#მატჩისდღე
-------------------------------------------------------------------------------------
19:00 | საქართველო (ქ) vs ლიტვა (ქ) | მესხი 2
-------------------------------------------------------------------------------------
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ-------
აუცილებლად მოსაგები თამაშია და ყველანაირად მჯერა, რომ მოვიგებთ. ყველას, ვისაც შეგიძლიათ, მოგიწოდებთ/გთხოვთ მიბრძანდეთ "მესხი 2"-ზე და უგულშემატკივროთ ქალთა ეროვნულ ნაკრებს
წინაზე 0:0 ვითამაშეთ ლიტვაში და 5 თვის წინ 0:3 დავთმეთ საქართველოში, მაგრამ მაგის მერე ბევრი რამ შეიცვალა ჩემი აზრით...
ნაკრები სისტემურად/გუნდურად ბევრად გამართულ ფეხბურთს თამაშობს, ფეხბურთელები უკეთეს ტექნიკურ კონდიციებში იმყოფებიან, საკმაოდ მაღალი ინტენსივობით თამაშობენ და ზოგადად, რაც მთავარია - ეს არ არის ლუზერი თაობა, მხეცებივით დაგეშილი და მენტალურად ბევრად მყარი თაობაა ჩემი აზრით...
-------------------------------
1. საქართველო
2. ბელარუსი
3. ლიტვა
4. კვიპროსი
-------------------------------
ესეც ჯგუფი (ახალი შესარჩევი ციკლი - პირველი მატჩი)
მინიმუმ საუკეთესო მე-2 ადგილით მაინც გავალთ მგონია!!!
წარმატებები
P.S. ისე, ტატუაშვილი/მატვეევა - საკმაოდ სერიოზული დანაკლისია...
-------
მიმართვა სფფ-ს: სვეტლანა გაბელაია - ელიტაში თამაშობს და არა ხობში
ზოგადად, ძალიან ხშირია შეცდომები თქვენს მიერ გამოქვეყნებულ სიახლეებში და რჩევის სახით, კარგი იქნება თუ მეორე/მესამედ გადაიკითხავთ ხოლმე ნაწერს (მეც მომსვლია შეცდომები, გადამიკითხავს, შემისწორებია და მერე ამიტვირთავს)... სირცხვილია, ხან დროები გეშლებათ, ხან გვარები, ხან კლუბები და მოკლედ, ყანა ხომ არაა, პროფ თემებზეა საუბარ-ნაუბარი...
This post has been edited by Andrea21 on 5 Apr 2024, 03:06
მიმაგრებული სურათი