#56560978 · 16 Jul 2020, 21:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კარგი მეგობარი ადვილად არ იშოვების, გზაზედ ცუდად არ იპოვების, იაფად ვერავინ იყიდის. მეგობარი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია, სიმაგრე დაურღვეველია. მეგობარი ლხინი ფრიადია, სიხარულთა გამამდიდრებელია, სუფრათა შემამკობელია. მეგობარი გულთა ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთ, ძალთა და ზურგთ მომბმელია. მეგობარი მტერთათვის მაზიანებელია, მოყვარეთათვის საიმედოვნეა, უცხოს თანა გამოსაჩენია და მეცნიერსა თანა მოსამსახურეა. მეგობარი ჭირში მომხმარია, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია. მეგობარის უკეთესსა შენ რას იშოვი? რად გძულან, რად ეშუღვლი, რად ეკამათები? მე მრავალი კარგი კაცი მინახავს, მამაშვილობასა და ძმობას გაჰყროდეს და მეგობარს შესწყობოდეს. მეგობარში თუ არ სიყვარული, საქიშპარი არა არის რა.
იფიქრეთ ამაზე
--------------------
ლეჩხუმო, შენზე მიდგება! https://lechxumi.com
ჰო ტეხავს რა. ამხელა მუტრუკი და ფუსიზე როგორ აკოცო გოგოს არ იცი (c) lovelock
ტარხუნის ნაღების საფერავის და ფეიხოს ლიმონათის მომგონი ####### (c) holden kolpildi
მაგაზე მაგარი პუტანკა მყავს ნანახი ევროპაში და დაჟე მოყ''''''ლი (c) bigmaster
|