QUOTE
ხანდახან გეოგრაფია და ისტორია რომ შემომიტევს ხოლმე გადმოვიღებ სკოლის წიგნებს და ვკითხულობ და ვიხსენებ  და კარგა ხანს მიდევს ) არ დამიცინოთ მაგრად მიყვარს


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


Posted by: CMPUNK 2 Dec 2012, 19:20
დიდოსტატის მარჯვენა

ცხოველების ფერმაც მიდევს იქვე

და კიდე და ვინჩის ბიოგრაფია

Posted by: Sunny_Sunday 27 Dec 2012, 12:09
QUOTE
თქვენი სამაგიდო წიგნი, რომელია?



არ მაქვს.

Posted by: Colors123 27 Dec 2012, 13:08
სამოსელი პირველი
yes.gif

Posted by: Aurellius 23 Jan 2013, 14:44
Sunny_Sunday
QUOTE
თქვენი სამაგიდო წიგნი, რომელია?



არ მაქვს.

ახლა უკვე მეც აღარ მაქვს.
მაგიდაზე სხვა რაღაცეები აწყვია.

biggrin.gif

Posted by: ლექტერი 23 Jan 2013, 15:04
სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის ( და ისტორიის ) ხუთ სხვადასხვა გამოცემას უკავია ჩემი მაგიდა user.gif

Posted by: Neo777 23 Jan 2013, 15:06
ზებულონი

============================

Posted by: Aurellius 23 Jan 2013, 15:26
ლექტერი
QUOTE
სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის ( და ისტორიის ) ხუთ სხვადასხვა გამოცემას უკავია ჩემი მაგიდა user.gif


1. ლობჟანიძე
2. ხუბუა
3. ინწკირველი
4. თეზელიშვილი
5. გოლუნსკი

აბა , რომელი გამოვიცანი? ისე ვაჩეიშვილიც შეიძლება ...

Posted by: ლექტერი 23 Jan 2013, 15:33
Aurellius
არცერთი biggrin.gif

ალექსეევი
ნერსესიანცი
ჩეტვერნინი
ივანოვი
ნადარეიშვილი

ლობჟანიძეც მაქ, მაგრამ მაგ იდიოტობას არ ვათვლი.
ტიპმა ინწკრიველს მოპარა ნახევარი წიგნი
ინწკირველმა კიდე ალექსეევს.

ან ერთს არ რცხვენია, ან მეორეს biggrin.gif

Posted by: Oliver 23 Jan 2013, 15:36
QUOTE
თქვენი სამაგიდო წიგნი, რომელია?

სამაგიდო არ ვიცი რამდენად არის, მაგრამ ამ წუთას კომპიუტერის გვერდით შალვა მაღლაკელიძის მოგონებები და კახა კაციტაძის "სტრატეგიის საფუძვლები" მიდევს biggrin.gif

Posted by: Aurellius 23 Jan 2013, 15:40
QUOTE
ლობჟანიძეც მაქ, მაგრამ მაგ იდიოტობას არ ვათვლი.
ტიპმა ინწკრიველს მოპარა ნახევარი წიგნი
ინწკირველმა კიდე ალექსეევს.

ან ერთს არ რცხვენია, ან მეორეს biggrin.gif


კაი,არაუჭირს , ორივე გივიები არიან.

givi.gif
QUOTE
ალექსეევი
ნერსესიანცი
ჩეტვერნინი
ივანოვი
ნადარეიშვილი


სად იშოვე? : ) სულ შენებია?
ისე ინგლისურენოვანებიც არაა ცუდი. მაგრამ მე არცერთი არ მაქ smile.gif

Posted by: ლექტერი 23 Jan 2013, 16:08
Aurellius
QUOTE
სად იშოვე?

პირველი სამი გამოვიწერე, და ბოლო ორი აქ ვიყიდე.

QUOTE
ისე ინგლისურენოვანებიც არაა ცუდი. მაგრამ მე არცერთი არ მაქ

მაინც რომელი ?
ხო არ იცი ვთქვათ რომელიმე რომელსაც მირჩევდი ?

ოქსფორდის გამოცემის წავიკითხე, ბევრი მასალა იყო, მრავალი ავტორის თუ ფილოსოფოსის მოაზრება იყო მოტანილი მაგრამ აი ძალიან მშრალად იყო აღწერილი ყველაფერი.

საბჭოთა რუსეთში იმენა ფილოსოფიურ და მეცნიერების დონეზე ქონდათ აყვანილი "სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის" საგანი, რასაც დასავლეთზე ვერ ვიტყვით.

ალეექსეევის ნაშრომი უსერიოზულესი არის.
ნერსენიანცმა საერთოდ ახალი მიმდინარეობა შექმნა , ლიბერტარულ-იურიდიული სახელმწიფოსა და სამართლის თეორია.
ჩეტვერნინი კიდე ნერსენიანცის მოსწავლე და მისი კვალის გამგრძელებელი არის.

QUOTE
კაი,არაუჭირს , ორივე გივიები არიან.

givi.gif givi.gif

Posted by: Aurellius 23 Jan 2013, 16:15
ლექტერი
სახელები არ მახსოვს მაგრამ პირველ კურსზე რომ ვსწავლობდი მაგათ ნაშრომებში გატარებული იდეები მომეწონა.

როულზი იყო მგონი ერთი.
ნუ მოკლედ საქართველოში მაინც არა მგონია იშოვებოდეს ნორმალური რამე უცხოური და ... არც ღირს გახსენებაზე წვალება : )

და ეს რუსები ვთქვათ კარგია. არ გეკამათები ამდენი რად გინდა? რამე ნაშრომს წერ?
ისე კაია. სამართლის თეორია მაგარი საინტერესო რღაცაა.

Posted by: ლექტერი 23 Jan 2013, 16:26
Aurellius
QUOTE
და ეს რუსები ვთქვათ კარგია. არ გეკამათები ამდენი რად გინდა? რამე ნაშრომს წერ?

იურიდიულზე ვსწავლობ და ისეთი სერიოზული "ლექტორები" მყვანან რომ მტერმა უსმინა ამათ.
მგუა_ს პროგრამით ვსწავლობ ( ნუ კერძო ნაწილების გარდა ) უმეტესად და რასაც მივხვდი ისაა რომ სამართლის თეორიაზე საინტერესო, საჭირო , რთული და აუცილებელი საგანი არ არის არცერთ კურსზე.
ასე ვთქვათ როგორც სკოლაში უნდა ისწავლო ანბანი კარგად, რომ მერე კითხვა შეძლო თავისუფლად, ისევე უნდა ისწავლო სამართლის თეორია კარგად - გამართულად - ანბანივით, რომ ჩამოიყალიბო იურიდიული , ლოგიკურად გამართული აზროვნება.
QUOTE
რამე ნაშრომს წერ?

ჯერ-ჯერობით არ ვფიქრობ ეგეთ რამეს, ორი მიზეზის გამო
ერთი მიზეზი ისაა რომ ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ.
მეორე მიზეზი ისაა რომ საქართველოში პოლიციის გენერალ-მაირი თუ არ ხარ და ბარადატი მუჟიკი , მაშინ თუნდაც სერიოზული რამე დაწერო, ყურადღებას არავინ არ მოგაქცევს.
თან სადაც ჭანტურიას აიძულებენ უნივერსიტეტიდან წავიდეს, იმ ქვეყნის იურიდიული მდგომარეობის არ მესმის. ( უძლიერესი ნაშრომები აქ ადამიანს თუნდაც "მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარები" ან სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი ან სამოქალაქო სამართლის კომენტარები)

თარგმნით თუ ნერვები მეყოფა, დიდი სიამოვნებით ვთარგმნიდი ნერსენიანცის "სამართლის თეორიას", მაგრამ ეგეც წინა ორ პუნქტში გადის, და არ ეღირსება მზის სხივს.

Posted by: Utopian 23 Jan 2013, 16:29
სამოქალაქო კოდექსი




mo.gif

Posted by: Aurellius 23 Jan 2013, 16:35
QUOTE
რასაც მივხვდი ისაა რომ სამართლის თეორიაზე საინტერესო, საჭირო , რთული და აუცილებელი საგანი არ არის არცერთ კურსზე.
ასე ვთქვათ როგორც სკოლაში უნდა ისწავლო ანბანი კარგად, რომ მერე კითხვა შეძლო თავისუფლად, ისევე უნდა ისწავლო სამართლის თეორია კარგად - გამართულად - ანბანივით, რომ ჩამოიყალიბო იურიდიული , ლოგიკურად გამართული აზროვნება.

up.gif up.gif up.gif

Posted by: nina1992 23 Jan 2013, 20:37
IFRS

.................................................................


yes.gif


Posted by: Halloween 23 Jan 2013, 20:45
კლაუზევიცის "1806 წელი" smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)