სრული სახელი: West Ham United Football Club
მეტსახელები: The Hammers, The Irons, The Academy of Football
დაარსდა: 1895 წელს
სტადიონი: აპტონ პარკი (ბოლინ გრაუნდი), 35 303 მაყურებელი
მთავარი მწვრთნელი: სემ ელერდაისი
მფლობელები დევიდ სალივანი, დევიდ გოლდი (61,2 %), CB Holding (35%), Minority Investors (3,8 %)
ისტორია"ვესტ ჰემ იუნაიტედი" (ინგ. West Ham United Football Club) - ბაზირებულია ვესტ ჰემში, ლონდონი დასავლეთ ნაწილში პატარა რაიონ ნიუჰემში. კლუბის მოედანი - აპტონ პარკი მდებარეობს Green Street-ზე. ვესტ ჰემის ფან-კლუბზე აგებული არის ფილმი - Green Street Hooligans - მწვანე ქუჩის ხულიგნები.
თავდაპირველად გუნდი ფორმირებული იყო მეტალურგიური ქარხნის მუშებისაგან 1895 წელს და ერქვა Thames Ironworks F.C. 5 წლის შემდეგ კლუბს სახელი გადაერქვა და დაერქვა "ვესტ ჰემ იუნაიტედი". თავდაპირველად "ჩაქუჩები" ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ ლიგებში ასპარეზობდნენ, ხოლო უკვე 1919 წელს გაწევრიანდნენ ფეხბურთის ლიგაში მთელი ქვეყნის მასშტაბით და 4 წლის შემდეგ გახდნენ ჩემპიონები. 1964 წელს გავიდნენ ინგლისის თასის ფინალში, რომელშიც გაიმარჯვეს და 64, 75 და 80 წლებში გახდნენ ინგლისის თასის სამგზის ჩემპიონები. ასევე 1964/62 წელს მოიგეს თასის მფლობელთა თასი, ხოლო 1999 წელს ინტერტოტოს თასი.
კლუბი დაარსდა 1895 წელს სახელწოდებით “Thames Ironworks F.C.” მაშინ კლუბს ფლობდა მეტალურგიული და გემთმშენებელი კომპანია “Thames Ironworks and Shipbuilding Co. Ltd”, რომელსაც არნოლდ ჰილსი და წამყვანი სპეციალისტი დეივ ტეილორი მართავდნენ. “The Irons”–მა ლონდონის ლიგაში თამაში 1896 წელს დაიწყო და 1897/98 წლებში ამ ლიგის გამარჯვებულიც გახდა. კლუბი გახდა პროფესიონალური 1898 წელს, მას შემდეგ, რაც სამხრეთი ლიგის მეორე დივიზიონში დაიწყო თამაში. ეს ტურნირი გუნდმა პირველივე მცდელობაზე მოიგო. როდესაც 1900 წელს კლუბი გახდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სახელი შეიცვალა და დაირქვა “West Ham United F.C.”
1900 წელს კლუბი თამაშობდა Memorial Ground–ზე, რომელიც მდებარეობდა პლაისტოუში. ამის შემდეგ გადავიდა „აპტონ პარკზე“, რომელიც აშენების დღიდან პირველ სათამაშო სეზონამდე ატარებდა სახელწოდებას The Castle. მისამართზე Grange Road, London, E13 ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ ორიგინალური სტადიონი, ნამდვილი ციხესიმაგრე, ისეთივე, როგორიც ის იყო აშენების დღიდან. „ვესტ ჰემი“ ფეხბურთის ლიგას 1919 წელს შეუერთდა და პირველ დივიზიონში პირველად 1923 წელს ააღწია. კლუბს აქვს მოგებული ასოციაციის თასი სამჯერ: 1963/64, 1974/75 და 1979/80 წლებში.
1961 წელს შეიცვალა მწვრთნელი და სათავეში მოვიდა რონ გრინვუდი. მისი თაოსნობით „ვესტ ჰემმა“ 1964 წელს მოიგო ასოციაციის თასი, დაამარცხა რა ფინალში „პრესტონი“ ანგარიშით 3:2. აღსანიშნავია, რომ "ჩაქუჩებმა" ნახევარფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" სძლიეს. გუნდი ამაზე არ შეჩერებულა და ევროარენაზე უდიდესი წარმატება ჰპოვა, როდესაც თასთა თასის ფინალში "მიუნხენ 1860" 2:0 დაამარცხა.
70–იან წლებში წავიდა არაერთი წამყვანი ფეხბურთელი და წავიდა ასევე გრინვუდიც. ახალი მწვრთნელი გახდა ჯონ ლაიალი. ლაიალის გუნდმა 1975 წელს მოიგო ინგლისის თასი, ხოლო 1976 წელს "ვესტ ჰემს" შეეძლო გაემეორებინა იგივე, რაც გრინვუდის დროს გააკეთა და მოეგო თასთა თასი, მაგრამ ფინალში დამარცხდა ბელგიურ "ანდერლეხტთან". ამის შემდეგ კლუბის საქმეები ცუდად წავიდა და 1978 წელს კლუბი გავარდა მეორე დივიზიონში.
სამი წლის შემდეგ კლუბი დაბრუნდა და 1980 წელს ისტორიაში მესამედ მოიგო ინგლისის თასი, ხოლო 1981 წელს კი ახლოს იყო ლიგის თასის მოგებასთან, მაგრამ ფინალში "ლივერპულთან" დამარცხდა. ამავე წელს კლუბმა მესამე ადგილი დაიკავა პირველ დივიზიონში, რაც გუნდის მიერ ნაჩვენებ საუკეთესო რეზულტატად ითვლება დღემდე. 1989 წელს "ვესტ ჰემი" კვლავ გავარდა მეორე დივიზიონში, 2 წლის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ 1992 წელს კვლავ დაქვეითდა.
90–იანი წლების დასაწყისში ბილი ბონდსი ჰარი რედნაპმა ჩაანაცვლა. კლუბი მალევე დაბრუნდა ახლად შექმნილ პრემიერ ლიგაში. რედნაპი ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელია კლუბის ისტორიაში. მან "ვესტ ჰემი" პრემიერ ლიგაში დაამკვიდრა და 1999 წელს "ინტერტოტოს თასიც" მოაგებინა.
2002/03 სეზონი კლუბისათვის საშინელი აღმოჩნდა. მათ ტურნირის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ პირველად მოახერხეს საშინაო გამარჯვების მოპოვება და გავარდნენ ჩემპიონშიფში. შემდეგ სეზონში გააღწია ჩემპიონშიფის პლეი–ოფში და შეეძლო კიდეც ელიტაში დაბრუნება, თუმცა ფინალურ შეხვედრაში „კრისტალ პალასთან“ დამარცხდა. 2004/05 სეზონის ბოლოს, გულშემატკივრების მხრიდან ალან პარდიუზე დიდი გავლენის წყალობით კლუბმა ჩემპიონშიფში მეექვსე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ „ვესტ ჰემს“ კვლავ მოუწია პლეი–ოფი, რომელშიც გამარჯვებული გამოვიდა და პრემიერ ლიგაში დაბრუნდა. პლეი–ოფის პრიველ ეტაპზე, „აპტონ პარკზე“ ფრედ 2–2 დასრულდა მატჩი „იპსვიჩთან“ (რომელმაც ჩემპიონშიფში მესამე ადგილი დაიკავა, გადაასწრო რა „ჩაქუჩებს“ 12 ქულით), ხოლო „პორტმენ როდუზე“ კი ლონდონელებმა 0–2 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ. ფინალში „ვესტ ჰემი“ შეხვდა „პრესტონს“ და მოუგო 1–0, რისი წყალობითაც დაბრუნდა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში, პრემიერ ლიგაში.
სტადიონისტადიონის ოფიციალური დასახელებაა "აპტონ პარკი", მაგრამ "ვესტ ჰემის" ფანატებს შორის ბევრია ისეთი, ვინც სტადიონს "ბოლინ გრაუნდს" უწოდებს. ამ მომენტისათვის სტადიონს შეუძლია დაიტიოს დაახლოებით 35 000 მაყურებელი. სათამაშო მოედნის პარამეტრებია 102 x 65. "ვესტ ჰემმა" "აპტონ პარკზე" თამაში 1904 წელს დაიწყო. სტადიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრიბუნა 2001 წელს გაიხსნა და მას Dr. Martens Stand დაერქვა. ტრიბუნა ორი იარუსისაგან შედგება და შეუძლია დაიტიოს 15 000 მაყურებელი. ძალზედ საინტერესოა ტრიბუნის ხედი გარედან: ის გავს ციხესიმაგრის ნაწილს, რომელზეც გამოსახულია "ვესტ ჰემის" ლოგო.
Dr. Martens Stand-ის პირდაპირ მდებარეობს East Stand, რომელიც ყველაზე პატარა, მაგრამ ასევე ორიარუსიანი ტრიბუნაა. ის შორეულ 1969 წელს აშენდა და სტადიონის დასავლეთ ნაწილში მდეგარეობს. ჩრდილო (Centenary Stand) და სამხრეთ (The Bobby Moore Stand) ტრიბუნები უფრო დიდი და ლამაზები არიან, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში 2 ვიდეო ტაბლოა დამაგრებული.
სტადიონთან, Boleyn Pub-თან ახლოს, არის ბობი მურის, ინგლისის ნაკრების კაპიტნის ძეგლი. ბობი გუნდელებს მხრებზე აზის და ხელში მსოფლიოს თასი უჭირავს, რომელიც ინგლისის ნაკრებმა 1966 წელს მოიგო. ფანები, რომლებიც გუნდებს მოჰყვებიან, North Stand-ის ქვედა იარუსის ტრიბუნაზე სხდებიან, რომელზეც სპეციალურად მათთვის 2 200 ადგილია გამოყოფილი. ხოლო თუ ცნობილი გახდა, რომ სტუმარი გუნდის ფანები უფრო მეტნი არიან, მათ ჩრდილოეთის ტრიბუნის ნაწილიც ეთმობათ, რომელსაც დამატებით 3 600 ფანის დატევა შეუძლია.
უკვე ოფიციალურად გადაწყვეტილია, რომ 2016 წლიდან კლუბი გადავა ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე, რომელიც რეკონსტრუქციის შემდეგ დაიტევს 54 ათას ადამიანს. ვესტ ჰემის პროექტის თანახმად, სტადიონზე ამჟამად არსებულ სარბენ ბილიკებზე განთავსდება ტრიბუნები, რითაც მაყურებელსა და მოედანს შორის კონტაქტი არ დაიკარგება. როგორც ამბობენ, ტრიბუნებსა და მოედანს შორის მანძილი იმაზე უფრო მცირე იქნება, ვიდრე ეს უემბლიზეა.
ტიტულები- ჩემპიონშიფის პლეი ოფი - 2005, 2012
- ასოციაციის თასი - 1964, 1975, 1980, ფინალისტი - 1923, 2006
- ქარლინგის თასი - ფინალისტი: 1966, 1981
- ჩარითი შილდი - 1964
- თასების მფლობელთა თასი - 1965, ფინალისტი: 1976
- ინტერტოტოს თასი - 1999
სტატისტიკა და რეკორდებიდასწრებადობა• უდიდესი დასწრებადობა ლიგაში: 42 322 v ტოტენჰემ ჰოტსპური, პირველი დივიზიონი, 1970 წლის 17 ოქტომბერი
• უმცირესი დასწრებადობა ლიგაში: 4 373 v დონკასტერ როვერსი, მეორე დივიზიონი, 1955 წლის 24 თებერვალი
ტრანსფერები• ყველაზე დიდი თანხა (დახარჯული): 10.75 მლნ ფუნტი ვულვერჰემპტონს მეთ ჯარვისის სანაცვლოდ, 2012 წლის აგვისტო
• ყველაზე დიდი თანხა (მიღებული): 18 მილიონი ფუნტი ლიდსისაგან რიო ფერდინანდის სანაცვლოდ, 2000 წლის ნოემბერი
გამარჯვებები• პრემიერ ლიგა: ვესტ ჰემი 6:0 ბარნსლი, 10/01/1998
დერბი 0:5 ვესტ ჰემი, 10/11/2007
• პირველი დივიზიონი: ვესტ ჰემი 8:0 სანდერლენდი, 19/10/1968
• ქარლინგის თასი: ვესტ ჰემი 10:0 ბარი (ორივე თამაშში 12:1)
დამარცხებები• პრემიერ ლიგა: მანჩესტერ იუნაიტედი 7:1 ვესტ ჰემი, 2000
ბლექბერნ როვერსი 7:1 ვესტ ჰემი, 2001
ევერტონი 6:0 ვესტ ჰემი, 1999
რედინგი 6:0 ვესტ ჰემი, 2007
• პირველი დივიზიონი: ვესტ ჰემი 2:8 ბლექბერნი, 1963 წლის 26 დეკემბერი
ევერტონი 7:0 ვესტ ჰემი, 1927 წლის 22 ოქტომბერი
შეფილდ უენსი 7:0 ვესტ ჰემი, 1959 წლის 28 ნოემბერი
• ყველაზე მეტი გოლი: 101, მეორე დივიზიონი (1957/68)
• ლიგის ბომბარდირი (ერთ სეზონში): ვიკ უოტსონი (42), მეორე დივიზიონი (1929/30)
• ყველაზე მეტი გოლი ერთ მატჩში:
ვიკ უოტსონი (6) v ლიდსი, 09/02/29
სერ ჯეფ ჰერსტი (6) v სანდერლენდი, 19/10/68
ბრაიან დეარი (5) v ვესტ ბრომვიჩი, 16/04/65
ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი1. ბილი ბონდსი - 793 (1967-88)
2. ფრენკ ლამპარდ უფროსი - 674 (1967-85)
3. ბობი მური - 646 (1958-74)
4. სერ ტრევორ ბრუკინგი - 635 (1967-84)
5. ელვინ მარტინი - 601 (1977-96)
ყველაზე მეტი გატანილი გოლი1. ვიკ უოტსონი - 326 (1920-35)
2. სერ ჯეფ ჰერსტი - 252 (1959-72)
3. ჯონ დიკი - 166 (1953-63)
4. ჯიმი რაფელი - 166 (1921-37)
5. ტონი კოტი - 146 (1983-88), (1994-96)
ამჟამად ვესტ ჰემის თავკაცია სემ ელერდაისი, იგივე ბიგ სემი, რომლის ხელმძღვანელობითაც კლუბმა პირველივე სეზონში მოახერხა ჩემპიონშიფიდან პრემიერ ლიგაში დაწინაურება და უმაღლეს დივიზიონში წარმატებით გამოსვლა (მე-10 ადგილი). სულ რამდენიმე დღის წინ სემმა კონტრაქტი კიდევ ორი სეზონით გაახანგრძლივა და გუნდის ახალი სეზონისათვის მზადება დაიწყო.
ასევე გაფორმდა 3-წლიანი კონტრაქტი ადიდასთან, რომლის მიხედვითაც გიგანტი გერმანული ფირმა ჩვენი ტექნიკური სპონსორი გახდება და უახლოესი სამი წლის მანძილზე უზრუნველყოფს კლუბის ეკიპირებას. ახალი ფორმის რამდენიმე ესკიზი უკვე არსებობს, თუმცა ოფიციალურად ფორმას დაახლოებით ივნისში წარადგენენ.
ასე და ამრიგად, გავიხსენით მეგობრებო და ახლა უკვე ახალ თემაში შეგვიძლია ვისაუბროთ ამ დიდებულ კლუბზე
ჰედერისთვის უდიდესი მადლობა David Bero-ს
This post has been edited by GreenWestHam on 17 May 2013, 00:14