ყველა დამეთანხმებით რომ ფუტუროლოგია ძალზედ საინტერესო მიმართულებაა, რომელიც ცდილობს წინასწარ ივარაუდოს მომავალი ტექნოლოგიები და არა მარტო. ამ მიმდინარეობის ყველაზე ცნობილი პერსონა არის მიჩიო კაკუ
ამ თემაში შევეცადოთ მომავლის ჩვენეული ვარიანტები ავსახოთ
ოღონდ გონიერების ფარგლებში, რათა უსაფუძვლო ფანტასტიკაში არ გადავიჭრათ.
გლობალური საინფორმაციო საცავის მომავალი
დღესდღეობით ასეთ ფუნქციას ინტერნეტი ასრულებს, კონკრეტულად კი ინფორმაციის მოძიება გუგლით (ასევე სხვა საძებნი სისტემებით) და ვიკიპედიით ხდება; მაგრამ მომხმარებელი შეზღუდულია კომპიუტერთან ჯდომით. იმ მომენტში როდესაც კომპიუტერთან ვართ, ხელი მიგვიწვდება ინფორმაციის უსაზღვრო რაოდენობასთან, როგორც კი მოვშორდებით მას, ვრჩებით მხოლოდ ჩვენი მეხსიერების ამარა. თანამედროვე უკაბელო ტექნოლოგიები და მობილური აპარატები კი იძლევა ინტერნეტთან დაშვების საშუალებას, მაგრამ აპარატის სიმცირის გამო ინფორმაციასთან მუშაობა მოუხერხებელია. ასევე უნდა ითქვას, რომ ამერიკელ მოზარდთა 55% მოიხმარს მობილურ ინტერნეტს.
მთავარი პრობლემა არის ინფორმაციასთან წვდომის მოხერხებულობა.
საჭიროა მოხდეს რამოდენიმე გამოგონების სინთეზი და დახვეწა უფრო პატარა ზომებამდე, რათა შექიმნას უნივერსალური კომუნიკატორი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება როგორც კომუნიკაციის დამყარება სხვა მომხმარებლებთან, ასევე ნებისმიერ დროს ინტერნეტ-კავშირის დამყარება თვალისთვის აღთქმად დიდ ეკრანზე.
ჰოლოგრაფიული, გამჭვირვალე ეკრანი- ეს ტექნოლოგია უკვე არსებობს, რომელიც შეიმუშავეს ჩინეთში. თუ მოხდება მისი ზომების შემცირება და გამოსახულების სათვალის შუშაზე პროექცია, მივიღებთუნივერსალურ მობილურ დისპლეის, რომელიც USB კაბელით ან ბლუთუზ კავშირით მიერთდება კომუნიკატორზე.
ვირტუალური ჰოლოგრაფიული კლავიატურა
ეს ტექნოლოგიაც ასევე არსებობს და უკვე გაყიდვაშია ჩაშვებული. ინფრაწითელი სხივების მეშვეობით ხდება კლავიატურის გამოსახულების პროექცია. "კლავიშზე" თითის დაჭერის დროს შესაძლებელია ხმის გაგონება, რომ მივხვდეთ, ნამდვილად დავაჭირეთ კლავის თუ არა. თუ ამ ტექნოლოგიის უფრო პატარა ზომებამდე დახვეწა და ინტეგრირება მოხდება მომავლის კომუნიკატორთან, საშუალება გვექნება წამოსახვით კლავიატურაზე მოხდეს ბრძანებების აკრეფა და გამოსახულების დანახვა ზემოთაღწერილ სათვალეზე.
ასეთია ჩემი პროგნოზი
თუ თქვენ გაქვთ რაიმე საინტერესო იდეები, დაპოსტეთ.