Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > ყველაფერი ბუღალტერიის შესახებ

Posted by: The DoctoR 16 Feb 2016, 10:27
წინა თემები:

I ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=33573306
II ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=33930779
III ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34015350&st=0
IV ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34055381
V ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34094488&st=0
VI ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34163034&st=0
VII ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34257600&st=0
VIII ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34257600&st=0
IX ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34325688
X ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34361074
XI ნაწილი: http://forum.ge/?showtopic=34393449&hl=
XII ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34450336&st=0
XIII ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34508813&st=0
XIVნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34542886&st=0
XV ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34573712&st=0
XVI ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34605413&st=0
XVII ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34640203&st=0
XVIII ნაწილი: https://forum.ge/?f=41&showtopic=34709799&st=0

წინა თემი ტოპ-10:

qondara 163
Lady_Bird 124
The DoctoR 82
ZZZ777 81
Natalia1919 67
Mr-Banks 64
levvani 56
shatulika 47
aviaciis moyvaruli 42
ბუღალტერი 39

საკანონმდებლო ბაზა:
საქართველოს საგადასახადო კოდექსი https://matsne.gov.ge/ka/document/view/1043717
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702
საქართველოს შრომის კოდექსი https://matsne.gov.ge/ka/document/view/1155567
ფინ. მინისტრის ბრძანება 996 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1167887
ფინ. მინისტრის ბრძანება 994 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1167835

ვიდეო განწყობისთვის

Posted by: giorgi-alonso 16 Feb 2016, 11:31
mtvareze.chustebit

QUOTE
ბიზნეს ბარათით გადახდილია რაღაც თანხები (კინოს ბილეთები, სასწავლებლის და ასე შემდეგ), რის საბუთებიც არ მაქვს, მხოლოდ ამონაწერში მიჩანს. მაქვს 3110-ები ასე გადასახური. მაინტერესებს როგორ შეიძლება ამის დახურვა ? ერთი ვარიანტია დაიბეგროს საშემოსავლოთი, რადგან არ ეკუთვნის კომპანიიის საქმიანობას. მაგრამ მინდა თავი ავარიდო დაბეგვრას. და რაიმე სხვა თუ შეიძლება გაკეთდეს smile.gif))))

ახალ თემაში გიპასუხებ ბარემ. ვერ აიცილებ თავიდან, უნდა დაბეგრო ეგეთი ხარჯი ყველა პონტში და იდეაში არამარტო საშემოსავლოთი. როდესაც შენ ბარათით იყიდე კინოს ბილეთი, გამოდის რო მომსახურება შეიძინე კინოთეატრისგან, რაც შემდეგ უსასყიდლოდ მიაწოდე ვინმეს, ეს ოპერაცია დღგ-ს ქვემდებარეა და უნდა დაბეგრო. პლიუს რადგან ვისაც მიეცი ეგ ბილეთები იმის სარგებელი საშემოსავლოს დაბეგვრის ქვემდებარეა. თუ გინდა სწორად გქონდეს და მშვიდად იყო ჯობია ესე ქნა wink.gif

ოპერაციების თანმიმდევრო თუ გაინტერესებს, ჯერ დღგ-ს ამატებ, მერე საშემოსავლოს.
* * *
Ibeer

QUOTE
დამეხმარეთ ნუ გამწირავთ !!)),
მოიჯარის მიერ მიღებული იჯარის საგნის, იჯარით გაცემა შეიძლება?
ანუ მეიჯარემ მე მომცა იჯარით შენობა მე კიდევ სხვას გადავეცი ეს შენობა იჯარით..)

წაიკითხე ხელშეკრულება, წესით შიგ უნდა ეწეროს თუ რაიმე შეზრუდვა გაქ. რამდენადაც მე ვიცი, კანონმდებლობა არ გზრუდავს, ამიტომ ნახე კონტრაქტი.

Posted by: maxuna14 16 Feb 2016, 13:30
გამარჯობათ ერთი კითხვა მაქვს დავრეგისტრირდი ინდ მეწარმედ შემდეგ მივიღე მცირე ბიზნესის სტატუსი სფერო კომპიუტერული მომსახურება, ერთმა მითხრა რომ მცირე მეწარმის გაწეული მომსახურებას ვერ გაატარებს შპს ხარჯებში მართალია ეს ინფორმაცია? კიდევ ადრე ხელშეკრულების საფუძველზე ვიღებდი თანხას ეხლა პროცედურები როგორ უნდა გავაკეთო? რა მჭირდება როგორ გაატაროს შპს მ ხარჯი როგორ გავიგო წლის ბოლოს რამდენი უნდა გადავიხადო სახელმწიფოში, აღრიცხვა რამე არ არის საჭირო? თანხა სად უნდა ჩამირიცხონ პირადი ანგარიში მაქვს ბანკში მაგრამ იურიდიული ანგარიში ცალკე უნდა გავხსნა?

Posted by: PLAYer_1 16 Feb 2016, 13:58
გამარჯობათ

ი.მ ზე გუშინ დამავიწყდა ნულოვანი ფაქტურის გაგზავნა,
არაფერი არ ქონდა ბრუნვა..

დამაჯარიმებენ? რა სანქციებია?
შეილება შემიწყალონ?sad.gif

დღეს გადავგზავნე შიადღის 12 ზე

Posted by: giorgi-alonso 16 Feb 2016, 14:24
PLAYer_1

საურავი არ იქნება რახან ნულოვანი სავარაუდოდ, მარა დაგვიანებაზე არის ჯარიმა მგონი მაინც. არ მახსოვს ზუსტად/

Posted by: bususuxuna 17 Feb 2016, 10:25
PLAYer_1
QUOTE
ი.მ ზე გუშინ დამავიწყდა ნულოვანი ფაქტურის გაგზავნა,
არაფერი არ ქონდა ბრუნვა..

ფაქტურა თუ დეკლარაცია spy.gif

Posted by: PLAYer_1 17 Feb 2016, 19:23
bususuxuna
QUOTE
ი.მ ზე გუშინ დამავიწყდა ნულოვანი ფაქტურის გაგზავნა,

დეკლარაცია biggrin.gif

Posted by: ZZZ777 17 Feb 2016, 21:24
PLAYer_1
მუხლი 274. საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევა 2 3 +
1. პირის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა –
იწვევს პირის დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ თვეზე (არასრული თვეები ერთ თვედ ჯამდება). ამასთანავე, მთელ დაგვიანებულ პერიოდზე გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 30 პროცენტს.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები.
3. თუ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება.
Ibeer
2. იჯარასთან დაკავშირებით , შემიძლია გითხრა რომ არანაირი შეზღუდვა არ გაქვს კანონმდებლობის მხრივ.

Posted by: PLAYer_1 18 Feb 2016, 21:45
ZZZ777
QUOTE
3. თუ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება.

დიდი მადლობა. ესეიგი არ დამაჯარიმებენ,,, დეკლარაცია ნულოვანია...

Posted by: sevasti 19 Feb 2016, 13:36
მეგობრებო მეორედი ტანსაცმელის განბაჟება როგორ ხდება ხომ ვერ მეტყვით
ანუ განაკვეთი რამდენია?
ჰო კიდე დღგს გადამხდელი არ ვარ და მაინც მომიწევს დღგთი დაბეგვრა ამ საქონლის?

Posted by: giorgi-alonso 19 Feb 2016, 18:23
sevasti
QUOTE
ჰო კიდე დღგს გადამხდელი არ ვარ და მაინც მომიწევს დღგთი დაბეგვრა ამ საქონლის?

თვითონ დაგიბეგრავენ საბაჟოზე და მოგცემენ შეტყობინებას სადაც ეწერება რამდენი გაქ გდასახდელი.

Posted by: Mr-Banks 19 Feb 2016, 23:24
sevasti

საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის დროს დღგ-ს იხდის ყველა, გარდა რამდენიმე შემთხვევებისა (ჰუმანიტარული ტვირთი, სამედიცინო საქონელი და ა.შ.)

ტანსაცმლის იმპორტი იბეგრება 18%-იანი განაკვეთით.

Posted by: sevasti 20 Feb 2016, 01:09
giorgi-alonso
Mr-Banks
გაიხარეთ გამოხმაურებისთვის
QUOTE
თვითონ დაგიბეგრავენ საბაჟოზე და მოგცემენ შეტყობინებას სადაც ეწერება რამდენი გაქ გდასახდელი.

ეს გასაგებია უბრალოდ მზად რომ ვიყო წინასწარ რამდენი გამომივა გადასახდელი არ იქნებოდა ურიგო.. სასაქონლო ნომენკლატურაში რო ვნახე 5% ით იბეგრება ტანსაცმელი (ინვოისის მიხედვით საქონლის ფასს დამატებული საერთაშორისო ტრანსპორტირება და ამათი ჯამის 5 %), ამას მივუმატოთ დღგ, პლუს 300 მოსაკრებელი.
სწორად ვანგარიშობ თუ მეშლება რამე?

QUOTE
საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის დროს დღგ-ს იხდის ყველა

ხომ არ აჯობებს დღგს გადამხდელად დავრეგისტრირდე ? ჩავითვლი მაინც ამ თანხას

Posted by: Mr-Banks 20 Feb 2016, 02:39
sevasti
QUOTE
ხომ არ აჯობებს დღგს გადამხდელად დავრეგისტრირდე ? ჩავითვლი მაინც ამ თანხას

ასეთ დროს, რეალიზაციის დაბეგვრაც მოგიწევს.
გააჩნია, ფასნამატი რამდენი გექნება.

არა დღგ-ს დროს მოგება გაქვს: X-(Y*18%)
დღგ-ს დროს მოგება გაქვს: X/118*100 - Y

X - რეალიზაციის თანხა
Y - მიღებული საქონელი

Posted by: sevasti 20 Feb 2016, 12:21
Mr-Banks

მადლობა მეგობარო ფასს ალბათ ღირებულებაზე სამჯერ მეტს დავადებ და ამ შემთხევაში უკვე აღარ მიღირს დღგს ჩათვლა და გადახდა up.gif

Posted by: Ibeer 20 Feb 2016, 12:34
giorgi-alonso
ZZZ777
გაიხარეთ მაგრა დამეხმარეთ, დამწყები ბუღალტერი ვარ და ვერ ვერკვევი პრაქტიკულ საკიტხებში))
2kiss.gif 2kiss.gif
* * *
ისე იჯარაზე გადახდილი თანხიდან დღგ-ს ჩავითვლი ხომ?

Posted by: pvm 20 Feb 2016, 15:54
თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად როცა გინდა პროდუქციის გაყიდვა, როგორ უნდა მოიქცეს მეწარმე?
უნდა ცნობა ამას შესახებ შემოსავლების სამსახურს თუ არა?

Posted by: sevasti 20 Feb 2016, 19:32

QUOTE
თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად როცა გინდა პროდუქციის გაყიდვა, როგორ უნდა მოიქცეს მეწარმე?
უნდა ცნობა ამას შესახებ შემოსავლების სამსახურს თუ არა?

მემგონი მაგის ვალდებულება აღარ არსებობს

Posted by: Ibeer 20 Feb 2016, 20:25
pvm
აბა ამას გადახედე http://taxinfo.ge/index.php?option=com_content&task=view&id=8759&Itemid=105

* * *
https://www.basc.ge/index.php?faq_id=489542478&cat_id=888508172&pg_id=129282015&pg_symbol=1013600455& იქნება ესეც დაგეხმაროს..

Posted by: Mr-Banks 21 Feb 2016, 00:09
pvm
QUOTE
უნდა ცნობა ამას შესახებ შემოსავლების სამსახურს თუ არა?

არ უნდა აცნობო.

P.S. ხშირად არ უნდა გქონდეს მსგავსი ოპერაციები, თორემ საქველმოქმედო ორგანიზაციად დაგარეგისტრირებენ. lol.gif ბოლო წინადადება ვიხუმრე lol.gif

Posted by: PLAYer_1 22 Feb 2016, 16:36
pvm
QUOTE
მემგონი მაგის ვალდებულება აღარ არსებობს

+1

Posted by: pvm 22 Feb 2016, 18:13
თვითღირებულება როგორ უნდა გაზარდოს ბუღალტერმა, როცა მას გარკვეული დოკუმენტები დაკარგული აქვს?!

Posted by: bugalteri 23 Feb 2016, 14:22
გამარჯობათ, ასეთი სიტუაცია მაქვს, 2015 წლის უკუდაბეგვრის დეკლარაციებში არარეზიდენტის მომსახურების თანხა უნდა გადანაწილებულიყო რამოდენიმე თვეზე მაგრამ ნაჩვენებია ჯამურად ივლისში, როგორც წესია ისე რომ გავაკეთო, დავჯარიმდებით? დასაკორექტირებელ თვეებში გვაქვს გაანგარიშებული-ნაჩვენები კიდევ 3 სხვა ფირმის მომსახურება , მაგრამ ეს ერთია პრობლემა რომელიც ზის ჯამურად და რომ გადავანაწილო დღგ-ს შემცირებისთვის ხომ არ დავჯარიმდებით ეს მიანტერესებს...

Posted by: giorgi-alonso 23 Feb 2016, 15:45
Ibeer
QUOTE
ისე იჯარაზე გადახდილი თანხიდან დღგ-ს ჩავითვლი ხომ?

თუ ფაქტურას გამოგიწერენ კი. smile.gif

bugalteri
QUOTE
გამარჯობათ, ასეთი სიტუაცია მაქვს, 2015 წლის უკუდაბეგვრის დეკლარაციებში არარეზიდენტის მომსახურების თანხა უნდა გადანაწილებულიყო რამოდენიმე თვეზე მაგრამ ნაჩვენებია ჯამურად ივლისში, როგორც წესია ისე რომ გავაკეთო, დავჯარიმდებით? დასაკორექტირებელ თვეებში გვაქვს გაანგარიშებული-ნაჩვენები კიდევ 3 სხვა ფირმის მომსახურება , მაგრამ ეს ერთია პრობლემა რომელიც ზის ჯამურად და რომ გადავანაწილო დღგ-ს შემცირებისთვის ხომ არ დავჯარიმდებით ეს მიანტერესებს...

თუ დღგ გაქ პლიუსში და დეკალრაციაც გაგზავნილი იყო ნულოვანი მაინც, მაშინ არ დაჯარიმდები. და დალშე რომელ თვეებზე ანაწილებ, ივლისამდე თუ ივლისის მერე თვეებში??

Posted by: bugalteri 23 Feb 2016, 17:37
giorgi-alonso

დეკლარაციები გაგზავნილი იყო, უბრალოდ სხვანაირად უნდა მოვახდინო გადანაწილება ივნისი-ივლისი-აგვისტოზე.

მადლობა

Posted by: ZZZ777 24 Feb 2016, 01:23
QUOTE (bugalteri @ 23 Feb 2016, 14:22 )
გამარჯობათ, ასეთი სიტუაცია მაქვს, 2015 წლის უკუდაბეგვრის დეკლარაციებში არარეზიდენტის მომსახურების თანხა უნდა გადანაწილებულიყო რამოდენიმე  თვეზე მაგრამ  ნაჩვენებია ჯამურად ივლისში, როგორც წესია ისე რომ გავაკეთო, დავჯარიმდებით? დასაკორექტირებელ თვეებში გვაქვს გაანგარიშებული-ნაჩვენები კიდევ 3 სხვა ფირმის მომსახურება , მაგრამ ეს ერთია პრობლემა რომელიც ზის ჯამურად და რომ გადავანაწილო დღგ-ს შემცირებისთვის ხომ არ დავჯარიმდებით ეს მიანტერესებს...

მე როგორც მივხვდი სამი თვის უკუდაბეგვრის თანხა გაქვს გაქვს ერთ თვეში ნაჩვენები და გინდა გადანაწილება ივნისი ივლისი აგვისტოზე?

2015 წლის ივლისიდან უკუდაბეგვრის დეკლარაცია ცალკე აღარ იგზავნება, დღგ-ს ყოველთვიურ დეკლარაციაში აჩვენებ უკუდაბეგვრის დღგ-ს თანხებს.

Posted by: arsenal09 24 Feb 2016, 09:38
გამარჯობა,
კითხვა მაქვს და გთხოვთ მიპასუხოთ,

შპს დღგ-ს გადამხდელად არაა დარეგისტრირებული,სხვა შპს-ზე ელ-ზედნადები რომ გამოწეროს აუცილებელია დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდეს?
მაგ: შპს ყიდულობს ლილოში და მიაქვს სხვა შპს-სთან.
მადლობთ

Posted by: usa89 24 Feb 2016, 15:08
მოგესალმებით,
გავიჭედე და იმედი მაქვს დამეხმარებით. smile.gif

ვმუშაობ ორისში, მაქვს იმპორტი, იმპორტის დეკლარაციაში არის გრაფა "ლიცენზი" 600 ლარი.

მაინტერესებს რა გადასახადია? როგორ გავატარო ორისში. ისე რომ 3110 დაბალანსდეს.
მადლობა .

Posted by: levani_levani7 24 Feb 2016, 17:59
ფინანსისტებო მაქვს ერთი დილეტანტური შეკითხვა:

დავუშვათ (დღგ-ს გადამხდელი) კომპანიამ იყიდა უძრავი ქონება ფიზიკური პირისგან 100,000 ლარად,
შემდგომში ამ ქონების გაყიდვის შემთხვევაში პლიუს 18% უნდა დავამატო რომ დღგ-ს ჩათვლით გავყიდო?
თუ შეიძლება ქონების დღგ-ს გარეშეც გაყიდვა?

დავრჩები მადლობელი თუ გამომეხმაურებით : )

Posted by: giorgi-alonso 25 Feb 2016, 12:49
levani_levani7

თავისთავად უნდა დაამატო დღგ გაყიდვის დროს.

Posted by: bususuxuna 25 Feb 2016, 13:01
arsenal09
QUOTE
შპს დღგ-ს გადამხდელად არაა დარეგისტრირებული,სხვა შპს-ზე ელ-ზედნადები რომ გამოწეროს აუცილებელია დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდეს?
მაგ: შპს ყიდულობს ლილოში და მიაქვს სხვა შპს-სთან.
მადლობთ

დღგ-სთან არაფერ შუაში არაა ზედნადები, უბრალოდ ტრანსპორტირების დოკუმენტია და საქონლის მოძრაობისას ყველამ უნდა გამოწეროს,გინდა შპს გინდ ინდმეწარმე

Posted by: pvm 25 Feb 2016, 23:51
თვითღირებულება როგორ უნდა გაზარდოს ბუღალტერმა, როცა მას გარკვეული დოკუმენტები დაკარგული აქვს?!

Posted by: anxeli777 26 Feb 2016, 10:17
გამარჯობა მინდა გავიარო ბუღალტერიის კურსები სად ასწავლიან ნორმალურად 32 წიგნის სწავლას არ ვგულისხმობ არც წერთლზე რო ასოციაციაა ეგ მინდა მოკლედ...სად გავიარო კურსი რომ შევძლო პატარა საწარმოს ბუღალტრობა და ინფოში მუშაობა

Posted by: mashiko1987 26 Feb 2016, 11:24
QUOTE (anxeli777 @ 26 Feb 2016, 10:17 )
გამარჯობა მინდა გავიარო ბუღალტერიის კურსები სად ასწავლიან ნორმალურად 32 წიგნის სწავლას არ ვგულისხმობ არც წერთლზე რო ასოციაციაა ეგ მინდა მოკლედ...სად გავიარო კურსი რომ შევძლო პატარა საწარმოს ბუღალტრობა და ინფოში მუშაობა

კერძოდ რომელიმე ბუღალტერთან,ნებისმიერ სასწავლებელს სჯობს.იმას და ისე გასწავლის რაც ნამდვილად გამოგადგება

Posted by: Ibeer 26 Feb 2016, 20:11
გამარჯობათ!! ასეთი შეკითხვა მაქვს მანუალ 1158 დაკავშირებით... იჯარის გადასახადთან ერთად მეიჯარეს ვუხდი კომუნალურის ხარჯსაც.. მეიჯარეს შეუძლია რომ გამომიწეროს ანგარიშფაქტურა? როგორც იჯარაზე ასევე კომუნალურზე? და შეუძლია თუ არა მანაც ამავდროულად ჩაითვალოს დღგ მის სახელზე მოსულ კომუნალურის ანგარიშფაქტურებით??
* * *
თუ ვინმეს აქვს რაიმე გამოცდილება იქნება მირჩიოთ რამე.

Posted by: salaga 26 Feb 2016, 20:28
გამარჯობა smile.gif

შპს ნებეყოფლობით დარეგისტრირდა დღგ-ს გადამხდელად, დარეგისტრირების შემდეგ როგორც საქონელზე/ასევე მომსახურებაზე ვწერთ ანგარიშ ფაქტურას (საქონელზე ზედნადებს ვაბამთ) ჩაინიკი ვარ ბუღალტერიაში და გთხოვთ იქნებ მითხრათ, მე როგორც ვიცოდი ანგარიშფაქტურა მომსახურებაზე იწერებოდა (იმ შემთხვევაში თუ დღგ-ს გადამხდელაი ორივე მხარე) და ზედნადები საქონელზე (მიუხედავად დღგ-ს გადამხდელ/არაგადამხდელისა)

დამაკვალიანეთ რა biggrin.gif

Posted by: Ibeer 26 Feb 2016, 20:43
salaga
მე არ ვუწერ ყოველ შემთხვევაში... დღგ-ს მაინც ვერ ჩაითვლის და რად უნდა ...

Posted by: ZZZ777 26 Feb 2016, 23:07
usa89
შენ დეკლარაციის 44 გრაფას გულისხმობ მანდ დეკლარანტი უთითებს იმ დანახარჯებს რომელიც კონკრეტული საქონლის იმპორტისას გამოიყვანება.
მაგ, ტრანსპორტირება,დაზღვევა, შეფუთვა და ა.შ თვითღირებულებაში უნდა შეიყვანო

Posted by: hellboy13 26 Feb 2016, 23:11
დავფიქსირდები

Posted by: ZZZ777 26 Feb 2016, 23:14
pvm
საბაზრო ფასით აიყვანე შემოსავალში smile.gif თუ დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გაქვს მაინც მასე მოგიწევს.
salaga
მიუხედავად იმისა დღგ-ს გადამხდელია თუ არა კომპანია, მხოლოდ ა/ფ მოთხოვნის შემთხვევაში გეკისრება ფაქტურის გაგზავნი ვალდებულება.
მოთხოვნის შემთხვევაში შენ სასაქონლო ზედნადების მიხედვით და ასევე მომსახურებაზეც უნდა გამოწერო ა/ფ.

Posted by: anxeli777 27 Feb 2016, 18:28
კერძო მასწავლელბელს ხომ ვერ მირჩევდით ბუღალტერიის ვინმეს? ნომერი რომ მომწეროთ ან აქ ან პმში

Posted by: arsenal09 28 Feb 2016, 15:48
bususuxuna
მაგალითად a შპს მივედი ლილოში b შპს- დან ვიყიდე საქონელი 100 ლარის. შემდეგ ჩავუტანე გავყიდე ეს საქონელი 150 ლარში რაიონში c შპს -ზე(ან ინდ.მეწარმეზე). რს-ზე აიტვირთება ყიდვის და გაყიდვის საბუთი.

მე მაინტერესებს ამ პროცესში დღგ როგორ მოქმედებს?
სადღაც წავიკითხე რომ აუცილებელია დავრეგისტრირდე ნებაყოფლობით დღგს გადამხდელად. რადგან ვაწარმოებ დისტრიბუციას. ესეა ნამდვილად?

Posted by: bususuxuna 28 Feb 2016, 22:13
arsenal09
თუ იყიდე საქონელი დღგ-ს გადამხდელი კომპანისგან და შენც ასევე ხარ გადამხდელი ( დისტრიბუციის მიზეზით დღგ-ს გდამხდელად რეგისტრაცია არ ხდება ) ჩაითვლის დღგ-ს, ანუ 100 ლარის 18 % 18 ლარს ჩაითვლი და 150 18% 27 ლარიდან, ანუ რეალურად იხდი 27-18=9 ლარი, მერე ჩენგან ვინც იყიდის ისიც ჩაითვლის და ასე სანამ რომელიმე საბოლოო მომხმარებელი არ იყიდის ამ ნივთს და რაცაა

Posted by: arsenal09 29 Feb 2016, 09:54
bususuxuna
მადლობა,
ერთს დავაზუსტებ - დღგზე რეგისტრაცია არაა საჭირო ამ საქმიანობაზე? თუ არ გადაცდა 100000?
შპს საბუთით ყიდულობს ლილოში და ასევე საბუთითვე უნდა მიყიდოს რეგიონებში მაღაზიებს. დღგ-ს გადამხდელი როცა აე ვარ ყიდვა-გაყიდვის დროს აქვს მნიშვნელობა ჩემთვის ვინ სრი დღგ-ს გადამხდელი და ვინ არა?
მადლობა.

Posted by: bususuxuna 29 Feb 2016, 10:07
arsenal09
QUOTE
ერთს დავაზუსტებ - დღგზე რეგისტრაცია არაა საჭირო ამ საქმიანობაზე? თუ არ გადაცდა 100000?

არაა,მსგავსი რამე არ გამიგია დღემდე
QUOTE
შპს საბუთით ყიდულობს ლილოში და ასევე საბუთითვე უნდა მიყიდოს რეგიონებში მაღაზიებს. დღგ-ს გადამხდელი როცა აე ვარ ყიდვა-გაყიდვის დროს აქვს მნიშვნელობა ჩემთვის ვინ სრი დღგ-ს გადამხდელი და ვინ არა?
მადლობა.

შენთვის არ ექნება მნიშვნელობა ,მაგრამ ვიღაცას შეიძლება დღგ-ს ჩათვლა უნდოდეს საქონლის ყიდვისას და არ გადამხდელისგნ არ იყიდოს

Posted by: anxeli777 29 Feb 2016, 11:47
კერძო მასწავლელბელს ხომ ვერ მირჩევდით ბუღალტერიის ვინმეს? ნომერი რომ მომწეროთ ან აქ ან პმში

Posted by: niaaa82 29 Feb 2016, 13:09
გამარჯობა smile.gif

მოკლედ ვინმე თუ არ დაიზარებთ დამიკოპირეთ რა სახაზინო კოდები, ტაბით ვერ ვაკეთებ ვერაფერს და ძალინ მჭირდება
.
საშემოსავლო, მოგება, ქონება, დღგ

მადლობა წინასწარ

Posted by: mashiko1987 29 Feb 2016, 20:41
ეხლა გადასახადების გადახდა ხდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე ,კოდი არის 101001000

Posted by: GIO777GIO 29 Feb 2016, 22:20
გამარჯობათ ერთი შეკითხვა მაქვს გთხოვთ დამეხმაროთ როცა ინკასო და ყადაღა გადევს ინდ მეწარმეს ბანკისგან საკასო აპარატით შეიძლება ნაღდი ანგარიშ სწორება ვაწარმოო.

Posted by: arsenal09 1 Mar 2016, 13:20
bususuxuna
მადლობა. გასაგებია

Posted by: mziko86 1 Mar 2016, 19:53
გამარჯობათ! თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ კოოპერატივთან დაკავშირებით.
მთხოვეს დახმარება კოოპერატივის საბუთების მოწესრიგებაზე,არ ჰყავდათ ბუღალტერი,მაგრამ მოსთხოვეს შემოწმება და ამის გამო ძალიან მოკლე დროში სჩირდებათ ბუღალტრულად საბუთების მოწესრიგება. ბანკიდან გამოტანილი აქვთ თანხა,სადაც დანიშნულებაში უწერია ინვესტიციის დაბრუნება,რეალურად თანხა გაიტანეს რომელიც კოოპერატივის წესდებაში არ იყო ნახსენები(გაიტანეს იმაზე მეტი ვიდრე ეგრეთ წოდებუი ;პაი"-ს სახით ჰქონდათ მითითებული წესდებაში), ვფიქრობ რით გამოვუსწორო აღნიშნული ქმედება და იქნებ დამეხმაროთ? საერთოდ რა ბუღალტრული გატარება მივცე-როგორც მოკლევადიანი ინვესტიციის დაბრუნება?(ან ის თანხები რაც არ ფიგურირებს წესდებაში,ხომ არ ჯობია გავაკეთო დამატებითი პაის შენატანი და კრების ოქმზე ყველა წევრს მოვაწერინო ხელი? გთხოვთ თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება კოოპერატივთან დაკავშირებით დამეხმაროთ როგორ მოვიქცე და რა ბუღალტრული გატარება მივცე ამ ქმედებას?
მეორე საკითხი რაც შეცდომა დაუშვეს კოდექსის მიხედვით შესყიდვებთან დაკავშირებით, შესყიდული აქვთ 30% ზე მეტი ნერგი(კოდექსის ბოლო ცვლილების თანახმად, შესყიდვები არ უნდა აღემატებოდეს წლიურ ბრუნვას კოოპერატივისას), ვერ ამ საკითხს ვხვდები რით გამოვუსწორო? ისევ კრების ოქმით?(რეალურად ერთ ერთ კოოპერატივის წევრს აქვს მიწა, რომელიც ქონების სახით შესულია კოოპერატივის წესდებაში, (წესდებაში არ არის ნახსენები რომ ამ მიწაზე არის ნერგები, რომელთა რაოდენობა და ღირებულება არ ფიგურირებს წესდებაში). ამ ორ საკითხზე მჩირდება თქვენი რჩევა და ბუღალტრული გატარება... დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: NNina 3 Mar 2016, 11:31
mziko86
[კანონში როგორც წერია.გადაიკითხეთ და იმის მიხედვით იმოქმედეთ.
კანონები იცით სად წერია.
დაურეკეთ და სიახლეების მხიედვით როგორ დავუქვემდებარო მათი საქციელი თქო და როგორც გეტყვან ისე მოიქეცით.

გავუკეთო არ ვიცით )

Posted by: pvm 3 Mar 2016, 14:58
შენობის მესაკუთრე არის ფირმის დამფუძნებელი. იჯარის ხელშეკრულება უნდა გააკეთოს ეხლა როგოც შენობაზე, ასევე დანადგარებზე. იჯარა რამდენი უნნდა იყოს- საბაზრო ღირებულებით, თუ რაც უნდა იმას ჩაწერრს, ნუ მთლად 20-30 ლარი რო არ იქნება სწორი ეს ფაქტია, რომ ჩაწეროს 100 - 300 ლარის თვიურად?

Posted by: niaaa82 3 Mar 2016, 20:47
გამარჯობა, შეგიძლიათ დამეხმაროთ და მითხრათ იჯარის საშემოსავლოთი დაბეგვრა რომელი წლიდან დაიწყო?

Posted by: ZZZ777 4 Mar 2016, 03:21
QUOTE (pvm @ 3 Mar 2016, 14:58 )
შენობის მესაკუთრე არის ფირმის დამფუძნებელი. იჯარის ხელშეკრულება უნდა გააკეთოს ეხლა როგოც შენობაზე, ასევე დანადგარებზე. იჯარა რამდენი უნნდა იყოს- საბაზრო ღირებულებით, თუ რაც უნდა იმას ჩაწერრს, ნუ მთლად 20-30 ლარი რო არ იქნება სწორი ეს ფაქტია, რომ ჩაწეროს 100 - 300 ლარის თვიურად?

ურთიერთდამოკიდებული პირია თქვენს შემთხვევაში, შესაბამისად საბაზრო ფასით უნდა მოხდეს იჯარის ხელშეკრულების გაფორმება
* * *
QUOTE (niaaa82 @ 3 Mar 2016, 20:47 )
გამარჯობა, შეგიძლიათ დამეხმაროთ და მითხრათ იჯარის საშემოსავლოთი დაბეგვრა რომელი წლიდან დაიწყო?

რამე სანაძლეო გაქვს ? ხანდაზმულობის 3წლიან პერიოდში ეტევი smile.gif

Posted by: ninichkako 4 Mar 2016, 12:57
მოგესალმებით მეგობრებო;

პირველად ვაგზავნი წლიურ დეკლარაციას და იქნებ დამეხმაროთ; 20 გრაფაში სასაქონლო მატერიალური ფასეულობები რომ წერია მანდ რა უნდა ჩავწერო? სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთები წლის დასაწყისში და ბოლოში ხომ 17, 18 გრაფაში იწერება? მადლობა წინასწარ დახმარებისთვის;

Posted by: The DoctoR 4 Mar 2016, 17:19
niaaa82
ვატყობ აქტიურ ბუღალტერიაში ჩაბმული აღარ ხარ... არც პრაქტიკულად და არც აქ... smile.gif

Posted by: weirdfish 5 Mar 2016, 01:10
მოგესალმებით ყველას smile.gif მოკლედ დიდ გასაჭირში ვარ წლიურ დეკლარაციასთან ურთიერთობაშიsmile.gif)))) ძალიან გთხოვთ შემეხმიანოთ ვინმე ვინც ერკვევა უკდაბეგვრის დღგს დეკლარაციებში და მის გატარებებში(ვალუტასთან მიმართებაშიც),და გაქვთ ზედმეტი 1-2 საათი smile.gif)არ დაგივიწყებთ ...მომწერეთ ვინმემ ვისაც კეთილი ნება და სურვილი გამოძრავებთsmile.gif))მომსახურების პირობებზეც შევთანხმდებით wink.gif

Posted by: ZZZ777 5 Mar 2016, 19:14
QUOTE (ninichkako @ 4 Mar 2016, 12:57 )
მოგესალმებით მეგობრებო;

პირველად ვაგზავნი წლიურ დეკლარაციას და იქნებ დამეხმაროთ; 20 გრაფაში სასაქონლო მატერიალური ფასეულობები რომ წერია მანდ რა უნდა ჩავწერო? სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთები წლის დასაწყისში და ბოლოში ხომ 17, 18 გრაფაში იწერება? მადლობა წინასწარ დახმარებისთვის;

მე-20 გრაფაში – საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ყველა სასაქონლო - მატერიალური
ფასეულობა, მიუხედავად საქართველოს საგადასახადო კოდექსით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვისათვის
დადგენილი შეზღუდვებისა, მათ შორის: კაპიტალიზებადი, უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული, ძირითადი
საშუალების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობა და სხვა;

17და 18 გრაფებში სასაქონლო მატერიალური მარაგები ნაშთები წლის დასაწყისში და წლის ბოლოს

Posted by: weirdfish 6 Mar 2016, 14:42
გამარჯობაათsmile.gif ესეთი კითხვა მაქვს,შპს კაპიტალი არის 0.შემდეგ ბანკის ანგარიშზე შეტანილია დამფუძნებლის მიერ 200 ლარი.
დ.1210- 200 ლ
კ.3160-200ლ
შემდეგ გადავურიცხავ პირად ანგარიშზე და გავანულებ.ეს გატარება სწორი იქნება ?? თუ 1430ის შემიძლია რომ გამოვიყენო??
მადლობა წინასწარ :*

Posted by: Red Hot Chili Peppers 6 Mar 2016, 14:59
დაქირავებული ავტომობილის რემონტისათვის გაწეული ხარჯი გამოიქვითება თუ არა?

Posted by: zikoziko13 6 Mar 2016, 15:17
გამარჯობათ, საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების გატარება როგორ იქნება?

Posted by: trolika 7 Mar 2016, 19:37
ხალხნო მოგების დეკლარაციას ვავსებ და 2 საკითხში გავიჭედე იქნებ დამეხმაროთ.

ინკასოს მიერ ჩამოჭრილი თანხები რომელ ველში უნდა ჩავწერო ვერ მივხვდი

ანუ ჯარიმები მქონდა, რაღაც შემეშალა და სოციალური ჩამომაჭრა + მოგების გადასახადი, რომელიც კვარტალში ერთხელ უნდა მეხადა... ხოდა ეგ გადასახადები იდეაში ხარჯში უნდა ვაჩვენო ხო?

1)სხვა არაკლასიფიცირებული ჯარიმები და საურავები
2)გადასახადი საქართველოს საწარმოების სხვა მოგებიდან
3)მეწარმე ფიზიკური პირის სოციალური გადასახადი

ესენი ჩამომაჭრა შემოსავლების სამსახურმა და რომელ ველში უნდა ვაჩვენო ეგენი?

user posted image

Posted by: Revenant 7 Mar 2016, 21:37
ორისის პროგრამაში ქართულად როგორ ვწერო? ვინდოუს 7 მიყენია..

Posted by: Ibeer 8 Mar 2016, 13:15
Red Hot Chili Peppers
გააჩნია რემონტს. არის მიმდინარე საექსპლუატაციო (მაგ. ზეთის შეცვლა) და არის მწარმოებლურობის ასამაღლებლად გაწეული ხარჯები (მაგ. მატორის შეცვლა). თუ ეს რემონტი არ იწვევს იჯარით აღებული ავტომობილზე მეიჯარისთვის გადასახდელი თანხის შემცირებას, ამ შემთხვევაში საესპლუატაციო ხარჯები გამოიქვითება მთლიანად.. ხოლო თუ რემონტი ზრდის ავტომობილის მწარმოებლურობას ექვემდებარება კაპიტალიზებას და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ქმნის ცალკე ჯგუფს რომლის დროსაც გაწეული ხარჯები ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ამორტიზაციის ნორმების 15% ოდენობით ) ამას გადახედე დაწვრილებით რომ გაიგო+ "შემოსავლების სამსახურის განმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლზე"
* * *
შეილება ვინმემ იცოდეს: მეგობარი შპს ბუღალტერიას არ აწარმოებს საერთოდ (ანუ ბუღ. გატარებები არ აქვს, არც კალგულაციებს აკეთებს) მარტო დოკუმენტებს აფორმებს ინახავს და რავი, დეკლარაციებს აგზავნის .. ეს გამოიწვევს რამე საგადასახადო სანქციას.?

Posted by: ZZZ777 8 Mar 2016, 15:24
weirdfish
ცოტა გაუკვეველია რა სახის შენატანთან გვაქვს საქმე ? სესხის სახით შემოაქვს დამფუძნებელს? საწესდებოში შეაქვს ?
trolika
მუხლი 120. გადასახადები და ჯარიმები, რომლებიც არ გამოიქვითება
1. არ გამოიქვითება:
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი ან გადასახდელი სანქციის/ჯარიმის თანხები.
Ibeer
თუ ყველა შემოსავალის და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გაქვს და დეკლარაციებიც სწორად გაქვს შევსებული არანაირი სანქცია არ გეკუთვნის.
* * *

Revenant
http://oris.ge/index.php?option=com_fsf&Itemid=892&view=faq&catid=-1&search=%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A2&lang=ka
აქ შედი და ნახავ ინსტრუქციებს

Posted by: Red Hot Chili Peppers 9 Mar 2016, 00:19
QUOTE (Ibeer @ 8 Mar 2016, 13:15 )
Red Hot Chili Peppers
გააჩნია რემონტს. არის მიმდინარე საექსპლუატაციო (მაგ. ზეთის შეცვლა) და არის მწარმოებლურობის ასამაღლებლად გაწეული ხარჯები (მაგ. მატორის შეცვლა). თუ ეს რემონტი არ იწვევს იჯარით აღებული ავტომობილზე მეიჯარისთვის გადასახდელი თანხის შემცირებას, ამ შემთხვევაში საესპლუატაციო ხარჯები გამოიქვითება მთლიანად.. ხოლო თუ რემონტი ზრდის ავტომობილის მწარმოებლურობას ექვემდებარება კაპიტალიზებას და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ქმნის ცალკე ჯგუფს რომლის დროსაც გაწეული ხარჯები ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ამორტიზაციის ნორმების 15% ოდენობით ) ამას გადახედე დაწვრილებით რომ გაიგო+ "შემოსავლების სამსახურის განმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლზე"

მხოლოდ ზეთის, სავალი ნაწილების და საბურავების შეცვლა

Posted by: ZZZ777 9 Mar 2016, 13:16
Red Hot Chili Peppers
2 + მუხლი 115. ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა
1. ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ თითოეულ ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა დასაშვებია ყოველწლიურად, საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტამდე ოდენობით.
გამოიქვითავ ჩვეულებრივ ამ მუხლის შესაბამისად თუ გაგაჩნია ხარჯების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

Posted by: Red Hot Chili Peppers 10 Mar 2016, 19:43
ZZZ777

დაქირავებულის შემთხვევაშიც?

Posted by: ZZZ777 11 Mar 2016, 02:00
QUOTE (Red Hot Chili Peppers @ 10 Mar 2016, 19:43 )
ZZZ777

დაქირავებულის შემთხვევაშიც?

ხელშეკრულების პირობებზეა დამოკიდებული . შენ რა პირობები გაქვს ხელშეკურლებაში მე თუ არ ვიცი წინასწარ ვერ განსაზღვრავ.

Posted by: gio022 11 Mar 2016, 03:01
QUOTE (Revenant @ 7 Mar 2016, 21:37 )
ორისის პროგრამაში ქართულად როგორ ვწერო? ვინდოუს 7 მიყენია..

http://oris.ge/index.php?option=com_content&view=article&id=119&Itemid=913&lang=ka

Posted by: Red Hot Chili Peppers 12 Mar 2016, 13:37
ZZZ777

კომპანია უწევს ყველანაირ რემონტის ხარჯებს

Posted by: Ibeer 13 Mar 2016, 16:14
იქნება ვინმემ იცოდეთ. მაქვს საცხობი ვადაგასულ პურს რაც არ იყიდება ვყიდი იაფად 30 თეთრად, მყიდველი გლეხი ფერმერი კაცია შინაური ცხოველებისთვის ყიდულობს მგონი ამ პურს.. ზედნადებს არ ითხოვს და არ ვუწერთ არ მინდაო .)) ნისიად ვაძლევთ თან..თვის ბოლოს რამდენ პურსაც წაიგებს ერთიანად გვიხდის..
რა მაინტერესებს როგორ ვაღიარო ეს პური რეალიზებულად რა დოკუმენტის საფუძველზე, რამე აქტი შევადგინო? რას მირჩევთ იქნება ვინმეს ქონდეს გამოცდილება ..
* * *
ZZZ777

გაიხარე, კი ყველა დოკუმენტაცია აქვს მარტო ბუღ-გატარებები არ აქვს .))

Posted by: ZZZ777 14 Mar 2016, 09:58
QUOTE (Ibeer @ 13 Mar 2016, 16:14 )
იქნება ვინმემ იცოდეთ. მაქვს საცხობი ვადაგასულ პურს რაც არ იყიდება ვყიდი იაფად 30 თეთრად, მყიდველი გლეხი ფერმერი კაცია შინაური ცხოველებისთვის ყიდულობს მგონი ამ პურს.. ზედნადებს არ ითხოვს და არ ვუწერთ არ მინდაო .)) ნისიად ვაძლევთ თან..თვის ბოლოს რამდენ პურსაც წაიგებს ერთიანად გვიხდის..
რა მაინტერესებს როგორ ვაღიარო ეს პური რეალიზებულად რა დოკუმენტის საფუძველზე, რამე აქტი შევადგინო? რას მირჩევთ იქნება ვინმეს ქონდეს გამოცდილება ..
* * *
ZZZ777

გაიხარე, კი ყველა დოკუმენტაცია აქვს მარტო ბუღ-გატარებები არ აქვს .))

მიღება-ჩაბარება გააკეთე რეალიზაციის მომენტში და გადახდის დროს შემოსავლი ორდერი .
ისე ზედნადები გამოუწერე მაინც ვერ გაიგებს smile.gif))))))))

Posted by: Ibeer 14 Mar 2016, 11:15
ZZZ777
გაიხარე ჯიგარი ხარ up.gif up.gif up.gif up.gif და შეიძლება მაგალითად ტებერვალში გაყიდულ საქონელზე ერთიანი მიღება-ჩაბარება გავაფორმო? ყოველდგე რომ არ ვწერო ეგ და ტვის ბოლოს ერტი გამოვწერო დაშავდება რამე? ხო ვერ გაიგებსbiggrin.gif მარა რეალურად ეგ პური 1 თვის წინ მაქვს გაყიდული ზედნადების გამოწერა დაგვიანებულია..((

Posted by: ms__calypso 14 Mar 2016, 11:27
მოგესალმებით კეთილო ადამიანებო smile.gif დახმარება მჭირდება...
თუ შეგიძლიათ ვინმემ დამეხმაროთ F3-ში ამოცანებზე. ცოტა გავიჭედე. მინდა ვინმემ მამეცადინოს ცოტა, რათქმაუნდა შესაბამისი ანაზღაურების საფძლველზე. ცოტა მეჩქარება. სანამ შუალედური მომისწრებს smile.gif

Posted by: mashiko1987 14 Mar 2016, 11:46
QUOTE (ms__calypso @ 14 Mar 2016, 11:27 )
მოგესალმებით კეთილო ადამიანებო smile.gif  დახმარება მჭირდება...
თუ შეგიძლიათ ვინმემ დამეხმაროთ F3-ში ამოცანებზე. ცოტა გავიჭედე. მინდა  ვინმემ მამეცადინოს ცოტა, რათქმაუნდა შესაბამისი ანაზღაურების საფძლველზე. ცოტა მეჩქარება. სანამ შუალედური მომისწრებს smile.gif

თუ ისევ კერძო ბუღალტერთან გინდა მომზადება,მაშინ რატომღა დადიხარ ACCA -ში? მარტო იმიტომ ,რომ სერტიფიკატო გქონდეს?

Posted by: ms__calypso 14 Mar 2016, 11:50
ვერ დავდივარ საერთოდ......................................

Posted by: ZZZ777 14 Mar 2016, 12:55
QUOTE (Ibeer @ 14 Mar 2016, 11:15 )
ZZZ777
გაიხარე ჯიგარი ხარ up.gif up.gif up.gif up.gif და შეიძლება მაგალითად ტებერვალში გაყიდულ საქონელზე ერთიანი მიღება-ჩაბარება გავაფორმო? ყოველდგე რომ არ ვწერო ეგ და ტვის ბოლოს ერტი გამოვწერო დაშავდება რამე? ხო ვერ გაიგებსbiggrin.gif მარა რეალურად ეგ პური 1 თვის წინ მაქვს გაყიდული ზედნადების გამოწერა დაგვიანებულია..((

კი შეგიძლია თვის ბოლოს გაუკეთო ერთიანი.
აუცილებელად გააკეთე მითუმეტეს ვალზე აძლევ და თან სტატისკურ ფასზე უფრო დაბალ ფასად ყიდი

Posted by: ninichkako 14 Mar 2016, 14:33
QUOTE (ZZZ777 @ 5 Mar 2016, 19:14 )
QUOTE (ninichkako @ 4 Mar 2016, 12:57 )
მოგესალმებით მეგობრებო;

პირველად ვაგზავნი წლიურ დეკლარაციას და იქნებ დამეხმაროთ; 20 გრაფაში სასაქონლო მატერიალური ფასეულობები რომ წერია მანდ რა უნდა ჩავწერო? სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთები წლის დასაწყისში და ბოლოში ხომ 17, 18 გრაფაში იწერება? მადლობა წინასწარ დახმარებისთვის;

მე-20 გრაფაში – საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ყველა სასაქონლო - მატერიალური
ფასეულობა, მიუხედავად საქართველოს საგადასახადო კოდექსით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვისათვის
დადგენილი შეზღუდვებისა, მათ შორის: კაპიტალიზებადი, უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული, ძირითადი
საშუალების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობა და სხვა;

17და 18 გრაფებში სასაქონლო მატერიალური მარაგები ნაშთები წლის დასაწყისში და წლის ბოლოს

დღგ-ს გარეშე უნდა შევიტანო ხომ? და კიდევ ერთხელ რომ დავკონკრეტდე 20 გრაფაში შემაქვს შეძენილი მასალები (სარეალიზაციოც და ხარჯიც) თუ მხოლოდ სარეალიზაციო? ძალიან დიდი მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: Rebel=)) 14 Mar 2016, 16:33
გამარჯობა,
რა მაინტერესებს იცით მეგობარს აქვს ხილ-ბოსტნეულის მაღაზია შპს დააფუძნა და დეკლარაცია ყოველთვე უნდა გააგზავნოს? ნულოვანი დეკლარაციის გაგზავნა რა შემთხვევაში ხდება?
იქნებ დამეხმაროთ ცოტა გავერკვე სანამ სწავლაას შევუდგები.

Posted by: zviiigo 14 Mar 2016, 16:53
1 წელი მისრულდება მცირე მეწარმეობის სტატუსის აღებიდან, ნაყიდი მაქ საქონელი ზედ ნადებით რა თქმა უნდა და შემდეგ გაყიდული ქვითრით.
1 წის შემდეგ ხომ რაღაც პროცედურები უნდა გაიარო და როგორ ხდება ეგ? ვაფშე რა პროცედურებია და რა უნდა ვქნა მე? აზრზე არ ვარ.

Posted by: weirdfish 14 Mar 2016, 21:40
გამარჯობათ მეგობრებო wink.gif ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ.მოკლედ შპს ეწევა სარეკლამო მომსახურებას.ინვოისი გაგზავნილია მაგ.25.10.2015 და მომსახურება გულისხმობს 1თვე (01.11.2015-01.12.2015) ბანერის გამოქვეყნებას.თანხა ჩარიცხულია 05.11.2015-ში.გთხოვთ მითხრათ შემოსავლად როდის ვაღიარო ეს მომსახურება??ინვოისის თარიღით?თუ მომსახურების დაწყებისთანავე 01.11.2015-ში თუ მომსახურების გაწევის დამთავრებისას 01.12.2015????
ძალიან ძალიან ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ.მადლობა დახმარებისთვის

Posted by: NNina 15 Mar 2016, 13:32
ეხლა როდის უწევს ანგარიში სახელმწიფოსთან .აპრილში ხო.კვარტალური.

Posted by: ZZZ777 15 Mar 2016, 13:42
ninichkako
დღგ-ს გარეშე უნდა შეიტანო, რაც შეეხება სახარჯ მასალებს თუ პირდაპირ უშვებ ხარჯში შეძენებში აღარ აიღებ.
Rebel=))
ყოველთვე უნდა გაიგზავნოს საშემოსავლო და განაცემი ხელფასის იჯარის ან სხვა ფულადი სახის განაცემის შემთხვევაში. თუ დღგ-ს გადამხდელია დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაცია. ნულოვანს აგზავნი მაშინ როცა არ გაქვს არანაირი ოპერაცია კონკრეტულ დეკლარაციასთან მიმართებაში.
weirdfish
თვის ბოლოს აიღებ შემოსავალში მთლიანი მომსახურების თანხას.
zviiigo
1 აპრილს უნდა გააგზავნო დეკლარაცია

Posted by: atinatiii777 15 Mar 2016, 16:33
გამარჯობათ . ხომ არ იცით ვინმემ იქნებ დამაკვალიანოთ? შპს -ს რომელიც ვაჭრობს სურსათით მაღაზიასივე აქვს ხილ ბოსტანიც და ასევე დამატებით ყიდის საკუთარ ღვინოს და არაყსაც. მაინტერესებს ხილ ბოსტანზე შესყიდვის აქტებია საჭირო? და ხარჯში თუ მიითვლის? და კიდევ მეორე სალარო აპარატი ხომ არაა საჭირო?

Posted by: ZZZ777 15 Mar 2016, 19:48
QUOTE (atinatiii777 @ 15 Mar 2016, 16:33 )
გამარჯობათ . ხომ არ იცით ვინმემ იქნებ დამაკვალიანოთ? შპს -ს რომელიც ვაჭრობს სურსათით მაღაზიასივე აქვს ხილ ბოსტანიც და ასევე დამატებით ყიდის საკუთარ ღვინოს და არაყსაც. მაინტერესებს ხილ ბოსტანზე შესყიდვის აქტებია საჭირო? და ხარჯში თუ მიითვლის? და კიდევ მეორე სალარო აპარატი ხომ არაა საჭირო?

შესყიდვის (მიღება-ჩაბარების) აქტები აუცილებლად გჭირდება.
მეორე სალარო აპარატის საჭიროება არ არსებობს.

Posted by: keandra 16 Mar 2016, 12:11
მცირე მეწარმეზე ვისაც გაქვთ გამოცდილება რა შემთხვევაში ვიხდი 3%? და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულიც უნდა მივუთითო როგორც დეკლარაცია მთხოვს?

Posted by: keandra 16 Mar 2016, 12:15
ეს გვერდი უნდა შევავსო და მეტი არაფერი?

Posted by: ZZZ777 16 Mar 2016, 12:28
QUOTE (keandra @ 16 Mar 2016, 12:11 )
მცირე მეწარმეზე ვისაც გაქვთ გამოცდილება რა შემთხვევაში ვიხდი 3%? და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულიც უნდა მივუთითო როგორც დეკლარაცია მთხოვს?

მუხლი 90. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი და გადასახადის განაკვეთ ებ ი +
1. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იბეგრება 5 პროცენტით.
2. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს აქვს ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ერთობლივი შემოსავლის 60 პროცენტის ოდენობის ხარჯების (გარდა დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯისა) დამადასტურებელი დოკუმენტები.
3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა.

უნდა მიუთითო.

Posted by: NNina 16 Mar 2016, 13:52
ინვოსისის ფორმა მითXარით როგორ მოვძებნო რს .გეზე

უბრალოდ დაბნეულივარ.მ
სასტუმრო ბიზნესია და გადახდილი სალარო აპარატის მონაცემები დაგადახდები ბანკში უნდა გავნახორციელი.
ხელპ

Posted by: ZZZ777 16 Mar 2016, 14:06
QUOTE (NNina @ 16 Mar 2016, 13:52 )
ინვოსისის ფორმა მითXარით როგორ მოვძებნო რს .გეზე

უბრალოდ დაბნეულივარ.მ
სასტუმრო ბიზნესია და გადახდილი სალარო აპარატის მონაცემები დაგადახდები ბანკში უნდა გავნახორციელი.
ხელპ

სამწუხაროდ ამ საკითხში ვერ დაგეხმარები.

Posted by: NNina 16 Mar 2016, 14:10
ვა
არადა სალარო უნდა შევიტანო მონაცემები.
და ვინმემ თუ იცის,?

Posted by: grafinia79 16 Mar 2016, 16:10
ეგება დამეხმაროთ...

მცირე ბიზნესის დეკლარაცია ვის გაქვთ შევსებული? ვერ გავერკვიე... :/

Posted by: keandra 16 Mar 2016, 16:19
grafinia79
QUOTE
მცირე ბიზნესის დეკლარაცია ვის გაქვთ შევსებული? ვერ გავრკვიე... :/

გამარტივებულია ყველაფერი მცირე ბიზნესის შემთხვევაშიო და რაღა ეს შეუვსია კაცს და რაღა შპს-ს მოგების დეკლარაცია.

Posted by: grafinia79 16 Mar 2016, 16:21
keandra
QUOTE
გამარტივებულია ყველაფერი მცირე ბიზნესის შემთხვევაშიო და რაღა ეს შეუვსია კაცს და რაღა შპს-ს მოგების დეკლარაცია.

დახლზე მოვაჭრის დეკლარაციაა და ვერ გავერკვიე, სად რა უნდა ჩაიწეროს...

Posted by: teramisu 16 Mar 2016, 16:54
გამარჯობა,

იურიდიული პირის მიერ გადასახადის გადამხდელი (არა დღგ-ს გადამხდელი) ფიზიკური პირისათვის ავანსად გადახდილია იჯარის ღირებულება.
იურიდიულ პირს აქვს თ არა უფლება ხარჯად აღიაროს გადახდა (საკასო მეთოდით) მიუხედავად იმისა რომ მომსახურება ჯერ არ მიუღია

წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ საკასო მეთოდს მივმართაბთ ხარჯის გაწევის მომენტის ფასაფიქსირებლად - როდესაც გადავუხდით, მაშინ ვაღიარებთ ხარჯს, და არა დარიცხული, ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით (მუხლი 142, 4 ნაწილი)

თუ ასე არ არის რომელი მუხლით გვზღუდავს კოდქსი?

Posted by: zviiigo 16 Mar 2016, 17:43
დეკლარაციას შევსებაში დამეხმარებით? ინდ მეწარმე ვარ ბევრი არაფერი მაქ შესავსები და 10 წუთის გამო 100 ლარს ნუ გადამახდევინებთ facepalm.gif

Posted by: Revenant 16 Mar 2016, 20:33
კომპანიამ აიღო 2015 წლის 1 ივლისს კომპანიამ აიღო სესხი წლიური 20 % ით 20000 ლარი. იქნებ დამეხმაროთ ბუღალტრულ გატარებებში chups.gif

Posted by: mashiko1987 16 Mar 2016, 22:43
[QUOTE=Revenant,16 Mar 2016, 20:33 ] კომპანიამ აიღო 2015 წლის 1 ივლისს კომპანიამ აიღო სესხი წლიური 20 % ით 20000 ლარი. იქნებ დამეხმაროთ ბუღალტრულ გატარებებში chups.gif

1) სესხის აღების გატარება: 2015.01.07
დებეტი- 1110/1210 კრედიტი - 4140
2) სესხის პროცენტის გატარება: დებეტი- 3410 კრედიტი- 1110\1210
3) ფადახდილი სესხის ხარჯად აღიარება :
დრბეტი- 82 10 კრედიტი 3410

Posted by: chipmunck 16 Mar 2016, 22:49

აქ დროულ პასუხებს ვერ მიიღებთ, facebook_ზე არის გვერდები დაიმატეთ დასვით კითხვები და პასუხსაც მიიღებთ

Posted by: basheli 16 Mar 2016, 23:55
გამარჯობა...

პატარა დახმარება მჭირდება, იქნებ ვინმე ერკვეოდეთ...

ადრე მასწავლეს http://www.rs.ge-ზე სასწავლო ვერსიაში შესვლა... ანუ იყო რაღაც აქაუნთი შექმნილი და იქ ნებისმიერს შეეძლო შესვლა და ზედნადებების დაწერა და ა.შ სხვადასხვა რამის კეთება...

ახლა მჭირდება და პაროლს და ლოგინს ვერ ვიხსენებ.. იქნებ ვინმემ იცოდეთ ან მიხვდეთ რას ვგულისხმობ... მადლობა წინასწარ

Posted by: gio022 17 Mar 2016, 03:10
QUOTE (basheli @ 16 Mar 2016, 23:55 )
გამარჯობა...

პატარა დახმარება მჭირდება, იქნებ ვინმე ერკვეოდეთ...

ადრე მასწავლეს http://www.rs.ge-ზე სასწავლო ვერსიაში შესვლა... ანუ იყო რაღაც აქაუნთი შექმნილი და იქ ნებისმიერს შეეძლო შესვლა და ზედნადებების დაწერა და ა.შ სხვადასხვა რამის კეთება...

ახლა მჭირდება და პაროლს და ლოგინს ვერ ვიხსენებ.. იქნებ ვინმემ იცოდეთ ან მიხვდეთ რას ვგულისხმობ... მადლობა წინასწარ

tbilisi პაროლი 123456
satesto2 პაროლი 123456

Posted by: Rebel=)) 17 Mar 2016, 08:06
ZZZ777
მადლობა. :*
მეც მირჩიეთ სად ან ვისთან შეიძლება გავიარო კურსი. ახლა ვხვდები რომ უნდა მესწავლა მაღლივში სათანადოდ რასაც მასწავლიდნენ, ცოტა აზრზე მაინც ვიქნებოდი sad.gif

Posted by: teramisu 17 Mar 2016, 11:30
QUOTE
გამარჯობა,

იურიდიული პირის მიერ გადასახადის გადამხდელი (არა დღგ-ს გადამხდელი) ფიზიკური პირისათვის ავანსად გადახდილია იჯარის ღირებულება.
იურიდიულ პირს აქვს თ არა უფლება ხარჯად აღიაროს გადახდა (საკასო მეთოდით) მიუხედავად იმისა რომ მომსახურება ჯერ არ მიუღია

წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ საკასო მეთოდს მივმართაბთ ხარჯის გაწევის მომენტის ფასაფიქსირებლად - როდესაც გადავუხდით, მაშინ ვაღიარებთ ხარჯს, და არა დარიცხული, ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით (მუხლი 142, 4 ნაწილი)

თუ ასე არ არის რომელი მუხლით გვზღუდავს კოდქსი?

Posted by: ZZZ777 17 Mar 2016, 13:47
QUOTE (teramisu @ 17 Mar 2016, 11:30 )

ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით უნდა მოხდეს ხარჯებად აღიარება.

Posted by: archiko 17 Mar 2016, 14:06
გამარჯობათ მცოდნენო !

სტომატოლოგიური მომსახურება დღგ-ით იბეგრება? გარკვეული სამედიცინო მომსახურება თავისუფლდება როგორც ვიცი და სტომატოლოგიურის შემთხვევაში როგორაა?

კიდევ ერთი: არის მომსახურება, რომელსაც ფიზიკური პირი პირადად იხდის და მეორე, რომელსაც დაზღვევა ანაზღაურებს.
აი დაზღვევის მიერ ჩარიცხული თანხებიც იბეგრება? რამე შეღავთი ხომ არ არის, მაგალითად ჩათვლის უფლების გარეშე ხომ არ თავისუფლდება დღგ-გან?

იქნებ გამარკვიოთ ვისაც გაქვთ შეხება და ინფორმაცია...
* * *
ბარემ ამასაც ვიკითხავ.

თუ 3 თვის წინ უნდა დამდგარიყო კლინიკა დღგ-ს გადამხდელად. ესეიგი წინა 3 თვეზე უნდა მოხდეს დეკლარაციების გაგზავნა ხომ? დაგვიანებით გაგზავნაზე ხომ რაღაც ჯარიმაა და რამდენია ხომ არ იცით?

თუ წინა წელს ქონდა კლინიკას ზარალი, ეს ზარალი არ იძლევა იმის უფლებას რომ დღგ-ზე საურავები არ წამოვიდეს? ვთქვათ საშემოსავლოში თუ ზედმეტობაა იმ ოდენობით რომ დღგ-ს გადასახადს აჭარბებს ამ შემთხვევაში ხომ არ წამოვიდოდა საურავები? ზარალზე ესეთი რამე არ ვრცელდება?

და იქნებ საბოლოო განაჩენის სახით დაწეროთ რა მოხდება. დეკლარაციების დაგვიანების ჯარიმა, საურავები ყოველ დღეზე, კიდევ რა ხდება?
აი ამას ვგულისხმობ სტომატოლოგიური მომსახურება ხომ არის სამედიცინო მომსახურება? spy.gif

Posted by: teramisu 17 Mar 2016, 14:36
QUOTE

QUOTE (teramisu @ 17 Mar 2016, 11:30 )
QUOTE
გამარჯობა,

იურიდიული პირის მიერ გადასახადის გადამხდელი (არა დღგ-ს გადამხდელი) ფიზიკური პირისათვის ავანსად გადახდილია იჯარის ღირებულება.
იურიდიულ პირს აქვს თ არა უფლება ხარჯად აღიაროს გადახდა (საკასო მეთოდით) მიუხედავად იმისა რომ მომსახურება ჯერ არ მიუღია

წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ საკასო მეთოდს მივმართაბთ ხარჯის გაწევის მომენტის ფასაფიქსირებლად - როდესაც გადავუხდით, მაშინ ვაღიარებთ ხარჯს, და არა დარიცხული, ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით (მუხლი 142, 4 ნაწილი)

თუ ასე არ არის რომელი მუხლით გვზღუდავს კოდქსი?

ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით უნდა მოხდეს ხარჯებად აღიარება.

(მუხლი 142, 4 ნაწილით თუ ვიმსჯელებთ საკასო მეთოდით უნდა დავარიცხო. ფიზიკური პირი ხომ თავის მხარეს მიღებული თანხას ყველა ვარიანტში აღიარებს როგორც შემოსავალს, ამ მხრივ ბიუჯეტი თავის მისაღებს მიიღებს და მე რატომ არ უნდა ვაღიარო ხარჯი? წინასწარ გადახდილ ხელფასს თუ ვაღიარებ ხარჯად?

Posted by: sevasti 17 Mar 2016, 16:48
ჩემს უცხოელ მეგობარს სურს შპს-ს დაფუძნება და რეესტრშიც იყო მისული.. იქ მოსთხოვეს კრების ოქმი წესდება და ბუღალტერთან გაფორმებული ხელშეკრულება ...
ჰოდა რა მაინტერესებს ეს ბუღალტერთან გაფორმებული ხელშეკრულება რა აუცილებლობას წარმოადგეს?

Posted by: nerio 17 Mar 2016, 18:07
ორგანიზაციას რომელსაც არ აქვს ქართული ს/ნ და ამავდროულად სარგებლობს საგდასახადო შეღავათებით, ნულოვანი ფაქტურა როგორ უნდა გაუწერო ხო არ იცით?

Posted by: atinatiii777 17 Mar 2016, 18:22
ZZZ777

QUOTE
შესყიდვის (მიღება-ჩაბარების) აქტები აუცილებლად გჭირდება.
მეორე სალარო აპარატის საჭიროება არ არსებობს.

მადლობა და ჩეკის ამორტყმა საჭირო არაა? რომ ამ აქტებით შევისყიდე საქონელი.

Posted by: basheli 17 Mar 2016, 21:50
მოკლედ ავღწერ ჩემს სიტუაციას და იქნებ დამეხმაროთ.
ამჟამად ვმუშაობ ბანკის წარმომადგენლად ერთ-ერთ ფერმაში... მფლობელებმა შემომთავაზეს ბუღალტრის თანამდებობა... ოღონდ... 2-3 თვეში თუ ვისწავლი ძირითად საქმეს... რაც შეეხება ჩემს ვალდებულებას, კომპანიას ჰყავს მთავარი ბუღალტერი, რომელიც ამ ფერმიდან მოშორებითაა, ანუ დისტანციურად აკეთებს ბუღალტერიას, მე უნდა ვიყო მისი თვალი და ყური ამ ობიექტზე, ყველაზე რთულ საქმეს ის გააკეთებს, მე უბრალოდ დღის ბოლოს ყველა ზედნადები, ჩეკი და ა.შ მწყობრში უნდა მქონდეს, უნდა ვაკონტროლო რს.გე და ფერმის შესყიდვები და გაყიდვები... მოკლედ, იმედი მაქვს მიხვდით რაც დამევალება...
ახლა რატომ ვწერე ამდენი, მირჩიეთ რამე საბუღალტრო კურსი, ან კონკრეტულად რისი სწავლა დამჭირდება ამ საქმისთვის და სად ჯობია მისვლა.. იმედი მაქვს მიგახვედრეთ რაც მინდა...

ბაფი ვიცი რომ კარგია მაგრამ საწყისი ეტაპი მესაჭიროება, იმ მთავარ ბუღალტსრს კიდევ ჩემთვის ნამდვილად არ სცალია

Posted by: ბუღალტერი 17 Mar 2016, 22:18
basheli
https://www.facebook.com/maia.gagoshidze.336?ref=ts&fref=ts
კარგ სტარტს მოგცემს .

Posted by: NNina 17 Mar 2016, 22:30
სალაროს აპარატის,ჩეკის ამონაგებს..სად ვარეგისტრირებთ.?

ანუ ბანკის გადარიცხვა რომ იყოს.

Posted by: otikosi 17 Mar 2016, 23:13
მოგესალმებით ყველას

იოდიზირებული მარილის იმპორთან დაკავშირებით ხომ არ იცით რა წინააღმდეგობას შევხვდები? ადრე მარიი განთავისუფლებული იყო დღგ-სგან. დამაკვალიანეთ რა

მადლობა წინასწარ

Posted by: NNina 18 Mar 2016, 11:18
The Financial Action Task Force (FATF)

Posted by: nunu1985 18 Mar 2016, 11:45
გამარჯობა, თუ გააქვთ ვინმეს დრო და თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ ი/მ-მ რომ გააჩუქოს თავის საკუთრებში არსებული ქონება, რაიმე წინაღმდეგობას თუ აწყდება?

Posted by: NNina 18 Mar 2016, 11:54
სალარო აპარატების მონაცემებისათვის
რს.გე
ზოგადი ინფორმაცია, სალარო აპარატები...
* * *
ბუღალტრები როგორ აგაკრედიტეს,
სად რეგისტრირდებიან. როგორ უნდა გაწევრიანდე და აშ.

Posted by: ZZZ777 18 Mar 2016, 17:45
QUOTE (atinatiii777 @ 17 Mar 2016, 18:22 )
ZZZ777

QUOTE
შესყიდვის (მიღება-ჩაბარების) აქტები აუცილებლად გჭირდება.
მეორე სალარო აპარატის საჭიროება არ არსებობს.

მადლობა და ჩეკის ამორტყმა საჭირო არაა? რომ ამ აქტებით შევისყიდე საქონელი.

შენ არ უნდა ამოარტყა, გასავლის ორდერს გამოწერ თანხაზე.

Posted by: georgiazerocool 19 Mar 2016, 21:35
რა მაინტერესებს თანხა გამოვიტანე კომპანიის ანგარიშიდან ნედლეულის შესაძენად უნდა გადამერიცხა western ით და აღარ ვყიდულობ იმ კომპანიისგან. პირდაპირ რო შევაბრუნო რა უნდა მივუთIთO სწორი რომ იყოს? ან რა შავდება ესეთ დროს ნავაჭრად ხო არ შევაბრუნებ. ანუ როგორ უნდა შევაბრუნო ანგარიშზე ?

Posted by: sevasti 20 Mar 2016, 16:27
გამარჯობათ სამუშაო ხელშეკრულებას რო ვდებ ბუღალტერთან ჭირდება რამე ნოტარიუსთან მისვლა და დამოწმება?
რავი ვფიქრობ უბრალოდ ფორმას გადმოვწერ ინეტრენტიდან სახელ და გვარებს ჩავწერ და ხელს მოვაწერთ ორი მხარე.. ხო იქნება საკმარისი? თუ ნოტარიუსია საჭირო?
* * *
nunu1985
როგორც ვიცი ქონების გაჩუქების დროს ჩვეულებრივად რიალიზაციაში უნდა აღიაროთ 1000 ლარზე მეტი ქონება თუა და სახელმწიფოს არ ჩუქნით..

georgiazerocool
უბრალოდ სალაროში ფულის დაბრუნება რომ მიუთითოთ არაფერი დაშავდება მემგონი

Posted by: predator1 20 Mar 2016, 17:43
ხალხო გავყიდე კომპანიის საკუთრებაში არსებული ოფისი, რომელიც სრულად იყო გამოქვითული წლების წინ, ახლა მოგებაში რა ჩავსვა, მთლიანი ღირებულება თუ ნამეტი

Posted by: ZZZ777 21 Mar 2016, 08:37
predator1
მთლიანი ღირებულებით უნდა აიღო.

Posted by: Scharfschutze 21 Mar 2016, 12:56
საბაჟოსთან არ მქონია საქმე და ერთი ესეთI კითხვა მაქვს, მაგალითად შპს-მ დანადგარი შემოიტანა 27 აპრილს დავუშვათ და განაბაჟა, შემდეგ ხომ სადღაც 5 დღეა მგონი ვადა გადახდის და რს.ჯი-ზეც ბარათზე მინუსში დაუჯდება ეგ 18%, რომ არ გადაიხადოს, გინდაც ინკასო დაადონ, 15-ში თვიურ დეკლარაციას რომ წარადგენს ჩათვლას ხომ გაიკეთებს 18%-ს, ჰოდა მაგით ვერ გაქვითავს? ანუ შპს-ს თანხა არ აქვს ამჟამად განბაჟების და მაგიტომ უნდათ რომ გაქვითონ და გადახდა არ მოუწიოთ

Posted by: predator1 21 Mar 2016, 13:08
ZZZ777
QUOTE
predator1
მთლიანი ღირებულებით უნდა აიღო.

მადლობთ

Posted by: giorgi-alonso 21 Mar 2016, 13:11
Scharfschutze

მაგ შემთხვევაში ჩათვლის საფუძველი არის გადახდის დოკუმენტი. ანუ თუგადახდილი არ იქნება დღგ მაშინ არ გაქ ჩათვლის უფლება.

Posted by: Scharfschutze 21 Mar 2016, 13:30
giorgi-alonso
QUOTE
მაგ შემთხვევაში ჩათვლის საფუძველი არის გადახდის დოკუმენტი. ანუ თუგადახდილი არ იქნება დღგ მაშინ არ გაქ ჩათვლის უფლება.

რატომ? ფაქტურას მაშინვე გაძლევენ როგორც ვიცი გადახდამდე, რომელსაც მიაბავ თვიურ დეკლარაციაში, გადახდილი გაქვს თუ არა მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ფაქტურის მიბმის უფლება არ გაქვს ვითომ გადახდამდე?

Posted by: ZZZ777 21 Mar 2016, 15:20
Scharfschutze
არ გაქვს ჩათვლის უფლება.

Posted by: pirveli1 21 Mar 2016, 15:21
აქციზის გადამხდელი რომელიც ახორციელებს ბუნებრივი აიროვანი კონდენსატის ან/და ბუნებრივი აირის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას
ჩაითვლის ხარჯებში გადახდილ აქციზს??

Posted by: Scharfschutze 21 Mar 2016, 15:31
giorgi-alonso
ZZZ777
მადლობა

Posted by: Vans 21 Mar 2016, 19:25
დებეტცი საბუღალტრო პროგრამაა შეძენილი და რომელ შიფრზე უნდა გავატარო?

Posted by: malenkovi 22 Mar 2016, 04:22
ხალხნო 200,000 არის შემოსავალი დღგს ჩათვლით,

ხარჯები დღგს ჩათვლით 150000

გადასახდელი დღგ გამოდის- 30508
ჩასათვლელი- 22881

მოგება როგორ დავთვალო, 200,000 გამოკლებული 150,000; თუ დღგეები გამვაკლო ორივეს და ისე???

Posted by: Vans 22 Mar 2016, 10:01
malenkovi

დღგ-ები გამოაკელი

-----------------------------

Posted by: malenkovi 22 Mar 2016, 12:51
ანუ ფინანსური მოგება იქნება 200,000-30,508-(150,000-22,8810)-?

Posted by: Vans 22 Mar 2016, 18:54
malenkovi

კი ბატონო ზუსტად მასეა.

(200 000 / 1.18) - (150 000 / 1.18) = დასაბეგრი მოგება 42373
42373 * 15% (შპს-ს შემთხვევაში) 6356 - მოგების გადასახადი

Posted by: giorgi-alonso 23 Mar 2016, 10:37
Scharfschutze
QUOTE
რატომ? ფაქტურას მაშინვე გაძლევენ როგორც ვიცი გადახდამდე, რომელსაც მიაბავ თვიურ დეკლარაციაში, გადახდილი გაქვს თუ არა მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ფაქტურის მიბმის უფლება არ გაქვს ვითომ გადახდამდე?

ფაქტურას არ გაძლევენ, იმპორტის დეკლარაციას გაძლევენ, რომელსაც კდოით კი მიაბავ ფაქტურას მარა მერე რა? ფაქტურა არაა ამ შემთხვევაში ჩათვლის საფუძველი, გადახდის დოკუმენტია. სანამა რ აგდაიხდი არ უნდა ჩაითვალო wink.gif

pirveli1
QUOTE
აქციზის გადამხდელი რომელიც ახორციელებს ბუნებრივი აიროვანი კონდენსატის ან/და ბუნებრივი აირის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას
ჩაითვლის ხარჯებში გადახდილ აქციზს??

რამდენადაც ვიცი არა. აქციზის ჩათვლის უფლება მარტო მაშინ გაქვს მგონი როცა აქციზური საქონლიდან აწარმოებ აქციზურ საქონელს.

Posted by: mariamao 23 Mar 2016, 10:59
გამარჯობა

მეგობრებო იცით რა მაინტერესებს კომპანია რომელიც აწარმოებს საერთაშორისო გადაზიდვებს.... სჭირდება ოფისი მოსკოვში რადგან ერთერთი დამფუძნებელი და დირექტორი ცხოვრობს მოსკოვში. და საქმიანობას ძირითადადდ აწარმოებს ადგილობრივებთან. რამდენად სემიძლია ვიქირაო ოფისი იქ და ეს ხარჯი გამოვიქვითო საქართველოში რეგისტრირებულ ამ სატრანსპორტო კომპანიის ხარჯად.რეალურად ჩვენი ხარჯია უბრალოდ ოფისი იქნება მოსკოვში.გადახდა ალბათ მოხდება ნაღდი ანგარიშწორებით. გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე

Posted by: Lady_Bird 23 Mar 2016, 15:16
დეკლარაციის ჩაბარების ვადის გადავადების პრაქტიკა თუ გქონიათ ვინმეს და როგორ ხდება თუ იცით?

Posted by: The DoctoR 23 Mar 2016, 15:50
Lady_Bird
განცხადებას წერ ელექტორნულად, იხდი სავარაუდო მოგების გადასახადს და 3 თვეში წარუდგენ დეკლარაციას. ბრძანებაა ამაზე მინისტრის, თU ვნახე გადმომიგზავნი. ყოველ შემთხვევაში ასე მარტივადაა საქმე smile.gif

Posted by: BABALE3 23 Mar 2016, 16:14
მოგესალმებით ყველას. თუ ვინმე ხართ სუპერფინის მომხმარებელი, გთხოვთ დამეხმაროთ. საქონლის დამატებისას როგორ დავამატო ანგარიშები რომ ჩამოწერისას სწორად ჩამოწეროს?

საქონლის ანგარიში - 1620
რეალიზაციის ანგარიში - 6110/999
რ.პ.თ. - ს ანგარიში - ???
ჩამოწერის ანგარიში - ???

Posted by: Lady_Bird 23 Mar 2016, 17:01
The DoctoR
მადლობა პასუხისთვის საგადასახადო რისკები ხომ არ იზრდება გადამხდელის. ან რაიმე უარყოფითი ასახვა ხომ არ ექნება . ამ მოთხოვნას დასაბუთება უნდა თუ უბრალოდ განცადებას ვაგზავნით . რაღაც ნიუნსების დაზუსტებას ვერ ვასწრებ და არ ვიცი გადავაგზავნო და მერე დავაზუსტო თუ გადავადება გავაკეთო

Posted by: The DoctoR 23 Mar 2016, 17:05
Lady_Bird
განცხადებას აგზავნი და იქ ავსებ ველებს.
ესეც ბრძანება https://matsne.gov.ge/ka/document/view/1454945

Posted by: Lady_Bird 23 Mar 2016, 17:21
The DoctoR
მადლობა smile.gif

Posted by: mariamao 23 Mar 2016, 17:38
გამარჯობა

მეგობრებო იცით რა მაინტერესებს კომპანია რომელიც აწარმოებს საერთაშორისო გადაზიდვებს.... სჭირდება ოფისი მოსკოვში რადგან ერთერთი დამფუძნებელი და დირექტორი ცხოვრობს მოსკოვში. და საქმიანობას ძირითადადდ აწარმოებს ადგილობრივებთან. რამდენად სემიძლია ვიქირაო ოფისი იქ და ეს ხარჯი გამოვიქვითო საქართველოში რეგისტრირებულ ამ სატრანსპორტო კომპანიის ხარჯად.რეალურად ჩვენი ხარჯია უბრალოდ ოფისი იქნება მოსკოვში.გადახდა ალბათ მოხდება ნაღდი ანგარიშწორებით. გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე

მეგობრებო გთხოვთ მიპასუხეთ რაა

Posted by: Vans 23 Mar 2016, 21:05
BABALE3

QUOTE
მოგესალმებით ყველას. თუ ვინმე ხართ სუპერფინის მომხმარებელი, გთხოვთ დამეხმაროთ. საქონლის დამატებისას როგორ დავამატო ანგარიშები რომ ჩამოწერისას სწორად ჩამოწეროს?

საქონლის ანგარიში - 1620
რეალიზაციის ანგარიში - 6110/999
რ.პ.თ. - ს ანგარიში - ???
ჩამოწერის ანგარიში - ???

ერთი იმის ტვინში ჩამახედა ვინც ეგ მოიფიქრა biggrin.gif
რპთ და ჩამოწერის ანგარიში ალბათ ორივეგან 7210.
გაატარე რამე და შეხედე მერე ორჯერ ხოარ ჩამოწერს

Posted by: mashiko1987 23 Mar 2016, 22:10
QUOTE (Vans @ 23 Mar 2016, 21:05 )

აქამდე სულ ვიცოდი რომ რსთ-ის და ჩამოწერის
ანგარიში 7210 იყო და როდიდან შეიცვალა lol.gif

Posted by: ninichkako 24 Mar 2016, 13:04
მოგესალმებით მეგობრებო,

იქნებ ამიხსნათ დივიდენდი როგორ გამოვითვალო შპს -ზე რომ გადავიხადო? ძალიან გთხოვთ ნუ დაიზარებთ რა smile.gif

Posted by: ZZZ777 24 Mar 2016, 13:17
QUOTE (ninichkako @ 24 Mar 2016, 13:04 )
მოგესალმებით მეგობრებო,

იქნებ ამიხსნათ დივიდენდი როგორ გამოვითვალო შპს -ზე რომ გადავიხადო? ძალიან გთხოვთ ნუ დაიზარებთ რა smile.gif

ჯერ გაარკვიე გაუნაწილებელი მოგება თუ გაქვს ? smile.gif

Posted by: ninichkako 24 Mar 2016, 16:11
და ეგ როგორ უნდა გავარკვიო? მაგდენი რომ ვიცოდე ჩემთვისაც ხომ კარგი იქნებოდა smile.gif smile.gif smile.gif თუ შეგიძლია იქნებ ამიხსნა რა smile.gif

Posted by: The DoctoR 24 Mar 2016, 16:53
ninichkako
ბუღალტრული შემოსავალი თუ მეტია ბუღალტრულ ხარჯზე, ე.ი. გაქვს მოგება დაბეგვრამდე. ამას გამოაკლებ მოგების გადასახადს და ისაა გაუნაწილებელი მოგება.
თუ წინა წლებში გქონდა ზარალი (ხარჯი მეტი იყო მოგებაზე), მაშინ მიმდინარე წლის მოგებით ჯერ დაიფარება წინა წლის ზარალი და თუ კიდევ დარცება მოგება, მაშინ გაანაწილებ დამფუძნებლებზე. ესაა კაპიტალის ფინანსური კონცეფცია.

Posted by: Lady_Bird 24 Mar 2016, 20:00
ძირითადი საშუალება ამ შემთხვევაში საწარმოო ხაზი შესყიდულია ბანკის სესხით. ამასთან სესხის პროცენტს ფარავს თავად არ ფარავს. გამოდის რომ ეს პროცენტი საწარმოსთვის ხარჯიც არის და შემოსავალიც. რადგან რეალურად თავად არ იხდის. საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით რა ნიუანსები უნდა გავითვალისწინო. სესხთან არ მქონია შეხება მანამდე.
* * *
და კიდევ ერთი კითხვა შპს დაფუძნდა 2015 წლის 12 დეკემბერს . შემოსავალი არ ქონია მხოლოდ მცირეოდენი ხარჯი ქონდა. უნდა ჩააბაროს დეკლარაცია თუ შეუძლია ეს ხარჯი მომავალი წლის დეკლარაციაშიც ჩასვას. რაღაც ამდაგვარი მახსოვს რომ არ იყო სავალდებულო როცა წლის ბოლოს იყო დაფუძნებული კომპანია იმავე წელს დეკლარაციის წარდგენა.

Posted by: Vans 24 Mar 2016, 20:42
mashiko1987

QUOTE
აქამდე სულ ვიცოდი რომ რსთ-ის და ჩამოწერის
ანგარიში 7210 იყო და როდიდან შეიცვალა

ვერ გავიგე მაშიკო რას ამბობ

აქვე ერთს ვიკითხავ.
კომპანია დაფუძვნდა 2004 წელს. კაპიტალში ჩადო კომპიუტერი 3000 ლარიანი. მას შემდეგ არანაირი ბრუნვა არ ქონია კომპანიას. ეხლა იწყებს ფირმა მუშაობას. ბალანსზე უნდა დავსვა ეგ კომპიუტერი?

Posted by: mziko86 25 Mar 2016, 10:03
კითხვები მაქვს და თუ შეგიძლიათ რომ მიპასუხოთ...
1)მოკლედ შევეცდები აგიხსნათ სიტუაცია... ორმა ფიზიკურმა პირმა,რომელთაც თავისი 50% წილი ქონდათ შპს X-ს კაპიტალში თავის წილი ორივემ მიყიდა შპს Y-ს.
შპს X და შპს Y არიან ცალკე იურიდიული პირები....თუმცა საჯარო რეესტრში(ამონაწერში) შპს Y ფიქსირდება , როგორც შპს X -ის მესაკუთრე... ამისთვის Y -მა აიღო ბანკიდან სესხი.
X -მა გაარემონტა შენობა, რომელიც მისი საკუთრებავე იყო, თუ შეგიძლიათ დაგვეეხმაროთ ამ სიტუაციაში რემონტის ხარჯი ვინ უნდა ასახოს და ბუღალტრულად როგორ ავღირცხოთ ეს სიტუაცია?

წინასწარ მადლობა დახმარებისთვის

Posted by: ZZZ777 25 Mar 2016, 10:40
QUOTE (Lady_Bird @ 24 Mar 2016, 20:00 )
ძირითადი საშუალება ამ შემთხვევაში საწარმოო ხაზი შესყიდულია ბანკის სესხით. ამასთან სესხის პროცენტს ფარავს თავად არ ფარავს. გამოდის რომ ეს პროცენტი საწარმოსთვის ხარჯიც არის და შემოსავალიც. რადგან რეალურად თავად არ იხდის. საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით რა ნიუანსები უნდა გავითვალისწინო. სესხთან არ მქონია შეხება მანამდე.
* * *
და კიდევ ერთი კითხვა შპს დაფუძნდა 2015 წლის 12 დეკემბერს . შემოსავალი არ ქონია მხოლოდ მცირეოდენი ხარჯი ქონდა. უნდა ჩააბაროს დეკლარაცია თუ შეუძლია ეს ხარჯი მომავალი წლის დეკლარაციაშიც ჩასვას. რაღაც ამდაგვარი მახსოვს რომ არ იყო სავალდებულო როცა წლის ბოლოს იყო დაფუძნებული კომპანია იმავე წელს დეკლარაციის წარდგენა.

1) აწარმოე საქართველოს ფარგლებშია ალბათ სესხი ხო? მეწარმეობის განვუთარების ფონდი გირიცხავს პროცენტს და მერე შენ ურიცხავ ბანკს? ამ შემთხვევაში შემოსავალიცაა და ხარჯიც.
2) უნდა ჩააბარო

Posted by: The DoctoR 25 Mar 2016, 10:54
Lady_Bird
პროცენტს არ ითვალისწინებ არაფერში. ან ხარჯადაც აღიარებ და სემოსავლადა.
დეკლარაციას რაც შეეხება, ახლა არ ჩააბარებ და მომავალი წლის დეკლარაციას მიუმატებ ამ 1 თვის შემოსავალ-ხარჯს.

Posted by: ZZZ777 25 Mar 2016, 10:54
QUOTE (mziko86 @ 25 Mar 2016, 10:03 )
კითხვები მაქვს და თუ შეგიძლიათ რომ მიპასუხოთ...
1)მოკლედ შევეცდები აგიხსნათ სიტუაცია... ორმა ფიზიკურმა პირმა,რომელთაც თავისი 50% წილი ქონდათ შპს X-ს კაპიტალში თავის წილი ორივემ მიყიდა შპს Y-ს.
შპს X და შპს Y არიან ცალკე იურიდიული პირები....თუმცა საჯარო რეესტრში(ამონაწერში) შპს Y ფიქსირდება , როგორც შპს X -ის მესაკუთრე... ამისთვის Y -მა აიღო ბანკიდან სესხი.
X -მა გაარემონტა შენობა, რომელიც მისი საკუთრებავე იყო, თუ შეგიძლიათ დაგვეეხმაროთ ამ სიტუაციაში რემონტის ხარჯი ვინ უნდა ასახოს და ბუღალტრულად როგორ ავღირცხოთ ეს სიტუაცია?

წინასწარ მადლობა დახმარებისთვის

Y უნდა მისცეს სესხი ან კაპიტალში შეიტანოს თანხა და შესაბამისად მერე გაკეთდეს რემონტი. ყველაზე ოპტიმალურ გამოსავალი ესე დავინახე ამ სიტუაციაში.

Posted by: Lady_Bird 25 Mar 2016, 11:42
The DoctoR
მადლობა. უბრალოდ იცი რა მომენტია? ეს პროცენტის თანხა ირიცხება ჩემს საბანკო ანგარიშზე და შემდეგ ბანკი აჭრის. რეალურად მე არ ვფარავ მაგრამ მოგების დეკლარაციაში რამდენად სავალდებულოა რომ ხარჯშიც ჩავსვა და შემოსავალშიც.. გადასახადის დაანგარიშების მიზნით არაფერი იცვლება უბრალოდ სწორად რომ იყოს შევსებული როგორ ჯობია
* * *
საერთაშორისო პროექტის ფარგლებში 2015 წელს მოხდა საქონლის რეალიზაცია ნულოვანი დღგ-თი. ეხლა აღმოვაჩინე რომ ფაქტურა არ მაქვს გამოწერილი ორგანიზაცია. აღნიშნული ირგანიზაცია შეყვანილია შეხავათით მოსარგებლეთა რეესტრში. ეხლა რომ გამოვწერო პრობლემა იქნება?

Posted by: acdachi 26 Mar 2016, 16:18
გამარჯობა.
უცხოელ დებიტორს უნდა ჩაერიცხა სიტყვაზე 150 ევრო, ჩამერიცხა 145
5 ევრო შუამავალმა ბანკმა წაიღო..

ეს 5 ევრო საშემოსავლოთი უნდა დავბეგრო?
რეალურად, არ მჭირდებოდა, მაგრამ გამოვიდა რო უცხოურმა ბანკმა გამიწია მომსახურება

Posted by: ZZZ777 26 Mar 2016, 18:13
acdachi
არ უნდა დაბეგრო.

Posted by: lemo82 26 Mar 2016, 20:21
იქნებ დამეხმაროთ
რას მირჩევთ ?(როცა ქსელის მონტაჟი ძირითადი საქმიანობაა)
1.დამხმარე მასალები ჯერ ინვენტარში ავიყვანო და მერე შესაბამისი აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოვწერო
2.თუ პირდაპის გაუშვა 7140 დამხმარე მასალებში
რა დაშავდება 2ვარიანტში

Posted by: weirdfish 27 Mar 2016, 04:15
გამარჯობათ 2 შეკითხვა მაქვს იქნებ მიშველოთ
1) შპს რომლის საკუთრებაშია კომპიუტერი 800 ლარიანი და პრინტერი 200 ლ იხდის თუ არა ქონების გადასახადს? აშკარად ეს 2ვე არის 1000 მდე მატერიალური აქტივი( 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალება მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ექსპლუატაციაში გადაეცა) და როგორ გამოვქვითო გატარებები ხომ არ შეგიძლიათ ვინმემ დამიწეროთ.
2) უცხოურ კომპანიას ვურიცხავ თანხას და ის ყიდულობს რაღაცას ჩემითვის და თავისთვის იტოვებს რაღაც თანხის ნაწილს ანუ მომსახურების ვარიანტში და ეს უნდა დაიბეგროოს??როგორც შუამავალი კომპანიაა???საქმე ისაა რომ მე რომ თანხას ვუხდი ის თავად ანაწილებს იტოვებს თავისთვის და უხდის იმ კომპანიას ვისგანაც უშუალოდ ვყიდულობ პროდუქტს.თუ იბეგრება როგორ გამოვაცალკევო ეს მომსახურების თანხა როცა მე იმ მე3 კომპანიასთან შეხება არ მაქვს საერთოდ.
იმედია გასაგებად დავსვი კითხვები ,გთხოვთ დამეხმარეთ რააააააა ,ძალიან ძალიან დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: mashiko1987 27 Mar 2016, 12:15
QUOTE (weirdfish @ 27 Mar 2016, 04:15 )

ki martalia 1000 laramde girebulebis ziritadi sashvalebebi srulad gamoiqviteba,magram qonebis gadasaxads yvela kategoriis ziritad sashvalebaze ixdi.ase rom 800 larian komozec da 200 larian printerzec gadaixdi qonebis gadasaxads narcheni girebulebis 1% -s

rac sheexeba 1000 laramde gamoqvitul ziritad sashvalebebis gatarebas,aranairi gatareba ar unda,magas ubralod sagadasaxado miznebistvis qvitav xarjad pinansurad isev gizis ziritad sashvakebaze

Posted by: ZZZ777 27 Mar 2016, 16:30
QUOTE (lemo82 @ 26 Mar 2016, 20:21 )
იქნებ დამეხმაროთ
რას მირჩევთ ?(როცა ქსელის მონტაჟი ძირითადი საქმიანობაა)
1.დამხმარე მასალები ჯერ ინვენტარში ავიყვანო და მერე შესაბამისი აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოვწერო
2.თუ პირდაპის გაუშვა 7140 დამხმარე მასალებში
რა დაშავდება 2ვარიანტში

უმჯობესია თუ მასალებს აიყვან ბალანსზე და მერე კონკრეტული აქტებით ჩამოწერ.

Posted by: BABALE3 27 Mar 2016, 19:35
QUOTE (mashiko1987 @ 23 Mar 2016, 22:10 )
QUOTE (Vans @ 23 Mar 2016, 21:05 )
BABALE3

QUOTE
მოგესალმებით ყველას. თუ ვინმე ხართ სუპერფინის მომხმარებელი, გთხოვთ დამეხმაროთ. საქონლის დამატებისას როგორ დავამატო ანგარიშები რომ ჩამოწერისას სწორად ჩამოწეროს?

საქონლის ანგარიში - 1620
რეალიზაციის ანგარიში - 6110/999
რ.პ.თ. - ს ანგარიში - ???
ჩამოწერის ანგარიში - ???

ერთი იმის ტვინში ჩამახედა ვინც ეგ მოიფიქრა biggrin.gif
რპთ და ჩამოწერის ანგარიში ალბათ ორივეგან 7210.
გაატარე რამე და შეხედე მერე ორჯერ ხოარ ჩამოწერს

აქამდე სულ ვიცოდი რომ რსთ-ის და ჩამოწერის
ანგარიში 7210 იყო და როდიდან შეიცვალა lol.gif

არ ვიცი, ეს სუპერფინი ნამეტანი ანტიკვარი პროგრამაა მგონი. 10 წამის გასატარებელ საბუთს 1 საათი უნდები იმდენი რაღაც არის შესავსები.
წარმოებისთვის რომელ პროგრამას მირჩევთ?

რჩევისთვის მადლობა
* * *
და კიდევ ერთი კითხვა, ლიზინგით მაქვს აღებული ძირითადი საშუალება. ლიზინგის თანხის ნაწილს მიფინანსებს სახელმწიფო (გრანტი). სახელმწიფოსგან გრანტი ჩემ არასაოპერაციო შემოსავალია, რომელიც მოგება/ზარალში მოხვდება და ლიზინგის მთლიან თანხას ხარჯში ვიტარებ და სწორად ვაკეთებ?

Posted by: zviiigo 27 Mar 2016, 20:33
2015 ის აპრილში გავხდი ინდ მეწარმე და ავიღე ფიქსირებული გადასახადი, სექტემბრიდან გადავედი სალარო აპარატზე მაგრამ არ ამომიტყამს ქვითარი, არ ვმუშაობდი.
თებერვლიდან დავიწყე მუშაობა და ქვითრებიც შესაბამისად ამოვარტყი, ანუ 2015 წლის 1 იანვრამდე ქვითარი არ მაქ ამორტყმული, ეხლა დეკლარაციაზე რა უნდა ვქნა, როგორ უნდა შევავსო? ნულოვანი გავუშვა თუ როგორ? ბუღალტერი არავინ ხართ?

Posted by: MozambikeliMtasvleli 27 Mar 2016, 20:46
გამარჯობა ყველას,

რს.გე-ზე ობიექტის შესახებ ინფორმაციის შევსებას მთხოვს, ისე ვერ გადავდივარ სხვა გვერდებზე და მაინტერესებს ფილიალები/ობიექტების განყოფილებაში რა ჩავწერო? როცა არაფერი ობიექტი არ აქვს შპს ? ოფისიც დახურული მაქვს ამჟამად. იქნებ მიპასუხოთ ვინმემ თუ იცით help.gif
* * *
ე.ი. მაქვს ასეთი მდგომარეობა
შპს დაარსდა 2013 წელს. 2014 წლის ივნისში მაქვს შეძენილი მხოლოდ პრინტერი 224 ლარის ღირებულების. 2014 წლის ქონების დეკლარაცია ბუღალტერმა გამომაანგარიშებინა ასეsad.gif0+224)/2*1% =1.12 ანუ ცვეთა არ არის დარიცხული ასე გამოდის ხო? აუცილებელი იყო ცვეთის დარიცხვა თუ სწორად მაქვს?

ახლა 2015 წლის გადასახადი როგორ უნდა დავითვალო? (სხვა ქონება არ მაქვს არც 2015ში)

ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ

Posted by: keandra 28 Mar 2016, 00:25
მცირე მეწარმის გადასახდელი მოგებაც (3-5%) ერთიან სახაზინო კოდზე უნდა გადავიხადოთ? 101001000ზე?

Posted by: lemo82 28 Mar 2016, 10:45
ZZZ777
QUOTE
უმჯობესია თუ მასალებს აიყვან ბალანსზე და მერე კონკრეტული აქტებით ჩამოწერ.

მეც მაგას ვფიქრობ მაგრამ პირდაპირ ხარჯებში გაშვებიტ თუ დავაშავებ რამეს ეგ მაინტერესებდა

Posted by: ZZZ777 28 Mar 2016, 12:29
QUOTE (lemo82 @ 28 Mar 2016, 10:45 )
ZZZ777
QUOTE
უმჯობესია თუ მასალებს აიყვან ბალანსზე და მერე კონკრეტული აქტებით ჩამოწერ.

მეც მაგას ვფიქრობ მაგრამ პირდაპირ ხარჯებში გაშვებიტ თუ დავაშავებ რამეს ეგ მაინტერესებდა

არაფერი არ დაშავდება თუ მთლიანად ხარჯავ შესყიდულ მასალებს კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში

Posted by: Pac. 29 Mar 2016, 14:36
შპს ანგარიშზე თანხა რო შევიტანო რამე პროცედურა არის გასავლელი თუ პირდაპირ ბანკში მივალ და შევიტან ჩვეულებრივად როგორც პიზიკური პირის ანგარიშზე ხდება.
(იურიდიული პირის ანგარიში გახსნილი მაქვს)

Posted by: kanian_U 29 Mar 2016, 15:09
2015 წელს რამდენი ლარის ქვითარი მაქ ამორტყმული სად ვნახო რს.გე ზე?

Posted by: popusha 29 Mar 2016, 15:14
მითხარით რა არასამთავრებო ნულოვან დეკლარაციას აბარებს და თუ აბარებს როდემდე?

Posted by: kanian_U 29 Mar 2016, 16:13
შევავსე ნულოვანი, არაფრისთვის ხელი არ მიხლია, წელი მივუთითე მარტო და შემდეგ შემდეგ შემდეგ დავაჭირე, გადავაგზავნე, გადასახადი 0.
ვსიო? მორჩა ამით თუ კიდევ მაქ რამე საკეთებელი?

Posted by: ZZZ777 29 Mar 2016, 18:53
kanian_U
1. rs.ge -ზე რომ შეხვალ ზოგადი ინფორმაცია>სალარო აპარეტები> სალარო აპარატების ფისკალური მაჩვენებლები -მიუთითებ პერიოდს და ამოგიღებს მონაცემებს.
2.თუ არანაირი ოპერაცია არ გქონია და არც სასაქონლო ნაშთები გაქვს წინა წლიდან მაშინ სწორად არის შევსებული.

Posted by: shatulika 29 Mar 2016, 19:18
კოლეგებო
ერთი ასეთი კითხვა:

მუხლი 111. საამორტიზაციო ანარიცხები და გამოქვითვები ძირითად საშუალებათა მიხედვით
8. თუ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა წლის ბოლოსთვის 1000 ლარზე ნაკლებია, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა ექვემდებარება გამოქვითვას.

ხოდა ჩემი ერთ-ერთი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა 2015 წლის ბოლოს შეადგენს 888.74 ლარს.
და ეს თანხა მოგების დეკლარაციის რომელ გრაფაში ჩავწერო?
25 გრაფაში? (საამორტიზაციო ანარიცხები)
26 გრაფაში? (სრულად გამოქვითული 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები)
29 გრაფაში? (სხვა გამოქვითვები)

Posted by: Pac. 30 Mar 2016, 10:58
QUOTE
შპს ანგარიშზე თანხა რო შევიტანო რამე პროცედურა არის გასავლელი თუ პირდაპირ ბანკში მივალ და შევიტან ჩვეულებრივად როგორც პიზიკური პირის ანგარიშზე ხდება.
(იურიდიული პირის ანგარიში გახსნილი მაქვს)

არადა რა მარტივი კთხვაა ჯინაზე არ მცემთ პასუხს ? biggrin.gif
თანხას რო ვდებ ანგარიშზე, მერე დეკლარაციას ვუკეთებ , და თან წილების მიხედვით უნდა მოხდეს გადანაწილება ???
როგორ არის პირველი პროცედურა, თანხის დადების შპს ანგარიშზე

Posted by: Ti-Ni 30 Mar 2016, 14:49
გამარჯობა! ინდმეწარმის საშემოსავლო დეკლარაციის შევსების წესი სად ვნახო, ხომ ვერ მეტყვით?

...
მივაგენი, საშემოსავლოს ვებგვერდზევე ყოფილა smile.gif გახსნილ დეკლარაციას აქვს ღილაკი "შევსების ინსტრუქცია"
* * *
Pac.

სალაროდან აიღე და შეგაქვს ბანკში ალბათ. ავტომატიდან როგორ ხდება ზუსტად, არ მახსოვს, მაგრამ არაფერი არ გჭირდება, საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა იცოდე, შენი პირადი ნომერიც მგონი. მოლარესთან თუ შეიტან, საიდენტიფიკაციოს ეტყვი და პირადობის მოწმობა ან პასპორტი უნდა იქონიო თან, ისე არ მიიღებენ.
პარტნიორის მიერ კაპიტალის სახით თანხის დადება ანგარიშზე ხდება პარტნიორისვე მიერ. სხვა ვერ დადებს. თუ რამდენიმე პარტნიორია და ყველამ თავისი წილი უნდა დადოს ანგარიშზე, არ ვიცი, პირადად უნდა შეიტანონ თუ ერთადაც შეიძლება. რადგან წილები განსაზრვრულია წესდებით.

Posted by: lemo82 30 Mar 2016, 16:10
ZZZ777
დიდი მადლობა
ძალიან დამეხმარე

Posted by: Pac. 30 Mar 2016, 16:40
Ti-Ni
სალარო არ მაქვს ჯერჯერობით როგორ ავიღო სალაროდან ? smile.gif
თანხა შემაქვს ბანკში ხო... იურიდიულ ანგარიშზე შპსს... მითხრეს რო თავიდან კაპიტალის სახით რო შეგაქვსო უნდა გადაანაწილო წილების მიხედვითო, თან მე თვითონ ვარ დირექტორი და არ ჭირდებაო მეწილეების ცალცაკე შეტანა თანხისო,,,
ძაან მარტივი პროცედურაა არადა.. და ეზარებათ აქ პასუხის გაცემა ყველას თუ რა არის smile.gif ვისაც შპს აქვს თითქმის ყველას ექნება ეს გავლილი ,, ყველა ბუღალტერმაც იცის ალბათ და არავინ არ მწერს smile.gif smile.gif

Posted by: ZZZ777 30 Mar 2016, 17:03
QUOTE (Pac. @ 30 Mar 2016, 16:40 )
Ti-Ni
სალარო არ მაქვს ჯერჯერობით როგორ ავიღო სალაროდან ? smile.gif
თანხა შემაქვს ბანკში ხო... იურიდიულ ანგარიშზე შპსს... მითხრეს რო თავიდან კაპიტალის სახით რო შეგაქვსო უნდა გადაანაწილო წილების მიხედვითო, თან მე თვითონ ვარ დირექტორი და არ ჭირდებაო მეწილეების ცალცაკე შეტანა თანხისო,,,
ძაან მარტივი პროცედურაა არადა.. და ეზარებათ აქ პასუხის გაცემა ყველას თუ რა არის smile.gif ვისაც შპს აქვს თითქმის ყველას ექნება ეს გავლილი ,, ყველა ბუღალტერმაც იცის ალბათ და არავინ არ მწერს smile.gif smile.gif

ეხლა წლიური დეკლარაციის შევსების ბოლო დღეებია და ცხელ ზონაშია ყველა ბუღალტერი გადასროლილიsmile.gif
რაც შეეხება შეკითხვას დამფუძნებლი რაკი ერთია გადაწყვეტილება დასჭირდება მხოლოდ სადაც უთითებ რომ მე ამ კონკრეტული შპს-ს დამფუძნებელი ვზრდი კაპიტალს ამ კონკრეტული თანხით თუ ეტაპობრივად შეგაქვს უთითებ კონკრეტულ თარიღს და თანხას.

ბანკში შეიტან თანხას მარტივი პროცედურაა და მიუთითებ დანიშნულებაში კაპიტალის გაზრდა/ შევსება , თანხა დაგიჯდება ანგარიშზე და ბუღალტრულად გაატარებ დ-12** კ- 5150

Posted by: Pac. 30 Mar 2016, 17:57
ZZZ777
QUOTE
ეხლა წლიური დეკლარაციის შევსების ბოლო დღეებია და ცხელ ზონაშია ყველა ბუღალტერი გადასროლილი
რაც შეეხება შეკითხვას დამფუძნებლი რაკი ერთია გადაწყვეტილება დასჭირდება მხოლოდ სადაც უთითებ რომ მე ამ კონკრეტული შპს-ს დამფუძნებელი ვზრდი კაპიტალს ამ კონკრეტული თანხით თუ ეტაპობრივად შეგაქვს უთითებ კონკრეტულ თარიღს და თანხას.

ბანკში შეიტან თანხას მარტივი პროცედურაა და მიუთითებ დანიშნულებაში კაპიტალის გაზრდა/ შევსება , თანხა დაგიჯდება ანგარიშზე და ბუღალტრულად გაატარებ დ-12** კ- 5150

ბანკში შეტანა გასაგებია, მივალ პირადობით და კოდით შევიტან ანგარიშზე, მერე მაინტრესებს, დეკრალირებას უკეთებ ამ თანხას რო ვზრდი კაპიტალს....
მაგრამ
2 დამფუძნებელი ვართ, თანხა რო შეგაქვს როგორც საწყისი კაპიტალი , ეს თანხან როგორც წილებია პროცენტულად ისე უნდა გადანაწილდეს ? მე თან დირექტორიც ვარ და მეორე დამფუძნებლის გარეშე ვერ ვიზავ ამ ყველაფერს დეკრალირების დროს ?

Posted by: გოლანდია 30 Mar 2016, 18:16
მეგობრებო, დაუბეგრავი მინიმუმის შესახებ ვიცით რამე? იქნება 2016ში?
მახსოვს შარშან ამბობდნენ აღარ იქნებაო

Posted by: ZZZ777 30 Mar 2016, 18:30
QUOTE (გოლანდია @ 30 Mar 2016, 18:16 )
მეგობრებო, დაუბეგრავი მინიმუმის შესახებ ვიცით რამე? იქნება 2016ში?
მახსოვს შარშან ამბობდნენ აღარ იქნებაო

2016-ში აღარ იქნება გააუქმა ხადურმა

Posted by: shatulika 30 Mar 2016, 18:56
QUOTE (ZZZ777 @ 30 Mar 2016, 17:03 )
ეხლა წლიური დეკლარაციის შევსების ბოლო დღეებია და ცხელ ზონაშია ყველა ბუღალტერი გადასროლილიsmile.gif

ცხელიც აღარ ეთქმის უკვე ამას! smile.gif smile.gif smile.gif facepalm.gif

Posted by: ninichkako 31 Mar 2016, 10:43
იცით რა მაინტერესებს? საბუღალტრო პროგრამა ვიყიდე 2015 ში და ხარჯებში შემიძლია გავუშვა თუ ხარჯებიდან უნდა ამოვიღო?

Posted by: ZZZ777 31 Mar 2016, 12:46
ninichkako
კი შეგიძლია გაუშვა

Posted by: Scharfschutze 31 Mar 2016, 15:21
პატივცემულებო ერთი ესეთI შეკითხვა მაქვს, იჯარით აღებულ მიწაზე აშენებული შენობის ანუ იგივე იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობა რამდენი %-ით უნდა გამოვქვითო? მე პირადათ 5% მახსოვს, ზოგი 15% მეუბნება. საგადასახადოშიც ვკითხეთ ერთ ნაცნობს და ორათ იყოფა აზრი 5-15% შორის..

Posted by: ZZZ777 31 Mar 2016, 15:50
QUOTE (Scharfschutze @ 31 Mar 2016, 15:21 )
პატივცემულებო ერთი ესეთI შეკითხვა მაქვს, იჯარით აღებულ მიწაზე აშენებული შენობის ანუ იგივე იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობა რამდენი %-ით უნდა გამოვქვითო? მე პირადათ 5% მახსოვს, ზოგი 15% მეუბნება. საგადასახადოშიც ვკითხეთ ერთ ნაცნობს და ორათ იყოფა აზრი 5-15% შორის..

მუხლი 115. ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა
4. იჯარით აღებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები, თუ მისი ჩატარება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული არ არის საიჯარო გადასახდელების შემცირების ხარჯზე, ექვემდებარება ძირითად საშუალებათა მიმღებთან კაპიტალიზებას და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ქმნის ცალკე ჯგუფს, რომლის დროსაც:
ა) გაწეული ხარჯები ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ამ კოდექსით ძირითად საშუალებათა მიმართ დადგენილი ამორტიზაციის ნორმების მიხედვით, 15 პროცენტის ოდენობით;
ბ) ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ ხორციელდება ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება, აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება და დარჩენილი თანხა ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება. ამასთანავე, ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება არ ითვლება მიწოდებად.

15 % -ია სრულად გამოქვითვის შემთხვევაშიც.

Posted by: niaaa82 31 Mar 2016, 20:10
სალამი, ვინმე არ ხართ?
დახმარება მჭირდება...
მოკლედ ფიზიკურ პირს აჩუქეს მიწა და არ არის ნათესავი, შეაბამისად უწევს დღეს საშემოსავლო დეკლარაციის გაგზავნა,
მიწის საბაზრო ღირებულებააა მაქსიმუმ 4000 ლარი და დეკლარაციაში არ მაწერინებს 8000 ლარზე ნაკლებს და ხომ არ იცით რა ხდება? sad.gif

Posted by: ninichkako 31 Mar 2016, 20:17
QUOTE (ZZZ777 @ 31 Mar 2016, 12:46 )
ninichkako
კი შეგიძლია გაუშვა

ძალიან დიდი მადლობა უკვე მრავალჯერ დახმარებისთვის smile.gif

Posted by: Scharfschutze 31 Mar 2016, 23:54
ZZZ777
QUOTE
მუხლი 115. ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა
4. იჯარით აღებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები, თუ მისი ჩატარება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული არ არის საიჯარო გადასახდელების შემცირების ხარჯზე, ექვემდებარება ძირითად საშუალებათა მიმღებთან კაპიტალიზებას და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ქმნის ცალკე ჯგუფს, რომლის დროსაც:
ა) გაწეული ხარჯები ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ამ კოდექსით ძირითად საშუალებათა მიმართ დადგენილი ამორტიზაციის ნორმების მიხედვით, 15 პროცენტის ოდენობით;
ბ) ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ ხორციელდება ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება, აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება და დარჩენილი თანხა ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება. ამასთანავე, ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება არ ითვლება მიწოდებად.

15 % -ია სრულად გამოქვითვის შემთხვევაშიც.

yes.gif მეც ვნახე და 15%-ით გავქვითე, მადლობა

ისე წინა წლებში წლიური განაცემთა ინფორმაცია სავალდებული იყო როგორც მახსოვს და წელს არაა საგადასახადო კალენდარში bis.gif

Posted by: System64 1 Apr 2016, 17:49
ახალი ობიექტის დამატებაში რს.ჯე-ზე მთხოვს საკუთრების უფლების მონიშვნას (საკუთრება, იჯარა, უზუფრუქტი და ა.შ). რა ხდება გეტყვიტ შპს მაქვს დარეგისტრირებული ჩემს სახელზე იურიდიული მისამართი მაქვს მითითებული ჩემი სახლი, რომელიც მამაჩემის სახელზეა გაფორმებული, და აქ საკუთრების უფლებაში რა მივუთითო?

Posted by: ZZZ777 1 Apr 2016, 18:32
QUOTE (System64 @ 1 Apr 2016, 17:49 )
ახალი ობიექტის დამატებაში რს.ჯე-ზე მთხოვს საკუთრების უფლების მონიშვნას (საკუთრება, იჯარა, უზუფრუქტი და ა.შ). რა ხდება გეტყვიტ შპს მაქვს დარეგისტრირებული ჩემს სახელზე იურიდიული მისამართი მაქვს მითითებული  ჩემი სახლი, რომელიც მამაჩემის სახელზეა გაფორმებული,  და აქ საკუთრების უფლებაში რა მივუთითო?

ზოგადად ფაქტიურ მისამართს უთითებ, ანუ ტერიტორიას სადაც ეწევი ეკონომიკურ საქმიანობას. შენს შემთხვევაში იჯარა უნდა გქონდეს მითითებული იმიტომ რომ საკუთარიც რომ იყოს შპს -ს ქონებას არ წარმოადგენს .

Posted by: System64 1 Apr 2016, 22:55
ZZZ777
კი მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაც თანხა იქნება გადასხდელი ხო? თუ როგორ არის გამარკვიე ძალიან გთხოვ smile.gif

Posted by: ZZZ777 2 Apr 2016, 10:38
მოკლედ შპს როდესაც იწყებს ეკონომიკურ საქმიანობას სჭირდება გარკვეული ფართი ტერიტორია. შენ თუ ხარ დამფუძნებელი და შენს პირად ქონებას იყენებ შპსს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მაშინ მოგიწევს ამ ოპერაციას მისცე იჯარის სახე და გადახდაც მოგიწევს საბაზრო ფასით რადგან ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის ოპერაციაა

Posted by: System64 2 Apr 2016, 12:19
და სხვა ხერხს ვერ გამოვნახავ? რო გადასახადი თავიდან ავიცილო?

Posted by: ooo,girl,girl 2 Apr 2016, 22:19
ბუღალტრებო, რჩევა მომეცით, რა.

ამ პროფესიას დავადგი თვალი. გავიარე ერთი კურსი, ბუღალტრული აღრიცხვა+ორისი. თვენახევრიანი კურსი იყო, დაჩქარებული. შესაბამისად, რაღაცეები სწრაფ-სწრაფად გავიარეთ, მათ შორის ორისიც. ანუ, ვარსკვლავებს არ ვწყვეტ, მაგრამ გატარებები ვიცი, ზედნადებებს ვგზავნი ხოლმე rs.ge-ზე, დეკლარაციის გადაგზავნასაც დავესწარი ერთხელ biggrin.gifD მჭირდება პრაქტიკა, სტაჟირება, ასისტენტობა... 11 კაციან ჯგუფში სულ ორმა კაცმა დაუჭირა მუღამი ბუღალტერიას და ერთი მე ვიყავი, ანუ მაქვს უნარი ამ სპეციალობის ათვისების + დიდი მოტივაცია და სურვილი, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ უხელფასო სტაჟიორობასაც ვერ მივაღწიე. სტაჟირებასაც გამოცდილება უნდა, ისე როგორო, დამსაქმებლებმა sad.gif

კიდევ მინდა რაღაც შევიმატო ამ მხრივ და მირჩიეთ რა - პროგრამების კურსები გავიარო, საგადასახადო კოდექსის კურსი გავიარო ცალკე, დეტალურად თუ ისევ თეორიული კურსი ინდივიდუალურად? ერთი ბუღალტერი მირჩიეს. მთელ საგადასახადოს მაგასთან აქვს ნასწავლი ბუღალტერიაო და აღარ ვიცი, ამ ეტაპზე რას მივანიჭო უპირატესობა, თორემ ნელ-ნელა კი მივყვები ყველაფერს.

ACCA - ის სურვილიც მაქვს, მაგრამ გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვან თანხებს უკავშირდება და ახლა, როგორც უმუშევრისთვის, ეს შეუძლებელია ჩემთვის, ვფიქრობ, რაღაც პრაქტიკა მაინც უნდა მქონდეს, სანამ მანდ ვისწავლი. რა მხრივ დავხარჯო ეს ჩემი ვირულად შრომით მოპოვებული 600 ლარი. რა იქნება ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი დამწყებისთვის?

Posted by: System64 2 Apr 2016, 23:28
ooo,girl,girl
პმ გამომიგზავნე CV

Posted by: chekyyy 5 Apr 2016, 15:52
სალამი,, რა მაინტერესებს ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში ვიღებ ხილს ბოსტნეულს და ასე შემდეგ და როგორ უნდა დავიწერო ეს საქონელი რს-ზე რო გამოჩნდეს? სოფლიდან ჩამოაქვენ ჩემთვის,, რამე ხელშეკრულება უნდა დაიდოს მომყიდველთან თუ რა,, პასუხს ნუ დაიზარებთ,,,

Posted by: ZZZ777 5 Apr 2016, 17:07
QUOTE (chekyyy @ 5 Apr 2016, 15:52 )
სალამი,, რა მაინტერესებს ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში ვიღებ ხილს ბოსტნეულს და ასე შემდეგ და როგორ უნდა დავიწერო ეს საქონელი რს-ზე რო გამოჩნდეს? სოფლიდან ჩამოაქვენ ჩემთვის,, რამე ხელშეკრულება უნდა დაიდოს მომყიდველთან თუ რა,, პასუხს ნუ დაიზარებთ,,,

თუ ფიზიკური პირისგან ყიდულობ ის ზედნადებს ვერ გამოწერს, არ აქვს გამოწერის ვალდებულება.
მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გააფორმო.

Posted by: chekyyy 5 Apr 2016, 20:25
QUOTE (ZZZ777 @ 5 Apr 2016, 17:07 )
QUOTE (chekyyy @ 5 Apr 2016, 15:52 )
სალამი,, რა მაინტერესებს ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში ვიღებ  ხილს ბოსტნეულს და ასე შემდეგ და როგორ უნდა დავიწერო ეს საქონელი რს-ზე რო გამოჩნდეს? სოფლიდან ჩამოაქვენ ჩემთვის,, რამე ხელშეკრულება უნდა დაიდოს მომყიდველთან თუ რა,, პასუხს ნუ დაიზარებთ,,,

თუ ფიზიკური პირისგან ყიდულობ ის ზედნადებს ვერ გამოწერს, არ აქვს გამოწერის ვალდებულება.
მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გააფორმო.

და ეგ მიღება-ჩაბარების აქტი სად ფორმდება ? და რა დანიშნულება აქვს ?
* * *
ვინემ იცით ? რა ფუნქცია აქვს მიღება-ჩაბარების აქტს და როგორ უნდა გაფორმდეს მომყიდველსა მყიდველს შორის ?

Posted by: ZZZ777 6 Apr 2016, 14:09
პირველადი საგადასახადო დოკუმენტია რომელიც ადასტურებს მყიდველსა და გამყიდველს შორის საქონლის შესყიდვის ოპერაციას.

მუხლი 72. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი
1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია
სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული
საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის
(ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ
შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება
სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.
3. პირი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს იმ კალენდარული წლის
დასრულებიდან არანაკლებ 3 წლის განმავლობაში, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც
იგი არის აუცილებელი.

Posted by: demetrejanash 6 Apr 2016, 14:31
გამარჯობათ. ორისი შევიძინე ორგანიზაციის სახელზე და შესაბამისად უნდა ავიყვანოო არამატერიალურ აქტივებში ხო? და გატარებები ასე იქნება?

დ-2590
კ-3110
დ-3340
კ-3110
დ-3110
კ-1210

Posted by: ZZZ777 6 Apr 2016, 15:37
QUOTE (demetrejanash @ 6 Apr 2016, 14:31 )
გამარჯობათ. ორისი შევიძინე ორგანიზაციის სახელზე და შესაბამისად უნდა ავიყვანოო არამატერიალურ აქტივებში ხო? და გატარებები ასე იქნება?

დ-2590
კ-3110
დ-3340
კ-3110
დ-3110
კ-1210

თუ ბანკით გადაიხადე და დღგ-ს ჩათვლის უფლება გაქვს მაშინ სწორია

Posted by: Daisy_bu 6 Apr 2016, 16:00
გამარჯობათ
ბუღალტერმა მითხრა რომ სასმელი წყლისთვის (დისპენსერს ვგულისხმობ) ყოველთვიურად უნდა გადაიხადო საშემოსავლოო ,ჩემთვის ეს ხომ ხარჯია?ვუკვეთავ და ფულს ვიხდი, ჩემთვის ეს თუ შემოსავალია და იმ ორგანიზაციისთვისაც ვისგანაც ვყიდულობ გამოდის რომ ორივე ვიხდით საშემოსავლოს? იქნებ მიპასუხოთ ან ლინკი დამიდოთ ამის შესახაბ სადაც ეწერება რამე ინფო მე ვერაფერი ვერ ვნახე , მადლობა

Posted by: demetrejanash 6 Apr 2016, 16:36
QUOTE
თუ ბანკით გადაიხადე და დღგ-ს ჩათვლის უფლება გაქვს მაშინ სწორია

ორისის სავარაუდო მომსახურების ვადაში და სალიკვიდაციო ღირებულებაში რა ჩავწერო? წლის ბოლოს ხო უნდა დავარიცხო ცვეთა

Posted by: shatulika 6 Apr 2016, 17:10
QUOTE (demetrejanash @ 6 Apr 2016, 16:36 )
QUOTE
თუ ბანკით გადაიხადე და დღგ-ს ჩათვლის უფლება გაქვს მაშინ სწორია

ორისის სავარაუდო მომსახურების ვადაში და სალიკვიდაციო ღირებულებაში რა ჩავწერო? წლის ბოლოს ხო უნდა დავარიცხო ცვეთა

რა თანხად იყიდე ეგ "ორისი"? იმიტომ გეკითხები, რომ ფასსაც აქვს მნიშვნელობა

Posted by: demetrejanash 6 Apr 2016, 18:06
QUOTE
რა თანხად იყიდე ეგ "ორისი"? იმიტომ გეკითხები, რომ ფასსაც აქვს მნიშვნელობა

360$=825ლ დღგ-ს ჩათვლით გადარიცხვით

Posted by: ZZZ777 6 Apr 2016, 18:39
QUOTE (demetrejanash @ 6 Apr 2016, 18:06 )
QUOTE
რა თანხად იყიდე ეგ "ორისი"? იმიტომ გეკითხები, რომ ფასსაც აქვს მნიშვნელობა

360$=825ლ დღგ-ს ჩათვლით გადარიცხვით

1000 ლარამდეა და მთლიანად გამოიქვითავ იმავე საანგარიშო წელს როდესაც შესაბამისი ხარჯი იქნა გაწეული (მოგების კუთხით)

Posted by: demetrejanash 6 Apr 2016, 21:56
QUOTE
1000 ლარამდეა და მთლიანად გამოიქვითავ იმავე საანგარიშო წელს როდესაც შესაბამისი ხარჯი იქნა გაწეული (მოგების კუთხით)

მადლობა..ახლახანს დავამთავრება ბაფში ბუღალტერიის კურსიი + ორისი და ვყოყმანობ გარკვეულ საკითხებში))
* * *
საწარმო როცა მიყიდის ფიზიკურ პირს მაგ სამშენებლო მასალებს რა პროცედურებიი არის საჩირო და დოკუმენტები?

Posted by: Vans 7 Apr 2016, 14:35
თანამშრომლებს მინდა ხელშეკრულება გავუფორმო
რამე კარგი ფორმა ხომ არ გაქვთ ხელშეკრულების?

Posted by: abazi 7 Apr 2016, 17:17
ინვენტარიზაციისთვის რაიმე კარგ პროგრამას ხომ ვერ მირჩევდით?

Posted by: bususuxuna 7 Apr 2016, 17:25
QUOTE
თანამშრომლებს მინდა ხელშეკრულება გავუფორმო
რამე კარგი ფორმა ხომ არ გაქვთ ხელშეკრულების?

კარგი როგორი ,მოქნილი გრაფიკით,მაღალი ანაზღაურებით და ორმაგი შვებულებით>? biggrin.gif

Posted by: micxikine.me 7 Apr 2016, 18:14
QUOTE (Vans @ 7 Apr 2016, 14:35 )
თანამშრომლებს მინდა ხელშეკრულება გავუფორმო
რამე კარგი ფორმა ხომ არ გაქვთ ხელშეკრულების?

http://startup.ge/%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

Posted by: utonega 8 Apr 2016, 12:48
გამარჯობათ მეგობრებო
მაინტერესებს სად მიმასწავლით 1,5-2 თვიან კარგ საბუღალტრო-საფინანსო კურსს (თანამედროვე მეთოდებით)
მადლობა წინასწარ, უბრალოდ პირდაპირ დასერჩვა არ მინდა რეკომენდაციის გარეშე

Posted by: demetrejanash 8 Apr 2016, 22:28
QUOTE
გამარჯობათ მეგობრებო
მაინტერესებს სად მიმასწავლით 1,5-2 თვიან კარგ საბუღალტრო-საფინანსო კურსს (თანამედროვე მეთოდებით)
მადლობა წინასწარ, უბრალოდ პირდაპირ დასერჩვა არ მინდა რეკომენდაციის გარეშე

წერეთლის 61 ბუღალტერთა და აუდიტთა ფედერაცია ))

Posted by: Top-Gun 9 Apr 2016, 10:49
ეს მითარგმნეთ ვინმე ღვთისნიერმა რა:

In addition, entities are required to provide a
reconciliation from the opening to the closing
allowance balances for 12-month loss allowances
separately from lifetime loss allowance balances.
This is provided along with a reconciliation from
the opening to the closing balances of the related
carrying amounts of financial instruments subject
to impairment.

უფრო ზუსტად კი ეს ტერმინები ვერ გავიგე:
Reconciliation - დადარება ??
allowance balances - ანარიცხები? რეზერვები?
from the opening to the closing
allowance balances - აი ეს კიდე სერთოდ ვერ მივხვდი sad.gif

მადლობა წინასწარ

Posted by: sevasti 9 Apr 2016, 20:47
მეგობრებო მასაჟის სალონის გახსნას რამე ნებართვა ჭირდება?

Posted by: utonega 10 Apr 2016, 12:21
demetrejanash
ეს ბაფი და აცცა-ი რო არის ის მისამართია?

Posted by: demetrejanash 10 Apr 2016, 13:09
QUOTE
ეს ბაფი და აცცა-ი რო არის ის მისამართია?

კი ის მისამართია

Posted by: Daisy_bu 11 Apr 2016, 20:09
QUOTE (Daisy_bu @ 6 Apr 2016, 16:00 )
გამარჯობათ
ბუღალტერმა მითხრა რომ სასმელი წყლისთვის (დისპენსერს ვგულისხმობ) ყოველთვიურად უნდა გადაიხადო საშემოსავლოო ,ჩემთვის ეს ხომ ხარჯია?ვუკვეთავ და ფულს ვიხდი, ჩემთვის ეს თუ შემოსავალია და იმ ორგანიზაციისთვისაც ვისგანაც ვყიდულობ გამოდის რომ ორივე ვიხდით საშემოსავლოს? იქნებ მიპასუხოთ ან ლინკი დამიდოთ ამის შესახაბ სადაც ეწერება რამე ინფო მე ვერაფერი ვერ ვნახე , მადლობა

იქნებ მიპასუხოთ არავინ იცით? user.gif

Posted by: niaaa82 12 Apr 2016, 10:06
გამარჯობა, მოკლედ ასეთი კითხვა მაგქვს
ამხანაგობაა, რომელიც სახლს აშენებს და მოკლედ რაღაცეები აქვთ გასასწორებელი და არ მქონია ეგ შემთხვევა.
ანუ ამხანაგობას აქვს ანგარიში ბანკში და ამ ანგარიშზე პიდაპირ დოლარი აქვთ შეტანილი და შეიძლება ასეთი რამე თუ
დარღვევად ითვლება?

მადლობა წინასწარ, იქნებ მიპასუხოთ

Posted by: keandra 12 Apr 2016, 15:44
გამარჯობათ.
31 დეკემბრამდე ვერ დავამთავრეთ შენობის მშენებლობა და ქონების გადასახადის გადახდა ამ შენობაზე არ მომიწევს ხომ? რომ მივა მშენებლობა ბოლომდე მერე შეფასდება და მერე გადავიხდი?
მხოლოდ მიწის გადასახადი მომიწევს წესით რაზედ დგას შენობა ხომ? მადლობა წინასწარ.

Posted by: Ibeer 12 Apr 2016, 16:32
keandra

მუხლი 201. ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი:
1. ქონების გადასახადის გადამხდელია:
ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე..
* * *
კოდექსი ამბობს რომ უნდა გადაიხადო..(((
* * *
niaaa82
და რატო არ შეიძლება?) ანუ კაპიტალია დოლარში თუ რა თანხაა ანგარიშზე?

Posted by: niaaa82 12 Apr 2016, 21:28
QUOTE (Ibeer @ 12 Apr 2016, 16:32 )

* * *
niaaa82
და რატო არ შეიძლება?) ანუ კაპიტალია დოლარში თუ რა თანხაა ანგარიშზე?

ანუ 12 კაცია კორპუსს იშენებენ და 2 ეტაპად შეაქვთ მიწისთვის თავიდან და მერე მასალებისთვის და ანგარიში ამხანაგობის სახელზეა და ირდაპირ დოლარი შეაქვთ და ეგ მაინტერესებს ანუ რავი დარღვევა ხომ არარის ან რამე არსებობს კანონმედბლობა ამის შესახებ?

Posted by: mariamao 12 Apr 2016, 23:31
მეგობრებო ნივთი ღირს 1000 ლარი..... ფასდაკლებაა 15 %..... რა თანხას გადაიხდის დიპლომატი?

ჩემი აზრი 1000-15% =850 /1.18= 720.34 ლარი სწორიააა?

* * *
გამარჯობა

მეგობრებო იცით რა მაინტერესებს კომპანია რომელიც აწარმოებს საერთაშორისო გადაზიდვებს.... სჭირდება ოფისი მოსკოვში რადგან ერთერთი დამფუძნებელი და დირექტორი ცხოვრობს მოსკოვში. და საქმიანობას ძირითადადდ აწარმოებს ადგილობრივებთან. რამდენად სემიძლია ვიქირაო ოფისი იქ და ეს ხარჯი გამოვიქვითო საქართველოში რეგისტრირებულ ამ სატრანსპორტო კომპანიის ხარჯად.რეალურად ჩვენი ხარჯია უბრალოდ ოფისი იქნება მოსკოვში.გადახდა ალბათ მოხდება ნაღდი ანგარიშწორებით. გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე

Posted by: Natalya_B 13 Apr 2016, 11:44
გამარჯობათ.
თუ იცით - იმპორტის დროს „ფიტოსანიტარული ნებართვის“ ხარჯი შედის იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულებაში თუ ადმინისტრაციული ან მიწოდების ან რომელიმე სხვა ხარჯია?

Posted by: Lady_Bird 15 Apr 2016, 16:10
Natalya_B
ზოგჯერ ერთი ნებართვით შეიძლება რამოდენიმე იმპორტი გააკეთო და პროპორციულად გადანაწილება წინასწარ ცოტა რთულია გააჩნია რა ვადაზე იღებ ნებართვას და რა რაოდენობაზე. თან იმდენად უმნიშვნელო თანხაა დიდად სურათს არ შეცვლის. მე სხვა ხარჯებში ვატარებდი და პრობლემა არ შემქმნია. თუ დაზუსტებით ოცი რომ ერთ კონკრეტულ იმპორტს გააკეთებ ერთ ნებართვაზე შეგიძლია თვითღირებულებაშიც ასახო

Posted by: niaaa82 15 Apr 2016, 17:41
QUOTE (niaaa82 @ 12 Apr 2016, 21:28 )
QUOTE (Ibeer @ 12 Apr 2016, 16:32 )

* * *
niaaa82
და რატო არ შეიძლება?)  ანუ კაპიტალია დოლარში თუ რა თანხაა  ანგარიშზე?

ანუ 12 კაცია კორპუსს იშენებენ და 2 ეტაპად შეაქვთ მიწისთვის თავიდან და მერე მასალებისთვის და ანგარიში ამხანაგობის სახელზეა და ირდაპირ დოლარი შეაქვთ და ეგ მაინტერესებს ანუ რავი დარღვევა ხომ არარის ან რამე არსებობს კანონმედბლობა ამის შესახებ?

არავინ იცით? user.gif

ან პირად პრაქტიკაშI არავის გქონიათ?

Posted by: sevasti 16 Apr 2016, 01:02
მეგობრებო ფეისბუქის რეკლამა როგორ დავბეგრო? უკუდაბეგვრა რომ იქნება ეგ გასაგებია არარეზიდენტისგან ვყიდულობთ მომსახურებას მაგრამ საშემოსავლოთიც უნდა დავბეგრო?

Posted by: Ibeer 16 Apr 2016, 11:32
sevasti
გადახდის წყაროსტან 10%-ით..
134 მუხლს გადახედე..
* * *
niaaa82
პირადად არ მქონია შეხება მაგრამ არამგონია ეგ პრობლემა იყოს!! შენ ოგონდ შეიტანე და გინდ დოლარში იყოს და გინდა ბუტუტში)))

Posted by: sevasti 16 Apr 2016, 20:34
Ibeer
გაიხარე მეგობარო .. მაგრამ მემგონი საშემოსავლოს გადახდას თავიდან ავიცილებ მაინც.. ფეისბუქი ირლანდიაში ყოფილა რეგისტრირებული და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, რეზიდენტობის ცნობას თუ მომცემს საშემოსავლოთი აღარ დავბეგრავ

Posted by: ბუღალტერი 16 Apr 2016, 20:52
sevasti
უკუდაბეგვრით დაბეგრე მხოლოდ.
საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად არ გადის ფეისბუქის რეკლამა კოდექსის მიხედვით, და ამიტომ არ იბეგრება საშემოსავლოთი.

Posted by: sevasti 16 Apr 2016, 21:13
ბუღალტერი

QUOTE
საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად არ გადის ფეისბუქის რეკლამა კოდექსის მიხედვით

გაიხარე რაღაც ეგეთ პასუხამდე მივდივარ მეც .. მაგრამ მაინც ვერ მივხვდი საქართველოს არსებული წყაროდან რატომ არ არის მათი მიღებული შემოსავალი user.gif

Posted by: ბუღალტერი 16 Apr 2016, 22:12
sevasti
კოდექსის მიხედვით არ არის.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1043717
მუხლი 104. საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი 9 3
1. ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება:
ა) საქართველოში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი ან სარგებელი;
გ) საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ:
გ.ა) მომსახურება ფაქტობრივად გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე;
გ.ბ) მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ უძრავ ქონებასთან, რომელიც მდებარეობს საქართველოში;
გ.გ) მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ მოძრავ ქონებასთან, რომელიც მდებარეობს საქართველოში;
გ.დ) მომსახურება დაკავშირებულია საქართველოს რეზიდენტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებთან;
გ.ე) მომსახურების ფაქტობრივად გაწევის ადგილი არის საქართველო და მომსახურება გაიწევა კულტურის, ხელოვნების, განათლების, ტურიზმის, დასვენების, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროებში;
გ.ვ) მომსახურების გაწევა დაკავშირებულია ტვირთების გადატანასთან ან მგზავრთა გადაყვანასთან და ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილი არის საქართველო;
გ.ზ) მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები სხვადასხვა სახელმწიფოში არიან და მომსახურების გამწევი საქართველოს რეზიდენტია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება სხვა ქვეყანაში მისი მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, რომელიც ადასტურებს, რომ მომსახურების გამწევმა სხვა ქვეყანაში (გარდა საქართველოსი) გასწია მომსახურება;
გ.თ) მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები სხვადასხვა სახელმწიფოში არიან და მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება საქართველოში მისი მუდმივი დაწესებულების, დაქირავებულის მეშვეობით ან სხვაგვარად (მათ შორის, მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯი გაწეულია საქართველოში, მიუხედავად მისი ფაქტობრივად გადახდის ადგილისა), რაც ადასტურებს, რომ მომსახურების გამწევმა საქართველოში გასწია მომსახურება;
დ) საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, მათ შორის, შემოსავალი, რომელიც მოიცავს საქართველოში ამ არარეზიდენტის მიერ იდენტური (მსგავსი) საქონლის რეალიზაციით მიღებულ ამონაგებს; აგრეთვე შემოსავალი საქართველოში გაწეული მომსახურებიდან, რომელიც მუდმივი დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების იდენტურია ან მსგავსია;
ე) საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული უიმედო ვალების ჩამოწერის შედეგად ვალდებულებათა გაუქმებითა და ძირითად საშუალებათა რეალიზაციით მიღებული შემოსავალი ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით ან კომპენსაციის შედეგად მიღებული შემოსავლები ამ კოდექსის 146-ე მუხლის მიხედვით;
ვ) რეზიდენტი იურიდიული პირისაგან მიღებული დივიდენდი, რეზიდენტი იურიდიული პირის აქციის ან/და იურიდიულ პირში პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
ზ) პროცენტი, თუ პროცენტის გადამხდელი არის საქართველოს რეზიდენტი. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პროცენტის გადამხდელი საქართველოს რეზიდენტი:
ზ.ა) პროცენტი ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, თუ არარეზიდენტ პირს საქართველოში აქვს მუდმივი დაწესებულება, რომელსაც უკავშირდება არარეზიდენტი პირის სავალო ვალდებულება, და ამ სავალო ვალდებულებასთან დაკავშირებული პროცენტის ხარჯი მიეკუთვნება მუდმივი დაწესებულების ხარჯებს, მიუხედავად იმისა, ეს ხარჯი ამ მუდმივი დაწესებულების მიერ არის გაწეული თუ არა;
ზ.ბ) პროცენტი არ ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, თუ რეზიდენტი პირი დაადასტურებს, რომ უცხო ქვეყანაში აქვს მუდმივი დაწესებულება, რომელსაც უკავშირდება რეზიდენტი პირის სავალო ვალდებულება, და ამ სავალო ვალდებულებასთან დაკავშირებული პროცენტის ხარჯი მიეკუთვნება მუდმივი დაწესებულების ხარჯებს, მიუხედავად იმისა, ეს ხარჯი ამ მუდმივი დაწესებულების მიერ არის გაწეული თუ არა;
თ) რეზიდენტის მიერ გადახდილი პენსია ან სტიპენდია;
ი) როიალტი, თუ როიალტის გადამხდელი საქართველოს რეზიდენტია. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა როიალტის გადამხდელი საქართველოს რეზიდენტი:
ი.ა) როიალტი ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, თუ არარეზიდენტს საქართველოში აქვს მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ეს ხარჯი ამ მუდმივი დაწესებულების მიერ არის გაწეული თუ არა;
ი.ბ) როიალტი არ ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, თუ რეზიდენტი დაადასტურებს, რომ უცხო ქვეყანაში აქვს მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ეს ხარჯი ამ მუდმივი დაწესებულების მიერ არის გაწეული თუ არა;
კ) საქართველოში არსებული ან გამოყენებული, ამ კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე ნაწილით განსაზღვრული უფლებების რეალიზაციით ან გადაცემით მიღებული შემოსავალი;
ლ) საქართველოში გამოყენებული მოძრავი ქონების იჯარით ან/და სხვა სახელშეკრულებო სარგებლობის უფლების გადაცემით მიღებული შემოსავალი;
მ) საქართველოში არსებული და ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული უძრავი ქონებით მიღებული შემოსავალი, მათ შორის, ასეთ ქონებაში პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
ნ) იმ საწარმოს აქციების ან პარტნიორის წილის მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომლის აქტივების ღირებულების 50 პროცენტზე მეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ იქმნება საქართველოში არსებული უძრავი ქონების ღირებულებიდან;
ო) რეზიდენტი საწარმოდან ან საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებიდან მართვისათვის, აგრეთვე საფინანსო ან/და სადაზღვევო მომსახურებისათვის (გადაზღვევის მომსახურების ჩათვლით) მიღებული შემოსავალი;
პ) საქართველოში წარმოშობილი რისკის დაზღვევის ან გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო შენატანების სახით მიღებული შემოსავალი;
ჟ) საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით ან საერთაშორისო კავშირგაბმულობაში ტელესაკომუნიკაციო მომსახურებით მიღებული შემოსავალი;
რ) საქართველოში საქმიანობით მიღებული სხვა შემოსავალი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემოსავლის წყაროს განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება შემოსავლის თანხის მიღების ადგილი.
3. საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს არ განეკუთვნება საერთაშორისო ფინანსურ კომპანიებს შორის ფინანსური ოპერაციებიდან ან/და ფინანსური მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი.

Posted by: ერთად1 17 Apr 2016, 06:27
sevasti

მეც ვკითხე ეგ შემოსავლებს და აი რა მომწერეს

user posted image

პ.ს. თუ ზუსტად გაიგებ რამდენი %-ის დამატება დაჭირდება, დამავალებ თუ გამიმხელ smile.gif .

Posted by: Levan2286 18 Apr 2016, 17:45
ბიჭებო მივლინების ფორმა ხომ არ გაქვთ ვინმეს? პლუს წარმომადგენლობითის შესახებ ზღვარი რამდენია?

Posted by: gia4147 19 Apr 2016, 14:11
ხალხნო ბუღალტერს საშუალოდ რამდენი აქვს ხელფასი თბილისში კერძო სექტორში?

Posted by: Ibeer 19 Apr 2016, 19:51
gia4147
12000-15000 ათასი biggrin.gif:D

Posted by: etonk 21 Apr 2016, 18:38
მოკლედ გავლილი მაქვს უნივერსიტეტში ფინანსური აღრიცხვა 1 და 2...შემდეგ წელს გავალთ ორისს..და რა მაინტერესებს ეხლა მაქვს შანსი რომ ერთ ერთ სკოლაში ბუღალტერთან გავიარო სტაჟირება და მაინტერესებს ესე საქმეში ადვილად ავუღებ ალღოს? თუ აზრი არა აქვს სანამ ორისსაც არ ვისწავლი და კურსებსაც არ გავივლი?

Posted by: shumba 22 Apr 2016, 00:12
კურსთა შორის მიღებული მოგება/ზარალი რა შემთხვევებში არის ხოლმე გამოწვეული?
1. ინვოისი გამოწერილია რეზიდენტზე 01.01.2016 - 100 $ = 240 GEL , თანხა ჩაგვირიცხეს ლარში 20.01.2016 - 100$ = 245 GEL
მივიღეთ მოგება 5 ლარი.
2. არარეზიდენტთან გავაფორმეთ ხელშეკრულება და ინვოისი გამოწერილია 01.01.2016 - 100 $, თანხა ჩაგვირიცხეს დოლარში 100 $ ერთი კვირის შემდეგ. აქ გადაფასება გადმოფასებას ვაკეთებთ ფულის ღირებულების ეროვნულის კურსით?
როგორ ხდება იქნებ დამიწეროთ რამდენიმე შემთხვევა.

Posted by: hitchhiker 25 Apr 2016, 14:59
საშემოსავლოს ჯარიმა ვისაც გქონიათ ფოსტით მოდის წერილი თუ მარტო რს.გე ზე იტვირთება

Posted by: demetrejanash 27 Apr 2016, 22:48
ორისიდან RS-სთან დაკავშირებას ვცდილობ და ეკრანზე მიწერს English - United State langues მიწერს და შეცვლილი მაქ.მსგავსი პრობლემა ხო არ გქონიათ?

Posted by: ninichkako 28 Apr 2016, 10:46
იცით რა მაინტერესებს? შპს-მ ორგანიზაციის სახელზე გააკეთა სესხი და ეს თანხა შემოსავლად უნდა ვაღიარო და დღგ-ს დეკლარაციაში ავსახო თუ როგორ ხდება იქნებ ამიხსნათ?

Posted by: გოლანდია 28 Apr 2016, 10:59
გამარჯობა, როდესაც ტვირთი შემოდის საბაჟოზე, თბილისში ტრანსპორტირებისას საბაჟოდან, შიდა გადაზიდვის ზედნადები აუცილებელია?

და სად შეიძლება ამ ინფორმაციის ნახვა, ამასთან დაკავშირებით თუ არსებობს რაიმე ბრძანება?

Posted by: nineli1988 28 Apr 2016, 11:15
ninichkako
ჩვეულებრივ ვალდებულებაში ასახავ, თუ მოკლევადიანი სესხია დ 1210 კ 3210, ხოლო თუ გრძელვადიანი სესხია დ 1210, კ 4140

გოლანდია
არაა აუცილებელი
* * *
shumba
მაგალითად 1 შემთხვევაში, თუ მაგ რეზიდენტს თანხა ჩაურიცხეთ ბანკიდან და მიიღეთ მოგება 5 ლარი , ასეთ შემთხვევაში დ 1210 კ 8140 (კურსთაშორისი მოგება) 5 ლარი, ხოლო თუ ზარალია დ 8240(კურსთაშორისი ზარალი) და კ 1210 5 ლარი..... იმედია გაიგეთ

Posted by: CXB 28 Apr 2016, 12:03
მოკლე კითხვას დავსვამ და თავიდანვე მადლობას გადავიხდი პასუხისთვის :-)
ესე იგი იყიდე რაღაც მომსახურება უცხოეთში როგორც კომპანიამ (შპს) ისევ უცხოური კომპანიისგან.
თანხა გავიდა პირდაპირ შპს ანგარიშიდან.
გავიგე ასეთი რამ რომ თურმე + 18% დღგ უნდა გადაიხადო და 20% საშემოსავლო თუ
სადაც ეს უცხოური კომპანიაა დარეგისტრირებული არ მოხვდა ამ სიაში http://www.mof.ge/4680
18% დღგ მაინც იხდი რომც იყოს ამ სიაში.

ვერ გავიგე, ყაჩაღობაა თუ რა ხდება? :დ
შემოსავალზე მესმის რომ გადაიხადო რაღაც მარა გასავალი გაქვს და კიდევ % გაჭრიან?
სადაა ლოგიკა? გაიძულებს მაინცდამაინც ქართველისგან შეიძინო? და რომ არ აქვთ ეგეთი?

Posted by: გოლანდია 28 Apr 2016, 13:34
QUOTE (nineli1988 @ 28 Apr 2016, 11:15 )

გოლანდია
არაა აუცილებელი
* * *

მუხლი ხომ არ იცით შესაბამისი, ან სად შეიძლლება ვნახო ამის შესახებ ინფორმაცია?

Posted by: Ori-juja 28 Apr 2016, 15:28
გთხოვთ მიპასუხოთ,

შპს რომ დავაფუძნებ დირექტორიც,ბუღალტერიც, მოადგილეც და ა.შ smile.gif ყველაფერი 1 კაცი რომ იყოს(რომ შეეძლოს) რამე დარღვევაა?და ყველაფერი ბუღალტრული ექსელში რომ იყოს გატარებული შეიძლება? თუ აუცილებელია რამე პროგრამას ვიყენებდე სხვას.

მადლობა..

Posted by: Ibeer 30 Apr 2016, 20:46
ninichkako
ვალდებულებაა ეგ როგორც გითხრეს უკვე!! ფინანსური ოპერაციები გათავისუფლებულია დღგ-სგან >>

Posted by: demetrejanash 3 May 2016, 16:03
გამარჯობათ..შეგიძლიათ დამეხმაროთ? დისტრიბუცია უნდა წავიყვანო უწყვეთი აგრიცხვის მეთოდით და დღის ბოლოს სათითაოდ გადმოვთვირტო ზედადებები RS-სად ორისში თუ როგორ მოვიქცე 40 ზედანდებია დღეში დაახლოებით.. უფრო მარტივი გზა არსებობს?

Posted by: wgs_shopping 6 May 2016, 15:05
ანგარიშ ფაქტურის გადაგზავნა როგორ უნდა , ვინმეს შეუძლია ამიხსნას ?
სარეკლამო მომსახურეობისთვის მთხოვენ ანგარიშ ფაქტურას, rs.ge ზე ვერ გავიგე როგორ უნდა. მადლობთ წინასწარ

Posted by: ZZZ777 7 May 2016, 16:46
wgs_shopping
დღგ-ს გადამხდელი ხარ?

Posted by: wgs_shopping 9 May 2016, 14:46
QUOTE (ZZZ777 @ 7 May 2016, 16:46 )
wgs_shopping
დღგ-ს გადამხდელი ხარ?

არა არ ვარ და უკვე გავიგე რომ ვერ გააგზავნი. მადლობა

Posted by: alikantura 10 May 2016, 10:17
გამარჯობათ.
ბუღალტრებთან მაქვს კითხვა.
სალარო აპარატი რამდენადაც ვიცი 24 საათის შემდეგ ახდენს განულებას. მაინტერესებს, ახდენს თუ არა სალარო აპარატი განულებას მაინცდანაინც მომდევნო დღის დადგომასთან ერთად. ანუ შეიძლება თუ არა ზეტი ამოვიღო დღეში ერთხელ ვთქვათ დღის 9:00 საათზე და ყველა მომდევნო დღეს 9:00 საათზე. სალარო ავტომატურად ხომ არ იღებს ზეტს ზეტს მომდევნო დღის დადგომასთან ერთად?
წინასწარ მადლობა პასუხისთვის

Posted by: gamyinvareba 10 May 2016, 12:57
სწორად ვწერ თუ არა არ ვიცი
მაქვს შპს. გამყიდველმა ჩეკი არ ამოარტყა და დაწერეს ჯარიმა
ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში რა მეკისრება ? (არაფერი არ არის შპს-ს სახელზე)
რამდენ ხანში უნდა გადავიხადო ჯარიმა ?

Posted by: sevasti 10 May 2016, 13:07
გამარჯობათ შპს უწევს მომსახურებას კლიენტებს და კლიენტებისთვის ყოველი მეორე მომსახურება უფასოა.. (მაგ. ერთი მომსახურების ფასი 100 ლარია) როგორ გავატარო ეს ყველაფერი ბუღალტრულად? (კლიენტები ფიზიკური პირები არიან)

Posted by: ZZZ777 10 May 2016, 17:45
QUOTE (alikantura @ 10 May 2016, 10:17 )
გამარჯობათ.
ბუღალტრებთან მაქვს კითხვა.
სალარო აპარატი რამდენადაც ვიცი 24 საათის შემდეგ ახდენს განულებას. მაინტერესებს, ახდენს თუ არა სალარო აპარატი განულებას მაინცდანაინც მომდევნო დღის დადგომასთან ერთად. ანუ შეიძლება თუ არა ზეტი ამოვიღო დღეში ერთხელ ვთქვათ დღის 9:00 საათზე და ყველა მომდევნო დღეს 9:00 საათზე. სალარო ავტომატურად ხომ არ იღებს ზეტს ზეტს მომდევნო დღის დადგომასთან ერთად?
წინასწარ მადლობა პასუხისთვის

Z ანგარიში შენ უნდა ამოიღო თვითონ არ აკეთებს.

Posted by: wish1234 10 May 2016, 23:54
მეგობარი ხსნის მეტალოპლასტმასის ცეხს და ფართს ქირაობს 200 ლარად ფიზიკური პირისგან. აინტერესებს აუცილებელი არის თუ არა ამ ქირავნობის ოფიციალურად გაფორმება? ანუ რო არ გაფორმდეს საშემოსავლო რამე პრობლემას შეუქმნის? და თუ აუცილებელია გაფორმება მაშინ საშემოსავლო რამდენი პროცენტი უნდა იხადოს? (ფართის პატრონს სუფთა 200 ლარი უნდა).

და კიდევ შპს უნდა გააკეთოს და უთხრეს რო საკასო აპარატი არ სჭირდება პირდაპირ რს.გე-ზე შეიყვანს მონაცემებს და იმის მიხედვით გადაიხდის საშემოსავლოს. რამდენად მართალია ეს ყველაფერი?

Posted by: ZZZ777 12 May 2016, 11:47
QUOTE (wish1234 @ 10 May 2016, 23:54 )
მეგობარი ხსნის მეტალოპლასტმასის ცეხს და ფართს ქირაობს 200 ლარად ფიზიკური პირისგან. აინტერესებს აუცილებელი არის თუ არა ამ ქირავნობის ოფიციალურად გაფორმება? ანუ რო არ გაფორმდეს საშემოსავლო რამე პრობლემას შეუქმნის? და თუ აუცილებელია გაფორმება მაშინ საშემოსავლო რამდენი პროცენტი უნდა იხადოს? (ფართის პატრონს სუფთა 200 ლარი უნდა).

და კიდევ შპს უნდა გააკეთოს და უთხრეს რო საკასო აპარატი არ სჭირდება პირდაპირ რს.გე-ზე შეიყვანს მონაცემებს და იმის მიხედვით გადაიხდის საშემოსავლოს. რამდენად მართალია ეს ყველაფერი?

სალარო აპარატი გჭირდება იმ შემთხვევაში თუ ანგარიშსწორება ხდება ნაღდით.
აუცილებელია იჯარის ოფიციალურად გაფორმება და ყოველთვიურად ასახვა საშემოსავლოსა და განაცემთა დეკლარაციებში.
200 ლარს თუ უხდი ხელზე მეიჯარეს მაგ შემთხვევაში 50 ლარი იქნება საშემოსავლო გადასახადი დასაკავებელი.

Posted by: Qutaiso 13 May 2016, 09:11
http://support.apex.ge/BookstoreFiles/BughaltruliAghritskhva.pdf
ამმ წიგნის დიდი ნაწილი ვიცი

და რას მიღჩევთ რითი/როგორ დავიწყო ბუღალტერიიის ათვისებ??

რომელი კურსი ჯობია გავიარო ??

Posted by: levvani 14 May 2016, 15:20
gamyinvareba
ჯარიმის გადახდის პერიოდია 30 დღე აქტი წაიკითხე.

რატომ არ უნდა გადაიხადო ჯარიმა ვერ ვხვდები თუ მუშაობ და შემოსავალი გქვს. შპს-ს სახელზე არაფერია გაფორმებული რას ქვია? სალარო აბა ვისია?

Posted by: XlargeXsmall 15 May 2016, 22:32
ხომ არ იცით აუდიტის ლიცენზიის აღება როგორ ხდება? ადრე პარლამენტთან არსებული საბჭო იძლეოდა, ეხლა ? პირდაპირ გამოცდები ან რამე ეგეთი არაა ? მაინდამაინც ბაფ-ში უნდა დაჯდეს 45 წლის კაცი 25 წლის სტუდენტთან და ერთად უნდა დაიწყონ ნოლიდან სწავლა? მადლობა, დროის გამონახვისთვის

Posted by: Attolini 16 May 2016, 04:56
რა შემთხვევაში ხდება ზედმეტად გადახდილი დღგ-ს (სხვაობა გადახდილს და დარიცხულს შორის) ხარჯად აღიარება, შესაბამისად მოგების შემცირება და რა შემთხვევაში ბიუჯეტიდან ზედმეტად გადახდილი დღგ-ს დაბრუნება?

Posted by: XlargeXsmall 16 May 2016, 10:58
ხომ არ იცით აუდიტის ლიცენზიის აღება როგორ ხდება? ადრე პარლამენტთან არსებული საბჭო იძლეოდა, ეხლა ? პირდაპირ გამოცდები ან რამე ეგეთი არაა ? მაინდამაინც ბაფ-ში უნდა დაჯდეს 45 წლის კაცი 25 წლის სტუდენტთან და ერთად უნდა დაიწყონ ნოლიდან სწავლა? მადლობა, დროის გამონახვისთვის

Posted by: mariam_m 16 May 2016, 12:45
გამარჯობა, ერთი კითხვა მაქვს და იქნებ დამეხმაროთ?
მოკლედ ჩემმა მეგობარმა გააკეთა შპს, ყოველ თვე ვაგზავნით თვიურ დეკლარაციას, მუშაობა დაიწყო 19 თებერვალს და წლიური დეკლარაცია არ გადაგვიგზავნია, მე დამწყები ვარ ახლა ვიწყებ ბუღალტერიის სწავლას და რაიმე ჯარიმა დაგვეკისრება თუ იცით? ან როგორ მოვიქცეთ იქნებ გვირჩიოთ?
მადლობა წინასწარ

Posted by: levvani 16 May 2016, 16:48
Attolini

QUOTE
ხარჯად აღიარება,

ამაში რას გულისხმობ ვერ მივხვდი

QUOTE
რა შემთხვევაში ბიუჯეტიდან ზედმეტად გადახდილი დღგ-ს დაბრუნება?

შეხვალ განცხადებებში იქ ნახავ ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების განცხადებას შეავსებ თავის ცხრილებით და ა.შ. და დაიბრუნებ გადახდილ თანხას.
mariam_m

QUOTE
წლიური დეკლარაცია არ გადაგვიგზავნია

თუ წინა წელს დაარეგისტრირა შპს და არ უმუშავია და არაფერი გაუკეთებია ნულოვან დეკლარაციას ჩააბარებთ არ დაგაჯარიმებენ მაგის გამო.

Posted by: uno e due 17 May 2016, 09:53
გაუმარჯოს.. იქნება დამეხმაროთ ლიბერთი ბანკიდან გუშინ გადავრიცხე საშემოსავლო ხოლო რს.გე პირად ბარათზე არ ჩანს ეს თანხა ისევ დავალიანებას მიჩვენებს.. ხომ არ იცით ეგრე იგვიანებს ხოლმე?

Posted by: ZZZ777 17 May 2016, 16:40
QUOTE (uno e due @ 17 May 2016, 09:53 )
გაუმარჯოს.. იქნება დამეხმაროთ ლიბერთი ბანკიდან გუშინ გადავრიცხე საშემოსავლო ხოლო რს.გე პირად ბარათზე არ ჩანს ეს თანხა ისევ დავალიანებას მიჩვენებს.. ხომ არ იცით ეგრე იგვიანებს ხოლმე?

თუ დღის მეორე ნახევარში მოხდა გადახდა მეორე დღეს აისახება

Posted by: uno e due 17 May 2016, 22:27
ZZZ777
გაიხარე !!!! ხო დაირიცხა უკვე 16 მაისს ჩავრიცხე 14 საათზე და ბარათზე აისახა 17 მაისს 18 საათზე. )) ერთი სიტყვით შევძარი მთელი ფინანსური ინსტიტუტი სანამ დაირიცხებოდა :დ

Posted by: sanjusto 18 May 2016, 14:00
გამარჯობა!

შპს A აქირავებს ფართს შპს B-ზე ხელზე ასაღებ 1000 ლარად (1250 - დან იქვითება საშემოსავლო).

თუ შპს A იხდის საშემოსავლოს 250 ლარს. იხდის მოგების გადასახადს, იხდის დღგ-ს.
ამ 1000 ლარის საბანკო ანგარიშიდან მოხსნისთვის კიდევ უწევს დივიდენდის ან საშემოსავლოს გადახდა? მხოლოდ გაქირავებით არის დაკავებული და 1 ადამიანზეა შპს, 100% მისია.

და შპს B რომ იხდიდეს საშემოსავლოს, იგივე სიტუაცია არ იქნება?

Posted by: The DoctoR 18 May 2016, 16:11
XlargeXsmall
კანონპროექტია შეტანილი პარლამენტში, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლომდე ამოქმედდება და სრულად ცვლის ამჟამად არსებული კანონს "ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ". კანონის მიხედვით უნდა შემუშავდეს გეგმა, როგორ უნდა გაიცეს სერთიფიკატი და როგორ უნდა მოხდეს აუდიტორის გადამზადება. ამიტომ შეიძლება ძველებურ მეთოდს დაუბრუნდნენ, რასაც ტესტირება ერქვა (ვფიქრობ ყველაზე სწორი ეგაა და არა წიგნების სწავლა, რომელსაც თუ საქმეს ჭირდება მაინც წავიკითხავ და ვისწავლი).

sanjusto
თუ საშემოსავლოს იხდი, მაშინ მოგებას აღარ გადაიხდი, რადგან შემოსავალი და ხარჯი ერთმანეთს გადაფარავს. ანუ შენი მაგალითი რომ "ამოვხსნათ" - შემოვიდა 1250 ლარი, გადაიხადე დღგ 18%, დარჩა 1060 ლარი. აქედან თუ გაცემ ხელფასს გადაიხდი 212 ლარს და ჯიბეში ჩაიდებ 848 ლარს. თუ არ გაცემ ხელფასს და წელს დაასრულებ 1060 ლარის მოგებით, მოქმედი კანონმდებლობით უნდა გადაიხადო 15% და დარჩენილი თანხა 901 გასცე დივიდენდად, სადაც კიდევ უნდა გადაიხადო 5%.

Posted by: Red Hot Chili Peppers 19 May 2016, 11:08
sanjusto
თუ A არის შპს მაშინ მოგების გადასხადის და შემდეგ დივიდენდის გადახდა მოუწევს და არა საშემოსავლოსი. ამ შემთხვევაში B არ არის ვალდებული დაუკავოს არანაირი გადასახადი, რადგან A არის გადასახადის გადამხდელი იურიდიული პირი.

Posted by: sanjusto 19 May 2016, 18:20
The DoctoR

Red Hot Chili Peppers

მადლობა. უფრო გასაგებად და დაზუსტებისთვის რომ დავწერო:

შპს ყოველ თვე იღებს 1000 ლარს საბანკო ანგარიშზე ფართის იჯარისთვის. არანაირი ხარჯი არ აქვს. ამიტომ მოგება წლის განმავლობაში სუფთად 12000 ლარია. მოგების გადასახადი 1800 ლარი გამოდის.

შესაბამისად გამოსაყენებლი ფული რჩება 10200 ლარი (12000-1800) - ანუ გაუნაწილებელი მოგება ხომ?
ეს თანხა რომ დახარჯოს პირადი მოხმარებისთვის შპს დირექტორმა (100% წილის მფლობელმა) აუცილებლად უნდა დაბეგროს დივიდენდის 5 %-ით? იმიტომ ვკითხულობ ამას, რომ თავდაპირველად ეს ყოველი თვის 1000 ლარები რომ ერიცხება ბანკში, უკვე დაბეგრილი თანხებია შპს B-ს მიერ, რომელიც იხდის იჯარის საშემოსავლოს 250 ლარს.

Posted by: bususuxuna 19 May 2016, 18:26
sanjusto
QUOTE
აუცილებლად უნდა დაბეგროს დივიდენდის 5 %-ით?

კი კი კი კი

Posted by: The DoctoR 20 May 2016, 10:12
sanjusto
QUOTE
უკვე დაბეგრილი თანხებია შპს B-ს მიერ

თუ მიმღები A არის იურიდიული პირი B არ დაბეგრავს გადახდის წყაროსთან. რაღაცას არასწორად გვეუბნები

Posted by: maverick16 20 May 2016, 11:53
გამარჯობათ სტატისტიკის შერჩევაში რო ხვდები ვსო მორჩა ყოველ წელს უნდა აგზავნო ეს ანგარიში თუ შეიძლება თავი მოახსნევინო ამ შერჩევიდან რამენაირად?

Posted by: tamudato 20 May 2016, 17:20
QUOTE (maverick16 @ 20 May 2016, 12:53 )
გამარჯობათ სტატისტიკის შერჩევაში რო ხვდები ვსო მორჩა ყოველ წელს უნდა აგზავნო ეს ანგარიში თუ შეიძლება თავი მოახსნევინო ამ შერჩევიდან რამენაირად?

შეიძლება ყოველ წელს და ყოველ კვარტალში მოგთხოვონ შესაძლებელია 2-3 წელი აღარ შეგაწუხონ რაც შეეხება მოხსნას არ მოგხსნიან

Posted by: Red Hot Chili Peppers 24 May 2016, 09:33
ინდ მეწარმემ თავის თავს ხელფასი რო დაუნიშნოს და ყოველთვიურად დაირიცხოს დარღვევად ხო არ ჩაითვლება?

Posted by: ingiloo 24 May 2016, 10:59
Red Hot Chili Peppers
QUOTE
ინდ მეწარმემ თავის თავს ხელფასი რო დაუნიშნოს და ყოველთვიურად დაირიცხოს დარღვევად ხო არ ჩაითვლება?

არა, არ ჩაითვლება.

Posted by: mariam_m 24 May 2016, 12:05
QUOTE
QUOTE
წლიური დეკლარაცია არ გადაგვიგზავნია

თუ წინა წელს დაარეგისტრირა შპს და არ უმუშავია და არაფერი გაუკეთებია ნულოვან დეკლარაციას ჩააბარებთ არ დაგაჯარიმებენ მაგის გამო.

19 თებერვალს დაიწყო მუშაობა და ქონდა შემოსავალი, მაგრამ არ ქონდა გაცემული მარტისთვის ხელფას

Posted by: nanana 24 May 2016, 15:38
ჰოლანდიაში მივლინებაში რა per dm არის გათვალისწინებული, სანამ გაიღვიძებს ჩემი ბუღალტერი, მითხარით რა

Posted by: ingiloo 24 May 2016, 17:45
nanana
QUOTE
ჰოლანდიაში მივლინებაში რა per dm არის გათვალისწინებული, სანამ გაიღვიძებს ჩემი ბუღალტერი, მითხარით რა

http://www.fin.ge/source/test_folder/samivlinebo%20normebi.pdf
ნიდერლანდები - მოკლე ვადიანი და გრძელვადიანი მივლინებისას სხვადასხვა ნორმაა.

Posted by: shatulika 24 May 2016, 20:19
გამარჯობათ ბუღალტრებო
შ.პ.ს. ყიდულობს ბუნებრივ აირს და მერე ნაწილს წარმოებისთვის ხმარობს და ნაწილს თავისივე მანქანებში ასხავს და შემდეგ ამ მანქანებით აკეთებს წარმოებული საქონლის დისტრიბუციას.
ხოდა თავის მანქანებში რომ გაზს ასხავს ეგ აქციზით იბეგრება?
თუ მაგალითად სადმეს მოძრავი გაზ გასამართი მანქანა დგას და გაზს ყიდის ეგ იბეგრება აქციზით ჩვეულებრივ:
მუხლი 182. აქციზის გადამხდელი
1. აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც:
დ) ახორციელებს ბუნებრივი აიროვანი კონდენსატის ან/და ბუნებრივი აირის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას;

მაგრამ თუ არ ყიდი, საკუთარ მანქანებში ასხავ და მერე ამ მანქანებით დისტრიბუციას ეწევი, ეგ თუ იბეგრება აქციზით?
მადლობა წინასწარ

Posted by: ingiloo 25 May 2016, 11:27
shatulika
QUOTE
მოძრავი გაზ გასამართი მანქანა დგას

მსგავსი მანქანა ან აპარატი გაქვს და შენ ასხავ გაზს მანქანებში? თუ ტალონები გაქვს ?
* * *
პრინციპში არ აქვს მნიშვნელობა როგორ ყიდულობ და ასხავ გაზს.
ეგ ოპერაცია უნდა განიხილო ისე, როგორც საწვავის შემთხვევაში ხდება ხოლმე. გაზს ჩაასხავ თუ ბენზინს არ აქვს მნიშვნელობა.
აღრიცხვა უნდა გქონდეს გაზის შეძენის და ხარჯვის და არაა პრობლემა. ანუ უნდა აღრიცხო დეტალურად წარმოებაში რამდენი გაზი წავიდა და მანქანებში რამდენი.

Posted by: acdachi 25 May 2016, 18:16
გამარჯობა, ორი კითხვა მაქვს
1- იწყებ ნოლიდან ბიზნესს, ხარ ინდ მეწარმე.
ჩამოგაქ საზღვარგარეთიდან საქონელი და იხდი საბაჟოზე დღგ-ს, გეზ-ის მომსახურების თანხას და ა.შ

რეალურად ჯერ შემოსავალი არ მაქვს და ეს გადახდილი ფული 3160-ზე დავსვა?
და თანხა რო შემომივა გადავიტანო 1110-დან და ამით დავაბალანსო?

თუ პირველ კითხვაზე სწორედ ვაკეთებ.
2- თანხა ირიცხება ანგარიშზე, შემდეგ ვანაღდებ და ვფარავ ამ 3160
არის შემთხვევები, რომ ამ ანგარიშიდან ხდება ისეთი რაღაცეების შესყიდვა რასაც ხარჯში ვერ გაატარებ, მაგალითად რესტორანში გადახდა, საწვავის შეძენა (ფაქტურის გარეშე) და ა.შ
ეს თანხებიც რო 3160-ზე გავუშვა ძაან დაშავდება და მიაქცევენ ყურადღებას?

Posted by: Miryam 30 May 2016, 04:18
გამარჯობათ

ორი კითხვით შეგაწუხებთ კაი გამოცდილ ხალხს:

1. საკუთარი მწნილი (ანუ ჩემი გაკეთებული) რომ რესტორანს მივყიდო სადმე რამე უნდა გადავიხადო?
2. რო მივყიდო ხოლმე იგივე არაერთხელ - გადასახადის გადამხდელად უნდა დავრეგისტრირდე?

გმადლობ.

Posted by: marianela 30 May 2016, 15:07
გამარჯობა, საგადახდო დავალების ფორმა ხომ არ გაქვთ? ძალიან მჭირდებაა.

Posted by: levvani 30 May 2016, 15:17
Miryam
1. საკუთარი მწნილი. საგადასახადო გადასახადებისაგან არის განთავისუფლებული პირი რომელსაც საკუთარ მიწაზე მოჰყავს კულტურა და მას ჰყიდის პირვანდელი სახით.

მწნილი არის გადამუშავების ან დამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი შესაბამისად უნდა გადაიხადო მისი რეალიზაციით მიღებული შემოსავლიდან გადასახადი.

QUOTE
რო მივყიდო ხოლმე იგივე არაერთხელ - გადასახადის გადამხდელად უნდა დავრეგისტრირდე?
კი უნდა დარეგისტრირდე.

ან შეგიძლია როგორც ფიზიკურმა პირმა ისე გაყიდო, მაგრამ რამდენად დაგთანხმდება რესორანი ეს მისის გდასაწყვეტია.

marianela
სადღაც მექნება სად ჩაგიგდო?

Posted by: marianela 30 May 2016, 15:44
levvani
გაიხარე. თუ შეგიძლია სკაიპში ჩამიგდე. kate_9191

დიდი მადლობა

Posted by: Miryam 30 May 2016, 21:02
levvani

მადლობა

QUOTE
ან შეგიძლია როგორც ფიზიკურმა პირმა ისე გაყიდო, მაგრამ რამდენად დაგთანხმდება რესორანი ეს მისის გდასაწყვეტია.

ფიზიკური პირი როგორ გავყიდი თუ არ დავრეგისტრირდი რამე სახით?

Posted by: levvani 30 May 2016, 22:17
marianela
ხვალ ჩაგიგდებ გვიან ვნახე მომაწერი

Miryam
არსებობს ესეთი დოკუმენტი შესყიდვის აქტი ქვია ყოველო შეძენისას ივსება ეს აქტი

Posted by: Miryam 31 May 2016, 00:33
levvani
QUOTE
არსებობს ესეთი დოკუმენტი შესყიდვის აქტი ქვია ყოველო შეძენისას ივსება ეს აქტი

და მერე რა გადასახადს ვიხდი? საშემოსავლო? თუ რამე სხვა?

Posted by: levvani 31 May 2016, 08:40
Miryam
არაფერს არ იხდი. ოღონდ აქტში უნდა ჩაიწეროს ბოსტნეულის პირვანდელო სახელი ანუ წუწაკა და არა მწნილი
* * *

marianela

ჩაგოგდე სკაიპში საგადახდო

Posted by: keandra 1 Jun 2016, 13:02
სწრაფი კვების ობიექტი ინდმეწარმედ რეგისტრირდება?

Posted by: levvani 1 Jun 2016, 13:58
keandra
QUOTE
სწრაფი კვების ობიექტი ინდმეწარმედ რეგისტრირდება?

კითხვა დასვი არასწორედ.
ინდმეწარმეს შეუძლია იმუშაოს და მიიღოს შემოსავალი რომელიც კანონს არ ეწინააღმდეგება შესაბამისად სწრაფი კვების ობიექტიც.
თუმცა არ გირჩევ ინდ მეწარმის გაკეთებას. ჯობია შპს დააფუძნო.

Posted by: Miryam 2 Jun 2016, 00:47
levvani
QUOTE
არაფერს არ იხდი. ოღონდ აქტში უნდა ჩაიწეროს ბოსტნეულის პირვანდელო სახელი ანუ წუწაკა და არა მწნილი

ჰო რაღაც მაგდაგვარს ვფიქრობ, არა მგონია გარემოვაჭრეები რამეს იხდიდნენ აი ბაზარში მაგალითად.

QUOTE

კოდექსის მე-8 მუხლის 62  ნაწილის თანახმად, სოფლის მეურნეობის პროდუქციად ითვლება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული პროდუქტი.

ამასთანავე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებად (სასაქონლო კოდის შეცვლად)  არ ითვლება ბიოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად სასაქონლო კოდის შეცვლა, აგრეთვე ბიოლოგიური აქტივიდან ნაყოფის მიღება (პროდუქციის მოცილება ან ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის პროცესის შეწყვეტა), ხოლო, ამავე მუხლის 61 -ე ნაწილის შესაბამისად,სასოფლო-სამეურნეო საქმიანობად განიხილება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 41-ით გათვალისწინებული საქმიანობა, რომლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა არის საწარმოს მიერ ბიოლოგიური აქტივების ტრანსფორმაციისა და ნაყოფის მიღების მართვა გაყიდვის მიზნით, ან სოფლის მეურნეობის პროდუქციად ან დამატებით ბიოლოგიურ აქტივებად გარდაქმნის მიზნით.

ხომ არ იცი რა უბედურებაა ბიოლოგიური ტრანსფორმაცია, მწნილი შეიძლება ჩაითვალოს ბიოლოგიურ ტრანსფორმაციად?
* * *
QUOTE
არაფერს არ იხდი. ოღონდ აქტში უნდა ჩაიწეროს ბოსტნეულის პირვანდელო სახელი ანუ წუწაკა და არა მწნილი

ეს კარგად ვერ გავიგე, მაშინ რა მოტივაცია მაქვს რომ იურიდიულ პირად საერთოდ დავრეგისტრირდე და გადასახადები ვიხადო?
და კიდევ - პირვანდელი სახით ჩაწერა ხომ ტყუილია, იმიტომ რომ გადამუშავებულს ყიდი?

QUOTE

არ ეხე­ბა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ის გა­და­მუ­შა­ვე­ბას მი­სი მო­სავ­ლად აღე­ბის შემ­დეგ; მა­გა­ლი­თად, ყურ­ძნის გა­და­მუ­შა­ვე­ბა ღვი­ნოდ ღვი­ნის მწარ­მო­ებ­ლის მი­ერ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ­გვა­რი გა­და­მუ­შა­ვე­ბა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბის ლო­გი­კუ­რი და ბუ­ნებ­რი­ვი გაგ­რძე­ლე­ბაა და შე­საძ­ლოა მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ჰქონ­დეს მსგავ­სე­ბა ბი­ო­ლო­გი­უ­რი აქ­ტი­ვე­ბის ტრან­სფორ­მა­ცი­ას­თან, წი­ნამ­დე­ბა­რე თავ­ში გან­საზ­ღვრუ­ლია, რომ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა არ მო­ი­ცავს ამ­გვარ გა­და­მუ­შა­ვე­ბას.

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა არ ყოფილა, არც ყურძნიდან ღვინო, არც რძიდან ყველი (თუ სხვ)

Posted by: levvani 2 Jun 2016, 11:04
Miryam
QUOTE
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა არ ყოფილა, არც ყურძნიდან ღვინო, არც რძიდან ყველი (თუ სხვ)

სწორეა. არ არის სოფლის მეურნეობის პროდუქტი.
QUOTE
კოდექსის მე-8 მუხლის 62  ნაწილის თანახმად, სოფლის მეურნეობის პროდუქციად ითვლება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული პროდუქტი.

ეს მუხლი ემსახურება ზუსტად ამას. რომ პროდუქტს თუ პირვანდელ სახეს შეუცვლ მაგ. რაიმე ხილს თუ დააჩირებ სიტყვაზე ქლიავს მისი რეალიზავიიდან მიღებული შემოსავლით უნდა დაიბეგრო.

ასევე შეგიძლია დარეგისტრირდე მცირე მეწარმედ და შენი შემოსავლიდან 5 % გადაიხადო

Posted by: Miryam 2 Jun 2016, 22:23
levvani
QUOTE
მისი რეალიზავიიდან მიღებული შემოსავლით უნდა დაიბეგრო.

უნდა დაიბეგრო მაგრამ რითი? საშემოსავლო უნდა გადაიხადო?

ეს იმას ნიშნავს რომ გარემოვაჭრე საკუთარ ყველს ვერ გაყიდის (წესით) და უნდა იბეგრებოდეს?

Posted by: levvani 2 Jun 2016, 22:56
Miryam
კი საშემოსავლოთი უნდა დაიბეგრო. გარე მოვაჭრეებზეც მართალი ხარ.

მიირბინე შემოსავლების სამსახურში რომელიმე სერვის ცენტრში და კარგად გაგარკვევენ wink.gif

Posted by: esmeralda_79 4 Jun 2016, 15:01
დისტრიბუციასთან ვისაც გაქვთ შეხება, ამიხსენით რა, როგორ ხდება აღრიცხვა, რეალიზაცია და ყველაფერი მაინტერესებს რაც დისტრიბუციას ეხება.

Posted by: keandra 4 Jun 2016, 17:08
levvani
QUOTE
სწრაფი კვების ობიექტი ინდმეწარმედ რეგისტრირდება?

კითხვა დასვი არასწორედ.
ინდმეწარმეს შეუძლია იმუშაოს და მიიღოს შემოსავალი რომელიც კანონს არ ეწინააღმდეგება შესაბამისად სწრაფი კვების ობიექტიც.
თუმცა არ გირჩევ ინდ მეწარმის გაკეთებას. ჯობია შპს დააფუძნო.

შპს-ს ბუღალტერია ხომ უფრო რთულია? ყველაფერი საბუთით უნდა ვიყიდო წარმოებისთვის რაც მჭირდება.

Posted by: levvani 4 Jun 2016, 18:36
keandra
ბუღალტერია ერთი და იგივე აქვთ თითქმის

Posted by: cfc 4 Jun 2016, 20:45
შპს ბუღალტერია შეიძლება ექსელში გაკეთდეს? თუ საბუთისთვის აუცილებელია რაღაც ჟურნალების ქონა?

Posted by: levvani 4 Jun 2016, 22:16
cfc
შეიძლბა. უბრალოთ შეიძლება ცოტა გაგიჭირდეა თუ ბევრი ოპერაცია იქნება

Posted by: cfc 5 Jun 2016, 22:11
levvani
მადლობა გამოხმაურებისტვის,
ანუ ჟურნალში ხელით წერას მირჩევნია ელექტრონულად ვწერო ექსელში, უბრალოდ საგადასახადო ხომ არ შემიქმნის ამაზე პრობლემებს?

Posted by: levvani 6 Jun 2016, 12:36
cfc
QUOTE
ანუ ჟურნალში ხელით წერას მირჩევნია ელექტრონულად ვწერო ექსელში, უბრალოდ საგადასახადო ხომ არ შემიქმნის ამაზე პრობლემებს?

არანაირ პრობლემას არ შეგიქმნის საგადასახადო მთავარი სწორედ გქონდეს აღრიცხვა გაკეთებული

Posted by: dreamcatchermetkibijo 7 Jun 2016, 11:42
გამარჯობა,

მაქვს საკუთარი კომპანიის ავეჯი ტრანსპორტირებული ერთი ფილიალიდან სხვა ფილიალში, არ გამომიწერია შიდა გადაზიდვის ზედნადები. რამე გამოსავალი არსებობს ამის გამოსასწორებლად? ტრანსპორტირების ხელშეკრულება მაქვს გაფორმებული მარტო მძღოლთან. ((

Posted by: bususuxuna 7 Jun 2016, 12:11
dreamcatchermetkibijo
QUOTE
მაქვს საკუთარი კომპანიის ავეჯი ტრანსპორტირებული ერთი ფილიალიდან სხვა ფილიალში, არ გამომიწერია შიდა გადაზიდვის ზედნადები. რამე გამოსავალი არსებობს ამის გამოსასწორებლად? ტრანსპორტირების ხელშეკრულება მაქვს გაფორმებული მარტო მძღოლთან. ((

ეხლა გამოწერე, იმავე მძღოლზე, ოღონდ ისეთი დრო შეურჩიე რომ არ მოძრაობდეს იმ მანქანით biggrin.gif

Posted by: dreamcatchermetkibijo 7 Jun 2016, 12:14
QUOTE (bususuxuna @ 7 Jun 2016, 12:11 )
dreamcatchermetkibijo
QUOTE
მაქვს საკუთარი კომპანიის ავეჯი ტრანსპორტირებული ერთი ფილიალიდან სხვა ფილიალში, არ გამომიწერია შიდა გადაზიდვის ზედნადები. რამე გამოსავალი არსებობს ამის გამოსასწორებლად? ტრანსპორტირების ხელშეკრულება მაქვს გაფორმებული მარტო მძღოლთან. ((

ეხლა გამოწერე, იმავე მძღოლზე, ოღონდ ისეთი დრო შეურჩიე რომ არ მოძრაობდეს იმ მანქანით biggrin.gif

და არაუშავს რამდენიმე თვის წინ რომ მოხდა ტრანსპორტირება??

Posted by: bususuxuna 7 Jun 2016, 12:19
dreamcatchermetkibijo
QUOTE
და არაუშავს რამდენიმე თვის წინ რომ მოხდა ტრანსპორტირება??

სხვა ფილიალში ნაშთის ქონას ასე ჯობია მაინც

Posted by: Ori-juja 8 Jun 2016, 14:04
იმპორტის გადასახდელები რამდენია ბავშვის სათამაშოებზე?
გარდა დღგს 18 %ის.

Posted by: ingainga 8 Jun 2016, 16:43
როგორ გავატარო პროგრამაში საჩუქრად მიღებული საქონელი

Posted by: EXinvest 8 Jun 2016, 18:07
გვესაჭიროება ბუღალტერი დისტანციურად, მარტივი ბუღალტრული საქმიანობისთვის, დაგვიკავშირდით: 557 000 933, 214 8024

Posted by: L.Zau 9 Jun 2016, 11:47
QUOTE (esmeralda_79 @ 4 Jun 2016, 15:01 )
დისტრიბუციასთან ვისაც გაქვთ შეხება, ამიხსენით რა, როგორ ხდება აღრიცხვა, რეალიზაცია და ყველაფერი მაინტერესებს რაც დისტრიბუციას ეხება.

ასე ერთ პოსტში?
აღრიცხვის მხრივ ყველაზე რთულია იმ მხრივ რომ ძალიან საწვრილმანო საქმეა
* * *
მე მაინტერესებს
არარეზიდენტი მიწევს მომსახურებას
საშემოსავლოთი ვბეგრავ რაც ეკუთვნის
უკუდაბეგვრის და საშემოსავლოს დაკავების გატარებებში ავიჭერი რა როგორ გავაკეთო და დახმარება მჭირდება
ერთი მეუბნება უკუდაბეგვრა აღრიცხვას არ ექვემდებარება პროგრამაშიო
მატყუებს?

idea.gif

Posted by: LZau 9 Jun 2016, 12:07
QUOTE (L.Zau @ 9 Jun 2016, 11:47 )
QUOTE (esmeralda_79 @ 4 Jun 2016, 15:01 )
დისტრიბუციასთან ვისაც გაქვთ შეხება, ამიხსენით რა, როგორ ხდება აღრიცხვა, რეალიზაცია და ყველაფერი მაინტერესებს რაც დისტრიბუციას ეხება.

ასე ერთ პოსტში?
აღრიცხვის მხრივ ყველაზე რთულია იმ მხრივ რომ ძალიან საწვრილმანო საქმეა
* * *
მე მაინტერესებს
არარეზიდენტი მიწევს მომსახურებას
საშემოსავლოთი ვბეგრავ რაც ეკუთვნის
უკუდაბეგვრის და საშემოსავლოს დაკავების გატარებებში ავიჭერი რა როგორ გავაკეთო და დახმარება მჭირდება
ერთი მეუბნება უკუდაბეგვრა აღრიცხვას არ ექვემდებარება პროგრამაშიო
მატყუებს?

idea.gif

smile.gif

...............................

Posted by: SCHECTER 9 Jun 2016, 12:54
ბალანსი - ახალი თაობის საბუღალტრო პროგრამა
საბუღალტრო პროგრამების ბაზარზე მნიშვნელოვანი სიახლეა, აქამდე ცნობილი პროგრამების ჩამონათვალს ახალი პროდუქტი - ბალანსი შეემატა. ბალანსი კომპანია BDO Solutions-ის საავტორო პროდუქტია, რომელიც შემუშავებულია 1С-ის თანამედროვე 8.3 პლატფორმაზე. შესაძლებლობებით, რომელიც აქამდე არ ყოფილა რეალიზებული ქართულ რეალობაში, იგი სრულიად ცვლის წარმოდგენას საბუღალტრო აღრიცხვის შესახებ.

„გვაქვს პატივი წარმოგიდგინოთ პროგრამა ბალანსი, რომელიც შექმნილია ახალი თაობის ბუღალტრებისა და მენეჯერებისთვის. ფართო ფუნქციონალური შესაძლებლობებისა და უახლესი ტექნოლოგიების სინთეზი ბალანსის მომხმარებელს უზრუნველყოფს მართვისა და აღრიცხვის მძლავრი ინსტრუმენტებით. მაშინ როცა საქართველოს ბაზარზე არსებული ანალოგები შემუშავებულია ფაქსის ეპოქაში და ბუნებრივად ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებს, ჩვენ შევქმენით ახალი, თვისობრივად განსხვავებული პროდუქტი, რომლის მთავარ უპირატესობას ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა და ცვლილებებისადმი მაღალი მგრძნობელობა წარმოადგენს. ჩვენი უმთავრესი სტრატეგიაა ადგილობრივ ბაზარზე მოქმედ მცირე და საშუალო კომპანიებს გავუადვილოთ ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ახალი თაობის პროგრამის მეშვეობით მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციური ბიზნეს გეგმების განხორციელებაში“, აცხადებს BDO Solutions-ის მმართველი პარტნიორი ლევან მკლავიშვილი.

Web ინტერფეისის მეშვეობით პროგრამა ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტია. ამასთან, კომპანიის ყველა ძირითადი მაჩვენებლის ნახვა შესაძლებელია პროგრამის მობილური აპლიკაციიდან.

პროდუქტი წარმოდგენილია on premise ლიცენზიისა და SAAS-ის (პროგრამა, როგორც სერვისი) ფორმით, რაც ქართული ბაზრისთვის ახალი შეთავაზებაა. SAAS-ი განსაკუთრებით მომხიბვლელი წინადადებაა ახლადშექმნილი და მცირე ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ურჩევნიათ პროგრამა ყოველთვიური გადასახადის საფუძველზე მიიღონ.

ბალანსი ინტეგრირებულია BDO Solutions-ის უახლეს სავაჭრო პროგრამულ პროდუქტებთან და ღიაა ნებისმიერ სააღრიცხვო სისტემასთან ინტეგრაციისთვის. პროგრამა უკვე გაყიდვაშია და მალე მისი შეკვეთა პირდაპირ ვებ-გვერდიდან www.balance.ge იქნება შესაძლებელი.

BDO Solutions-ი, ყოფილი IBS-ი, 2004 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე. კომპანიის მიერ შემუშავებული ERP გადაწყვეტილებები და სპეციალიზებული პროგრამული პროდუქტები წარმატებით არის დანერგილი 500-ზე მეტ კომპანიაში საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და სამხრეთ აფრიკაში.

წყარო-----------------> http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/383585-balansi-akhali-thaobis-sabughaltro-programa.html

Posted by: LZau 9 Jun 2016, 14:40
კიდევ ერთი შეკითხვა
ფაქტურას მიწერენ და არ ვადასტურებ
დღგს როცა დავადასტურებ მაშინ ჩავითვლი, მაგრამ ხარჯებს რა ვუქნა
ოპერაციის განხორციელების პერიოდში ვატარებ მაგრამ რაღაც მეეჭვება, ხომ შეიძლება საერთოდ არ დავუდასტურო

Posted by: mashiko1987 9 Jun 2016, 15:30
QUOTE (LZau @ 9 Jun 2016, 14:40 )
კიდევ ერთი შეკითხვა
ფაქტურას მიწერენ და არ ვადასტურებ
დღგს როცა დავადასტურებ მაშინ ჩავითვლი, მაგრამ ხარჯებს რა ვუქნა
ოპერაციის განხორციელების პერიოდში ვატარებ მაგრამ რაღაც მეეჭვება, ხომ შეიძლება საერთოდ არ დავუდასტურო

თუ არ დაუდასტურე როგორ მიაბამ დეკლარაციას?

Posted by: LZau 10 Jun 2016, 11:03
QUOTE (mashiko1987 @ 9 Jun 2016, 15:30 )
QUOTE (LZau @ 9 Jun 2016, 14:40 )
კიდევ ერთი შეკითხვა
ფაქტურას მიწერენ და არ ვადასტურებ
დღგს როცა დავადასტურებ მაშინ ჩავითვლი, მაგრამ ხარჯებს რა ვუქნა
ოპერაციის განხორციელების პერიოდში ვატარებ მაგრამ რაღაც მეეჭვება, ხომ შეიძლება საერთოდ არ დავუდასტურო

თუ არ დაუდასტურე როგორ მიაბამ დეკლარაციას?

არ ვაბამ დეკლარაციას
პროგრამაში აღრიცხვაზე ვამბობ
smile.gif
* * *
არარეზიდენტის დაბეგვრებზე მითხარით ერთი-ორი სიტყვა yes.gif

Posted by: Lady_Bird 14 Jun 2016, 10:20
სასოფლო სამეურნეო საქმიანობის ბუღალტერიასთან თუ გაქვთ შეხება ვინმეს შემეხმიანეთ.
200 000 ლარამდე შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადის შეღავათით თუ სარგებლობთ თანამშრომლებზე რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მოყვანაში. შრომითი ხელშეკრულება რომ 6 თვიანი ან 3 თვიანი გავაფორმო და ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ განვაახლო სადაო ხომ არ გახდება შემოსავლების სამსახურის მხრიდან და მომსახურების კვალიფიკაციას ხომ არ მისცემენ. ანუ ხელფასი არ იბეგრება და მომსახურება იბეგრება. და თანამშრომლება რეალურად ანაზღაურებას ვუფიქსირებთ დღიურად.

და კიდევ ძნელია წინასწარ განსაზღვრო 200000 ლარს გადააჭარბებს თუ არა შემოსავალი. ამ შემთხვევაში ხელფასები იბეგრება ჩვეულებრივ და მერე ზუსტდება დეკლარაცია და გადახდილი საშემოსავლო აისახება ზედმეტობაში თუ როგორ იქცევით ასეთ დროს?

Posted by: maverick16 14 Jun 2016, 16:46
ზდაროვათ ტენდერებში ვიღებთ მონაწილეობას, არის შუამავალი რომელიც ჩვენთვის საინტერესო ტენდერებს ეძებს და ფულს ვუხდით შესაბამისად და ხელშეკრულებისას გაფორმებისას ასეთ მომსახურებას რა შეიძლება დავარქვა?

Posted by: levvani 15 Jun 2016, 11:52
maverick16

QUOTE
ასეთ მომსახურებას რა შეიძლება დავარქვა?

მომსახურება, კონსულტაცია, რაც გინდა დაარქვი :
* * *
სასტუმროს აღრიცხვის რაიმე ფორმა ხომ არგაქვთ ვინმეს ?

Posted by: Black-White777 15 Jun 2016, 23:28
ე.ი მაქვს ასეთი სიტუაცია.

მაქვს შ.პ.ს და უცხოეთიდან ვყიდულობ სერვის, ისეთი ქვეყნიდან, რომლიდანაც შესაძლებელია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება.

რა საბუთი უნდა გამაჩნდეს იმის დასადასტურებლად, რომ მოწოდებული პროდუქტი ნამდვილად ამ ქვეყნიდან მოდის.
როდესაც კომპანიას ოფიციალური დოკუმენტი მოვთხოვე, საიტზე მითIთებულ გვერდზე მიმითითა, სადაც მოცემულია საფრანგეთის რეესტრის საიდენტიფიკაციო კოდი...

ანუ

#1. რა დოკუმენტი არის საჭირო?
#2. ამის შესახებ ფორმა უნდა ჩაბარდეს თუ არა? თუ კი ? როდის?

Posted by: ZZZ777 16 Jun 2016, 15:53
QUOTE (Black-White777 @ 15 Jun 2016, 23:28 )
ე.ი მაქვს ასეთი სიტუაცია.

მაქვს შ.პ.ს და უცხოეთიდან ვყიდულობ სერვის, ისეთი ქვეყნიდან, რომლიდანაც შესაძლებელია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება.

რა საბუთი უნდა გამაჩნდეს იმის დასადასტურებლად, რომ მოწოდებული პროდუქტი ნამდვილად ამ ქვეყნიდან მოდის.
როდესაც კომპანიას ოფიციალური დოკუმენტი მოვთხოვე, საიტზე მითIთებულ გვერდზე მიმითითა, სადაც მოცემულია საფრანგეთის რეესტრის საიდენტიფიკაციო კოდი...

ანუ

#1. რა დოკუმენტი არის საჭირო?
#2. ამის შესახებ ფორმა უნდა ჩაბარდეს თუ არა? თუ კი ? როდის?

ე.ი გჭირდება იმქვეყნის საგადასახადო ორგანოს ცნობა რომ აღნიშნული კომპანია რეგისტრირებულია როგორც გადასახადის გადამხდელი. ამ ცნობას გადაათარგმნინებ და ნოტარიულად დაამოწმებინებ. მომდევნო წლის 1 აპრილამდე აგზავნი დეკლარაციას სადაც ატვირთავ ამ ცნობას და დეკლარაციაში მიუთითებ იმ თანხას რაც გაათავისუფლე საშემოსავლო გადასახადისგან აღნიშნული ცნობის საფუძველზე.

Posted by: keandra 16 Jun 2016, 17:22
ინდმეწარმეს ფიზიკური პირისგან რა ღირებულების საქონლის ყიდვა შეუძლია? და რა დოკუმენტაცია არის საჭირო?

Posted by: ZZZ777 16 Jun 2016, 17:26
QUOTE (keandra @ 16 Jun 2016, 17:22 )
ინდმეწარმეს ფიზიკური პირისგან რა ღირებულების საქონლის ყიდვა შეუძლია? და რა დოკუმენტაცია არის საჭირო?

ღირებულების ლიმიტზე შეზღუდვა არ არის , მიღება-ჩაბარების აქტი.

Posted by: keandra 16 Jun 2016, 17:36
ZZZ777
QUOTE
ღირებულების ლიმიტზე შეზღუდვა არ არის , მიღება-ჩაბარების აქტი.

ანუ პრობლემა არ შემექმნება? რომელი კანონი არეგულირებს ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: dreamcatchermetkibijo 18 Jun 2016, 12:34
გამარჯობათ,

ინდ მეწარმემ გამიწია მომსახურება 1 წლის წინ და მე მაქვს დაბეგრილი, დიდ პრობლემას წარმომიქმნის ეს ფაქტი ???

Posted by: Revenant 18 Jun 2016, 14:42
dreamcatchermetkibijo

მუხლი 154
გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს, რომელსაც არ აქვს გადასახადის გადამხდელის მოწმობა;

მაგრამ რახან შენ ინდ მეწარმემ გაგიწია მომსახურება შესაბამისად ის იყო გადასახადის გადამხდელად რეგისგრირებული, ამიტომ შენ კი არ უნდა დაგეკავებინა გადახდის წყაროსთან მას თვითონ უნდა დაებეგრა..

Posted by: dreamcatchermetkibijo 18 Jun 2016, 15:01
ვიცი, რომ სწორი ეგრეა,მას უნდა დაებეგრა,
მაგრამ რა სახის რისკის წინაშე ვარ, ეგ მაინტერესებს (

Posted by: Revenant 18 Jun 2016, 15:35
dreamcatchermetkibijo

შენ არამგონია რაიმე რისკის ქვეშ იყო განსხვავებით იმისგან...

Posted by: zikoziko13 18 Jun 2016, 16:20
გამარჯობათ, მაინტერესებს როგორ აღვრიცხო პროგრამაში წარმოების პროცესი. მაგ. მზა პროდუქციის ერ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს ელ. ენერგია. ფაქტიურად წარმოება ხდება ყოველდღიურად, შესაბამისად წარმოებული ერთეულის თვითღირებულების გაანგარიშების დროს პროგრამა ამინუსებს ელ. ენერგიას და შესაბამისად არ ითვლის თვითღირებულებას ზუსტად. ელ. ენერგიის ა/ფაქტურა კი მოგეხსენებად თვის ბოლოს მოდის. ამ შემთხვევაში იქნებ მირჩიოთ რამე როგორ მოვიქცე.

Posted by: dreamcatchermetkibijo 18 Jun 2016, 16:22
გასაგებია, მადლობა smile.gif)) love.gif

Posted by: Black-White777 18 Jun 2016, 21:15
ე.ი ამერიკიდან ჩამომაქვს პროდუქცია შ.პ.ს სახელზე და შემდგომ ვყიდი.

მაინტერესებს შემდეგი რამე:
1. რა ტიპის გადასახადები დამეკისრება გამოწერილს ნივთზე? რა ტიპის დეკლარაციები უნდა შეივსოს?
2. ფიზიკური პირისგან, რომ შევიძინო ნივთი ამისთვის რა დოკუმენტაციები უნდა ახლდეს თან?!
3. განვადების შემთხვევაში როგორ ხდება დოკუმენტაციის შევსება/
* * *
როცა ვმოღვაწეობ მაუწყებლობის სფეროში და შესაბამისად ამ საქმიანობის წამოსაწყებად ავიღე შესაბამისი ლიცენზია.

ამ დროს კი მომცეს შესაბამისი იუზერი და პაროლი, რომლითაც შევდივარ online.gncc.ge-ის გვერდზე. თუმცა, როცა გადავდივარ "წარმოსადგენ სტატიკურ ფორმებში" - აქ, უკვე ისევ მთხოვს ლოგინსა და პაროლს, სადაც მოცემული პაროლით ვერ შევდივარ. საუბარი მაქვს ამ გვერდზე - http://stats.gncc.ge/.

Any Advice?

Posted by: mashiko1987 20 Jun 2016, 12:00
გამარჯობათ,თუ ვინმემ იცის იქნებ გამარკვიოს გარემოს დაცვის სამინისტროს საიტზე როგორ ხდება ნარჩენების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია?

Posted by: Pachioli777 21 Jun 2016, 11:32
გამარჯობათ.. ახალივარ ფორუმზე ამიტომ თუ არასწორად ვპოსტავ წინასწარ ბოდიში..
მაინტერესებს ხარჯების გადაწერე როგორ ხდება ქვემოიჯარადესთან მიმართებაში საუმარი მაქვს სამშენბლო ბუღალტერიაზე.

1. როდესაც ქვეკონტრაქორი წარმოგიდგენს ფორმა-2 ს და გამოყოფს შენს მიერ შეძენილ მასალას და აღნიშნავს რომ ის დამკვეთის მიერ არის შეძენილი . შესაბამისად დაკორექტირებს ფაქტურას მის მიერ გამოგზავნილს იმ თანხით რა მასალაც გენმოიჯრადემ შეიძინა მისთვის.. შესაბამისად მას მისი ჩამოწერის ვალდებულება აღა უჩნდება .. ხოლო გენმოიჯარადემ უნდა აჩვენოს ხარჯში ჩვეულებრივად.

2 . როდესაც შეძენა მოხდება გენმოიჯარის მიერ მასალის იმ დღესვე სასაქონლო ზედნადებით და ანგარიშ ფაქტურით გადაწერო ელექტორუნლად .. ნუ მოგების პორცენტით ..

რაში მდგომარეობს კითხვა რამდენად სწორია ზემოთ მოყვანილი მაგალითები და რომელუ უფრო გამართლებულია ბუღალტრულად და არსებობს თუ არა სხვა ვარიანტები ასე ვთქვათ მასალის ( ხარჯის ) გადაწერის ქვემოიჯრადეზე .. ხაზ უსვამ საუბარია სამშენბლო ბუღალტერიაზე .. ველოდები თქვენს კომენტარებს საკითხთან დაკავშირებით!!

Posted by: tiko_tiko88 21 Jun 2016, 15:23
გამარჯობათ
დამწყები ვარ გთხოვთ გამარკვიოთ, ექვემდებარება თუ არა ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ინდმეწარმისაგან შეძენილი, მაგრამ გადაუხდელი საქონლის/მომსახურების ხარჯი
(რამდენადაც ვიცოდი ეს მხოლოდ ფიზ.პირის შემთხვევაშია, მაგრამ ჟურნალში "გადასახადები და აღრიცხვა" მითითებული იყო რომ ვერ გამოქვითავ)

Posted by: Red Hot Chili Peppers 22 Jun 2016, 11:13
იქნებ ვინმემ იცით RS CAR-ი რას ნიშნავს?

Posted by: Pachioli777 22 Jun 2016, 13:00
QUOTE (tiko_tiko88 @ 21 Jun 2016, 15:23 )
გამარჯობათ
დამწყები ვარ გთხოვთ გამარკვიოთ, ექვემდებარება თუ არა ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ინდმეწარმისაგან შეძენილი, მაგრამ გადაუხდელი საქონლის/მომსახურების ხარჯი
(რამდენადაც ვიცოდი ეს მხოლოდ ფიზ.პირის შემთხვევაშია, მაგრამ ჟურნალში "გადასახადები და აღრიცხვა" მითითებული იყო რომ ვერ გამოქვითავ)

გამარჯობა..

მოდი უკეთ რომ დაგეხმაროთ და სწორად დაგვიწერე.. რა სამართლებრივი ფორმა გაქვს?
1,სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (ს.პ.ს.);
2,კომანდიტური საზოგადოება (კ.ს.);
3,შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შ.პ.ს.);
4,სააქციო საზოგადოება (ს.ს.);
5,კოოპერატივი.
6, ინდივიდიალური მეწარმე (ი/მ)

დაწერე მაგალითი რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე.. .. ასევე ვერ გავერკვიე რას ნიშნავს ტერმინი გადაუხდელი საქონლის/ მომსახურების ხარჯი..( ხომ არ გულისხმობ საგონლის ან მასალის მომსახურების ხარჯს? მოკლედ ვრცლად დაწერე შენი საკითხი და პასუხიც არ დაყოვნებს

* * *
QUOTE (Red Hot Chili Peppers @ 22 Jun 2016, 11:13 )
იქნებ ვინმემ იცით RS CAR-ი რას ნიშნავს?

RS CAR -ს ეს არის მობილური მომსახურება ასვეთქვად ( ფორდის სამრშუტო ტაქსში ზის ოპერატორი და მაღალმთიან და ისეთ ერიტორიულ ერთელუში სადაც საშემოსავო მომსახურება გართულებულია ემსახურება იურიდიულ და ფიზიკუ პირებს ) ახალი პიარია საშემოავლოსი მე ესე ვფიქრობ ივნისიდან გაიხსნა თაბუაშვილმა დიდისამბით გახსნა.. არამგონია იმუშაოს მაგ სერვისმა/..

Posted by: LZau 22 Jun 2016, 16:38
ასეთი შემთხვევა მაქვს
არარეზიდენტმა უნდა გამიწიოს მომსახურება + მომაწოდოს მასალა ინტერნეტით
არ არის გადასახადის გადამხდელი, ჩეულებრივი ფიზიკური პირია
მხოლოდ მომსახურება უნდა დავბეგრო 15%-ით, რადგან დოკუმენტი არ აქვს?

Posted by: იისფერი 23 Jun 2016, 10:07
გამარჯობა,

მაინტერესებს, ქონების გადასახადის მიზნებისთვის სესხის პროცენტის კაპიტალიზაცია აუცილებელია?

http://taxinfo.ge/index.php?option=com_content&task=view&id=8811&Itemid=105 ამ ბმულს თუ დავუჯერებ, აუცილებელია, მაგრამ ის მუხლი (საგ.კოდ.§201.1.ა.) საერთოდ სხვა შინაარსის მქონეა, რომელსაც სტატია ეყრდნობა.

გთხოოვთ დამეხმარეთ wink.gif

Posted by: zikoziko13 23 Jun 2016, 21:00
გამარჯობათ, მაინტერესებს როგორ აღვრიცხო პროგრამაში წარმოების პროცესი. მაგ. მზა პროდუქციის ერ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს ელ. ენერგია. ფაქტიურად წარმოება ხდება ყოველდღიურად, შესაბამისად წარმოებული ერთეულის თვითღირებულების გაანგარიშების დროს პროგრამა ამინუსებს ელ. ენერგიას და შესაბამისად არ ითვლის თვითღირებულებას ზუსტად. ელ. ენერგიის ა/ფაქტურა კი მოგეხსენებად თვის ბოლოს მოდის. ამ შემთხვევაში იქნებ მირჩიოთ რამე როგორ მოვიქცე.

Posted by: Red Hot Chili Peppers 25 Jun 2016, 14:37
საწარმომ ხარი ან რაიმე ცხოველი რო შეიძინა ძირითად საშუალებად ჩაითვლება თუ როგორ?

Posted by: Gam3Master 26 Jun 2016, 15:42
არ ვიცი რამდენად სწორ ადგილას ვპოსტავ მაგრამ იქნებ იცოდეთ.

არსებობს ონლაინ თამაში Lineage2 რომელიც ბევრ ქვეყანაშია პოპულალური და კომპანიები ქმნიან სერვერებს სადაც ამ თამაშის მოყვარულები თამაშობენ და ერთობიან. მაგრამ, გარდა გართობისა შესაძლებელია ბევრი რამის ყიდვა მათ შორის აბჯრის,იარაღის,გარკვეული სტატუსის და ა.შ. თუმცა ამ "ყიდვას" ინგლისურად აწერია Donation(ქველმოქმედება), რასაც წესებშივე ასე ხსნიან, რომ ჩვენ არაფერს არ ვყიდით, თქვენ არაფერს არ ყიდულობთ, თქვენ უბრალოდ თანხით ეხმარებით ჩვენი სერვერის განვითარებას, ხოლო ჩვენ გასამრჯელოს სახით გჩუქნით ამას და ამას. რამდენიმე უცხოენოვანმა სერვერის ადმინისტრატორმა მითხრა რომ ამ შემთხვევაში თანხა არ იბეგრებაო და შემოსავლის გადასახადს აღარ იხდიო(საუბარია ხალხის მიერ საბანკო ანგარიშით,მობილურიდან ჩამოჭრილი თანხა,ელ-საფულეებით გადმორიცხული თანხა).

მაინტერესებს რამდენად მართალია ეს? ვაპირებ რომ შპს გავაკეთო და არ მინდა პრობლემა შემექმნას. მადლობა.

Posted by: dreamcatchermetkibijo 29 Jun 2016, 14:46
კონვერტაციიდან და გადაფასებიდან მიღებული შემოსავალი ეკონომიკურ საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალში შედის ???

Posted by: levvani 29 Jun 2016, 16:20
dreamcatchermetkibijo
QUOTE
ეკონომიკურ საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალში შედის ???

თუ ფირმა კონკრეტულად ამ შფეროთი არაა დაკავებული ამ შემთხვევაში არასაოპერაციო შემოსავალია.

Posted by: dreamcatchermetkibijo 1 Jul 2016, 16:53
levvani
მადლობა,

კიდევ ორი კითხვა:
1. არარეზიდენტის მომსახურების ხარჯს საგადასახადოსთვის როგორ იქვითავთ? დარიცხული ინვოისის თანხა + 10% არარეზიდენტის საშემოსავლო ?
2. დასაბეგრი მომსახურება, სრულად (დარიცხული მომსახურების ხარჯი) იქვითება ?

Posted by: nk44 4 Jul 2016, 00:34
იქნებ მითხრათ როგორი იქნება გატარება საქონლის შეძენისას დღგ-ს ჩათვლით
1)
დ1610 X პრინტერი
კ 3110 X შპს XXX

2)
დ 3110 X შპს XXX
კ 1110 X ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში

აი დღგ-ს რა გატარება ექნება??

Posted by: mashiko1987 4 Jul 2016, 19:34
QUOTE (nk44 @ 4 Jul 2016, 00:34 )
იქნებ მითხრათ როგორი იქნება გატარება საქონლის შეძენისას დღგ-ს ჩათვლით
1)
დ1610 X  პრინტერი
კ 3110 X  შპს XXX

2)
დ 3110 X  შპს XXX
კ 1110 X  ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში 

აი დღგ-ს რა გატარება ექნება??

დღგ გატარება ასე იქნება 3340 3110

Posted by: keandra 5 Jul 2016, 12:00
მაქვს რესტორანი შპს-დ დარეგისტრირებული. და მინდა ინდმეწარმედ დარეგისტრირება რიგი მიზეზთა გამო.
ამ შპს-ს სახელზე არსებული ქონებას რა ვუყო? რა ხდება ამ დროს? მინდა რომ ინდმეწარმის სახელზე გადავიდეს ეს ქონება. მივყიდო?

Posted by: MAX_G 5 Jul 2016, 14:10
გამარჯობა, დახმარება მჭირდება ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით, ხელფასის გარდასად რამდენი გადავრიცხო და ა.შ

Posted by: Red Hot Chili Peppers 5 Jul 2016, 14:42
MAX_G
დარიცხული ხელფასის 20 პროცენტი საშემოსავლო გადასახადი 101001000-კოდზე
მაგ: თუ ხელზე უხდი 500 ლარს 625 უნდა დაურიცხო ბუღალტრულად, 125 უნდა დაუკავო და გადარიცხო ზემოთხსენებულ კოდზე ხოლო 500-ს ჩაურიცხავ ხელფასს

Posted by: MAX_G 5 Jul 2016, 17:24
QUOTE (Red Hot Chili Peppers @ 5 Jul 2016, 14:42 )
MAX_G
დარიცხული ხელფასის 20 პროცენტი საშემოსავლო გადასახადი 101001000-კოდზე
მაგ: თუ ხელზე უხდი 500 ლარს 625 უნდა დაურიცხო ბუღალტრულად, 125 უნდა დაუკავო და გადარიცხო ზემოთხსენებულ კოდზე ხოლო 500-ს ჩაურიცხავ ხელფასს

ანუ 25%? მოკლედ ახალი გახსნილი მაქვს შპს და ჯერჯერობით მე ვარ ყველაფერი biggrin.gif

Posted by: Revenant 5 Jul 2016, 23:02
იანვარში ვიყიდე 1180 ლარის საქონელი დღგ ჩათვლით, ოღონდ ფაქტურა გამომიწერეს მარტში 180 ლარზე. შემდეგ აღმოჩნდა რო თანხა იყო შეცდომით და აპრილში გამომიწერეს კორექტირების ანგარიშ ფაქტურა. ანუ 1180 ლარის მაგივრად დასაბეგრი ოპერაცია უნდა ყოფილილიყო 2360 ლარი. შესაბამისად აპრილში გამომიწერეს კორექტირების ანგარიშ ფაქტურა უკვე 360 ლარზე. ეხლა რა მაინტერესებს. მარტში მე რო გამომიწერეს 180 ლარზე ფაქტურა ეგ ხო მარტში მე მქონდა ჩათვლილი და 15 რიცხვამდე დეკლარაციას რო წარვადგენ დეკლარაციაში ხო უნდა ასახულიყო. და ეხლა რო 360 ლარს რო გამომიწერენ. ეს 360 ლარი მე აპრილის საანგარიშო პერიოდში უნდა ჩავითვალო? და იმ წინა მარტის თვისას რა ვუყო უნდა დავაზუსტო დეკლარაცია?

Posted by: WealthyTC 6 Jul 2016, 10:18
გამარჯობათ, ძალიან საინტერესო საინვესტიციო შემოთავაზება გვაქვს ჩვენი კომპანიისგან, თვიური 8%-ს მიღება ინვესტირებული თანხიდან, პროცესი სრულიად გამჭვირვალეა და თქვენ გაქვთ 24 საათიანი კონტროლი თქვენი კაპიტალის. დეტალური ინფორმაციისათვის მომწერეთ პირადში

Posted by: Red Hot Chili Peppers 6 Jul 2016, 11:09
MAX_G
დეკლარაციების გადაგზავნა მოგიწესვს შესაბამის თვეში, თუ არასდროს გაგიკეთებია ჯობია ბუღალტერს მიმართო

Posted by: MAX_G 6 Jul 2016, 12:06
QUOTE (Red Hot Chili Peppers @ 6 Jul 2016, 11:09 )
MAX_G
დეკლარაციების გადაგზავნა მოგიწესვს შესაბამის თვეში, თუ არასდროს გაგიკეთებია ჯობია ბუღალტერს მიმართო

მადლობა გაიხარე

Posted by: dreamcatchermetkibijo 9 Jul 2016, 12:42
იჯარის საფასური ავანსად გადახდის დროს, შპს-თან და ფ/პ-თან, თვის ბოლო დღეს არსებული კურსით არიცხავთ ხარჯს თუ ავანსად გადარიცხულ თანხას არიცხავთ პირდაპირ?

Posted by: Red Hot Chili Peppers 9 Jul 2016, 18:58
ჩეკის არარსებობისას ვალდებულების დასაფარად ა/ფაქტურა გამოდგება?

Posted by: levvani 10 Jul 2016, 13:14
Red Hot Chili Peppers
რაო?

თუ სწორედ მივხვდი ჩეკი გაქვს და საბუთი არა?

ა/ფ გამოდგება თუ სასაქონლოს გამოწერის ვალდებულება არ ჰქონდა

Posted by: Red Hot Chili Peppers 12 Jul 2016, 11:45
QUOTE (levvani @ 10 Jul 2016, 13:14 )
Red Hot Chili Peppers
რაო?

თუ სწორედ მივხვდი ჩეკი გაქვს და საბუთი არა?

ა/ფ გამოდგება თუ სასაქონლოს გამოწერის ვალდებულება არ ჰქონდა

ზედნადები მაქვს ჩეკი არ მაქვს და ვალდებულების დასაფარად მაიტერესებს ა/ფაქტურა გამოდგება თუ არა?

Posted by: levvani 12 Jul 2016, 15:17
Red Hot Chili Peppers
QUOTE
ზედნადები მაქვს ჩეკი არ მაქვს და ვალდებულების დასაფარად მაიტერესებს ა/ფაქტურა გამოდგება თუ არა?

უკვე გიპასუხე
QUOTE
ა/ფ გამოდგება თუ სასაქონლოს გამოწერის ვალდებულება არ ჰქონდა

Posted by: Red Hot Chili Peppers 12 Jul 2016, 16:14
QUOTE (levvani @ 12 Jul 2016, 15:17 )
Red Hot Chili Peppers
QUOTE
ზედნადები მაქვს ჩეკი არ მაქვს და ვალდებულების დასაფარად მაიტერესებს ა/ფაქტურა გამოდგება თუ არა?

უკვე გიპასუხე
QUOTE
ა/ფ გამოდგება თუ სასაქონლოს გამოწერის ვალდებულება არ ჰქონდა

სასაქონლოს გარეშე როგორ შევიძენდი საქონელს ან ვალდებულება როგორ გამიჩნდებოდა?
help.gif

Posted by: levvani 12 Jul 2016, 17:10
Red Hot Chili Peppers

საქონლის შეძენა არაა აუცილებელი თანხის გადასახდელად biggrin.gif მომსახურებასაც იძენ ნაღდი ფულით wink.gif

გამოგიწეროს ფაქტურა არ იქნება პრობლემა უბრალოდ გაითვალისწინე რომ ხშირი შემთხვევა არ უნდა იყოს ეს wink.gif

Posted by: nk44 12 Jul 2016, 22:39
eek.gif eek.gif

Posted by: dreamcatchermetkibijo 13 Jul 2016, 11:00
როდესაც ძირითად საშუალებას ვუცვლი ფილიალს, სხვა ობიექტზე მიმაქვს, პროგრამაში როგორი ოპერაცია გავაკეთო, უბრალოდ დავაკორექტირო ძირითადი საშუალების ანგარიში (ფილიალის კოდის ნომერს ვგულისმობ) , თუ გადავიტანო ერთი ანგარიშიდან ნაშთი სხვა ანგარიშზე . (ანუ გავხნა ახალი ანგარიში ახალი ფილიალის კოდით)

Posted by: ZZZ777 13 Jul 2016, 11:34
QUOTE (dreamcatchermetkibijo @ 13 Jul 2016, 11:00 )
როდესაც ძირითად საშუალებას ვუცვლი ფილიალს, სხვა ობიექტზე მიმაქვს, პროგრამაში როგორი ოპერაცია გავაკეთო, უბრალოდ დავაკორექტირო ძირითადი საშუალების ანგარიში (ფილიალის კოდის ნომერს ვგულისმობ) , თუ გადავიტანო ერთი ანგარიშიდან ნაშთი სხვა ანგარიშზე . (ანუ გავხნა ახალი ანგარიში ახალი ფილიალის კოდით)

გააჩნია როგორ გაქვს აწყობილი პროგრამაში. თუ ძირითადი საშუალებები ფილიალების მიხედვით გაქვს გაყოფილი ქვეანგარიშებად მაშინ გადაიტანე თუ ერთად გაქვს ყველა და ფილიალების მიხედვით არ გაქვს დაყოფილი მაშინ არაა smile.gif
საგადასახადო კუთხით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პროგრამაში როგორ გექნება, უფრო შიდა ბუღალტრული პოლიტიკაა.

Posted by: alles-wird-ok 13 Jul 2016, 16:15
შპს რომელიც ახორციელებს ფულად გზავნილებს და აბარებს ყოველ კვარტალში ეროვნულ ბანკს ინფორმაციებს

ვინმეს თუ შეგივსიათ ? ეს ფორმები

Posted by: zikoziko13 18 Jul 2016, 23:23
გამარჯობათ, მაინტერესებს როგორ აღვრიცხო პროგრამაში წარმოების პროცესი. მაგ. მზა პროდუქციის ერ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს ელ. ენერგია. ფაქტიურად წარმოება ხდება ყოველდღიურად, შესაბამისად წარმოებული ერთეულის თვითღირებულების გაანგარიშების დროს პროგრამა ამინუსებს ელ. ენერგიას და შესაბამისად არ ითვლის თვითღირებულებას ზუსტად. ელ. ენერგიის ა/ფაქტურა კი მოგეხსენებად თვის ბოლოს მოდის. ამ შემთხვევაში იქნებ მირჩიოთ რამე როგორ მოვიქცე.

Posted by: nk44 18 Jul 2016, 23:59
ახალი გახსნილი მაქვს კვების ობიექტი და ყველაფერს მე ვაკეთებ მიუხედავად იმისა რომ წარმოდგენა არ მაქვს ბუღალტერიაში მაგრამ გზადაგზა ვსწავლობ და მაქვს რამოდენიმე კითხვა და თუ არ დაიზარებ დამეხმარე

1) არის ესეთი სიტუაცია ვღებულობ პროდუქციას და იქნებ მითხრა რა გატარებას ვაკეთებ თუკი მომწოდებელი დღგ-ს გადამხდელია. მაგ 10 კილო კარტოფილი პირობითად ვყიდულობ 10 ლარად იქნებ მითხრა რა გატარება უნდა გავაკეთო

2)როგორ ვატარებ ხელფასებს, იჯარას, კომუნალურებს.

3)როგორ ვატარებ რეალიზებულ პროდუქციას თან მაქვს ტერმინალიც რომლითაც ხდება ბარათით გადახდაც.

ალბათ ძალიან ბევრი რამ ვიკითხე მაგრამ თუ არ დაიზარებთ დაწერეთ რა

Posted by: ZZZ777 19 Jul 2016, 13:05
QUOTE (nk44 @ 18 Jul 2016, 23:59 )
ახალი გახსნილი მაქვს კვების ობიექტი და ყველაფერს მე ვაკეთებ მიუხედავად იმისა რომ წარმოდგენა არ მაქვს ბუღალტერიაში მაგრამ გზადაგზა ვსწავლობ და მაქვს რამოდენიმე კითხვა და თუ არ დაიზარებ დამეხმარე

1) არის ესეთი სიტუაცია ვღებულობ პროდუქციას და იქნებ მითხრა რა გატარებას ვაკეთებ თუკი მომწოდებელი დღგ-ს გადამხდელია. მაგ 10 კილო კარტოფილი პირობითად ვყიდულობ 10 ლარად იქნებ მითხრა რა გატარება უნდა გავაკეთო

2)როგორ ვატარებ ხელფასებს, იჯარას, კომუნალურებს.

3)როგორ ვატარებ რეალიზებულ პროდუქციას თან მაქვს ტერმინალიც რომლითაც ხდება ბარათით გადახდაც.

ალბათ ძალიან ბევრი რამ ვიკითხე მაგრამ თუ არ დაიზარებთ დაწერეთ რა

1) სავარაუდოდ შენც დღგ-ს გადამხდელი ხარ. ამ შემთხვევაში
დ-1610 კ-3110 - 8.47
დ-3340 კ - 3110 1.53

2) ხელფასი : დ-3130 კ-1210/1110
დ-3130 კ-3320
დ-7410 კ-3130
იჯარა დ-7420 - კ-3110
დ3340 - კ-3110
გადახდა დ-3310 კ- 1210/1110 (თუ მეიჯარე იურიდიული პირია)
ფიზიკური პირის შემთხვევაში, კანონი ავალდებულებს მეიჯარეს გახდეს გადასახადის გადამხდელი თუმცა ხშირ შემთხვევაში საგადასახადო აგენტის ფუნქციას ითავსებს ხოლმე იჯარის მიმღები.
კომუნალურები: დ-7445 კ-3110
დ-3340 კ-3110

3- რეალიზაცია დ-1410 კ-6110
დ-1410 კ-3330
დ-7210 კ-1610 საქონლის ჩამოწერა
გადახდა დ-1110/1210 კ-1410 ( ნაღდი- უნაღდო)
ეს გატარებები მართებულია თუ შენ ხარ დღგ-ს გადამხდელი.

Posted by: dreamcatchermetkibijo 19 Jul 2016, 13:24
გამარჯობა,
შეცდომით ამობეჭდილი ჩეკის გაუქმებისთვის გამოწერილი მაქვს დანართი 1(თანდართულ ჩეკთან ერთად), ნაცვლად დანართი #8-ისა. საგადასახადო არ მიღიარებს გაუქმების აქტს ?

Posted by: ZZZ777 19 Jul 2016, 13:27
QUOTE (dreamcatchermetkibijo @ 19 Jul 2016, 13:24 )
გამარჯობა,
შეცდომით ამობეჭდილი ჩეკის გაუქმებისთვის გამოწერილი მაქვს დანართი 1(თანდართულ ჩეკთან ერთად), ნაცვლად დანართი #8-ისა. საგადასახადო არ მიღიარებს გაუქმების აქტს ?

შენც ადექი და დანართი#8-ში შეავსე იგივე ინფორმაცია .

Posted by: dreamcatchermetkibijo 19 Jul 2016, 13:35
QUOTE (ZZZ777 @ 19 Jul 2016, 13:27 )
QUOTE (dreamcatchermetkibijo @ 19 Jul 2016, 13:24 )
გამარჯობა,
შეცდომით ამობეჭდილი ჩეკის გაუქმებისთვის გამოწერილი მაქვს დანართი 1(თანდართულ ჩეკთან ერთად), ნაცვლად დანართი #8-ისა. საგადასახადო არ მიღიარებს გაუქმების აქტს ?

შენც ადექი და დანართი#8-ში შეავსე იგივე ინფორმაცია .

სულ დანართი 1-ით მაქვს გაუქმებები გამოწერილი 1 წელია, მაგიტომ მაინტერესებს რამდენად მიუღებელია ეს ფაქტი

Posted by: ZZZ777 19 Jul 2016, 15:00
QUOTE (dreamcatchermetkibijo @ 19 Jul 2016, 13:35 )

საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №186
2006 წლის 10 მარტი

დანართი №1

მომხმარებელზე ფულის დაბრუნების (ჩეკის განაღდების) ან მოლარე-ოპერატორის მიერ შეცდომით ამობეჭდილი ჩეკის ფაქტის ფიქსაციის

აქტი

თარიღი: ,,---------“ ,,------------“ 200 წ. აქტი შედგენილია -------- სთ --------- წთ-------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საწარმოს დასახელება, მისამართი, სადაც რეგისტრირებულია სსა, სსა-ის მოდელი, საქარხნო ნომერი

შეცდომით ამობეჭდილი ჩეკის შემთხვევაში:
(აქტი უნდა შედგეს დაუყოვნებლივ)

მოლარე-ოპერატორის -------------------------მიერ ------------------------ საათსა
(გვარი, სახელი)
და----- წუთზე ამობეჭდილ იქნა ჩეკი №, რომელშიც ნაცვლად -------------------------------------ისა
(თანხის ოდენობა, ლარი, თეთრი)

შეცდომით შეყვანილ იქნა ---------------------------------------- , რის გამოც შესაბამისი
(თანხის ოდენობა, ლარი, თეთრი)
ოდენობით უნდა მოხდეს z ანგარიშში დასაფიქსირებელი ამონაგები თანხის კორექტირება.

მოლარე-ოპერატორი: ------------------------------------------------
(ხელმოწერა)
მოლარე-ოპერატორის
საქმიანობაზე ზედამხედველობის
განმახორციელებელი პირი: ------------------------------------------------
(გვარი, სახელი, თანამდებობა)

მომხმარებელზე ფულის დაბრუნების (ჩეკის განაღდების) შემთხვევაში:
(აქტი უნდა შედგეს მომხმარებელზე ფულის გადაცემამდე)
მომხმარებლის ---------------------------------------------------------------------------------------------------
(მომხმარებლის გვარი, სახელი, პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, დოკუმენტის ნომერი)

მიერ წარმოდგენილ №------- ჩეკის------------------------------------------------- მიხედვით
(ჩეკის რეკვიზიტები: თანხა, ნომერი, გაცემის თარიღი და დრო (საათი, წუთი)
მასზე დაბრუნებულ იქნა ---------------- ლარი -------- თეთრი და უკან მიღებულ იქნა ამ ჩეკით შეძენილი საქონელი --------------------------------------------, რის გამოც შესაბამისი
(საქონლის დასახელება, რაოდენობა)
ოდენობით უნდა მოხდეს z ანგარიშში დასაფიქსირებელი ამონაგები თანხის კორექტირება.
განაღდებული (გაუქმებული) ჩეკი აქტს თან ერთვის.
მოლარე-ოპერატორი: --------------------------------------------------
(ხელმოწერა)
მომხმარებელი: ---------------------------------------------------
(ხელმოწერა)
მოლარე-ოპერატორის
საქმიანობაზე ზედამხედველობის
განმახორციელებელი პირი: -----------------------------------------------
(გვარი, სახელი, თანამდებობა)

ეხლა გადავამოწმე და დანართი 1 ით უნდა გაკეთდეს. დანართი 8 რომელია? გაქვს ფორმა ?smile.gif

Posted by: anuuuki 20 Jul 2016, 17:07
QUOTE (dreamcatchermetkibijo @ 19 Jul 2016, 13:35 )
QUOTE (ZZZ777 @ 19 Jul 2016, 13:27 )
QUOTE (dreamcatchermetkibijo @ 19 Jul 2016, 13:24 )
გამარჯობა,
შეცდომით ამობეჭდილი ჩეკის გაუქმებისთვის გამოწერილი მაქვს დანართი 1(თანდართულ ჩეკთან ერთად), ნაცვლად დანართი #8-ისა. საგადასახადო არ მიღიარებს გაუქმების აქტს ?

შენც ადექი და დანართი#8-ში შეავსე იგივე ინფორმაცია .

სულ დანართი 1-ით მაქვს გაუქმებები გამოწერილი 1 წელია, მაგიტომ მაინტერესებს რამდენად მიუღებელია ეს ფაქტი

დანართი 8 უნდა იყოს შევსებული ჩეკით და ჩეკის ასლით
1 ვნახე ეხლა და ინფორმაცია კი იგივე ივსება და შეიძლება ეგეც ჩაითვალოს,ვიკითხავ ზუსტად და დავწერ

Posted by: dreamcatchermetkibijo 20 Jul 2016, 19:23
anuuuki
ZZZ777

კი ინფორმაცია იგივე ივსება ორივე დანართში. უბრალოდ ბოლო ბრძანების მიხედვით დანართი #8 ფორმით უნდა შედგეს აქტი. საგადასახადოში მუშაობს ახლობელი და როგორც მითხრა ჩაგითვლიანო გაუქმებად, პრობლემა არ გექნებაო, მთავარია ყველა ინფორმაცია სწორად იყოს შევსებული რასაც მოითხოვს აქტი.

Posted by: anuuuki 21 Jul 2016, 15:42
QUOTE (dreamcatchermetkibijo @ 20 Jul 2016, 19:23 )
anuuuki
ZZZ777

კი ინფორმაცია იგივე ივსება ორივე დანართში. უბრალოდ ბოლო ბრძანების მიხედვით დანართი #8 ფორმით უნდა შედგეს აქტი. საგადასახადოში მუშაობს ახლობელი და როგორც მითხრა ჩაგითვლიანო გაუქმებად, პრობლემა არ გექნებაო, მთავარია ყველა ინფორმაცია სწორად იყოს შევსებული რასაც მოითხოვს აქტი.

საგადასახადოში ვარ მეც და დანართი 8ს ვავსებინებთ ყოველთვის და იმის შევსება ჯობია, მაგრამ ჩათვლით ისიც ჩაითვლება

Posted by: ZZZ777 23 Jul 2016, 13:36
anuuuki
dreamcatchermetkibijo

ფინანსთა მინისტრის ბრძანებები 186ის 4 პუნქტი და და 994-ის 20 პუნქტი, ორივე კონსოლიდირებული ვერსიები მაქვს და ორივე მოქმედია, შინაარსობრივად ორივე იდენტურია უბრალოდ ერთს დანართი #8 ჰქვია მეორეს დანართი #1. ანუ დავას იმაზე რომ ერთია სწორი ან მეორე ცოტა უაზრობად მიმაჩნია.

პ.ს მე მაგალითად დანართი #578954 დავარქმევ და პრობლემა არ მექნება მაკონტროლებელ ორგანოებთან.
მადლობა.

Posted by: anuuuki 23 Jul 2016, 15:42
QUOTE (ZZZ777 @ 23 Jul 2016, 13:36 )
anuuuki
dreamcatchermetkibijo

ფინანსთა მინისტრის ბრძანებები 186ის 4 პუნქტი და და 994-ის 20 პუნქტი, ორივე კონსოლიდირებული ვერსიები მაქვს და ორივე მოქმედია, შინაარსობრივად ორივე იდენტურია უბრალოდ ერთს დანართი #8 ჰქვია მეორეს დანართი #1. ანუ დავას იმაზე რომ ერთია სწორი ან მეორე ცოტა უაზრობად მიმაჩნია.

პ.ს მე მაგალითად დანართი #578954 დავარქმევ და პრობლემა არ მექნება მაკონტროლებელ ორგანოებთან.
მადლობა.

დანართი #1 რაც აქ დაიდო რომელი წლის არის ბრძანებაში არის? 2006 წლის ბრძანებაში იყოო

Posted by: daviti8888 24 Jul 2016, 14:50
მოკლედ, ტურის გაკეთება მინდა საქართველოს მასშტაბით და არ ვიცი საგადასახადო ასეთ შემთხვევაში როგორ მოქმედებს? შ.პ.ს მაქვს გაკეთებული და მაგ პონტში.
აქ იმიტომ დავწერე, რომ მაინც გამოცდილი ბუღალტერები ხართ და

Posted by: g.tsitsava@gmail.com 25 Jul 2016, 13:08
ხალხო იქნებ მირჩიოთ რაიმე სოლიდური სასწავლებელი, ბუღალტერიის შეწავლით ვარ დაინტერესებული. წინასწარ გმადლობთ...

Posted by: minii 25 Jul 2016, 13:28
g.tsitsava@gmail.com

ACCA
* * *
მაქვს ასეთი კითხვები:
1. რა შემთხვევაში ითვლება ინდივიდუალური მეწარმე იურიდიულ პირად?
2. ოქროს იმპორტზე რა გადასახადია და შეზღუდვებს თუ აწესებს სახელმწიფოო??

Posted by: Attolini 25 Jul 2016, 21:34
არის შპს. გასცემს სესხებს ინტერნეტის მეშვეობით. დღგ-თი იბეგრება რამე?

Posted by: The DoctoR 26 Jul 2016, 10:19
გამარჯობათ. ვინც ერკვევით მაინტერესებს ACCA ძველი წიგნები და ახალი რით განსხვავდება ერთმანეთისგან?

Posted by: ZZZ777 26 Jul 2016, 16:32
QUOTE (Attolini @ 25 Jul 2016, 21:34 )
არის შპს. გასცემს სესხებს ინტერნეტის მეშვეობით. დღგ-თი იბეგრება რამე?

დღგ-ს მიზნებისთვის სესხის გაცემა ითვლება ფინანსურ მომსახურებად, რაც გათავისუფლებულია დღგ-ს დაბეგვრის რეჟიმისგან.

Posted by: bususuxuna 26 Jul 2016, 16:35
The DoctoR
QUOTE
ამარჯობათ. ვინც ერკვევით მაინტერესებს ACCA ძველი წიგნები და ახალი რით განსხვავდება ერთმანეთისგან?

ძველს რომელი წლიდან მიიჩნევ, 2008 წლის გამოცემები ეხლა ჩავაბარე, 2005 მდეც არაფერი შემხვედრია განსხვავებული,უფრო იქეთ არვიცი

Posted by: ZZZ777 26 Jul 2016, 16:40
bususuxuna

smile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: Attolini 26 Jul 2016, 17:38
არის შპს. დამფუძნებელი ყავს კიპრული ოფშორული კომპანია. დამფუძნებელზე გადახდილი დივიდენდი იბეგრება?

Posted by: anuuuki 27 Jul 2016, 09:30
QUOTE (Attolini @ 26 Jul 2016, 17:38 )
არის შპს. დამფუძნებელი ყავს კიპრული ოფშორული კომპანია. დამფუძნებელზე გადახდილი დივიდენდი იბეგრება?

დივიდენდი არ უნდა დაიბეგროს და მოგება კი, წესით ესეა ვნახავ ზუსტად თუ გინდა მომწერე პმ

Posted by: XlargeXsmall 27 Jul 2016, 09:42
მშენებლობაში რა განსხვავებაა ფორმა 2 და ფორმა 3 -ს შორის ? შეგიძლიათ ვინმე ამიხსნას მოკლედ მაინც? ფორმა 2 ეს არის წინასწარ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა თუ უკვე ფაქტიური ? თუ ფაქტიურია, მაშინ ფორმა 3 რაღა ჯანდაბაა ? ძალიან გთხოვთ გამარკვიეთ ვინც იცით... მადლობა

Posted by: minii 27 Jul 2016, 12:29
მაქვს ასეთი კითხვები:
1. რა შემთხვევაში ითვლება ინდივიდუალური მეწარმე იურიდიულ პირად?
2. ოქროს იმპორტზე რა გადასახადია და შეზღუდვებს თუ აწესებს სახელმწიფოო??

Posted by: takotatuli1989 27 Jul 2016, 16:10
minii
ინდ. მეწარმე იურიდიული პირი არაა არც ერთ შემთხვევაში

Posted by: tiko_tiko88 27 Jul 2016, 17:34
გამარჯობათ. რომ გამარკვიოთ მცირე მეწარმისგან შესყიდვების გამოქვითვა რამდენად შეიძლება ხარჯში. ექსპერტი კოტე გორბატკოვი ამბობს რომ არ შეგვიძლია, შემოსავლების სამსახურში გვპასუხობენ რომ შგვიძლია.. მადლობთ

Posted by: anuuuki 27 Jul 2016, 17:56
QUOTE (tiko_tiko88 @ 27 Jul 2016, 17:34 )
გამარჯობათ. რომ გამარკვიოთ მცირე მეწარმისგან შესყიდვების გამოქვითვა რამდენად შეიძლება ხარჯში. ექსპერტი კოტე გორბატკოვი ამბობს რომ არ შეგვიძლია, შემოსავლების სამსახურში გვპასუხობენ რომ შგვიძლია.. მადლობთ

მიკროს გამოქვითვა არ შეიძლება და მცირე ჩვეულებრივად იქვითება, ბატონი კოტე რას ამბობს არ ვიცი მაგრამ კანონით ეგრეა : ))

Posted by: XlargeXsmall 27 Jul 2016, 19:22
მშენებლობაში რა განსხვავებაა ფორმა 2 და ფორმა 3 -ს შორის ? შეგიძლიათ ვინმე ამიხსნას მოკლედ მაინც? ფორმა 2 ეს არის წინასწარ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა თუ უკვე ფაქტიური ? თუ ფაქტიურია, მაშინ ფორმა 3 რაღა ჯანდაბაა ? ძალიან გთხოვთ გამარკვიეთ ვინც იცით... მადლობა

Posted by: elene_e 28 Jul 2016, 01:20
გამარჯობა,

ჩემი ბიზნესისთვის მაქვს გაკეთებული ფინანსური ანგარიშგების პროგნოზები და მჭირდება გადამოწმება, იქნებ ვინმე ღვთისნიერი ფინანსისტი დამეხმაროთ? :/

Posted by: lashalash 28 Jul 2016, 02:59
გამარჯობათ, ფბ გვერდის გაკეთება და ტურისტები საზღვარგარეთიდან შემოყვანა მინდა, გამოცდილებაც მაქვს ამ სფეროში, ინდ მეწარმედ უნდა დავრეგისტრირდე? თუ შპს? მჭირდება თუ არა ბუღალტერი და საერთოდ შეიძლება თუ არა საერთოდ არ დავფიქსირდე საშემოსავლოში? ისევე როგორც მაგალითდ ბინის გაქირავებისას ხდება ხოლმე..

Posted by: anuuuki 28 Jul 2016, 09:44
QUOTE (lashalash @ 28 Jul 2016, 02:59 )
გამარჯობათ, ფბ გვერდის გაკეთება და ტურისტები საზღვარგარეთიდან შემოყვანა მინდა, გამოცდილებაც მაქვს ამ სფეროში, ინდ მეწარმედ უნდა დავრეგისტრირდე? თუ შპს? მჭირდება თუ არა ბუღალტერი და საერთოდ შეიძლება თუ არა საერთოდ არ დავფიქსირდე საშემოსავლოში? ისევე როგორც მაგალითდ ბინის გაქირავებისას ხდება ხოლმე..

პმ მომწერე თუ გინდა დაგაკვალიანებ

Posted by: Red Hot Chili Peppers 28 Jul 2016, 12:31
QUOTE (tiko_tiko88 @ 27 Jul 2016, 17:34 )
გამარჯობათ. რომ გამარკვიოთ მცირე მეწარმისგან შესყიდვების გამოქვითვა რამდენად შეიძლება ხარჯში. ექსპერტი კოტე გორბატკოვი ამბობს რომ არ შეგვიძლია, შემოსავლების სამსახურში გვპასუხობენ რომ შგვიძლია.. მადლობთ

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეს შეუძლია ისარგებლოს 5%დაბეგვრის რეჟიმით ასევე შეუძლია 3%დაბეგვრის რეჟიმით თუ გააჩნია ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ერთობლივი შემოსავლის 60 პროცენტის ოდენობის ხარჯების (გარდა დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯისა)
დამადასტურებელი დოკუმენტები.

Posted by: takotatuli1989 28 Jul 2016, 12:36
Red Hot Chili Peppers
სხვა შეკითხვა დასვა.. ანუ მცირე მეწარმისგან რომ ვიყიდი რაიმეს გამოვქვითავ თუ არაო... აუცილებლად გამოქვითავს, შეზღუდვა მხოლოდ მიკრო მეწარმეებზეა.

რა ყველა ექსპერტია ამ ქვეყანაში ღმერთო ჩემო facepalm.gif vis.gif

Posted by: gagamaru 28 Jul 2016, 13:55
3 წელია შპს მ მუშაობა შეწყვიტა. ერთი სალარო აპარატი დარჩა რეგისტრირებული და მოვახსნევინო მინდა.რამე ჯარიმები ხო არ იქნება დარიცხული თუ იცით ამ აპარატის მომსახურების?

Posted by: Assassin_ 28 Jul 2016, 15:16
elene_e

მიდი აბა გამოუშვი იქნებ შევძლო დახმარება

Posted by: levvani 28 Jul 2016, 15:50
gagamaru
QUOTE
3 წელია შპს მ მუშაობა შეწყვიტა. ერთი სალარო აპარატი დარჩა რეგისტრირებული და მოვახსნევინო მინდა.რამე ჯარიმები ხო არ იქნება დარიცხული თუ იცით ამ აპარატის მომსახურების?

შეიძLება იყოს მაგრამ ბევრიო არაფერი. ხელშეკრულების გაუქმების თარიღის შემდეგ მომსახურების საფასურის დარიცხვაც წყდება შესაბამისად რა დრომდეც გემსახურებოდა მხოლოდ ის გექნება გადასახდელი და მოხსნის საფასური თუ არ ვცდები 40 ან 50 ლარი.

Posted by: anuuuki 28 Jul 2016, 16:56
თუ იცით ვინმემ კომპანიებს ვაკანსი აქვთ ხოლმე საგადასახადო კონსულტანტი ან რამე მსგავსი? ან რა სახელი ქვია მაგ კადრს ? : ))))))))

Posted by: tsiqara 28 Jul 2016, 20:35
ვარ ინდ.მეწარმე, მაქვს მინი-მარკეტი, საცალო ვაჭრობა, წლიური ბრუნვა არ აღემატება 30,000 ლარს , მაინტერესებს შედის თუ არა ჩემი საქმიანობა მცირე ბიზნესში?

Posted by: YNWA 28 Jul 2016, 23:17
გამარჯობა,

იურიდიულმა პირმა(შპს) არადაკავშირებულ ფიზიკურ პირს შეიძლება მიასესხოს თანხა ნებისმიერ პროცენტში?

თუნდაც 1% წლიურში ან პირიქით 100% წლიურში? არის რომელიმე ორგანოს მიერ დადგენილი რამე მინიმალური ან მაქსიმალური საპროცენტო ზღვარი?

მადლობა.

Posted by: anuuuki 29 Jul 2016, 09:32
QUOTE (tsiqara @ 28 Jul 2016, 20:35 )
ვარ ინდ.მეწარმე, მაქვს მინი-მარკეტი, საცალო ვაჭრობა, წლიური ბრუნვა არ აღემატება 30,000 ლარს , მაინტერესებს შედის თუ არა ჩემი საქმიანობა მცირე ბიზნესში?

30000 მცირე ბიზნესთან არაფერ შუაში არაა, მცირე ბიზნესის ბრუნვა 100 000ს არ უნდა აღემატებოდეს. შენ თუ გინდა აიღე მცირე ბიზნესის სტატუსი თუ გინდა ნუ აიღებ, არავინ გავალდებულებს

Posted by: advanced_clubber 29 Jul 2016, 14:36
გამარჯობა
იყიდება ორის ბუღალტერია (მრავალვალუტიანი) 5 მომხმარებლიანი , ფასი 1000 USD , საჭიროებს უბრალოდ განახლებას...

დარეკეთ ნომერზე 551 81 85 05

Posted by: lashalash 29 Jul 2016, 17:58
anuuuki
მოგწერეთsmile.gif
........................................

Posted by: anuuuki 29 Jul 2016, 18:01
QUOTE (lashalash @ 29 Jul 2016, 17:58 )
anuuuki
მოგწერეთsmile.gif
........................................

არ არი არაფერი : ((( არ მომსვლიაა .............................

Posted by: Red Hot Chili Peppers 29 Jul 2016, 18:59
takotatuli1989
და შენ თვლი თავს ექსპერტად?

Posted by: ninichkako 30 Jul 2016, 18:18
იჯარით მაქვს აღებული ფართი ორგანიზაციისგან რომელიც არ არის დღგ-ს გადამხდელი. ამ შემთხვევაში ანგარიშფაქტურას ვერ გამომიწერს და როგორ მოვიქცე? თვის ბოლოს მიღება-ჩაბარების აქტი რომ გავაფორმო მისაღებია?

Posted by: Red Hot Chili Peppers 31 Jul 2016, 11:10
ninichkako
ხელშეკრულებას გააფორმებ, გადახდისას კი ან გადაურიცხავ ან შემოსავლის ორდერს და ჩეკს მოცემს თუ საწარმოა

Posted by: ლაშა2012 31 Jul 2016, 12:27
ბუღალტერებო ერთი კითხვა მაქ,,,საქმიანობას ვაწარმოებ 6კვ პატარა ბუტკასავითაა და ნავაჭრი დღიური 80 ლ,,არ არის და სალარო აპარატი მაქ,და მომეთხოვება? არადა 7 თვეში 15.000 მაქ ბრუნვა,,,

Posted by: anuuuki 31 Jul 2016, 14:08
QUOTE (ლაშა2012 @ 31 Jul 2016, 12:27 )
ბუღალტერებო ერთი კითხვა მაქ,,,საქმიანობას ვაწარმოებ 6კვ პატარა ბუტკასავითაა და ნავაჭრი დღიური 80 ლ,,არ არის და სალარო აპარატი მაქ,და მომეთხოვება? არადა 7 თვეში 15.000 მაქ ბრუნვა,,,

20 ლარიც რომ იყოს ნავაჭრი წელიწადში, სალარო აპარატი მაინც მოგეთხოვება თუ ვაჭრობაა
* * *
ვაპირებ ბუღალტრული ფირმის გაკეთებას და რამოდენიმე კარგი ბუღალტერი მჭირდება, ვინმე ხომ არ იცით რომ უნდოდეს მუშაობა?

Posted by: themiddle 31 Jul 2016, 16:37
გამარჯობა ყველას

ვარ დამწყები ბუღალტერი და ინქებ დამეხმაროთ დაცინვის გარეშე ))

მოკლედ ძირითადი საშუალება რომლის ჯგუფის ჯამი 1000 ლარზე ნაკლებია ის სრულიად გამოიქვითება თუ თვითონ მაგალითად მაცივრის ფასი 999 რო იყოს შემიძლია გამოვქვითო?

და ექსპლუატაციაში შესვლის წელს რომ სრულიად გამოვიქვითავთ ამ ძირითად საშუალებას შემდეგ წელს რა უნდა ვუქნათ როცა ისევ ხმარებაშია?

მადლობა

Posted by: Despo 31 Jul 2016, 16:42
anuuuki
რო გითხრა რომ მაგარი ვარ თქო მოგატყუებ შეიძლება ითქვამს დამწყები ვარ მაგრამ ვუკეთებ საბუთებს ინდმეწარმეს და ორ შპს-ს და არანაირი ჯარიმა არ ამიკიდია შემოწმების დორს. ვიყავი სტაჟიორი სხვადასხვა საბუღალტრო კომპანიებში "ანაგელში" Financial Outsource-ში. ვიცი ORIS, Superfin, Word, Excel

შეგიძლია ამიყვანო დამხმარედ პატარ პატარა კომპანიებს გავრთმევ თავს მშვენივრად და დიდ ორგანიზაციებზეც შემიძლია დახამრება.

Posted by: tsiqara 31 Jul 2016, 17:41
QUOTE (anuuuki @ 29 Jul 2016, 09:32 )
QUOTE (tsiqara @ 28 Jul 2016, 20:35 )
ვარ ინდ.მეწარმე, მაქვს მინი-მარკეტი, საცალო ვაჭრობა, წლიური ბრუნვა არ აღემატება 30,000 ლარს , მაინტერესებს შედის თუ არა ჩემი საქმიანობა მცირე ბიზნესში?

30000 მცირე ბიზნესთან არაფერ შუაში არაა, მცირე ბიზნესის ბრუნვა 100 000ს არ უნდა აღემატებოდეს. შენ თუ გინდა აიღე მცირე ბიზნესის სტატუსი თუ გინდა ნუ აიღებ, არავინ გავალდებულებს

ბიზნესის რამდენიმე ფორმა ეკრძალება მცირე ბიზნესს და როგორც ვნახე ვაჭრობა შეიძლება. ანუ რო დავრეგისტრირდე მცირე ბიზნესად საშემოსავლო შემიმცირდება? როგორც ვიცი 5% ში ბეგრავენ მცირე ბიზნესს . ახლა ვიხდი 20%

Posted by: anuuuki 31 Jul 2016, 17:45
QUOTE (tsiqara @ 31 Jul 2016, 17:41 )
QUOTE (anuuuki @ 29 Jul 2016, 09:32 )
QUOTE (tsiqara @ 28 Jul 2016, 20:35 )
ვარ ინდ.მეწარმე, მაქვს მინი-მარკეტი, საცალო ვაჭრობა, წლიური ბრუნვა არ აღემატება 30,000 ლარს , მაინტერესებს შედის თუ არა ჩემი საქმიანობა მცირე ბიზნესში?

30000 მცირე ბიზნესთან არაფერ შუაში არაა, მცირე ბიზნესის ბრუნვა 100 000ს არ უნდა აღემატებოდეს. შენ თუ გინდა აიღე მცირე ბიზნესის სტატუსი თუ გინდა ნუ აიღებ, არავინ გავალდებულებს

ბიზნესის რამდენიმე ფორმა ეკრძალება მცირე ბიზნესს და როგორც ვნახე ვაჭრობა შეიძლება. ანუ რო დავრეგისტრირდე მცირე ბიზნესად საშემოსავლო შემიმცირდება? როგორც ვიცი 5% ში ბეგრავენ მცირე ბიზნესს . ახლა ვიხდი 20%

როცა მცირე ბიზნესის სტატუსი გაქვს ბრუნვის 5 %ს იხდი, ბუღალტერიას არ აწარმოებ და თუ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტიც გექნა 60% ან მეტი მაშინ 3 %ით იბეგრები. ანუ გადასახადი თითქმის იგივე გამოდის რაც ჩვეულებრივი მეწარმის დროს 20 %ია და ეს 5%, იმიტო რომ ის ხარჯში ბევრ რაღაცას ატარებს და მოგებაზე იბეგრება მარტო
მგონი კარგად აგიხსენი biggrin.gif:D:D თუ ვერ გაიგე მომწერე

Posted by: ლაშა2012 31 Jul 2016, 21:13
anuuuki
აზრზე თუ ხარ კანონების ისე მიპასუხე...რას ქვია 20ლ თუ ვაჭრობ საკასო მომეთხოვება? წესით როდესაც წლიური 30.000 ნაკლები კაქ საკასო არ მოგეთხოვება და სანამ შენ აზრს დაახეთქებდი საკასო გავაუქმე უკვე რადგან მითხრეს უკვე რომ არ მეკისრება სალარო აპარატი

Posted by: anuuuki 31 Jul 2016, 21:40
QUOTE (ლაშა2012 @ 31 Jul 2016, 21:13 )
anuuuki
აზრზე თუ ხარ კანონების ისე მიპასუხე...რას ქვია 20ლ თუ ვაჭრობ საკასო მომეთხოვება? წესით როდესაც წლიური 30.000 ნაკლები კაქ საკასო არ მოგეთხოვება და სანამ შენ აზრს დაახეთქებდი საკასო გავაუქმე უკვე რადგან მითხრეს უკვე რომ არ მეკისრება სალარო აპარატი

ვაჭრობა როცაა მიკროს არავინ იძლევა და ძალიან გთხოვ ცოდნაზე ნუ მელაპარაკები რა , იკითხე და გიპასუხე და რაც გინდა ის გიქნია wink.gif მე არ ვიცი ალბათ კანონი და შენ იცი : ))))) იძახი "ნავაჭრიო" და ე.ი ჯიხურში ვაჭრობ, კოდექსში თუ ჩაიხედები ნახავ რომ ვაჭრობასთან მიკრო ბიზნესი (თუ შენი ხელით შექმნილ რამეს არ ყიდი) არაფერ შუაშია და არც 30000იანი ზღვარია კავშირში wink.gif

Posted by: Despo 31 Jul 2016, 21:42
ლაშა2012
Mag shemtxvevashi tu salaro aparati ar mogetxoveba saidan gaigeben navchri 30.000 gaqvs tu 35.000?

Posted by: anuuuki 31 Jul 2016, 21:46
QUOTE (ლაშა2012 @ 31 Jul 2016, 21:13 )
anuuuki
აზრზე თუ ხარ კანონების ისე მიპასუხე...რას ქვია 20ლ თუ ვაჭრობ საკასო მომეთხოვება? წესით როდესაც წლიური 30.000 ნაკლები კაქ საკასო არ მოგეთხოვება და სანამ შენ აზრს დაახეთქებდი საკასო გავაუქმე უკვე რადგან მითხრეს უკვე რომ არ მეკისრება სალარო აპარატი

შეგიძლია მთავრობის 415 დადგენილება მოიძიო სადმე და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმებს თვალი გადაავლო თუ ჩემი კანონების ცოდნაში ეჭვი გეპარება wink.gif : ))))))

აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური
პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება
1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას.
2. საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავლებმა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა
გადააჭარბოს 30 000 ლარს.
3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება.
4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის,
საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა.
5. სათამაშო ბიზნესი.
6. ვაჭრობა.
შენიშვნა: აღნიშნული დანართის მე-6 პუნქტი არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც ხორციელდება შესყიდული
საქონლის გადამუშავება და მიწოდება.

Posted by: Dr-Rock 31 Jul 2016, 23:36
სალამი!
თუ იცით, ბიტკოინთან დაკავშირებით არსებობს რაიმე რეგულაციის ფორმა საქართველოში?

მე რომ რაიმე სერვისი ან პროდუქტი გავყიდო ონლაინ "ბიტკოინზე", ან არარსებულ - ვირტუალურ ვალუტაზე, ვალდებული ვარ გადავიხადო დღგ?

user posted image

Posted by: Lady_Bird 1 Aug 2016, 10:14
სოფლის მეურნეობის ბუღალტერიასთან არავის გაქვთ შეხება? რაღაც საკითხები მაინტერესებს. ბიოლოგიური აქტივების ფორმირებასთან და პროდუქციის მოყვანასთან დაკავშირებით

Posted by: ninichkako 1 Aug 2016, 11:22
QUOTE (Red Hot Chili Peppers @ 31 Jul 2016, 11:10 )
ninichkako
ხელშეკრულებას გააფორმებ, გადახდისას კი ან გადაურიცხავ ან შემოსავლის ორდერს და ჩეკს მოცემს თუ საწარმოა

შემოსავლის ორდერს კი მაძლევს მაგრამ რატომღაც მაინც არასაკმარისად მიმაჩნია smile.gif მადლობა დახმარებისთვის smile.gif

Posted by: Gio_m 1 Aug 2016, 13:13
გამარჯობათ
ინდ მეწარმე ახორციელებს ისეთი ნივთების რეალიზაციას, რომლებიც ინდ მეწარმეობამდე აქვს შეძენილი ან პირადად ფლობდა როგორც ფიზიკური პირი, რეალიზაციისას იბეგრება 20%-ით, რაიმე რისკი ხომ არაა ამ ნივთების წარმოშობასთან დაკავშირებით, როგორც ფიზიკურმა პირმა ხომ არ უნდა გადასცეს თავის თავს, ოღონდ ინდ მეწარმეს ან კიდევ სხვა რა უნდა გაკეთდეს?

Posted by: minii 1 Aug 2016, 15:05
ოქროს ექსპორტზე მაქვს რაღაც კითხვა თუ შეგიძლათ ვინმეს დახმარებაა???

Posted by: bacaco 1 Aug 2016, 18:10
Mokled tqveni daxmareba mchirdeba turistul kompanias varegistrireb shps ze da tanamshromlebs bankshi unda davuricxo formalurad xelpasebi,maniteresebs yivel tve ramdeni procentia gadasaxadi.shriftistvis bodishs gixdit teleponit var. Gtxovt mipasuxot da tu yoveltve ar gadavixade xdlpasebis sashemosavlo ra xdeba mag shemtvxvashi?

Posted by: bususuxuna 1 Aug 2016, 18:18
bacaco
20 % იხდი საშემოსავლოს ,ყოველ ჩარიცხულ ხელფასზე, განაცემთა ინფორმაციაა არ შევსებაზე ჯარიმა 100 ლარი, + ყვოველ ვადაგადაცილებულ სრულ და არასრულ თვეზე გადასახდელი თანხის 5 პროცენტი, არაუმეტეს 30%, არანაკლებ 50 ლარი

Posted by: bacaco 1 Aug 2016, 18:32
Prosta ra ambavia adamians yvelapris keebis survils gikagaven da es sashemosavlo rogor unda gadavixado? Anu bankshi rom mival avtomafurad chairicxeba? Tu bugalterma unda moagvaros?

Posted by: anuuuki 1 Aug 2016, 19:56
QUOTE (bacaco @ 1 Aug 2016, 18:32 )
Prosta ra ambavia adamians yvelapris keebis survils gikagaven da es sashemosavlo rogor unda gadavixado? Anu bankshi rom mival avtomafurad chairicxeba? Tu bugalterma unda moagvaros?

სახაზინო კოდია 101001000 და აქ უნდა ჩარიცხო ნებისმიერი ბანკიდან

Posted by: bacaco 1 Aug 2016, 20:05
Vtqvet tu gavcen tveshi 1600 lars xelpass yvela tanamshronelze 320 lars vuxdo sashemosavlo? Ra ambavia

Posted by: levvani 2 Aug 2016, 10:21
bacaco
QUOTE
Vtqvet tu gavcen tveshi 1600 lars xelpass yvela tanamshronelze 320 lars vuxdo sashemosavlo? Ra ambavia

თუ ხელზე გასცემ 1600-ს მაშინ 400 ლარი გექნება გადასახდელი ბიუჯეტში თუ დარიცხულია 1600 მაშინ 320

Posted by: Black-White777 2 Aug 2016, 14:17
კიდევ ერთხელ დავსვამ ამ კითხვას. იმიტომ, რომ ყველამ სხვადასხვა პასუხი გამცა.

შ.პ.ს როდესაც უცხოეთიდან ყიდულობს სერვისსს ანუ გარკვეულ მომსახურეობას. იმ ქვეყნიდან, რომელიც იძლევა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებას - დამატებით რამის გადახდა უწევს სახელმწიფოსთვის? იბეგრება?

ახსნა/განმარტებაც დაურთეთ თუ შეიძლება.

Posted by: grou 2 Aug 2016, 15:05
მეგობრებო, გამოცდილო ბუღალტრებო თქვენი დახმარება მინდა:
მეგობარი ამარაგებს კარფურს სათამაშოებით, რაღაც ერთ სათამაშოს გამოცვლა უნდა იგივეთი (დასვრილია თუ რაღაც), ხოდა თხოვენ რაღაც ერთი-ერთში გაცვლის ზედნადების გაკეთებას. მე ასეთ ზედნადებს არ ვიცნობ და იქნებ დამეხმაროთ რომ ვურჩიო წესიერად, რა ზედნადები უნდა შედგეს როდესაც რამე პროდუქტს ცვლი ზუსტად ანალოგიური მეორეთი. მიწოდების ზედნადები უნდა თუ დისტრიბუციის, თუ შიდა გადაზიდვის? თუ უკან დაბრუნების ზედნადები უნდა დაწეროს და მერე ჩვეულებრივად ახალი მიწოდების (ანუ 2 წედნადები უნდა დაიწეროს)?
ხო, არვიცი მნიშვნელობა აქვს თუ არა, მაგრამ შპს-ა დღგ-ს გადამხდელი.

Posted by: Lady_Bird 3 Aug 2016, 08:22
grou
წესით ის ერთი ცალი უკან უნდა დაიბრუნოს და ახალი ზედნადებით ახალი მიაწოდოს. თუ ერთ ცალზეა საუბარი უბრალოდ ვერ შეაცვლევინებენ? დაელაპარაკოს კატეგორიის მენეჯერს.

Posted by: grou 3 Aug 2016, 13:09
Lady_Bird
QUOTE
წესით ის ერთი ცალი უკან უნდა დაიბრუნოს და ახალი ზედნადებით ახალი მიაწოდოს. თუ ერთ ცალზეა საუბარი უბრალოდ ვერ შეაცვლევინებენ? დაელაპარაკოს კატეგორიის მენეჯერს.

მადლობა ლედი ბერდ, მეც ეგრე ვფიქრობდი ჩემი მოკლე ჭკუით. smile.gif
ანუ ეს რაღაც "ერთი-ერთში შეცვლის", თუ "ჩანაცვლების" ზედნადები არ არსებობს ხომ? და რომ ეუბნებოდნენ ასეთი უნდაო სისულელეა ალბათ ხომ?
ელაპარაკა, მაგრამ სირები არიანო ამ კარფურში და ვინ რას წყვეტს და ვისი ვისაშია ვერ გავიგეო, მაგიტომაც მომმართა (თვითონ ფინანსურ თემებს ვერ ფლობს და იცის რომ მე ვერკვევი, ეგონა ბუღალტერიაც თუ მექნებოდა ამ დონეზე ნაკეთები...).

Posted by: Despo 3 Aug 2016, 13:25
გამრჯობა

ვინმეს თუ გაქვთ სტაჟიორთან დასადები ხელშეკრულება ინქებ გამომიგზავნოთ tornike.despotashvili@gmail.com

მადლობა

Posted by: MoneyBall 3 Aug 2016, 14:07
მეგობრებო მიშველეთ რააა...

3 დღეა ვარკვევ და ვერავინ ზუსტ პასუხს ვერ მცემს ამასთან დაკავშირებით.

1)მოკლედ ასეთი სიტუაცია მაქვს, ჩემი ერთ-ერთი თანამშრომელი გავიდა შვებულებაში, მისი ხელფასია (ვთქვათ) 600 ლარი, ეს თანამშრომელი შვებულებაში ყოფნის პერიოდში შეცვალა მეორე თანამშრომელმა რომლის ხელფასიცაა 300 ლარი. ამ კონკრეტული დროის პერიოდში როგორ განისაზღვრება შემცვლელის ანაზღაურება. რა ოდენობის ხელფასი უნდა ჩაერიცხოს? თავის კუთვნილს + იმ პირის ვინც შეცვალა??? (დღეებზე გადაანგარიშებით რა თქმა უნდა)

2) და იმ შემთხვევაში რა ხდება როცა პირიქითაა სიტუაცია. ანუ შემცვლელს შვებულებაში გასულზე მაღალი ხელფასი აქვს. სადღაც გავიგე რომ ამ შემთხვევაში შემცვლელს დამატებით არ აუნაზღაურდება შვებულებაში გასულის მოვალეობის შესრულებისათვის არაფერი.

იქნებ რამე დადგენილება ან კანონი არსებობს ამასთან დაკავშირებით, დავიტანჯე, მე ვერაფერს მივაგენი. თუ რამე იცით ჩამიგდეთ ან სიტყვიერად ამიხსენით.

მოკლედ, ძალიან დამეხმარებით £$%$£&^£$^ უფროსობისგან დაჩაგრულ დამწყებს wink.gif

Posted by: ZZZ777 3 Aug 2016, 14:36
Black-White777
უკუდაბეგვრის დღგ-თი იბეგრება. არარეზიდენტის საშემოსავლოს რაც შეეხება 1 აპრილამდე უნდა შეავსო ორმაგი დაბეგვრის დეკლარაცია (ფორმა1), წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევს საშემოსავლოს გადახდა.
MoneyBall
მე როგორც მივხვდი კერძო სექტორია ხო? მსგავსი ტიპის ურთიერთობებს არეგულირებს შრომითი კოდექსი. სადაც წერია რომ ანაზღაურების პირობები უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით და შიდაგანაწესის შესაბამისად. ასე რომ ეს დირექტორის გადასაწყვეტია რამდენი იქნება ანაზღაურება? თუ შრომითი ხელშეკრულებით და შიდაგანაწესით არ არის განსაზღვრული.

Posted by: MoneyBall 3 Aug 2016, 14:52
QUOTE (ZZZ777 @ 3 Aug 2016, 14:36 )

მე როგორც მივხვდი კერძო სექტორია ხო?

არა, სახელმწიფო შპს.

სამწუხაროდ შიდაგანაწესით არაა დაზუსტებული ანაზღაურების საკითხები. კოლეგები ზუსტ პასუხს ვერ მცემენ. უშუალო ხელძღვანელი კი 3 დღეა არ პასუხობს ჩემს ზარებს.

მოკლედ რაააა....

მადლობა პასუხისთვის <3

Posted by: Black-White777 3 Aug 2016, 15:04
QUOTE (ZZZ777 @ 3 Aug 2016, 14:36 )
Black-White777
უკუდაბეგვრის დღგ-თი იბეგრება. არარეზიდენტის საშემოსავლოს რაც შეეხება 1 აპრილამდე უნდა შეავსო ორმაგი დაბეგვრის დეკლარაცია (ფორმა1), წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევს საშემოსავლოს გადახდა.
MoneyBall
მე როგორც მივხვდი კერძო სექტორია ხო? მსგავსი ტიპის ურთიერთობებს არეგულირებს შრომითი კოდექსი. სადაც წერია რომ ანაზღაურების პირობები უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით და შიდაგანაწესის შესაბამისად. ასე რომ ეს დირექტორის გადასაწყვეტია რამდენი იქნება ანაზღაურება? თუ შრომითი ხელშეკრულებით და შიდაგანაწესით არ არის განსაზღვრული.

და ძალიან ბევრი კომპანია რომ ვიცი, რომელიც ამ გადასახადს არ იხდის...

მაგათ არ ამოწმებენ?

Posted by: ნანა82 3 Aug 2016, 15:10
გამარჯობა

თუ შეგიძლიათ რომ მიპასუხოთ შპს რომელიც ერთი თვის დაარსებულია დეკლარაციის გადაგზავნა ეკუთვნის?ანუ ნულოვანი დეკლარაცია უნდა გადაიგზავნოს?დეკლარაციაში ყველაგან ნულებს ვწერთ თუ უბრალოდ ცარიელს ვაგზავნით?

მადლობა დახმარებისთვის

Posted by: ZZZ777 3 Aug 2016, 15:57
Black-White777
შემოწმების შემთხვევაში დააჯარიმებენ, სავარაუდოდ არ შეუმოწმებიათ, სსკ-ს მიხედვით მასეა.
ნანა82
მე გირჩევ ნულოვანი გააგზავნო, თუმცა არ გაგზავნის შემთხვევაში არანაირი ჯარიმა არ გეკისრება.
ცარიელში რას გულისხმობ ვერ მივხვდი? ნულები წერია ყველა გრაფაში და პირდაპირ გაუშვებ.

Posted by: ნანა82 3 Aug 2016, 17:28
მადლობა პასუხისთვის. ბრუნვა არანაირი არ აქვს ამ შპს და ამ შემთხვევაში უბრალოდ ნულოვანს გადავაგზავნი.

Posted by: Black-White777 3 Aug 2016, 20:09
QUOTE (ZZZ777 @ 3 Aug 2016, 15:57 )
Black-White777
შემოწმების შემთხვევაში დააჯარიმებენ, სავარაუდოდ არ შეუმოწმებიათ, სსკ-ს მიხედვით მასეა.
ნანა82
მე გირჩევ ნულოვანი გააგზავნო, თუმცა არ გაგზავნის შემთხვევაში არანაირი ჯარიმა არ გეკისრება.
ცარიელში რას გულისხმობ ვერ მივხვდი? ნულები წერია ყველა გრაფაში და პირდაპირ გაუშვებ.

ისე - მაგაზე ჩივილი რამე ფორმით შეგვიძლია?!

Posted by: ESHELON 3 Aug 2016, 21:34
გამარჯობა
თუ გაქვთ ინგორმაცია იქნებ დამეხმაროთsmile.gif
ტანსაცმლის შემოტანის დროს იბეგრება თუ არა ტანსაცმელი იმპორტის გადასახადით? და მნიშვნელობა აქვს თუ არა ეს ტანსაცმელი ბრენდია თუ არაბრენდიsmile.gif
და კიდე განბაჟების დროს ცალობით ხდება განბაჟება თუ კილოობით?
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: levvani 4 Aug 2016, 10:25
ESHELON
QUOTE
ტანსაცმლის შემოტანის დროს იბეგრება თუ არა ტანსაცმელი იმპორტის გადასახადით?

ზოგადად გადასახადებს თუ გულისხმობ იბეგრება 300 ლარზე ზევით რირებულების ყველა პროდუქტი. თუ რა თქმა უნდა ვერ ამტკიცებ რომ შენთვის გინდა.
QUOTE
მნიშვნელობა აქვს თუ არა ეს ტანსაცმელი ბრენდია თუ არაბრენდი

არ აქვს მნიშვნელობა
QUOTE
და კიდე განბაჟების დროს ცალობით ხდება განბაჟება თუ კილოობით?

გააჩნია ყიდვის დროს როგორ იყიდე.

Posted by: minii 4 Aug 2016, 12:41
ESHELON

იბეგრება ყველა ვარიანტში. საბაჟოზე უნდა გქონდეს ყველაფერი გარკვევით აღწერილი რომ პრობლემა არ შეგექმნას, შენ რო იყიდე ეგ ტანსაცმელი საბუთში როგორ გიწერია ჩამოთვლილია ცალობით თუ წონითაა აღწერილი? გაბაჟება დამოკიდებულია ტვირთის ღირებულებაზე შენ შემთხვევაში წონით გაგიბაჟებენ თუ ცალობით არააქვს მნიშვნელობა. უმჯობესია საბუთში ცალობით გქონდეს ჩამოწერილი ყველაფერი, თუ წონით იყიდე და ისე შემოგაქვს იყვეს წონით არაა პრობლემა.

Posted by: Lady_Bird 5 Aug 2016, 10:45
grou
ჩანაცვლება არ არსებობს . თუ წარმოვიდგენთ რომ 50 ცალი უნდა შეცვალოს ჯერ ეს 50 უნდა დაიბრუნოს უკან რადგან კარფურმა დაიწუნა და სანაცვლოდ 50 ზე თავიდან უნდა დაწეროს ახალი ზედნადები მიწოდებაზე. როცა დაიბრუნებს იმ დროს გამოწერს უკან დაბრუნებას და როცა მიაწვდის მაშინ დაუწერს ახალ ზედნადებს მიწოდებაზე.
* * *
მეორად ავტომობილს ყიდულობს ორგანიზაცია ფიზიკური პირისგან . რამდენად აუცილებელია ხელშეკრულებაში დეტალურად ეწეროს ავტომობილის შესახებ ინფორმაცია მარკის და მოდელის გარდა. მაგალითაც ძრავის ნომერი ,შასი, ძარა ფერი და ასე შემდეგ. მე მხოლოდ ფირმის, მოდელის და გამოშვების წლის ჩაწერას ვაპირებდი მაგრამ შაბლონი ვნახე ხელშეკრულების და ეს ყველაფერია ჩამოთვლილი ამ ხელშეკრულების ნიმუშში. რამდენად სავალდებულოა?

და კიდევ მეორე მომენტი როცა ეს ავტომობილი თავის მხრივ ამორტიზირებულია მაგალითად 10 წლის არის მაგრამ რეალურად მაინც ხდება მისი გამოყენება შესყიდვის მერე ცვეთასთან მიმართებაში რა ხდება.

Posted by: usobuso 5 Aug 2016, 12:06
გამარჯობა!
ბასს სტანდარტები ხომ არ გაქვთ ელექტრონული ვერსიები. წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: ZZZ777 5 Aug 2016, 14:44
QUOTE (Lady_Bird @ 5 Aug 2016, 10:45 )
grou
ჩანაცვლება არ არსებობს . თუ წარმოვიდგენთ რომ 50 ცალი უნდა შეცვალოს ჯერ ეს 50 უნდა დაიბრუნოს უკან რადგან კარფურმა დაიწუნა და სანაცვლოდ 50 ზე თავიდან უნდა დაწეროს ახალი ზედნადები მიწოდებაზე. როცა დაიბრუნებს იმ დროს გამოწერს უკან დაბრუნებას და როცა მიაწვდის მაშინ დაუწერს ახალ ზედნადებს მიწოდებაზე.
* * *
მეორად ავტომობილს ყიდულობს ორგანიზაცია ფიზიკური პირისგან . რამდენად აუცილებელია ხელშეკრულებაში დეტალურად ეწეროს ავტომობილის შესახებ ინფორმაცია მარკის და მოდელის გარდა. მაგალითაც ძრავის ნომერი ,შასი, ძარა ფერი და ასე შემდეგ. მე მხოლოდ ფირმის, მოდელის და გამოშვების წლის ჩაწერას ვაპირებდი მაგრამ შაბლონი ვნახე ხელშეკრულების და ეს ყველაფერია ჩამოთვლილი ამ ხელშეკრულების ნიმუშში. რამდენად სავალდებულოა?

და კიდევ მეორე მომენტი როცა ეს ავტომობილი თავის მხრივ ამორტიზირებულია მაგალითად 10 წლის არის მაგრამ რეალურად მაინც ხდება მისი გამოყენება შესყიდვის მერე ცვეთასთან მიმართებაში რა ხდება.

ხელშეკურლებაში უნდა მიუთითო ისეთი მონაცემი რომლითაც იდენტიფიცირებას შეძლებ ნასყიდობის საგნის ფერსა და სალონის მდგომარეობას არავინ არ გთხოვს, ყველა მონაცემი ჩაწერა არ არის აუცილებელი.

ჩვულებრივად დაარიცხავ ცვეთას იმ ღირებულებას რა ღირებულებითაც აიყვანე ბალანსზე

Posted by: ESHELON 5 Aug 2016, 15:28
minii
levvani
მადლობა პასუხისთვის
კოდექში კი წერია რომ იმპორტის გადასახადით იბეგრება ტანსაცმელი ,მაგრამ რა კოდიც არის კოდექსში ნახსენები, როგორც გავიგე ეგ კოდი სპეც ტანსაცმლისაა (საბაჟო საკითხებზე დავრეკე შემოსავლებში). სხვა დანარჩენი ტანსაცმლის სახეობები არ იბეგრებაო))
პრაქტიკულად თუ გაქვთ თქვენ ასეთ საკითხთან შეხება ?

Posted by: HedPe 7 Aug 2016, 17:57
გამარჯობა მეგობრებო
თუ იცით არსებობს უფასო ბუღალტრული პროგრამა ?
დემო ვერსიას არ ვგულისხმობ.
სრულიად უფასო პროგრამა, რომელშიც შემეძლება ბუღალტერიის წარმოება შეზღუდვების გარეშე.

Posted by: minii 8 Aug 2016, 12:21
HedPe
არსებობს ორისის დემო ვერსია მაგრამ საქმისთვის ვერ გამოიყენებ.

ESHELON
მე პირადად შემომიტანია საზღვარგარეთიდან ტანსაცმელც და სხვადასხვა ნივთები და გადავიხადე 18%

Posted by: ESHELON 8 Aug 2016, 13:05
minii
ჰო ეგ დღგ, მე იმპორტის გადასახადი მაინტერესებდა

Posted by: nk44 10 Aug 2016, 00:47
ESHELON
იმპორტის გადასახადი ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე არ არის

ხომ ვერ მომწერთ საკომისიოს გატარება როგორ იქნება?? და ასევე დეკლარირების შედეგად დარიცხული და გადახდილი დღგ და საშემოსავლოს გატარება როგორ იქნება??

Posted by: nextbook 10 Aug 2016, 08:51

მე გეტყვით ყველაფერს ბუღალტერიის შესახებ

სამინისტროებში ეს შტატი 97% საერთოდ გასაუქმებელია
(ბანკებში მოგეხსენებათ, თუ გინდათ სულ ნუ ჰყოლიათ)

მაგარი ნისლშია გახვეული თანამედროვე საქართველო და თან მერე თვითნვე იჯერებენ რომ მუშაობენ

საწარმოებში კი სახელმწიფო შევიწროების და მიყურადების შედეგად, ხელოვნურადაა გამოწვეული ამის არსებობა აქაც 97%

Posted by: HedPe 10 Aug 2016, 18:22
minii
ორისის დემო ვერსია ვიცი რომ არსებობს.

დემო ვერსიას არ ვეძებ.

Posted by: niaaa82 11 Aug 2016, 21:46
გამარჯობა,
მოკლედ მეგობარმა მკითხა და არ მქონია მსგავსი რამ მე და ჩემთვისაც საინტერესოა, იქნებ დაგვეხმაროთ smile.gif

კომპანიის კუთვნილი სპეცტექნიკა უვარგისობისნგამო ჩამოიწერა საპატრულოში. ეს ტექნიკა ნაყიდი იყო 2012 წლის იანვარში და შესაბამისად ცვეთა დარიცხული აქვს ეს 4.5 წელი და ნარჩენი ღირებულება სადღაც 700 ლარია.
როგორ უნდა გაატაროს ეს ბუღალტრულად და საგადასახადო კუთხოთ თუ არის რამე გასაკეთებელი?
მადლობა წინასწარ

Posted by: usobuso 11 Aug 2016, 22:28
წესით საგადასახადოს უნდა შეატყობინოს ჩამოსაწერად და ნარჩენი ღირებულებით შეამციროს ჯგუფის ღირებულების ბალანსი (თუ შეძენის დროს არააქვს ხარჯში გაშვებული მთლიანასდ და საგადასახადო ცვეთა და ამორტიზაციას არიცხავს)ხოლო ფინანსურად გაუშვას ნარჩენი ღურებულება მთლიანად ცვეთის ანგარიშზე.

Posted by: Attolini 11 Aug 2016, 23:30
მეგობრებო მაქვს ასეთი კითხვა. ვარ ორი ქვეყნის მოქალაქე - რუსეთის და საქართველოს.

რუსეთში ხელშეკრულებით ერთ კომპანიას გავუწიე საკონსულტაციო მომსახურება. რუსულმა კომპანიამ საქართველოში გადმომირიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა და რუსეთის ბიუჯეტში ჩემი საშემოსავლო გადასახადი გადარიცხა. ანუ რუსეთში გადავიხადე საშემოსავლო გადასახადი.

ჩემი ანაზღაურება საქართველოში რო გადმომირიცხეს აქაც უნდა გადავიხადო საშემოსავლო გადასახადი?

Posted by: niaaa82 12 Aug 2016, 11:35
QUOTE (usobuso @ 11 Aug 2016, 22:28 )
წესით საგადასახადოს უნდა შეატყობინოს ჩამოსაწერად და ნარჩენი ღირებულებით შეამციროს ჯგუფის ღირებულების ბალანსი (თუ შეძენის დროს არააქვს ხარჯში გაშვებული მთლიანასდ და საგადასახადო ცვეთა და ამორტიზაციას არიცხავს)ხოლო ფინანსურად გაუშვას ნარჩენი ღურებულება მთლიანად ცვეთის ანგარიშზე.

და დაბეგვრა არაფრის არ უწევს ჰო?
არც დღგ იქნება გადასახდელი?

და რომ გაეყიდა ასე ნარჩენი ღირებულების გარეშე დღგ მაინც იქნებოდა გადასახდელი?

Posted by: Attolini 12 Aug 2016, 20:00
მეგობრებო მაქვს ასეთი კითხვა. ვარ ორი ქვეყნის მოქალაქე - რუსეთის და საქართველოს.

რუსეთში ხელშეკრულებით ერთ კომპანიას გავუწიე საკონსულტაციო მომსახურება. რუსულმა კომპანიამ საქართველოში გადმომირიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა და რუსეთის ბიუჯეტში ჩემი საშემოსავლო გადასახადი გადარიცხა. ანუ რუსეთში გადავიხადე საშემოსავლო გადასახადი.

ჩემი ანაზღაურება საქართველოში რო გადმომირიცხეს აქაც უნდა გადავიხადო საშემოსავლო გადასახადი?

Posted by: nextbook 13 Aug 2016, 14:51
მე გეტყვით ყველაფერს ბუღალტერიის შესახებ

სამინისტროებში ეს შტატი 97% საერთოდ გასაუქმებელია
(ბანკებში მოგეხსენებათ, თუ გინდათ სულ ნუ ჰყოლიათ)

მაგარი ნისლშია გახვეული თანამედროვე საქართველო და თან მერე თვითნვე იჯერებენ რომ მუშაობენ

საწარმოებში კი სახელმწიფო შევიწროების და მიყურადების შედეგად, ხელოვნურადაა გამოწვეული ამის არსებობა აქაც 97%

Posted by: Attolini 13 Aug 2016, 16:00
QUOTE (nextbook @ 13 Aug 2016, 14:51 )
მე გეტყვით ყველაფერს ბუღალტერიის შესახებ

სამინისტროებში ეს შტატი 97% საერთოდ გასაუქმებელია
(ბანკებში მოგეხსენებათ, თუ გინდათ სულ ნუ ჰყოლიათ)

მაგარი ნისლშია გახვეული თანამედროვე საქართველო და თან მერე თვითნვე იჯერებენ რომ მუშაობენ

საწარმოებში კი სახელმწიფო შევიწროების და მიყურადების შედეგად, ხელოვნურადაა გამოწვეული ამის არსებობა აქაც 97%

რა აპოკალიპტური სურათი დახატე smile.gif

Posted by: Revenant 13 Aug 2016, 20:42
თუ დღგ გადამხდელი არ ვარ საბაჟოზე გადახდილი დღგ აქტივის ღირებულებას ემატება?

Posted by: Black-White777 13 Aug 2016, 20:56
QUOTE (ZZZ777 @ 3 Aug 2016, 14:36 )
Black-White777
უკუდაბეგვრის დღგ-თი იბეგრება. არარეზიდენტის საშემოსავლოს რაც შეეხება 1 აპრილამდე უნდა შეავსო ორმაგი დაბეგვრის დეკლარაცია (ფორმა1), წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევს საშემოსავლოს გადახდა.
MoneyBall
მე როგორც მივხვდი კერძო სექტორია ხო? მსგავსი ტიპის ურთიერთობებს არეგულირებს შრომითი კოდექსი. სადაც წერია რომ ანაზღაურების პირობები უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით და შიდაგანაწესის შესაბამისად. ასე რომ ეს დირექტორის გადასაწყვეტია რამდენი იქნება ანაზღაურება? თუ შრომითი ხელშეკრულებით და შიდაგანაწესით არ არის განსაზღვრული.

და თუ არ შევავსე როგორ მომედავებიან, როცა რეალურად მართალს ვამბობ?! თუ არ შევავსე ორმაგი დაბეგვრის დეკლარაცია?! + რს.ჯი ზე მარტივად ვიპოვი ამ დეკლარაციას?

Posted by: nk44 14 Aug 2016, 14:59
ხომ ვერ მომწერთ მომსახურების საკომისიოს გატარება როგორ იქნება?? მაგ. ვიხდი 100ლ კომუნალურ გადასახადს და საკომისიო არის 1 ლარი რა სახე ექნება გატარებას და ასევე დეკლარირების შედეგად დარიცხული და გადახდილი დღგ და საშემოსავლოს გატარება როგორ იქნება??

Posted by: ooo,girl,girl 14 Aug 2016, 15:20
QUOTE (nk44 @ 14 Aug 2016, 14:59 )
ხომ ვერ მომწერთ მომსახურების საკომისიოს გატარება როგორ იქნება?? მაგ. ვიხდი 100ლ კომუნალურ გადასახადს და საკომისიო არის 1 ლარი რა სახე ექნება გატარებას და ასევე დეკლარირების შედეგად დარიცხული და გადახდილი დღგ და საშემოსავლოს გატარება როგორ იქნება??

მომსახურების საკომისიოს ხარჯებში გაუშვებ, არა? მე ბანკიდან გადახდის შემთხვევაში საკომისიოს ვუშვებ ხოლმე 7489 ("ბანკის მომსახურება" ანგარიში მაქვს გახსნილი 74-ზე) და ვატარებ 7489-დებეტი, 1210-კრედიტი. საშემოსავლოს გადახდა - 3320-დებეტი და 1210 კრედიტი, ბანკიდან გადახდის შემთხვევაში, ან 1110 სალარო

Posted by: usobuso 15 Aug 2016, 10:50
არ უნდა დაბეგრო რადგან საქართველოს წყაროდან არ არის მიღებული.

Posted by: Black-White777 15 Aug 2016, 10:53
QUOTE (usobuso @ 15 Aug 2016, 10:50 )
არ უნდა დაბეგრო რადგან საქართველოს წყაროდან არ არის მიღებული.

რომელ მომხარებელს ეუბნები?!????????????????????????

Posted by: aviaciis moyvaruli 15 Aug 2016, 19:04
მეგობრებო ასეთი კითხვა მაქვს და თუ შეგიძლიათ დახმარება.

ა კომპანიამ ბ კომპანიისგან ივლისის თვეში გააფორმა ნასწყიდობის ხელშეკრულება.
შეიძინა შენობა ნაგებობა. ა კომპანია ივლისის თვეში არ იყო დღგ-ს გადამხდელი. ბ -მ გამოუწერა ანგარიშ ფაქტურა.
ა კომპანია დღგ ს გადამხდელად დადგა აგვისტოში. როგორ შეიძლება რომ ა კომპანიამ გამოწერილი დღგ ს თანხა ჩაითვალოს.
თუ ეს ძირითად საშუალებას ეხება.

Posted by: იახსარი 16 Aug 2016, 18:27
Revenant
QUOTE
თუ დღგ გადამხდელი არ ვარ საბაჟოზე გადახდილი დღგ აქტივის ღირებულებას ემატება?

ერთჯერადად რეგისტრირდები დღგ-ს გადამხდელად (თუ სწორად მახსოვს სადაც ხდება საქონლის გაფორმება იქ) და დღგ-ც ირთვება თვითღირებულებაში

Posted by: Revenant 17 Aug 2016, 07:36
aviaciis moyvaruli

996 ბრძანებაში წერია რო დღგ ჩათვლა არ შეიძლება ექსპულატაციაში შესულ ძირ. საშუალებაზე, შესაბამისად თუ არ იყო დღგ გადამხდელად რეგისტრაციის დროს ექსპულატაციაში შესული მაშინ ჩემი აზრით ჩათვლა შეგიძლიათ..

Posted by: aviaciis moyvaruli 17 Aug 2016, 18:15
QUOTE (Revenant @ 17 Aug 2016, 07:36 )
aviaciis moyvaruli

996 ბრძანებაში წერია რო დღგ ჩათვლა არ შეიძლება ექსპულატაციაში შესულ ძირ. საშუალებაზე, შესაბამისად თუ არ იყო დღგ გადამხდელად რეგისტრაციის დროს ექსპულატაციაში შესული მაშინ ჩემი აზრით ჩათვლა შეგიძლიათ..

აუდიტს რომ დასკვნა დავაწერინო რომ შეფასების შედეგად არ არის ჯერ ექსპლუატაციაში შესული ?
რომელ კომპანიას მირჩევთ. იაფიანი რომ იყოს. ეგ ბრძანება შეგიძლია დამილინკო ?

Posted by: usobuso 18 Aug 2016, 10:22
ბასს ელექტრონული არავის გაქვთsad.gif

Posted by: Red Hot Chili Peppers 18 Aug 2016, 13:40
ფინანსური ამნისტიის შესახებ ხო არ იცით რამე?

Posted by: STAFFI_1991 18 Aug 2016, 14:51
მოკლედ ერთი შეკითხვა მაქვს რომელზეც ამომწურავად ვერავინ გამცა პასუხი

პირს რომელსაც აქვს "მიკრობიზნესის" სატატუსი, არ იყენებს სალარო აპარატს
აქვს თუ არა უფლება ორგანიზაციას მიყიდოს ნივთი და დაუმონტაჟოს ის, ნივთი რომელიც არის აწყობილი, შერემონტებული და ა.შ.
ანუ დაუწეროს ზედნადები ამ ნივთზე

Posted by: The DoctoR 18 Aug 2016, 16:40
aviaciis moyvaruli
აუდიტი არ გინდა მაგისთვის. თუ ფაქტობრივი გარემოებებით არ დადგინდება, რომ ექსპლუატაციაში შევიდა შესყიდვისთანავე, მაშინ სააღრიცხვო პოლიტიკაში ჩაწერე, რომ ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციაში შესვლა ხდება დირექტორის ბრძანების საფუძველზე (ზოგადად, ყველა ძირ. საშუალების მიმართ) და მორჩება პარადი smile.gif

STAFFI_1991
მიკროს ჩვეულებრივ შეუძლია გამოწეროს ზედნადები, მაგის შეზღუდვა არ აქვს. უბრალოდ, თუ მისი საქმიანობის სფერო არაა, შეიძლება საერთო წესით დაუბეგრონ მიწოდებული საქონელი/მომსახურება და მიმღები უეჭველი ვერ გამოქვითავს ხარჯებიდან.

Posted by: usobuso 21 Aug 2016, 15:34
QUOTE (STAFFI_1991 @ 18 Aug 2016, 14:51 )
მოკლედ ერთი შეკითხვა მაქვს რომელზეც ამომწურავად ვერავინ გამცა პასუხი

პირს რომელსაც აქვს "მიკრობიზნესის" სატატუსი, არ იყენებს სალარო აპარატს
აქვს თუ არა უფლება ორგანიზაციას მიყიდოს ნივთი და დაუმონტაჟოს ის, ნივთი რომელიც არის აწყობილი, შერემონტებული და ა.შ.
ანუ დაუწეროს ზედნადები ამ ნივთზე

უფლება კი აქვს მაგრამ იმ ორგანიზაციას ეგეთი ხარჯის გამოქვიტვის უფლება არააქვს.

Posted by: Attolini 23 Aug 2016, 01:17
ონლაინ სესხების კომპანიაში სესხის მიღებისთვის კომპანიის ანგარიშზე მომხმარებელმა უნდა გადარიცხოს 1 თეთრი, რათა მოხდეს მომხმარებლის და მისი ანგარიშის იდენტიფიცირება.

მაინტერესებს 1 თეთრის ანგარიშზე გადმორიცხვის შემდეგ, როგორ ხდება ამ თანხის კონკრეტულ მომხმარებელთან და სესხთან მიბმა და შემდეგ მომხმარებლისთვის სესხის გადარიცხვა. ეს პროცედურა ავტომატიზირებულია (ბანკი და ბუღალტერია ინტეგრირებული და ავტომატიზირებულია)? თუ არის ავტომატიზირებული, ტექნიკურად როგორ ხორციელდება ვინმემ თუ შეგიძლიათ ამიხსნათ?

Posted by: esmeralda_79 23 Aug 2016, 11:05
მოგესალმებით ყველას, ერთი კითხვა მაქვს და გთხოვთ თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ, თვითღირებულებაზე დაბალ ფასში რა შემთხვევაში შემიძლია გაყიდვა? კონკრეტულად მარკეტის შემთხვევაში..

Posted by: ZZZ777 23 Aug 2016, 12:23
QUOTE (esmeralda_79 @ 23 Aug 2016, 11:05 )
მოგესალმებით ყველას, ერთი კითხვა მაქვს და გთხოვთ თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ, თვითღირებულებაზე დაბალ ფასში რა შემთხვევაში შემიძლია გაყიდვა? კონკრეტულად მარკეტის შემთხვევაში..

როცა თვითღირებულებაზე მაღალ ფასად ვერ ყიდი )))))

Posted by: nk44 23 Aug 2016, 17:08
რესტორნისთვის ვყიდულობ სამზარეულოს და საპირფარეშოს ჰიგიენურ საშუალებებს და ხარჯებში ვატარებ ესე- დ 7400 კ3110 დ3340 კ3110 დ3110 კ 1110/1210 ეს სწორი გატარებაა??

Posted by: nino1977 24 Aug 2016, 11:17
მოგესალმებით, დისტრიბუციასთან დაკავშირებით მაინტერესებას, თუ შემიძლია ბორტიდან ფიზიკურ პირზე გავყიდო საქონელი ზედნადების გარეშე? რადგან ქვეზედნადების გაწერა ტექნიკურად აღარ შეიძლება,

პატივისცემით, ნინო
* * *
QUOTE (The DoctoR @ 16 Feb 2016, 10:27 )
წინა თემები:

I ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=33573306
II ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=33930779
III ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34015350&st=0
IV ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34055381
V ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34094488&st=0
VI ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34163034&st=0
VII ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34257600&st=0
VIII ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34257600&st=0
IX ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34325688
X ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34361074
XI ნაწილი: http://forum.ge/?showtopic=34393449&hl=
XII ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34450336&st=0
XIII ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34508813&st=0
XIVნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34542886&st=0
XV ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34573712&st=0
XVI ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34605413&st=0
XVII ნაწილი: http://forum.ge/?f=41&showtopic=34640203&st=0
XVIII ნაწილი: https://forum.ge/?f=41&showtopic=34709799&st=0

წინა თემი ტოპ-10:

qondara 163
Lady_Bird 124
The DoctoR 82
ZZZ777 81
Natalia1919 67
Mr-Banks 64
levvani 56
shatulika 47
aviaciis moyvaruli 42
ბუღალტერი 39

საკანონმდებლო ბაზა:
საქართველოს საგადასახადო კოდექსი https://matsne.gov.ge/ka/document/view/1043717
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702
საქართველოს შრომის კოდექსი https://matsne.gov.ge/ka/document/view/1155567
ფინ. მინისტრის ბრძანება 996 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1167887
ფინ. მინისტრის ბრძანება 994 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1167835

ვიდეო განწყობისთვის

მოგესალმებით, დისტრიბუციასთან დაკავშირებით მაინტერესებას, თუ შემიძლია ბორტიდან ფიზიკურ პირზე გავყიდო საქონელი ზედნადების გარეშე? რადგან ქვეზედნადების გაწერა ტექნიკურად აღარ შეიძლება,

პატივისცემით, ნინო

Posted by: dreamcatchermetkibijo 24 Aug 2016, 20:46
გამარჯობა,
შიდა გადაზიდვის ზედნადებში თანხის მითითება/არ მითითება რომელია სწორი? (როდესაც ფიზიკური პირისგან ვყიდულობ ინვენტარს)

Posted by: levvani 25 Aug 2016, 10:39
dreamcatchermetkibijo
არ არის აუცილებელი თანხის მითითება

Posted by: nino1977 25 Aug 2016, 10:41
მოგესალმებით, დისტრიბუციასთან დაკავშირებით მაინტერესებას, თუ შემიძლია ბორტიდან ფიზიკურ პირზე გავყიდო საქონელი ზედნადების გარეშე? რადგან ქვეზედნადების გაწერა ტექნიკურად აღარ შეიძლება,

პატივისცემით, ნინო

Posted by: nk44 25 Aug 2016, 13:33
რესტორნისთვის ვყიდულობ სამზარეულოს და საპირფარეშოს ჰიგიენურ საშუალებებს და ხარჯებში ვატარებ ესე- დ 7400 კ3110 დ3340 კ3110 დ3110 კ 1110/1210 ეს სწორი გატარებაა??

Posted by: grafinia79 25 Aug 2016, 14:34
გამარჯობა,

ფიზიკურ პირს უნდა ინდ. მეწარმედ დადგომა და აპირებს სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობას. მაინტერესებს ეს პიროვნება ვალდებულია თუ არა სურსათის ეროვნული სააგებტოდან რაიმე ცნობა აიღოს?

Posted by: მზე 26 Aug 2016, 14:42
დღგ-ს გადამხდელი როდის ხდები? თუ 100,000 ლარის საქონელი იყიდე ბოლო 1 წლის მანძილზე (ანუ არ მიაწოდე ან გაუწიე მომსახურება, შენთვის მოიხმარე ეს 100,000 ლარის საქონელი) მაშინ ჰიწევს დადგომა გადამხდელად?

Posted by: levvani 26 Aug 2016, 15:11
მზე

როცა შენი შემოსავალი 100 000-ს მიაღწევს უწყვეტი 12 თვის განმავლობაში (სანამ 100 000-მდე ახვალ) უნდა წახვიდე და დადგე დღგ-ს გადამხდელად

Posted by: dreamcatchermetkibijo 26 Aug 2016, 17:11
შეცდომით ჩგდ-ს კლიენტის პირი მე დავიტოვე, ჩემი პირი კი მას გავატანე, ვერ მიცვლის რადგან დაკარგა, ამ დროს რა ხდება? საგადასახადო მიიღებს თანხის შემომტანის პირს საბუთად ?? თუ ჯობს რომ რს-ზე დავარეგისტრირო განცხადება დაკარგვის შესახებ??

ასევე მაინტერესებს როცა შეცდომით ივსება ჩგდ, გადახაზავთ და ინახავთ უბრალოდ თუ რამე სხვა პროცედურაც აუცილებელია?

Posted by: ნათია_ბათია 30 Aug 2016, 17:59
ესეთი კითხვა მაქვს

მომსახურებას მიწევს არარეზიდენტი საწარმო (საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვა). ასეთ შემთხვევაში ვალდებული ვარ თუ არა გავმიჯნო მომსახურების ის ნაწილი რომელიც საშემოსავლოთი მექსნება დასაბეგრი?

ანუ კონკრეტულად რომ ვთქვა: მე ვუხდი LLC-ს საფგანგეთში პირობითად საჰაერო გადაზიდვის სერვისს აეროპორტიდან აეროპორტამდე. ავიახაზებს უდის თავად. ასეთ შემთხვევაში მიღებული მომსახურებაზე, თუნდაც ნაწილზე მაინც საჭირო არის თუ არა დაბეგვრა?

Posted by: -anano- 1 Sep 2016, 13:28
გამარჯობათ , იცით რა მაინტერესებდა . ი/მ ჟურნალის შევსება აუცილებელია ? ორისის პროგრამა არ მაქვს და ი/მ მეც არაა დღგს გადამხდელი არც დაქირავებული პიროვნება ყავს .

Posted by: dreamcatchermetkibijo 2 Sep 2016, 20:38
მაინტერესებს ფიზიკური პირის გადამხდელობის დაზუსტებას როგორ აკეთებთ.

რს.ჯიზე გადამხდელთა რეესტრში ამოვიღე რომ ფიზიკურ პირად არის რეგისტრირებული. მაგრამ სტატუსი არ აქვს მინიჭებული (მცირე ბიზნესი, მიკრო) და ვერ მივხვდი საშემოსავლოს გადახდის ვალდებულება მე მაქვს თუ მას ესეთ დროს.

Posted by: levvani 3 Sep 2016, 00:01

-anano-

რაჟურნალს გულისხმობ?
dreamcatchermetkibijo

ორივეს შეუძლია გადაიხადოს გადასახადი ეს მხოლოდ შეთანხმების საკითხია

Posted by: -anano- 3 Sep 2016, 10:34
levvani
ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი რომ არის . smile.gif

Posted by: levvani 3 Sep 2016, 12:20
-anano-
სპეციალური ჟურნალი მცეირე მეწარმეებს აქვთ თუ ამას გულისხმობ მაშინ აუცილბელია
და თუ შენთვის გინდა რომ ბუღალტერია აწარმოო მაშინ სადაც გაგიხარდება იქ გააკეთე არავინ გავალდებულებს პროგარმის შეძენა გამოყენებას, მთავარია წესრიგში გქონდეს საბუთები.

Posted by: -anano- 3 Sep 2016, 14:15
levvani
QUOTE
სპეციალური ჟურნალი მცეირე მეწარმეებს აქვთ თუ ამას გულისხმობ მაშინ აუცილბელია

კი მაგას ვგულისხმობ , ადრე ი/მ ისთვისაც ხომ იყო სავალდებულო და კიდე ხომ არ არის თქო smile.gif

Posted by: dreamcatchermetkibijo 3 Sep 2016, 16:08
მომხმარებელზე ფულის დაბრუნების ან
შეცდომით ამობეჭდილი ჩეკის ფაქტის დაფიქსირების
აქტი #

1.(აქტის შედგენის თარიღი, საათი, წუთი) უნდა ემთხვეოდეს თუ არა 3. მოლარე-ოპერატორის მიერ დრო (საათი, წუთი) ????

Posted by: kerkeress 4 Sep 2016, 13:56
სად დავწერო დიდად არმიფიქრია მაგრამ ინდმეწარმე გავხდი,მეილი დავაფიქსირე ჩემი და ბოდიში და შემ^$%%ეს ყოველდღე რაღაც შემოთავაზებებით.

რა წესია ეს მეილ ლისტების გაფაბლიქება.user posted image

Posted by: takotatuli1989 5 Sep 2016, 12:41
შპს-ს წესდებით არ არის განსაზღვრული დამფუძვნებლების სავალდებულო შენატანის ოდენობა. დამფუძვნებლებმა ნაწილი თანხა შეიტანეს საბანკო ანგარიშზე და ისე იყიდეს ოფისისთვის ინვენტარი და ნაწილი პირდაპირ გადაუხადეს გამყიდველებს, რომლებმაც შპს-ს სახელზე გამოწერეს ზედნადებები.

ის თანხა რომლებიც დამფუძვნებლებმა შპს-სთვის საბანკო ანგარიშის გვერდის ავლით დახარჯეს როგორ უნდა დაფიქსირდეს? სალაროს შემოსავლის ორდერი გაფორმდეს რომ შპს-ში შეიტანეს თანხა და მერე ხარჯში გატარდება ზედნადებებით ხო?

Posted by: ZZZ777 5 Sep 2016, 13:10
QUOTE (takotatuli1989 @ 5 Sep 2016, 12:41 )
შპს-ს წესდებით არ არის განსაზღვრული დამფუძვნებლების სავალდებულო შენატანის ოდენობა. დამფუძვნებლებმა ნაწილი თანხა შეიტანეს საბანკო ანგარიშზე და ისე იყიდეს ოფისისთვის ინვენტარი და ნაწილი პირდაპირ გადაუხადეს გამყიდველებს, რომლებმაც შპს-ს სახელზე გამოწერეს ზედნადებები.

ის თანხა რომლებიც დამფუძვნებლებმა შპს-სთვის საბანკო ანგარიშის გვერდის ავლით დახარჯეს როგორ უნდა დაფიქსირდეს? სალაროს შემოსავლის ორდერი გაფორმდეს რომ შპს-ში შეიტანეს თანხა და მერე ხარჯში გატარდება ზედნადებებით ხო?

ყველა ვარიანტში ჯერ შპს-ში უნდა შეიტანო და მერე უნდა აჩვენო გადახდა

Posted by: levvani 5 Sep 2016, 14:03
-anano-
QUOTE
კი მაგას ვგულისხმობ , ადრე ი/მ ისთვისაც ხომ იყო სავალდებულო და კიდე ხომ არ არის თქო

არაა ასავალკდებულ;ო თუ რმე სტატუსით არ გამოირჩევა.

Posted by: MR_ABCD 7 Sep 2016, 14:28
ორისში შეიძლება სამეურნეო ოპერაციები ავაწყოთ ისე რომ ?

rs.ge დან ზედნადებების პაკეტურად (ანუ თუ გინდ არაპაკეტურად) ჩამოტვირთვის შემთხვევაში რამენაირად ჩანდეს მათი ა/ფაქტურის ნომერიც ?

Posted by: -anano- 10 Sep 2016, 21:22
ვინმემ ჩეკის დუბლიკატის გაკეთება იცის როგორ ხდება სალარო აპარატზე ? ინტერნეტში ან მე ვერ ვეძებ სწორად ან არ წერია biggrin.gif

Posted by: Ziggy Pop 11 Sep 2016, 00:41
იქნებ მიპასუხოთ დადამეხმაროთ: რა უნდა ვისწავლო, თუმინდა რომ გავხდე აუდიტორი? ბუღალტერია უნდა ვისწავლო?

Posted by: levvani 11 Sep 2016, 23:32
-anano-
Sale rejimnshi akrife 99 da Tl mere chekis nomeri da st. Tu swored maxsovs, tu ar gaamartla shedi netvorkis saitze da iq weria.
Ziggy Pop

Marto swavla ara stajic gcchirdeba

Posted by: -anano- 12 Sep 2016, 10:30
levvani
ისევ მადლობა smile.gif მაგათი საიტი რამდენი ვეძებე არადა biggrin.gif

Posted by: levvani 12 Sep 2016, 12:11
-anano-
http://gsn.com.ge/daisy-e-xpert/

არაფრის

Posted by: gio_cxel 12 Sep 2016, 14:50
ინდმეწარმე ვარ და ვესტერნით გადარიცხულ თანხას ვაჩვენებ რომ დამჭირდეს? ინვოისი და რამე იქნება, მაგრამ თანხის გადარიცხვის დოკუმენტად გამოდგება ვესტერნი??

Posted by: levvani 12 Sep 2016, 14:56
gio_cxel
სალამი გიო. ზოგადად ინდ მეწარმის აგარიშიდან უნდა განახორციელო გადახდა თუმცა არც ეგრეა პრობლემა wink.gif

Posted by: gio_cxel 12 Sep 2016, 15:18
levvani
ანუ ბაკში ვესტერნით გადარიცხვისას რომ ქვითარს ავიღებ ის გამოდგება საბუთათ ხომ?

მადლობა დიდი.. wink.gif

Posted by: მ.დ.უ 13 Sep 2016, 04:19
გამარჯობა,

ასეთი კითხვა მაქვს. შპს-ს წინა წლებიდან მოყვება გაუნაწილებელი ზარალი. მიმდინარე წელს კი უფიქსირდება გაუნაწილებელი მოგება. ასეთ შემთხვევაში შეუძლია თუ არა შპს-ს გასცეს შუალედური დივიდენდი?

მადლობა

Posted by: levvani 13 Sep 2016, 13:23
gio_cxel
საბუთათ გამოფგება ინვოისი და გადარიცხვის საბუთი ერთად, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იმ.-ს საქმიანობასთან უნდა იყოს დაკავშირებული wink.gif

მ.დ.უ

კი შეუძლია შესაბამისად დივიდენდის გადასახადის დაბეგვრით

Posted by: მ.დ.უ 13 Sep 2016, 14:06
levvani
მადლობა ყურადღებისთვის smile.gif

მიუხედავად იმისა რომ წინა წლების ზარალი მეტია მიმდინარე წლის ზარალზე, შესაძლებელია დივიდენდის გაცემა?

Posted by: ZZZ777 13 Sep 2016, 19:28
-------------------------------------------------------------

Posted by: levvani 13 Sep 2016, 23:52
მ.დ.უ
ფირმა თუ გავიდა მოგებაზე შესაბამისად დივიდენდიც უნდა გასცე, თუ არ გასულა მოგებაზე დივიდენდს როგორ გასცემ?

Posted by: gio_cxel 14 Sep 2016, 00:14
levvani
და საქმიანობის სფერო რომ შევიცვალო აუცილებელია შევატყობინო შემოსავლებს, თუ არ არის მაგ მხრივ პრობლემა?
დავუშვათ კიტრს ვყიდდი და ეხლა ჩანგალს ვყიდი smile.gif

Posted by: levvani 14 Sep 2016, 14:12
gio_cxel
შეს პორტალზე მითითებული გაქვს რას საქმიანობ და ის უნდა შეცვალო მხოლოდ wink.gif

Posted by: M1n1 14 Sep 2016, 14:17
მოგესალმებით,
სამსახურში დამავალეს ბუღალტრებისთვის ყველაზე დაბალი დონის ტესტის მომზადება და წარმოდგენა არ მაქვს როგორ და რანაირად უნდა გავაკეთო ტესტი. ვინმეს ხომ არ გაქვთ შემთხვევით რო დამეხმაროთ
წინასწარ მადლობა

Posted by: mariam_m 16 Sep 2016, 15:51
მოკლედ ერთი კითხვა მაქვს და იქნებ დამეხმაროთ, დამავიწყდა დეკლარაციების გადაგზავნა 15 რიცხვში და 16 ში რომ გადავაზავნო ჯარიმას ავიკიდებ, თუ ჯობია თავი დავანებო საერთოდ არ გადავაგზავნო ახლა და შემდეგ თვეში გადავაგზავნო 2 თვის მონაცემები?
და კიდევ, ჩაინიკი ვარ ჯერ და ზეტს ვაგზავნი იმ თვეში რაც მქონდა შემოსავალი, თუ ჯამს მთლიანად ერთად ?

მადლობა წინასწარ

Posted by: ZZZ777 16 Sep 2016, 19:35
QUOTE (mariam_m @ 16 Sep 2016, 15:51 )
მოკლედ ერთი კითხვა მაქვს და იქნებ დამეხმაროთ, დამავიწყდა დეკლარაციების გადაგზავნა 15 რიცხვში და 16 ში რომ გადავაზავნო ჯარიმას ავიკიდებ, თუ ჯობია თავი დავანებო საერთოდ არ გადავაგზავნო ახლა და შემდეგ თვეში გადავაგზავნო 2 თვის მონაცემები?
და კიდევ, ჩაინიკი ვარ ჯერ და ზეტს ვაგზავნი იმ თვეში რაც მქონდა შემოსავალი, თუ ჯამს მთლიანად ერთად ?

მადლობა წინასწარ

უმჯობესია გადააგზავნო, გადასახდელი თანხის 5 % ით დაჯარიმდები მინ. 50 ლარით.

Posted by: ზურატი96 20 Sep 2016, 01:16
გამარჯობა, ვთქვათ გამოწერილ პროდუქციის გაყიდვას ვაპირებ. მაქვს შპს, შპს-ს სახელით ვიწერ პროდუქციას? თუ შემიძლია ჩემით გამოვიწერო?

Posted by: levvani 20 Sep 2016, 10:27
ზურატი96
შპს-ს სახელით უნდა გამოიწერო და შპსს ანგარიშიდან გააკეთო ნივთის საფასურის გადახდები.

Posted by: ზურატი96 20 Sep 2016, 23:54
QUOTE (levvani @ 20 Sep 2016, 11:27 )
ზურატი96
შპს-ს სახელით უნდა გამოიწერო და შპსს ანგარიშიდან გააკეთო ნივთის საფასურის გადახდები.

აჰამ, მადლობა 2kiss.gif და ავტომატურად დაფიქსირდება ანუ old.gif

Posted by: levvani 21 Sep 2016, 13:27
ზურატი96

QUOTE
და ავტომატურად დაფიქსირდება ანუ 

ეგრე გამოდის wink.gif

Posted by: skyler 24 Sep 2016, 22:26
მოგესალმებით, პირველად ვაკეთებს ფასნამატს და მაინტერესებს წორად ვთვლი თუ არა, მედიკამენტებია რათქმაუნდა ზოგი იბეგრება ზოგი არა, შესაბამისად დაბეგრილ საქონელს ზედნადებით ვყოფ 1.18*0.2+18% და დაუბეგრავს პირდაპირ ვამატებ 20%

Posted by: HarrisonHill 25 Sep 2016, 04:18
არარეზიდენტი პირის მიერ (ფიზიკური ან იურიდიული) მიერ საქართველოს კომპანიის საიტზე არამატერიალური აქტივის ყიდვა (ელექტრონულად გადაცემული) დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციაა?

ანუ მარტივად რომ ვთქვა, ჩემ საიტზე ელექტრონული ლიცენზია რომ იყიდოს საქართველოს გარეთ მყოფმა პირმა, რასაც იმეილით მიიღებს, დღგ უნდა გადავახდევინო თუ არა?

Posted by: *shotia* 25 Sep 2016, 05:05
166 დ ნახე:
99% მგონია რომ არ არის დღგ-თი სადაბეგრი ოპერაცია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1043717

Posted by: HarrisonHill 25 Sep 2016, 05:23
QUOTE (*shotia* @ 25 Sep 2016, 05:05 )
166 დ ნახე:
99% მგონია რომ არ არის დღგ-თი სადაბეგრი ოპერაცია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1043717

მადლობა!

ანუ გამოდის, რომ ელექტრონულად გადაცემული პროდუქციის მომსახურების გაწევის ადგილად ის ქვეყანა ჩაითვლება, საიდანაც მოხდება ჩემს საიტზე შეძენა.

და შესაბამისად, თუ მომხმარებელი გერმანიაშია, საქართველოს გარეთ გაწეულ მომსახურებად ჩაითვლება და დღგ-თი არ დაიბეგრება.

სწორად გავიგე ხომ? smile.gif

პირიქით რომ იყოს? მე რომ შევიძინო ელექტრონულად გადაცემული პროდუქცია სხვა ქვეყანაში? დღგ-ს აღების ვალდებულება პრინციპში იმ კონკრეტულ კომპანიას ეკისრება ხო?

Posted by: vaknari 25 Sep 2016, 10:02
ერთი ქალაქიდან მეორეში ნაჩუქარი ნივთის გადატანა მსურს კომპანიის კუთვნილი სატვირთოთი რა საბუთი დამჭირდება?

Posted by: *shotia* 26 Sep 2016, 03:14
QUOTE (HarrisonHill @ 25 Sep 2016, 05:23 )
QUOTE (*shotia* @ 25 Sep 2016, 05:05 )
166 დ ნახე:
99% მგონია რომ არ არის დღგ-თი სადაბეგრი ოპერაცია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1043717

მადლობა!

ანუ გამოდის, რომ ელექტრონულად გადაცემული პროდუქციის მომსახურების გაწევის ადგილად ის ქვეყანა ჩაითვლება, საიდანაც მოხდება ჩემს საიტზე შეძენა.

და შესაბამისად, თუ მომხმარებელი გერმანიაშია, საქართველოს გარეთ გაწეულ მომსახურებად ჩაითვლება და დღგ-თი არ დაიბეგრება.

სწორად გავიგე ხომ? smile.gif

პირიქით რომ იყოს? მე რომ შევიძინო ელექტრონულად გადაცემული პროდუქცია სხვა ქვეყანაში? დღგ-ს აღების ვალდებულება პრინციპში იმ კონკრეტულ კომპანიას ეკისრება ხო?

პირიქით შენ რომ ყიდულობდე მომსახურებას, შენ უნდა გადაიხადო ეგრეთწოდებული უკუდაბეგვრის დღგ. ასევე + არარეზიდენტის საშემოსავლო თუ მომსახურება საქართველოში გაგიწიეს (კანონის მიხედვით).
მე მაგალითად ფეისბუქ რეკლამას ვყიდულობ ამერიკაზე თარგეთირებულს. შესაბამისად არ ვიხდი არარეზიდენტის საშემოსავლოს და ვიხდი მხოლოდ დღგ-ს.
თუ დავარეკლამებდი საქართველოზე გადავიხდიდი საშემოსავლოსაც.
ასე გაიგეს იურისტებმა ჩვენი საგადასადო კოდექსის ეს ნაწილი.... პრაქტიკა დიდად არ არსებობს და არ ვიცით რა აზრი ექნება საგადასახადოს. რომ შემოვლენ შეიძლება სხვა რამ გითხრან და შემდეგ უკვე სასამართლო გაარკვევს...

Posted by: ZZZ777 26 Sep 2016, 11:25
vaknari
შიდა გადაზიდვის ელ. ზედნადები.

Posted by: Giorgi761 26 Sep 2016, 12:59
გამარჯობათ ყველას სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისის სრული გატარება შეგიძლიათ დაწეროტ დაწერეთ

Posted by: gio_cxel 26 Sep 2016, 17:06
ევრო 1 სერთიფიკატი მომწოდებელმა უნდა გააკეთოს და გამოგზავნოს ხომ ?

Posted by: ZZZ777 27 Sep 2016, 11:16
gio_cxel
კი მომწოდებელი გიგზავნის.

Posted by: bacaco 27 Sep 2016, 12:26
Gamarjobat smile.gif mokled gvaqvs aseti situacia me dahem meugles gvaq turistuli turistuki ra anu vakeebt turebs saqartveloshi ukve erti welia. Didi motxovnidan gamomdinare gvinda rom ragac saxe mivcet, anu gadavwyvitet ro davaregostrirot ar gvinda shps da vici rom tu ojaxis wevrebi mushaoben am shemtxvevashi arc salaro aparati unda da arc ragac fartis registracia shemosavlebshi da swori informacia maqvs tu ara ? Tanxas xelze at vigebt charicxvebs vaketebt smile.gif dagvexmaret ra cota gamocdilebma:)) madloba wonaswar

Posted by: gio_cxel 27 Sep 2016, 12:56
ZZZ777
მადლობა...............

Posted by: Attolini 28 Sep 2016, 05:20
2017 წლიდან, როგორც გავიგე, მოგების გადასახადით დაიბეგრება სესხის გაცემა ფიზიკურ პირზე. მართალია ეს? რამდენი %-ით დაიბეგრება და როგორ?

Posted by: LZau 28 Sep 2016, 09:58
QUOTE (*shotia* @ 26 Sep 2016, 03:14 )

პირიქით შენ რომ ყიდულობდე მომსახურებას, შენ უნდა გადაიხადო ეგრეთწოდებული უკუდაბეგვრის დღგ. ასევე + არარეზიდენტის საშემოსავლო თუ მომსახურება საქართველოში გაგიწიეს (კანონის მიხედვით).
მე მაგალითად ფეისბუქ რეკლამას ვყიდულობ ამერიკაზე თარგეთირებულს. შესაბამისად არ ვიხდი არარეზიდენტის საშემოსავლოს და ვიხდი მხოლოდ დღგ-ს.
თუ დავარეკლამებდი საქართველოზე გადავიხდიდი საშემოსავლოსაც.
ასე გაიგეს იურისტებმა ჩვენი საგადასადო კოდექსის ეს ნაწილი.... პრაქტიკა დიდად არ არსებობს და არ ვიცით რა აზრი ექნება საგადასახადოს. რომ შემოვლენ შეიძლება სხვა რამ გითხრან და შემდეგ უკვე სასამართლო გაარკვევს...

QUOTE
მე მაგალითად ფეისბუქ რეკლამას ვყიდულობ ამერიკაზე თარგეთირებულს

ეს ვერ გავიგე *shotia*

Posted by: levvani 28 Sep 2016, 10:16
bacaco
QUOTE
ojaxis wevrebi mushaoben am shemtxvevashi arc salaro aparati unda da arc ragac fartis registracia shemosavlebshi da swori informacia maqvs tu ara ?

ოჯახის წევრები არაფერ შუაშია სალარო აპარატის ქონასთან
ოჯახის წევრის დასაქმება და ხელფასიდან დაკავებული საშემოსავლოს გადახდის ვალდებულება არ გქვს თუ ხარ ინდ მეწარმე და შენი ოჯახის წევრი უბრალოდ გეხმარება და მას ხელფასს არ აძლევ.
აი სალაროს რაც შეეხება სალარო აპარატი საჭიროა მაშინ როცა თანხას ხელზე იღება.
QUOTE
Tanxas xelze at vigebt charicxvebs vaketebt

თუ თანხას ხელზე არ აიღებ მაშინ არ გჭირდება სალარო.

არც ფართის რეგისტრაციაა აუცილებელი თუ არ გაქვს იჯარით აღებული ფართი.

Posted by: Legatus 28 Sep 2016, 11:32
პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 გამოიყენება საქართველოსა და თურქეთს შორის და საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობებში.

თურქეთთან შეთანხმების ფარგლებში, არსებობს გამონაკლისები (ამოღებები თავისუფალი ვაჭრობიდან), კერძოდ, შეთანხმებაში ცხრილების სახით მოცემულია საქონლის ჩამონათვალი, რაზეც თურქეთის (საქართველოს) მხარე არ გაავრცელებს შეღავათებს ანუ საქართველოში (თურქეთში) წარმოშობილი ეს საქონელი არ განთავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან. ასევე, თურქეთის მხარის მიერ გარკვეულ საქონელზე დადგენილია ქვოტები.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების“ ფარგლებში პრეფერენცია ვრცელდება ყველა სახის საქონელზე, რომელიც წარმოშობილია ხელშემკვრელ მხარეში და აკმაყოფილებს შესაბამისი შეთანხმების პირობებს.

* * *
მისი მოქმედების ვადა შეადგენს 4 თვეს.

Posted by: GPS navigation 30 Sep 2016, 13:32
თუშეგიძლიათ დამეხმაროთ, მაშინ როცა შპს. ყიდულობას ავტომობილ კერძო პირისგან რა პროცედურების და საბუთების გატარებაა საჭირო, ძალიან მეჩქარება წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: LZau 30 Sep 2016, 14:11
GPS navigation
მიღება ჩაბარება გააკეთე და იქ შეძენის თანხას 20 % დაუმატერ რომელსაც ბიუჯეტში გადაიხდი

Posted by: ZZZ777 30 Sep 2016, 16:18
LZau
20 % რატო უხდი ბიუჯეტს, ქველმოქმედებას ეწევი?

Posted by: LZau 30 Sep 2016, 16:30
ZZZ777
biggrin.gif
აბა გამყიდველმა გადაუხადოს?

Posted by: ZZZ777 30 Sep 2016, 16:39
QUOTE (LZau @ 30 Sep 2016, 16:30 )
ZZZ777
biggrin.gif
აბა გამყიდველმა გადაუხადოს?

რა თქმა უნდა გამყიდელს ეკისრება ვალდებულება დადგეს გადასახადის გადამხელად და გადაიხადოს საშემოსავლო (მოგების) გადასახადი თუ არ არის გათავისუფლებული გადასახადის ვალდებულებისგან სსკ-ს შესაბამისი მუხლის საფუძველზე.

Posted by: LZau 30 Sep 2016, 16:41
QUOTE
რა თქმა უნდა გამყიდელს ეკისრება ვალდებულება დადგეს გადასახადის გადამხელად

კარგი ამას ვინ აკეთებს, მითუმეტეს როცა ერთჯერადად ყიდის

Posted by: ZZZ777 30 Sep 2016, 16:48
LZau
შპს არ ასრულებს საგადასახადო აგენტის როლს ამ ოპერაციაში. რომელი საკანონმდებლო აქტით ხელმძღვანელობ , სადაც წერია რომ ფიზიკური პირიდან ძირითადი საშუალების შესყიდვის დროს ფიზიკურ პირს უხდი საშემოსავლოს(მოგებას) ?

Posted by: LZau 30 Sep 2016, 16:56
ZZZ777
ეგ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, ვინ გადაიხდის საშემოსავლოს
და თუ ფიზიკური პირი მიერ აქტივის ფლობიდან 2 წელი არ არის გასული?

Posted by: ZZZ777 30 Sep 2016, 17:07
QUOTE (LZau @ 30 Sep 2016, 16:56 )
ZZZ777
ეგ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, ვინ გადაიხდის საშემოსავლოს
და თუ ფიზიკური პირი მიერ აქტივის ფლობიდან 2 წელი არ არის გასული?

მუხლი 154. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესი
1. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს, გარდა:
ა.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ საქართველოს რეზიდენტი დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასისა;
ა.ბ) არარეზიდენტის მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასისა, როდესაც ასეთი ხარჯი არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ხარჯებს;
ბ) პირი, რომელიც პირს უხდის პენსიას, გარდა იმ პენსიისა, რომელიც გაიცემა სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში;
გ) პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს, რომელსაც არ აქვს გადასახადის გადამხდელის მოწმობა;
ე) წამახალისებელი გათამაშების, სამორინეს (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), აზარტული კლუბის (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), ლოტოს, ბინგოსა და ლატარიის მომწყობი პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის მოგებას.
შენიშვნა: ფიზიკური პირის მიერ მოგებისას, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო აგენტისა თვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები;
ვ) პირი, რომელიც პირს უხდის სტიპენდიას, გარდა სახელმწიფო სტიპენდიისა;
ზ) რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს;
თ) პირი, რომელიც პირს უხდის პროცენტს;
ი) პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის როიალტს;
კ) (ამოღებულია – 08.11.2011, №5202);
ლ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 26-ე პუნქტით გათვალისწინებული საბროკერო კომპანია, გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული პირის ფასიანი ქაღალდების რეალიზაციის შემთხვევაში, ასეთი რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის გაცემისას;
მ) პირი, რომელიც უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას ფიზიკურ პირს, რომელსაც არ აქვს გადასახადის გადამხდელის მოწმობა, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისათვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა;
ნ) სსზ-ის სტატუსის მქონე იურიდიული პირი − ამ კოდექსის 1331 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ო) ტურისტული საწარმო – ამ კოდექსის 133 2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
2. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები;
გ) შემოსავლის გადამხდელის სახელით გადასახადისა და სანქციების თანხა შეიძლება გადაიხადოს შემოსავლის მიმღებმა.
3. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:
ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში;
ბ) ხელფასის გადახდისას შემოსავლის მიმღებ ფიზიკურ პირს მისი მოთხოვნის შემთხვევაში მისცეს ცნობა ამ პირის გვარისა და სახელის, შემოსავლის თანხისა და სახეობის, აგრეთვე დაკავებული გადასახადის (თუ გადასახადი დაკავებული იყო) თანხის მითითებით;
გ) ცნობა შემოსავლის მიმღები პირის სარეგისტრაციო ნომრის, გვარისა და სახელის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, საანგარიშო პერიოდისათვის შემოსავლის საერთო თანხისა და დაკავებული გადასახადის საერთო თანხის მითითებით:
გ.ა) წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს არა უგვიანეს გადასახადის დაკავების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;“.
გ.ბ) გადასცეს შემოსავლის მიმღებ პირს მისი მოთხოვნის შემთხვევაში.
31 . საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია ცალკეული კატეგორიების გადამხდელთათვის დაადგინოს ინფორმაციის წარდგენის ამ მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები.
4 . ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგადასახადო აგენტი ვალდებულია , ამ კოდექსის 153 -ე მუხლის მე -5 ნაწილით დადგენილ ყოველ საანგარიშო პერიოდზე , არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა , საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია განხორციელებული განაცემების დაბეგვრასთან დაკავშირებით .
5. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელფასის მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით დაქირავებული უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით თვითონ შეასრულოს გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირების და ბიუჯეტში გადახდის ვალდებულებები. ასეთ შემთხვევაში არარეზიდენტ დამქირავებელს ეხსნება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება.

გადახედე ამ მუხლს არსად არ წერია რასაც შენ იძახი. ან დამიდე მუხლი რომელიც შენს მოსაზრებას ამართლებს

Posted by: LZau 30 Sep 2016, 17:18
თეთრი ალამი
ZZZ777
...

Posted by: tika20000 1 Oct 2016, 09:32
გამარჯობა. ერთი კითხვა მაქვს. დღეს დილით გავხსენი რს. და მომივიდა 2 შეტყობინება. გავხსენი და მხოლოდ ტექნიკურ შეფერხებაზე იყო. ერთი წითელი ფერის ერთი ყვითელი. რაღაც ამოაგდო უებ შეგიძლიათ გაასაჩივროთო 30 დღეშიო. მერე არ გაიხსნა. საიტმა გაჭედა. ახლა ვათალიერებ შეტყობინებებში, წაშლილებშიც. არ არის. მხოლოდ 1 შეტყობინებაა მოსული. და ბალანსსაც ვნახულობ ზედმეტობაში მაქვს ისევ თანხა და რა ხდება შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნას? რამე მოთხოვნა რომ ყოფილიყო მოსული, რომც წაშლილი იყოს წაშლილებში ვნახავდი თუ არა და ასევე ბალანსზე თუ აისახებოდა? მადლობა წიანსწარ

Posted by: ZZZ777 1 Oct 2016, 10:51
QUOTE (tika20000 @ 1 Oct 2016, 09:32 )
გამარჯობა. ერთი კითხვა მაქვს. დღეს დილით გავხსენი რს. და მომივიდა 2 შეტყობინება. გავხსენი და მხოლოდ ტექნიკურ შეფერხებაზე იყო. ერთი წითელი ფერის ერთი ყვითელი. რაღაც ამოაგდო უებ შეგიძლიათ გაასაჩივროთო 30 დღეშიო. მერე არ გაიხსნა. საიტმა გაჭედა. ახლა ვათალიერებ შეტყობინებებში, წაშლილებშიც. არ არის. მხოლოდ 1 შეტყობინებაა მოსული. და ბალანსსაც ვნახულობ ზედმეტობაში მაქვს ისევ თანხა და რა ხდება შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნას? რამე მოთხოვნა რომ ყოფილიყო მოსული, რომც წაშლილი იყოს წაშლილებში ვნახავდი თუ არა და ასევე ბალანსზე თუ აისახებოდა? მადლობა წიანსწარ

შემოსავლებში დარეკე და გაგარკვევენ ზუსტად 2 299 299 . შაბათ-კვირას არ მუშაობენ.

Posted by: nk44 1 Oct 2016, 11:25
სარესტორნო მომსახურების საკომისიოს თანხა როგორ უნდა გატარდეს და შედის თუ არა გადახდილი დღგ-ს თანხაში?

Posted by: ZZZ777 1 Oct 2016, 11:52
QUOTE (nk44 @ 1 Oct 2016, 11:25 )
სარესტორნო მომსახურების საკომისიოს თანხა როგორ უნდა გატარდეს და შედის თუ არა გადახდილი დღგ-ს თანხაში?

წარმომადგენლობით ხარჯში გაუშვებ 7485-ზე , დღგ-ს ჩათვლის უფლება არ გაქვს თუ მერე არ ყიდი არ მომსახურებას სხვა პირზე.

Posted by: nk44 1 Oct 2016, 12:59
QUOTE (ZZZ777 @ 1 Oct 2016, 11:52 )
QUOTE (nk44 @ 1 Oct 2016, 11:25 )
სარესტორნო მომსახურების საკომისიოს თანხა როგორ უნდა გატარდეს და შედის თუ არა გადახდილი დღგ-ს თანხაში?

წარმომადგენლობით ხარჯში გაუშვებ 7485-ზე , დღგ-ს ჩათვლის უფლება არ გაქვს თუ მერე არ ყიდი არ მომსახურებას სხვა პირზე.

არა ეტყობა ცუდად დავწერე მე ვყიდი მაგ. ლუდს ბარში 5 ლარად და ამას აქვს მომსახურების საკომისიო მაგ 10% აი ეს როგორ გატარდება? და გადასახდელ დღგ თანხაში შევა?

Posted by: ZZZ777 1 Oct 2016, 13:27
QUOTE (nk44 @ 1 Oct 2016, 12:59 )
QUOTE (ZZZ777 @ 1 Oct 2016, 11:52 )
QUOTE (nk44 @ 1 Oct 2016, 11:25 )
სარესტორნო მომსახურების საკომისიოს თანხა როგორ უნდა გატარდეს და შედის თუ არა გადახდილი დღგ-ს თანხაში?

წარმომადგენლობით ხარჯში გაუშვებ 7485-ზე , დღგ-ს ჩათვლის უფლება არ გაქვს თუ მერე არ ყიდი არ მომსახურებას სხვა პირზე.

არა ეტყობა ცუდად დავწერე მე ვყიდი მაგ. ლუდს ბარში 5 ლარად და ამას აქვს მომსახურების საკომისიო მაგ 10% აი ეს როგორ გატარდება? და გადასახდელ დღგ თანხაში შევა?

5.5 ლარად გაყიდე ლუდი +მომსახურება შეგიძლია როგორც ერთიანად აღრიცხო ასევე ცალკ-ცალკე . სააღრიცხვო პოლიტიკას გააჩნია, საგადასახადოსთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ერთიანად დააფიქსირებ 5.5 ლარს თუ ცალკ-ცალკე. გასაყიდ ფასში შედის დღგ .

Posted by: ms_modern 1 Oct 2016, 13:34
მეგობრებო, თუ გაქვთ ინფორმაცია, მთავარი ბუღალტერის ვაკანსიაზე, დიდი მადლობელი დაგრჩებით თუ მეტყვით smile.gif სახელფასო მომთხოვნა მინ. 1500 ლარი.
10 წელი მაქვს სამუშაო გამოცდილება, აქედან 6 წელია ვმუშაობ მთავარ ბუღალტრად. ვიცი ინგლისური ენა.
შემიძლია სახლში სამუშაოდაც ავიგო პატარა სამუშაოები.
გმადლობთ smile.gif

Posted by: tamaray 2 Oct 2016, 16:50
მოგესალმებით მეგობრებო!
კითხვა მაქვს: დღგ დან მოხსნისას ფირმა ძირითად საშუალებაზე იხდის დღგ ს( ცვეთის გათვალისწინებით) და სასაქონლო ნაშთზე(რაზეც ჩათვლა აქვს აღებულიდა არა სარეალიზაციო ფასიდან)?

Posted by: Black-White777 2 Oct 2016, 17:04
შპს-თვის მჭირდება ბუღალტერი ან ერთგვარი კონსულტაცია, რადგანაც თავად გავაკეთო ყველაფერი.

ძალიან მარტივი ოპერაციებია შესასრულებელი, უბრალოდ, არ მაქვს საჭირო გამოცდილება და მეშინია რაიმე დეტალეი არ გამომრჩეს.

+ მინდა იაფად გამოვიდე და 150-200 ლარის გადახდას არ ვგეგმავ.

რას მირჩევთ და როგორ?!

Posted by: tamaray 2 Oct 2016, 17:17
QUOTE (Black-White777 @ 2 Oct 2016, 17:04 )
შპს-თვის მჭირდება ბუღალტერი ან ერთგვარი კონსულტაცია, რადგანაც თავად გავაკეთო ყველაფერი.

ძალიან მარტივი ოპერაციებია შესასრულებელი, უბრალოდ, არ მაქვს საჭირო გამოცდილება და მეშინია რაიმე დეტალეი არ გამომრჩეს.

+ მინდა იაფად გამოვიდე და 150-200 ლარის გადახდას არ ვგეგმავ.

რას მირჩევთ და როგორ?!

უფასო ბუღალტერი უნდა აიყვანო :gigi: :gigi: :gigi:

Posted by: Black-White777 2 Oct 2016, 19:09
QUOTE (tamaray @ 2 Oct 2016, 17:17 )
QUOTE (Black-White777 @ 2 Oct 2016, 17:04 )
შპს-თვის მჭირდება ბუღალტერი ან ერთგვარი კონსულტაცია, რადგანაც თავად გავაკეთო ყველაფერი.

ძალიან მარტივი ოპერაციებია შესასრულებელი, უბრალოდ, არ მაქვს საჭირო გამოცდილება და მეშინია რაიმე დეტალეი არ გამომრჩეს.

+ მინდა იაფად გამოვიდე და 150-200 ლარის გადახდას არ ვგეგმავ.

რას მირჩევთ და როგორ?!

უფასო ბუღალტერი უნდა აიყვანო gigi.gif gigi.gif gigi.gif

თვეში - მაქსიმუმ 2-3 საათის საქმეა - ეგეც არაა და მაგაში 200 ლარის გადახდას ნამდვილად არ ვაპირებ.

ან ვინმემ კონსულტაცია გამიწიოს ნორმალურად და მაგაში გადავუხდი.

მეტი რაღა ვქნა?!

Posted by: levvani 3 Oct 2016, 10:09
Black-White777
დამიჯერე უნდა გერჩივნოს იმ 150 200 ლარის გადახდა და ამისათვის ბევრი მიზეზი არსებობს რომლის ჩამოთვლისათვის დრო არ მეყოფა wink.gif

ელემანტარულს გკითხავ. ჩამოწერა როგორ უნდა გააკეთო იცი?

Posted by: GPS navigation 3 Oct 2016, 12:57
QUOTE (levvani @ 3 Oct 2016, 10:09 )
Black-White777
დამიჯერე უნდა გერჩივნოს იმ 150 200 ლარის გადახდა და ამისათვის ბევრი მიზეზი არსებობს რომლის ჩამოთვლისათვის დრო არ მეყოფა wink.gif

ელემანტარულს გკითხავ.  ჩამოწერა როგორ უნდა გააკეთო იცი?

კაცმა თქვა არ ვიცი და მინდა რო გავერკვეო და ისევ შეკითხვას უბრუნებ.

მეც იგივე მდგომარეობაში ვარ ზუსტად. ვიღაცეებს შევეკითხე ხან აქ დავსვი შეკითხვა და ჯერ კიდევ არ ვიცი რაღაცეები ზუსტად გავაკეთე თუ არა. არადა საწყის ეტაპზე ამ 150 და 200 ლარსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

****

ისე კიდე ერთი ვარიანტია ერთჯერადად დაქირავება და მასწავლებლად აყვანა, მერე გაუშვებ და ეგაა შეგრჩება ნასწავლი smile.gif))

Posted by: levvani 3 Oct 2016, 13:29
GPS navigation
QUOTE
კაცმა თქვა არ ვიცი და მინდა რო გავერკვეო და ისევ შეკითხვას უბრუნებ.

შეკითხვას იმიტომ ვუბრუნებ რომ მიხვდეს რამდენად მნიშვნელოვანია გინდ ბუღალტერიის სწორედ წარმოება გინდ თავად კარგად გარკვევა ერტჯერადი კონსულტაციით არამგონია ვინმემ ნორმალურად დაგარიგოს თუმცა არც ეგაა ცუდი რომ აინტერესებს ადამიანს ყველა ფირმის დირექტორმა უნდა იცოდეს დაახლოებით მაინც ბუღალტერია.

QUOTE
მეც იგივე მდგომარეობაში ვარ ზუსტად. ვიღაცეებს შევეკითხე ხან აქ დავსვი შეკითხვა და ჯერ კიდევ არ ვიცი რაღაცეები ზუსტად გავაკეთე თუ არა. არადა საწყის ეტაპზე ამ 150 და 200 ლარსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

გეთანხმები დასაწყისისთვის ხარჯის გაწევა ცოტა არ იყოს რთულია დამწყები მეწარმისათვის. თუმცა ბევრი მინახია წლის ბოლოს მოსული და უთქვამთ წლიური ბალანის გაკეთება და დეკლარაციის ჩაბარება და ისეთი შეცდომები აქვთ დაშვებული 150 ლარი ბევრად ერჩივნა იმ პიროვნებას გადაეხადა ვიდრე ჯარიმები და საურავები ეხადა ბიუჯეტში wink.gif

Posted by: kanian_U 3 Oct 2016, 17:27
გამარჯობა.
ვინიშნები ერთ ერთი შპს-ს დირექტორად და რაღაც კითხები მაქვს.
ინდ, მეწარმე ვარ და რამეში ხომ არ შემიშლის ხელს? მემგონი არა და ეს ნაკლებად მაინტერესებს.
მთავარი რაც არი ისაა, რომ ამ შპს ბევრი დარღვევა აქვს, რაც ჯერ საგადასახადოს არ შეუმოწმებია (ქვითრით გაყიდულია ცოტა).
მაგრამ თუ შეამოწმეს ჩემი დირექტორობის დროს, გასაგებია რომ ჯარიმას გამოწერენ, მაგრამ მე, როგორც დირექტორს და როგორც პიროვნებას რა პასუხისმგებლობა მეკისრება კანონის წინაშე?

Posted by: tika20000 4 Oct 2016, 11:46
მოკლედ ვიყავი და მითხრეს შაბლონურად ხტება ეგ შეტყობინებაო.

როდესაც რაიმე სახის მოთხოვნაა გადმოგზავნილი ამ შემთხვევაში ანგარიშგებაში - მინუსით აჩვენებს დარიხცხულ თანხას და ასევე არ იშლება ეს შეტყობინება.

Posted by: Miss_Miakoo 4 Oct 2016, 12:22
გამარჯობა მეგობრებო,
ასეთი კითხვა მაქვს მივლინება არის ქვეყნის შიგნით, მომწვევი მხარე ანაზღაურებს ყველა ხარჯს გარდა კვებისა, მოწვევაში წერია მხოლოდ ლანჩი და დღიურ 15 ლარს ვურიცხავ ხომ?

Posted by: anuuuki 5 Oct 2016, 17:13
QUOTE (kanian_U @ 3 Oct 2016, 17:27 )
გამარჯობა.
ვინიშნები ერთ ერთი შპს-ს დირექტორად და რაღაც კითხები მაქვს.
ინდ, მეწარმე ვარ და რამეში ხომ არ შემიშლის ხელს? მემგონი არა და ეს ნაკლებად მაინტერესებს.
მთავარი რაც არი ისაა, რომ ამ შპს ბევრი დარღვევა აქვს, რაც ჯერ საგადასახადოს არ შეუმოწმებია (ქვითრით გაყიდულია ცოტა).
მაგრამ თუ შეამოწმეს ჩემი დირექტორობის დროს, გასაგებია რომ ჯარიმას გამოწერენ, მაგრამ მე, როგორც დირექტორს და როგორც პიროვნებას რა პასუხისმგებლობა მეკისრება კანონის წინაშე?

დირექტორს ეკისრება პასუხისმგებლობა, აუდიტს ატარებს ხოლმე ბევრი სანამ დირექტორად დაინიშნება რომ დარწმუნდეს კომპანიის სისუფთავეში და შენ თუ დარწმუნებული ხარ რომ დაჯარიმდება შპს რავიცი აბა ჩემი აზრით საშაროა : ) გააჩნია რა თანხებზეა ლაპარაკი, კაონინით ჯერ შპს არის პასუხისმგებელი და მერე დირექტორი

Posted by: kanian_U 5 Oct 2016, 18:31
anuuuki
ჯერ შპს და მერე დირექტორი?
და კომპანიის დამფუძნებელი არა?
ან თუ მე არ ვიყავი დარღვევების პერიოდში დირექტორი, მაშინ რა ხდება?
აი დაახლოებით მაინც რა პასუხისმგებლობა შეიძლება დამეკისროს?
დარღვევა ეხება უჩეკოდ გაყიდულ პროდუქციას.

Posted by: anuuuki 5 Oct 2016, 22:27
QUOTE (kanian_U @ 5 Oct 2016, 18:31 )
anuuuki
ჯერ შპს და მერე დირექტორი?
და კომპანიის დამფუძნებელი არა?
ან თუ მე არ ვიყავი დარღვევების პერიოდში დირექტორი, მაშინ რა ხდება?
აი დაახლოებით მაინც რა პასუხისმგებლობა შეიძლება დამეკისროს?
დარღვევა ეხება უჩეკოდ გაყიდულ პროდუქციას.

კი ჯერ შპს თავისი ბალანსით და მერე უკვე დირექტორი, ვინც იმ მომენტშია და არა ძველი, ვინც დარღვევების დროს იყო. რა თანხის ჯარიმაზე შეიძლება იყოს დაახლოებით ლაპარაკი?

Posted by: tamaray 6 Oct 2016, 00:16
იგივე ვრცელდება ბუღალტრზეც,- დროის ასპექტში?

Posted by: LZau 6 Oct 2016, 10:23
kanian_U
http://taxinfo.ge/index.php?option=com_content&task=view&id=8903&Itemid=104

Posted by: ZZZ777 7 Oct 2016, 14:13
kanian_U
პასუხიმგებელი სამართალდარღვევაზე გახლავთ კომპანიის დირექტორი ან პარტნიორი რომელიც უშუალოდ ჩართულია საწარმოს მართვით საქმიანობაში, თუმცა აქ მოყვანილი მაგალითები სრულად არ ასახავს იმ სურათს რა შედეგებიც უნდა დადგეს მსგავსი ტიპის შემთხვევაში. აქ მოყვანილი მაგალითები ეფუძნება იმ შემთხვევებს როდესაც დირექტორი ბოროტად იყენებს შპს-ს საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით, ნათელია თაღლითური სქემა და საქმე ეხება დიდი ოდენობით გადასახადების გადახდის არიდების ფაქტს.
შენს შემთვევაში აუცილებელია მოძებნო ნორმალური ბუღალტერი (აუდიტორი საუკეთესო ვარიანტია) რომელიც შეძლებს სრულად დაგიხატოს ფინანსური სურათი და შეაფასოს საგადასახადო რისკები . დაგიდოს ფინანსური სურათი სადაც ზუსტად განისაზღვრება საგადასახადო ვალდებულებების (გადასახადების) ზუსტი ოდენობა (+საურავები + ჯარიმები) . მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დასკვნის გამოტანა რამდენად ღირს ამ კომპანიის მართვის უფლებამოსილება აიღო.

Posted by: გრძელფეხება-მამილო 7 Oct 2016, 15:54
http://accatraining.ge/site/acca-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.html
ამათი წიგნები არავის გააქვთ?

Posted by: Pepela88 7 Oct 2016, 15:57
თუ იცით კაფე შეიძლება თუ არა დარეგისტრილდეს მცირე მეწარმედ რომელიც წლიურად 100000 ნაკლები შემოსავალი აქვს?

Posted by: gordas 7 Oct 2016, 20:25
ბუღალტერი რომ გახდე აუცილებელია რამე წიპირობები გქონდეს? მაგალითად ფინანსები გქონდეს დამთავრებული?

Posted by: levvani 8 Oct 2016, 12:20
Pepela88
QUOTE
თუ იცით კაფე შეიძლება თუ არა დარეგისტრილდეს მცირე მეწარმედ რომელიც

0322299299 დარეკე და გეტყვიან სავარაუდოდ არ შეიძლება
gordas
არაა აუცილებელი

Posted by: gordas 8 Oct 2016, 12:51
levvani
რა წიგნით დავიწყო სწავლა მაგას ხომ ვერ მეტყვი?

Posted by: tika20000 9 Oct 2016, 20:47
სალამი. ერთი კითხვა მაქვს. ჩემს მეგობარს მოუვიდა რს. დან დავალიანება. ჰქონდა ადრე გაქირავებული ქონება. რომელსაც უკვე აღარ აქირავებს 2016 წელში. 2015 წლის გადახდილი აქვს ყვეალფერი საშემოსავლო, მაგრამ უთხრეს თქვენ ავანსების აგდახდა არ გეკუთვნითო. და არ გადაუხდია . ეხლა მოუვიდა ჯარიმა საურავი და საგადასახადო გირავნობა. წესით ეკუთვნოდა გადახდა ამ ავანსების? მაშნ რატომ უთხრეს არ გეკუთვნისო? და რომ გადაიხადოს დაუშვათ ეხლა ეს დავალიანება მოეხსნება გირავნობა? იქნებ სწრაფად ვინმემ შეძლოს პასუხის გაცემა?

Posted by: anuuuki 10 Oct 2016, 09:46
QUOTE (tika20000 @ 9 Oct 2016, 20:47 )

ფიზიკური პირია? რომ გადაიხადოს თანხა რაზეც მოუვიდა მოთხოვნა მოეხსნება, მაგრამ თუ ფიქრობს რომ რამე უსამართლოდ დაერიცხა მივიდეს სერვის ცენტრში

Posted by: levvani 10 Oct 2016, 10:35
gordas
წიგნით არამგონია სწავლა შეძლო რამე პატარა კურსებ გაიარე მერე პრაქტიკა და თუ პროფესიონალურ დონეზე გინდა ACCA- კურსებსაც იაყოლებ ნელნელა

Posted by: ZZZ777 10 Oct 2016, 10:48
QUOTE (tika20000 @ 9 Oct 2016, 20:47 )
სალამი. ერთი კითხვა მაქვს. ჩემს მეგობარს მოუვიდა რს. დან დავალიანება. ჰქონდა ადრე გაქირავებული ქონება. რომელსაც უკვე აღარ აქირავებს 2016 წელში. 2015 წლის გადახდილი აქვს ყვეალფერი საშემოსავლო, მაგრამ უთხრეს თქვენ ავანსების აგდახდა არ გეკუთვნითო. და არ გადაუხდია . ეხლა მოუვიდა ჯარიმა საურავი და საგადასახადო გირავნობა. წესით ეკუთვნოდა გადახდა ამ ავანსების? მაშნ რატომ უთხრეს არ გეკუთვნისო? და რომ გადაიხადოს დაუშვათ ეხლა ეს დავალიანება მოეხსნება გირავნობა? იქნებ სწრაფად ვინმემ შეძლოს პასუხის გაცემა?

მიმდინარე გასახადელი მოგების (საშემოსავლო) გადასახადი დაერიცხებოდა ყველა შემთხვევაში იმ ოდენობით, რა ოდენობითაც წარადგინა წინა წლის დეკლარაცია. ამ შემთვევაში შენი მეგობარი თუ აჩერებდა საქმიანობას უნდა წარედგინა ელექტრონული განცხადება მიმდინარე გადასახადელების შემცირების თაობაზე, რითაც თავიდან აიცილებდა მიმდინარე გადასახადელების დარიცხვას .

Posted by: tika20000 10 Oct 2016, 16:20
ZZZ777

არასწორად შევსებული დეკალრაცია იყო და იმიტომ დაერიცხა. ეხლა აღარ ახორცილებეს უკვე იჯარით გაცემას და მივიდეს და დაწეროს უნდა განცხადება? უკვე დეკემბრიდან აღარ ახორცილებს. ეხლა რომ დაწეროს შეიძლება?

Posted by: anuuuki 10 Oct 2016, 16:38
QUOTE (tika20000 @ 10 Oct 2016, 16:20 )
ZZZ777

არასწორად შევსებული დეკალრაცია იყო და იმიტომ დაერიცხა. ეხლა აღარ ახორცილებეს უკვე იჯარით გაცემას და მივიდეს და დაწეროს უნდა განცხადება? უკვე დეკემბრიდან აღარ ახორცილებს. ეხლა რომ დაწეროს შეიძლება?

რომელი წლის დეკლარაციაა? განცხადება არ უშველის კორექტირებული დეკლარაცია უნდა გაუშვას. მომწერე აბა დეტალები და დაგეხმარები

Posted by: ZZZ777 10 Oct 2016, 16:53
tika20000
თუ არასწორადაა დეკლარაცია პირველ რიგში უნდა დაკოერქტირდეს. მაგრამ თუ მოგებაზე გავიდა კომპანია მაინც დაირეცხება მიმდინარე საავანსოები წინა წლის მიხედვით. განცხადების დაწერა მაინც მოგიწევს ამ შემთვევაში.

Posted by: aladini 11 Oct 2016, 09:28
გამარჯობა!

ასეთი შეკითხვა გვაქვს - არის შპს, რომლის წილიც გვინდა გავყიდოთ. ანუ ინვესტორი თავიდან იხდის X თანხას, რის საფასურადაც ყიდულობს Y პროცენტს და ამის შემდეგ ვალდებულია 1 წლის განმავლობაში Z თანხის ინვესტირებაც განახორციელოს.

ხოდა ეს პირველადი წილის გამოსასყიდი თანდა როგორ უდნა გაფორმდეს, რომ საშემოსავლოთი არ დაიქვითოს?
ანუ Z თანხას (ინვესტიციას) კაპიტალში ავიყვანთ და შემდეგ დაიხარჯება წესისამებრ (ხელფასი, კომუნალური...), მაგრამ პირველად გადასახდელ თანხას რა ვუყოთ - როგორც წილის გასხისება უნდა გაფორმდეს თუ სხვა რაიმე ფორმაა ისეთი, რომ არ დაიბეგროს საშემოსავლოთი?

ჩვენს ბუღალტერს ვესაუბრეთ და სამეწარმეო სამართლის მცოდნე იურისტის კონსულტაციაა მაინც საჭიროო.

მადლობა წინასწარ

Posted by: ZZZ777 11 Oct 2016, 10:56
QUOTE (aladini @ 11 Oct 2016, 09:28 )
გამარჯობა!

ასეთი შეკითხვა გვაქვს - არის შპს, რომლის წილიც გვინდა გავყიდოთ. ანუ ინვესტორი თავიდან იხდის X თანხას, რის საფასურადაც ყიდულობს Y პროცენტს და ამის შემდეგ ვალდებულია 1 წლის განმავლობაში Z თანხის ინვესტირებაც განახორციელოს.

ხოდა ეს პირველადი წილის გამოსასყიდი თანდა როგორ უდნა გაფორმდეს, რომ საშემოსავლოთი არ დაიქვითოს?
ანუ Z თანხას (ინვესტიციას) კაპიტალში ავიყვანთ და შემდეგ დაიხარჯება წესისამებრ (ხელფასი, კომუნალური...), მაგრამ პირველად გადასახდელ თანხას რა ვუყოთ - როგორც წილის გასხისება უნდა გაფორმდეს თუ სხვა რაიმე ფორმაა ისეთი, რომ არ დაიბეგროს საშემოსავლოთი?

ჩვენს ბუღალტერს ვესაუბრეთ და სამეწარმეო სამართლის მცოდნე იურისტის კონსულტაციაა მაინც საჭიროო.

მადლობა წინასწარ

სსკ-ს 82 მუხლის საფუძველზე ფიზიკური პირის მიერ წილის გასხვისება განთავისუფლებული საშემოსავლო გადასახადისგან თუ აღნიშნული ფიზიკური პირი 2 წელზე მეტი ვადით ფლობს აღნიშნულ წილს.
ვ.გ) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივების მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთანავე, აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება ან/და ფასიანი ქაღალდების/წილის მხოლოდ ფლობა დივიდენდებისა და პროცენტების მიღების მიზნით;
თუმცა აღსანიშნავია რომ თუ მიღებული შემოსავალი გადააჭარბებს 40000 ლარს მაშინ მოგიწევთ ქონების დეკლარაციის შესვება და გადასახდელების გადახდა.

Posted by: aladini 11 Oct 2016, 12:24
QUOTE
გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივების მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა

ეს ვერ გავიგე.
შპს-ს აქტივი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება?

QUOTE
აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება ან/და ფასიანი ქაღალდების/წილის მხოლოდ ფლობა დივიდენდებისა და პროცენტების მიღების მიზნით;

ანუ თუ შპს-ს დირექტორი ყიდის, მასზე ეს დათქმა არ ვრცელდება? (ვინაიდან დივიდენდის გარდა, სხვა ეკონომიკურ სარგებელსაც მიიღებდა)

Posted by: levvani 11 Oct 2016, 12:27
aladini
არაფერი დაბეგვრა არ სჭირდება. შედგება კრების ოქმი დღის წესრიგში ჩაიწერება რომ ყიდით შპსს წილს და დაითველბა დებიტორკრედიტორები და რეესტრით დაფიქსირდება მისი წილობრივი %

Posted by: ZZZ777 11 Oct 2016, 12:32
QUOTE (aladini @ 11 Oct 2016, 12:24 )
QUOTE
გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივების მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა

ეს ვერ გავიგე.
შპს-ს აქტივი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება?

QUOTE
აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება ან/და ფასიანი ქაღალდების/წილის მხოლოდ ფლობა დივიდენდებისა და პროცენტების მიღების მიზნით;

ანუ თუ შპს-ს დირექტორი ყიდის, მასზე ეს დათქმა არ ვრცელდება? (ვინაიდან დივიდენდის გარდა, სხვა ეკონომიკურ სარგებელსაც მიიღებდა)

აქ წერია რომ ფიზიკური პირი რომელიც ფლობს წილს შპს-ში 2 წელზე მეტი ვადით გათავისფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან ნამეტ თანხაზე. შპს-ს დირექტორი თუ არ ფლობს წილს როგორ გაყიდის ? თუ ფლობს მასზე ანალოგიურად გავრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათები.
* * *
levvani
თუ 2 წელზე ნაკლები ვადით ფლობს , არ დაიბეგრება ?

Posted by: aladini 11 Oct 2016, 14:16
ZZZ777
levvani
არასწორედ დავწერე smile.gif
შპს-ს დირექტორი იგივე დამფუძნებელია, რომელიც 2 წელზე მეტი ვადით ფლობს და თან მართავს აღნიშნულს კომპანიას.

ამ შემთხვევაში იბგრება თუ არა?

Posted by: mariam_m 11 Oct 2016, 14:24
გამარჯობა, ყოველთვიურ დეკლარაციას რომ ვავსებთ, (მეორედ ვავსებ და ამიტომ მაინტერესებს) წინა თვის ზეტის ჯამი უნდა გამოვაკლო ამ თვისას, თუ რაც წერია პირდაპირ ისე შემყავს?

Posted by: ZZZ777 11 Oct 2016, 14:31
aladini
გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან ასევე დღგ-სგან მიუხედავად იმისა აჭარბებს თუ არა 100 000 ლარს .
თუ 40 000 მეტია შემოსავალი როგორც ზემოთ აღვნიშნე მოგიწევს ქონების დეკლარაციის შესვება და დარიცხული თანხის გადახდა
* * *
mariam_m
მოყევი სიტუაცია უფრო კონკრეტულად.
ისე უნდა გამოაკლო smile.gif))))

Posted by: mariam_m 11 Oct 2016, 14:39
QUOTE (ZZZ777 @ 11 Oct 2016, 14:31 )

mariam_m
მოყევი სიტუაცია უფრო კონკრეტულად.
ისე უნდა გამოაკლო smile.gif))))

წინა თვეში საშემოსავლო რაც იყო , სალარო აპარატით რაც მივიღეთ თანხა, ის თანხა უნდა გამოვაკლოთ ამ თვის შაშემოსავლოს ხომ? (თუ კიდე ვერ ავხსენი facepalm.gif )

Posted by: levvani 11 Oct 2016, 14:47
ZZZ777
QUOTE
თუ 2 წელზე ნაკლები ვადით ფლობს , არ დაიბეგრება ?

კი დაიბეგრება, დაიბეგრება მხოლოდ სხვაობით.

ანუ ვთქვათ 1000 ლარი გავწიე ხარჯი ფირმისათვის და 1200 ლარია შემოსავალი და ვყიდი ჩემ წილს 1200 ად ესეიგი დავიბეგრები 200 ლარიდან wink.gif

mariam_m
QUOTE
წინა თვეში საშემოსავლო რაც იყო

საშემოსავლო თუ შემოსავალი biggrin.gif

კიი უნდა გამოაკლო და რას აკლებ შედი რსზე და ნახე პირდაპირ ამ თვის ზეტების ჯამი wink.gif

Posted by: ZZZ777 11 Oct 2016, 14:55
ლევვანი
რიტორიკული შეკითხვა იყო wink.gif

Posted by: aladini 11 Oct 2016, 14:56
ZZZ777
ძალიან დიდი მადლობა

Posted by: levvani 11 Oct 2016, 15:11
ZZZ777
QUOTE
რიტორიკული შეკითხვა იყო 

wink.gif გასაგეებ wink.gif

Posted by: ნათია_ბათია 11 Oct 2016, 17:55
ორმაგ დაბეგვრაზე მაქვს კითხვა, არ მქონია ამ საკითხთან შეხება.

კონკრეტულად : მომსახურებას ვუწევ აზერბაიჯანულ კომპანიას (რეგისრირებული აზერბაიჯანში, არანაირი წარმომადგენლობა არ აქვს აქ).
1. გამომიგზავნეს სპეციალური ფორმა თავიანთი (ფორმა 4ის მსგავსი), რომელიც ჩვენი საგადასახადოს მხრიდან დამოწმებული უნდა გამეგზავნა. გავაკეთე ეს ბევრი სირბილის მერე და გავუგზავნე იმისთვის რომ არ დაეკავებინათ გადასახადი და ჩაერიცხათ სრულად. ამდენი წვალების მერე მომახსენეს რომ რაღაც გარკვეველი "მიზეზეის" გამო არ დაგვიკმაყოფილა იქაურამ ფინანსთა სამინისტომ განაცხადიო. სამწუხაროდ სხვა გზა არ მაქვს უნდა ვენდო.
გადავედი მეორე ვარიანტზე, გამოვაგზავნინე თავიანთი რეზიდენტობის ცნობა და ვითხოვ დაკავებული გადასახადების ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს რომ მე ეს თანხები აქ აღვიდგინო.
მაინტერესებს ხომ სწორად ვითხოვ ამას?
ის მხარე მეუბნება რომ ბიუჯეტში ზედმეტობა აქვთ და არ რიცხავენ ფიზიკურად დაკავებულ საშემოსავლოს. რა გავაკეთო? რა მოვითხოვო რომ ამ თანხების მოგების დეკლარაციაში ასახვა შევძლო?

Posted by: Protea 12 Oct 2016, 23:20
იცით რა მაინტერესებს, როდესაც შემოსავლების სამსახური კომპანიის სახელზე ფიზიკური ფოსტით წერილს აგზავნის, პარალელურად rs.ge-ზეც უგზავნის ხოლმე შეტყობინების სახით?

Posted by: Lady_Bird 13 Oct 2016, 00:11
ACCA ინგლისურად თუ გაქვთ ჩაბარებული ვინმეს? მაინტერესებს ლექციებზე დადიოდით თუ დამოუკიდებლად ჩააბარეთ? და კიდევ კითხვები მაქვს თუ გაქვთ ვინმეს შეხება გამომეხმაურეთ

Posted by: Attolini 13 Oct 2016, 02:49
საშემოსავლოს დეკლარაცია შპს-მ როდის უნდა წარადგინოს და როდის გადაიხადოს? გადახდის დროს დანიშნულებაში რა ეწერება? ერთიანი სახაზინო კოდი?

Posted by: ნათია_ბათია 13 Oct 2016, 09:52
Protea
რამდენადაც ვიცი მაინც უნდა დაარეგისტრირო განაცხადი. მაგრამ ელექტრონულად ბევრად მარტივია რა საჭიროა ფიზიკურად გაგზავნა?

Attolini
დეკლარაცია უნდა წარადგინო ყოველთვიურად მომდევნო თვის 15 რიცხვამდე განაცემთა შესახებ ინფორმაციასთან ერთად. გადასახადს იხდი მაშინვე როცა უკავებ საშემოსავლო. იხდი გაერთიანებულ სახაზინო კოდზე და დანიშნულებას ავტომატურად აწერს ინტერნეტ ბანკი.

ჩემს კითხვაზე არავინ იცით პასუხიიი???

Posted by: esmeralda_79 13 Oct 2016, 18:16
QUOTE (Lady_Bird @ 13 Oct 2016, 00:11 )
ACCA ინგლისურად თუ გაქვთ ჩაბარებული ვინმეს?  მაინტერესებს ლექციებზე დადიოდით თუ დამოუკიდებლად ჩააბარეთ?  და კიდევ კითხვები მაქვს თუ გაქვთ ვინმეს შეხება გამომეხმაურეთ

მე ქართულლზე მაინტერესებს ყველაფერი smile.gif))
* * *
კია სასაცილო მაგრამ მასწავლეთ როგორ ვუპასუხო კონკრეტულ პიროვნებას რა.. smile.gif))

Posted by: Lemarc 13 Oct 2016, 18:36
დავამთავრე ბაკალავრიატი თსუ(ფინანსების განხრით) და ამჟამად მსურს ბუღალტერიის შესწავლა საფუძლიანად+ oris-ის. რომელ სასწავლო ცენტრში მირჩევდით მისვლას? სასურველია, რომ გაიცემოდეს სერთიფიკატი.

Posted by: ნათია_ბათია 13 Oct 2016, 19:26
Lemarc
ყველაზე ნაყოფიერი ალბათ ასისტენტად მუშაობაა რა. ვერცერთი 3 თვიანი კურსი ვერ მოგცემს ნორმალურ შედეგს.

Posted by: nanana 14 Oct 2016, 01:13
hello from the other side
slslslslslslsls slslslslsl slslslsl

Posted by: natia-ameli 14 Oct 2016, 10:57
გამარჯობა,
QUOTE
ყველაზე ნაყოფიერი ალბათ ასისტენტად მუშაობაა რა. ვერცერთი 3 თვიანი კურსი ვერ მოგცემს ნორმალურ შედეგს.

ხომ ვერ მირჩევდით სად შეიძლება დავიწყო ბუღალტრის ასისტენტად, დამხმარედ მუშაობა ? ან ხომ არ გეგულებათ ვინმე ვინც დამეხმარებოდა.
ACCA - ში ვსწავლობ ამჟამად, დეკემბერში ვამთავრებ პირველ დონეს, თან ვმუშაობ მოლარე–ბუღალტრად, მაგრამ აქ ისეთს არაფერს ვაკეთებ და სხვაგან მინდა, პრაქტიკა რომ გავიარო. მინიმალური ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშეც შეიძლება.

user.gif user.gif

Posted by: გრძელფეხება-მამილო 14 Oct 2016, 20:12
QUOTE
ხომ ვერ მირჩევდით სად შეიძლება დავიწყო ბუღალტრის ასისტენტად, დამხმარედ მუშაობა ?

მეც იგივე კითხვის დასმა მინდოდა

QUOTE
ACCA - ში ვსწავლობ ამჟამად,

დამოუკიდებლად? მე მაქამდე მიადრებს

QUOTE
მუშაობ მოლარე–ბუღალტრად

როგორ დაიწყე მუშაობა, ხელფასი რამდენია?

და ზოგადად პრაქტიკა სად გავიარო ბუღალტერიაში?

Posted by: natia-ameli 14 Oct 2016, 22:49
გრძელფეხება-მამილო
QUOTE
დამოუკიდებლად? მე მაქამდე მიადრებს

დამოუკიდებლად არა, ლექციებზე დავდივარ.
არ მაქვს ამ სფეროში განათლება.

QUOTE
როგორ დაიწყე მუშაობა, ხელფასი რამდენია?

და ზოგადად პრაქტიკა სად გავიარო ბუღალტერიაშ

მუშაობა ჩვეულებრივ გასაუბრებით და რაღაც უნარების ტესტით. რასაც მე ვაკეთებ მარტივი რაღაცეებია და ნამდვილ ბუღალტერიაში არაფერი გამეგება.
ხელფასი ძალიან დაბალია.

Posted by: an12 14 Oct 2016, 23:19
ჩემთვის ახალი სფეროა, კოდექსში კი ბევრი ვერაფერი ამოვიკითხე და მაინტერესებს იქნებ აქ მიპასუხოს ვინმემ: საქართველოში დაარსებულმა შ.პ.ს.-მ (დღგ გადამხდელია) საზღვარგარეთ შეიძინა საქონელი, ამ საქონელმა, ტრაზიტით (ტრანზიტის გადასახდელები გადახდილია) გაიარა საქართველოზე და გაყიდა ისევ საზღვარგარეთ, ფასნამატით.
დღგ-ს ფაქტურები არ არის, მარტო ინვოისებია.... დღგს გადასახადი გაყიდვის ინვოისიდან უნდა გამოვყო თუ რაც მეტობა დარჩა იმ თანხიდან??? rolleyes.gif

Posted by: ნათია_ბათია 17 Oct 2016, 10:51
natia-ameli
ხშირად ცხადდება ვაკანსიები გამოცდილებას რომ არ ითხოვენ და დაბალი ხელფასია. მეთვითონ 2 მყავს მასე აყვანილი, თეორიული ცოდნა ქონდათ და პრაქტიკა არანაირი. 300 ლარს ვუხდიდი 6 თვე და გიჟებივით მუშაობდნენ, პილასოსივით ისრუტავდნენ ინფორმაციას და ცოდნას. მეთვითონაც მასე დავიწყე .

an12
ტრანზიტით ვერ გაიტან მაგას. რეექსპორტით კეთდება . და დღგს არც შემოტანისას იხდი და არც გატანისას. შესყიდვის ფასს ამატებ მარჟას და გაგაქვს.

Posted by: natia-ameli 17 Oct 2016, 10:54
ნათია_ბათია

ხოო, ვეძებ ეგეთს. თქვენ არ გაქვთ ახლა ?

Posted by: ნათია_ბათია 17 Oct 2016, 11:01
natia-ameli
ჩაუჯექი ვაკანსიებს. ამ ეტაპზე ჩვენ აქ გვაქვს.

Posted by: natia-ameli 17 Oct 2016, 11:22
ნათია_ბათია

კარგი. მადლობა რჩევისთვის chups.gif

Posted by: Lady_Bird 17 Oct 2016, 17:14
ნათია_ბათია
QUOTE
ხშირად ცხადდება ვაკანსიები გამოცდილებას რომ არ ითხოვენ და დაბალი ხელფასია. მეთვითონ 2 მყავს მასე აყვანილი,

მირჩიე რა რა თანმიმდევრობით დატვირთე? ან რას ანდობდი თავიდანვე. მე ავიყვანე ეხლა დამხმარე. თეორია კარგად აქვს ნასწავლი. ნუ კოდექსის ნიუანსები რა თქმა უნდა ყველაფერი არ იცის. ზოგადად აქვს გავლილი დღგ, საშემოსავლო და მოგებაც ალბათ
ჯერ მოგებამდე ვერ მივედით. ტიპიურ ოპერაციებს ვაკეთებინებ, თან ვუხსნი რაღაცეებს, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება რომ ძალიან დაკავებული ვარ და უყურადრებოდ მრჩება. არადა საქმეს რა გამოლევს ბუღალტერიაში

Posted by: demetre26 17 Oct 2016, 19:04
მოგესალმებით, სასწავლო ცენტრი გავხსენი 1 თვეც არ იქნება, თავიდან მჭირდება მარტივი ბუღალტერიის გაკეთება,თუ ვინმე დამეხმარებით პირადში მომწერეთ smile.gif

Posted by: ნათია_ბათია 17 Oct 2016, 22:03
Lady_Bird
ხო ეგ ყველაზე ძნელია. შენთვითონ რომ არ გცალია და ამ დროს უნდა აუხსნა და უს ნელა აკეთებს, მოთმინებით ელოდო.

რავი მე გადავანაწილე საქმე 3ზე. ნუ პროგრამასთან 2 მუშაობს. გავყავი ორად. ხარჯები და შემოსავლები. ერთს აბარია ყველაფერი რაც ეხება შემოსავლის აღიარებას, ფაქტურების გამოწერას. კლიენტების ბარათები და შედარებები, სალარო და ბანკიც მარტო შემოსავლების ნაწილში. მეორეს პირიქით ხარჯების აღრიცხვა, მომწოდებლებთან ურთიერთობა, გადარიცხვები. შინაარსიბრიცად რა. მე სალაროც ორი მაქვს. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობენ.

Posted by: გრძელფეხება-მამილო 18 Oct 2016, 05:06
ნათია_ბათია
Lady_Bird
http://baco.ge/newbaco/index.php
ამ პროგრამაზე რა აზრის ხართ?

Posted by: minii 19 Oct 2016, 14:54
გამარჯობა, ქონების დეკლარაციაში ძირითადი საშუალებები 31 დეკემბრის მდგომარეობით უნდა შევიტანოთ თუ 1 აპრილის მდგომარეობით?? მადლობა წინასწარ.

Posted by: ნათია_ბათია 19 Oct 2016, 15:01
გრძელფეხება-მამილო
ვერ გეტყვი არავისგან მსმენია ამ პროგრამის არც კარგი, არც ცუდი.

minii
1 აპრილის თუ მიწაზეა საუბარი

Posted by: levvani 19 Oct 2016, 16:33
minii

QUOTE
31 დეკემბრის მდგომარეობით

QUOTE
ძირითადი საშუალებები

yes.gif

თუ მიწაზეა საუბარი 1 აპრილის მდგომარეობით

Posted by: minii 19 Oct 2016, 17:42
ნათია_ბათია
levvani
მადლობა

Posted by: Lady_Bird 20 Oct 2016, 12:23
მოგების გადასახადის ახალ მოდელზე ტრენინგი ხომ არ გაგივლიათ ვინმეს? პაპიაშვილის ტრენინგზე მინდა ჩაწერა, გარდა ამისა სხვებაც აქვთ გამოცხადებული ანალოგიური ტრენინგები
რას მირჩევთ?
* * *
ნათია_ბათია

მადლობა რჩევისთვის

გრძელფეხება-მამილო

არ მქონია არნიშნულ პროგრამასთან შეხება, ვერაფერს გეტყვის, არც სხვებისგან გამიგია რამე

Posted by: ნათია_ბათია 20 Oct 2016, 13:56
Lady_Bird
და რა ღირს ტრენინგი? ან საჭიროა საერთოდ?

Posted by: Lady_Bird 20 Oct 2016, 14:58
ნათია_ბათია

ზაფხულში რომ ქონდათ გამოცხადებული 180 ლარი ღირდა, ეხლა არ ვიცი. დავრეკავ და გავარკვევ ბევრად არ გაძვრიდებოდა ალბათ.

რა თქმა უნდა დამოუკიდებლადაც შეიძელბა კოდექსის ცვლილებების განხილვა და თავსაც გაართმევ ადამიანი როცა გამოცდილი ხარ, უბრალოდ ტრენინგები იმით არის საინტერესო რომ სხვა და სხვა
ტიპის პრაქტიკულ ქეისებს განიხილავენ ხოლმე, შენი ბიზნესის კუთხით შეხედავ. რა ნაღმებია დამალული თითოეულ მუხლში უფრო სხვა თვალით დაინახავ. თუ რაიმე გაურკვეველი იქნება სანდო პასუხებს გაგცემენ.
აუცილებელი არ არის მაგრამ მაინც მინდა რომ გავიარო.

Posted by: ninichkako 22 Oct 2016, 14:36
დამწყები ბუღალტერი ვარ და ვინმეს რაიმე ელექტრონული წიგნი ხომ არ გაქვთ ბუღალტერიში უკეთ გასარკვევად? ან ACCA-ის წიგნი ხომ არ გაქვთ ელექტრონული ვერსია?

მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: Daთa 22 Oct 2016, 21:05
1C ტესტურ ვერსიას ვერსად ვერ ვნახავ? ან იქნებ ვინმეს გაქვთ ლინკი რამე და მომცეთ? user.gif
სახლში მინდა დავაინსტალირო რო შევისწავლო და იქნებ დამეხმაროთ?
სამსახურში კი მასწავლიან და ვითვისებ რაც საჭიროა მაგრამ თავისუფალ დროსაც კარგი იქნებოდა რო მესწავლა რაღაცეები smile.gif

Posted by: ბუღალტერი 22 Oct 2016, 21:17
Daთa
http://balance.ge/
იგივე ,,1C''
სამუშაო დღეებში დაურეკე და დაგეხმარებიან ინსტალაციაში.

Posted by: Daთa 22 Oct 2016, 21:29
ბუღალტერი

მე 1C პროგრამის შესწავლა მინდა და არა რაიმე საბუღალტრო პროგრამის , ცოტა კი ვეძებე ინტერნეტში მაგრამ ვერ ვნახულობ 1C-ს სატესტო ვერსიას და აქ მაგიტო ვიკითხე.

Posted by: ბუღალტერი 22 Oct 2016, 23:24
Daთa
ხოდა სატესტო ვერსია გადმოწერე მანდედან და დაგეხმარებიან ინსტალაციაშითქო.
ეგ არის გადმოქართულებული და ქართულ კანონმდებლობაზე მორგებული 1C, რომლის ლიცენზია იყიდა ბიდიომ და დაარქვა ,,ბალანსი''.
http://pix.ge/
ეს ინტერფეისი

Posted by: Daთa 22 Oct 2016, 23:58
ბუღალტერი

ეხლა გასაგებია smile.gif)
მე რუსული ვიშოვე და ეგ კიდევ უბრალოდ ბუღალტრული პროგრამა მეგონა გაიხარე ეგ ბევრად უკეთესია იმაზე რაც ვნახე ინტერნეტში
up.gif

Posted by: nk44 23 Oct 2016, 19:51
ყაზტრანსმა დამაკისრა გაზის მრიცხველის არასწორი ექსპლუატაციისთვის ჯარიმა ნაქირავები ფართია და არც მიმიქცევია ყურადღება რა მდგომარეობაში იყო.
და დამაკისრა 1100ლარი ჯარიმა და გადამინაწილეს 2 თვეზე. როგორი გავატარო ბუღალტრულად?

Posted by: ninichkako 24 Oct 2016, 01:14
ვინმე მუშაობთ საბუღალტრო პროგრამაში FMG (ELMA)? რამდენად მორგებულია მარკეტისათვის იქნებ დამეხმაროთ რა; კონსულტაცია მჭირდება

Posted by: GoldenSky 24 Oct 2016, 12:13
გამარჯობა , მიკრო მეწარმეა მძღოლი და რომ გავუშვა რეისში და თანხა ჩავურიცხო ხარჯში ვერ ვითვლი ხო ამას ?

Posted by: Natalya_B 24 Oct 2016, 13:36
სალამი. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადს როდის იხდის შპს?
* * *
GoldenSky

ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება:
მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები საერთო წესით იბეგრება

Posted by: an12 24 Oct 2016, 18:29
ნათია_ბათია
დიდი მადლობა...

შევეკითხე საგადასახადოს და ეს მომწერეს
თქვენს 2016 წლის 15 ოქტომბრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სსკ-ის 161-ე მუხლის თანახმად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე.

Posted by: GoldenSky 25 Oct 2016, 00:08
Natalya_B

მადლობა გაიხარე

Posted by: ZZZ777 25 Oct 2016, 10:51
Natalya_B
არაუგვიანეს 15 ნოემბრისა

Posted by: Daთa 25 Oct 2016, 12:42
1C დისტრიბუცია ტესტურ ვერსიას ვერსად ვერ ვნახავ ქართულ ენაზე? ან იქნებ ვინმეს გაქვთ ლინკი რამე და მომცეთ?

Posted by: kiwiii 26 Oct 2016, 00:01
გავაქირავე კომერციული ფართი.მე ვარ ფიზიკური პირი საშემოსავლოს ჩემს მაგივრად გადაიხდის დამქირავებელი -შპს.მე თუ მეკუთვნის დეკლარაციის შევსება და თუ მეკუთვნის რომელი წლიდან.ერთი კვირაა რაც ხელშეკრულება დავდე.

Posted by: ნათია_ბათია 26 Oct 2016, 13:41
an12

კარგად გაარკვიე.. ტრანზიტით რო გააკეთო შენ ხარ უნბრალოდ გადამზიდველი და ვერაფერს დაამატებ მოგებას. ექსპორტიორი იქნება გამყოდველი და იმპორტიორი მყიდველი უბრალოდ ტრანზიტით გაივლის.

მე რასაც გეუბნები ეგ რეექსპორტია, იმპორტიორი ხარ შენ, შემოგაქვს, აჩერებ საბაჟო საწყობში, კეთდება ახალი დოკუმენტაცია, ინვოისი, CMR, packing list, და თუ სხვა რამაც არის საჭირო და იბეჭდება ახალი დეკლარაცია სადაც ექსპორტიორი და გამყიდველი ხარ.
* * *
kiwiii
თუ შენი ოჯახის შემოსავალი 40000 ლარი იყო წინა წელს მაშინ 1 ნოემბრამდე აბარებ ქონების დეკლარაციას, იხდი 15 ნოემბრამდე ქონების გადასახადს.

Posted by: LuxoNika 26 Oct 2016, 16:50
A პიროვნებისაგან იღებს პროდუქტს B პიროვნება, B პიროვნებას ამ პროდუქტის მოგებიდან დ.ღ.გ-ს ჩამოჭრას A პიროვნებავე ანხორციელებს, ასეთ დროს B პიროვნებას რამე ვალდებულებები/გადასახადები/ბიუროკრატიულად რამის კეთება უწევს? აზრზე არვარ ამსაქმის და თუმიხვდებით რას ვკითხულობ მითხარით, რა როგორ უნდა იყოს...

Posted by: ნათია_ბათია 26 Oct 2016, 17:51
LuxoNika
საერთოდ ვერ მივხვდი კითხვას smile.gif განსაკუთრებით ეს "დღგ-ს ჩამოჭრა" რა არის

Posted by: LuxoNika 26 Oct 2016, 18:17
QUOTE (ნათია_ბათია @ 26 Oct 2016, 17:51 )
LuxoNika
საერთოდ ვერ მივხვდი კითხვას smile.gif განსაკუთრებით ეს "დღგ-ს ჩამოჭრა" რა არის

A კომპანია აწვდის B კომპანიას პროდუქტს, B კომპანია როდესაც ამ პროდუქტს ყიდის ფული ჩერეზ A კომპანიიდან გადადის B კომპანიაში (ანუ A კომპანიაში შედის ფული (იმის მიუხედავად რომ გაყიდვა B კომპანიიდან მოხდა)) და შემდეგ ეს A კომპანია B კომპანიაში რიცხავს თანხას სადაც A კომპანიის ამ საქმის მომსახურების ფულიც ჩამოჭრილია და ის თანხაც რაც B კომანიას ეკისრება გადასახდელად სახელმწიფოსათვის, მოგების გადასახადი -დ.ღ.გ იგივე არარის? მიხვდი რასვამბობ?

თუ ვერმიხვდი კიდევ ზუსტად გეტყვი პმ-ში რასეხება, თU ბუღალტერიხართ..
გარკვეული მიზეზების გამო ღიად არმინდა დაწერა.

Posted by: ნათია_ბათია 27 Oct 2016, 12:44
LuxoNika
ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ " A კომპანიის ამ საქმის მომსახურების ფულიც ჩამოჭრილია" ნუ ეს კაი ვთქვათ ურთიერთ ჩატვლას აკეთებენ მაგრამ რა სერვისის ფულს აჭრის? ან ამ სერვისზე ფაქტურას უწერს? თუ უბრალოდ დღგ-ს ჩათვლით თანხას აჭრის.

და "ის თანხაც რაც B კომანიას ეკისრება გადასახდელად სახელმწიფოსათვის, მოგების გადასახადი -დ.ღ.გ" ეს დიდი კითხვის ნიშანია, აჭრის რის საფუძველზე? რომ A კომოპანია იხდის B კომპანიის გადასახდელებს ბიუჯეტში? გაქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი რომ მესამე პირის მაგივრად იხდის გადასახდელებს?

კიდევ, "A კომპანია აწვდის B კომპანიას პროდუქტს", ანუ სასაქონლო ზედდებულით აწვდის ხომ? ფასს უთითებს ზედდებულში? თუ უსასყიდლოდ აწვდის? და მერე B კომპანიაც სასაქონლო ზედდებულით ყიდის? თუ კი რა ფასს უთითებს? ფასნამატით?

თეორიულად ყველაფერი შეიძლება თუ სწორად გააკეთებ, მაგრამ ასე ახლართვა რა საჭიროა?

Posted by: AnnG 27 Oct 2016, 13:15
ნათია_ბათია

გამარჯობა,

პირადში მოგწერეთ , შეგიძლიათ შეამოწმოთ ?

დახმარება მჭირდება თქვენი .

მადლობა

Posted by: ნათია_ბათია 27 Oct 2016, 13:16
AnnG
გიპასუხე.

არაფრის

Posted by: acdachi 27 Oct 2016, 16:53
გამარჯობა, ქონების დეკლარაციასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა
შემოსავლების სამსახურში დავრეკე და მითხრეს საერთოდ არ უნდა ქნა არაფერიო:

მოკლედ, ინდ.მეწარმეს ვუკეთებ ბუღალტერიას, წლიური საშემოსავლო თუ გააგზავნე მარტში საკმარისია ეგო.
ეხლა როგორც ფიზიკურ პირს, არაეკონომიკური საქმიანობიდან თუ აქვს დალშე კიდე 40000+ შემოსავალი მაშინ უნდა დეკლარაციაო

ქონება კი არაფერი აქვს, და თანხა არაფერია რეალურად გადასახდელი, მაგრამ ნულოვანის გაგზავნას ვაპირებდი

Posted by: anuuuki 27 Oct 2016, 17:00
QUOTE (acdachi @ 27 Oct 2016, 16:53 )
გამარჯობა, ქონების დეკლარაციასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა
შემოსავლების სამსახურში დავრეკე და მითხრეს საერთოდ არ უნდა ქნა არაფერიო:

მოკლედ, ინდ.მეწარმეს ვუკეთებ ბუღალტერიას, წლიური საშემოსავლო თუ გააგზავნე მარტში საკმარისია ეგო.
ეხლა როგორც ფიზიკურ პირს, არაეკონომიკური საქმიანობიდან თუ აქვს დალშე კიდე 40000+ შემოსავალი მაშინ უნდა დეკლარაციაო

ქონება კი არაფერი აქვს, და თანხა არაფერია რეალურად გადასახდელი, მაგრამ ნულოვანის გაგზავნას ვაპირებდი

წინა წლებში გზავნიდა ქოდენიბს დეკლარაციას?

Posted by: ნათია_ბათია 27 Oct 2016, 17:05
acdachi
ქონება თუ არაფერი აქვს რეგისტრირებული და არც ქონდა 1 აპრილს. მაშინ არ ჭირდება დეკლარაციის ჩაბარება.

Posted by: acdachi 27 Oct 2016, 17:08
QUOTE
წინა წლებში გზავნიდა ქოდენიბს დეკლარაციას?

არა 2015-ის შემოდგომაზე დაიწყო საქმიანობა

QUOTE
ქონება თუ არაფერი აქვს რეგისტრირებული და არც ქონდა 1 აპრილს. მაშინ არ ჭირდება დეკლარაციის ჩაბარება

უძრავ ქონებას ეხება ხო?
ერთი ლეპტოპი იყიდა საქმიანობისთვის
და მანქანა ითვლება? 2-3ჯერ საწვავი ვიყიდეთ

ვფიქრობ ნულოვანი ხო არ გავაგზავნო თავის დაზღვევისთვის
მერე რამე არ მოიგონ

Posted by: ნათია_ბათია 27 Oct 2016, 17:16
acdachi
როდის იყიდა ლეპტოპი?

მანქანა თავის სახელზეა ხო? როდიდან ყავს მანქანა?

Posted by: acdachi 27 Oct 2016, 17:18
ლეპტოპი ნოემბერში
მანქანა მარტში აჩუქეს

Posted by: anuuuki 27 Oct 2016, 17:22
QUOTE (acdachi @ 27 Oct 2016, 17:08 )
QUOTE
წინა წლებში გზავნიდა ქოდენიბს დეკლარაციას?

არა 2015-ის შემოდგომაზე დაიწყო საქმიანობა

QUOTE
ქონება თუ არაფერი აქვს რეგისტრირებული და არც ქონდა 1 აპრილს. მაშინ არ ჭირდება დეკლარაციის ჩაბარება

უძრავ ქონებას ეხება ხო?
ერთი ლეპტოპი იყიდა საქმიანობისთვის
და მანქანა ითვლება? 2-3ჯერ საწვავი ვიყიდეთ

ვფიქრობ ნულოვანი ხო არ გავაგზავნო თავის დაზღვევისთვის
მერე რამე არ მოიგონ

გაგზავნე მაინც ნულოვანი, მე გავგზავნიდი, შენი რა მიდის გაუშვი : ))

Posted by: bususuxuna 27 Oct 2016, 17:36
acdachi
გადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
13. ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ:
ა) ამ კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით
საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის
მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არწარდგენის შესახებ
გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი
ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა;

მოკლედ წინა პერიოდში თუ გქონდა გაგზავნილი ეხლაც გაუშვი ნულოვანი

Posted by: acdachi 28 Oct 2016, 10:19
QUOTE
გაგზავნე მაინც ნულოვანი

QUOTE
გაუშვი ნულოვანი

კარგი და.. რომელი ავირჩიო იქ 40000-მდე შემოსავალი ხო ალბათ?

Posted by: bususuxuna 28 Oct 2016, 11:00
acdachi
QUOTE
კარგი და.. რომელი ავირჩიო იქ 40000-მდე შემოსავალი ხო ალბათ?

ადრეც თუ გქონდა გაშვებული მაშინ ბოლო რაცააა ის,თუარადა პირველი

Posted by: anuuuki 28 Oct 2016, 11:10
QUOTE (acdachi @ 28 Oct 2016, 10:19 )
QUOTE
გაგზავნე მაინც ნულოვანი

QUOTE
გაუშვი ნულოვანი

კარგი და.. რომელი ავირჩიო იქ 40000-მდე შემოსავალი ხო ალბათ?

კი 40000 მდე გრაფა მონიშნე და პირდაპირ გაუშვი

Posted by: Natalya_B 28 Oct 2016, 11:49
ZZZ777

მადლობა

Posted by: Fallen Angie 28 Oct 2016, 13:31
ხალხებო <3
მოკლედ, ასეთი კითხვა მაქვს

ფუძნდება შპს და სიტყვაზე საწესდებო კაპიტალი არის 1000 ლარი.
გარკვეული პერიოდის შემდეგ შპს-ს სჭირდება საბრუნავი თანხა, რომელსაც შემოდის პარტნიორი.
როგორ ხდება ამის გაკეთება?
უბრალოდ ხო არ შეიტანს ანგარიშზე ))))
საწესდებო კაპიტალი უნდა გაიზარდოს?

Posted by: bususuxuna 28 Oct 2016, 13:35
Fallen Angie
QUOTE
ფუძნდება შპს და სიტყვაზე საწესდებო კაპიტალი არის 1000 ლარი.
გარკვეული პერიოდის შემდეგ შპს-ს სჭირდება საბრუნავი თანხა, რომელსაც შემოდის პარტნიორი.
როგორ ხდება ამის გაკეთება?
უბრალოდ ხო არ შეიტანს ანგარიშზე ))))
საწესდებო კაპიტალი უნდა გაიზარდოს?

პარტნიორთა კრების ოქმს გააფორმებ და ჩვეულებრივად გაზრდი კაპიტალს

Posted by: Lady_Bird 28 Oct 2016, 14:04
მოკლედ ასეთი საკითხი მაინტერესებს, ოფისში გვიწევს ელექტრო ჩამრთველების გამოცვლა და შეკეთება სხვა და სხვა პატარ პატარა დეტალებით, აღნიშნულ მასალებს ხარჯებში კი გავატარებ პროგრამულად მაგრამ საგადასახდოსთვის აუცილებელია რომ ჩამოწერის აქტი გაფორმდეს? ჯერ ჯერობით მხოლოდ შესყიდვის დოკუმენტი მაქვს. სწორად როგორ იქნება ? კონკრეტულ პიროვნებაზე გადაცემა უნდა გაკეთდეს და მერე ჩამოწერის აქტი შედგეს თუ მხოლოდ საწყობის გასავლის ზედდებული ეყოფა ამ საქმეს.

Posted by: bususuxuna 28 Oct 2016, 14:40
Lady_Bird
მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის ხელმოწერილი აქტით გააკეთე ჩამოწერა

Posted by: Lady_Bird 28 Oct 2016, 15:57
bususuxuna
მატერიალურ ტექნიკური სამსახური არ მყავს როგორც ასეთი, არც ისე მრავავალრიცხოვანი შპს-ია, პროექტების მენეჯერი აკეთებს, რომელმაც იცის ელექტრობა, უბრალოდ დოკუმენტურად როგორ გავმართო. დირექტორმა რომ მოაწეროს ხელი არ შეიძლება?
* * *
და ეს აქტი ტექსტის სახით უნდა იყოს თუ უბრალოდ მასალების ჩამოწერის აქტი დავარქვა და ცხრილის სახით გავაკეთო დანიშნულების, მასალების დასახელებისა და რაოდენობების მითითებით?

Posted by: bususuxuna 28 Oct 2016, 16:04
Lady_Bird
ვისაც აბარია რეალურად იმას მოაწერიე,თუგინდა დირექტორიც მიაყოლე )))

Posted by: Lady_Bird 28 Oct 2016, 16:15
როდესაც ფირმა ასრულებს სარემონტო სამუშაოს და ნაწილი მასალები მისია მაგრამ გარკვეული ნაწილი როცა შენი იხარჯება ამ დროს როგორ რეგულირდება? გადაცემის აქტი უნდა გაკეთდეს?

Posted by: bususuxuna 28 Oct 2016, 16:20
Lady_Bird
მასალებზე ზედნადები გამოგიწერა? თუ კი ჩვეულებრივად აიღე მარაგებში და მერე ჩამოწერ

Posted by: Lady_Bird 28 Oct 2016, 16:24
bususuxuna
არა არ გამოუწერია, ხელშეკრულების პირობაა რომ მის საკუთრებაში არსებული მასალებით ჩაატარებს სარემონტო სამუშაოებს, მაგრამ გარკვეული მასალა ჩემი იქნება და ეს როგორ დავარეგულირო ხელშეკრულებით ვერ ვხვდები. დამატებითი ჩამონათვალი შეიძლება გაკეთდეს. არ ვიცი. თავად შიდა გადაზიდვით მოაქვს მასალა, ცალკე მოყიდვას არ აკეთებს, მერე გარკვეული მასალა შეიძლება უკან წასაღები გახდეს და სულ არ დაიხარჯოს. ამიტომ ცალკე შესყიდვა არ ხდება

Posted by: bususuxuna 28 Oct 2016, 16:36
Lady_Bird
კაპიტალური რემონტია ? თუ უბრალო შპაკლი-მაკლი biggrin.gif

Posted by: hondacrv2005 28 Oct 2016, 16:40
დავრეგისტრირდები მეეეც ამ თემაშიიიიიიიიიიიიიიიიი

Posted by: ნათია_ბათია 28 Oct 2016, 16:54
Lady_Bird

მე ესე ვიზამდი, ამ ჩემს მასალებს გადავაწერდი იმათ, (შიდა ზედდებულით მაგალითად), როცა შესრულებულ სამუშაოზე მიღება ჩაბარების აქტი შედგება, მერე ჩამოვწერდი ამ მასალებს.

Posted by: Lady_Bird 28 Oct 2016, 17:02
bususuxuna
არა უბრალო კოსმეტიკური biggrin.gif

ნათია_ბათია
დაახლოებით იგივეს ვგულისმობ უბრალოდ სწორად მინდა რომ დოკუმენტაცია შევადგინო, მერე ამას ვეღარ მოვუბრუნდები. მშენებლობა რემონტი არ ვიცი, არ მქონია შეხება და არ მიწევდა ასეთი პირველადი დოკუმენტების შედგენა.
მე მაგ შიდა ზედდებულს მასალების გადაცემის აქტს ვეძახი, შეიძლება არასწორად ვამბობ და სხვა საბუთი უნდა. ანუ ფურცელზე რა უნდა გაკეთდეს ეგ მაინტერესებს რომ პირველად დოკუმენტები იდოს სწორად. მარტო პროგრამულად გატარება ხომ არ არის საკმარისი.

Posted by: ნათია_ბათია 28 Oct 2016, 17:10
Lady_Bird
ხელშეკრულება,
შიდა ზედდებული,
მერე მიღება-ჩაბარება (სადაც შენს მიერ მიწოდებული მასალების ხარჯთაღრიცხვაც იქნება) და ა/ფ თუ დღგ-ს გადამხდელია.
და მასალების ჩამოწერის აქტი (ხელი მოაწერინე ვინც კურირებს მაგ საქმეს და დირექტორსაც ბარემ)

ვსო ამაზე მეტი რა უნდა ქნა რავი.

Posted by: Lady_Bird 28 Oct 2016, 17:16
ნათია_ბათია
შიდა ზედდებულში რას გულისხმობ?

Posted by: ZZZ777 29 Oct 2016, 14:20
Lady_Bird
შენ იმ კომპანიის ხარჯების აღირცხვა არ გევალება ის თვითონ გააკეთებს, შენ უბრალოდ საბუთს მოსთხოვ მომსახურებაზე როცა დაასრულებს სამუშაოს.
რაც შეეხება შენს მასალების ხარჯვას, ჩამოწერის აქტს გააკეთებ სადაც მიუთითებ რომ ამ კონკრეტული კოსმეტიკური რემონტის დროს გაიხარჯა ეს მასალები.
ვსო.

Posted by: sivrce 29 Oct 2016, 15:25
გამარჯობათ.ჩგდ-სთან პირველად მაქვს შეხება და მაინტერესებს ჩემს მიერ ჩგდ-ს გამოწერის შემთხვევაში RS.GE-ზე ჩემს ელექტრონულ ვებ გვერდზე უნდა გავატარო სადმე თუ არა?

Posted by: Lady_Bird 29 Oct 2016, 18:54
ZZZ777

მადლობა პასუხისთვის smile.gif

Posted by: levvani 31 Oct 2016, 12:27
წლიური ბალანსი თუ გაქვთ ვინმეს ექსელში გამომიშვით რა მეილზე

Posted by: ZZZ777 31 Oct 2016, 12:37
sivrce
ჯერჯერობით სავალდებულო არ არის .

Posted by: esmeralda_79 31 Oct 2016, 15:12
მოგესალმებით, იქნებ დამაკვალიანოთ, ვისაც დისტრიბუციასთან გქონიათ შეხება, როგორ ხდება საქმის წარმოება, ბუღალტერია, გაყიდვა, მანქანის დატვირთვა-გადმოტვირთვა, ზედნადების გამოწერა და ყველა წვრილმანი მაინტერესებს.. მადლობა წინასწარ

Posted by: ninuca83 1 Nov 2016, 13:14
მაპატიეთ შემოგეჭერით smile.gif დანართი N3 თუ გაქვთ ვინმეს გთხოვთ გადმომიგზავნეთ რა მეილზე. ძალიან მჭირდება დეკრეტისთვის sad.gif nini_nica83@mail.ru მადლობა წინასწარ

Posted by: shatulika 1 Nov 2016, 15:27
ბუღალტრებო,

ქონების დეკლარაციისათვის მჭირდება ქ. ბათუმის ტერიტორიის ზონირება.
გაქვთ ვინმეს?

Posted by: Revenant 3 Nov 2016, 23:24
ბრუნვა, რომელიც არ გაითვალისწინება დღგ-ით დასაბეგრ ი ოპერაცი ის თანხაში და რომელზეც ჩათვლილი დღგ არ ექვემდებარება გაუქმებას ამ გრაფაში რა იწერება?

Posted by: AndyTucker 4 Nov 2016, 22:03
გამარჯობა
თვიურ დეკლარაციას ვავსებ პირველად და მაინტერესებს,
1. დაქირავებული რეზიდენტების დასახელება არ მიეთითება?
2. შემოსავლი მიმღებ პირთა დასახელებაში სახელი და გვარი იგულისხმება ხო?
3. შეღავათის ოდენობა რას ნიშნავს?
4. ქვემოთ, კატეგორიათა ჩამონათვალში, 1.2.2 პუნქტი, 5%ით რომელი პიზ. პირები იბეგრებიან?
5. ერთი კატეგორია (მაგ. დაქირავებით მომუშავე ფიზ. პირების ხელფასები), უნდა დავაჯამო თუ ასე ცალ-ცალკე ჩავწერო, როგორც სურათზეა?

Posted by: ნათია_ბათია 7 Nov 2016, 14:37
ორმაგ დაბეგვრაში არავინ ერკვევით? მომწერეთ რააააააა

Posted by: Angra Mainyu 7 Nov 2016, 14:59
ბუღალტერიის სრული კურსის გავლა მინდა და + ორისის. რომელ სასწავლო ცენტრს მირჩევდით ამათგან? http://edu.aris.ge/list/0-all-programs/22-saburaltro-arricxva/0-all-customers/

Posted by: demetre26 7 Nov 2016, 22:45
თუ შეგიძლიათ მითხრათ,საშემოსავლო ინტერნეტბანკინგით როგორ უნდა გადავრიცხო 101001000 ზე?

Posted by: levvani 8 Nov 2016, 11:29
demetre26
QUOTE
ადავრიცხო 101001000 ზე?

yes.gif

Posted by: LZau 8 Nov 2016, 11:50
QUOTE (ნათია_ბათია @ 7 Nov 2016, 14:37 )
ორმაგ დაბეგვრაში არავინ ერკვევით? მომწერეთ რააააააა

რა გაინტერესებს
შევეცდები smile.gif
............

მოგების გადასახადის ცვლილებებთან დაკავშირებით რამე კომენტარი/კონსულტაცია არსებობს?

Posted by: ნათია_ბათია 9 Nov 2016, 13:26
LZau
მაინტერესებს აზერბაიჯანთან ორმაგ დაბეგვრის თავიდან აცილება როგორ ხდება. რეზიდენტობის ქვეყანაში უნდა დაიბეგროს? თუ კი დაბრუნება თუ შემიძლია იქ გადახდილის?

Posted by: nusa 10 Nov 2016, 15:12
საგადახდო დავალების ფორმა ხომ არ გაქვთ?
ისეთი ექსელში რომ იყოს

Posted by: Lilian 10 Nov 2016, 22:49
QUOTE
ბუღალტერიის სრული კურსის გავლა მინდა და + ორისის. რომელ სასწავლო ცენტრს მირჩევდით ამათგან? http://edu.aris.ge/list/0-all-programs/22-...-all-customers/

კოსტავაზე რომ არის გეპეის მე-2 კორპუსთან აი მანდ
ევროპულ ცენტრში smile.gif)))

Angra Mainyu
ორისი მანდ გავიარე და ბუღალტერიის სრულ კურსი არვიცი, ეგეც ექნებათ ალბათ..

Posted by: Gio_m 11 Nov 2016, 17:34
გამარჯობათ
სასესხო ხელშეკრულების გაფორმებისას ურთიერთდამოკიდებულ პირთან, სესხის საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას ალბათ ხელმძღვანელობთ
სესხის გაცემის მომენტისათვის დადგენილი ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთით, მაგრამ რა პერიოდზე იყენებთ
ამ დადგენილ კურსს, რომელიც ყოველთვიურად იცვლება? ან რა მეთოდით იღებთ საპროცენტო განაკვეთს და რა პერიოდით? როგორია სწორი მიდგომა

Posted by: tin123atini 16 Nov 2016, 00:21
გამარჯობა, მინდა აუდიტის შესწავლა და ამ კომპანიებში ბედის ცდა და ხომ ვერ მირჩევთ დამწყებისთვის საიდან დავიწყო ან რაიმე ცენტრი მირჩიოთ

Posted by: anuuuki 16 Nov 2016, 10:07
გამარჯობა, იქნებ ვინმე დამეხმაროთ რა, შემოსავლების სამსახურში მუშაობის გამოცდილებაც მაქ, შესაბამისად კოდექსი და დეკლარაციები კარგად ვიცი, ბუღალტერიის კურსებიც გავლილი მაქვს სად შეიძლება დავსაქმდე ან როგორ? : ))) ვმუშაობ მაგრამ უკეთესი სამსახური მინდა, მგონი ვიმსახურებ, იქნებ დამაკვალიანოთ რა ვინმემ : )

Posted by: Instructor 16 Nov 2016, 15:47
გამარჯობა, ვებ-გვერდზე როცა ონლაინ გაყიდვებია და დღეში ასობით გაყიდვა ხდება ამ დროს როგორ კეთდება ეს ყველაფერი ავტომატუარდ? რამე სერვისი აქვს შემოსავლების სამსახურს?

Posted by: Smurf13 16 Nov 2016, 22:24
გამარჯობა, ვინც იცით იქნებ მითხრათ რა ანგარიშზე უნდა გავუშვა ბრაკი საქონელი ჩამოსაწერად.

* * *
sivrce
უკვე დაამატეს რს.გე-ზე ჩგდ-ს აპლიკაცია და ვალდებული ხარ გაატარო გახარჯული/დაკარგული ჩგდ-ები. (სავარაუდოდ შეტყობინება უკვე მოგივიდოდა რს-ზე ამის შესახებ)

Posted by: nolt83 17 Nov 2016, 15:05
mogesalmebit vinme damexmaret da gamarkviet. dggeze ise avedi rom ar vicodi, gavige ori tvis dagvianebit gadmovagzavnine firmebs da deklaraciit daricxuli tanxac gadavixade. exla momivida jarima orjer meti vidre gadavixade. bankshi sesxi maqvs da inkaso daedo. ra unda vqna vinmem mirchiet

Posted by: iako999 17 Nov 2016, 15:20
გთავაზობთ
• საბუღალტრო ამონაწერებისა და ბრუნვითი უწყისების გამზადება/მიწოდება;
• საშემოსავლო, დღგ-ს, მოგების და ქონების გადასახადების დათვლა - დეკლარირება.
• საბანკო ამონაწერის, სალარო აპარატისა და დამკვეთის მიერ მოწოდებული
ინფორმაციის შეჯერება,დაზუსტება, გადამოწმება.
• შემოსული ზედდებულებისა და ფაქტურების, აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში.
• ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადის, წლიური დეკლარაციის შედგენა და გაგზავნა;
• ინდ/მეწარმე - ბრუნვისა და გაცემული ხელფასების მიხედვით ყოველთვიური წლიური დეკლარაციის შედგენა - დეკლარირება.
• ინტერნეტ ბანკით ხელფასების, გადასახადებისა და სხვა დავალიანებების გადახდა.

mail: gaaprinciples@gmail.com
fb : https://www.facebook.com/%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-690560547705035/

Posted by: nikala_papa 18 Nov 2016, 21:39
ვეძებთ ჭკვიან და კარგ ბუღალტერს მომწერეთ პირადში და გაგესაუბრებით

Posted by: bususuxuna 19 Nov 2016, 16:52
nikala_papa
სრულ განაკვეთზე თუ შეთავსებაც შესაძლებელია ?

Posted by: Smurf13 19 Nov 2016, 22:51
შეიძლება თუ არა, რომ ეხლა დავაზუსტო იანვრის, თებერვლის და ა.შ. (რამდენიმე თვის) დღგ-ს დეკლარაცია?

Posted by: Daთa 20 Nov 2016, 19:47
საცალო გაყიდვა გავააქტიურე დღეს 1c პროგრამაში :S როგორც ვიცი რაღაც ცუდია :S
ხვალ უნდა წარვდგე უფროსობის წინაშე აღიარებითი ჩვენებით user.gif
მაგრად გავაფუჭე რამე მაგით? sad.gif

Posted by: levvani 21 Nov 2016, 10:20
Smurf13
კი შეგიძლია

.

Posted by: ნათია_ბათია 21 Nov 2016, 11:37
nolt83

ორჯერ მეტი რას ნიშნავს არ ვიცი, ისე დღგ-ზე ჯარიმა გადასახდელი თანხის 50 %ია როგორც მახსოვს. ჯარიმა ნამდვილად მოგივიდოდა და მაგას ვერაფერს უშველი. ოქმში ეწერება ზუსტად რამდენი დაგერიცხა ჯარიმა.

Smurf13
დაზუსტება ნებისმიერ დროს შეგიძლია უნრალოდ გაითვალისწინე ჯარიმები და საურავები (თუ ბიუჯეტში ზედმეტობა გაქვს არ დაგერიცხება საურავი)

Posted by: GoldenSky 22 Nov 2016, 11:29
იქეთა წლიდან მოგების დეკლარაცია ყოველი თვის 15 მდე იქნება წარსადგენი ? ?

Posted by: Vanderbilt 23 Nov 2016, 20:41
ვინმემ ბუღალტერიის კეთებაში რომ დამიხმაროს უსასყიდლოდ არავის აქვს სურვილი ? მარტივი ბურალტერია რომც იყოს, ოღონდ თავისუფალი გრაფიკით ვინც მუშაობთ ან თუ იცით ვინმე მასეთი. ახალგაზრდა ბიჭი ვარ შარშან დავამთავრე უნვიერსიტეტი და გამოცდილების მიღება მინდა ბუღალტერიაში. თქვენ საქმის გაკეთებაში დაგეხმარებით და შეძლებისდაგვარად ეგიმსუბუქებთ მე ცოდნას მივიღებ. თუ გამოჩნდებით ასეთი ვინმე პმ მომწერეთ

Posted by: ZZZ777 24 Nov 2016, 12:07
GoldenSky

კი

Posted by: iako999 25 Nov 2016, 15:30
Daთa მეც ვაკეთებ ანარიშგებას საცალო გაყიდვებზე 1c ში რატომ არის ცუდი და რაო უფროსობამ ? ჩემთან პრობლემა არ აქვთ smile.gif

Posted by: ninichkako 25 Nov 2016, 22:59
მოგესალმებით მეგობრებო smile.gif დივიდენდის გაცემა მინდა და შეგიძლიათ დამეხმაროთ და მარტივად ამიხსნათ როგორ გავაკეთო გამოთვლა და დეკლარირება?

Posted by: ZZZ777 26 Nov 2016, 14:07
QUOTE (ninichkako @ 25 Nov 2016, 22:59 )
მოგესალმებით მეგობრებო smile.gif დივიდენდის გაცემა მინდა და შეგიძლიათ დამეხმაროთ და მარტივად ამიხსნათ როგორ გავაკეთო გამოთვლა და დეკლარირება?

უფრო კონკრეტულად რა გაინტერესებს ?

Posted by: GOG(IT)A 26 Nov 2016, 15:56
QUOTE (ninichkako @ 25 Nov 2016, 22:59 )
მოგესალმებით მეგობრებო smile.gif დივიდენდის გაცემა მინდა და შეგიძლიათ დამეხმაროთ და მარტივად ამიხსნათ როგორ გავაკეთო გამოთვლა და დეკლარირება?

წესით მაგი ანგარიშების გადახურვით ხდება 5330-ით
* * *
რო დაადგინო ვის რა ეკუთვნის, თუ არადა გაეცი შუალედური დივიდენდი, და წლის ბოლოს განაცემი თუ მეტია დათვლილ მისაღებ დივიდენდზე მაშინ ნამეტად გაცემული დაბეგრე 20%-ით

Posted by: ninichkako 26 Nov 2016, 19:29
QUOTE (ZZZ777 @ 26 Nov 2016, 14:07 )
QUOTE (ninichkako @ 25 Nov 2016, 22:59 )
მოგესალმებით მეგობრებო smile.gif დივიდენდის გაცემა მინდა და შეგიძლიათ დამეხმაროთ და მარტივად ამიხსნათ როგორ გავაკეთო  გამოთვლა და დეკლარირება?

უფრო კონკრეტულად რა გაინტერესებს ?

მოკლედ შპს მაქვს და სალაროში თანხა ზედმეტობაში მაქვს და გასწორება მინდა. ამიტომ მინდა დივიდენდის გაცემა; განაცემთა ინფორმაციაციას რომ ვავსებთ იქ რამდენი პროცენტით ვბეგრავთ? ანუ დივიდენდი უნდა გავცე 4500 ლარი, 5% ვიხდი (225 ლარს) და უკვე დეკლარაციას რომ ვაგზავნით იქ რამდენი პროცენტით ვბეგრავთ, 20%-ით? აი ეს ვეღარ გავიგე sad.gif

Posted by: maverick16 26 Nov 2016, 19:53
ninichkako
5% ით ბეგრავ ყველგან

Posted by: ninichkako 26 Nov 2016, 20:08
QUOTE (maverick16 @ 26 Nov 2016, 19:53 )
ninichkako
5% ით ბეგრავ ყველგან

ანუ განაცემთა ინფორმაციაში ჩვეულებრივად დავბეგრავ 5 %-ით და გადავაგზავნი დეკლარაციას? დიდი მადლობა

Posted by: GOG(IT)A 27 Nov 2016, 12:44
QUOTE
ანუ განაცემთა ინფორმაციაში ჩვეულებრივად დავბეგრავ 5 %-ით და გადავაგზავნი დეკლარაციას?

ხო!
* * *
Smurf13
QUOTE
გამარჯობა, ვინც იცით იქნებ მითხრათ რა ანგარიშზე უნდა გავუშვა ბრაკი საქონელი ჩამოსაწერად.

7290 - სასაქონლო მატერიალური მარაგის კორექტირება, ამაზე ვუშვებ მე როცა საგადასახადო წესით ხდება საქონლის ჩამოწერა, შემოსავლების სამსახურის დასტურის შემდგომ!

Posted by: pataputina 28 Nov 2016, 13:52
საგადასახადო შემოწმების ვადების შემცირებასთან დაკავშირებით ცვლილება უკვე შესულია?

ანუ 2017 წლიდან შემოწმების ვადა 3 წლმადე მცირდება ??

Posted by: ZZZ777 28 Nov 2016, 15:33
pataputina
2017-დან კი 3 წელი ხდება 2016-ში 4 წელია
* * *
QUOTE (ninichkako @ 26 Nov 2016, 19:29 )
QUOTE (ZZZ777 @ 26 Nov 2016, 14:07 )
QUOTE (ninichkako @ 25 Nov 2016, 22:59 )
მოგესალმებით მეგობრებო smile.gif დივიდენდის გაცემა მინდა და შეგიძლიათ დამეხმაროთ და მარტივად ამიხსნათ როგორ გავაკეთო  გამოთვლა და დეკლარირება?

უფრო კონკრეტულად რა გაინტერესებს ?

მოკლედ შპს მაქვს და სალაროში თანხა ზედმეტობაში მაქვს და გასწორება მინდა. ამიტომ მინდა დივიდენდის გაცემა; განაცემთა ინფორმაციაციას რომ ვავსებთ იქ რამდენი პროცენტით ვბეგრავთ? ანუ დივიდენდი უნდა გავცე 4500 ლარი, 5% ვიხდი (225 ლარს) და უკვე დეკლარაციას რომ ვაგზავნით იქ რამდენი პროცენტით ვბეგრავთ, 20%-ით? აი ეს ვეღარ გავიგე sad.gif

4500 ლარს თუ აძლევ დამფუძნებელს მაშინ საშემოსავლო 4500/0,95*0,05= 236,84 უნდა გადაიხადო ბიუჯეტში, გასანაწილებელ მოგებაში ეტევი ამ თანხით ?! განაცემში და საშემოსავლოში ჩაწერ 4500/0,95=4736,84 ლარს და დაბეგრავ 5 %

Posted by: Red Hot Chili Peppers 5 Dec 2016, 10:15
დაქირავებული ავტომობილის (ვიყენებ დისტრიბუციისათვის) რემონტის ხარჯებზე და ასევე შეძენილ საწვაზე მიღებული დღგ-ს ჩათვა ხო შეიძლება?

Posted by: billy*jack 5 Dec 2016, 10:34
გაუმარჯოს..

ვქირაობ სერვისს უცხოელებისგან და ქეშად ვიხდი ფულს..
რასაც ვქირაობ არაა საქართველოში დარეგისტრირებული ბიზნესი.. ჩამოდის ტიპი, ქეშს ვაძლევ, მიდის..

კითხვა : როგორ უნდა გატარდეს რო ჩემი კომპანია ქეშს იხდის სერვისში ?

ტიპს რო ფულს ვაძლევ მიღება-ჩაბარების აქტი აუცილებლად უნდა გავაკეთო ?

Posted by: bususuxuna 5 Dec 2016, 11:01
billy*jack
უკუდაბეგვრის დღგ ც მოგიწევს,და მიღება-ჩაბარებაც აუცილებელია

Posted by: billy*jack 5 Dec 2016, 11:23
bususuxuna

უკუდაბეგვრის დღგ რაა ვაბშე რამდენი პროცენტია.. ციფრებში რო მითრა..

სერვისი ღირს 2500$.. ვაძლევ ქეშად 2500$.. დალშე რა ძვირდება და რამდენით ?

Posted by: bususuxuna 5 Dec 2016, 11:57
billy*jack
აგროსავ და დაარიცხავ 10 % არარეზიდენტის საშემოსავლოს 277,7 გამოდის ,მერე აგროსილიდან ითვლი დღს
2500/0,9 =2777,7*18%=499,9 დღგ
277,7+499,9 = ჯამში ესაა ორივე გადასახადი

Posted by: billy*jack 5 Dec 2016, 12:03
bususuxuna

ეუფ sad.gif

მე ვქირაობ სერვისს უცხოეთში და ვაქირავებ საქართველოში..

2500$ ში სულ მაქვს მაქვს მარჟა 500-600 ლარი sad.gif

Posted by: bususuxuna 5 Dec 2016, 12:14
billy*jack
QUOTE
მე ვქირაობ სერვისს უცხოეთში და ვაქირავებ საქართველოში..

2500$ ში სულ მაქვს მაქვს მარჟა 500-600 ლარი

ვერყოფილა მომგებიანი ბიზნესი biggrin.gif
ისე სანამ ქირაობა -გაქირავებს დაიწყებდეთ ნამამდე რომ იკითხოთ ხოლმე მსგავსი დეტალები ურიგო არიქნებოდა ))

Posted by: billy*jack 5 Dec 2016, 12:24
bususuxuna

ჯერ არ დამიწყია ვიწყებ მალე..

არა რაღაცას ვერ მეუბნების სწორად.. იმიტო რო ველოსიპედს კიარ ვიგონებ მყავს კონკურენტი კომპანია რომელიც მუშაობს მშვენივრად biggrin.gif

რაც შენ დამითვალე ეგ მგონი 2500$ ზე კიარ უნდა დაგეთვალა , არამედ ჩემს მარჟაზე..

ანუ თU მე 200 დოლარი მრჩება ამ 200 დოლარის დღგ და არარეზიდენტი იქნება გადასახდი ალბათ.. და არა მთლიანი 2500$ ის

Posted by: bususuxuna 5 Dec 2016, 12:32
billy*jack
შემოვა ვინმე კომპეტენტური და დაგითვლის ))) მეც დამთვალე მერე თუგინდა lol.gif

Posted by: billy*jack 5 Dec 2016, 12:39
bususuxuna

შენ დაგთვალო რას ნიშნავს ვერ მივხვდი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ZZZ777 5 Dec 2016, 15:17
Red Hot Chili Peppers
შეგიძლია ჩაითვალო.

billy*jack
ამ კონკრეტულ სიტუაციაში რაც შენ მოიყვანე მაგალითად, სწორადაა დათვლილი ქალბატონი მეგის მიერ ყველაფერი. bususuxuna

Posted by: bususuxuna 5 Dec 2016, 15:43

billy*jack
რეზოლუცია დაადო ბ-ნ ZZZ777
rolleyes.gif

Posted by: billy*jack 5 Dec 2016, 15:45
ZZZ777
bususuxuna

მადლობაა ორივეს..

შეიძლება მე ვერ გიხსნით რამეს სწორად, მაგრამ როგორც ვთქვი ეგრეა იმენაა sad.gif biggrin.gif

Posted by: bususuxuna 5 Dec 2016, 16:00
billy*jack
QUOTE
შეიძლება მე ვერ გიხსნით რამეს სწორად, მაგრამ როგორც ვთქვი ეგრეა იმენაა 

ჩვენც როგორც ვთქვით ეგრეა,სწორად ხსნი კი მაგრამ გაგება არგინდა, არგინდა რა არგაწყობს givi.gif

Posted by: billy*jack 5 Dec 2016, 16:07
bususuxuna

არა შეუძლებელია ეგრე რო იყოს იმიტოო რო ჩვეულებრივაად მუშაობენ თქოოო ეგრეე biggrin.gif biggrin.gif

გამორიცხულიაა მაგხელა გადასახადი იყოს რაც შენ თქვი.. ე.ი რაღაც ჩალიჩები მოდის რაც გასარკვევია..

mad.gif mad.gif

Posted by: -L-E-Q-S-O- 5 Dec 2016, 17:17
გამარჯობათ, ერთი კითხვა მაქვს. ბიზნესის წილის ღირებულება როგორ უნდა დაიანგარიშო შეგიძლიათ მითხრათ?

Posted by: bususuxuna 5 Dec 2016, 17:28
-L-E-Q-S-O-
წილი რამდენი % გაქვს თუ იცი წმინდა აქტივებიდან ჩვეულებრივად დათვლი პროცენტს

Posted by: -L-E-Q-S-O- 5 Dec 2016, 17:32
bususuxuna
ეგ კი გასაგებია, 50% და ნახევარი მაგრამ მაქამდე რა გამოთვლებია საჭირო? წმინდა აქტივები როგორ დავითვალო.
მადლობა პასუხისთვის.

Posted by: bususuxuna 5 Dec 2016, 17:51
-L-E-Q-S-O-
QUOTE
წმინდა აქტივები როგორ დავითვალო.
მადლობა პასუხისთვის.

სააქციო კაპიტალი+საემისიო+გაუნაწილებელი მოგება+ - გადაფასებები -ცვეთა და გადავადებლი საგადასახადო აქტივი,საცდელ საკონსტრუქტორო ხარჯიც შესაძლოა იყოს, გააჩნია კომპანიას.
მოკლედ ასე ზეპირად და მარტივად ვერც მე აგიხსნით და თუ არ ერკვევით ფინანასურ ანგარიშგებაში ვერც თქვენ გაიგებთ

Posted by: ZZZ777 5 Dec 2016, 19:06
ბუსუსუხუნა

პერფექტ
pop.gif pop.gif

Posted by: Lady_Bird 6 Dec 2016, 11:07
მიღებული ავანსების დღგ თი დაბეგვრის თემა პროექტი და განხილვის საგანია თუ შევიდა უკვე ცვლილება ამ საკითხზე , ვერ ვნახე ვერაფერი

Posted by: ZZZ777 6 Dec 2016, 11:35
QUOTE (Lady_Bird @ 6 Dec 2016, 11:07 )
მიღებული ავანსების დღგ თი დაბეგვრის თემა პროექტი და განხილვის საგანია თუ შევიდა უკვე ცვლილება ამ საკითხზე , ვერ ვნახე ვერაფერი

ჯერ არ შესულა ძალაში ისე პროექტი არის უკვე როგორც ჩემთვისაა ცნობილი

Posted by: Lady_Bird 6 Dec 2016, 13:12
ZZZ777

მადლობა პასუხისთვის

Posted by: Smurf13 6 Dec 2016, 23:12
GOG(IT)A
მადლობა, მაგ ანგარიშზე გავუშვი მეც სანამ პასუხს წავიკითხავდი. რათქმაუნდა შემოსავლების სამსახურის დასტურის შემდეგ.

* * *
საწესდებო კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში საჭიროა თუ არა საჯარო რეესტრში დაფიქსირება ან რაიმე ოქმის შედგენა? შპს-ს ჰყავს დამფუძნებელი 100 % წილით.

Posted by: burzglakuda3112 7 Dec 2016, 14:06
იქნებ ვინმე დამეხმაროთ,შემოსავლების სამსახურში ვერ გამცეს ზუსტი პასუხი და როგორ მოვიქცე,მოკლედ სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი(ტრაილერის მძღოლი)თავის მანქანიად ავიდა გემზე(ბორანზე)მიმართულება თბილისი -ბულგარეთი(დაახლოებით 5 დღე),კომპანია იხდის გემის ფულს სადაც შედის ჭამაც,მაინტერესებს უნდა გავცე თუ არა სამივლინებო თანხა იმ დღეებზე როცა მძღოლი იყო გემზე და თუ უნდა გავცე რომელი ქვეყნის ტარიფით უნდა დავარიცხო

Posted by: bususuxuna 7 Dec 2016, 21:51
Smurf13
QUOTE
საწესდებო კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში საჭიროა თუ არა საჯარო რეესტრში დაფიქსირება ან რაიმე ოქმის შედგენა? შპს-ს ჰყავს დამფუძნებელი 100 % წილით.

რეესტრი არაა საჭირო და დოკუმენტის სახით კი უნდა გქონდეს რაიმე, ან აუდიტს დააწერინე დასკვნა კაპიტალის ცვლილებაზე

Posted by: anuuu 9 Dec 2016, 12:43
გამარჯობა,
ტექნიკა თუ გავაგზავნეთ საზღვარგარეთ, გაარემონტეს და გამოგვიგზავნეს უკან, მოაყოლეს ფაქტურაც. არარეზიდენტის საშემოსავლო უნდა გადავიხადოთ?

Posted by: ZZZ777 9 Dec 2016, 15:38
QUOTE (anuuu @ 9 Dec 2016, 12:43 )
გამარჯობა,
ტექნიკა თუ გავაგზავნეთ საზღვარგარეთ, გაარემონტეს და გამოგვიგზავნეს უკან, მოაყოლეს ფაქტურაც. არარეზიდენტის საშემოსავლო უნდა გადავიხადოთ?

რეზიდენტმა გაგიწია მომსახურება თუ არარეზიდენტმა?

Posted by: NNina 9 Dec 2016, 20:36
გამარჯობა. ხელფასების უწყისი როგორ მოვძებნო რს.გეზე.ა ნ ბანკით იხდი უბრალოდ თუ რანაირად ვახერხებთ გამოთვლას და ა შ. არ არის ორისი და მიწევს ოფისით სარგებლობა.

თეორიულად ვიცი.ელექტრონულად არა.

Posted by: Kebo 9 Dec 2016, 23:30
შპს X-მა ფიზიკური პირისგან რომ იყიდოს დავუშვათ სკამი და გარკვეული პერიოდის მერე რომ გაყიდოს შეუძლია შპს X-ს ამ სკამში ფიზიკური პირისთვის გადახდილი თანხა ხარჯებში ჩაითვალოს?

თუ შესყიდვის აქტს შეადგენს ფიზიკური პირისგან რა თქმა უნდა

Posted by: levvani 10 Dec 2016, 11:53
Kebo
QUOTE
თუ შესყიდვის აქტს შეადგენს ფიზიკური პირისგან რა თქმა უნდა

რეალურად საგადასხადო კოდექსი გაძლევს ამის საშუალებას. თუმცა საგადასახადო შემოწმების დროს ბევრი აქტები არ ჩაუთვლიათ.

Posted by: ZZZ777 10 Dec 2016, 12:36
Kebo
კოდექსი ამბობს რომ ზედნადების გარეშე შეძენილი საქონელი რეალიზაციის შემთXვევაში შეგიძლია ჩაითვალო ხარჯებში თუ შესყიდვის მომენტში გააფორმებ პირველად საგადასახადო დოკუმენტს.

მუხლი 72. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი 1 +
1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.
3. პირი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს იმ კალენდარული წლის დასრულებიდან არანაკლებ 3 წლის განმავლობაში, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი.

თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ ფიზიკური პირისგან შეძენილი საქონლის ფასი უნდა ემთხვეოდეს საბაზრო ფასებს აუცილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი რომ ხარჯებში არ ჩაიგითვალონ.
* * *
NNინა
ვერ ჩავწვდი კონკრეტულად რა გაინტერესებთ. user.gif user.gif user.gif

Posted by: levvani 10 Dec 2016, 13:00
ZZZ777
ესეთი ამომწურავი პასუხი კაი ხანია აქ არ წამიკითხავს bis.gif ყოჩაღ

NNina

ხელფასის უწყისი შენც შეგიძლია გააკეთო თუ გინდა მეილი მომწერე და გამოგიგზავნი. რსზე განაცემთა ინფორმაციაში არის იმპორტის ღილაკი და ჩამოგიტვირთავს ეხელის ფაილს რომელიც უნდა შეავოს და უკან ატვირთო თუ გინდა მაგასაც გამოგიგზაცნი შევსებულ ვერსიას.

სწავლა არავის უნდა ბუღალტერიის საქმის კეთების სანაცვლოდ? ძირითადად შეძენა უნდა გაატაროს.

Posted by: ZZZ777 10 Dec 2016, 13:09
levvani
შაბათს მცალია, შედარებით ნაკლები საქმეები მაქვს და ცოტას ვერთობი biggrin.gif

Posted by: NNina 11 Dec 2016, 20:00
QUOTE (levvani @ 10 Dec 2016, 14:00 )
ZZZ777
ესეთი ამომწურავი პასუხი კაი ხანია აქ არ წამიკითხავს bis.gif ყოჩაღ

NNina

ხელფასის უწყისი შენც შეგიძლია გააკეთო თუ გინდა მეილი მომწერე და გამოგიგზავნი. რსზე განაცემთა ინფორმაციაში არის იმპორტის ღილაკი და ჩამოგიტვირთავს ეხელის ფაილს რომელიც უნდა შეავოს და უკან ატვირთო თუ გინდა მაგასაც გამოგიგზაცნი შევსებულ ვერსიას.

სწავლა არავის უნდა ბუღალტერიის საქმის კეთების სანაცვლოდ? ძირითადად შეძენა უნდა გაატაროს.

ვეძებე და არ მომხვდა ხელში. პირადში თუ გამომიგავნით უკეთესია.
ჩემით გაკეთებას ატვირტული ფორმა მირჩევნია რა თქმა უნდა.)

თვალები ამერია ,მე უკაცრავად. რად უნდატ ამდენი შორს ყურება, დადონ ფორმები და ეგ იქნება.

Posted by: Nodo_K 11 Dec 2016, 20:02
http://demo-eservices.rs.ge/VideoHelp.aspx
აქ ვერ ვრეგისტრირედები, ვინმეს ხომ არ გააქვთ დემო ვერსია რომ მოთხოვოთ?

Posted by: Lady_Bird 12 Dec 2016, 11:37
ZZZ777
QUOTE
შაბათს მცალია, შედარებით ნაკლები საქმეები მაქვს და ცოტას ვერთობი 

კარგ საქმეს აკეთებ ნამდვილად smile.gif
* * *
მოკლედ ასეთი რაღაც მაინტერესებს, იმის საკონტროლებლად უხცოელ მომწოდებელზე გადარიცხული ავანსები უნდა დაიბეგროს თუ არა წინასწარ მოგების გადასახადით რეზიდენტობის ცნობის არსებობა საკმარისი იქნება? თუ როგორ უნდა განვასხვაოთ კონკრეტული მომწოდებელი შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაშია რეგისტრირებული თუ არა? მგონი სწორად ჩამოვაყალიბე კითხვა
* * *
ან სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსით ვინც სარგებლობს მაგათი რეესტრის ნახვა თუა შესაძლებელი

Posted by: NNina 12 Dec 2016, 18:59
Lady_Bird
კანონში წერია,ან ბუღალტერიაში..
მე მასწავლეს,მაგრამ რეზიდენტზე..D:

Posted by: ZZZ777 13 Dec 2016, 11:36
QUOTE (Lady_Bird @ 12 Dec 2016, 11:37 )
ZZZ777
QUOTE
შაბათს მცალია, შედარებით ნაკლები საქმეები მაქვს და ცოტას ვერთობი 

კარგ საქმეს აკეთებ ნამდვილად smile.gif
* * *
მოკლედ ასეთი რაღაც მაინტერესებს, იმის საკონტროლებლად უხცოელ მომწოდებელზე გადარიცხული ავანსები უნდა დაიბეგროს თუ არა წინასწარ მოგების გადასახადით რეზიდენტობის ცნობის არსებობა საკმარისი იქნება? თუ როგორ უნდა განვასხვაოთ კონკრეტული მომწოდებელი შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაშია რეგისტრირებული თუ არა? მგონი სწორად ჩამოვაყალიბე კითხვა
* * *
ან სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსით ვინც სარგებლობს მაგათი რეესტრის ნახვა თუა შესაძლებელი

ამ შემთხვევაში ოფშორებზე არსებობს მთავრობის დადგენილება #132 სადაც ჩამოთვლილია 66 ქვეყანა. ამ ჩამონათვალით იხელმძღვანელებ ავანსების დაბეგვრის ნაწილში.

Posted by: Lady_Bird 13 Dec 2016, 12:24
ZZZ777

მადლობა პასუხისთვის. გავეცანი ამ დადგენილებას, ზოგადად არცერთ ამ ქეყანაში არ ვაწარმოებ გადარიცხვას, მაგრამ მე კიდევ სხვა საკითხი მაინტერესებს. ანუ ეს ავანსების დაბეგვრა ეხება უშუალოდ ამ ქვეყნებში საბანკო ტრანზაქციებს თუ უშუალოდ ისეთ ორგანიზაციებთან ტრანზაქციას რომლებიც რეგისტრირებულები არიან ამ ქვეყნებში. ანუ თუ ორგანიზაციას თანხას ვურიცხავ მაგალითად ისეთ ქვეყანაში რომელიც არ არის ამ ჩამონათვალში, მაგალითად იტალიაში ან ინგლისში მაგრამ ეს ორგანიზაცია რეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში მაშჳნ რა ხდება? თუ ასეთი რამ არ ხდება? ანუ თუ ვრიცხავ არა ოფშორულ ქვეყანაში და ეს ორგანიზაცია ამ ზონაშია რეგისტრირებული? როგორც ჩანს მე მაინც დამჭირდება ორგანიზაციის რეზიდენტობის ცნობები რომ გავიგო რომელი ქვეყნის რეზიდენტი საწარმოა ეს თუ ის მომწოდებელი. არასწორად თუ გავიგე რამე ამიხსენით, ნუ დამზარდებით biggrin.gif

Posted by: ZZZ777 13 Dec 2016, 13:21
QUOTE (Lady_Bird @ 13 Dec 2016, 12:24 )

კონკრეტულად მსგავს შემთხვევას არეგულირებს სსკ-ს 98 2 მუხლი:
3. მოგების გადასახადით იბეგრება:
გ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა) ავანსის გადახდა;
ეს ეხება ყველა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ პირს, მიუხედავად ადგილმდებარეობისა.

მე რამდენიმე პრეზენტაციას დავესწარი ამ მოდელის მათ შორის შემოსავლების სამსახურის. ჯერ-ჯერობით კონკრეტული ინსტრუქციები არ არის გამოცემული შეგვპირდნენ რომ იქნება , თქვენ სწორად მსჯელობთ მაგ კუთხით სავარაუდოდ დასჭირდება რეზიდენტობის ცნობა იმის დასამტკიცებლად დაბეგვრის რეჟიმში ჯდება თუ არაა. ზოგადად ბევრი ხარვეზი აქვს ამ მოდელს , იმედია გაასწორებენ.

Posted by: Lady_Bird 13 Dec 2016, 13:56
ZZZ777
მგონი ჯობია დავიწყო ამ ცნობების მოთხოვნა, როგორც ჩანს მტკიცების ტვირთი რომ მომწოდებელი საწარმო არაოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული მეწარმეზე გადავა, სხვა მექანიზმი შემოწმების უბრალოდ ვერ წარმომიდგენია რა უნდა იყოს. მე სიტყვიერადაც მივიღებ ინფორმაციას მომწოდებლისგან რომ არა ოფშორული საწარმოა მაგრამ მგონი ეს საკმარისი არ იქნება შემოსავლების სამსახურისთვის.

Posted by: ნათია_ბათია 13 Dec 2016, 19:38
ორმაგი დაბეგვრა!!! ჩემი ტკივილი!!!!!

Posted by: Ibeer 13 Dec 2016, 20:33
მოგების გადასახადის ახალ სისტემაზე ხომარ იტყოდით ერთ-ორ სიტყვას? ანუ დივიდენტის გაცემა 20% დაიბეგრება ახალი საანგარიშო წლიდან ??

Posted by: Lady_Bird 13 Dec 2016, 20:50
Ibeer
მაგ თემაზე ვსაუბრობთ ზუსტად
არა 15% მოგებით და 5 %საშემოსავლოა. ისედაც ასე იყო.

Posted by: DRAKONI 14 Dec 2016, 00:07
billy*jack
QUOTE
ანუ თU მე 200 დოლარი მრჩება ამ 200 დოლარის დღგ და არარეზიდენტი იქნება გადასახდი ალბათ.. და არა მთლიანი 2500$ ის

საბოლოო ჯამში ეგრე გამოდის. შენ დამატებულ ღირებულებაზე იხდი დღგ–ს.

თუ არარეზიდენტი ისეთი ქვეყნიდანაა, რომელთანაც საქართველოს დადებული აქვს ორმაგი დაბეგვრიდან განთავისუფლების ხელშეკრულება, მოსთხოვე მას მოგცეს რეზიდენტობის ცნობა (იმ ქვეყნის) და საშემოსავლოს 10% აღარ გადაიხდი. გადაიხდი მხოლოდ გადახდილი თანხის 18 % დღგ–ს. (უკუდაბეგვრა)

მაგრამ ამ გადახდილ დღგ–ს ჩაითვლი იმავე თვეში, და მერე რომ გადაიხდი დღგ–ს შენი რეალიზაციიდან (ვთქვათ 2700 დოლარიდან) ჩათვლლი თანხა გამოაკლდება და გამოვა, რომ 200 დოლარის დღგ გადაიხადე.

Posted by: ninucatavadze 14 Dec 2016, 13:30
გამარჯობათ. მოგების ყოველთვიური დეკლარაცია როდიდან ივსება შეგიძლიათ მომწეროთ?

Posted by: ZZZ777 14 Dec 2016, 13:47
QUOTE (ninucatavadze @ 14 Dec 2016, 13:30 )
გამარჯობათ. მოგების ყოველთვიური დეკლარაცია როდიდან ივსება შეგიძლიათ მომწეროთ?

15 თებერვალს აქვს დებიუტი შემოსავლების სამსახურის კინოთეატრებში.

Posted by: billy*jack 14 Dec 2016, 14:13
DRAKONI

დიდი მადლობა..

ხოო არარეალური იყო მთელი თანხის დღგ-ს გადახდა..

თუ ისეთი ქვეყანაა ორმაგი დაბეგვრიდან განთავისუფლების ხელშეკრულება რომ არ გვაქვს, მაშინ ამის არარეზიდენტის გადასახადიც დღგ-სავით მარჟიდან უნდა გადავიხადო თუ სრული თანხიდან ?

Posted by: gachiani777 14 Dec 2016, 15:24
QUOTE (ZZZ777 @ 13 Dec 2016, 11:36 )
QUOTE (Lady_Bird @ 12 Dec 2016, 11:37 )
ZZZ777
QUOTE
შაბათს მცალია, შედარებით ნაკლები საქმეები მაქვს და ცოტას ვერთობი 

კარგ საქმეს აკეთებ ნამდვილად smile.gif
* * *
მოკლედ ასეთი რაღაც მაინტერესებს, იმის საკონტროლებლად უხცოელ მომწოდებელზე გადარიცხული ავანსები უნდა დაიბეგროს თუ არა წინასწარ მოგების გადასახადით რეზიდენტობის ცნობის არსებობა საკმარისი იქნება? თუ როგორ უნდა განვასხვაოთ კონკრეტული მომწოდებელი შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაშია რეგისტრირებული თუ არა? მგონი სწორად ჩამოვაყალიბე კითხვა
* * *
ან სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსით ვინც სარგებლობს მაგათი რეესტრის ნახვა თუა შესაძლებელი

ამ შემთხვევაში ოფშორებზე არსებობს მთავრობის დადგენილება #132 სადაც ჩამოთვლილია 66 ქვეყანა. ამ ჩამონათვალით იხელმძღვანელებ ავანსების დაბეგვრის ნაწილში.

2017 წლიდან სსკ-ის 134-ე მუხლის 5-ე ნაწილი ამოღებული იქნება, შესაბამისად ამ მუხლის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტი, როგორიც არის საქართველოს მთავრობის დადგენილება N132 ძალას დაკარგავს. მთავრობამ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ტერიტორიებზე ახალი დადგენილება უნდა მიიღოს (დიდი ალბათობით იგივე იქნება რაც 132-ე დადგენილებაში წერია), მანამდე სანამ დადგენილება არ იქნება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ტერიტორია ფაქტიურად არ იარსებებს smile.gif

Posted by: ZZZ777 14 Dec 2016, 16:31
QUOTE (gachiani777 @ 14 Dec 2016, 15:24 )

ისევ იგივეს დატოვებენ ან განაახლებენ (უყვარს სურპრიზები ახალი წლისთვის ჩვენს მთავრობას) იმის მიხედვით იმ 66 ქეყნის 79 ტერიტორიამ შეცვალა თუ არა შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი. რეალურად ქვეყნები იგივე დარჩება ან დაემატება, უბრალოდ დადგენილებას შეეცვლება ნომერიsmile.gif

Posted by: Lady_Bird 14 Dec 2016, 16:41
ჩგდ -ს რომელი პირი უნდა გადავცე კლიენტს, პირველად უნდა შეავსოს თანამშრომელმა biggrin.gif

Posted by: ZZZ777 14 Dec 2016, 16:45
Lady_Bird
პირველ პირს მყიდველს უტოვებ

Posted by: Hurricanes 14 Dec 2016, 17:08
კამერალური აუდიტის დროს დეკლარაციის დაზუსტება შესაძლებელია? იმ პერიოდის რომლის შემოწმებაც მიმდინარეობს? თორე სხვა თვის დავაზუსტე

Posted by: Lady_Bird 14 Dec 2016, 17:09
ZZZ777

მადლობა smile.gif
.........................
* * *
Hurricanes
თუ გინდა გადააგზავნე მაგრამ არ მიიღებენ, უარყოფით პასუხს მოგწერენ დაზუსტებულის დარიცხვაზე სანამ არ დამთავრდება შემოწმება ვერაფერს იზავ.
* * *

Posted by: Hurricanes 14 Dec 2016, 17:31
Lady_Bird

მადლობა,
ვიღაცამ მითხრა დაუშვესო და მაგიტო გადავამოწმე აქ

Posted by: Lady_Bird 14 Dec 2016, 18:45
Hurricanes
გადააგზავნე მაშინ ყოველი შემთვევისთვის. თუ არ მიიღებენ უარყოფა ექნება და ეგ არის

Posted by: LZau 15 Dec 2016, 13:29

როცა ბანკში ვიხდი ანგარიშის მომსახურების ერთი წლის საკომისიოს წინასწარ ეს ხარჯიც თვეების მიხედვით უნდა გავანაწილო?
ან გადახდილ საშემოსავლოს არარეზიდენტზე გაცემულ თანხაზე რომელმაც მომსახურება ერთი წელი უნდა გამიწიოს

Posted by: Lady_Bird 15 Dec 2016, 15:03
LZau
QUOTE
როცა ბანკში ვიხდი ანგარიშის მომსახურების ერთი წლის საკომისიოს წინასწარ ეს ხარჯიც თვეების მიხედვით უნდა გავანაწილო?
ან გადახდილ საშემოსავლოს არარეზიდენტზე გაცემულ თანხაზე რომელმაც მომსახურება ერთი წელი უნდა გამიწიოს

ბანკებზე არ მქონია მსგავსი შემთხვევა მაგრამ ზოგადად მასეა, თვეებზე უნდა გადაანაწილო
ავანსად გადარიცხულში დასვი და ყოველთვიურად გადახურე მერე.

Posted by: LZau 15 Dec 2016, 16:01
Lady_Bird
ხო მასე უნდა მოვექცე 10 ლარებს

კითხვა 2
დარიცხული ხელფასი მაქვს მაგ. 100 ლარი
თანამშრომელი იყო აუნაზღაურებელ შვებულებაში, ის დღეები გამოვაკელი და ეკუთვნის ვთქვათ 60 ლ.
იმ 40 ლარს რა ვუყო, რაც უნდა გადამეხადა და არ გადავუხადე

არასაოპერაციო შემოსავალი? smile.gif
გადასახდელ საშემოსავლოს რაღა ვუყო მაშინ

125 ლარი თუ მექნებოდა ხარჯი ჩვეულებრივ თვეს
ამ შემთხვევაში 60+15 ხარჯი და 50 ლარი არასაოპერაციო შემოსავალი?

Posted by: bususuxuna 15 Dec 2016, 17:20
LZau
რამდენი დღეც იმუშავა და ეკუთვნის ისე დაარიცხე, და ისევე გაეცი ,აუნაზღაურებელი შვებლების ბრაძანება გააკეთე რომ ნამდვილად იყო წასული, რა არასაოპერაციო შემოსავალი rolleyes.gif

Posted by: Lady_Bird 15 Dec 2016, 17:26
LZau
ის გაუცემელი ხელფასი საერთოდ არ უნდა დაარიცხო. დღეებით გამოდის მანდ დარიცხვა რადგან უხელფასო შვებულება ქონდა. მთლიანი დარიცხული ხელფასი რაც აქვს გაყავი მაგ თვეში სამუშაო დღეების რაოდენობაზე და გაამრავლე ნამუშევარი დღეების რაოდენობაზე და ეგ დაარიცხე, გაუცემელი ნაწილის არც დარიცხვა გექნება და არც საშემოსავლო შესაბამისად

Posted by: LZau 15 Dec 2016, 17:29
chest.gif
...........................................

Posted by: ZZZ777 15 Dec 2016, 17:52
QUOTE (LZau @ 15 Dec 2016, 16:01 )
Lady_Bird
ხო მასე უნდა მოვექცე 10 ლარებს

კითხვა 2
დარიცხული ხელფასი მაქვს მაგ. 100 ლარი
თანამშრომელი იყო აუნაზღაურებელ შვებულებაში, ის დღეები გამოვაკელი და ეკუთვნის ვთქვათ 60 ლ.
იმ 40 ლარს რა ვუყო, რაც უნდა გადამეხადა და არ გადავუხადე

არასაოპერაციო შემოსავალი? smile.gif
გადასახდელ საშემოსავლოს რაღა ვუყო მაშინ

125 ლარი თუ მექნებოდა ხარჯი ჩვეულებრივ თვეს
ამ შემთხვევაში 60+15 ხარჯი და 50 ლარი არასაოპერაციო შემოსავალი?

საქმეს ნუ ირთულებ დააირცხე იმდენი რამდენიც გაეცი და ყველა იქნება კმაყოფილი))))

Posted by: bususuxuna 15 Dec 2016, 17:52
ერთი კაციც დაგვემოწმოს და გავდივართ popcorn.gif

Posted by: Giorgi1976 16 Dec 2016, 14:36
გამარჯობატ ყველას ..მოკლედ მქონდა ავანსის სახით გადახდილი თანხა მომწოდებელზე .საქონელი არ ცამომივიდა და ახლა მინდა ეს თანხა ჩავრთო ერთობლივ შემოსავალში. და მაინტერესებს როგორი გატარება ექნება. დებეტი1480-1210 კრედიტი. გთხოვთ დამიწერეთ გატარებები ,მე ვერ მოვიფიქრე smile.gif

Posted by: mashiko1987 16 Dec 2016, 17:50
QUOTE (ZZZ777 @ 15 Dec 2016, 17:52 )
QUOTE (LZau @ 15 Dec 2016, 16:01 )
Lady_Bird
ხო მასე უნდა მოვექცე 10 ლარებს

კითხვა 2
დარიცხული ხელფასი მაქვს მაგ. 100  ლარი
თანამშრომელი იყო აუნაზღაურებელ შვებულებაში, ის დღეები გამოვაკელი და ეკუთვნის ვთქვათ 60 ლ.
იმ 40 ლარს რა ვუყო, რაც უნდა გადამეხადა და არ გადავუხადე

არასაოპერაციო შემოსავალი? smile.gif
გადასახდელ საშემოსავლოს რაღა ვუყო მაშინ

125 ლარი თუ მექნებოდა ხარჯი ჩვეულებრივ თვეს
ამ შემთხვევაში 60+15 ხარჯი და 50 ლარი არასაოპერაციო შემოსავალი?

საქმეს ნუ ირთულებ დააირცხე იმდენი

საქმეს ნუ ირთულებ დააირცხე იმდენი რამდენიც გაეცი და ყველა იქნება კმაყოფილი))))

+1

Posted by: Nodo_K 16 Dec 2016, 22:18
http://srulad.com/movie/3564-the-accountant-buralteri.html

Posted by: Lady_Bird 17 Dec 2016, 18:27
[
Giorgi1976

კარგად ვერ გავიგე შემოსავალში რატომ უნდა ჩართო ეს თანხა? უკან გადმოგირიცხა მომწოდებელმა? თუ ასეა უკუ გატარებას გააკეთებ დ 1220 კ 1480

*******

მოკლედ ასეთი რაღაც მაინტერესებს როცა დამფუძნებლის მიერ კომპანიისთვის უპროცენტო სესხის გაცემაზეა საუბარი 34 ბრძანებით რატომ ხელმძღვანელობენ ? ეს ბრძანება და 20% პროცენტიანი ლიმიტი ხომ კომპანიის მიერ თანამშრომელზე სესხის გაცემას ეხება? თანაც კომაპნიას უფლება აქვს ეს უსასყუდლოდ მითებული სარგებელი აღიაროს და გამოქვითოს ამავდროულად. აი 34 ბრძანება საერთოდ რა მოსატანია ამ შემთხვევაში?

Posted by: archiko 18 Dec 2016, 02:05
გამარჯობათ მცოდნენო 2kiss.gif

ინდ. მეწარმესთან შეხება არ მქონია და რამოდენიმე მარტივ კითხვას დაგისვამთ:

1. საწესდებო კაპიტალი ფიქსირდება? ვთქვათ ინდ. მეწარმემ გავეცი ხელფასი იმაზე მეტი ვიდრე შემოსავალი მაქვს (ანუ ჩემი ჯიბიდან). გავაფორმო რომ ბიზნესის დაწყებამდე მქონდა ეს თანხა თუ როგორ ჯობს?
2. ფართს ვიღებ იჯარით შპს-გან. იჯარის გადასახადის გადახდა მევალება? თუ შპს-ს ევალება? 20%?
3. ქონების გადასახადის გადახდა მევალება? (არ ცდება 40000-ს შემოსავალი). თუმცა მაქვს წვრილი ძირითადი საშუალებები და უწევს ხომ მაგათზე? თუ სრულად გამოვქვითავ? ან თუ ამორტიზაციას დავარიცხავ - სხვაობა არიის?
4. სალაროდან ვიღებ ისეთ ფულს, რომელსაც ვერ ვადასტურებ ხარჯებით დოკუმენტურად. უნდა დავბეგრო აღებული თანხა საშემოსავლოთი როგორც შპს-ს შემთხვევაში?
5. ბიზნესი დავიწყე 10000 ლარით. სანამ ამ 10000 ლარს არ ამოვიღებ, ჩემი მოხმარებისთვის აღებული თანხები უნდა დავბეგრო?

დიდი მადლობელი დაგრჩებით თუ შესაბამის ლინკს მომცემთ კოდექსიდან 2kiss.gif

Posted by: Gio_m 18 Dec 2016, 12:11
QUOTE (Lady_Bird)
მოკლედ ასეთი რაღაც მაინტერესებს როცა დამფუძნებლის მიერ კომპანიისთვის უპროცენტო სესხის გაცემაზეა საუბარი 34 ბრძანებით რატომ ხელმძღვანელობენ ? ეს ბრძანება და 20% პროცენტიანი ლიმიტი ხომ კომპანიის მიერ თანამშრომელზე სესხის გაცემას ეხება?   თანაც კომაპნიას უფლება აქვს ეს უსასყუდლოდ მითებული სარგებელი აღიაროს და გამოქვითოს ამავდროულად. აი 34 ბრძანება საერთოდ რა მოსატანია ამ შემთხვევაში?

და ვინ ხელმძღვანელობს 34 ბრძანებით? დამფუძნებლის მიერ კომპანიისთვის სესხის გაცემისას საბაზრო საპროცენტო განაკვეთით სარგებლობენ.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული L3.22 ცხრილით

Posted by: Nodo_K 18 Dec 2016, 15:30
ორისის წიგნი გააქვთ ვინმეს?
* * *
http://pix.ge/
ქუთაისიდან როგორ უნდა დავრეკო ამ ნომერზე?? რა წინსართი უნდა?

Posted by: Lady_Bird 18 Dec 2016, 16:57
Gio_m

ხ არ ვიცი ფეისბუქის ჯგუფში იყო დასმული კითხვა და მაშინვე პასუხებში 20 პროცენტი და 34 ბრძანებაო და მართალი გითხრა გამიკვირდა.

* * *
Nodo.K
032 2 299 299 მგონი ასე ირეკება

ორისის წიგნი საიტზე უნდა იდოს ელექტრონული ვერსია

Posted by: Nodo_K 18 Dec 2016, 17:59
Lady_Bird
მადლობა მაგრამ კვირააო smile.gif
მოკლედ დემო ვერსიაზე ვერ დავრეგისტრირდი
და წიგნი მირჩევნია და არა ელ ვერსია
* * *
Lady_Bird
დავრეკე და დავრეგისტრირდი. დიდი მადლობა

Posted by: Iako2007 20 Dec 2016, 15:51
გამარჯობა
შემდეგი საკითხი მაინტერესებს. იმის შემდეგ რაც სახაზინო კოდები გაერთიანდა და შეიქმნა ერთიანი კოდი, როგორ ატარებთ ბიუჯეტში გადარიცხვებს. მე ჩვეულებრივ ვაგრძელებ: საშემოსავლოს დ3320-კ1210, დღგ დ3330-კ1210.. ეს ყველაფერი გროვდება საგადასახადო ვალდებულებებზე 3300 ანგარიშზე. თუმცა რს-თან შედარებისას ეს თანხები არ ედრება..

Posted by: Giorgi1976 22 Dec 2016, 11:19
QUOTE (Lady_Bird @ 17 Dec 2016, 18:27 )
[
Giorgi1976

კარგად ვერ გავიგე შემოსავალში რატომ უნდა ჩართო ეს თანხა? უკან გადმოგირიცხა მომწოდებელმა? თუ ასეა უკუ გატარებას გააკეთებ დ 1220 კ 1480

*******

მოკლედ ასეთი რაღაც მაინტერესებს როცა დამფუძნებლის მიერ კომპანიისთვის უპროცენტო სესხის გაცემაზეა საუბარი 34 ბრძანებით რატომ ხელმძღვანელობენ ? ეს ბრძანება და 20% პროცენტიანი ლიმიტი ხომ კომპანიის მიერ თანამშრომელზე სესხის გაცემას ეხება? თანაც კომაპნიას უფლება აქვს ეს უსასყუდლოდ მითებული სარგებელი აღიაროს და გამოქვითოს ამავდროულად. აი 34 ბრძანება საერთოდ რა მოსატანია ამ შემთხვევაში?

მოკლედ მე გადავრიცხე თანხა საქონლის შესაძენად.მაგრამ არ ცამომივიდა ავისაც გადავურიცხე ეს თანხა სადხაცას ქაქრა .და ამიტომ მინდა ეს გადარიცხული თანხა ვახიარო პატიებად ჩუქებად. და მინდა რომ ახლა მივცე გატარება და ვერ ვხდები როგორ გავატარო. 1480დ-1210კ. 1480 მომწოდებელზე გადახდილი ავანსი.ეს თანხა ახლა უნდა ავიღო შემოსავალში.

Posted by: tsiqara 22 Dec 2016, 23:07
ორისში.ძირითადი საშუალებების გაყიდვა როგორ გატარდება როდესაც აღიარებულია, ცვეთა დარიცხულია და გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდება რეალიზაცია. ტექნიკური მხარე მაინტერესებს თუ გქონიათ ვინმეს შეხება .

Posted by: Black-White777 23 Dec 2016, 17:00
შპს სახელზე - ტელეფონის გამოწერა და შემდგომ მისი გაყიდვა.

ტელეფონს ვიწერ ამერიკიდან, ტელეფონის ღირებულების გარდა დამატებითი პროცენტები გადახდა მომიწევს ?! დღგს გადასახადი მაგალითად?!

Posted by: Hurricanes 24 Dec 2016, 09:56
გამარჯობა მეგობრებო,
შესყიდვის აქტის ფორმა მინდა რამე მარტივი
რესტორნისთვის ბაზარში რომ პროდუქტი ვიყიდო
მადლობა წინასწარ

Posted by: dima1993 25 Dec 2016, 13:04
გამარჯობაა, ბუღალტერის დახმარება მჭირდება და თუ არ დამზარდებით შემეხმიანეთ პირადში rolleyes.gif sad.gif

Posted by: G I O R G I 26 Dec 2016, 16:19
ორის მენეჯერის (საბიუჯეტო) შემსწავლელ კურსებს ხომ ვერ მირჩევთ სადმე?

Posted by: grafinia79 27 Dec 2016, 14:06
მეგობრებო,

ინდ. მეწამრე, რომელიც მცირე მეწარმის სტატუსი აქვს, უნდა გაუქმება ი/მ სტატუსის და რა პროცედურებია საჭირო ამისათვის, ასევე მოგების ავანსები 2016 წლის გადახდილი აქვს.

Posted by: Ibeer 29 Dec 2016, 12:41
გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ სულ ცინცქილა 2017 წელს!!!

შეცდომით ამორტყმული ჩეკის დროს რს.გე ხდება ამ ჩეკის კორექტირებაო, ეგრე გავიგე მაგრამ მე ვერ მივაგენი ეგეთ რაღაცას და ხომ არ იცით რაიმე კეთილო ხალხო?

Posted by: maaiiko 29 Dec 2016, 13:54
გამარჯობათ მეგობრებო. იცით რა მაინტერესებს შპს ვალდებულია თუ არა ჰქონდეს ბეჭედი? ამასთან დაკავშირებით არანაირი მითითება არ შემხვედრია. განსაკუთრებით სახელმწიფო სამსახურებთან ურთიერთობაში რამდენად მიიღებენ ისეთ საბუთს, რომელსაც არ ექნება შპს-ს ბეჭედი?
* * *
QUOTE (Ibeer @ 29 Dec 2016, 12:41 )
გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ სულ ცინცქილა 2017 წელს!!!

შეცდომით ამორტყმული ჩეკის დროს რს.გე ხდება ამ ჩეკის კორექტირებაო, ეგრე გავიგე მაგრამ მე ვერ მივაგენი ეგეთ რაღაცას და ხომ არ იცით რაიმე კეთილო ხალხო?

გამარჯობა. რს-ზე განცხადებებში შეხვალ და მოძებნი განცხადებას "საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკის კორექტირება" აქ არის ისეთი ფორმა შესავსები, რომელსაც აქამდე ხელით ვავსებდით. შეავსებ და გაგზავნი. როგორც ვიცი ჯერ ელექტრონული ფორმით შევსება სავალდებულო არ არისო, თუმცა მე მაინც გირჩევდი პრობლემების თავიდან არიდების მიზნით.

Posted by: Lady_Bird 29 Dec 2016, 16:03
maaiiko
QUOTE
გამარჯობათ მეგობრებო. იცით რა მაინტერესებს შპს ვალდებულია თუ არა ჰქონდეს ბეჭედი? ამასთან დაკავშირებით არანაირი მითითება არ შემხვედრია. განსაკუთრებით სახელმწიფო სამსახურებთან ურთიერთობაში რამდენად მიიღებენ ისეთ საბუთს, რომელსაც არ ექნება შპს-ს ბეჭედი?
* * *

აღარ არის ბეჭედი სავალდებულო, შეუძლია არ ქონდეს

Posted by: shatulika 30 Dec 2016, 10:29
დამდეგს გილოცავთ მეგობრებო!

და საახალწლო კითხვასაც შემოვაგდებ smile.gif
შპს-მ შეიძინა საწვავის ტალონები. შპს-ს არ აქვს საკუთარი ავტომობილი. ხშირად, როდესაც შპს ყიდულობს სხვადასხვა საქონელს, მფლობელი (100% წილის) საკუთარი ავტომობილით ახდენს შეძენილი საქონლის ტრანსპორტირებას შეძენის ადგილიდან შპს-ის ოფისამდე. შესაძლებელია თუ არა შპს-მ ეს შეძენილი საწვავის ტალონები გადასცეს მფლობელს და შემდეგ ჩამოწეროს ხარჯებში, ოღონდ ჩამოწეროს რეალურად გახარჯული. ანუ შესაძლებელია თუ არა შპს-მ ჩამოწეროს ხარჯებში გახარჯული საწვავი, რომელი საწვავიც იხარჯება თავისი საქმიანობისთვის, ოღონდ მანქანა არ არის გაფორმებული შპს-ზე?

Posted by: MR_ABCD 30 Dec 2016, 13:23
ფიზიკურ პირს ავანსად გადავუხადეთ მომავალი წლის იანვრის ხელფასიც.
აღარ მახსოვს შემახსენეთ ეგ თანხა ამ წლის ხარჯებში ჩაითვლება თუ არა ?

Posted by: maaiiko 30 Dec 2016, 16:51
QUOTE (shatulika @ 30 Dec 2016, 10:29 )
დამდეგს გილოცავთ მეგობრებო!

და საახალწლო კითხვასაც შემოვაგდებ smile.gif
შპს-მ შეიძინა საწვავის ტალონები. შპს-ს არ აქვს საკუთარი ავტომობილი. ხშირად, როდესაც შპს ყიდულობს სხვადასხვა საქონელს, მფლობელი (100% წილის) საკუთარი ავტომობილით ახდენს შეძენილი საქონლის ტრანსპორტირებას შეძენის ადგილიდან შპს-ის ოფისამდე. შესაძლებელია თუ არა შპს-მ ეს შეძენილი საწვავის ტალონები გადასცეს მფლობელს და შემდეგ ჩამოწეროს ხარჯებში, ოღონდ ჩამოწეროს რეალურად გახარჯული. ანუ შესაძლებელია თუ არა შპს-მ ჩამოწეროს ხარჯებში გახარჯული საწვავი, რომელი საწვავიც იხარჯება თავისი საქმიანობისთვის, ოღონდ მანქანა არ არის გაფორმებული შპს-ზე?

თუ მანქანის იჯარას გააკეთებთ შპს-ზე, მაშინ შეძლებთ საწვავის ჩამოწერას.

Posted by: shatulika 30 Dec 2016, 17:10
QUOTE (maaiiko @ 30 Dec 2016, 16:51 )
QUOTE (shatulika @ 30 Dec 2016, 10:29 )
დამდეგს გილოცავთ მეგობრებო!

და საახალწლო კითხვასაც შემოვაგდებ smile.gif
შპს-მ შეიძინა საწვავის ტალონები. შპს-ს არ აქვს საკუთარი ავტომობილი. ხშირად, როდესაც შპს ყიდულობს სხვადასხვა საქონელს, მფლობელი (100% წილის) საკუთარი ავტომობილით ახდენს შეძენილი საქონლის ტრანსპორტირებას შეძენის ადგილიდან შპს-ის ოფისამდე. შესაძლებელია თუ არა შპს-მ ეს შეძენილი საწვავის ტალონები გადასცეს მფლობელს და შემდეგ ჩამოწეროს ხარჯებში, ოღონდ ჩამოწეროს რეალურად გახარჯული. ანუ შესაძლებელია თუ არა შპს-მ ჩამოწეროს ხარჯებში გახარჯული საწვავი, რომელი საწვავიც იხარჯება თავისი საქმიანობისთვის, ოღონდ მანქანა არ არის გაფორმებული შპს-ზე?

თუ მანქანის იჯარას გააკეთებთ შპს-ზე, მაშინ შეძლებთ საწვავის ჩამოწერას.

მადლობა

რაღაცეები მოვქექე და გავერკვიე მეც:
მესამე პირისათვის გადაცემული და მესამე პირის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გახარჯული საწვავი პირს საქონლის მიწოდებად არ ჩაეთვლება და ჩამოწერას (ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯში ასახვას) დაექვემდებარება, თუ პირს (შემდეგში – დამკვეთი) მესა