Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომპიუტერული ნაწილები > ROG-STRIX-RX580 - 8GB


Posted by: NVIDIA MAN 22 May 2020, 11:41
სალამი,

შევიძენ ROG-STRIX-RX580 - 8GB,

https://www.asus.com/Graphics-Cards/ROG-STRIX-RX580-O8G-GAMING/overview/

არ უნდა იყოს განახსნელი, პლომბები ზედ უნდა ჰქონდეს, უნდა იყოს მოვლილი.

ველოდები შემოთავაზებებს, fig.gif

user posted image

Posted by: troa3333 22 May 2020, 12:08
NVIDIA MAN
განახსნელი არ უნდა იყოს ამ კარტებზე ცოტა ისეთი თემაა, იმიტომ რომ საზიზღარი თერმო პასტა უსვია.
მასე პლომბიანები ავიღე 2 ცალი და ტემპერატურა გარბოდა 2 ივეზე და არესეტებდა. მერე მე-3 ვნახე ადგილზე ფურმარკი, უნიჯინი რამოდენიმე გატარება წარმატებით ტემპერატურებსაც არაუშავდა ცოტა მაღალი კი იყო მარა, ნუ წამოვიღე, ფრთა მომიტრყდა გაწმედნისას, თამაშებში დაიწყო მაშინვე რებუთები ცრაშები, ხან აბაროტებს მოვუმატე, ხან სიხშირეები დავუწიე, ხან ანდერვოლტი, არაფერი შველოდა, თან მონიტორინგით გათიშვის დროს თითქოს არ ადიოდა მაღალტემპერატურაზე. ხელოსნებს არ ეცალათ რო მეჩვენებინა, მერე ერთი ამის ლუქისაცთქო, ხელოსანამც ხო მაინც უნდა გახსნასთქო და გავხსენი, დამხმარი ქონდა თერმოპასტა, გავწმინდე და ქულერმასტერის 8-9 წლის წინანდელი პასტა წავუსვი, არის ეხლა გატრუნული ძუძუს გოჭივით biggrin.gif
3-ივე TOP ვერსიები.
პ.ს. რამე თამაშითაც გატესტე კარგად რო ტვირთავდეს ისეთით.

Posted by: giorgiisme 22 May 2020, 12:17
QUOTE
არ უნდა იყოს განახსნელი, პლომბები ზედ უნდა ჰქონდეს, უნდა იყოს მოვლილი.

ბოლო ორი მოთხოვნა რო შესრულდეს და პირველი არა? biggrin.gif
user posted image

Posted by: NVIDIA MAN 22 May 2020, 12:32
troa3333
გაიხარე მადლობა ინფორმაციისთვის, თამაშის დროსაც გავტესტავ,

giorgiisme
მირჩევნია გაუხსნელი იყოს და თუ ტემპერატურები დაუმორჩილებელი აღმოჩნდა მეთითონ მივხედავ მაგის საკმარისზე დიდი სტაჟი მაქვს biggrin.gif

Posted by: tetevok 22 May 2020, 12:49
NVIDIA MAN


ძმაკაცმა იყიდა დღეს ეს ბარათი
https://www.mymarket.ge/ka/pr/15723115/videobaraTebi/Asus-Radeon-RX-580-ROG-Strix-OC-8G

მომიტანა მთხოვა გამატესტინეო
ხოდა, ფურმარკში
ადის 74-ზე
ფან სპიდი ცდება ეგრევე 115-120%--ს და მაგრად ხმაურობს

ასევე 3 დმარკის და თამაშის დროს ქოილ ვაინივით აქ აკიდებული....

პლომბი ადევს biggrin.gif

რა ჯობია ეგეთი პლომბიანი თუ უპლომბო მაგრამ იდეალური? biggrin.gif

user posted image
user posted image

Posted by: NVIDIA MAN 22 May 2020, 12:55
tetevok

მადლობა ინფორმაციისთვის, ეგ ვარიანტი მეც ვნახე მარა დარეფრეშება ეგეთი ტერმინი მე არ გამიგია და აღარც შევეხმიანე მაგ გამყიდველს, smile.gif))))

პლომბიანი მირჩევნია რომელსაც თავდაყირა დავაყენებ და ისე დავტესტავ, ქოილ ვაინიანი ერთი ან ორი დამიწუნია? ივიჯიეეის ახალი კვების ბლოკი მაგ მიზეზით გავგზავნე უკან ივიჯიეიში.

მოკლედ მირჩევნია გაუხსნელი და კარგად რო დავტესტო.. smile.gif

Posted by: troa3333 22 May 2020, 12:56
tetevok
არ უნდა ადიოდეს ფანი მაგდენზე, 53-ს არ ცდება ავტოზე ჩემსაზე. თუ გაუწერ ხელით კი ბატონო.
სქრინზე Core:885 ტემპერატურას ვერ იჭერს და სიხშირეს აგდებს, მაგ კარტას 1411 აქვს სიხშირე. მაგიტოა 74-ზე ეგ რომ 1411-ზე იყოს 87 გაცდებოდა და მერე მოდის რებუთი ან დაკიდება smile.gif
თამაშებში გატესტეთ.

NVIDIA MAN
ეგ კარტა იყო იმ 2 დან ერთერთი.
დარეფრეშებას ბიოსის განახლებას ეძახის, მაინინგის ბიოსზე იყო სავარაუდოდ და გადაფლეშეს smile.gif

Posted by: tetevok 22 May 2020, 13:00
troa3333


3დ მარკის ტესტის დროსაც ფპს-ის ვარდნები ქონდა..

და ტემპერატურა 70-ს ცდებოდა მაგ დროს..


ყველაფერი აუტოზე მიყენია.. აფტერბურნერს არ ვრთავ ტესტების დროს

ველოდები ეხლა.. უკან უბრუნებს კარტას biggrin.gif

Posted by: NVIDIA MAN 22 May 2020, 13:01
troa3333
QUOTE
ეგ კარტა იყო იმ 2 დან ერთერთი.
დარეფრეშებას ბიოსის განახლებას ეძახის, მაინინგის ბიოსზე იყო სავარაუდოდ და გადაფლეშეს


აააა იასნა... ეხა შენ რომელიც გიდგას კომპში და მუშაობს ვირივით, რომელ ბიოსის ვერსიაზეა შეგიძლია სკრინი ჩააგდო GPU-z-ის?

tetevok
QUOTE
ველოდები ეხლა.. უკან უბრუნებს კარტას


მაგრად ტეხავს facepalm.gif

სასტიკად დაბალი ქორ ქლოქზე იდგა მაგას მემგონი თერმოპასტის გამოცვლაც არ უშველიდა...

Posted by: troa3333 22 May 2020, 13:06
ეს არის.
........................................................................
ზოგზე მემორი სამსუნგებია ზოგზე ჰიუნიქსი ან მიკრონი და ამათი ბიოსების არევა არ შეიძლება, რომ გაითვალისწინო.

შეიძლება უშველოს თერმო პასტამ, აი ამან სისხლი გამიშრო, ფრთა მომიტყდა და მაგიტო ვეღარ ვეტყოდი კაცს დაიბრუნეთქო, რა არ ვიჩალიჩე ვინდოუსი გადავაყენე სხვადასხვა დრაივერები, ძმაკაცთან წაღებაა იმის კომპზე დესტვა იმის კარტის ჩემთან მოტანა და მთელი ამბები. ბოლოს ბიოსი და თერმო პასტა დამრჩა და აბიოსის ხელის ხლებას თერმო პასტა ვამჯობინე ჯერ, თან არ მჯეროდა რო უშველიდა, მეგონა მემორის ან ბირთვს ქონდა დარხეული მაგრამ დამხმარი თერმო პასტის ბრალი ყოფილა smile.gif

Posted by: NVIDIA MAN 22 May 2020, 13:11
troa3333
მადლობა გამომადგება! ^^

ისე რა გამოდის, რო ამ სტრიქსზე უფრო უპრობლემო არის საფირის 580 ნიტრო +

Posted by: troa3333 22 May 2020, 13:17
NVIDIA MAN
ამას ძაან მაგარი გაგრილება უყენია, ნიტროზე უფრო გრილებია და სიხშირე მეტი, 1080ტი-ზე რაც დგას ეგაა ფაქტიურად, უბრალოდ ნაგავი პასტა აქვთ წასმული როგორც ჩანს smile.gif ცოტა ხანი ძმაკაცის ნიტრო მედო 4გბ-იანი და იმაზე გრილია ეს. სითბოს კარგად აშორებს და ამის მოშორებული სითბო პროცესორს ხვდება წილად ))))))))

Posted by: NVIDIA MAN 22 May 2020, 13:44
troa3333
გასაგებია, ანუ მე უფრო GPU ვიგულისხმე რამე ცოტა უხარისხო ჩიპი ხო არ დევს ამ სტრიქსებშითქო...

თორე გაგრილება ტოპია ნაღდად.

Posted by: tetevok 22 May 2020, 13:47
NVIDIA MAN


ამ რხ 580-ში ჰაინიქსია , ეხლა რომ ვუბრუნებთ..

შეიძლება სამსუნგები ჯობია მართლა

Posted by: NVIDIA MAN 22 May 2020, 13:50
tetevok
QUOTE
ამ რხ 580-ში ჰაინიქსია , ეხლა რომ ვუბრუნებთ..

შეიძლება სამსუნგები ჯობია მართლა


საინტერესოა მაგასაც მივაქცევ ყურადღებას,

მარა თქვენი ბარათის ამბავი ცოტა სხვაა, 74 გრადუსზე 885 მეგაჰერცი ბირთვზე რო უჭირავს რაღაც ნიტოა, შეიძლება ბიოსის პრობლემაც იყოს, რადგან ეგ არ არის ისეთი ტემპერატურა რო ვიდეო კარტამ ეგეთი სროთლინგი აკეთოს...


Posted by: tetevok 22 May 2020, 13:54
NVIDIA MAN


მაგისთვის თავიდან უნდა მიმექცია ყურადღება


უკვე წაიღეს კარტა

ხოდა

ერთ ერთი პირველი სკრინი
74 გრადუსზე
930 -იც იყო..მერე ვარდნები დაიწყო..

Posted by: troa3333 22 May 2020, 13:55
NVIDIA MAN

არა პირიქით ტოპ გადარჩეული ბირთვებია ამ მოდელებში.

მემორის ამბავი არამგონია, დაბრედილი გინდა სამსუნგი იყოს გინდა ჰუნიქსი.
არა როგორი თემაა იცი მაგ ტემპერატურაზე, რომ დაიჭიროს ტემპერატურა და მაღლა არ გაექცეს მაგიტომ აგდებს სიხშირეს ეგრედ წოდებული თროთლინგი ირთვება, სიმპტომებით გაგრილება ვერ უმკლავდება სიმხურვალეს, იმის გათვალისწინებით, რაც ამას უყენია, მივდივართ თერმოპასტასთან, ან ბირთვის ან მემორის პრობლემასთან, რადგან გაგრილება მონსტრი უყენია ზოგადად.

tetevok

როგორც კი ტესტის გაშვება ვაწვებოდი ეგრევე ფრინდებოდა ტემპერატურა ზემოთ, ანუ ნელნელა რომ ადის ხოლმე ეგრე არა აი უცბად ბაც და 75, ჰოპ და 79, კიდე ჰოპ 86 და მერე უკვე 87-88-ზე ქრაში.

Posted by: NVIDIA MAN 22 May 2020, 13:57
tetevok
troa3333

როგორც ჩანს იმდენად სწრაფად ადიოდა ტემპერატურა რო ეგრევე მკვეთრი თროთლინგი ჩართო...

troa3333

შენი ბარათი რა სიხშირეს იჭერს?

Posted by: troa3333 22 May 2020, 14:05
რაც აქვს 1411 უჭირავს ჩვეულებრივ.

Posted by: madnick 22 May 2020, 14:18
QUOTE (NVIDIA MAN @ 22 May 2020, 13:50 )
tetevok
QUOTE
ამ რხ 580-ში ჰაინიქსია , ეხლა რომ ვუბრუნებთ..

შეიძლება სამსუნგები ჯობია მართლა


საინტერესოა მაგასაც მივაქცევ ყურადღებას,

მარა თქვენი ბარათის ამბავი ცოტა სხვაა, 74 გრადუსზე 885 მეგაჰერცი ბირთვზე რო უჭირავს რაღაც ნიტოა, შეიძლება ბიოსის პრობლემაც იყოს, რადგან ეგ არ არის ისეთი ტემპერატურა რო ვიდეო კარტამ ეგეთი სროთლინგი აკეთოს...

ფურმარკის ამბავია ეგ, ეგრე ტვირთავს ვიდეოკარტას.

ხო და კიდევ სტრიქსის 480 ები მე რაც შემხვდა ყველა სამსუნგი იყო 580 ებზე როგორც ჩანს დაიკიდეს ეგ ამბავი და შედარებით იაფიან ჰაინიქსებს მიაწვნენ. ეხლა მე რა სტრიქსიც მაქვს სამსუნგია და 59-60 გრადუსი ეჭირა ფურმარკში რაც მახსოვს (პლომბები არ აქვს arctic mx-4 უსვია).

Posted by: sabarodo 22 May 2020, 14:31
RX580 მაქ გაუხსნელი პლომბით არის 60 გრადუს ვერ ვაცილებ 60% FAN ბრუნით smile.gif 1 საათი ვითამაშე ეხა GTA V FullHD მაღალ გრაფიკებზე და რავი საკაიფო ტემპერატურებზე მუშაობს.... მოკლედ გამართლებაზეა biggrin.gif

და Furmark შიც პოლნი დატვირთვებზე ყველაფერი ჩართული 8xmsaa ზე 4-5 წუთის მანძილზე მაქსიმალური 60-67% Fan ბრუნებით 55-57გრადუსამდე ( Custom Fan ით )

Posted by: madnick 22 May 2020, 14:43
sabarodo
sabarodo
sabarodo
აუტო ფანზე გაატარე, და ისე ნახე რა ტემპერატურას დადებს, საერთოდ რასაც ვატარებ ხოლმე ძირითადად ქარხნულად, რა ტემპერატურას იძლევა, და ამ ახალი კარტების იდიოტობა რაცაა, 50 გრადუსზე მაღლა თუ არ დადგა კრისტალი მანამდე არის გაჩერებული ფანებით - არც მე მევასება დიდად ეგ ამბავი, მაგრამ ტესტი სტოკზე უნდა გაატარო.

Posted by: sabarodo 22 May 2020, 14:50
Autofanზე 62 გრადუსზე ავიდა 49% ბრუნით 5 წუთში.... არც ხმაურობს არაფერი! smile.gif
1380Mhz

Posted by: tetevok 22 May 2020, 17:04
შეიძლება მართლა თერმოპასტის თემა იყო...მაგრამ პლომბი ედო.. რომ არ ეშველა თერმოს გამოცვლას, მერე პატრონი ან დაიბრუნებდა უკან კარტას, ან არა..
მაგიტო დავაბრუნეთ..

სხვა რომ ვერაფერი ვნახეთ, მარკეტზე აურუსის რხ 580 ვურჩიე..
ალბათ მაგას აიღებს

წესიერი ვერსია ვერ ვნახეთ.. თან ვიდზეც ნორმალური იყოს.. და გრილიც

Posted by: troa3333 22 May 2020, 17:30
tetevok

ხო მეც მაგიტომ დავუბურნე, თორემ მეც ვცდიდი პასტას და მერე ბიოსს, ბოლო ბოლო საუკეთესო ვერსიაა მაგ სერიაში smile.gif

https://www.mymarket.ge/ka/pr/16125132/videobaraTebi/ROG-STRIX-RX580-8G-GAMING
https://www.mymarket.ge/ka/pr/16262684/videobaraTebi/ROG-Strix-RX580-8GB-Gaming
ესენი თუ ნახეთ, TOP არ არის მაგრამ ესეც კარგია, 2 ქულერიანებს კი უნდა ჯობდეს smile.gif

Posted by: NVIDIA MAN 22 May 2020, 21:41
troa3333
აი ეგენი ეხა პირველად ვნახე, პირველი ყუთით რო ყიდის მაგას უნდა შევეხმიანო...

Posted by: tetevok 22 May 2020, 21:46
აურუსის იყიდეს..
430-ად მგონი.

არ ერკვევა და რომელიღაც მაღაზიაში იყიდა გარანტიით

მე გავტესტე რემოუთით.. იდეალური იყო.. ფურმარკში კი მებევრა 73 გრადუსი.. მაგრამ მგონი ზოგადად ეგეთ ტემპერატურებზეა კარტები..

მთავარია ფანები ჩუმია. და არ ხმაურობს

სტრიქსი ძალიან უნდა გაგიმართლოს, იდეალური რომ შეგხვდეს biggrin.gif

Posted by: NVIDIA MAN 22 May 2020, 22:02
tetevok
მშვენიერი ვერსიაა ეგეც,

მოკლედ

ამას ველაპარაკე ეხა ტელეფონზე: https://www.mymarket.ge/ka/pr/16125132/videobaraTebi/ROG-STRIX-RX580-8G-GAMING

იდეალურიაო, მაგრამ რო ვკითხე სიხშირეს რას იჭერს ვერ მიპასუხა ეგ არ ვიციო და ხვალ ვაიბერში ჩაგირთავ და ნახე შენითო, ხვალ დილით უნდა დავურეკო,

მეთქი მოვალ ადგილზე გავტესტავთქო და ვერ მიგიღებ სიტუაციიდან გამომდინარეო,

მოკლედ ვაიბერით რაღაც შთაბეჭდილება შემექმნება,

და უეჭველი თამაშზე ვთხოვ დამატესტინოს...

Posted by: tetevok 22 May 2020, 22:12
NVIDIA MAN


anydesk-ით ან teamviweriT შემოგიშვას კომპში

ვაიბერით ვერ შეამოწმებ biggrin.gif

Posted by: NVIDIA MAN 22 May 2020, 22:14
tetevok
კი თიმს ვეტყვი ჰაჰა biggrin.gif

Posted by: troa3333 22 May 2020, 22:20
NVIDIA MAN
1-2 დღე თხოვე გარანტიტის პონტში. მე ვაპირებდი მაგასთან მისვლას შაბათ-კვირა და არ ვუმშაობ დასვენების დღეებშიო, ტესტირების დრო რომ ვთხოვე 1-2 დღე კარგიო და რავიცი. უბრალოდ მე მეჩქარებოდა, უკომპოდ არ მინდოდა დარჩენა და ორშაბათს სირბილისთვის არ მეცალა. მერე TOP ვერსიას გადავაწყდი ცოტა უფრო ძვირად და დამიკლო.

tetevok
2 ფენიანი აორუსისთვის მგონი არაუშავს smile.gif

Posted by: madnick 22 May 2020, 22:42
ყველაზე გრილ 580 ად მაინც გიგაბაიტის XTR რჩება, ძმაკაცს აქვს და გაჩერებული ფანებით 34-35 გრადუსზეა.

ძალიან მოშნი კარტებია.

სიხშირის დაჭერაზე გავარკვიე როგორც უნდა დააჭერინო თავისი სიხშირე ფურმარკზე - power limit ი 50%ზე გაუზარდე afterburner ით და ეგაა.

Posted by: zviooo 22 May 2020, 22:46
QUOTE
ბოლო ორი მოთხოვნა რო შესრულდეს და პირველი არა?


მაგრად მიკვირს მრავალჯერადი პლომბებით როა biggrin.gif




Posted by: NVIDIA MAN 22 May 2020, 23:08
troa3333
ვინც დავლინკე მისგან აიღე 580 სტრიქსი?

Posted by: troa3333 22 May 2020, 23:09
NVIDIA MAN

არა სხვისგან ავიღე, კერძო პირისგან. ეგენი არ მუშაობდნენ, დასვენების დღე იყო.

Posted by: NVIDIA MAN 22 May 2020, 23:14
troa3333
აჰა ოკეი,

ვეტყვი ხვალ რო გამატანოს 1-2 დღე რო დავტესტო, ესე თიმით რას გავიგებ რა და როგორ,

დაკლებითაც ვეცდები დავაკლებინო 450 მეძვირება ყველა ვარიანტში.

Posted by: troa3333 22 May 2020, 23:34
NVIDIA MAN
ხო თიმით და ვაიბერით რას გაიგებ რა უყენია და რას ტესტავ )))))
დაკლება მეეჭვება, მაღაზიის პონტის სასტავი ნაკლებად მოდიან დაკლებაზე smile.gif კერძო პირები უფრო.
დაწერე მერე რას იზავ, დავინტერესდით საზოგადოება smile.gif

Posted by: NVIDIA MAN 22 May 2020, 23:47
troa3333
აუცილებლად დავწერ smile.gifsmile.gif

ჰაჰა

Posted by: sollan 22 May 2020, 23:58
მეც top ვერსია მაქ და გაცვლა მინდოდა 1060 აქ ერთს კიდეც შევთავაზე გაცვლა
და კიდევ კაი უარი მითხრა. რაც ამ კარტამ მე metro exodus მასიამოვნა ნამდვილად ვერ წარმომედგინა თანაც ულტრაზე

Posted by: barret09 23 May 2020, 01:18
QUOTE
ყველაზე გრილ 580 ად მაინც გიგაბაიტის XTR რჩება, ძმაკაცს აქვს და გაჩერებული ფანებით 34-35 გრადუსზეა.


მაგის დათრევა მინდოდა და ვერმივუსწარი იმდღეს ჩვეულებრივი ვერსიამაქ და ისე ძან დიდი სხვაობაც არაქ მგონი 3 % ია სხვაობა უბრალოდ გაგრილებაა და თვითონ ფორმ ფაქტორი მომწონს მაგ კარტის მოშნი კარტაა

QUOTE
ფურმარკში კი მებევრა 73 გრადუსი.. მაგრამ მგონი ზოგადად ეგეთ ტემპერატურებზეა კარტები..


ფურმარკში აუტოზე ეგრე შვება ეგ კარტები გვიან რთავს ქულერებს და ხურდება 73 ადის თავისით თუ მიუშვი, მე სუ აფთერბურნეით ვამუშავებ და ტემპერატურებსაც საკმაოდ ნორმალურს იჭერს და არც ხხმაურობს ქულერები დიდად

Posted by: NVIDIA MAN 23 May 2020, 01:53
ტოპ ვერსიას რო წერთ, ეგ რომელი მარტებია?

Posted by: madnick 23 May 2020, 03:55
QUOTE (barret09 @ 23 May 2020, 01:18 )
მაგის დათრევა მინდოდა და ვერმივუსწარი იმდღეს ჩვეულებრივი ვერსიამაქ და ისე ძან დიდი სხვაობაც არაქ მგონი 3 % ია სხვაობა უბრალოდ გაგრილებაა და თვითონ ფორმ ფაქტორი მომწონს მაგ კარტის მოშნი კარტაა

სხვაობაც ეგაა, დაარაზგონებ იქამდე სადამდეც გაგიშვებს. (ტემპერატურის რესურსი კიდევ მაგ კარტას ბლომად აქვს).

კარტა ტანკივითაა, დიდია, მაგრამ პლატის PCB ის ზომა მგონი იგივეა რაც ჩვეულებრივის biggrin.gif (რადიატორის ხარჯზე ჩანს დიდი).

ნუ ლამაზია რათქმაუნდა.


Posted by: troa3333 23 May 2020, 08:56
NVIDIA MAN
ეს ვერსიები არის სტრიქსის სიხშირეების მიხედვით

1. ASUS ROG STRIX RX 580 GAMING TOP --- ROG-STRIX-RX580-T8G-GAMING
2. ASUS ROG STRIX RX 580 GAMING OC --- ROG-STRIX-RX580-O8G-GAMING
3. ASUS ROG STRIX RX 580 GAMING --- ROG-STRIX-RX580-8G-GAMING.

ზოგადახ TOP ვერსიებად ითვლება 1400+ სიხშირეზე მომუშავე ბარათები

Posted by: Amper 23 May 2020, 10:05
QUOTE
მირჩევნია გაუხსნელი იყოს და თუ ტემპერატურები დაუმორჩილებელი აღმოჩნდა მეთითონ მივხედავ მაგის საკმარისზე დიდი სტაჟი მაქვს

სტაჟი თუ გაქვს მაშინ განახსნელი ბარათის შემოწმება ბევრად უფრო ადვილია. სამი წლის კარტაზე რომ ამბობ გაუხსნელიო, ეგეთ კარგად მოვლილი კარტა მაშინ უქმად უნდა ჰქონოდა ვინმეს შენახული... wink.gif

უბრალოდ ნადები სამი წლის უკანდელ კარტას ისედაც უხმება თერმოპასტა საუბარი აღარ არის ეხლა ტემპერატურებზე ნახმარ კარტას რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე ჭირდება უკვე მაზის შეცვლა და შეიზლება ფანებიც მორყეული იყოს, სამ წელიწადში გააჩნია ეხლა მუშაობის და საათების რაოდენობას საერთო ჯამში თორემ თუ ეხლა მეორად კარტაზე თუ ფანები მუშაობს გამართულად შემოწმებისას მაინც არის იმის შისი როდის გაასხამს და ამოეწურება ამ ფანებს რესურსი არავინმა იცის, ფანები ცვეთადი დეტალია მაინც....

მე როცა მეორად ვიდეოკარტას ვყიდულობ, პირიქით განახსნელი მჭირდება თუ ეჭვი შემეპარა უფრო გავხსნი პატრონის თანდასწრებით და შევამოწმებ. თუ ეხლა სტაჟი გაქვს და პროფი ხარ მაგ საქმეში შემოწმებაც არ გაგიჭირდება....
ფანები ყველა ვარიანტში ქარხნულად ისეა დაყენებული დაპროგრამებული ბიოსიდან რომ მაქსიმალური დატვირთვის პირობებში აუტო რეჟიმში გააჩნია გარემო ტემპერატურის პირობებსაც, ფანების ბრუნვის პროცენტულობა 100% არ უნდა ავიდეს..... ჰა-ჰა მაქსიმუმ 50-60 %-ამდე ავიდეს, თუ მეტზე ადის ესეიგი ან ფანებს აქვს პრობლემა ან თერმოპასტა არის შესაცვლელი.


და კიდე ყველაზე მთავარი. პლომბები რომ ამბობ..... იცი რა ადვილად კეთდება ზედ პლომბი?... biggrin.gif . მე არასოდეს მიკადრია მსგავსი რამ თუმცა არ მოინდომოს კაცმა თორემ პლომბის დადება 15 წუთის საქმეა.
ოღონდა ძველი ის შურუფი რომელზეც პლომბი ჰქონდა და გაუქმდა ის შურუფი უნდა ჰქონდეს და ის საშურუფეს გარშემო არ უნდა იყოს გაჩხაპნილი და ქარხნურად დავადებ პლომბს ისევლე ზედ გინდა ექსპერტს შეამოწმებინე და გინდა გამომშვებ ქარხანას...... tongue.gif boli.gif ასე რომ დაიკიდე ეს პლომბი.

გიგაბიტმა და ზოტაკმა და ზოგიერთმა ფირმამ ეს დაპლობმა საერთოდ გაუქმა იმიტომ რომ მიხვდნენ რომ სირობაა, თუ არა ეხლა მეორადი ვიდეო კარტას რომ ყიდულობ ებაიზე პლობიანს რას ამბობ 100%-ით ყველას ქარხნულად ადევს პლომბი?.... კაი ერთი, ზოგიერთი სელერი მაგასაც კადრულობს...
* * *
QUOTE
ზოგადახ TOP ვერსიებად ითვლება 1400+ სიხშირეზე მომუშავე ბარათები

მთლად მასეც არ არის, TOP მოდელებს მაღალი სიხშირეების გარდა უფრო უკეთესი რადიატორი ადევს ზედ. GPU-ს და ვიდეო მემორებს უფრო გაძლიერებული კვების სქემა აქვს. კონდესაორებსაც უფრო ხარისხიანს დებენ ზედ. პლატფორმა პლატა სადაც დეტალები იწყობა უფრო გამძლეა სხვა ხარისხის არის....
ნუ ეხლა გააცნია TOP მოდელს თორემ ეხლა ზოგს დაუყენებენ მიმზიდველ რადიატორს და ლედ განათებას ფერებში და ტოპად თვლიან, ბევრია ასეთი და თუ ეხლა მცოდნე ხარ კაცი და გესმის საკითხი მიხვდები..... ტოპ მოდელები გაცილებით ძვირი ღირს და მაინდამაინც დიდი პარტიით არ გამოდის...

Posted by: Titan 23 May 2020, 11:42
Amper
მერე ზუსტად მაგ გაუმჯობესებების გამოა თავისუფლად, რომ შეუძლია 1400+ სიხშირის დაჭერა, მაგიტომაც ითვლება მარტივად ტოპად ეგეთი კარტები. მარტო რადიატორი და ქულერეის რაოდენობა არ განსაძღვრავს ტოპობას, თუ კარგი ბირთვი არ უყენია.

Posted by: barret09 23 May 2020, 12:53
QUOTE
მაგრამ პლატის PCB ის ზომა მგონი იგივეა რაც ჩვეულებრივის


კი ერთიდა იგივეა დაჟე მეოთხე სერიებიდან მოყოლებული ერთი და იგივეებია უბრალოდ ცვლიან ნაწილებს და ამატებდნენ რესურს


მინდა ჩემის მაგაში გადაცვლა იმენა აორუს მინდა და ჯერჯერობით მაგაში თუ გადავცვლი ბევრის დამატება არცმომიწევს ჩემი რო გავყიდო ჩემ სისტემას ეგ კართა უფრო მოუხდება

Posted by: NVIDIA MAN 23 May 2020, 21:07
ავიღე დღეს ეს: https://www.mymarket.ge/ka/pr/16125132/videobaraTebi/ROG-STRIX-RX580-8G-GAMING

კარტა არის ახალივით, ძალიან მოვლილი და იდეალურ მდგომარეობაში, სტრეს ტესტზე 74 გრადუსი დაიჭირა,

OC ვერსიაა... 1360 გაჭიმული უჭირავს.

ისედაც საკმაოდ სუფთა იყო მარა მეც დავუარე და მოკლედ ესაა...

user posted image
--
user posted image
--
user posted image

Posted by: troa3333 23 May 2020, 21:09
NVIDIA MAN
მშვიდობაში. მშვენიერი კარტაა

Posted by: tetevok 23 May 2020, 21:10
NVIDIA MAN

74 ბევრი არაა სტრიქსისთვის?

Posted by: NVIDIA MAN 23 May 2020, 21:13
troa3333
QUOTE
მშვიდობაში. მშვენიერი კარტაა


მადლობა გაიხარე

tetevok
QUOTE
74 ბევრი არაა სტრიქსისთვის?


გაუხსნელია და თერმოპასტა უეჭველი შესაცვლლელი აქვს, თითონაც მითხრა რო მე შენ ადგილას შევუცვლიდიო,

ალბათ მეც შევცვლი ოღონდ ცოტახანს ვაცდი 74-ს თუ არ გაცდა ალბათ არც ვახლებ ხელს...

Posted by: tetevok 23 May 2020, 21:14
NVIDIA MAN


მთავარია 70-ს რომ ცდება მაგ დროს ფან სპიდი რამდენზეა.. თუ დააკვირდი მაგას

Posted by: NVIDIA MAN 23 May 2020, 21:16
tetevok
QUOTE
მთავარია 70-ს რომ ცდება მაგ დროს ფან სპიდი რამდენზეა.. თუ დააკვირდი მაგას


70-ზე ფან სპიდი 60% იყო

74-ზე უკვე 65 დაახლოებით 70-ზე არც ასულა...

თერმოპასტა უეჭველი ექნება გამხმარი, მინიმუმ 5 გრადუსს მარტო თერმოპასტა მომცემს.

Posted by: tetevok 23 May 2020, 21:21
NVIDIA MAN
NVIDIA MAN


კი შესაცვლელი აქ..
მაინინგის ბუმის დროს ჩამომქონდა სტრიქსის რხ 580-ები
იმ დროს 60-65 გრადუსს არ ცდებოდა.. მახსოვს ძალიან გრილები იყო
იმის მერე არ მქონია biggrin.gif

მოკლედ მშვიდობაში.. smile.gif

Posted by: NVIDIA MAN 23 May 2020, 21:22
tetevok
მადლობა გაიხარე,

შევუცვლი ნოქტუას თერმოპასტა მაქვს და შიგნიდანაც კარგად გავწმენდ, ოღონდ ჯერ ცოტა მეზარება biggrin.gif

Posted by: troa3333 23 May 2020, 21:24
NVIDIA MAN
თამაშით დადესტე რამე?..........................

Posted by: NVIDIA MAN 23 May 2020, 21:32
troa3333
არ ქონდა თამაში და ვერ მოვახერხეთ, მარა მომცა დრო და ხვალ ვნახავ თამაშებშიც,

იდეალურია, ფურმარკში სახე გავაძრე 2K-ზე MSAA 4-ზე 15 წუთი 74-ს არ გაცდა

მერე თაიმ სპაი გავატარე 2-ჯერ და უპრობლემოდ...

შენ რო პრობლემა გქონდა პირველ გვერდზე რო დაწერე ეგ ალბათ იმიტო რო ტოპ ვერსია გაქვს გაცილებით მაღალ სიხშირეებზე და გიცხელებდა მაგრად, ეს არ ცხელდება ეგრე უზომოდ 74-ზე უჭირავს 99% ლოადზე OC ვერსია რო არის.

ესეც სამსუნგის ჩიპებზეა..

Posted by: troa3333 23 May 2020, 21:44
ფურმარკში საერთოდ დაბალ რეზოლუციაზე უნდა გატესტო 720 და MSAA-ების გარეშე, მაქიმალურად რო დაიტვირთოს. თაიმ სფაი კაია, მარა თამაში გინდა რამე ვარზონი, მეტრო და ა.შ.

Posted by: NVIDIA MAN 23 May 2020, 21:51
QUOTE (troa3333 @ 23 May 2020, 21:44 )
ფურმარკში საერთოდ დაბალ რეზოლუციაზე უნდა გატესტო 720 და MSAA-ების გარეშე, მაქიმალურად რო დაიტვირთოს. თაიმ სფაი კაია, მარა თამაში გინდა რამე ვარზონი, მეტრო და ა.შ.

იცი როგორ იყო თავიდან დავალ რეზოლუციაზე ავტომატურად რაც უყენია ანუ 1280 რათაცახე მაგაზე გაუშვა MშAA გთიშულზე, მერე გავათიშინე და ავუწიე გრაფიკებს...

თაიმ სპაიც ხოშიანად გაიარა

ვორზონზე ხვალ გავტესტავ

Posted by: barret09 23 May 2020, 23:06
მშვიდობაში


აორუს rx 580 xtr ვინმეს ხოარგაქვთ გასაყიდათ ან ხოარგეგუილებათ სადმე, მარკეტზე რაცაა გაყიდულია

Posted by: sabarodo 23 May 2020, 23:48
barret09
PC Zone მა გუშინწინ მითხრა რაოდენობაში მაქ უყუთოებიო მიწერე აბა : https://www.mymarket.ge/ka/pr/14464615/videobaraTebi/AORUS-Radeon-RX580-XTR-8GB

Posted by: barret09 23 May 2020, 23:55
QUOTE
PC Zone მა გუშინწინ მითხრა რაოდენობაში მაქ უყუთოებიო მიწერე

ჩემ ძმაკაცს უთხრეს აღარგვაქო მივწერ აბა ერთი ან დავურეკავ ხვალ მადლობა

Posted by: NVIDIA MAN 25 May 2020, 13:06
ე.ი war.gif

წუხელ, დავტესტე უკვე თამაშებში, ფორზაზე ზუსტად 2 წუთში ტემპერატურა 80-ზე ავიდა ფენის სიჩქარე 70% და არც აპირებდა რო ტემპერატურა გაჩერებულიყო მიდიოდა და მიდიოდა მაღლა, სიხშირე მაგ დროს რაც ქარხნულად აქვს 1360 ეჭირა (სროთლინგი არ დაუწყია), მოკლედ გასაგები იყო რასთანაც გვქონდა საქმე და შევუდექით საქმეს:

მოკლედ 3 წლის თავზე დაახლოებით მაგ წლოვანებისაა კარტა, დაიწყო პირველი ლაითი ოპერაცია, გაიჭრა სტიკერი...

თერმო პასტა გამოვიყენე Noctua NT-H1

user posted image
--
გავხსენით და დაგვხდა ესეთი სიტუაცია, კარტა შიგნიდან იდეალურად არის არანაირი მტვერი ზედმეტი, მოკლედ ძალიან ლაითად ნახმარი და პლიუს ის რეზინის თერმო პადი ჯერ კიდევ სველია,
პ.ს ესეთი რამე პირველად ვნახე სტიკერი ჰქონდა შიგნიდან ჰითსინქზე, 10000% ქარხანაში დაავიწყდათ მოხსნა ესეთი რამე გაგიგიათ? biggrin.gif
user posted image
--
ქარხნული პასტა როგორც ჰითსინქზე ისე ჩიპზე იმდენად გამხმარი იყო რო შეგრძნება მქონდა კედლის საღებავი რო ხმება და იშლება ეგეთი მასასთან მქონდა სამქე. smile.gif)))
user posted image
--
user posted image

ამის შემდეგ უკვე გავაპრიალე ჰითსინქიც და GPU-ც და წავუსვი ახალი თერმო პასტა:
user posted image
--
user posted image
--
user posted image

ფორზა ნახევარ საათიანი თამაში, კარტის სიხშირეების აწევის შემდეგ 1411 მეგაჰერცზე ტემპერატურა ფიზიკურად არ ცდებოდა 59 გრადუსს და მერყეობდა 57-59-ს შორის ფენის სიჩქარე 40% ავტო!!!!!!!!!

20 გრადუსი + სხვაობას არ ველოდები არანორმალურად დიდი სხვაობაა... fig.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: troa3333 25 May 2020, 13:48
NVIDIA MAN
ზუსტად იგივე სიტუაცია მქონდა, სტიკერის გამოკლებით biggrin.gif
აი იმ 74 გრადუსმა დამაეჭვა, რომ თქვი smile.gif

Posted by: NVIDIA MAN 25 May 2020, 14:02
troa3333
კი ფურმარკი ჯიგრულად ეჭირა 74 გრადუსი და თამაშმა გააგიჟა,

მოკლედ ეხა არის კამფეტივით, კაი კარტა შემრჩა იდეალურად შენახული. smile.gifsmile.gif

Posted by: sollan 25 May 2020, 14:07
NVIDIA MAN
მშვიდობაში
smile.gif ნეტა ჩემ კარტასაც მიხედავდეს ვინმე

Posted by: NVIDIA MAN 25 May 2020, 14:13
sollan
მადლობა smile.gif

ტემპერატურის პრობლემა გაქვს შენც? სტრიქსია?

Posted by: barret09 25 May 2020, 15:10
მაგდონეზე გამხმარი თუიყო მოხსნა არგაგიჭირდა თუ თავისუფლად მოიხსნა?

p.s ეს ქულერები ვინმეს თუგქონიათ სალნნიკი აქთუარა თუიცით როგავწმინდო და შევზეთო წყლის გაგრილებაზე მიყენია castle v 2, იშვიათად ხმასიკიდებს რამოდენიმე წამი მეზარება დაშლა უშედეგოდ და ინტერნეტსიც ვერვნახე როგორიაქ უკანა მხარე

Posted by: NVIDIA MAN 25 May 2020, 15:49
barret09
QUOTE
მაგდონეზე გამხმარი თუიყო მოხსნა არგაგიჭირდა თუ თავისუფლად მოიხსნა?


ოდნავ გაამოძრავებ ჰითსინქს და ეგაა, მარტივად აეხადა, თითს რო დაადებდი თერმოპასტან ნადებს არ იკიდებდი თითზე smile.gifsmile.gif


Posted by: troa3333 25 May 2020, 16:13
ადვილად ძვრება კი, თერმო პასტა პლასტელინივით იყო ოღონდ არ იგლისებიდა ტყდებოდა პირდაპირ ))) როგორც აგერ დავადგინეთ ბანძი პასტები უსვიათ და ჯობია გამოიცვალოს

Posted by: sollan 25 May 2020, 21:10
NVIDIA MAN
კიი. თამაშებში 79 გრადუსსზეც ადის 75% ფანებით

Posted by: NVIDIA MAN 25 May 2020, 21:57
sollan
შეცვალე თერმო პასტა და დაისვენებ, 60 ს აღარ აცდება..

Posted by: troa3333 25 May 2020, 22:09
NVIDIA MAN
ღია კეიში გიდევს თუ კონდიციონერთან ? biggrin.gif

ჩემთან კაი ნაგრუზკაზე 74-ზეც ადის ცოტა ხნით მაგრამ 52% ქულერს არ უმატებს, ან შეიძლება თერმო პასტის ბრალიც იყოს 8-9 წლის წინანდელი რო მაქ biggrin.gif
ძირითადად ისე 64-66 უტრიალებს.

Posted by: sollan 25 May 2020, 22:09
NVIDIA MAN
ვაპირებ მარა რო რამე გაუფუჭდეს ეგეც არ მინდა
არ ვარ პროფესიონალი მაგ საკითხში smile.gif

Posted by: troa3333 25 May 2020, 22:21
sollan
ვიდეო ნახე ძაან მარტივია რა, მთავარია ზედმეტი ძალა არ გამოიყენო. ან მიუტანე კომპ ხელოსნებს გამოგიცვლიან უცბად. მასე ძაან ტანჯავ ბარათს.

Posted by: NVIDIA MAN 26 May 2020, 13:18
troa3333
არცერთი, პროსტა კაი ეარფლოუ მაქვს biggrin.gif

sollan
მაშინ კომპ მაღაზია და ეგაა...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)