ანორექსია ნერვოზას DSM-IV-TR სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები -A. სხეულის წონის ასაკისა და სიმაღლის შესაბამის მინიმალურ ნორმალურ ან მასზე მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნებაზე უარის თქმა - მაგ. წონის კარგვა, რომელსაც მოსდევს სხეულის მოსალოდნელის 85 პროცენტზე ნაკლები წონის შენარჩუნება, ან ზრდის პერიოდში წონის მოსალოდნელი მატების ვერმიღწევა, რასაც მოსდევს სხეულის მოსალოდნელის 85 პროცენტზე ნაკლები წონა.
B. წონის მომატების ან გასუქების ძლიერი შიში, მიუხედავად სიგამხდრისა.
C. საკუთარი სხეულის წონის ან ფორმის აღქმის დარღვევა, თვითშეფასებაზე სხეულის წონის ან ფორმის გადაჭარბებული გავლენა, ან სხეულის ამჟამინდელი დაბალი წონის სერიოზულობის უარყოფა.
D. ამენორეა პოსტმენარქეულ და პრემენოპაუზულ ქალებში - ანუ, სულ მცირე სამი თანმიმდევრული მენსტრუალური ციკლის არ არსებობა.
გამოიყოფა 2 ტიპი -
შეზღუდვითი ტიპი - ანორექსია ნერვოზას მიმდინარე ეპიზოდის განმავლობაში პიროვნება რეგულარულად არ ყოფილა ჩართული მოუთოკავი კვების ან გასუფთავების ქცევაში, ანუ, არ მიმართავდა თვითგამოწვეულ ღებინებას ან ბოროტად არ იყენებდა კუჭის ამშლელებს, შარდმდენებს ან ოყნებს.
მოუთოკავი კვების ან გასუფთავების ტიპი - ანორექსია ნერვოზას მიმდინარე ეპიზოდის განმავლობაში პიროვნება რეგულარულად იყო ჩართული მოუთოკავი კვების ან გასუფთავების ქცევაში, ანუ მიმართავდა თვითგამოწვეულ ღებინებას ან ბოროტად იყენებდა კუჭის ამშლელებს, შარდმდენებს ან ოყნებს.
http://en.wikipedia.org/wiki/Anorexia_nervosaბულიმია ნერვოზას DSM-IV-TR სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები -A. მოუთოკავი კვების განმეორებითი ეპიზოდები. მოუთოკავი კვების ეპიზოდი ხასიათდება ორივე ქვემოთ ჩამოთვლილით -
1. დროის შეზღუდული პერიოდის განმავლობაში - მაგ. ნებისმიერი 2-საათიანი პერიოდის დროს - საკვების ისეთი რაოდენობის მიღება, რაც აშკარად უფრო მეტია იმაზე, რასაც ადამიანების უმეტესობა მიიღებდა დროის მსგავსი პერიოდის განმავლობაში და მსგავს პირობებში.
2. ეპიზოდის განმავლობაში საკვების მიღებაზე კონტროლის დაკარგვის შეგრძნება - მაგ. შეგრძნება, რომ პიროვნებას არ შეუძლია შეწყვიტოს საკვების მიღება ან გააკონტროლოს რას ან რა რაოდენობით ღებულობს.
B. წონის მატების თავიდან აცილებისკენ მიმართული განმეორებითი შეუსაბამო საკომპენსაციო ქცევები, როგორიცაა თვით-გამოწვეული ღებინება; კუჭის ამშლელების, შარდმდენების, ოყნების ან სხვა მედიკამენტების ბოროტად გამოყენება; შიმშილი; ან გადაჭარბებული ვარჯიში.
C. როგორც მოუთოკავი კვება, ისე შეუსაბამო საკომპენსაციო ქცევები ხდება, საშუალოდ, სულ მცირე, კვირაში ორჯერ 3 თვის განმავლობაში.
D. თვითშეფასებაზე სხეულის წონის ან ფორმის გადაჭარბებული გავლენა.
E. დარღვევა არ უნდა ხდებოდეს მხოლოდდამხოლოდ ანორექსია ნერვოზას ეპიზოდის განმავლობაში.
გამოიყოფა 2 ტიპი -
გასუფთავების ტიპი - ბულიმია ნერვოზას მიმდინარე ეპიზოდის განმავლობაში პიროვნება რეგულარულად მიმართავდა თვითგამოწვეულ ღებინებას ან ბოროტად იყენებდა კუჭის ამშლელებს, შარდმდენებს ან ოყნებს.
არაგასუფთავების ტიპი - ბულიმია ნერვოზას მიმდინარე ეპიზოდის განმავლობაში პიროვნება იყენებდა სხვა შეუსაბამო საკომპენსაციო ქცევებს, როგორიცაა შიმშილი ან გადაჭარბებული ვარჯიში, მაგრამ რეგულარულად არ მიმართავდა თვითგამოწვეულ ღებინებას ან კუჭის ამშლელების, შარდმდენების ან ოყნების ბოროტად გამოყენებას.
http://en.wikipedia.org/wiki/Bulimia_nervosa This post has been edited by Guardian on 3 Oct 2008, 01:56