Tamta Megrelishvili
22 мин. ·
ოპოზიციურმა "გენიოსთა გუნდმა" ახალი დავალება მიიღო და ცდილობენ პრემიერმინისტრის მიერ კანონით დაშვებული (პირადი გამოყენებისათვის) განკუთვნილი ავტომობილით სარგებლობის უფლება ნიკა გვარამიას მიერ კერძო კომპანიისათვის "ახეული" მანქანით სარგებლობის უუფლებობასთან გააიგივონ
რაც უბრალოდ არ გამოვა რადგან
==სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე (მითვისება ან გაფლანგვა) მუხლის "ა", "ბ" და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, დაკვალიფიცირდა სს კოდექსის 220-ე (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლით და ნიკა გვარამია ცნობილ იქნა დამნაშავედ სს კოდექსის 220-ე მუხლით - ორ ეპიზოდში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად, 2015 წლის ეპიზოდში დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და ექვსი თვის ვადით.
3 წელი და ექვსი თვე განუსაზღვრა სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკა გვარამიას 2019 წლის, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდშიც:
"სს კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით.
==ანუ მარტივად რომ გითხრათ ნიკა გვარამიამ საკუთარი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და ახლა კანონით ისჯება!
==პრემიერმინისტრი რომელსაც კანონი პირდაპირ ჩუქნის უფლებას ისარგებლოს სახელმწიფო ავტომობილებით (მან და მისმა ოჯახის წევრებმა)არ იყენებს ამ უფლებას და ის საკუთარი ავტომობილით გადაადგილდება.
განვმეორდები ანუ- ირაკლი ღარიბაშვილს კანონი პირდაპირ აძლევს სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილით სარგებლობის უფლებას
ნიკა გვარამიას რომელსაც რუსთავი ორის დირექტორობისას თავი დიდი ვინმე ეგონა არცერთი კანონი არ აძლევდა უფლებას კერძო კომპანიისთვის "აეხია" მისივე გემოვნებით შერჩეული ავტომობილი!
რა ქნას, როგორც უნახავმა "ქაჯმა" გადაამეტა...
სულ ეს არის
წერტილი.