გამარჯობა,
ახალი წევრი ვარ და გთხოვთ დამაკვალიანოთ თუ რაიმეს არასწორად გავაკეთებ, მადლობა წინასწარ
ვარ 23 კვირის ორსული, გასულ კვირას ორი დღის მანძილზე წყლის მსგავსი გამონადენი მქონდა, გავიქეცი ეხოზე და ექიმთან. რადიოლოგმა მცირედით შემცირებულია წყლებიო და საშვილოსნოს ყელი დამოკლებულიაო, თუმცა დახურული არის. ჩემმა ექიმმა გამსინჯა ვაგინალურად და საშვილოსნოდან არაფერი გამოდისო, ერთი კვირა უნდა დავაკვირდეთ და შემდეგ ეხო ისევ უნდა გავიკეთოთ, სამწუხაროდ საქართველოში არ ყოფილა მარტივი ტესტი, რომელიც ზომავს გამონადენი საშვილოსნოს წყლებია თუ არა. სოკოც მაქვს, თუმცა ისეთი მგომარეობა არ არის რომ მკურნალობა დაინიშნოს. ყოველდღე მაქვს მცირე გამონადდენი.
ვისაც გაქვთ მსგავსი გამოცდილება გთხოვთ გამიზიარეთ.