არაფერი არ არის 1:30ზე, საერთოდ არაფერი
ჩვეულებრივი სიტუაცია არის 1x2ზე და ინფორმაცია ქონდა რო ორივე ბ ზეა და ყველაზე მოსალოდნელ ადგილებს ჩექავდა
დღეში მინიმუმ 8 საათს უთმობენ გუნდურ ვარჯიშებს, მერე კიდე ცალკე თამაშობენ და წარმოიდგინე ერთი და იგივე სიტუაცია და სცენა რამდენჯერ აქვთ ნათამაშები
მოეშვი მაგ dan m ის ყურებას
სასაცილო ტიპია
თავიდან გაერთობოდი კიდე მაგის ვიდეოებით მარა მერე ძაან როლებში შევიდა, ჩვეულებრივი კლიკბაიტ ვიდეოებია ფულის საშოვნელად
არ მეგონა მაგას თუ ვინმე უყურებდა კიდე
სექტაა იმენა ყველაფერში რო რაღაც თეორიებს ხედავენ
ყველა პროზე აქვს გადაღებული მსგავსი ვიდეო და არცერთს არ დადებია ჯერ ბანი და თამაშობენ დღემდე
2018 წლის ტოპ 1მოთამაშეზეც გადაიღო ვიდეო, 1.6 ში ედო ბანი (არ იყო პრო) მარა გლობალში იმდენად სხვა ლეველზეა ინდივიდუალურად რო პროებშიც პრო იყო ტიპი მთელი წლის განმავლობაში
კონტრაქტში გაყიდვის ფასი 1მილიონი დოლარი უწერია და ბრაზილიელები აპირებდნენ ყიდვას მარა თვითონ გადაიფიქრა ბოლო მომენტში გადასვლა
მიუხედავად მაგ ყველაფრისა გუნდთან ერთად სულ რამდენიმე დიდი ტურნირის მოგება შეძლო და რეიტინგში #2-3 ადგილს იკავებდნენ
გუნდურად კიდე აი საერთოდ სხვა პლანეტაზე არიან ასტრალისები
ფსიქოლოგებები ყავთ, დიეტას იცავენ რაღაც, დარბაზშიც ვარჯიშობენ, ძილის რეჟიმი აქვთ და ა.შ აი ყველაფერს იყენებენ თამაშშიც და თამაშგარეც რო უპირატესობა მოიპოვონ და ყველა ასპექტში დომინირებენ და ყველაფერს იგებენ ახლა
ანუ საერთოდ სხვა მიდგომა აქვთ და უფრო პროფესიონალურად უდგებიან მაგ ყველაფერს ვიდრე სხვები და შედეგიც სახეზეა თორე ზოგი პრო თამაშამდე 30 წუთით ადრე იღვიძებს პახოდუ პახმელიაზეა იმიტო რო მთელი ღამე სვამდა
ბრაზილიელებმა საერთოდ ფინალზე დააგვიანეს მისვლა კლუბში ვიყავითო
ეს ვიდეოც რო ნახო ტიპი იმდენად მნიშვნელოვან მომენტებში კლავს სმოუკში ხალხს რო თვითონ პროებიც ვერ ხვდებიან როგორ
დაჟე რაღაც ბაგების გამოყენებას აბრალებდა ხალხი
მარა გაასწორეს ეხა ეგ ბაგი და მაინც კლავენ სმოუკში ხალხს და მაინც იგებენ და აბრალოს ხალხმა რამდენიც უნდათ
აგერ ესენი იყენებდნენ ბაგს მარა თამაშის ბაგი იყო და გაასწორეს უბრალოდ, არავინ არ დაისაჯა
იმდენად ვითარდება სცენა და იმხელა კონკურენციაა რო ლოგიკურია ყველა ცდილობს რო რაღაც უპირატესობას ფლობდნენ მარა როგორც წინა პოსტში გითხარი გადიან სხვადასხვა შემოწმებებს (ტელეფონებს ართმევენ, მაუსებს/კლავიატურებს/ნაუშნიკებს უმოწმებენ, ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ) არამარტო ქაუნთერში, ყველა სპორტში ცდილობს ხალხი მაგას და ყოველთვის იარსებებენ ჩეთერები ყველა სფეროში და ეხა ონლაინში მოთხოვო რო მაგხელა ნაკადი გააკონტრლონ რთულია
მარა ლანზე დიდი ტურნირები საკმაოდ მკაცრად კონტროლდება და არ მჯერა რო ვინმე ჩეთერობს ტოპ გუნდებიდან
ზოგჯერ მაყურებლებიც ეხმარებიან და ცუდი ხმის იზოლაციის გამო მაინც ისმის ჯიხურებში ხმა
This post has been edited by Hotstreak on 29 Mar 2019, 12:34