ჩვენს დედაქალაქში ამჟამად მიმდინარეობს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა, პირველ პოსტში ცხადია ვერ ჩამოვთვლით ყველა მათგანს, მაგრამ ვეცდები არ გამომრჩეს მნიშვნელოვნები.
კერძო სექტორში საკმაო გამოცოცხლება შეიმჩნევა წინა წლებთან შედარებით, როგორც ცენტრალურ უბნებში, ასევე გარეუბნებში. ბევრი პროექტი შედის ფინალურ ფაზაში, ასევე იკვეთება უახლოეს მომავალში განხორციელებადი პროექტებიც.
- ყველაზე დიდი მშენებლობა რაც თბილისში ამჟამად მიმდინარეობს, ეს არის ოლიმპიური სოფელი და ჩინური სავაჭრო კომპლექსები ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ვერკეთილისა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 2015 წელს უნდა გაიმართოს, სამზადისი კულმინაციას აღწევს. გადაუმოწმებელი იფორმაციის თანახმად, ფესტიცალის დასრულების შემდეგ, ტერიტორიაზე უძრავი ქონების გაყიდვა დაიწყება.
პროექტი მოიცავს ათობით კორპუსს, სასტუმროს, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს და გაშლილ ტეროტორიაზე განთავსებულ სავაჭრო ცენტრებს. სავაჭრო ცენტრი - „თბილისის ზღვის პლაზა“ გახსნილია და მისვლა შესაძლებელია ვაზისუბნის დასახლებიდან. ტერიტორიაზე განლაგებულია საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის - 15ზე მეტი კოშკურა ამწე.
ხედი თვითმფრინავიდან:
„თბილისის ზღვის პლაზა“
პროექტს ახორციელებს ჩინური სამშენებლო კომპანიები. ამ მშენებლობების კასკადზე ცალკე თემა არსებობს ჩვენს განყოფილებაში და უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე:
ჩინეთისუბნის მშენებლობა- კიდევ ერთი უდიდესი პროექტი, რომელსაც ასევე ცაკლე თემა აქვს მიძღვნილი არის საცხოვრებელი უბანი „დირსი“. პროექტი ხორციელდება აზერბაიჯანული ინვესტიციით ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, ბოგდან ხმელინცკის ქუჩაზე.
ტერიტორია მოიცავს 40 ჰექტარს, 20 კორპუსს და 4898 ბინას. ყველაზე მაღალი არის მე-17 და 21-ე კორპუსები, რომლებიც არის 26 სართულიანი.
პროექტი გაყოფილია ორ რიგად. პირველი რიგი უკვე მთლიანად დასრულებულია, იწყება მეორე რიგის მშენებლობა.
ასევე პროექტი ითვალისწინებს პირველ ბულვარს თბილისში, მტკვრის ნაპირზე.
ასეთი კულმინაცია იყო რამდენიმე თვის წინ
8 LIEBHERR ის ფირმის კოშკურა ამწე იყო განთავსებული.
პროექტის ოფიციალური ვებ-გვერდი:
http://dirsi.ge/ თემა ფორუმზე:
დირსიჭალის განაშენიანებანებისმიერი თბილისის მოსახლე ან სტუმარი აუცილებლად შეამჩნევდა ორ უდიდეს მშენებლობას. ეს არის თბილისის ორი ყველაზე მაღალი შენობა - „მილენიუმ ჰოტელი“ და „რეზიდი“. ისინი მოსჩანს ფაქტიურად ყველა წერტილიდან.
- „რეზიდი“ არის მულტიფუნქციური შენობა, მდებარეობს ალექსიძის ქუჩაზე, თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ. ის შედგება ორი კოშკისგან, ერთი 31 სართულიანი, მეორე კი 17 სართულიანი. მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.
- „მილენიუმ ჰოტელი“ არის არაბთა გაერთიანებული საემიროების ინვესტიცია. მდებარეობს თაბუკაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიას“ მიმდებარედ. დასრულების შემდეგ იქნება თბილისში ყველაზე მაღალი შენობა - 150 მეტი და 39 სართული.
სამუშაოებს ასრულებს თურქული სამშენებლო კომბანია.
ასე გამოიყურებოდა რამდენიმე კვირის წინ
- ძალიან ბევრი მითქმა მოთქმა გამოიწვია პროექტმა „პანორამა“.
პროექტი შედგება სამი განშტოებისგან, ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილას, შარდენის ქუჩის სიახლოეს და სოლოლაკის მთაზე. შენობებში განთავსდება სასტუმროები და ბიზნეს ცენტრები, რომლებიც ერთმანეთს საბაგირო გზებით დაუკავშირდება
დაწყების ზუსტი დრო უცნობია. ამ მომენტისათვის ნებართვა გაცემულია მხოლოდ „ცეკავშირის“ ყოფილი შენობის დემონტაჟზე
- განახლდა სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობა ჭავჭავაძის გამზირზე (ეკლესიის პირდაპირ)
- სამშენებლო კომბანია „m2” (ემ-კვადრატი) ეს არის „საქართველოს ბანკის“ მიერ დაფუძნებული უძრავი ქონების კომპანია. მანდ დაასრულა 2011-2014 წლებში ორი პროექტი:
M2 ჩუბინიშვილზე (1 საცხოვრებელი კორპუსი)
M2 იპოდრომზე (11 საცხოვრებელი კორპუსი)
ამჟამად აშენებს 3 პროექტს
M2 ყაზბეგზე
M2 ნუცუბიძეზე
M2 თამარაშვილზე.
პროექტის ოფიციალური ვებ-გვერდი
http://m2.ge/- სამშენებლო კომპანია „აქსისი“
მთავრდება „აქსის პალასი საირმე“
დაწყებულია საცხოვრებელი კორპუსი ასათიანის ქუჩაზე
ასევე მთავრდება „აქსისი აბაშიძეზე“
- კიდევ ერთი პროექტი იპოდრომის სიახლოვეს ეს არის კომპანია „დომუსის“
- პროექტი „მწვანე ბუდაპეშტი“
ბუდაპეშტის ქუჩაზე, ახორციელებს სამშენებლო კომპანია „მაქრო“
- დიდი პროტესტის მიუხედავად მშენებლობა გაგრძელდა ასათიანის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ადგილას. ჯერ-ჯერობით შენდება მხოლოდ 1 შენობა, სურათზე წითლად მონიშნულებიდან მარცხენა
- „მაგთი“ ჯგუფი აშენებს სახვითი ხელოვნების მუზეობს რუსთაველის 7-ში, ყოფილი მხატვრის სახლის ადგილას
- სავაჭრო ცენტრი "ისთ მოლი"
მდებარეობს კახეთის გზატკეცილზე, "პეპელას" და ორხევის ხიდს შორის. სავარაუდოდ გაიხსნება 2016 წელს
- TBC ბანკის შენობა თამარაშვილის ქუჩაზე. მშენებლობის დაწყება რატომღაც ჭიანურდება
წინა თემის ბმული
თბილისის ინფრასტრუქტურული პროექტები This post has been edited by Fabian on 21 Sep 2014, 09:57