forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (11) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი: გახარია იტყუება, პირველად მესმის რომ ვინმემ ელჩები პარლამენტში მიიყვანა
davita_1977
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3886
წევრი No.: 142520
რეგისტრ.: 1-February 12

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 11:29  #54961272      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
https://www.interpressnews.ge/ka/article/55...-ar-gidasturebt

ვლადიმერ კონსტანტინიდი გახარიას განცხადებაზე - პირველად მესმის, რომ ვინმემ 20 ივნისს ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა - ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ


სეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის 20 ივნისს რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად პარლამენტის შენობიდან აკვირდებოდა მოვლენებს.

როგორც კონსტანტინიდმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი რამ საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით არ ყოფილა.

„ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ასეთი რამ ჩვენი უწყების ეგიდით არ ყოფილა. ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ. არ ყოფილა ასეთი რამ,"- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
sandroia
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12364
წევრი No.: 67441
რეგისტრ.: 14-July 08

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 11:36  #54961295      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სხვანაირად აჭიკჭიკდა
ყური აუწიეს ეტყობა
QUOTE
ვლადიმერ კონსტანტინიდი 20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩების ყოფნასთან დაკავშირებით ხელახალ განმარტებას აკეთებს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩებთან ერთად იმყოფებოდა, ხელახალ განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, რადგან მისმა პირველმა კომენტარმა, კერძოდ კითხვა-პასუხმა ინტერპრეტაციის საშუალება დატოვა, ამიტომ უწყებამ საჭიროდ ჩათვალა, რომ დაეზუსტებინათ.

როგორც საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრო დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიურ კომუნიკაციაში იყო, თუმცა მათი ფიზიკური მობილიზაცია არ გაუკეთებია. კონსტანტინიდი აცხადებს, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა თავად გამოხატა ინტერესი და მივიდა პარლამენტში.

„იცით, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენების დროს მაღალია ინტერესი და დიპლომატიური კორპუსი ამას თვალს ადევნებს. საგარეო უწყებას დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ამ მოვლენების მიმდინარეობის დროს.

ამ პროცესში ინტენსიური კომუნიკაცია იყო ელჩებთან, ისევე როგორც ჩვენი უწყების, ასევე სხვა უწყებების მიერ. თუმცა თუ თქვენ გულისხმობთ ფიზიკურ მობილიზაციას, ასეთი რამ არ ყოფილა. თვითონ თავიანთი ინტერესი გამოხატეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ისინი იმყოფებოდნენ პარლამენტში, მათთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა როგორც ჩვენს უწყებას, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებს.

ნახეთ, რომ იქ იმყოფებოდა გერმანიის ელჩი. ზუსტად ვერ დაგიდასტურებთ კიდევ რომელი ელჩი იმყოფებოდა, თუმცა იქ იყო დიპლომატიური კორპუსი," - განაცხადა კონსტანტინიდმა.
PFU
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19274
წევრი No.: 12290
რეგისტრ.: 20-August 05

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 11:48  #54961349      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (sandroia @ 12 Jul 2019, 10:36 )
სხვანაირად აჭიკჭიკდა
ყური აუწიეს ეტყობა
QUOTE
ვლადიმერ კონსტანტინიდი 20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩების ყოფნასთან დაკავშირებით ხელახალ განმარტებას აკეთებს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩებთან ერთად იმყოფებოდა, ხელახალ განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, რადგან მისმა პირველმა კომენტარმა, კერძოდ კითხვა-პასუხმა ინტერპრეტაციის საშუალება დატოვა, ამიტომ უწყებამ საჭიროდ ჩათვალა, რომ დაეზუსტებინათ.

როგორც საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრო დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიურ კომუნიკაციაში იყო, თუმცა მათი ფიზიკური მობილიზაცია არ გაუკეთებია. კონსტანტინიდი აცხადებს, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა თავად გამოხატა ინტერესი და მივიდა პარლამენტში.

„იცით, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენების დროს მაღალია ინტერესი და დიპლომატიური კორპუსი ამას თვალს ადევნებს. საგარეო უწყებას დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ამ მოვლენების მიმდინარეობის დროს.

ამ პროცესში ინტენსიური კომუნიკაცია იყო ელჩებთან, ისევე როგორც ჩვენი უწყების, ასევე სხვა უწყებების მიერ. თუმცა თუ თქვენ გულისხმობთ ფიზიკურ მობილიზაციას, ასეთი რამ არ ყოფილა. თვითონ თავიანთი ინტერესი გამოხატეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ისინი იმყოფებოდნენ პარლამენტში, მათთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა როგორც ჩვენს უწყებას, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებს.

ნახეთ, რომ იქ იმყოფებოდა გერმანიის ელჩი. ზუსტად ვერ დაგიდასტურებთ კიდევ რომელი ელჩი იმყოფებოდა, თუმცა იქ იყო დიპლომატიური კორპუსი," - განაცხადა კონსტანტინიდმა.

ესეიგი გამოდის, რომ 'დასავლელი პარტნიორები' 'საქმის კურსში ჰყავდათ ჩაყენებული'...

გასაგებია, რატომ არავინ არ იღებს ხმას... yes.gif


--------------------
Absolute zero is cool...

Black hole sucks...
ანტირუსი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 493
წევრი No.: 250135
რეგისტრ.: 22-April 19

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 11:50  #54961357      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
სხვანაირად აჭიკჭიკდა
ყური აუწიეს ეტყობა

ელჩებსაც ყური აუწიეს??? ყოჩაღ ქოცებს... biggrin.gif
HCl
Witch-king of Angmar


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2825
წევრი No.: 126360
რეგისტრ.: 23-January 11

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 11:54  #54961371      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ნახეთ, რომ იქ იმყოფებოდა გერმანიის ელჩი

გამოდის მინიმუმ გერმანიის ელჩი ყოფილა...


--------------------
Sapere aude!
sandroia
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12364
წევრი No.: 67441
რეგისტრ.: 14-July 08

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 11:55  #54961372      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ანტირუსი
QUOTE
ელჩებსაც ყური აუწიეს??? ყოჩაღ ქოცებს...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით.....

აქაური თანამშრომელია ესა და მოჟნა ამაზე ყურის აწევ-დაწევა
Moor
Dreamer in Chief +


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29777
წევრი No.: 111995
რეგისტრ.: 10-February 10

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 11:59  #54961388      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
იდეაში, საგარეოს უნდა სცოდნოდა მსგავსი რამ, მარა მაინც საგარეო უარყოფს და არა ელჩები. ჩაასწორეთ


--------------------
When you change the way you look at things, the things you look at change

○ o
dega
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 102679
წევრი No.: 116052
რეგისტრ.: 24-May 10

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 12:00  #54961391      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE
ვლადიმერ კონსტანტინიდი

მამალი ნაციონალი
სააკაშვილის მონა
აი ამიტომაა ოცნებაში ყველა დასახნავი ვინც ამათთან კოჰაბიტირებდა
2012 ში უნდა მოეშორებინათ ყველა


--------------------
El pueblo unido jamás será vencido
Laniakea
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 591
წევრი No.: 242318
რეგისტრ.: 21-April 18

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 12:05  #54961410      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ყური აუწიეს ეტყობა

biggrin.gif

ცირკია.

პირველ განცხადებას რომ თავი დავანებოთ, მეორეშიც საკმარისადაა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია.

QUOTE
საგარეო უწყებას დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ამ მოვლენების მიმდინარეობის დროს.

და მერე, იმავე განცხადებაში

QUOTE
ზუსტად ვერ დაგიდასტურებთ კიდევ რომელი ელჩი იმყოფებოდა, თუმცა იქ იყო დიპლომატიური კორპუსი,

ინტენსიური კომუნიკაცია რას ნიშნავს თუ არ იცი სად აპირებენ ელჩები მისვლას. როგორ წარმოგიდგენიათ მათი ასე ხეტიალი საგარეო სამინისტროს საქმის კურსში ჩაყენების გარეშე, მითუმეტეს "ინტენსიური კომუნიკაციის" პირობებში.

დიპლომატიური კორპუსიც როგორი კრებითი სახელია, კონკრეტულს არაფერს გვეუბნება.
სტაფორდტერიერი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 648
წევრი No.: 247480
რეგისტრ.: 24-December 18

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 12:06  #54961414      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
davita_1977
QUOTE
გახარია იტყუება - ელჩები უარყოფენ, მის განცხადებას

კონსტანტინიდი შენ საბერძნეთის ელჩი გგონია? სად ხედავ ელჩებსsmile.gif

Moor
QUOTE
იდეაში, საგარეოს უნდა სცოდნოდა მსგავსი რამ

რატომ უნდა სცოდნოდა? ეგენიც მელიები ხომ არ არიან, ნებართვის გარეშე სიარული არ შეეძლოთsmile.gif

This post has been edited by სტაფორდტერიერი on 12 Jul 2019, 12:07
A10
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31351
წევრი No.: 22948
რეგისტრ.: 7-September 06

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 12:10  #54961445      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
dega
QUOTE
აი ამიტომაა ოცნებაში ყველა დასახნავი ვინც ამათთან კოჰაბიტირებდა

QUOTE
2012 ში უნდა მოეშორებინათ ყველა

ხოდა მიიღებდი სამოქალაქო ომს. ესე რო გვაშინებ ხოლმე


--------------------
''ქოცებს ტემპი ნელი აქვთ, ზატო ხარისხია მაღალი'' (C)
უზრდელებთან, გრაფომანებთან, მეგრელოფობებთან არ ვკამათობ
http://forum.ge/?f=29&showtopic=33862575&st=0
http://forum.ge/?f=29&showtopic=33829618&st=0
ევროპაში სააკაშვილზე უფრო ღარიბაშვილი იციან. ღარიბაშვილი

Ambitious_Person
Ambitious Member


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12476
წევრი No.: 130194
რეგისტრ.: 17-April 11

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 12:40  #54961601      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან აჭრილია ოცნება




ვეღარ აკონტროლებენ

პრობლემა ისაა ბიძინამ აიღო საკუტარ ტავზე ყველაფრის კონტროლი , დელეგირება რომ აგეკეთებინა ასე არ დაემარტებოდათ

იმედია მანამდე მოეხნებათ დედა სანამ ქვეყანას მოუხნავენ


--------------------
“Keep away from those who try to belittle your ambitions. Small people always do that, but the really great make you believe that you too can become great.”

“Ambition is the path to success. Persistence is the vehicle you arrive in.”

სტაფორდტერიერი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 648
წევრი No.: 247480
რეგისტრ.: 24-December 18

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 12:42  #54961609      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
A10
QUOTE
ხოდა მიიღებდი სამოქალაქო ომს. ესე რო გვაშინებ ხოლმე

12 ში ივანიშვილს არ დაეკავებინა ხალხი და სამოქალაქო ომს კი არა, ფორუმზე დაპოსტვასაც ვეღარ გაბედავდით ნაცებიsmile.gif მე თქვენ ადგილზე ბიძინას ვეთაყვანებოდი ცალმუხლზე ჩაჩოქილიbiggrin.gif
amsona69
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10269
წევრი No.: 113192
რეგისტრ.: 19-February 10

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 12:50  #54961653      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გერმანიის ელჩი იყო მისული.ტელევიზორში ხო ანახეს რო შედიოდა პარლამენტში.
მაშინ თქვეს რომ სხვა დიპმისიებიდანაც არის წარმომადგენლებიო.
ხ.ზ.


--------------------
У него глаза честного человека - именно так.
"მას (პუტინს) პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს _ ეს სწორედ ასეა."

(მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ, გაზეთი Известия; 2004 წლის 12 აპრილი).
http://www.izvestia.ru/news/289012
RedShark
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3941
წევრი No.: 196278
რეგისტრ.: 9-January 15

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 12:55  #54961670      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ელიზაბეთ რუდი: 20 ივნისის ღამეს არც მე და არც არავინ საელჩოდან პარლამენტში არ ვყოფილვართ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამეს, არც ის და არც სხვა არავინ საელჩოდან, არ ყოფილა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობაში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბათუმში უთხრა.

„20 ივნისს პარლამენტში, რა თქმა უნდა, არ ვყოფილვარ. ვიყავი ამერიკაში, ქალიშვილის ქორწილში. ელიზაბეთ რუდის თქმით, პარლამენტში საელჩოდან არავინ ყოფილა. არ იყავით მიწვეული პარლამენტში თუ მიგიწვიეს და არ წახვედით? როგორც ვიცი, არავინ ყოფილა იქ. არავინ ყოფილა დაპატიჟებული, მე კი ამერიკაში ვიყავი“.

11 ივლისს, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია TV პირველი პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლას ის პარლამენტის შენობიდან ადევნებდა თვალს და მასთან ერთად იყვნენ საელჩოების წარმომადგენლებიც:

"უშუალოდ ვხედავდი ზემოდან და მარტო კი არ ვიყავი. ზოგიერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად. და ზოგიერთი კიდევ... არ დავასახელებ, ამასაც გამოძიება დაადასტურებს, ვინ იყო იქ და რაში იღებდა მონაწილეობას", - ასე უპასუხა შს მინისტრმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვაზე, თუ საიდან ადევნებდა ის თვალს მოვლენებს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30051079....sLjiDS646Cz11YU


--------------------
If the radiance of a thousand suns were to burst into the sky, that would be like
the splendor of the Mighty One - I am become Death, the shatterer of Worlds...
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (11) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0286 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]