Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სპორტი > ბილიარდის სამყარო


Posted by: mepar 24 Apr 2010, 15:13
მართალია ეს თემა ანალოგიური სათაურით ადრეც გახსნილა მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე გამეხსნა იმიტომ რომ ტოპიკი ძველი იყო და აღარავინ შედიოდა, ფორმუში აქტუალური დღეს სნუკერია მაგრამ საბედნიეროდ მხოლოდ სნუკერი არ არის ერთად ერთი ბილიარდის სახეობა... მე მინდა შემოგთავაზოთ ოთხივე ბილიარდის სახეობა.... ვისაუბროთ მათ განვითარების პერსპექტივაზე საქართველოში... ასევე იქნებ რაიმე ტურნირის ორგანიზება მოვახერხოთ... მოკლედ ამ თემაში სხვა ანალოგიური სათაურების ავტორთაგან გასნავევბით, გავკადნიერდები და ვიტყვი კომპეტენტური გახლავართ და შემიძლია ნებისმერ თქვენთვის საინტერესო კითხვაზე მათ შორის ბილარდის თეორიიდან შემეკითხეთ... გიპასუხებთ

ბილიარდი მიყვარს და მაღალ დონეზეც ვთამაშობ.. სამწუხაროდ აქ პროფესიონალად ამ სიტყვის პირდაირი გაგებით ვერ ჩამოყალიბდებიი იმიტომ რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსეობობს.... თუმცა შესაძლებლობებებს მეც და კიდევ საკამოდ ბევრი ქართველი მოთამაშე არ უჩივით... მოდით აგიხსნით ყველა ბილარდის სახეობა რა განსაკუთრებულ სირთულეებს და განსხავებებს შეიცავს. მე არ მოგიყვებით წესებს მე გეტყვით რა მომხიბვლელობა აქვს ცალკეულ სახეობას... დავიწყოთ იქედან რომ სულ არსეობობს 4 სახეობის ბილიარდი: პული, სნუკერი, რუსული პირამიდა და კარამბოლი(ულუზო ბილიარდი). ეს ოთხი სახეობა გაჩენის დღიდან ეჯიბრებიან ერთმანეთს რომელი უფრო რთულია... ჩემი აზრით ეს დილეტანტური და ზედაპირული კითხვაა.... ოთხივე სახეობა უნიკალურია და გასანკუტრებულ სირთულეებს შეიცავს.

დავიწყოთ პულით: პული იგივე ამერიკული ბილიარდი ხშირად ხდება ქილიკის საგანი თავის მცირე ზომისა და დიდი ლუზების გამო... პულში ნამდვილად არის ამერიკული ხასიათი... ის ყველაზე სწრაფი და დინამიურია ყველა სახეობას შორის; ძალიან ტექნიკური და მიმზიდველი... პულის სირთულე მდგომარებს მის არაშაბლონურობაში... ყველა დაშლის შემდეგ იღებ განსხვაებულ განლაგებას, პული რაღაცით გავს გამუდმებულ ამოცანების ამოხსნას... სადაც გასვლა(ვიხოდი) მუდმიავდ უნდა აკეთო მესამე ბურთზე(შარზე) და არა შემდეგზე.... ეს თამაში იძლევა შესანიშნავ ტექნიკური თამაშის საშუალებას ... მხოლოდ პულში გამოიყენება ყველაზე მეტი ინტესივობით მასსე და დუპლეტი ხოლო Jump-ი კი პულის ნოუჰაუა... ყველზე მთავარი რაც პულს სხვებისგან განასხვებებს ეს არის მისი "დემოკრატიულობა" ( მართლაც რო ამერიკული თამაში), ამ მოჩვენებითი სიმარტივის გამო პულს ყველა თამაშობს, მათ შორის გოგონებიც, პული მართლაც ყველას თამაშია, სწორედ ამიტომ პული ბარის თამაშად ასოცირდებაა.... მისი განსაკუთრებული მიმიზდველობის გამო პული ერთგავარ ხულიგნურ თამაშად ჩამოყალიბდა... სადაც მუდმივად ხმაურია, შესანიშნავი საშუალება შულერიერბისთვის იშოვონ იოლი ფული ყურებიან გოიმებზე.... მხოლოდ პულმა წარმოშვა გნსაკუტრებული კასტა მოტამაშეებისა რომელსაც თაავად "Hustler" უწოდებენ აღნიშნული თემბზე კინო კლასიკებიც შეიქმენა... გექნებათ ნანახი

რაც შეეხება სნუკერს: ეს თამაში ყველაზე მეტად სპორტულია სხვა დანარჩენ სახეობებს შორის... განასაკუთრებული სირთულის გამო და იმის გამო რომ ის ბრიტანული თამაშია... სნუკერი ინტელიგენტურ ხელებში იზრდებოდაა ამითომ ეს არ იყო და არც არის "Hustler"-ების საყვარელი თამაში....სნუკერი სირთულე პატარა ბურთებსა და დიდ მაგიდაშიაა..... ასევე 22 ბუთის არსებობს საკმაოდ საინტეესო პოზიცური თამაშის საშუალებას იძლევა, რადგან მასში კარგად არის თავდაცვის საშუელებაც... მაგრამ სნუკერის სიმარტივე მის შაბლონურობაშია, პოზიცია ამ თამაშში ხშირად სტანდარტულია, იმიტომ რომ აქ თამშის დასაწყისში ბურთებს არ შლიან...სტანდარტული და ნაცნობ პოზიციებში ტამაშში სწრაფი გადაწყვეილების მიღება არ არის რთული.. (მაგ. რონი ო 'სალივანი სნუკერში ერთ ერთ ყველაზე სწრაფ მოთამაშედ ითვლება... თუმცა პულში მისი ტამაში ტემპი საგძნობლად დაბალიაა და ყველა დარტყმის წინ გადაწყვეილების მიღებაზე გაცილებით მეტს ფიქრობს, მიზიზი ის არის რომ პულში ყოვლეტვის ახალი პოზიცია გაქვს შესასწავლი სნუკერში კი პოზიცია.. ყოველთვის სტანდარტულია).

რუსული ბილიარდი: განვიტარდა მას შემდეგ რაც პეტრე დიდმაა რუსებს ბილირდის მაგიდა ჩამოუტანა ევროპიდან შემდეგ კი უბრძნა ყველა დიდგვაროვანს ასეთივე სახლში დაემზადებინათ და ესწავლათ ამ ძალით შემოტანილმა თამაშმა დროთა განმავლობაში ცალკე სახეობად ჩამოყალიბება განაპირობა... რუსული ბილიარდი შესანიშნავი თამაშია სადაც ყველაზე მეტი სიზუსტეა საჭირო... თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ბურთების დიდი ზომის გამო, ბურთის ჩაგდება ან მისი დატრილება არ არის რთული იმიტომ რომ მასზე დასამიზნებელი წერტილის დანახვა უფრო ადვილია ვიდრე სნუკერის ბურთზე( 52 მმ სნუკერი, 69 მმ რუსული)... რუსული ბილიარდის განსაკუთრებულობა არის ე.წ სვოის ჩაგდების ლეგალური საშუალება რაც თამაშს საკამოდ ტექნიკურს ხდის ასევე რუსულ ბილიარდში კარგად არის თავდაცვის შესაძლებობა და პოზიცური თამაშის ასპექტში არ ჩამოუვარდება სნუკერს.... სამწუხაროდ რუსული ბილიარდს როგორც სპორტს არ აქვს დიდი ისტორიაა.... საბჭოთა კავშირი დროს ეს თამაში იდევნებოდა რაგდან კაპიტალისტურ გადმონაშთად მიაჩნდათ.... ამიტომ ეს ტამაში საკმაოდ ანონიმურ წრეებში ვიტარდებოდა.. და მიიღო ერთგავარი კრიმინალური თამაშის სტატუსიი სადაც მხოლოდ ფულზე თამაშობენ.... რუსულის შულერები განსხვავდებოდნენ ამერიკელ "hustler"- ებისგან იმით რომ აქ თამაში შეიძლება არა ნაღდ ფულზე ეთამშათ.. ე.წ. "პრისტავკაზე". რასაც დღეს ჩვენ "თავანს" ვუწოდებთ.. სწორედ ამიტომ ამ თამაშის გარჩვებეში ადრე მუდიმვად მონაწილობდნენ კრიმინალები..... საბედნიეროდ დღეს უკვე ეს თამაში სპორტად ყალიბდება და ამ სტიგმისგან თავისუფლდება.

კარმბოლი: ბევრი ქართვლისთვის უცხო თამაში.. ეს არის ბილიარდი ლუზების გარეშე სადაც მხოლოდ სამი ბურთია და ერტი დარტმით დანარჩენ ორს უნდა მოარტყა "სვოი" ბურთი.... არის გართულებული წესი სადაც სანამ დანარჩენ ორს მოახვედრებ ჯერ "ბიტოკმა" სამი ბორტი უნდა ითამაშოს... ამ სახეობას ეწოდება"Three Cution Billiards"..

იხილეთ ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=TZgS8CupmmM

ეს სახეობა ბილიარდის ურთულესიაა და უძველესი ყველა სახეობის ბილიარდს შორის.... ითხოვს განსაკუტრებულ ცოდნას ბორტებისა და უმაღლეს ტექნიკურ არსენალს

იმედია მოგეწონათ მიმოხილვაა.. ცოტა სიტყვა კი გამიგრძელდა....მაგრამ მე მგონი საინტერესოდ დავწერე ყველფერი...
დასასრულს მინდა ჩემი ვიდეო შემოგტავაზოთ რომლიც ერთ ერტ საბილიარდოში მეგობრებტან ერთად გავაკეთეე...

http://www.myvideo.ge/?video_id=234774

პ.ს. ვისაც ბილიარდის სწვალა გინდათ პმ ში მომწერეთ.... ბევრისტვის მისწავლებია და დიდი გამოციდლება მაქვს

* * *
ადმინებს მინდა ვთხოვი თემა არ დამიხურონ იმ მიზეზიტ რომ ეს თემა ადრეც გახსნილა... გპირდებით მე განსხვავებულად წავმართავ დისკუსიას

Posted by: ETA_tsotne 26 Apr 2010, 12:55
mepar
ეს კარგია ,სხვა თემებში ამდენიც არ წერია,მაგრამ ვინც საქართველოში მაინც ითვლებით პროფესიონალებად არ გინდათ რომ ზუსტად დაწეროთ წესები (კი არა და თარგმნოთ) ანუ როგორც ფეხბურთის წესები შეგვიძლია ვნახოთ ანუ დაწყებული ბურთის ზომიდან დამთავრებული პატარ-პატარა წესებით
ანუ ზუსტი წესები ქართულ ენაზე დევს სადმე?





Posted by: mepar 26 Apr 2010, 22:21
მკითხე, რომელი თამაში გაინტერესებს ნებისმერი თამაშის წესს აგიხსნიი... უბრალოდ დააკონკრეტე.. ასევე მკითხე კონკრეტული თეორია თამაშის წარმოების თუ გინდა სტრატეგიაა ან ტაქტიკური ილეთები... უბრაოდ ყველაფერს მე თვითონ არ დავწერ.. არ მინდა მარტო ვწერდე და მე ვკითხულობდე... ამას იმისთვის დავწერ ვისაც აინტერესებს და თუ რამე გაინტერესებს __ მკითხე

Posted by: mepar 13 May 2010, 11:26
რომელ საბილიარდეშიც შეხვალ ყველაგან ჭეჭყვაა მოთამაშეების( თუმცა თამაში არავინ იცის) და კითხვაც არ გებადებათ ???

Posted by: cibira 13 May 2010, 11:31
QUOTE
კარმბოლი


QUOTE
მკითხე, რომელი თამაში გაინტერესებს ნებისმერი თამაშის წესს აგიხსნიი... უბრალოდ დააკონკრეტე.. ასევე მკითხე კონკრეტული თეორია თამაშის წარმოების თუ გინდა სტრატეგიაა ან ტაქტიკური ილეთები


ამ თამაშის წესი წესიერად ვერ გავიგე მგონი თერთრი შარი ორივე შარს უნდა გაართყა ხო თუ როგორააა?


QUOTE
რომელ საბილიარდეშიც შეხვალ ყველაგან ჭეჭყვაა მოთამაშეების(



ეს მართალია sad.gif

Posted by: AdsByGoogle 13 May 2010, 22:12
QUOTE
რომელ საბილიარდეშიც შეხვალ ყველაგან ჭეჭყვაა მოთამაშეების( თუმცა თამაში არავინ იცის) და კითხვაც არ გებადებათ ???


რა კითხვა?

Posted by: mepar 13 May 2010, 22:33
როგორ უნდა იტამაშო სწორად? როგორ უნდა დაიჭირო კიი? სად მიდიდს სვოი დარტყმის მერე? როგორ უნდა დაუმიზნოო... კიტხვები მილიონია და ტამაშის თეორია ამოუწურავი

Posted by: Lovemade 15 May 2010, 15:47
და როგორ უნდა ვიტამაშო სწორად??? სწავლა მინდა მაგრად... რა ღირს სწავლა ვერ მეტყვით??? როგორც ჩანს ბილიარდში კარგად უნდა ერკვეოდეთ

Posted by: mepar 22 May 2010, 14:58
PM_ მომწერე და დეტალებში გაგარკვევ

Posted by: alikantura 9 Jul 2011, 17:44
აუ ბრაცი, ერთი გამაგებინეთ რა პულის მაგიდის ზომები მაინტერესებს, ლუზა რამდენია, სიგრძე სიგანე, ერთი სიტყვით ყველაფერი

Posted by: ჯ ა ნ ო 9 Jul 2011, 18:17
კაი თემაა გილოცავთ ბილიარდის მოყვარულებს.
პ.ს გამეზერის თამაშები არწავა აქედან?

Posted by: lash_a 10 Aug 2012, 15:14
პულის წესებს ვინმე ვერ ამიხსნით უფრო ზუსტად?საერთოდ როგორ უნდა ითამაშო?

Posted by: windows2012 10 Aug 2012, 15:50
სად შევიძინო ბილიარდის მაგიდა ყველაზე იაფად?

Posted by: mepar 10 Aug 2012, 17:11
windows2012
დამიკავშირდი PM -ში და დაგაკვშირებ საჭირო ხალხს

Posted by: yellow -fresh 11 Feb 2013, 23:33
რუსთაველზე ან მაქეთ სადმე კაი საბილიარდო ხომ არ იცითთთ?

Posted by: Poker Man 13 Feb 2013, 00:43
mepar
კარგ საქმეს აკეთებ გაიხარე დიდი მოყვარული ვარ ბილიარდის მიუხედავათ
იმისა კარგი მოთამაშე არ გახლავარ მაგრამ მაინც ვერთობი ხოლმე საბილიარდოში smile.gif
აი ეს შავი შარის ჩავარდნა მაღიზიანებს მხოლოდ და მხოლოდ biggrin.gif

Posted by: TokoAssassin 15 Feb 2013, 02:47
mepar
ძალიან გამეხარდა ამ თემის პოვნა და ის ფაქტი, რომ არიან ადამიანები ვინც ზრუნავს სხვებზე და საერთოდ ბილიარდის განვითარებაზე...

ეხლა ცოტა ჩემს შესახებ: დიდი ხანი არ არის რაც ბილიარდით დავინტერესდი, ამ ბოლოდროს ხშირად ვთამაშობ ხოლმე(8-BALL_ს რადგან მჯერა, რომ ყველაზე ნორმალური გასართობი ესაა, ან იმიტომ, რომ სხვებს უფრო ცუდად ვთამაშობ (9-BALL/Snooker) biggrin.gif ) და კიდევ უფრო გამეხარდება თუ პროფესინალი დამეხმარება ჩემი უნდარ-ჩვევების დახვეწაში...

შენ პრო ხარ ამ საქმეში? "სად ბინადრობ"? (ანუ რომელი საბილიარდოს ხშირი სტუმარი ხარ? ნუ თუ მასპინძელი არ ხარ დაჟე..) biggrin.gif

Posted by: gia-gia-gia 9 Aug 2013, 19:37
მოგესალმებით ყველას!

ძალიან გთხოვთ ჩამოწეროთ თბილისის საბილიარდოების მისამართები. უბრალოდ ძალიან ბევრს უნდა თამაში, მაგრამ არ იციან სად მივიდნენ და რაპირობებია.

გმადლობთ წინასწარ!

Posted by: Freestyle 29 May 2016, 11:24
მაგიდის ყიდვა მინდა შეღავათიან ფასად ნორმალური ხარისხით სად შეიძლება?

Posted by: mepar 30 May 2016, 12:04
Freestyle
პ.მ.ში გადმოდი დაგაკვალიანებ, რა თანხის ფარგლებში გინდა?
TokoAssassin
QUOTE
შენ პრო ხარ ამ საქმეში? "სად ბინადრობ"? (ანუ რომელი საბილიარდოს ხშირი სტუმარი ხარ? ნუ თუ მასპინძელი არ ხარ დაჟე..)

კი პრო ვარ, "ვბინადრობ" რიოში და ელიტ კლუბში (თემქაზე)

Posted by: Attila 9 Jul 2016, 22:00
mepar
პმ ნახე მეგობარო.

Posted by: mepar 22 Jul 2016, 12:58
ეხლახანს ჩატარდა წყვილთა შორის ტურნირი თავისუფალ პირამიდაში

უყურეთ უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ

რუსულ ბილიარდში წყვითა ტურნირი ისეთვე მაგარი გამოდის როგორც პულში, სნუკერში წყვილების თამაშის ნახვას სვარკას უყურო ჯობია (არ გამოდის და რა უნდა ქნა)

Posted by: eldiablo 23 Jul 2016, 09:21
mepar
წესები სად შეიძლება რო ვნახო?

Posted by: TRUUUMP 11 Aug 2016, 21:18
გამარჯობა.

ნორმალური საბილიარდოები რომლებია თბილისში. კუპეები რომ იყოს და ძაან ძვირიც არ ღირდეს.

Posted by: Zaza123456 14 Aug 2016, 10:28
წესები მითხარით რა ვინმემ .

Posted by: mepar 31 Aug 2016, 13:51
Zaza123456
QUOTE
წესები მითხარით რა ვინმემ .

რუსულ ბილიარდში არის სამი სპორტული სახეობა: ღია პირამიდა, დინამიური პირამიდა; კომბინირებული პირამიდა
ღია პირამიდა:
დაშლის შემდეგ შეგიძლია ნებისმიერი ბურთით ნებისმიერს დაარტყა და ჩააგდო ნებისმიერი ბურთი (სვოის ჩაგდებაც მოსულა)
თამაში მიმდინარეობს 8 ჩაგდებულ ბურთამდე

დინამიური პირდამიდა:
თამაში მიმდინარეობს ერთი ბურთით (წითელი ან ყვითელი ბურთი, რომელია კომპლექტში მაგას გააჩნია). სვოის (წითელი ბურთის) ჩაგდების შემდეგ, იღებ ბურთს მაგიდიდან ხელით, დებ წითელ ბურთს სადაც გინდა და გაქვს მხოლოდ სამიზნე ბურთის ( ჩუჟოის) ჩაგდების უფლება. მოთამაშე ცდილობს ისე ჩააგდოს ხელიდან ბურთი რომ პოზიცია ქონდეს ისევ წითელი ბურთის ჩაგდებაზე, რომ ისევ ხელში აიღოს ბურთი და გაიმეოროს კომბინაცია.
თამაში მიმდინარეობს 8 ბურთამდე

კომბინირებული პირამიდა:
თამაში მიმდინარეობს ერთი ბურთით (წითელი ან ყვითელი ბურთი, რომელია კომპლექტში მაგას გააჩნია). სვოის (წითელი ბურთის) ჩაგდების შემდეგ იღებ მაგიდიან ხელით ნებისმიერ ბურთს, წითლ ბურთს კი თამაშობ "სახლიდან" ანუ საწყისი ზონიდან (სნუკერში ხაზია გავლებული და სახლი ეწოდება D სივრცეს, რუსულში (ისევე როგორც პული ზოგიერთ სახოებაში) სახლი არის სწორედ მაგ ხაზის მიღრმა არსებული სივრცე, მისი გადაზომვა ხდება გრძელი ბორტის ნახევარზე გაყოფით. თამაში მიმდინარეობს 8 ჩაგდებულ ბურთამდე

ჯარიმის წესი:
ნებისმიერი აცილებული ბურთი (მალაკო)
ნებისმიერი გადავარდნილი ბურთი
2 ბორტის წესი: დარტმის შესრულების შემდეგ სვოიმ ან ჩუჟოიმ უნდა შეასრულოს ორი ბორტი. ბორტების ათვლა ხდება ბურთზე მოხვედრების შემდეგ. თუ ორივემ თითო ბორტი გაკეთა მაგ შემთვევაშიც ჯარიმაა. ერთ ბორტად ითვლება შუა ლუზებს შორის შემაერთებელი ხაზის გადაკვეთაც

Posted by: simebi 7 Sep 2016, 18:36
რამე საბილიარდო არ იცით თბილისში კუპეები რომ ჰქონდეს და რიგში დგომაც რომ არ უნდოდეს დიდხანს?

Posted by: -wesker- 2 Oct 2016, 13:11
გამარჯობათ. ხომ ვერ მეტყვით ბილიარდის მაგიდას თუ აწყობენ სადმე ან სად შეიძლება ყიდვა? 8-9 ინჩის

Posted by: kavlel 9 Oct 2016, 23:31
გამარჯობა, ბილიარდის შარის ყიდვა მინდა ერთი ცალის პრიორიტეტია შავი 8 მარა სხვაც წავა გეარბოქსის გადამრთველისთვის მინდა და სადმე ხო ვერ მიმასწავლით?

Posted by: mepar 13 Nov 2016, 12:59
კრემლინ თასის ფინალი, ნახეთ!!

Posted by: papuna_99 6 Dec 2017, 12:39
იყიდება რუსული ბილიარდი, რომელიც გადაკეთებულია ამერიკულ პულად, მაგიდა არის 8 ფუტიანი. ვაყოლებ:კიებს,სამკუთხედს და ბურთებს, რომლებიც სპილოსძვლითაა დამზადებული 68 მმ–იანია, სტანდარტული 8 ფუტიანი.
დეტალურად: https://www.mymarket.ge/ka/product/view/11271207/

Posted by: Ve()_Fobos 31 Dec 2017, 20:32
ვინც იცით რომ დაპოსტოთ თბილისში ნორმალური საბილიარდოები კარგი გარემოთი

Posted by: mepar 5 Jan 2018, 23:07
Ve()_Fobos
პულის არის დიღომში Billiard academy და გაგარინზე კოსმო (მაგრამ ძვირია), ასევე რიო წავა რა
რუსული ყველაზე მაგარია მე-2 პლატოზე ელდორადოში, ვერაზე წავა რა, პატრიოტი, ასევე კაია პატრიოტი დასავლეთიდან თბილისში შემოსასვლელ ტრასაზე მხოლოდ მაგიდებს ახალი მაუდი ჭირდება
სნუკერი, არის რიოში(ყველაზე კარგი) პატრიოტი, ასევე კარგი მხოლოდ ლუზები ადვილად იღებს, ვერაზე მაგარი ბანძია, მე მგონი ელდორადოში დადეს

Posted by: Aparts 15 Feb 2018, 17:12
mepar
კია სად შეიძლება რო ვიყიდო რუსულისთვის?

Posted by: რასტრელი 13 Jul 2018, 18:11
mepar

დელისზე ხო არის სნუკერის მაგიდა? რუსულიც, პულიც.

ბოლოს მანდ ვითამაშე სნუკერზეც და რუსულზეც, 2016 წლის ზაფხულის დასაწყისში და შემდეგ რემონტი დაიწყეს. მაგის შემდეგ აღარ ვყოფილვარ.

Posted by: KharaKhura 7 Aug 2018, 18:11
მოგესალმებით გთავაზობთ სხვადასხვა შინაარსის და ფორმის ორიგინალურ ბრელოკებს smile.gif
user posted image
ასევე გვაქვს სხვა და სხვა ბრელოკები რომლის ნახვასაც შეძლებთ Facebook გვერძე-- Facebook.com/kharakhura/

Posted by: romanioli 19 Aug 2018, 23:19
Sul sami gverdi, visac kia daucheria xelshi yoveli meore getyvis ro biliardi esmis, sasaciloa ubralod....

Posted by: Thunder) 17 Sep 2018, 21:16
სამი გვერდია სულ. არადა ბევრად მეტს იმსახურებს ბილიარდი sad.gif sad.gif

Posted by: mepar 5 Oct 2018, 21:42
ტყუილად საყვედურობთ, სპორტის განყოფილება ზოგადად პასიურია, აქ ბილიარდი არაფერ შუაშია

Posted by: milanello22 23 Nov 2018, 21:55
pool-ის წესები მაინტერესებს თუ შეგიძლიათ რო ჩამოწეროთ. უმერესობა ვიცი მარა კარგი იქნება ლისტის სახით თუ იქნება მაინც.
ამ მომენტში მაინტერესებს - ვთქვათ ჩავაგდე ლურჯი ბურთი და თეთრიც ჩაყვა, მაგ შემთხვევაში ლურჯი ბურთი ისევ მაგიდაზე ბრუნდება იმავე ადგილას სადაც დარტყმამდე იყო თუ არა?

Posted by: 088 3 Feb 2019, 13:33
მეგობრებო პულის წესები შეგიძლიათ დაწეროთ?

Posted by: mepar 24 Jul 2019, 12:22
უყურეთ პულის ტურნირებს სნუკერზე ბევრად მაგარი სანახავია


Posted by: mepar 26 Jul 2019, 16:37
10 იანის ჩემპიონატი

* * *
10 იანის ჩემპიონატის ფინალი

Posted by: romanioli 22 Aug 2019, 23:06
-------------------------------------------

Posted by: romanioli 1 Sep 2019, 14:01
https://www.youtube.com/watch?v=Pt15dpyp7-w&list=PLTZ04zYI1Tdurt2qn_MqBRdwdWfS6X-DG&index=33&t=138s

Posted by: ევროპულიოჯახი 18 Sep 2019, 13:21
ბილიარდს რო ნიუტონის კანონებით განიხილავენ იმ ხალხზე მაგრა ვკაიფობ

Posted by: romanioli 20 Sep 2019, 01:28
QUOTE (milanello22 @ 23 Nov 2018, 21:55 )
pool-ის წესები მაინტერესებს თუ შეგიძლიათ რო ჩამოწეროთ. უმერესობა ვიცი მარა კარგი იქნება ლისტის სახით თუ იქნება მაინც.
ამ მომენტში მაინტერესებს - ვთქვათ ჩავაგდე ლურჯი ბურთი და თეთრიც ჩაყვა, მაგ შემთხვევაში ლურჯი ბურთი ისევ მაგიდაზე ბრუნდება იმავე ადგილას სადაც დარტყმამდე იყო თუ არა?

თეთრის გარდა არცერთი შარი არ ბრუნდება მაგიდაზე არცერთ შემთხვევაში
* * *
სულ რომ მაგიდიდან გადააგდო შარი მაინც არ დაბრუნდება

Posted by: elizachu 19 Dec 2019, 16:36
გამარჯობა! სად შეიძლება ბილიარდის სწავლა

Posted by: lordstar 21 Apr 2020, 08:42
QUOTE
ბილიარდს რო ნიუტონის კანონებით განიხილავენ იმ ხალხზე მაგრა ვკაიფობ

QUOTE
ბილიარდს რო ნიუტონის კანონებით განიხილავენ იმ ხალხზე მაგრა ვკაიფობ

lol.gif

Posted by: Giogaraxa 9 May 2020, 22:23
გამარჯობა! რუსული ბილიარდის ბურთების (სპილოს ძვლის) შეძენა სად შეიძლება და დაახლოებით რა ფასში? და როგორ ან სად შეიძლება შემოწმება, ნამდვილად არის თუ არა სპილოს ძვლისგან დამზადებული და არა ე.წ. "ცელულოიდ"-ისგან, როგორც უმეტესი მათგანი?

Posted by: 123omari123 2 Nov 2022, 14:18
თბილისში ნომრალური საბილიარდო სად არის და ფასსაც თუ დაწერთ კარგი იქნება? დელისზე რომ არის რა ღირს თუ იცით?




პ.ს. ვისაც წესები აინტერესებს აქ არის ოფიციალურად აღიარებული წესები https://wpapool.com/wp-content/uploads/2017/03/WPA_New_Rules_01MAR2016-fixed-spelling.pdf

Posted by: mepar 29 Nov 2022, 22:58
ვისაც არა მხოლოდ ყურება არამედ სწავლაც გინდათ იხილეთ ვიდეო


Posted by: X_men 4 Dec 2022, 21:11
არ მიყვარს ეს სპორტი

სორი ხალხო

//////////////////////////////////////////////////

Posted by: mepar 21 Jan 2023, 19:53
ტიუტორიალ ვიდეო მოყვარულებისთვის

Posted by: გიო88 14 May 2023, 23:57
იყო დრო სნუკერს გასართობად ვთამაშობდი, ეეეჰ, კაი ხანია არ მითამაშია

Posted by: neocyberman 21 May 2023, 18:34
ესეც მაგარი რამეა
...............

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)