Катеньки
God Particle, MotherDoctress, Little Hut
ჯგუფი: Registered
წერილები: 1919
წევრი No.: 213796
რეგისტრ.: 5-February 16
|
#53256672 · 14 Aug 2018, 00:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
~Annabelle°Haunting~
QUOTE | შემაკავებელი ორდერი იმუშავებს იმ შემთხვევაში თუ ქალები დროულად მიმართავენ პოლიციას, 999ჯერ რომ ჰყავს ნაცემი ქმარს და მე1000 შემთხვევაზე რომ მიმართავს პოლიციას მაგაშია ზუსტად პრობლემა და ამიტომ აღარ არის ეფექტური შემაკავებელი ორდერი, იმიტომ რომ კონფლიქტი მაგ დროისთვის ძალიან ღრმაა და აგრესიის დონეც მაღალი, მართლა ყველა ამ ვეფხიას ნაირი მანიაკი და თავზეხელაღებული არ არის, ძალადობის პირველივე ფაქტზე რომ მიმართოს ქალმა პოლიციას, გამოწერენ ორდერს და მეორე მცდელობაზე ჩააყუდებენ მოძალადეს, ეს გაუგრილებს "ვნებებს" და აგრესიას საკმარისად და დაფიქრდება უღირს თუ არა გაგრძელება, რა თქმა უნდა 100% ვერ აგვაცილებს მკვლელობებს მაგრამ ვფიქრობ უფრო ეფექტური იქნება. მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ პრინციპით უნდა იმოქმედონ ქალებმა, ძალადობის პირველივე ფაქტზე საჭიროა რეაგირება, თორემ კაცი რომ წლების მანძილზე სცემს ცოლს და ცოლი არაფერს აკეთებს, დაუსჯელობის სინდრომი უყალიბდება და ის მართლა აღიქვამს ცოლს როგორც საკუთრებას და სახედარს რომელსაც შეგიძლია დღე და ღამე უბათქუნო და როცა წლების შემდეგ ბატონობის უფლებას ართმევენ აგრესია ერთი ასად მატულობს. |
ზუსტად! და სწორედ ვეფხიას ყაიდის უმძიმესი პათოლოგები ცოლთან დაშორების მერე გამოდიან ქუჩაში ახალი მსხვერპლის საძებნელად. თავისივე კატეგორიის მოძალადეებს პოულობენ. და ასე... იქმნება ტერორისტული ორგანიზაცია, კრიმინალური დაჯგუფება, სექტა... დაჯგუფების წევრები შესანიშნავ უნარებს ფლობენ საზოგადოების დასაბეტონებლად, მათთვის თვალის ასახვევად. ისინი სხვისკენ ხელის გაშვერით საკუთარ დანაშაულს ნიღბავენ შეუდარებელი დიდოსტატობით. სოციუმიც ფიქრობს: "აგერ ესენი სხვას კიცხავენ და თავად იგივეს ხომ არ ჩაიდენდნენო." სწორედ რომ უნდა გამოიყვანოს საზოგადოებამ და საჯაროდ დახვრიტოს, ლინჩის წესი, შარიათი გამოიყენოს თითოეული ასეთი პათოლოგის მიმართ.
800 წელი ლოდინი არ არის საჭირო. მაგრამ ეს კიდევ ცოტაა და ძალზედ მსუბუქი სასჯელია მათთვის!
პ.ს. ზოგადად, მოძალადის ფსიქოლოგიას და მისი ქცევის მეთოდებს კარგად უნდა იცნობდე ეს წრე დანახისთანავე რომ შეიცნო და გამოარჩიო. მათ შორის პრაქტიკაში შემხვედრია უმძიმესი მანიაკი პათოლოგების კატეგორია - სერიული დამნაშავეები, ვინც წლების მანძილზე დაუსჯელი რჩება. ისინი როგორღაც ახერხებენ და უსხლტებიან მართლმსაჯულებას ხელიდან. ძალადობა, როგორც ფენომენი ცალკე გამიჯნული სახით არსად გვხვდება. ის ქმედების პროცესში ჩაირთავს სხვისი ცხოვრებისა და ქონების მძევლად ხელში ჩაგდებას წარამტებულ ან წარუმატებლ მცდელობას, ტერორიზმს, ბინძურ ინტრიგებს, დეზინფორმაციას, წამებას, მუქარას, შანტაჟს, ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიმართ განხორციელებულ უმძიმეს სისხლისსამართლებრივ დარღვევებს... ამიტომ პირადად მე მოძალადეთა ამ კასტის წევრებს ჯერ მორალური კომპენსაციის გადახდას ვაიძულებდი სასამართლოს წესით ყველა იმ პირის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც უკვე გაბედეს, მერე ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც ჯერ არ ჩაუდენიათ მაგრამ გეგმაში აქვთ, სისხლად ვარწყევინებდი თაღლითობის გზით მიტაცებულ და მისატაცებლად გამზადებულ ჩემს კაპიტალს თუ სხვის საკუთრებას და მერე გილიოტინაზე გავუშვებდი გულდამშვიდებული, სამართლიანობის პრინციპებთან სრულიად ვალმოხდილი.
*** პოლიტიკის განყოფილებაში იშვიათად შემოვდივარ. ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევით და გადავხედავ წარსულს.. ესეც ოჯახური ძალადობის ერთ-ერთი სახეა. დიდი ადამიანები ქმნიან ისტორიას, დრო გამოავლენს როგორც მათ მიღწევებს, ისე შეცდომებს. ჩვენ კი შეგვიძლია ვისწავლოთ მათი გამოცდილებიდან რაღაც მაინც. ქმედება ახალი შეცდომებისდ აშვების ალაბთობას არ გამორიცხავს მაგრამ იგივე მცდარი გზებით სიარული სიბრიყვეა.
მეთექვსმეტე საუკუნის საფრანგეთი, ვალუების დინასტია ჰუგენოტების პირისპირ. ბართლომეს წმინდა ღამე და ფლორენციელის ლამის სატანად შერაცხვა. ასე არ არის საქმე. პრობლმემა ჰუგენოტების ძალადობრივ ქმედებაში კი არა, პრობლემა პირველ რიგში მათ ოჯახში იყო.
ვერც ჰენრიმ და ვერც ეკატერინემ ვერ მოახერხეს მათი შვილების ადგილზე მოსმა, მათი ძალადობის შეჩერება, ძალაუფლების მოპოვების განუზომელი წყურვილის მოთოკვა. ისინი ოჯახის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდნენ, უნაწილებდნენ რა ძალაუფლებას ჰუგენოტების ლიდერებს, აძლევდნენ რა მათ სახელმწიფო საქმეებიის მართვაში ჩარევის უფლებას. ეს მოხდა ყველაზე მხდალი და უნიათო მმართველის - შარლ IX-ს მეფობის დროს. მას არ შესწევდა უნარი წინააღმდეგობა გაეწია ჰუგენოტების ძალმომრეობისთვის, რამეთუ სწორედ მათთან იყო გარეული სახელმწიფო დანაშაულში. ეკატერინეს ჯერ საკუთარი შვილებისთვის უნდა მოეწყო ოჯახურ შეკრებაზე ბართლომეს ღამე, მერე ჰუგენოტთა ლიდერებისთვის. მაშინ აღარ გახდებოდა საჭირო მათი მომხრეების მასობრივი ძალადობრივი ჟლეტვა. სინამდვილეში ეს არი იყო რელიგიური ომი. ეს იყო ჰუგენოტების მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა -ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით. მათ გაუვიდათ უამრავჯერ, ჩათვალეს რომ ეს სწორი ფორმა იყო, ისინი ყოველ ჯერზე დარჩნენ დაუსჯელნი, რასაც საბოლოოდ მოჰყვა დინასტიის რღვევა. ამიტომ პირველი, რაც უნდა გაკეთებულიყო, უნდა გამორიცხულიყო ომის წამოწყების რელიგიური მოტივი. სიტუაცია კი უნდა შეფასებულიყო ჰუგენოტების მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად, რაც სიმართლეა. გასპარ დე კოლინი, პრინცი კონდე, ანრი ანვარიელი, ამბრუაზ პარე და ყველა ლიდერი ჰუგენოტებისა პოლიტიკური დანაშაულისთვის უნდა ჩამოხრჩოთ მათივე ფანატების თვალწინ, ხოლო საკუთარი შვილები ჩაეყარათ საპყრობილეში სახელმწიფოს ღალატისთვის. როცა ფანატურად აჟიტირებული ფარას თვალწინ დაუსჯი მის წინამძღლ აფთრებს ფარა აზრზე მოვა და გონებადაბინდული აღარ გადაეშვება უფსკრულში. ხანდახან ქადაგება აღარ შველის საქმეს. პირადპირ უნდა ადგე და დაუპირისპირო უფრო დიდი ძალა მოძალადის ძალმომრეობას. ოჯახის წევრების - მათი გაუზრდელი ლაწირაკი შვილების დაუსჯელობის სინდრომმა, მათი აღზრდის არასწორმა პოლიტიკამ დააქცია დინასტია. ეს ერთ-ერთი უპირველესი და ძირითადი მსაზღვრელი ფაქტორია! ოჯახის წევრობა იმუნიტეტი არ არის, რათა შენი ნებისმიერი სისხლიანი დანაშაული, ნებისმიერი ძალადობა - ჩადენილი ოჯახის წინააღმდეგ დაუსჯელად შეგრჩეს! ასეთია სამართლიანი და ობიექტური ხედვა.
This post has been edited by Катеньки on 14 Aug 2018, 02:39
--------------------
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
|