წავიკითხე პოსტები, თან წუხანდელთან შედარებით, ახლა გამოძინებული ვარ და გამაჩნია აზრი.
წაკითხულიდან ამოვალ, იმიტომ რომ ისე დიდი სივრცეა.
აქაც და ბევრგან ფორუმზე, იწერება უკვე გატრაფერეტებული შაბლონები:
"ადამიანი პოლიგამი არსებაა", "ნურავისგან და ნურაფრისგან გექნებათ მოლოდინები"
კაი, ბატონო, თუ ასეა, ადამიანი აღარ გამოდის პიროვნება, არ უნდა განიცდიდეს, არ გააჩნდეს საზრისი, არ სწავლობდეს, არ იძენდეს.
უნდა იყოს პირველყოფილ ინსტინქტებზე დაფუძნებული, ველად გაჭრილი ადამიანი, ერთ-ერთი სახეობა დედამიწაზე.
არადა,
ჩვენ ვართ ერთადერთი გონიერი და მგრძნობიარე არსებები თითქოს მათემატიკურად კანონზომიერ, მაგრამ ამავდროულად აბსურდულ,
ურთიერთგამომრიცხავ სამყაროში. ამიტომ ჩვენი გონიერება და მგრძნობიარეობა ერთგვარი ტვირთიცაა, რადგან შენ უნდა გამოარკვიო,
იპოვო საზრისი არაფრობაში, თავად შეადგინო შენი თავი, დაბადო, შექმნა.
რითი ქმნი? ----> შენი სუბიექტური ხედვით და განწყობით გარემოსადმი, შენს პირად ლინზაში გარდასახული სხივით, ამ ლინზას თითქოს გემოს
რეცეპტორებიც გააჩნია, შენ აგემოვნებ, ინფორმაცია მიეწოდება გონებას და იქმნება შენი პირადი პოზა, რაღაც კომპ.პროგრამას მივამსგავე სქემატურად.
როდესაც შენ მეორეს უწოდებს შენს მეგობარს, ძმას, საყვარელს, დედას, შვილს... სიტყვები იმ მნიშვნელობას, დატვრითვას და მოლოდინს ატარებენ
და ისფერი არიან, რა ფერზეც შენს ლინზაში გარდატყდა სხივი, რა გემოც ამ სხივმა დაგიტოვა და საითკენაც მიგაქცია.
სინამდვილეში - ადამიანი არც პოლიგამია და არც მონოგამი.
თუ ერთი ბუნება აქვს პოლიგამიური, იქვე მეორეცაა - მონოგამიური.
ამ ორი მოცემულობიდან კი ის გახდება, რომელსაც აირჩევს.
ისიცაა, კი, რომ ადამიანი პიროვნებად ხშირად ვერ დგება, ხშირად ბრმად ცხოვრობს სხვის შექმნილ ილუზორულ სინამდვილეში
და გაუცნობიერებლად მონაწილეობს მასში. საბოლოო ჯამში, არც ეს ცვლის რამეს, რადგან განცდაში ის ადამიანი მაინც განიცდის.
მერე რა თუ გაცნობიერებული რომ ჰქონდეს, შეიძლება იქ აღარ იყოს, სადაც ახლა პატარავდება? მოცემულობა ისაა, რომ იქაა და განიცდის მთელი კანით.
გამახსენდა ფილმი "დიდი მოლოდინები(ან იმედები)". მომწონს ეს ფილმი, მაგრამ თავის დროზე ვერ ვუყურე მთელი არსებით --> სათაურის გამო.
დღეს კი რადიკალურად სხვანაირად წარმომიდგენია ადამიანობა, ურთიერთობებიც და ამ ყველაფრის სუბიექტური საზრისებიც,
და მომწონს ისე, როგორც წარმომიდგენია, ფაქტიურად ესაა არწარმოდგენა. არაკონკრეტული.
მხოლოდ იდეა, რომელსაც ჩემში შემოაქვს უზარმაზარი სივრცე და უმსუბუქესი თავისუფლება.
სიტყვა
თავის-უფლება ქართულად მძიმე და ხომალდივით მამოგზაურებელი, მე უფრო
Free-dom მომწონს და განვიცდი.
თუმცა გარკვეული თავზე უფლებაც მაქვს, თანა მფლობელობას მაინც ხომ მივაღწიე?!