Tame Impala (მოთვინიერებული იმპალა) კევინ პარკერის ფსიქოდელიური როკ-პროექტი
წარმოშობის ადგილი: პერთი, ავსტრალია.
ლეიბლი: Modular Recordings.
ჯგუფის წევრები (მარცხნიდან მარჯვნივ)
დომინიკ "დომ" სიმპერი - (გიტარა და სინთეზატორი).
კევინ "კევ" პარკერი - (ვოკალი, გიტარა და კაზუ).
ქემერონ "ქემ" ევერი - (ბასი და ბექ-ვოკალი).
ჯულიენ ბარბაგალო - (დრამი).
ჯეი უოტსონი - (დრამი, ბექ-ვოკალი 2007-2011, სინთეზატორი, დამატებითი გიტარისტი).
ჯგუფმა 2010 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი
"ინერსპიკერი" (Innerspeaker), 2012 წელს კი მეორე ალბომი
"ლონერიზმი" (Lonerism) რომელმაც კრიტიკოსებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა.
ადრინდელი კარიერაჯგუფის ადრინდელი პერიოდი პერთის მუსიკალურ სცენაზე მოინახება. პარკერი
მოთვინიერებულ იმპალამდე ბევრ ჯგუფში უკრავდა ერთ-ერთი მათგანი იყო
"დი დი დამსი" (Dee Dee Dums) რომელიც შედგებოდა პარკერისგან (გიტარა) და ლუკ ეპშტეინისგან (დრამი). Tame Impala კევინის სოლო პროექტი იყო, კევინი წერდა და ასრულებდა კომპოზიციებს, შემდეგ კი Myspace-ზე ანთავსებდა. სწორედ ამ პერიოდში დაინტერესდა Modular Recordings მისით და შეთანხმებაც შედგა. ამ კომპოზიციების სცენაზე გადასატანად კევინმა დაიმატა დომინიკ სიმპერი (ბასი) და ჯეი უოტსონი (დრამი) და დაიწყო ლოკალურ სცენაზე დაკვრა.
დისკოგრაფიაTame Impala EPკონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჯგუფმა მალევე (სექტემბერი, 2008) გამოსცა თავისი პირველი ნაშრომი რომლის გარეკანმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რადგან ბევრს ეგონა, რომ EP-ს
"ანტარესი, მირა და მზე" ერქვა. პოსტერი ერთგვარი ასტრონომიის ლექციის ინტერპრეტაციაა რომელზეც კევინმა მზის და ორი დიდი პლანეტის სურათი ნახა შემდეგ კი დახატა.
ჯგუფმა ამ EP-ით Australian Independent Record Labels (AIR) Chart-ში მალევე დაიკავა პირველი ადგილი, ხოლო მე-10 ადგილი ARIA Physical Singles Chart-ში სიმღერებით "Desire Be, Desire Go", "Half Full Glass of Wine" და "Skeleton Tiger". ასევე იყო მიწვეული რადიოში Triple J-ს მიერ .
2008 წლის ტური მოიცავდა დაკვრას ისეთ ჯგუფებთან როგორებიცაა You Am I, The Black Keys, Yeasayer და MGMT, სამ ფესტივალზე, ესენია: Southbound Festival, Meredith Music Festival და Falls Festival.
- - - - - - - - - -
Sundown Syndromeპირველი სინგლი "Sundown Syndrome" ჩაიწერა Toerag Stuidio-ში, ლონდონში. 2009 წლის მარტში. მიქსინგში ჯგუფს ლაიამ უოტსონი (Liam Watson) დაეხმარა. "Sundown Syndrome" პირველად გაჟღერებული იქნა რიჩარდ კინგსმილის შოუში "2009", ხოლო შემდეგ კი Triple J -ში.
ივლისში გამოვიდა ვინილი და ციფრული ვერსია რომელსაც DJ Blue Boy-ის ქავერი "Remember Me" მოყვებოდა.
2009 წლის აგვისტოში ჯგუფმა "Rottofest"-ზე დაუკრა.
"Sundown Syndrome" გაჟღერებული იყო ოსკარზე წარდგენილ ფილმში The Kids Are All Right, ხოლო "Half Full Glass of Wine" HBO-ს პოპულარულ სერიალis "ანტურაჟის" (Entourage) ბოლო სერიაში.
2010 წლის დასაწყისში, ჯგუფი ასევე გამოჩნდა ავსტრალია/ახალი ზელანდიის ფესტივალზე Big Day Out სადაც ასევე გამოდიოდნენ ჯგუფები Muse, The Mars Volta, Kasabian და Rise Against.
- - - - - - - - - -
Innerspeakerჯგუფის სადებიუტო ალბომი ინერსპიკერი გამოვიდა 2010 წლის 21 მაისს. ბრიტანეთში 28 ივნისს, ხოლო iTunes-ში შემთხვევითი შეცდომის ხარჯზე 12 მაისს. შტატებში 8 ივნისს. Pitchfork-ის კრიტიკოსებმა ალბომი "საუკეთესო ახალ მუსიკად" შეაფასეს.
2010 წლის 29 ნოემბერს, ალბომმა მოიგო J Award ნომინაციით "Album of the Year"
- - - - - - - - - -
Lonerism2011 წლის 7 დეკემბერს, პარკერმა დამატებით პროდიუსერთან დეივ ფრიდმანთან ერთად დაიწყო მეორე ალბომის მიქსინგი. 2012 წლის 2 მარტს კი ფეისბუქის გვერდის მიხედვით დაიდო შემდეგი წერილი "finished, mixed, mastered, mooged, broinged, and beeped". ფანებს ეგონათ რომ ალბომი ამ წლის შუა პერიოდში გამოვიდოდა, მაგრამ საბოლოოდ ოქტომბერში გამოვიდა.
პარკერმა განაცხადა, რომ ლონერიზმი "ერთგვარი ჯგუფის გამოყოფაა წინა ნაშრომებისგან. ამ ალბომში უფრო მრავალფეროვანი ბგერითი პალიტრაა და ასევე სიმღერაში უფრო მეტი ემოცია და აზრი იკვეთება". მიუხედავად ამ კომენტარისა სტუდიური ალბომი თავიდან ბოლომდე მაინც კევინის მიერ დაიწერა და შესრულდა, თავის სახლში პერთი, ავსტრალია. ასევე პატარა ნაწილები ჩაწერილი იქნა საფრანგეთში მისი სახლის სტუდიაში.
საფრანგეთში ყოფნის დროს კევინი დაეხმარა თავის შეყვარებულს Melody Prochet-ს მისი ჯგუფის პირველი ალბომის პროდიუსინგში (Melody's Echo Chamber). რამაც საბოლოოდ სიმღერაზე "Endors Toi" (ფრანგულად: დაიძინე) დატოვა კვალი.
ალბომის ფოტო გადაღებულია Jardin du Luxembourg, Paris-ში კევინის მიერ, მცირეოდენი შესწორებები შეტანილი იქნა Leif Podhajsky-ს მიერ. ფოტო ერთგვარი იზოლაციის შთაბეჭდილებას ტოვებს რადგან წინა პლანზე მეტალის ჭიშკარია ხოლო უკან ხალხი.
27 აპრილს. თბილისის დროით 10 საათზე ჯგუფი დაუკრავს Rottnest Island-ზე. იმედია დაიდება სადმე ბუთლეგი.
- - - - - - - - - - - -
Live Versions2014 წლის, 19 აპრილს ასევე გამოვიდა ალბომი Live Versions. რომელიც კევინის თქმით სრულად ასახავს იმას თუ რაშია განსხვავება სტუდიურ ჩანაწერსა და ლაივს შორის.
პ.ს. შიდა ყდაზე ძალიან დამაფიქრებელი და გულახდილი წარწერაა
[[ გასადიდებლად დააკლიკეთ ფოტოს ]]
- - - - - - - - - -
სტილიპარკერის მუსიკაზე ძირითადი ზეგავლენა ფსიქოდელიურ როკს აქვს, იგი ასევე ამ ჟანრისთვის დამახასიათებელი ცნობილი მეთოდებით ახდენს პროდიუსინგს. მისი გიტარის ხმა სხვადასხვა ცნობილი ეფექტებით იკვრება ესენია: ფეიზი, დილეი, რივერბი და ფაზი.
მისი ჯგუფი სტუდიურად ფაქტიურად მხოლოდ თვითონაა. რაზეც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას მოსწონს ფენების განუსაზღვრელად დადება ერთმანეთზე და ეს ერთგვარ შთაგონებას ანიჭებს, თუმცა როდესაც ცოცხლად უკრავს ჯგუფთან ერთად შეუძლია სულ სხვანაირად აქციოს და დაწერილი სიმღერა 10 წამი ან 10 წუთი დაუკრას. ეს ერთგვარ თავისუფლებას ანიჭებს მას.
კევინის პედალბორდი:(მარცხენა ნაწილი)- Boss GT-100 Multi Effects Pedal (customised cosmetically)
- EHX Holy Grail Reverb
- Boss DD-20 Delay
- Diamond Vibrato
- KTG-1 Tube Guitar Preamp
(მარჯვენა ნაწილი)- Ernie Ball Volume Pedal
- MXR Dyna Comp
- MXR Carbon Copy Delay
- Boss BD-2 Blues Driver
- EHX Holy Grail Reverb
- EHX Small Stone Phaser
- Dunlop Cry Baby Wah Pedal
- Boss FS-5U Footswitch
- Boss TU Tuner
- Empress Compressor
პ.ს. ცოტა გრამატიკულად გაუმართავი ტექსტია და მაპატიეთ.
This post has been edited by Jimi Hendrix on 26 Apr 2014, 20:38