გათიშვა რაში გამოიხატება... მაგალითად: სონის რესივერი მთლიანად ითიშება, დისპლეიც ქვრება! თუ მხოლოთ ხმა ითიშება 2-3 წამით...
-თუ მხოლოთ ხმა ითიშება, თან სხვა სართულიდან ამოყვანილ ძაბვაზეც... ცოტა დამაბნეველია მართლაც, რა ანომალიაა თქვენს კორპუსში...
)))
ხომ არ გიცდია სონი და ეპსონი ცალ-ცალკე როგორ იქცევა... მე, ალბათ დინამიკების გარეშე წავიღებდი ორივეს და გავსინჯავდი ახლობლის სახლში როგორ იქცევა
მე მაინც ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაში დენის ფილტრმა უნდა მოხსნას პრობლემა.
ფიზიკით არ შეგაწყენ თავს, მაგრამ ინფორმაციისთვის ასეთი დამახინჯებები შეიძლება დაემართოს დენს, მის სინუსოიდას სხვავდასხვა მიზეზით.
ზოგჯერ მეზობელის რაიმეს ჩართვა-გამორთვაც ქმნის პრობლემას.
როცა დამახინჯებები აღწევს აპარატურის, განსაკუთრებით ციფრულ ნაწილში, იწყება პრობლემები.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ასეთი იმპულსური დამახინჯებების ჩასახშობად არსებობს დენის ფილტრები.
გირჩევ იყიდო APC-ს ფირმის...
ეს ყველაზე გამოცდილი და ხარისხიანია მაგრამ ერთ პორტიანია! თუმცა შეგიძლია ხარისხიანი (ტრაინიკით) გაზარდო.
ესაც ძალიან კარგია 4 პორტით იმპულსურ დამახინჯებებსაც ფილტრავს, ჭექა-ქუხილისაგანაც იცავს. ასევე იცავს გადატვირთვისა და მაღალი ძაბვის მოვარდნისას.
ეს ლინკები რაც დავდე, ვფიქრობ ორიგინალი APC-ებია და ამიტომ თავისი საქმე უნდა გააკეთოს!
P/S დამიწება სასურველია მაგრამ ფიტრაციისთვის სავალდებულო არ არის, ეფექტურობაში ძალიან უმნიშვნელო განსხვავებაა!
This post has been edited by ten10 on 2 May 2019, 00:26