Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > მეჭეჭები


Posted by: con 29 Jun 2006, 13:11
ჩემ ძალიან, ძალიან ახლობელს მოკლე დროის განმავლობაში გაუჩნდა მეჭეჭები, ბევრი, წვრილ, წვრილი. რამდენადაც ბავშვობიდან მახსოვს, მათი მოშორების ყველაზე მარტივი საშუალებები ხალხურ მედიცინაშია ცნობილი...გუშინ კუზანოვის კლინიკაში მოაშორეს ერთი და იმდენად მტკივნეული იყო მოშორებიდან ხანგრძლივი დროის სემდეგ რომ მისვლა გადაიფიქრა...გთხოვთ არ დაიზაროთ, გამომეხმაურეთ. წინასწარ გმადლობთ.

Posted by: Olaizola 29 Jun 2006, 14:56
ხო კიდე ერთ ჩემს ახლობელს აქ პრობლემა პატარა ზომის ხორცმეტებთან.. ანუ ტანზე რა.. და ერთი ორი მოიძროbiggrin.gif ვეუბნები საშიშია თქო მარა არ ჯერა.. ძაან მცირე ზომისაა რა და ფრჩხილით ამოაგდო მთლიანად.. ხო საშიშია?

Posted by: Suleluka 29 Jun 2006, 21:00
con
მემგონი მოწვით აკეთებენ

Posted by: ბაჩუკი 29 Jun 2006, 22:07
პირადად მე ერთი თვის წინ გამიჩნდა მეჭეჭი,რომელმაც სამ კვირაში საკმაოდ დიდ ზომას მიაღწია.მივმართე დერმატოლოგს რომელმაც მომიწვა ქარჩაულით და ერთ კვირაში უკვალოდ გამიქრა.ვისაც აინტერესებს, ეს ექიმი არის თინა ქიტუაშილი და მუშაობს ნინოშვილზე დერმატოვენეროლოგიის ს/კ ინსტიტუტში.

Posted by: BaBajanka 30 Jun 2006, 01:15
მეჭეჭი არაა, მაგრამ პაპილომა ქვია მგონი. რამდენადაც ვიცი, ეს ვირუსულიცაა და ონკოგენურიც და რა ხასიათისაა, ანალიზის მიხედვით იგებენ.

ერთი ცალი მოვიწვი გილში, მაგრამ ანალიზი არ გაუკეთებიათ. ხვალ დილით მივდივარ კიდევ ორი ცალი მინდა მოვიშორო... მაგრა ანალიზს არ გამიკეთებენ. მგონი ნაცხს უღებენ ხალებს და მეჭეჭებს და ყველაფერ მასეთს.

რამდენად სწორია ეს???

Posted by: Rocko 30 Jun 2006, 01:37
პაპილომაა ეგ yes.gif
ადრე მქონდა რამოდენიმე და ლაზერით მოვიცილე, საკმაოდ უსიამოვნო პროცესი იყო, ჯერ ყოველი მათგანის გვერდით ლიდოკაინი გამიკეთეს და მერე ლაზერით მომაძვრეს...
ეხლა კიდევ ვიპოვე ერთი ორი და ლაზერის სურვილი რატომღაც აღარ მაქვს...
შეგიძლიათ მოწვის პროცესი ცოტა დაწვრილებით დაწეროთ? biggrin.gif

Posted by: paranoidis_dzma 30 Jun 2006, 01:52
მე მქონდა ბავშბოვაში ხელზე, ხოდა მოვიშორე იოდით, ყოველ დილა საღამოს იოდს ვისვამდი ( იოდის ბოთლს დავადები თავზე ამ მეჭეჭის ადგილს მჭიდროდ, მერე ბოთლს ამოვაყირავებდი და ესხმებოდა ზედ ) და სადღაც 2 კვირაში ( არც კი ) უკვალოდ გაქრა, რაც მთავარია უმტკივნეულოდ wink.gif

Posted by: BaBajanka 30 Jun 2006, 02:20
Rocko

ზუსტად ნახევარწუტიანი პროცედურა იყო. სიმართლე გითხრა არ ვიცი ლაზერი იყო, თუ ელექტრო, მაგრამ მომიწვეს, ეგ ვიცი და ტკივილიც უმიშვნელო იყო.

smile.gif
QUOTE
შეგიძლიათ მოწვის პროცესი ცოტა დაწვრილებით დაწეროთ?


პროცედურა არც იყო. დამსვა სავარძელში, მითხრა, ცოტა გეტკინება და მოითმინეო, მერე რაღაც "პაიანიკის" მაგვარი დამადო, გააჩერა 5-10 წამი და ამით მორჩა ყველაფერი.
შემდეგ ძალიან მუქი მარგანცოვკის ხსნარით დამიმუშავა და მითხრა 4 დღე ისვიო. smile.gif

მე მაინტერესებს რამდენად გამართლებულია ონკოლოგიის ამბავში გადაუმოწმებლად ამგვარი პროცედურის დანიშვნა.

paranoidis_dzma

კი, დედაჩემი ძმრის მჯავით ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას და გამოსდის კიდეც. მე კი მაგის თავი არ მაქვს, მირჩევნია 5 ლარად წამებში მომაშორონ.

Posted by: Rocko 30 Jun 2006, 11:42
BaBajanka
QUOTE
მერე რაღაც "პაიანიკის" მაგვარი დამადო, გააჩერა 5-10 წამი

ლაზერი ყოფილა ეგ smile.gif
მეც მასე მოვიცილე, მაგრამ მაგ "პაიანიკის" დადებამდე ლიდოკაინი გამიკეთა cry.gif

და ქარჩაულის სითხით არავის მოგიწვავთ?


Posted by: ბაჩუკი 30 Jun 2006, 11:50
მე მომიწვავს,რაღაც წვეტიან მილს ჩაყოფენ ამ სითხეში,მილში რამოდენიმე წვეთი სითხე შევა,მერე ამ მილს არჭობენ ღრმად მეჭეჭში და სითხეს ასხამენ სიღრმეში,რამდენიმე დღეში სითხესთან შეხებაში მყოფი ქსოვილი დანეკროზდება და მოვარდება.

Posted by: BaBajanka 30 Jun 2006, 13:32
Rocko

QUOTE
ლაზერი ყოფილა ეგ


არა, დღეს ვიყავი ისევ, ვიკითხე და რადიოტალღებიაო... spy.gif რავი, შემწვრის სუნი კი დადგა ორ წამში.


Posted by: badbad bad boy 14 Jul 2006, 20:43
მკვდარი კატა შველის მაგას.... ისე სერიოზულად კი კუზანოვის ესთეტიკის ცენტრში უცებ შველიან მაგ ამბავს wink.gif

Posted by: roo 14 Jul 2006, 21:04
QUOTE
მოკლე დროის განმავლობაში გაუჩნდა მეჭეჭები, ბევრი, წვრილ, წვრილი

სანამ რამე ამოწვის მეთოდს მიმართავ უმჯობესია რომ ზუსტი დიაგნოზი დაადგინო რატომ გაუჩნდა ბევრი მეჭეჭი უცებ, წეისთ ამით პრობლემა არ უნდა იყოს ან კარგ დერმატოლოგს უნდა ეჩვენოს ან კარგ ონკოლოგს

Posted by: tamrikor 23 Jul 2006, 20:56
bachuki84
ეგეთი სითხით 2 ჯერ უკვე მოვიშორე ოპერასთან და თითო ჯერზე 35 ლარი გადვიხადე მარა ისევ გამომივიდაsad.gif
თან საშინლათ მეწვოდა
BaBajanka
და თითო მეჭეჭის მოშორებ ღირს 5 ლარი?

Posted by: badbad bad boy 24 Jul 2006, 00:29
QUOTE
და თითო მეჭეჭის მოშორებ ღირს 5 ლარი?

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Solveig 24 Jul 2006, 01:06
QUOTE
მკვდარი კატა შველის მაგას....

საინტერესო ისაა, რომ ჩემს თანამშრომელს (ბიოლოგს) სერიოზულად სჯეროდა, რომ მართლა არსებობს რაღაც "საწაულმოქმედი შელოცვები", რომელიც მხოლოდ რუსის ბებიებმა იციან და მხოლოდ ახალი მთვარის დროსაა ეფექტური. მის 4 წლის ბავშვს ჰქონდა მეჭეჭი ხელზე.
მოკლედ, ეძება, ეძება რუსი ბებია, ვერ იპოვა და იძულებული გახდა, ბავშვი დერმატოლოგთან მიეყვანა, რომელმაც მოუწვა მეჭეჭი.

Posted by: tamrikor 24 Jul 2006, 10:31
badbad bad boy
რა გაცინებს მე არ ვიცი და მაგიტომ ვკითხულობ

Posted by: BaBajanka 24 Jul 2006, 17:17
tamrikor

ხო, მაგრამ ეს მეჭეჭი კი არა, პაპილომაა. მეჭეჭის მსგავსი, ჩამოკიდებული რომ არის ხოლმე. smile.gif
გვარამიას ცენტრში გავიკეთე, თითო 5 ლარად smile.gif არც სეილი იყო და არც ძონძები smile.gif

Posted by: tamrikor 25 Jul 2006, 11:23
BaBajanka
მადლობთ ინფორმაცისთვის

Posted by: Archer 25 Jul 2006, 14:56
მე დღეს მეჭეჭის ნაწილი მაკრატლით მოვიჭერი და ძაან დამენძრევა? biggrin.gif

Posted by: ბაჩუკი 25 Jul 2006, 15:37
QUOTE
მე დღეს მეჭეჭის ნაწილი მაკრატლით მოვიჭერი და ძაან დამენძრევა? 

მაგრად მიგიქარია,ეგ არ უნდა გექნა pop.gif

Posted by: asiko 5 Jan 2007, 23:24
სად შეიძლება ბავშვის მიყვანა მეჭეჭის მოსაშორებლად?

Posted by: Mama_Basili 5 Jan 2007, 23:37
asiko
ქარჩაულის სითხე იყიდე და ერთი კვირა მიუს მოუსვი ყოველ დღე, მე მასე მოვიცილე ხალები

Posted by: asiko 5 Jan 2007, 23:39
Mama_Basili
ხალი და მეჭეჭი ერთიდაიგივეა მერე?

Posted by: Mama_Basili 6 Jan 2007, 00:00
asiko
ქარჩაულისთვის კი biggrin.gif ხორცმეტია ორივე და ორივეს მოაცილებს, მარ ექიმის კონსულტაციის გარეშე არ გირჩევ boli.gif

Posted by: asiko 6 Jan 2007, 00:02
Mama_Basili
ok, thanks.


Posted by: varlamovich 6 Jan 2007, 18:52
asiko
გოგი დონაძესთან მიდი ბახტრიონის ქუჩაზეა კლინიკა "ლაზერი" 10 წელზე მეტია მუშაობს. მეჭეჭებისა და ამდაგვარი რაღაცეების მოშორებას გირჩევ იქ, CO2 ლაზერით. ბავშვებიც მყავდა იქ მიყვანილი, მეც მომაშორა მეჭეჭები და ცოლსაც და კიდევ ბევრ ნაცნობსbiggrin.gif . ქარჩაული 19 საუკუნეა, არავითარ შემთხვევაში არ გირჩევ .

Posted by: upfir 6 Jan 2007, 18:54
asiko
მიდი ცენტრ ლაზერში, ბახტრიონის ქუჩაზე, გოგი დონაძესთან. ყოველდღეა დილის 10-დან 12-მდე.

Posted by: AnimeR 6 Jan 2007, 19:57
ჩემი კურსელია, ულოცავს და შორდება biggrin.gif არა მართლა...მეცინება ხოლმე...არადა სამედიცინოს სტუდენტები ვართ...როჟა იძახის უშვილობასაც ვარჩენო...არადა 20 წლისაა...ბებიამ დაუტოვა და ასწავლა რეცეპტები biggrin.gif

Posted by: SOULFUL 6 Jan 2007, 21:51
მე ერთადერთხელ გამომივიდა თითზე მეჭეჭი, მაგ დროს კან-ვენის კურაციას გავდიოდი ნინო ცისკარიშვილთან, ჰოდა მან მომიწვა. უმნიშვნელო ნაწიბური დამრჩა მხოლოდ.

Posted by: @bako@ 6 Jan 2007, 22:15
asiko
QUOTE
ქარჩაულის სითხე იყიდე და ერთი კვირა მიუს მოუსვი ყოველ დღე, მე მასე მოვიცილე ხალები

არა ქარჩაულით არ მოუწვა, თან ექიმის კონსულტაციის გარეშე.
დონაძე მართლა კარგია. შეგიძლია მაგის საიტზე შეხვიდე და ნახო ყველაფერი

Posted by: asiko 6 Jan 2007, 22:15
varlamovich
upfir
დიდი მადლობა. ნაწიბური რჩება მოშორების მერე? და ხომ არ იცით რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის მეჭეჭის მოშორება?

Posted by: varlamovich 7 Jan 2007, 00:45
asiko

მე ვისაც ვიცნობ არ დარჩა (სახეზე ჰქონდათ, ქუთუთოზე და სხვაგანაც). აქ ამაზე მეტს ვერავინ გეტყვის, თავად ექიმს დაელაპარაკე. ძვირიც არ არის. ჯერ აყუჩებს ლიდოკაინით (თუ დიდი ზომისაა), თუ პაწიაა, გაყუცებაც არ არის საჭირო.

Posted by: asiko 7 Jan 2007, 01:56
varlamovich
გმადლობთ, გეთაყვა. smile.gif

Posted by: revolucioneri 7 Jan 2007, 22:49
QUOTE (AnimeR @ 6 Jan 2007, 19:57 )
ჩემი კურსელია, ულოცავს და შორდება biggrin.gif არა მართლა...მეცინება ხოლმე...არადა სამედიცინოს სტუდენტები ვართ...როჟა იძახის უშვილობასაც ვარჩენო...არადა 20 წლისაა...ბებიამ დაუტოვა და ასწავლა რეცეპტები biggrin.gif

რა გვარია ეგ??????????????????????????????????????

Posted by: ხორხე 8 Jan 2007, 22:47
ზაზაა ფანასკერტელი-ციციშვილი .

Posted by: asiko 12 Jan 2007, 09:59
QUOTE
მიდი ცენტრ ლაზერში, ბახტრიონის ქუჩაზე, გოგი დონაძესთან. ყოველდღეა დილის 10-დან 12-მდე.


ორჯერი ვიყავი ამ კლინკაში და სულ დაკეტილია. მარტო 10-დან 12-მდეა ღია??

Posted by: upfir 12 Jan 2007, 15:04
asiko
10 დან 12 დე.
გოგი დონაძის მობ. 877 415 030, სამს. 36 14 18 შეუთანხმდი და ეგაა რა

Posted by: asiko 12 Jan 2007, 22:09
upfir
ვნახე უკვე დღეს. ძალიან საყვარელი კაცი კი ყოფილა. 12-მდე მივედი და ღია იყო. აღMოჩნდა რომ ანესთეზიით აკეთებს მეჭეEის მოშორებას. და გადავიფიქრე ბავშვის მიყვანა. ჯერ პატარაა ნემსისთვის. სხვა მარტივი მეთოდებით ჯობია, თU არადა ქონდეს ის მეჭეჭი. smile.gif

Posted by: size 13 Jan 2007, 00:29
asiko
თუ პატარაა ქონდეს ჯერ თუ არ უშლის... მერე შეიძლება ტავისით გაუაროს...
მე მქონდა ხოლმე ხელის თითზე ბავშვობაში და ეხლა აღა მაქვს... გაქრება ნელ-ნელა...

Posted by: upfir 13 Jan 2007, 01:45
asiko
smile.gif მაშინ ჯერ გაანებე თავი. ამ ლაზერით ერტი პაწაწინა ნემსია გასაკეთებელი და "მარტივი მეტოდები", მაგალითად ქარჩაულით, შეიძლება 10 დღე დაჭირდეს წასმა და ყოველი წასმა სააასინლად მტკივნეულია.

Posted by: psyxo 13 Jan 2007, 02:27
აიღე კარტოფილი გაყავი დაჭერი ოთხად სათითაოდ წაისვი მეჭეჭზე და მიწაში ჩამარხე (გაითვალისწინე არ უნდა გაღვივდეს, კვირტიანი არ უნდა იყოს) კარტოფილის ლპობასთან ერთად მეჭეჭიც გაიწოვება...
ეს ყველაფერი(პროცესი) კეთდება ინკოგნიტოდ(აუცილებლად!!!!!) არავინ არ უნდა იცოდეს არავისთან არ მოყვეთ(კონკრეტული ქმედებები (სად, როგორ, როდის)
1 თვეში მეჭეჭები გაივლის.
-არც ცრურწმენები არ მაქვს(კატის გადარბენა, მარცხენა ფეხიო და რამეები......) არც მორწმუნე ვარ .
-კაი ხნის წინ იყო, მაგრამ
ბ შ ვ-ფაიზახი მიშველა!!!!!!!!!!

Posted by: Min2Max 14 Apr 2007, 22:50
მეჭეჭი როგორ გავიქრო ან მოვიწვა ხომ არ იცით მითხარით თუ იცით რა პრეპარატებია საჭირო და როგორ ხდება

Posted by: BMW_M3 14 Apr 2007, 22:53
Min2Max
ონკოლოგიურში არის მიდი და მოგაცილებენ რაღაც ქარჩაულის ხსნარით

Posted by: SOULFUL 14 Apr 2007, 22:57
Min2Max

მე კან-ვენს რომ გავდიოდი, ნინო ცისკარიშვილი მასწავლიდა და მან მომიწვა. ძალიან უმნიშვნელო ნაწიბური დამრჩა თითზე.

Posted by: Min2Max 15 Apr 2007, 00:12
და ვაფშე რატომ ჩნდება ტოsmile.gif მაგაზე ვერ გამცემთ პასუხსsmile.gif

Posted by: SPC 15 Apr 2007, 00:34
აუ მეჭეჭი არა მაგრამ სულ პატარა რაღაც მქონდა, არვიცი რაღაც იყო ძVლივს ჩანდა, და მეთქი მოვიწვავ, ხოდა კი მომიწვეს მაგრამ იმის მაგივრად გაჩნდა ბევრად უფრო დიდი რაღაც, მოწვის შედეგად

Posted by: _AnT_ 27 Jun 2007, 23:58
ე.ი ჩემი განუყრელი ძმა და მეგობარი მეჭეჭი უკვე 3-4 თვეა ჩემს ხელზეა, ერთი პერიოდი ვახლობლობდით biggrin.gif ახლა მოშორება მომინდა, ერთხელ უკვე ძალადობას ქონდა ადგილი და ამოვგლიჯე, მაგრამ დამიბრუნდა... და რამეს ხომ არ მირჩევდით? ჯიგრულად რომ დამტოვოს? givi.gif spy.gif

Posted by: Solveig 28 Jun 2007, 00:03
_AnT_
უდნა წახვიდე, გაიკითხო-სადმე იქნება ბებია, რომელსაც ეცოდინება შელოცვა...სასვსემთვარობისას უდნა მიხვდიე და შეგილოცავს..ან კიდევ მალამოს მოცემს, რომელსაც ასევე სავსემთვარობისას წაისვამ, გზაჯვარედინზე. ჰო, სასურველია ბებია რუსი იყოს.

ან კიდევ ტომ სოიერის და მისი ძმაკაცის საუკეთესო ტრადიციებში, მკვდარი კატა დაგჭირდება და სასფლაოზე მოგიწევს წასვლა..


ეს ხუმრობით....დერმატოლოგს მიაკითხე. როგორც ვიცი, კონსისტიტუციის ქუჩაზე, კან-ვენის დისპანსერში აცილებენ საკმაოდ ეფექტურად. ჩემს თანმშრომელს ჰყავდა ბავშვი და ფრიად კმაყოფილია-მეჭეჭი გაქრა და აღარც ახალი გასჩენია.

Posted by: kote18 28 Jun 2007, 00:04
კი
გირჩევდი smile.gif
ლეღვის ფოთლის რძე შველის მაგრად....
ოღონდ ხშირად უნდა წაისვათ თხლად...

Posted by: _AnT_ 28 Jun 2007, 00:08
Solveig
QUOTE
უდნა წახვიდე, გაიკითხო-სადმე იქნება ბებია, რომელსაც ეცოდინება შელოცვა...სასვსემთვარობისას უდნა მიხვდიე და შეგილოცავს..ან კიდევ მალამოს მოცემს, რომელსაც ასევე სავსემთვარობისას წაისვამ, გზაჯვარედინზე. ჰო, სასურველია ბებია რუსი იყოს.

ხოოო... ეგეთი ბებიები იშვიათობაა, თანაც რუსები biggrin.gif
QUOTE
ან კიდევ ტომ სოიერის და მისი ძმაკაცის საუკეთესო ტრადიციებში, მკვდარი კატა დაგჭირდება და სასფლაოზე მოგიწევს წასვლა..

მეზობლის კატას ტროტილით გაჩეჩქვილ თაგვს მივუგზავნი და მუხადგვერდში გავაჭრი biggrin.gif
QUOTE
ეს ხუმრობით....დერმატოლოგს მიაკითხე. როგორც ვიცი, კონსისტიტუციის ქუჩაზე, კან-ვენის დისპანსერში აცილებენ საკმაოდ ეფექტურად. ჩემს თანმშრომელს ჰყავდა ბავშვი და ფრიად კმაყოფილია-მეჭეჭი გაქრა და აღარც ახალი გასჩენია.

მადლობა, მომიწევს მანდ წასვლა, თუ რამე ეფექტური წამალი არ გამოჩნდა (სახლის პირობებში)
kote18
QUOTE
კი
გირჩევდი
ლეღვის ფოთლის რძე შველის მაგრად....
ოღონდ ხშირად უნდა წაისვათ თხლად...

მე მალე მინდა მოვიშორო ეგ დიდხანს გასტანს.......

Posted by: SOULFUL 28 Jun 2007, 00:23
QUOTE
დერმატოლოგს მიაკითხე. როგორც ვიცი, კონსისტიტუციის ქუჩაზე, კან-ვენის დისპანსერში აცილებენ საკმაოდ ეფექტურად. ჩემს თანმშრომელს ჰყავდა ბავშვი და ფრიად კმაყოფილია-მეჭეჭი გაქრა და აღარც ახალი გასჩენია.


მეც მანდ მომაშორა ნინო ცისკარიშვილმა, პრაქტიკულის დროს ვაჩვენე და მომიწვა. საკმაოდ ეფექტურია! ამ განყოფილებაში მერამდენედ ვწერ ამას აღარც მახსოვს, ნოსტალგია მაქვს უკვე ჩემი მეჭეჭის biggrin.gif

Posted by: _AnT_ 28 Jun 2007, 00:28
SOULFUL
QUOTE
მეც მანდ მომაშორა ნინო ცისკარიშვილმა, პრაქტიკულის დროს ვაჩვენე და მომიწვა. საკმაოდ ეფექტურია! ამ განყოფილებაში მერამდენედ ვწერ ამას აღარც მახსოვს, ნოსტალგია მაქვს უკვე ჩემი მეჭეჭის

ეჰ მომიწევს მეც მანდ წასვლა sad.gif არადა ჯიგრულად წასულიყო მირჩევნოდა.......

Posted by: gvamer 29 Jun 2007, 13:25
asiko
QUOTE
ვნახე უკვე დღეს. ძალიან საყვარელი კაცი კი ყოფილა. 12-მდე მივედი და ღია იყო. აღMოჩნდა რომ ანესთეზიით აკეთებს მეჭეEის მოშორებას. და გადავიფიქრე ბავშვის მიყვანა. ჯერ პატარაა ნემსისთვის. სხვა მარტივი მეთოდებით ჯობია, თU არადა ქონდეს ის მეჭეჭი. 

ერთი ცალის მოშორება რა ღირს ხომ არ იცი "ლაზერში" ??
შაბათ-კვირას თუ მუშაობენ ეგ ხომ არ იცი?

საკმაოდ ბევრი მაქვს ორივე ხელზე sad.gif



და ვაბშე რა არის ეს მეჭეჭი? გადამდები რომ არის ვიცი

Posted by: გენიოსი 1 Jul 2007, 13:41
QUOTE
მეჭეჭები


მე მქონდა 5 ცალი და ყველა გაქრა თავისით.

ცოდვებმა იცის მეგობრებო ცოდვებმააა...

და კიდევ!ძილის წინ ილოცეთ.

Posted by: vano_t 1 Jul 2007, 19:35
QUOTE (gvamer @ 29 Jun 2007, 13:25 )
და ვაბშე რა არის ეს მეჭეჭი? გადამდები რომ არის ვიცი

ვირუსული ინფექცია გამოწველი HPV-თი (human papilloma virus) ანუ ადამიანის პაპილომის გამომწვევი ვირუსით.

Posted by: CuRSeD 2 Jul 2007, 11:47
ძაან პატარა მქონდა თითზე ხოდა რამოდენიმე დღის წინ კბილებით მოვიჭამე biggrin.gif იმედია არაფერი დამემართება tongue.gif

Posted by: გენიოსი 2 Jul 2007, 19:06
QUOTE
ძაან პატარა მქონდა თითზე ხოდა რამოდენიმე დღის წინ კბილებით მოვიჭამე biggrin.gif იმედია არაფერი დამემართება tongue.gif


"იმედი"-ს იმედზე ხარ? lol.gif

Posted by: _SisterofNight_ 11 Sep 2007, 16:04
და რა იწვევს ამ მეჭეჭებს ტოესტ ამ ვირუსს? ძალიან გახშირებულია დღეს-დღეობით...

Posted by: tat 11 Sep 2007, 16:53
BaBajanka
QUOTE
მაგრა ანალიზს არ გამიკეთებენ. მგონი ნაცხს უღებენ ხალებს და მეჭეჭებს და ყველაფერ მასეთს.

მე ონკლოლოგიურში მიტხრეს ეგ ხალებზე-უნდა გავჯიჯგნოთ და სიტხე დავტესოტო.ტავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი. მერე მარიანა ქარჩაულთან მოვიწვი-შრამები დამიტოვა. ეხლა მოვედი -მიმიყვანა ახლობელმა ვიღაც კაცთან ბუკიას მეტროსთAნ ხატიაშვილი მიშა-ორსულობისმერე ცხიმგროვები ყვიმალებზე მომიწვა-ხვალ-ზეგ მივდივარ კიდევ და 50 ლარი უნდა ამახიოს. შედეგებს შეგატყობინებთ!:)
ხორცმეტზე ბავშვობაში წყნეთში ერტმა აქტიურმა ბებომ აბრეშუმის ძაფი გამიჭირა-გასივდა და მერე გახმა და მოძვრა-მას მერე ცოცხალი ვარsmile.gif
ხო....და-მეჭეჭი მოვიძვრე ბავშვობაში ლეღვის რძით-სახლთან იდგა და დილა საღამოს მატიტყნიდა დედაჩემი

Posted by: _SisterofNight_ 11 Sep 2007, 17:14
tat
ორსულობაში ამოგივიდა შენც მეჭეჭები? მანამდე მქონდა 2 ცალი და მოვიწვი. ორსულობაშიც ამომივიდა 5 ცალი წვრილ წვრილი თითებზე, გაგიჟებული ვარ.... ერთი სული მაქვს როდის მოვიცილებ.....

Posted by: tat 11 Sep 2007, 17:24
_SisterofNight_
ორსულობის მე-3 ტრიმესტრში გამიჩნდა ცხიმგროვები ტვალებთან-მეც ერტი სულიმქონდა როდის მოვიცილებდი. ამ კაცტან ძალაზე მიმატრია ახლობელმა ტვიტონ ჟირავიკი ამოიგდო უზარმაზარი ტავიდან-აშკარად შარლატანია, იმედია შრამები არ დამრჩება-ძალიან გაბრაზებული ვარ!
ორსულობაზე კიდევ არსებული ხალები წავიდა სიმაღლეში-ეგენიც მინდა მოვიძრო მარა მეშინია და ვარ ეგრეტ დისკომფორტშიsad.gif

Posted by: _SisterofNight_ 12 Sep 2007, 10:07
tat

მე ხელებზე გამიჩნდა წვრილ წვრილი მეჭეჭები და კისერზე რაღაც ხალის ვარიანტში, მოწვას ვგეგმავ მერე მომავალში.

Posted by: tat 12 Sep 2007, 14:12
_SisterofNight_
QUOTE
მოწვას ვგეგმავ მერე მომავალში.

მოკლედ ეხლა ამიტ ვერტობი კაკრაზ-------რას ვიზამ სად და რა შედეგით მერე მოგახსენებsmile.gif

Posted by: _SisterofNight_ 12 Sep 2007, 14:39
tat

მარჯანი როა კლინიკა ვერაზე იქ წვავენ როგორც ვიცი, ბევრი წიგნები და გაზეთები რო იყიდება იმის პირდაპირ. ოღონდ ტელეფონის ნომერი არ მაქვს სამწუხაროდ.

Posted by: LeGo 10 Jul 2008, 23:39
აბა ახლიდან დაწერეთ სად, როგორ და რაც მთავარია რამდენად! chups.gif smile.gif

Posted by: -KiMi- 11 Jul 2008, 00:11
ყველაზე მარტივ ხერხს გასწავლით რა.....
იყიდეთ აფთიაქში ლეიკოპლასტირის გორგალი თუ რაც არის და დაიკარით მეჭეჭზე....
რომ ჰაერი არ წვდებოდეს.... კაროჩე სულ უნდა გეკრათ რა..... ხელებს რომ დაიბანთ თავიდან დაიკარით (სველი ლეიკო ძვრება ხელიდან) კაროჩე დროთა დანმავლობაში უჰაერობაში მყოფი მეჭეჭი დაიწყებს სიკვდილს...ხოდა მკვდარი კანი მოიჭერიტ....ასე გააგრდზელეთ სანამ ფესვებსაც არ მოიშორებთ და ეგაა...ყველაზე მარტივი იაფი და უმტკივნეულო მეთოდი wink.gif

Posted by: coco chanel 11 Jul 2008, 00:15
ეხლა ვიცი რომ დამცინებთ, მაგრამ მაინც უნდა დავწერო smile.gif 3 მეჭეჭი ამომივიდა თითებზე და წავედი და მოვიწვი, ჯერ ლიდოკაინი გამიკეთეს კინაღამ მოვკვდი ალერგიული ვყოფილვარ და გული წამივიდა smile.gif მერე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დამშანთეს, მერე ძლივს შეხორცდა ღრმულები და რომ მეგონა ვსიოოო კიდევ ამომივიდა, ხოდაააა ერთი მეგობარი მყავს მეგრელი და მითხრა შეგილოცავ ახალმთვარეობაზეო, მეთქი დამანებე თავი ნუ ბჟუტურობთქო შემილოცა და მითხრა არ დაუწყო ეხლა დაკვირვება დაპატარავდება თუ არაო ანუ ყურადღება არ მიაქციოო და 2 კვირაში გაქრა საერთოდ
ეხლა რაც შეეხება პატარა ხორცმეტებივით როა თვალზეც რომ ამოდის და კისერზეც არ ვიცი რა ქვია მაგას ნაღდად ვიცი კასტორკა შველის ანუ აბუსალათინის ზეთი დღეში 2-ჯერ დილით და საღამოს უნდა შეიზილო და ძვრება

Posted by: Satin 11 Jul 2008, 10:30
მეჭეჭს მოწვა კიარა მოყინვით იშორებენ. აფთიაში იკითხეთ Verumal , გამჭვირვალე ლაქივით არის, Dრეში 3 ჯერ ისმევ მეჭეჭზე და ნენლენა Qრება. Aროს მეჭეჭის სახეობა, რომელიც თინეიჯერებს ემართებათ ხშირად, წვირილი და ბევრი ერთად, რომელიც უმეთეს სემთხვევაში ტავისით ქრება.

Posted by: naia 25 Sep 2008, 10:57
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მეჭეჭი ერთი უწყინარი რამ იყო. ახლა ნეტში დავძებნე და წერია რომ პირდაპირი კონტაქტით გადადის. ხომ არ იცით, რა იწვევს და რამდენადაა დაკავშირებული მისი გამოჩენა პაპილომის ვირუსთან? და კიდევ, შეიძლება თუ არა ამ ვირუსის განკურნება?

პს. გთხოვთ, უპასუხოდ ნუ დატოვებთ. მართლა მაინტერესებს. ჩემს პატარა ნათლულს გამოუვიდა ხელზე და დედამისი ძალიან ნერვიულობს

Posted by: ჯუღაშვილი 25 Sep 2008, 19:19
მე მქონდა ცერა თითძე 2 წელი და მერე უცებ დაპატარავდა და გაქრა დაახლოებით 5 დღეში....

Posted by: gregarious 26 Sep 2008, 23:30
მოწვას და კაუტერიზაციას ნუ ეხუმრებით!
არის მონაცემები რომლის მიხედვითაც მაღალი ტემპერატურის ქვეშ ცხიმი (ამ შემთხვევაში თქვენი საკუთარი) გარდაიქმნება კანცეროგენად,
კანცეროგენად რომელიც იწვევს რნმ-ს ფრაგმენტაციას და ორგანიზმში ახალი "უკონტროლო გენური ვექტორის" წარმოქმნას

...მაღალი ტემპერატურა და ცხიმის კომბინაცია უფრო მეტ აქტუალობას იძენს როდესაც ლაპარაკია ღია ცეცხლზე მომზადებულ ხორცის საკვებზე...
დაიბადა შეკითხვები?- ინეტში ყველაფერია

მოწვა მარტივი გადაწყვეტაა - მოწვი და ...
არსებობს მოყინვაც, თხევადი აზოტით, პროცედურის კანცეროგენობა უცნობია

კიდევ არსებობს ჩრდილოევროპული წარმოშობის კონდილოტროპები...

Posted by: LeGo 26 Sep 2008, 23:39
gregarious
და ბოლო-ბოლო ვერ გავიგე, გამოსავალი რა არის? რა უნდა უყო? spy.gif

Posted by: gregarious 27 Sep 2008, 00:04
LeGo
როგორც ჩანს მოწვა არის პრიმიტიული და სარისკო გადაწყვეტილება
უკეთესია ალბათ მოყინვა, მაგრამ თხოულობს თხევად აზოტს, ადრე თბილისში იყო მაგის შესაძლებლობა, ეხლა არ ვიცი



Posted by: katika555 28 Sep 2008, 00:17
ხო იმედია ეხლაც აკეთებენ ფიზიკის ლაბორატორიაში აზოტს...

ხოდა რამდენიც შემილოცეს იმდენი ახალი ამომივიდა... ყველა ბებია რო ნახავს ჩემ ხელებს მილოცავს და ახალი ამომდის...
რაღაცა უნდა უშველო თორე საშველი არაა საშინლად მაქვს უკვე კაი 10 წელია, და ყოველ წელს ახალი ამომდის საშინელებაა...
მარა აი ბუჩქივით როა იმას მოწვა უშველის თუ მოყინვა?

Posted by: ANI_ 7 Oct 2008, 18:15
დღეს მოვიწვი მე მეჭეჭი. . .

ანესტეზიოა არ გავაკეტებინე და მაგარი მეტკინა ;(


Posted by: goga_neo 10 Oct 2008, 23:30
იქნეფ მეც დამეხმაროთ smile.gif იტოქში საჩვენებელ თითზე მაქვს მეჭეჭი გძეტა 4 წელია თუ მეტი არა გაიზარდა და დარჩე ის ზომა. ეხლა მინდა მოშორება და როგორ მოვიშორო რას მირჩევთ ძაანაც რომ არ მეტკინოს smile.gif და ასევე უსაფრთხო იყოს

Posted by: doclizi 17 Oct 2008, 17:10
ვიყავით დერმატოლოგთან და შედეგი არ გვქვს..შეიძლება აქ მივიღო პასუხი მკურნალობის ალტერნატიულ გზებზე ...


Posted by: Romina 17 Oct 2008, 19:36
doclizi
სად იყავით დერმატოლოგთან?

Posted by: doclizi 20 Oct 2008, 11:33
Romina
კი, მყავდა და არ გამოდგა ეფექტური მკურნალობა..ვნერვიულობ ძალიან, გოგოა თან..

Posted by: Romina 20 Oct 2008, 11:41
doclizi
რა ვიცი, მაინც გირჩევ რო სხვა დერმატოლოგთან მიიყვანო. წესით კარგმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს ეგ პრობლემა. შეიძლება ვირუსული გენეზის იყოს მეჭეჭები და ადგილობრივის გარდა სხვა ჩარევა იყოს საჭირო. დერმატო-ვენეროლოგიის კლინიკა როა ნინოშვილზე, იქ მუშაობს სოსო კობახიძე, ნამდვილად კარგი ექიმია. იქნებ მასთან მიიყვანო.

Posted by: LeGo 24 Oct 2008, 20:48
user posted image

მეჭეჭი


მეჭეჭი - კანის ვირუსული დაავადებაა. არჩევენ ჩვეულებრივ ბრტყელ, ანუ სიჭაბუკის მეჭეჭს და მოხუცებულობის - მახვილწვეტიან მეჭეჭს - კონდილომას.

ჩვეულებრივი მეჭეჭი სფეროსებრი ან ოვალური ფორმისაა და ქინიძისთავის ოდენობიდან მუხუდოს ოდენობამდე სიდიდის წარმოიქმნება, რომელიც უფრო ხშირად ვითარდება ხელის მტევნებისა და თითების გვერდით ზურგით ზედაპირზე, ფეხის გულებზე, ფრჩხილების გარშემო, ზოგჯერ კი ფრჩხილების ქვეშ, შეიძლება მტკივნეული იყოს.

ბრტყელი მეჭეჭი უმტკივნეულოა, ოდნავ წამოწეული კანის დონიდან, ჩვეულებრივ მკრთალი ყავისფერი ან ნორმალური კანის ფერისაა. ასეთი მეჭეჭი ხშირია ხელის მტევნების ზურგის ზედაპირსა და სახეზე. სიჭაბუკის მეჭეჭი დიდხანს ძლებს, უკვალოდ ქრება, ზოგჯერ კი რეციდივს იძლევა.

კანისა და ლორწოვანი გარსის იმ უბნებზე, რომლებიც ხანგრძლივად ღიზიანდება, შეიძლება წარმოიქმნას მახვილწვეტიანი მეჭეჭი (მახვილწვეტიანი კონდოლომა). იგი მამლის ბიბილოს ან ყვავილოვან კომბოსტოს ჰგავს. ასეთი მეჭეჭები უფრო ახალგაზრდებს უვითარდებათ 20-დან 30 წლის ასაკში.

ყველა ამ მეჭეჭს იწვევს ფილტრში გამავალი ვირუსი. დასნებოვნება ხდება პირდაპირი კონტაქტის ან საოჯახო ნივთების მეშვეობით. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2-3 თვეს და მეტ ხანს.

მოხუცებულობითი მეჭეჭი ვითარდება ხანშიშესულობის ასაკში და საერთო არაფერი აქვს ვირუსით გამოწვეულ მეჭეჭთან. იგი მრგვალი, ოვალური ან არასწორი ფორმისაა, პატარა ზომის, ზურგსა და სახეზე მოყვითალო-ნაცრისფერია ან ყავისფერი, უფრო ხშირად ვითარდება მკერდზე.

შინაურულად მეჭეჭის მოშორება (განსაკუთრებით ბავშვებში) რეკომენდირებული არ არის. მჟავით მოწვამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწიბური და დამწვრობა. მეჭეჭის სამკურნალოდ ექიმს უნდა მიმართოთ.

მეჭეჭების მოშორება ხალხური საშუალებებით

ქ რ ი ს ტ ე ს ი ს ხ ლ ა
ქრისტესისხლას ღეროს წითელი წვენის წასმა მეჭეჭებზე დღეში რამდენჯერმე აქრობს მას. ეს საშუალება არ იწვევს კანის დაზიანებას და ძლიერ ეფექტურია.

ლ ე ღ ვ ი
ლეღვის ნაყოფის რძე-წვენს ისვამენ მეჭეჭზე და ასე აქრობენ მას.

ხ ა ხ ვ ი
ხახვის თავს დებენ ძმრის ესენციაში ან ძმარში 2 საათით და მის ფოთოლს იდებენ მხოლოდ მეჭეჭზე. პროცედურას რამდენჯერმე იმეორებენ, სანამ მეჭეჭი ფესვიანად არ ამოვარდება.

კ ა ლ ა ნ ხ ო ე
კალანხოე ოთახის მცენარეა. მის სქელ ფოთოლს ჭრიან სიბრტყეზე და იდებენ მეჭეჭზე. ზოგჯერ მხოლოდ 3-4 პროცედურაა საჭირო მეჭეჭების მოსაცილებლად.

ნ ი შ ა დ უ რ ი
სველ მეჭეჭებზე ისვამენ ნიშადურის სპირტს, რომელიც სწრაფად აქრობს მეჭეჭებს.

ნ ა ც ა რ ი
ნაცარს ასხამენ წყალს არაჟნის კონსისტენციამდე და ისვამენ მეჭეჭზე. ეს საშუალება უხდება ბრტყელი ტიპის მეჭეჭს.

Posted by: nata_natalia 25 Oct 2008, 22:24
უმჯობესია დერმატოლოგს მიმართოთ, რომელიც თავად აკეთებს ელექტროკოაგულაციას. მან უკეთ იცის როგორ მოწვას მეჭეჭი, რომ იარა არ დატოვოს და ნაკლებ მტკივნეულიც იყოს. არის სპეციალური სითხეები, მაგრამ მათი გამოყენების დროს სიფრთხილეა საჭირო, რადგან შეიძლება გარშემო ქსოვილები დააზიანოს. მათ თან ძირითადად პატარა და ბრტყელი მეჭეჭების დროს იყენებენ. დიდი ზომის მეჭეჭის დროს უმჯობესია ანესთეზიის გაკეთება და შემდეგ ელექტროკოაგულაცია.

Posted by: lalaaa 31 Oct 2008, 01:31
ჩემმა ერთმა ნაცნობმა მეჭეჭზე მოიჭირა ძაფი და გახმა და მოძვრა.......

მე რა ვქნა?

ტუ ასეთი კოსმარი იყო ამ მეჭეჭის მოცილება არ მეგონა.. აუუ, გავღიზიანდი საშინლად..... punch.gif

Posted by: nata_natalia 7 Nov 2008, 11:15
არ არის კოშმარი, მთავარია სპეციალისტმა მოაშოროს smile.gif გაგიყუჩებენ და არც გეტკინებათ

Posted by: rockataka 19 Nov 2008, 02:03
მოგესალმებით ექიმ ხალხს.
ერთი გამარკვიეთ, საერთოდ რა არის მეჭეჭი და რა იწვევს მას?
ასევე, რა საშუალებით შეიძლება მისი მკურნალობა?

პ.ს. თუ უკვე არის ამაზე თემა, მოდერს ბოდიშს ვუხდი. მივიღებ თუ არა პასუხს, შეგიძლიათ დახუროთ.

Posted by: nato_nato 2 Dec 2008, 21:01
მე ხელზე მქონდა მეჭეჭი,თან დიდი გაიზარდა და საშინლად მაწუხებდა.ექიმთან წავედი და ოპერაცია გჭირდებაო. არ გავიკეთე.მერე მასწავლეს,ლეღვის რძე წაისვიო. ხშირად ვისმევდი. ნელ-ნელა გაშავდა და გახმა.მერე მომძვრა თავისით. 15წელი გავიდა არც ამომსვლია და არც მტკივა. love.gif love.gif

Posted by: Matronaa 2 Dec 2008, 21:27
მე ორსულობისა მიჩნდება ხოლმე ყელის არეში უწვრილესი მეჭეჭები და სემდეგ თავისით ქრება მშობიარობის შემდგომ...
ალბათ ორსულობისას დაწეული იმუნიტეტის ბრალია...
ახლა , მაქვს დარჩენილი ერთეული ... თორემ ორსულობისას უამრავი მქონდა...

Posted by: საფრთხობელა 4 Feb 2009, 19:29
ვაიმე, სად ვის უნდა მივაკითხო მეჭეჭის მოსაცილებლად?

ონკოლოგიური?

Posted by: zvio89 18 Apr 2009, 14:45
Scarecrow
QUOTE
ვაიმე, სად ვის უნდა მივაკითხო მეჭეჭის მოსაცილებლად?

ონკოლოგიური?

მე მაქ მომაძრეს მეჭეჭი,

მაგრამ მერე ისევ ამომივიდა და ერთმა მოხუცმა ბაბუშკამ მასწავლა,რამდენი მეწეჭიც გაქ იმდენჯერ ძაფი გაკვანძე და სადმე ისეთ ადგილას ჩამარხე სადაც წყალი გადისო რო დალპესო,თავიდან მეთქი მეკაიფება თქო,მაგრამ ლეღვის რძის სმა რო მომწყინდა ეგრე გავაკეთე და მართლა გამიქრო smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: _qaloba_ 14 Jan 2010, 19:02
მოკლედ ფეხმძიმობისას კისერზე გამიჩნდა უამრავი წვრილი მეჭეჭებივით რაღაც , ზოგი გადიდდა ძალიან არა მაგრამ მაინც , ზოგი ისევ წვრილად არის , მეუბნებოდნენ რომ ბავშვის გაჩენის მერე თავისით მომცვივდებოდა და ხელი არ მეხლო , თან მითხრეს ეგ ისეთი რამეაო რომ მოიწვა ან რამე უარესად ბევრი ამოგივაო , მეც არ ვახლე ხელი , გავაჩინე ბავშვი , ეხლა აღარ მრავლდება და თითქოს ზრდაც შეაჩერა , მაგრამ ამეებს რა უყო ვერ ვიგებ. როგორ მოვიცილო? დერამტოლოგთან მიდნა მისვლა და რჩევის კითხვა მაგრამ პატარა ბავშვის გამო ვერ ვახერხებ მისვლას , იქნებ ამ ფორუმზე არის ვინმე დერმატოლოგი და მირჩიოს რამე , ან თქვენ თუ გქონიათ მზგავსი რამ ?

Posted by: qate 14 Jan 2010, 21:21
მე მქონდა ფეხზე, ფეხმძიმობის პირველივე თვიდან გამიჩნდა და გამაგიჟა კინაღამ ფეხსაცმელს ვერ ვიცვამდი რა ვერაფერი. თან ცერა თითთან პატარა მაზოლი მქონდა და იმაზე ამოვიდა მაინცადამაინც, მოკლედ საშინელება იყო. მერე მასწავლეს ასეთი რამ: იღებ ფქვილს, ზილავ ძმარში და იდებ ფეხზე (ზამთარში ადვილი გასაკეთებელია), საღამოობიტ ბანაობის მერე მე ან მაგას ან სულაც ძმრიან კომპრესებს ვიდებდი ფეხზე და ზემოდან წინდები, და ასე ვიძინებდი .. დაახლ ერთ თვეში უკვალოდ გაქრა. ..თან ის მინდა ვთქვა რომ ბევრჯერ მეზარებოდა და არ ვიკეთებდი ხოლმე . მაინც გაქრა და დავისვენე
გირჩევ smile.gif

Posted by: _qaloba_ 15 Jan 2010, 13:13
qate



რა არის იცი? აი შენ როგორი გქონდა ნეტა , ორნაირი ფორმისა როგორც ვიცი , ზოგი სქელებივით რომაა და ფართო ისეთზე არ ვამბობ , წვრილი ზომისაა და როცა იზრდება მერე მუქდება , ასეთი გქონდა? თან ეგრე როგორ დავიდო ვერ ვიგებ კისერზე გამომივიდა მარტო სხვაგან არსად არ მაქვს , მაშინ მთელი კისერზე უნდა წავისა და შევიხვიო ,რომ ის სულ წვრილებიც გაქრეს , ნეტა როგორი გქონდა შენ რომ გიშვეა , ვცდი მაინც დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: lelgermany 15 Jan 2010, 18:14
მე ხელზე ორი მეჭეჭი წლები მქონდა,და ლეღვის ნაყოფს რომ მოწყვეტ რძე რომ გადმოდის ეგ წავისვი და ერთ კვირაში ხმობა დაიწყო და გაქრა.
ყველაზე ეფექტურია მგონი

Posted by: salomeee 2 Mar 2010, 22:39
რა იწვევს მეჭეჭის გამოსვლას ხომ არ იცით? რამე შინაგანი მიზეზი ხომ არ აქვს ? რამდენი სახის მეჭეჭი არსებოსბს?
თუ ვინმეს გაქვთ პასუხი ჩემ კითხვებზე გთხოვთ მომწერეთ.

Posted by: alikiti 5 Mar 2010, 19:23
salomeee

მეჭეჭი არის ვირუსული დაავადება.

Posted by: GURAMI2 9 Mar 2010, 22:11
მიდი შეალოცინე ვინმეს რამდენიმე კვირაში გაქრება ისე რო ვერც გაიგებ

Posted by: Mrs_Zum 10 Mar 2010, 12:20
ამას სერიოზულად ამბობ? lol.gif
.........................

Posted by: 7903251 28 Mar 2010, 21:26
ამ ბოლო ხანებში ბევრს გაუჩნდა ეგ ჭირი იქნება დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ როგორ მოვიშოროთ ფრჩხილის მეჭეჭი!

Posted by: bancala 28 Mar 2010, 22:32
7903251
QUOTE
ფრჩხილის მეჭეჭი!

ეს რაღაა?? პირველად მესმის http://www.SmileS.Ge

Posted by: Thandrus 29 Mar 2010, 00:32
7903251

ჰმ... ეგეთი რამე პირველად მესმის მეც. სოკოვან ინფექციას ხომ არ ეძახი "ფრჩხილის მეჭეჭს"?

სურათი რომ დაგედო, ალბათ მივხვდებოდით.

Posted by: Tornike Alashvili 29 Mar 2010, 01:26
QUOTE (7903251 @ 28 Mar 2010, 21:26 )
ამ ბოლო ხანებში ბევრს გაუჩნდა ეგ ჭირი იქნება დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ როგორ მოვიშოროთ ფრჩხილის მეჭეჭი!

ძნელია დაიჭირო შავი კატა ბნელ ოთახში,
მითუმეტეს როდესაც ის იქ არ არარის

მაგრამ გვერდით კი არის wink.gif
და ფრჩხილის ნუნასთანაც იცის , შეიძლება
ფრჩვილის დეფორმაცია მაშინ გამოიწვიოს

Posted by: 7903251 6 Apr 2010, 12:32
Tornike Alashvili
QUOTE
ძნელია დაიჭირო შავი კატა ბნელ ოთახში,
მითუმეტეს როდესაც ის იქ არ არარის

მაგრამ გვერდით კი არის
და ფრჩხილის ნუნასთანაც იცის , შეიძლება
ფრჩვილის დეფორმაცია მაშინ გამოიწვიოს

ეს რაღა არის?

http://med.interes.ge/meWeWi.php
აი ამაზე მაქ საუბარი... არც ერთმა მეთოდმა არ გაჭრა რომ მომეშორებინა

Posted by: alikiti 2 May 2010, 02:35
7903251

მაგას ფრჩხილის მეჭეჭი არ ჰქვია და ადვილად იკურნება.

Posted by: crazy-marii 8 May 2010, 18:32
ორი ცალი მაქვს ხელზე ერთი თითზე ერთი მაჯაზე.

ჩემ ბიძაშვილსაც ქონდა და მოწვა გადაწყვიტა მოიწვა მარა კიდევ ამოუუვიდა. ხოდა უთხრეს რო დედალი მეჭეჭებიაო თუ რაღAა ეგეთი და იმით მიხვდა თურმე ეს ქალი რო შავი წერტილები ქონდა მეჭეჭში. ეხლა დავუკვირდი მეც მაქ ეს შAვი წერტილი. და მართალია ეს რაღAცა? ვაფშე რა ვუყო მირჩიეტ რაა. რამდენიმე თვეა მაქვს. ადრე მქონდა კბილებით მოვიჭამე biggrin.gif იქ არ გამოჩენილა ეხლა ამ ადგილებზე მაქ ამოსული. თან ხელზე როა საზიზღრობაა

Posted by: alikiti 11 May 2010, 23:09
crazy-marii


QUOTE
ხოდა უთხრეს რო დედალი მეჭეჭებიაო


ეგეთი მეჭეჭი არ არსებობს,მაგას მარტო მოწვა არ შველის.

Posted by: katika555 12 May 2010, 14:44
მქონდა უამრავი მეჭეჭი თითზე,
ერთ მშვენიერ დილას ვიღვიძებ დავიხედე, არაფერი აღარ არის, გარდა 2 ცალისა...
რავა ვირუსული თუა და თუ 10 წელი ვატარე ასე ერთ ღამეში რამ გააქრო?

Posted by: fsiqea 14 May 2010, 13:20
გააჩნია მეჭეჭს, მაგალითად ბრტყელი მეჭეჭების შესახებ ვფლობ ინფორმაციას, რომლებიც სრულიად უმიზეზოდ ვირუსულად ჩნდებიან თან საკმაოდ სწრაფად (ხელებზე და სახეზე) და მხოლოდ მოწვა შველის, რომელიც სულ რაღაც 5 წამიანი პროცედურაა, უმნიშვნელო ტკივილით, 1 კვირაში ვაფშე აღარაფერი ეტყობა, თუმცა თუ მოზრდილი ფორმისაა სრულად რომ გაქრეს ცოტა დიდი დრო უნდა (მოწვის შემდეგ ვიძახი რა) wink.gif ნუ სხვა რა შეიძლება ითქვას rolleyes.gif

Posted by: crazyangel 15 May 2010, 17:07
და მეჭეჭის გაჩენის მიზეზი რა არის ??

Posted by: -Alex- 15 May 2010, 17:33
პაპილომა ვირუსი HPV მთელი რიგი შტამების.

უმრავლესობა თავისით გაქრება საშუალოდ 2 წელში.

Posted by: crane 17 May 2010, 12:43
მოკლედ, რამდენიმე წელია, ანუ ალბათ ორი, ხელებზე რაღაც მეჭეჭებივით გამიჩნდა, თავიდან ერთი იყო, მერე ორი გახდა, მერე სამი, და ა.შ. დაბანის დროს თეთრდებოდა და ვიჭრიდი, მერე ისევ ამოდიოდა, ისევ ვიჭრიდი, მოკლედ ასე იყო კაი ხანი სანამ არ მივხვდი რო რაღაც უნდა მექნა
სურათი არ მაქ ახლა რომ დავდო. ესეიგი, ამოწეულია ოდნავ კანიდან თუმცა ძირითადი ნაწილი მაინც ცოტა ღრმადაა კანში, და ზოგს შავი წერტილებივით აქვს შიგნით.

8-9 თვის წინ ავედი ონკოლოგიურში, ერთი 10 ცალი მქონდა უკვე ხელზე ეგ ჯანდაბა. ექიმმა ნახა, და ელექტროდანა უნდაო, რას ვიზამდი, დამაწვინეს საოპერაციოში, ყველა წერტილში ჯერ ნემსი გამიკეტა ძალიან მწარე, საშინელება იყო და მერე დაიწყო უარესი, ელექტოდანით ამოიღო ყველა. საშინელება იყო საკუთარი ხორცის დამწვრის სუნი რომ მცემდა, მოკლედ მაწამა რასაც ქვია. იმხელა ორმოები გამიკეთა იმ წერტილებში შევარდნაძის დროინდელი გზები გამახსენდა biggrin.gif ეჰ, ახლა კი მეცინება მარა საშინელება იყო. სახლში რო მივედი აღმოვაჩინე რომ რამდენიმე წერტილი მქონდა ისეთივე, უბრალოდ პატარები იყო და ვერ ნახა ექიმმა
მოკლედ 1 თვე თითქმის დასანტავიკებულმა ვიარე სამსახურში, ანუ 1 თვე იდაყვებით ვკრეფდი კლავიატურაზე ფაქტიურად biggrin.gif

ხოდა ესენი კი მოვირჩინე მაგრამ ის პატარა წერტილები გაიზარდა, და გამრავლებაც დაიწყო. ახლა მაქ თითის წვერებზეც რამდენიმე.
ხოდა იმ ჯალათ ექიმთან მისვლას სიკვდილი მირჩევნია, ჯერ ერთი მტკივნეულია, მეორეც დიდი ხანი უნდა შეხორცებას და მუშაობა გამიჭირდება, და მესამეც, გიტარაზე ვუკრავ და აი თითის წვერებზე რო ეგ გავიკეთო გიტარას უნდა დავემშვიდობო ფაქტიურად, იმიტომ რომ იმ ორმოების ამოვსების მერე კანის ქსოვილი სუსტია

ხო მართლა, ათასმა ვიღაცამ მითხრა, და მირჩია, ბაბუაწვერას წვენი, ლეღვის წვენი, ქრისტესსისხლა, ცხელი ნიორი და ათასი სისულელე. ქრისტესსისხლას გარდა ყველა ვცადე და არაფერი მიქნა

მიშველეთ ვინმე ექიმმა, მირჩიეთ რა ვქნა და რა წყალში გადავხტე?

Posted by: niniaa 17 May 2010, 14:45
crane
აბა ეს სცადე: ძმრის ესენციაში აურიე პურის ფქვილი, საშუალო კონსისტენციის ფაფა რომ გამოვიდეს, საღამოს ასანთის ღერით წაისვი მეჭეჭების გარშემო, შეგიძლია მთლიანად მეჭეჭიც დაიფაროს.რიავიცი, ბავშვმა გააკეთა ასე და დილით აღარაფერი ჰქონდა.

Posted by: crane 17 May 2010, 14:48
ნინიაა
მივალ თუარა ვცდი აუცილებლად,
ისე, ეგ როგორ მოქმედებს? ანუ ზედაპირზე რომ ძალიან იყოს ამოწეული შეიძლება მოწვას და მოძვრეს მაგრამ ეს ცოტა ღრმად არის თითქოს და უზამს ნეტა რამეს?
ნუ მოკლედ, მაგასაც ვცდი, დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის


* * *
http://image.absoluteastronomy.com/images/encyclopediaimages/w/wa/wart_asa_animated.gif
აი აქ როგორიც არის ზუსტად ეგეთები მაქვს

ჰეელპ
* * *
http://farm2.static.flickr.com/1239/544691731_a760879837.jpg
და ზუსტად ასეთ დღეში მქონდა ხელი ოპერაციის შემდეგ

რო მახსენდება უკვე ცუდად ვარ

Posted by: niniaa 17 May 2010, 14:59
QUOTE
ზედაპირზე რომ ძალიან იყოს ამოწეული შეიძლება მოწვას და მოძვრეს მაგრამ ეს ცოტა ღრმად არის თითქოს და უზამს ნეტა რამეს?
ნუ მოკლედ, მაგასაც ვცდი, დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის

ღრმაზეც მოქმედებს, თუმცა შეიძლება გამეორება დაგჭირდეს.
* * *
crane
სოლკოდერმით მოიშორა ხელზე ეგეთები ჩემმა ნაცნობმა.თუ ის ხალხური მეთოდი არ გიშველის, სოლკოდერმი იშოვე.

Posted by: crane 17 May 2010, 15:09
აუცილებლად ვცდი "ხალხურს"
და ეგ სოლკოდერმი რა არის? სად იყიდება? როგორ მოიშორა?
თუ არ შეგაწუხებთ ოდნავ მეტი ინფო მინდა მაგაზე, ნერვოზი მაქვს უკვე

Posted by: niniaa 17 May 2010, 17:24
crane
სავაჭრო დასახელება (ქართ) სოლკოდერმი
სავაჭრო დასახელება (ინგლ) Solcoderm
საერთაშორისო დასახელება / აქტიური ნივთიერება: comb. drug
ფორმა/დოზა/კონცენტრაცია/შეფუთვის რაოდენობა (ქართ): 0.2მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი ამპულაში

მწარმოებელი ქვეყანა: Switzerland


გაცემის რეჟიმი რეცეპტით

Posted by: crane 17 May 2010, 17:54
დიდი მადლობა, მაგრამ ეგ იმას ნიშნავს რომ აფთიაქში ასე უბრალოდ არ მომცემენ რომ ვუთხრა ფორუმზე მირჩიეს თქო? smile.gif

Posted by: Ne$iko 17 May 2010, 19:04
მგონი კრიოთერაპიაა ყველაზე მიღებული მეჭეჭების მოსაშორებლად....

Posted by: niniaa 17 May 2010, 19:22
crane
რეცეპტია საჭიროო. ის ექიმია თვითონ ვინც სოლკოდერმით უპრობლემოთ მოაშორა შვილს ხელზე მეჭეჭები.

Posted by: crane 17 May 2010, 20:06
ესეიგი, აფთიაქები დავიარე და საერთოდ არ აქვთ სოლკოდერმი.
ძმრის ესენცია ვიყიდე და მაგას ვცდი ჯერ ფქვილით

და კრიოთერაპია რა არის? როგორ ხდება? სად? რამდენად?

Posted by: niniaa 17 May 2010, 20:38
crane
QUOTE
ესეიგი, აფთიაქები დავიარე და საერთოდ არ აქვთ სოლკოდერმი.

იმანაც ძნელად იშოვა, მგონი საზღვარგარეთიდან ჩამოატანინა, მაგრამ ძალიან კარგი რამეაო.აბა ,ინტერნეტით მოძებნე,იქნებ ნახო, სად იყიდება.
კრიოთერაპიის დროს მშრალი ყინულით ხდება მოყინვა.

Posted by: crane 17 May 2010, 22:56
მოწვა, მოგლეჯვა, მოძრობა და ეგეთი მეთოდები ძალიან არ მინდა, ერთელ მაქვს უკვე გამოცდილი როგორც ზემოთ ვთქვი sad.gif

ამიტომ ისევ ან ძმრის მამაპაპურ მეთოდს ან მაგ სოლკოდერმს მივაწვები

და ისე, ქარჩაულის რაღაც სითხეაო, იმითაც წვავენო, მაგაზე რა იცით?
* * *
უპ, უპ
საბოოოდ შეიძლება ჩამოვწეროთ მთელი ამ თემაში არსებული ინფორმაცია?

1. სახლის პირობებში პაპილომის მოშორების საშუალებები
2. მოჭრა, მოწვა, მოყინვა და ა.შ ექიმის მიერ

Posted by: crane 21 May 2010, 11:16
4 დღეა ვისვავ ძმრის ესენციაში პურის ფქვილით გაკეთებულ ფაფას, როგორც ნინიამ მირჩია
თავი მოაჭამა და ახლა ღრმად ჩადის თანდათან რო ძირიც მოკლას, იმედია გამოვა რამე

Posted by: niniaa 21 May 2010, 11:43
crane
ფაფას რომ დაიდებ, აღარ მოიშორო რამდენიმე დღე,განსაკუთრებით მეჭეჭის გარშემო სალტასავით შემოახვიე ეგ ფაფა...შედეგი გექნება ...

Posted by: crane 21 May 2010, 19:38
აა, კიდევ კარგი მითხარი, მე დილით და საღამოს ახალს ვისმევ ხოლმე და ეგრე ჯობია რომ ჰქონდეს? პურივით ხმება ხოლმე ზედ და არის, ანუ აჯობებს რომ დავტოვო?

Posted by: niniaa 21 May 2010, 21:55
crane
კი, აჯობებს დატოვება, ის მომხმარი უჭერს და კვება ეზღუდება. აბა, ერთი 3 დღე გაიჩერე და ვნახოთ...

Posted by: crane 21 May 2010, 22:06
ოუქეი, ვეცდები დიდხანს დავიტოვო, უბრალოდ სამსახურში ცოტა უხერხულია ჭუჭყიანი სანტავიკით სიარული biggrin.gif
* * *
ბაიზევეი smile.gif
დიდი მადლობა ნინია, მიუხედავად იმისა თუ რა შედეგი ექნებაბ მკურნალობას მაინც wink.gif

Posted by: ERTI 22 May 2010, 23:30
ბაბუშკები არ ვიცი, მაგრამ სამეგრელოში ბევრმა იცის მეჭეჭზე შელოცვა. ჩემს მეუღლეს და შვილს მოურჩინეს, თანაც დაუსწრებლად, ჩვენ უკვე წამოსულები ვიყავით სოფლიდან. ანუ პროცედურა ასეთია სამი სხვადასხვა გვარის ქალი გადის შუა ხიდზე ახალი (თუ სრული, ეგ აღარ მახსოვს) მთვარის დროს და ულოცავენ სახელობით. თუმცა ჯერ ნახულობენ რა სახის მეჭეჭია. ამბობენ, რომ მეჭეჭის სახეობას, რომელსაც თვითონ გვირილას ეძახიან ვერ შველიან.

Posted by: crane 23 May 2010, 12:55
ეჰ სად ვირბინო ახლა სამეგრელოში მაგისთვის sad.gif

ისევე ნინიას მეთოდს მივყვები, მარა დროში იწელება ცოტა sad.gif
* * *
ისე ნეტში გადავხედე ინფორმაციას ამაზე, ხოდა იმუნური სისტემა ერბძვის ვირუსს და 2-3 წელიწადში ამარცხებსო

ვინმემ ხომ არ იცით რამე იმუნური სისტემის მასტიმულირებელი პრეპარატები თუ არის რომ უფრო უცებ დაამარცხოს ეს დამპალი ვირუსია თუ რაღაცა


ნინია
ერთი წერტილი მგონი მოაგვარა და ახლა იოდს ვისმევ, დანარჩენებს ისევ იგივენაირად ვაკეთებ

Posted by: crane 25 May 2010, 14:58
ჩავარდა თემა? მარტო მე დავრჩი მეჭეჭიანი? biggrin.gif

Posted by: niniaa 25 May 2010, 18:32
crane
QUOTE
ერთი წერტილი მგონი მოაგვარა და ახლა იოდს ვისმევ, დანარჩენებს ისევ იგივენაირად ვაკეთებ

თუ ,,დედა" მეჭეჭს მოიშორებ შეიძლება სხვები თავისითაც მოშორდნენ. ,, დედაა" რომელიც პირველად გაჩნდა ხელზე.


QUOTE
ერთი წერტილი მგონი მოაგვარა და ახლა იოდს ვისმევ

ძირიც მოიწვა?ინტერფერონსაც ან 2%ან 3%-იან ოქსოლინის მალამოს თუ იხმარ მაგაზე, უფრო კარგი იქნება.

Posted by: crane 25 May 2010, 22:58
მეორეც მოვაშთე დღეს, ძირიც აღარ არი, მესამეც ერთი დღის საქმეა და მერე მრჩება კიდე რამდენიმე. ეს სამი სატესტო ვარიანტში გამოვიყენე, ერთად იყო ახლო ახლოს და მაგიტომ

მოკლედ ნინია, ტფუი ეშმაკს და მგონი შენი მეთოდი ამართლებს, დიიიდი მადლობა

Posted by: niniaa 26 May 2010, 15:56
crane
იმუნიტეტს მიხედე და სამუდამოდ მოიშორებ...,,დედას " ვერ მიაგენი?

Posted by: crane 26 May 2010, 16:33
1. იმუნიტეტს როგორ მივხედო ?
2. როგორ გავიგო დედაა მამა თუ ბიძაშვილი? ოპერაციის დროს მომაშორეს სულ პირველი მეჭეჭი რომელიც იყო მარა შემდეგ დატოვა სამი შვილი, ოპერაციის მერე ამ სამმა შვილმა დაიწყო გამრავლება უკვე და ამ სამს დედა ვუტირე უკვე smile.gif გადავდივარ დანარჩენებზე

იმუნიტეტზე მართლა რა ვქნა ხო არ იცი?

Posted by: niniaa 26 May 2010, 16:59
QUOTE
გადავდივარ დანარჩენებზე

რამდენი დარჩა?
პირველ რიგში ბიოლოგიური რეჟიმის დაცვა /ანუ თუ იცი, რომ შენი ბიოლოგიური ძილის დრო 10 საათზეა და გეძინება, უნდა დაიძინო/, ნერვულ სისტემას უნდა მიხედო, ჯანსაღი კვება, კარგია ჭარხლის და სტაფილოს მიღება, , სელენიუმია მასში,ასევე ხახვი, ნიორი,ხილი, კაკალი....

Posted by: crane 27 May 2010, 10:39
4 დარჩა კიდე

ეჰჰ, მე სულ მეძინება და გამოდის რო სამსახურიდან უნდა წამოვიდე, მაგას კიდე ვერ ვიზამ ვერაფრით biggrin.gif თუმცა ვეცდები დავარეგულირო ძილის საკითხი
ჭარხალი არამგონია და სტაფილოს ჭამას დავიწყებ, ნიორს ხახვს და ეგეთებს ისედაც ოხრად ვჭამ wink.gif

და რამე მედიკამენტები არ არის რომელიც იმუნიტეტს აამაღლებს?

Posted by: niniaa 27 May 2010, 14:11
crane
QUOTE
და რამე მედიკამენტები არ არის რომელიც იმუნიტეტს აამაღლებს?

მადიკამენტები როგორ არ არის, იმუნომოდულატორები ბევრია, მაგრამ მათი უკონტროლო მიღება სულაც არ არის გამართლებული . ყველაზე ხშირად იყენებენ იმუნალს.
მე კი გირჩევ , ბევრი ხილი და ბოსტნეული მიიღო ,ასევე შეგიძლია გააკეთო და დღეში 3-ჯერ სუფრის კოვზით მიიღო:კაკალი, ქიშმიში, შავი ქლიავის ჩირი, ჭერმის ჩირი / თითოეული 250-250 გრამი/,2 ცალი კურკაგაცლილი ლიმონი კანიანად,ყველაფერი ეს გავატაროთ და ავურიოთ 250 გრამ თაფლში.ძალიან კარგია იმუნიტეტისთვის. ძირითადი შემადგენლობა ესაა.შეგიძლია სხვა რამეებიც ჩაურიო: ნუში, გარგლის ჩირი, ბროწეული....

Posted by: crane 27 May 2010, 16:08
ოუექი wink.gif
დიდი მადლობა ნინია, აუცილებლად გავითვალისწინებ smile.gif

Posted by: gadya 27 May 2010, 16:53
crane
რანაერად იცილებ მეჭეჭებს? sad.gif მე მშრალი აზოტით მომწვეს 2 თვის წინ 3 დიდი და ერთი პატარა, ახლა ერთი 5 ცალი არის ძალიან პატარები, არც ჩანს ნორმალურად;
ხოდა ამ აზოტმა საშინელ დღეში ჩამოგდო 1 თვეში ძლივს მოვიშუშე sad.gif

Posted by: crane 27 May 2010, 17:36
QUOTE
rane
რანაერად იცილებ მეჭეჭებს?  მე მშრალი აზოტით მომწვეს 2 თვის წინ 3 დიდი და ერთი პატარა, ახლა ერთი 5 ცალი არის ძალიან პატარები, არც ჩანს ნორმალურად;
ხოდა ამ აზოტმა საშინელ დღეში ჩამოგდო 1 თვეში ძლივს მოვიშუშე 


ეჰ, აზოტი არ ვიცი მარა მე ელექტროდანით დამჯიჯგნეს ადრე ონკოლოგიურში, იმაზე საშინელება თუ არის რამე არ ვიცი

მერე გამოჩნდა ნინია, და ცხოვრებას სულ სხვა თვალით შევხედე biggrin.gif
როგორც ნინიამ მირჩია, ვიყიდე ძმრის ესენცია (ნებისმიერ სასურსათო მაღაზიაში იქნება) და პურის ფქვილი, ხოდა აურიე ერთმანეთში ისე რო ფაფასავით გაკეთდა და დავიდე, ანუ ზედ მეჭეჭზე და მის გვერდებზე წავისვი თხლად. მერე რო შრებოდა სანტავიკს ვიკრავდი ზედ რო არ მომძრობოდა ან რამე, ხოდა დღეში ერთხელ ან ორ დღეში ერთხელ ვიმეორებდი ამ პროცედურას
ანუ რა ხდება, ეს ძმრის ესენცია წვავს კანს და ასევე მეჭეჭს და კლავს, მერე ცოტა რო მოჭამა და მოკლა პინცეტითაც წავეხმარე და მკვდარ კანს ვიცლიდი სანამ სუფთა ხორცამდე არ დავედი, მტკვივნეული არაა საერთოდ, ნუ ოდნავ შეიძლება აგეწვას მარა ეგ არაფერია, აიტან.
მოკლედ ასე მოვიცილე სამი ცალი, და ახლა მეოთხეს მივადექი. თუ პატარებია და ღრმად არაა ჯერ მაშინ ადვილად მოიშორებ, მე რამდენიმე დღე დამჭირდა იმიტო რო ცოტა დიდები იყო. აბა წარმატებები

Posted by: gadya 28 May 2010, 10:48
crane
ძმრის ესენცია კი არა მე დაჟე მაზოლნი ლეიკოპლასტებს ვიკრავდი და არ მშველოდა, კი კანს აცლიდა ნელნელა მარა არადა არ მომცილდა, ნერვებს მიშლიდა sad.gif

Posted by: gzaabneuli 28 May 2010, 13:02
მეც მქონდა მეჭეჭი თითზე და რა მეთოდს არ მივმართე, მაგრამ არანაირი შედეგი არ გამოიღო, მერე ავდექი და ერთი პატარა ნაწილი ამოვგლიჯე და იმ კვირაში გახმა და გაქტა.

Posted by: crane 28 May 2010, 16:38
QUOTE
crane
ძმრის ესენცია კი არა მე დაჟე მაზოლნი ლეიკოპლასტებს ვიკრავდი და არ მშველოდა, კი კანს აცლიდა ნელნელა მარა არადა არ მომცილდა, ნერვებს მიშლიდა 


აბა რა გითხრა, ჯერჯერობით 100%-იან შედეგზე მიჭირს ლაპარაკი, გავიდეს დრო და თუ იქ ჩვეულებრივი კანი დარჩა ესეიგი ჩემზე გაამართლა

Posted by: tikako6 6 Jun 2010, 01:28
მე მქონდა ცხვირზე უმნიშვნელო და ასევე ლოყაზე და აზოტით მოვიშორე დამიჯდა 40 ლარი ნინოშვილზე რომ არის ,არ ვიცი რაქვია მგონი კანის დისპანსერი,მხოლოდ ერთი კვირა დაჭირდა მთლიანად გაქრობას,მაგრამ შედეგი იყო არაჩვეულებრივი არანაირი შრამი ან ღმული არ დაუტოვებია,სპირტით ვიწმინდავდი ის ერთი კვირა და არც მოყინვის პროცესი იყო მტკივნეული,ასე რომ გირჩევთ

Posted by: crane 7 Jun 2010, 11:28
კარგია,
მაგრამ ჯერჯერობით ისევე ნინიას მეთოდს მივყვები (ძმრის ესენცია+ფქვილი) და კმაყოფილი ვარ, უბრალოდ დროში იწელება მაგრამ მაინც არ ვეშვები, ძალიან მშვიდი, უმტკივნეულო და იაფი მეთოდია

სამი მოვიშორე, ახლა დანარჩენებს ვარ მიმდგარი, ესენი ცოტა მიძალიანდებიან მარა არ ვეშვები smile.gif

კიდევ ერთხელ მადლობა ნინიას

Posted by: crane 15 Jun 2010, 17:23
Reporting:
5 მოვიშორე ნინიას მეთოდით და ახლა დარჩენილ სამს ვეჭიდავები smile.gif

Posted by: niniaa 15 Jun 2010, 21:06
crane
კი მაგრამ, ყველას არ უსმევდი ხოლმე? თუ ესენი უფრო დიდებია და უფრო მეტი დრო დასჭირდათ?

Posted by: crane 15 Jun 2010, 21:55
QUOTE
კი მაგრამ, ყველას არ უსმევდი ხოლმე? თუ ესენი უფრო დიდებია და უფრო მეტი დრო დასჭირდათ?


არა, ყველას არ ვუსმევდი, ჯერ დავტესტე სამ ცალზე, იმიტომ რომ ახლოს იყო სამივე და ერთ თითზე, რო მივხვდი რო კარგად იმოქმედა მერე გადავედი დანარჩენებზე, თან ყველა წერტილზე რო წავისვა უბრალოდ მუშაობას ვეღარ მოვახერხებ და პლიუს სულ სანტავიკიებიანი ხელით სიარულიც ცოტა უსიამოვნოა, ამიტომ ეტაპობრივად მივყვები smile.gif

Posted by: niniaa 16 Jun 2010, 23:44
crane
ჯობია,რაც გაქვს ყველას წაუსვა. ის სამი მოშუშდა უკვე?

Posted by: crane 17 Jun 2010, 16:00
5 მოშუშდა უკვე და არის 5-იანზე მშვენივრად, დანარჩენებსაც იგივე ბედი უწერიათ, რამდენიმე დღის ამბავი დარჩა, მაქსიმუმ ერთი კვირის

იმ ჯოჯოხეთს რაც მე გადავიტანე როცა ელექტროდანით მოვიშორე მეჭეჭები ამ მეთოდს არც შევადარებ, ნინია შენთან ვალში ვარ smile.gif

Posted by: niniaa 17 Jun 2010, 16:13
crane
QUOTE
იმ ჯოჯოხეთს რაც მე გადავიტანე როცა ელექტროდანით მოვიშორე მეჭეჭები ამ მეთოდს არც შევადარებ, ნინია შენთან ვალში ვარ

ჩემთან არა, ხალხურ მედიცინასთან. biggrin.gif

Posted by: gvarjila18 17 Jun 2010, 16:14
მეჭეჭებისთვის ყველაზე ეფექტური "სოლკოდერმი"-ა მაგრამ ცოტა დეფიციტია თავისი დოზატორი და პინცეტის მსგავსი რაღაცა მოყვება რამოდენიმე წვეთს დაასხამ და რამოდენიმე წამის მერე პინცეტით ამოაძრობ მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეს, კიდევ რა ვიცი "ფეროზოლი" "კოლომაკი" მაგრამ ეგენი იმდენად ეფექტურები არ არის

Posted by: niniaa 17 Jun 2010, 16:27
gvarjila18
QUOTE
"სოლკოდერმი

ეგ უკვე ვურჩიე, მაგრამ საქართველოში არ იშოვება სამწუხაროდ.

Posted by: meluzi 19 Jun 2010, 00:08
აქ მჭირდება თქვენი რჩევა.. ახლობელს ხელის მტევანზე მეჭეჭები გამოუვიდა.. ექიმთან იყო წასული და მოუწვეს.. საკმაოდ ბევრი იყო წვრილ წვრილი.. რაღაც დროის მერე ისევ დაიწყეს ამოსვლა.. და რა ქნააას? ისე მოწვას აქვს აზრი?? იქნებ რამე მირჩიოთ?

Posted by: Princess-coco 19 Jun 2010, 00:11
მე ადრე ხელებზე ძალიან ბევრი მეჭეჭი მქონდა. წერისას მაგრა მიშლიდა ხელს და მოწვას ვაპირებდი. მაგრამ უცბად ისე მალე გამიქრა ყველა რომ ვერც კი შევამჩნიე. ახლა ჩემ ხელებზე არც ერთი მეჭეჭი არაა.

Posted by: niniaa 19 Jun 2010, 14:12
meluzi
იმუნური სისტემა უნდა მოაწესრიგოს. თუ სოლკოდერმს იშოვის, წაისვას მეჭეჭებზე....თუ ვერა , ხალხური საშუალება სცადოს...

Posted by: meluzi 19 Jun 2010, 21:10
QUOTE
თუ ვერა , ხალხური საშუალება სცადოს...


აუ ეს სად ვნახო როგორ ქნააას?

Posted by: niniaa 19 Jun 2010, 22:35
meluzi
ძმრის ესენცია და პურის ფქვილი აურიეთ და ფაფის კონსისტენციის უნდა მიიღოთ, უნდა წაესვას მეჭეჭის ძირში, გარშემო, შეიძლება მთლიანად მეჭეჭის დაფარვაც, დავაცადოთ შეშრობა და გადავახვიოთ, ან ხელთათმანი იხმაროს...

Posted by: crane 25 Jun 2010, 14:52
Reporting to ninia

შენი მეთოდით 6 მოვიშორე უკვე, 3-ც დარჩა და საბოლოოდ დავისვენებ wink.gif

სოლკოდერმი მე ვერ ვიშოვე, ყველა სააფთიაქო ქსელში დავრეკე და მივედი კიდეც და არ აქვთ

ასე რომ ძმრის ესენცია და პურის ფქვილი wink.gif

Posted by: Minion of Fortune 26 Jun 2010, 19:52
მესამე წელია, ხან გამომდის მხოლოდ სახეზე რაღაც საშინელება და ხან მიქრება. რა არ ვცადე, სად არ ვიყავი, საოცარია, დერმატოლოგიაში ეტყობა ძალიან უკან ვართ. დერმატოლოგიის ყველა მამამ და დედამ სულ განსხვავებული დიაგნოზები დამისვეს. ბოლო დიაგნოზია ბრტყელი მეჭეჭები, ძალიან მომედო სახეზე ამ ბოლო დროს, მომიყინეს აზოტით, ისეთი საშინელებაა ვიზუალურად, ძალიან მეშინია, რომ ლაქებად არ დამრჩეს. რადგან ძალიან მოედო, თან ბოლო სამ დღეში, მოყინულიც ბევრი მაქვს...
შრამები დამრჩება, თუ იცით ვინმემ?
ძალიან ძალიან ვნერვიულობ - დამახინჯებული სახე მაქვს...
ვისვამ ანტივირუსულ კრემებსაც...
ან ეშველება ოდესმე რამე?
პირველად მშობიარობის შემდეგ დამემართა... თან ძალიან ვნერვიულობ, ვინმეს არ გადავდო...
იქნებ, მირჩიოთ რამე. წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: niniaa 26 Jun 2010, 23:16
Minion of Fortune
საბოლოოდ არ უნდა დაგრჩეს დეფექტი.სულ რომ მოიშორებ მეჭეჭებს, კანის აღსადგენად კარგია ქაცვის ზეთი. აუცილებლად უნდა გააძლიერო ორგანიზმი, რომ აღარ გაგიმეოროს .
ამ ბოლო დიაგნოზამდე, რა დიაგნოზები დასვეს დერმატოლოგიის დედებმა და მამებმა? ეს ბოლო დიაგნოზი ვინ დასვა?

Posted by: Minion of Fortune 26 Jun 2010, 23:36
niniaa
დიდი მადლობა პასუხისათვის.
თავიდან, სადგაც 3 წლის წინ, გამიჩნდა მოყავისფრო ლაქა ლოყაზე. მივედი ერთერთ დერმატოლოგთან, ინოზემცევასთან, რომელმაც მითხრა, რომ იყო პაპილომა და დამინიშნა კვარცით დასხივება + ოქსოლინი. დასვხივდი 40 ჯერ მაინც, უშედეგოდ.
მეორედ მივედი კობახიძესთან, რომელმაც მელანოიდური სახელწოდების რაღაც მითხრა დიაგნოზის სახით, დამინიშნა ესპიგმენტი (რომელიც სალონ "ნეფერტიტში" იყიდებოდა მხოლოდ, თურქული წარმოებისაა), რომელიც მთელი ზაფხული ვისვი სახეზე - უშედეგოდ.
ამ ზამთარს მქონდა პიკი, მომედო მთელ ლოყაზე, მივედი "მედიში", "გამოცდილმა" დერმატოლოგმა დამისვა დერმატოფიბრომის საზარელი დიაგნოზი და გამიკეთა მთელ სახეზე ე.წ. "დოტ ლაზერი", ანუ მოწვა მთელი ზედა ფენა. საშინელ დღეში ვიყავი, 2 კვირა სახე მეწვოდა. შედეგი მქონდა ნამდვილად, სულ რაღაც ორი თვე. წინა კვირაში დილით გავიღვიძე და მთელ სახეზე წვრილი გამონაყარი დავინახე. გულმა ეგრევე მიგრძნო, რაც იყო, მივედი "მედის" ექიმთან ისევ (ვინმე გორგაძე), მითხრა, რომ ეს მხოლოდ ალერგიაა (ვუი!) და გამომიშვა. მეორე დღესვე წავედი კანვენში კაციტაძესთან და ორ წამში მეუწყა ახალი დიაგნოზი: ბრტყელი მეჭეჭი. გამიშვა სხვა ექიმთან (კარგი გოგოა - ნინო), რომელმაც მითხრა, რომ აზოტის მოყინვის, ვიტამინებისა და ანტივირუსული კრემების კომბინაციით შეიძლება რამე შედეგს მივაღწიოთ.
ალბათ 50 ცალი მაინც მომიყინა, დიდი რამდენიმე იყო, მაგრამ ბევრი წვრილი იყო, ან ასე როგორ მომედო 24 საათში - საოცრებაა,,,
დღეს ვარ სრულიად სახეშეცვლილი, ლოყაზე არ მაქვს არცერთი თეთრი ადგილი, ღამე კიდევ კარგად ვარ, როდესაც არ მოდის ხალხი და არ მგლოვობს, მაგრამ დილა რომ თენდება და საკუთარ თავს ვხედავ, მეშინია, მეშინია, მეშინია... sad.gif

Posted by: justdoit 27 Jun 2010, 01:09
მეჭეში რა ცუდი რამეაა ცხვირზე რო ამოივააააააააააააააააა
":D

Posted by: Mrs Raycher 27 Jun 2010, 17:04
con


მე მქონდა მეჭეჭი და რა არ გავიჯეთე, მაგრამ არაფერმა არ მიშველა... მერე ერთმა ნაცნობმა მასწავლა: ნიორი უნდა გაჭყლიტო, ღორის ქონში აურიო და ღამე დაიდო მეჭეჭზე და შეიხვიო...

საშინელი სუნი აქვს, ცოტა დაეწვება კიდეც, მაგრამ მეორე დილას რომ გავიღვიძე და მოვიხსენი ბინტი აღარაფერი აღარ მქონდა... yes.gif შეიძლება ერთი დადებით არ უშველოს მაგრამ სცადოს რამდენჯერმე... smile.gif

Posted by: niniaa 28 Jun 2010, 13:22
Minion of Fortune
თუ სადმე დაგრჩა მოუწვავი მეჭეჭი, იქნებ სურათი გადაუღო და დადო....ალბათ, იცი, რომ ვირუსულია და წყალი არ უნდა მოაკარო...

Posted by: ninutca 29 Jun 2010, 09:32
ჩემს შვილიშვილს ქონდა მეჭეჭები და ხალხური საშუალებით და შელოცვით გავუქრე,რომელიც ერთერთ შელოცვების წიგნში ამოვიკით ხე. თუ დაგაინტერესებთ მომწერეთ პმ-ში
მხოლოდ მეჭეჭები, პაპილომებს არ შველის.

Posted by: მაი111 29 Jun 2010, 09:45
QUOTE
ნიორი უნდა გაჭყლიტო, ღორის ქონში აურიო და ღამე დაიდო მეჭეჭზე და შეიხვიო...

ჩემმა დაქალმა დაიდო და სულ ამოეწვა, მერე იმ ამომწვარს მკურნალობდა biggrin.gif ოღონდ ღონის ქონში არ აურევია და შეიძელბა ეგ ანეიტრალებს. ყველაზე კარგია ქრისტესისხლა და მკუხე ლეღვის რძე, შელოცვებიც შველის, დამტკიცებულია მეცნიერულად smile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: Minion of Fortune 29 Jun 2010, 10:21
niniaa
აღარ მაქვს, საბედნიეროდ, თითქოს მომცილდა ის მოყინულებიც, ძველი სახე თითქოს მიბრუნდება... ხუთშაბათს კიდევ მივდივარ პროცედურაზე, ვნახოთ, რას მეტყვის ჩემი ექიმი, რომელიც უკვე ძალიან მიყვარს.
როგორც მითხარით, დეფექტიც თითქოს არ დაუტოვებია... დღეს ვათვალიერებდი და მოუყინავი ვეღარ ვნახე, მაგრამ "ბუგოროკების" მსგავსი რაღაც კი დამრჩა ჯერჯერობით, რომელიც ალბათ ოდესმე გაივლის. საშინელი დეპრესია მქონდა, სარკეში საერთოდ ვერ ვიხედებოდი.
ექიმმა მითხრა, რომ გარანტიას ვერ მოგცემო, თუმცა, იდეაში, იმედი მაქვს, რომ მოგაცილებ ამ ინფექციასო... ალბათ, ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ რეციდივი მოხდეს, მაგრამ ახლა უკვე ვიცი, როგორ უნდა ვებრძოლო. ძალიან მძიმე ორი კვირა გადავიტანე, მაგრამ ასე უკვალოდ თუ გაქრებოდა, ვერ წარმოვიდგენდი... მოყინულ ადგილებზე ოდნავ ვარდისფერი კანი მაქვს.
ძალიან დიდი მადლობა გამოხმარეუბისათვის smile.gif საბოლოო შედეგს აუცილებლად დავწერ. თუ ჩემი მკურნალობა შედეგიანი იქნება, სხვებსაც დაეხმარება ალბათ ინფორმაცია (ღმერთმა ყველა დაიფაროს!)

Posted by: dato808 1 Jul 2010, 12:48
ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება ვიყიდო ქარჩაულის ხსნარი?

Posted by: ninutca 3 Jul 2010, 19:36
ქარჩაულის ხსნარი იყიდება ონკოლოგიურ საავადმყოფოში

Posted by: temotemuka 3 Jul 2010, 20:12
ესეიგი ხალების მოშორება ქირურგიული ჩარევის გარეშე შესაძლებელია (სახიდან) smile.gif

Posted by: crane 9 Jul 2010, 16:38
ხალებთან ეგეთი "თამაშები" არ შეიძლება, აუცილებლად ექიმთან უნდა მიხვიდე მაგისთვის

Posted by: ketato617 16 Jul 2010, 14:59
მოკლედ თუ ვინმეს დაგეხმარებათ დავწერ, იკნებ თკვენც გიშველოთ

ჩემს გოგონას გაუჩნდა მეჭეჭი თითზე. თავიდან არ მივაქციეთ ყურადღება, მაგრამ დზალიან გაიზარდა და ბავშვი უკვე თვითონაც განიცდიდა. ხოდა ხალხური მედიცინის ერთ ერთ წიგნში ამოვიკითხე რომ მეჭეჭს შველის კალანხოე და ქრისტესისხლა.( ეს უკანასკნელი არ მქონდა და თანაც ამ მცენარესთან ცოტა სიფრთხილეა საჭირო), ამიტომ ავიღე კალანხოეს ფოთოლი შუაზე გავჭერი ბრტყლად და მ,ეჭეჭზე დავადე 10 -15 წუთი. აკ მოხდა საოცრება. მეჭეჭის ადგილას კანი საოცრად დარბილდა და თავისით მოძვრა მეორე თუ მესამე დღეს აღარ ჰკონდა. თავიდან ლაქა კი დარჩა მაგრამ ის ლაქაც გაუქრა. ძალიან ბედნიერი იყო ჩემი შვილი და ისე აღფრთოვანებით უყვებოდა ყველას ამ ამბავს. ახლა რამე თუ აწუხებს კითხულობს კალანხოეს ფოთოლი ხომ არ მიშველისო?

კალანხოე თბილისში ადვილის საშოვნელია, ბევრ ოჯახში მინახავს.
* * *
ეხლა წავიკითხე წინა გვერდები, იქაც დაუწერიათ მცენარეები.

Posted by: salomedvali 16 Jul 2010, 17:21
QUOTE (Solveig @ 24 Jul 2006, 01:06 )
QUOTE
მკვდარი კატა შველის მაგას....

საინტერესო ისაა, რომ ჩემს თანამშრომელს (ბიოლოგს) სერიოზულად სჯეროდა, რომ მართლა არსებობს რაღაც "საწაულმოქმედი შელოცვები", რომელიც მხოლოდ რუსის ბებიებმა იციან და მხოლოდ ახალი მთვარის დროსაა ეფექტური. მის 4 წლის ბავშვს ჰქონდა მეჭეჭი ხელზე.
მოკლედ, ეძება, ეძება რუსი ბებია, ვერ იპოვა და იძულებული გახდა, ბავშვი დერმატოლოგთან მიეყვანა, რომელმაც მოუწვა მეჭეჭი.

დედაჩემს თავისი ტვალით რომ არ ქონდეს ნანახი მაგ შელოცვის ძალა, ალბათ არც მე დავიჯერებდი

ბევრი ქონია დედაჩემს პატარაობაში და იმ ქალს(ოღონდ ქართველი ბებო იყო ეს) უთქვამს ზუსტად დაიტვალოს რამდენი აქვსო და გადაუცია პაპაჩემს და მეორე დღეს ლაქებიღა მქონდა დარჩენილი და ისიც ორიოდე დღეში გამიქრაო

ეხლა დედაჩემი ხომ არ მომეტყუებს
ძველად იცოდნენ რაღაც შელოცვები შეშინებულზე, თვალნაცემზე და მართლა შველოდა. მეც მაქვს 1 ფურცელი სადღაც სადაც ეგ ლოცვები წერია biggrin.gif

Posted by: niniaa 16 Jul 2010, 18:47
ketato617
კოლანხოეც და ქრისტესისხლაც მეჭეჭების მოსაშორებლად ნამდვილად კარგია, მაგრამ ზოგჯერ მეჭეჭები მათ არ ემორჩილება.
salomedvali
მედიცინა აღიარებს მეჭეჭების მკურნალობაში ფსიქიკაზე ზემოქმედების-შელოცვის დადებით შედეგს,მაგრამ ზოგჯერ ამანაც შეიძლება, არ გაამართლოს...

Posted by: 7903251 17 Jul 2010, 18:51
მეჭეჭი როგორ მოვიშორო ჰაა? ექმებთან არ გამაგზავნოთ, ტრუხაა... მაინც ამოდის!

Posted by: gast 17 Jul 2010, 20:03
ხალხური მეთოდი ცადე

მეჭეჭების მოშორება ხალხური საშუალებებით


ქ რ ი ს ტ ე ს ი ს ხ ლ ა
ქრისტესისხლას ღეროს წითელი წვენის წასმა მეჭეჭებზე დღეში რამდენჯერმე აქრობს მას. ეს საშუალება არ იწვევს კანის დაზიანებას და ძლიერ ეფექტურია.

ლ ე ღ ვ ი
ლეღვის ნაყოფის რძე-წვენს ისვამენ მეჭეჭზე და ასე აქრობენ მას.

ხ ა ხ ვ ი
ხახვის თავს დებენ ძმრის ესენციაში ან ძმარში 2 საათით და მის ფოთოლს იდებენ მხოლოდ მეჭეჭზე. პროცედურას რამდენჯერმე იმეორებენ, სანამ მეჭეჭი ფესვიანად არ ამოვარდება.

კ ა ლ ა ნ ხ ო ე
კალანხოე ოთახის მცენარეა. მის სქელ ფოთოლს ჭრიან სიბრტყეზე და იდებენ მეჭეჭზე. ზოგჯერ მხოლოდ 3-4 პროცედურაა საჭირო მეჭეჭების მოსაცილებლად.

ნ ი შ ა დ უ რ ი
სველ მეჭეჭებზე ისვამენ ნიშადურის სპირტს, რომელიც სწრაფად აქრობს მეჭეჭებს.

ნ ა ც ა რ ი
ნაცარს ასხამენ წყალს არაჟნის კონსისტენციამდე და ისვამენ მეჭეჭზე. ეს საშუალება უხდება ბრტყელი ტიპის მეჭეჭს.
http://med.interes.ge/meWeWi.php

Posted by: TETISA 18 Jul 2010, 01:20
ვაიმე ესეთი ხალხური მეთოდების მეშინია.
არაა სარისკო, რომ რამე გააჩინოს?
მე მახსოვს, ჩემს შვილს ჭიპი არ უხორცდებოდა ნორმაზე უფრო დიდი ხანი და ისეთ სასწაულ რეცეპტებს მეუბნებოდნენ, გული მისკდებოდა - ნიგოზიო და რაღაცეებიო rolleyes.gif

მეორეს მხრივ ეკოლოგიურად უფრო სუფთაა, მაგრამ უკუჩვენებები იქნებ ქონდეს?

პ.ს. ისე მეჭეჭი რა არის სამედიცინო თვალსაზრისით? მხოლოდ კანია? რატომ ამოდის?

Posted by: faustina 18 Jul 2010, 01:42
7903251
QUOTE
ლეღვის ნაყოფის რძე-წვენს ისვამენ მეჭეჭზე და ასე აქრობენ მას.

მე ასე მოვიშორე 1ცალი მქონდა თითზე...

მეორე კი , მახსოვს ჩემმა ბიძაშვილმა ხელები წამავლო, რაღაცა ჩაიბუტბუტა და 1 კვირაში მისი ძირიც კი აღარ მეტყობოდა....
biggrin.gif

Posted by: crane 26 Jul 2010, 13:03
ნინია
ძალიან ვარ შეშფოთებული, თითებზე კი ვმკურნალობ შენი მეთოდით და კმაყოფილიც ვარ, მაგრამ... ტუჩზე გამოვიდა რაღაც მაგის მსგავსი და შეიძლება ეგ იყოს?

Posted by: lazy 31 Aug 2010, 18:32
ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
აქ ყველა თავის მეჭეჭებზე ლაპარაკონს mad.gif
ვინმე მცოდნემ იქნებ დაწეროთ მეჭეჭის თუ ხორცმეტის , რაც ქვია , მაგის გაღიზიანება რამ საშიშროებას
მიქადის ? ? ? იღლიის ქვეშ მაქვს და ყოველდღე ვეხები რაღა თქმა უნდა ,,,, , user.gif

Posted by: WOO 6 Feb 2011, 13:09
ე თითზე მაქ პატარა ამობურცულივით წინა დღეებში ისე ცოტა უფრო პატარა იყო ხოდა თითს რო ვადებ ცოტა მტკივა და ოდნავ რაღაც ნაწილი გამაგრებულიასავით ოღონდ მაინც რბილია და მეჭეჭია? user.gif

Posted by: ninutca 9 Feb 2011, 18:21
ახალ მთვარეზე, როდესაც მთვარის რკალი ჯერ კიდევ პაწაწინაა, ავიღოთ კარტოფილი, გავჭრად ორად, ერთი ნაწილი წავისვათ მეჭეჭზე ,შემდეგ შევატყუპოთ ეს ორი ნაწილი და შევკრათ ძაფით,შევხედოთ მთვარეს და წარმოვთქვათ ეს სიტყვები: ისე გაქრი, როგორც ეს მთვარე დაილია და დაპატარავდა. შემდეგ კარტოფილი დავფლათ ისეთ ადგილზე, სადაც არ გაღვივდება: ქვიშაში, სილაში...
მე პირადად მრავალ ადამიანს ამ ხერხიტ დავეხმარე,მხოლოდ მეჭეჭებზე და არა პაპილომებზე და სხვადასხვა სახის წამონაზარდებზე.
გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს!

Posted by: Hurricаnes 10 Feb 2011, 17:22
ამ ბოლო დროს გამომდის მეჭეჭები ძირითადად კისერზე და ყელში და რა შეიძლება იყოს მიზეზი ხომ ვერ მეტყვით? მოვიშორებ არაა პრობლემა მაგრამ თუ ისევ გამომივიდა რა აზრი აქვს.

Posted by: crazy-marii 10 Feb 2011, 17:32
მე მქონდა ორი ცალი ერთი თითზე მეორე მაჯაზე. 1 წელიწადი მქონდა ან 1.5 და მერე თავისით დაიწყო დაპატარავება და 1-2 კვირაში გაქრა თან აშკარად ვატყობდი დღითიდღე როგორ პატარავდებოდა ისეთი ბედნიერი ვიყავი თან მეშინოდა თვალი არ მეცესთქო biggrin.gif:D

Posted by: niniGG 10 Feb 2011, 20:59
QUOTE (crazy-marii @ 10 Feb 2011, 17:32 )
მე მქონდა ორი ცალი ერთი თითზე  მეორე  მაჯაზე.  1 წელიწადი მქონდა ან 1.5 და მერე თავისით დაიწყო დაპატარავება და  1-2 კვირაში გაქრა  თან  აშკარად ვატყობდი დღითიდღე როგორ პატარავდებოდა ისეთი ბედნიერი ვიყავი თან მეშინოდა თვალი არ მეცესთქო biggrin.gif:D


ზოგჯერ მეჭეჭები იმუნიტეტის დაცემის დროს ჩნდება და როდესაც ორგანიზმი ძლიერდება თვისით ქრება

QUOTE
ვინმე მცოდნემ იქნებ დაწეროთ მეჭეჭის თუ ხორცმეტის

თუ ზუსტად არ იცი მეჭეჭია თუ ხირცმეტი და თუ მითუმეტეს იღლიის არეშია და გაწუხებთ მე არაფრის წასმას არ გირჩევთ no.gif აჯობებს ექიმმა ნახოს და იმან დაადგინოს ეგ მეჭეჭია, ხორც მეტი თუ კიდე რაიმე სხვა და საერთოდ ხალი რომ აღმიჩნდეს მაგაზე არ გიფიქრიათ? და ხალის მოშორება სახლის პირობებში შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ vis.gif
yes.gif :

Posted by: niniaa 11 Feb 2011, 10:36
crane
QUOTE
ტუჩზე გამოვიდა რაღაც მაგის მსგავსი და შეიძლება ეგ იყოს?

ახლა წავიკითხე.კიდევ გაქვს?

Posted by: ikooki 12 Feb 2011, 20:02
QUOTE
და საერთოდ ხალი რომ აღმიჩნდეს მაგაზე არ გიფიქრიათ? და ხალის მოშორება სახლის პირობებში შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ

რო მცოდნოდა ასეთი საშიში იყო არ გავბედავდი , მე რამდენიმე წლის უკან მაკრატელით მოვიჭერი ხალი და მერე გაცხელებული დანის წვერით მივიწვი biggrin.gif

Posted by: niniGG 13 Feb 2011, 01:51
QUOTE
მე რამდენიმე წლის უკან მაკრატელით მოვიჭერი ხალი და მერე გაცხელებული დანის წვერით მივიწვი biggrin.gif


კამიკაძე ყოფილხარ!!! ეგ რამ გაგაკეთებინა lol.gif მეორედ არ ქნა no.gif ბეწვზე ხარ გადარჩენილი gigi.gif

Posted by: ikooki 13 Feb 2011, 15:08
QUOTE
კამიკაძე ყოფილხარ!!! ეგ რამ გაგაკეთებინამეორედ არ ქნაბეწვზე ხარ გადარჩენილი

არა მგონია მთლად მასე საშიში იყოს, თუმცა მაინც ნუ გააკეთებთ იგივეს kar.gif gigi.gif

Posted by: crane 20 Feb 2011, 00:43
QUOTE
crane QUOTE ტუჩზე გამოვიდა რაღაც მაგის მსგავსი და შეიძლება ეგ იყოს?

ახლა წავიკითხე.კიდევ გაქვს?


არა, ცრუ განგაში იყო, მალევე ისე გაქრა ვერ გავიგე

ხო, ხელზე მეჭეჭებს რაც შეეხება ნინიას მადლიერი რომ ვიქნები მთელი ცხოვრება ფაქტია, ერთხელ მოვიშორე ყველა უკვე მაგ მეთოდით, ახლა 3 ცალი კიდე გამოვიდა, ვიყიდე ახალი ძმრის ესენცია, და 1 ღამეში მოწვა სამივე, ცოტა მტკივნეული იყო რადგან ძალიან ძლიერმოქმედი აღმოჩნდა თუმცა 1 ღამე გაწვალება ჯობია იმ საშინელებებს რაც მე მაქ გადატანილი

Posted by: ikebana 20 Feb 2011, 22:50
მე მოვიშორე ბანანის კანით. შემთხვევით წავაწყდი ამ ინფოს ინტერნეტში. თითზე მქონდა, ნეკა თითის სახსარზე და დამტანჯა რამდენიმე წელია. წარამარა ზიანდებოდა. ზომაშიც მომატა და ბოლოს დაახლოებით ბარდის მარცვლის ზომის იყო. მოკლედ 1 ღამით დავიკარი ბანანის ქერქი პლასტირის ქვეშ, იმ ზომის რომ მხოლოდ მეჭეჭი დაეფარა მთლიანად. ცოტა ამეწვასავით, მეორე დღეს კი უსიამოვნო შეგრძნება მქონდა. შემეშინდა და მეტად აღარ გამიმეორებია, დავიკიდე საერთოდ. დროთა განმავლობაში ზედა ნაწილი გახმა და დაახლოებით 1 კვირაში თანდათან სულ მოშორდა.

Posted by: niniGG 26 Feb 2011, 17:56
ikebana
QUOTE
მე მოვიშორე ბანანის კანით.

ისე ძალლიან ბევრი რამე გამიგია მეჭეჭბის მოსაშორებლად მაგრამ ბანანი რაღაც ახალია biggrin.gif ძალიან საინტერესოა smile.gif

Posted by: ikebana 27 Feb 2011, 01:05
niniGG
მეც პირველად გავიგე, მაგრამ ფაქტია. smile.gif

http://www.banana.com/medicinal.html ---- ამ გვერდზე სულ ბოლოში.


Posted by: niniGG 28 Feb 2011, 23:34
ikeba

ანუ ყვიტელი მხრიდან უნდა დაიდო ესეეგი, მე კიდე პირიიქეთ მეგონა, მადლობა ლინკზე yes.gif
მე კი არასოდეს მქონია მაგდამ დაქალს ქნდა და ექიმმა მარტო ვიტამინაბი დაუნიშნა და არ გაუარა და მერე ხალხურ მეთოდებს ვაძებდთ rolleyes.gif

Posted by: ikebana 1 Mar 2011, 01:48
niniGG
არა, ყვითელი მხარე ზემოთ უნდა იყოს, ანუ თეთრი მხარე უნდა ეხებოდეს.

Posted by: kalanda_kalanda 1 Mar 2011, 23:13
ერთს ჩემ ნაცნობს ზურგზე აქვს გამონაყარი. 2 წელი ვერ იშორებს. რა გააკეთოს?

Posted by: niniGG 2 Mar 2011, 01:53
kalanda_kalanda
QUOTE
ერთს ჩემ ნაცნობს ზურგზე აქვს გამონაყარი. 2 წელი ვერ იშორებს. რა გააკეთოს?

გამონაყარში რას გულისხმობთ? თუ მეჭეჭებს დაიდოს იმანაც ბანანის ქერქი რა ვიცი
yes.gif ადამიანი წერ რომ უშველა და ყოველ შემთხვევაში თუ იმას არ უშველის, მაინც არ ავნებს wink.gif

Posted by: kopala01 20 Mar 2011, 15:32
ვინმემ ხომ არ იცის ამას რა შეიძლება მოვუხერხო? კანიდან დაახლოებით 0.1 მილიმეტრზეა, არაა მტკივნეული ან რამე მსგავსი, არის თავსითვის, თმცა მაინც დისკომფორტია. არ მქონდა ხოლმე და მგონი უკანასკნელი 1 წელია რაც გაჩნდაuser posted image[/IMG]

user posted image

Posted by: niniGG 22 Mar 2011, 03:33
kopala01
რა უნდა მოუხერხო და დასაწყისისთვის ხელი არ ახლო!!! სურათზე კარგად არ ჩანს და შესაძლებელია ხალი იყოს და თუ ადრე არ ქონდა სულაც არ გამორიცხავს იმას რო ეხლა გაჩნდა! თუ გარეშამო შეწითლებული გაქერცლება ან გეევის და გწიწკნის მაშინ აუცილებლად წადი ექიმთან, უკეთესია თუ ონკოლოგიუღსი მიხვალ, იქ ხალებს ჯერ სინჯავენ და თუ საჭირო იქნება მოგიოწვავწენ. შენ ხელი არ ახლო არავითარ შემთვევაში! no.gif

Posted by: asiko 13 Apr 2011, 15:44
ხალებთან ყველა ფრთხილად იყავით. ხალის აძრობა და ათლა შემთხვევით ბევჯერ დამთავრებულა ლეტალური შედეგით.

მეჭეჭების საქმე შედარებიტ მარტივადაა. მე გამომივიდა ერთხელ ნეკაზე, ნერვებს მიშლიდა და სულ ვაწვალებდი, ვიჩიჩქნიდი, ნაპირებს ვაჭრიდი, სისხლებს ვიდენდი ხოლმე, მერე ისევ ამოდიოდა. რაღაცნაირი ძაფების გროვა იყო. მერე ეს ძაფები სათითაოდ ამოვიცალე მგონი პინცეტით, აღარც მახსოვს ძველ ამბავს ვყვები და გაქრა ასე.

თვალებზე მაქვს წლებია წვრილ-წვრილი მეჭეჭები, ესენი არ მიშლის ნერვებს და ვერც ვიგებ, როდის მძვრება თვალების ფშვნეტაში და როდის ამოდის ახალი. smile.gif

დედაჩემს ქონდა ყელზე და ძაფებით გასკვანჩა და სადღაც ერთ კვირაში მოძვრა ყველა. smile.gif

ikebana

ეგ რა მაგარი ლინკი დაგიდია, სად იყავი აქამდე?! smile.gif

PMS: Forget the pills - eat a banana. The vitamin B6 it contains regulates blood glucose levels, which can affect your mood.

Posted by: _qaloba_ 13 Apr 2011, 17:21
asiko



აუ მე გამომივიდა ყელზე რამდენიმე ეგეთი წვრილი არ ვიცი რა არის ,მეჭეჭი ხომ მსხვილებია უფრო ეს რაღაც წვრილია, და როგორ მოვიშორო არ ვიცი , ძაფი როგორ უნდა წავიჭირო ალბათ ძალიან მტკივნეული იქნება ვერ გაუძლებ sad.gif სხვა არაფერი იცით?

Posted by: asiko 13 Apr 2011, 18:38
_qaloba_

არამგონია მტკივნეული იყოს, გიპწკენს და ეგაა. ისე კიდე რას გიშლით, წვრილები ძალიან საყვარლებია. smile.gif

Posted by: _qaloba_ 13 Apr 2011, 18:42
asiko



რასამბობ რა საყვარლები , ისეთ ცუდ ადგილას მაქვს ტანსაცმელი მედება და ძალიან მაწუხებს ,კისერზე სადაც ჯვარი მაქვს ჩამოკიდებული ხშირად ძაფი მედება და საშინელებაა რა
ესეიგი უბრალოდ ძაფი უნდა შემოვიჭირო და გამოვნასკვო და ასე დავიტოვო თავისით მოძვრება?

Posted by: dastambo 13 Apr 2011, 21:22
ძმრის მჟავამ მომაცილა მეჭეჭები წაისმევ 2-3 ჯერ და მორჩენილი ამბავია..

Posted by: ikebana 14 Apr 2011, 00:04
kalanda_kalanda
QUOTE
ერთს ჩემ ნაცნობს ზურგზე აქვს გამონაყარი. 2 წელი ვერ იშორებს. რა გააკეთოს?

დერმატოლოგთან უნდა მივიდეს. გამონაყარი უამრავნაირია და შეასაბამისად უამრავი მიზეზი და უამრავი გამოსავალი არსებობს.

asiko
ჩემთვისაც აღმოჩენა იყო. ეს მეჭეჭი ფაქტია რომ მომაშორა (ზუსტად ისეთი იყო და იგივე ადგილას, როგორც შენ აღწერე) და დანარჩენი დამთხევაა თუ რა არ ვიცი. (დაბალწნევიანი ვიყავი, ანემიური და არც პმს იყო უცხო). დავეძალოთ ბანანებს!

Posted by: asiko 15 Apr 2011, 15:39
_qaloba_
QUOTE
რასამბობ რა საყვარლები , ისეთ ცუდ ადგილას მაქვს ტანსაცმელი მედება და ძალიან მაწუხებს ,კისერზე სადაც ჯვარი მაქვს ჩამოკიდებული ხშირად ძაფი მედება და საშინელებაა რა ესეიგი უბრალოდ ძაფი უნდა შემოვიჭირო და გამოვნასკვო და ასე დავიტოვო თავისით მოძვრება?


ჰო, მარა შენით ვერ იზავ. მეჭეჭის ძირში უნდა განასკვო კარგად. იდეა ისაა, რომ სისხლის მიწოდება უნდა შეძერდეს, რის მერე მოკვდება მეჭეჭი და მოძვრება.

Posted by: _qaloba_ 16 Apr 2011, 01:36
kalanda_kalanda



ჩემს ერთ ახლობელს ქონდა ასე ზურგზე,არაფერი შველოდა და მერე დერმასეპტმა გაუქრო,ძალიან მაგარია მართლა, ოდნავ უნდა გადაუსვა გამონაყრის ადგილზე,რამდენჯერმე გადასმა არ შეიძლება წვავს კანს, სამ დღეში უკვე შეატყობთ ეფექტს,სცადეთ

Posted by: Gam3Master 1 May 2011, 11:46
თითზე მაქვს უზარმაზარი მეჭეჭი უკვე 3 თვე იქნება და გვერდზე მეორემაც დაიწყო ამოსვლა და რას მირჩევთ როგორ მოვიშორო?

Posted by: GRINGO 1 May 2011, 11:52
Gam3Master
რუსულ სამედიცინო ფორუმებზე ქვეყნის ინფორმაცია იქნება მაგაზე, წაიკითხე..
ექიმთან იყავი?

Posted by: Gam3Master 1 May 2011, 11:53
QUOTE
რუსულ სამედიცინო ფორუმებზე ქვეყნის ინფორმაცია იქნება მაგაზე, წაიკითხე..
ექიმთან იყავი?

არა.... რუსულად მეჭეჭი როგორაა? biggrin.gif

Posted by: nino700 1 May 2011, 19:51
_qaloba_
QUOTE
ძაფი როგორ უნდა წავიჭირო ალბათ ძალიან მტკივნეული იქნება ვერ გაუძლებ

არა, მტკივნეული არ არის ისე, რომ ვერ გაუძლო, მეც მასე მოვიშორე ყელზე. თავიდან მაგარი უაზრობა მეგონა და მეც მაგის შიში მქონდა , ვერ გავუძლებ-მეთქი, მაგრამ რამდენიმე დღეში მომძვრა (ჯერ გაიბერება, მერე გახმება და ძაფიანად შეგრჩება ხელში, ოღონდ ძაფი სპირტით გავწმინდე მოჭერამდე)

Posted by: lolitatttt 10 May 2011, 16:26
დამწვარი შაქარი უნდა დაისხათ მეჭეჭზე და რამდენიმე დგეში თავად მოგძვრებათ

Posted by: taam_tamunia 11 May 2011, 17:53
მეჭეჭების მოშორება შეიძლება კრიოთერაპიით, კონსტიტუციის ქუჩაზე კან-ვენის დისპანსერში და ონკოლოგიურშიც.... პროცედურა რამდენიმე წამი გრძელდება და არცისე მტკივნეულია smile.gif yes.gif yes.gif

Posted by: tornikeike 22 May 2011, 23:39
ეჰ თქვენ ძველი ნაცადი ხერხი არ იცით, ყველაზე მაგარი... დაიჭერ მაკრატელს ,მიადგები მეჭეჭს და ჩახვალ მაკრატლით ძვლამდე ,მერე ამოაგდებ მეჭეჭეს(პაპილომას) და მოიბან სპირტით,,,ბიძაჩემის ხერხია ასეტი...აბა თქვენ იციტ იმედია გადარჩებით!,..:დ

Posted by: niniGG 23 May 2011, 00:21
tornikeike
QUOTE
ეჰ თქვენ ძველი ნაცადი ხერხი არ იცით, ყველაზე მაგარი... დაიჭერ მაკრატელს ,მიადგები მეჭეჭს და ჩახვალ მაკრატლით ძვლამდე ,მერე ამოაგდებ მეჭეჭეს(პაპილომას) და მოიბან სპირტით,,,ბიძაჩემის ხერხია ასეტი...აბა თქვენ იციტ იმედია გადარჩებით!,..:დ

და მერე აიღებ იარაღს და თავში ისვრი ინიტომ რომ მაგის მერე შეიძლება ვერც გადარჩე aba.gif
და რეებს წერ აქ? ვიღაც სულელეი დაიჯერებს და მართლა გააკეთებს! aba.gif

Posted by: Present> 10 Jun 2011, 23:29
აუ ამდენს რა გადაიკითხავს და პირდაპირდ დავსვავ კითხვას smile.gif
მაინტერესებს სად შეიძლება და როგორ მეჭეჭის მოშორება..
ხელზე მაქვს
რამოდენიმეჯერ ამეგლიჯა პატარა ნაწილი და სისხლისგან დავიცალე
უნდა მოიწვას როგორც ვიცი თუ რაღაც მსგავსი.
და სად შეიძლება მოვიშორო, რა დამიჯდება და როგორ ხდება ეს პროცესი..

Posted by: lashukaqetuka 31 Jul 2011, 20:50
გამარჯობაათ, მე გუშინ მითხრეს ერთი კარგი რჩევა: ჩაის კოვზზე დავყრით ცოტა შაქარს და ცეცხლზე გავადნობთ ისე რომ სეროფი მივიგოთ, მერე ის სეროფი უნდა ავიღოთ ასანთის ღერით და ზუსტად მხოლოდ მეჭეჭზე უნდა დავიდოთ, ცოტა დაგვეწვებაა, ანუ ცვავს მეჭეჭს მე დღეს გავიკეთე და ვნახოთ შედეგს დავწერ, 3 ცალი ძალიან პატარა მეჭეჭი მაქვს და ბუშტუკებივით გაიკეტა რომ დაიცვა, თვითონ ვინც ეს მასწავლა 5 წლის წინ ასე მოიწვა ხელებზე და აღარც ამოსვლია იმის მერე, და მე თვითონ დხლოებით 7 წლის წინ მუხლზე მქონდა 1 მეჭეჭი, დედალს რომ ეძახიან და გარშემო მომრავლდა ცვრილი მეჭეჭები, ყველაზე მაღალპროცენტიანი ნიშადურის სპირტს ვისვავდი 5 დღე ყოველდგე და მერე დიდ მუჭიკად გადაიქცა და ამძვრა თვითონვე, იმის მერე აღარც კი ამომსვლია, ამ საქრის სეროფის სედეგს კი დავწერრ

Posted by: Woman No Cry 7 Aug 2011, 22:34
მინდა მეჭეჭი მოვიწვა ნიშადურის სპირტით. ადრე მოვიწვი კისერთან მქონდა რამოდენიმე და ახლა იღლიაში მაქვს ერთი და ამის გამო წესიერად ვერ ვიპარსავ და მინდა მოვიწვა მაგრამ ერთი რამ მაყოვნებს. იღლიაში ხომ ათასი სახის ნერვული დაბოლოებები გადის (მკერდის) და ხომ არ დამიზიანდება რამე? რას მირჩევთ?

Posted by: loveway 9 Aug 2011, 18:34
Woman No Cry
QUOTE
მინდა მეჭეჭი მოვიწვა ნიშადურის სპირტით. ადრე მოვიწვი კისერთან მქონდა რამოდენიმე და ახლა იღლიაში მაქვს ერთი და ამის გამო წესიერად ვერ ვიპარსავ და მინდა მოვიწვა მაგრამ ერთი რამ მაყოვნებს. იღლიაში ხომ ათასი სახის ნერვული დაბოლოებები გადის (მკერდის) და ხომ არ დამიზიანდება რამე? რას მირჩევთ?

ისა
მე ვიცი რო
ელ.დანით იწვება
ონკოლოგიურშI
და შრამიც არ რჩება. პროსტა დააგჩნია კანს აღდგენის უნარი რამდენად ძლიერი აქ )))
ჯერ პატარა ნაწიბურივით იქნება
და მერე ვსიო ))
--------
ისე ტვ ში თქვეს რო\კალია რო დაიჭიროთ და გააბრაზოთო
შხამს გამოყოფს რომელიც
მეჭეჭებს ეგრევე აქრობსო
biggrin.gif
ხოდა დაიჭირე კალია
და იმდენიო ურტყი სანამ იმ შხამს
მეჭეჭზე არ დაანტხევს
biggrin.gif

Posted by: matusala_5 9 Aug 2011, 19:14
http://pix.ge/


გაზაფხულზე ჩემს ძმას ხელზე და სახეზე გაუჩნდა დაახლოებით ასეთი მეჭეჭები,სამსახურის გამო არ წამომყვა მაშინვე მოსაწვავად ,ზაფხულზე გავიკეთებო,ამასობაშო 20მდე ავიდა,სანამ შვებულებას აიღებდა მანამდე ლეღვის რძეს ისმევდა,(კი არ სჯეროდა, მაგრამ მაინც რა მიდის ,იქნება მართლა მიშველოსო smile.gif)დღეს არც ერთი აღარ აქვს, სულ გაუქრა ყოველგვარი კვალის გარეში.

Posted by: Woman No Cry 10 Aug 2011, 01:18
QUOTE (loveway @ 9 Aug 2011, 18:34 )

ისა
მე ვიცი რო
ელ.დანით იწვება
ონკოლოგიურშI
და შრამიც არ რჩება. პროსტა დააგჩნია კანს აღდგენის უნარი რამდენად ძლიერი აქ )))
ჯერ  პატარა ნაწიბურივით იქნება
და მერე ვსიო ))
--------
ისე ტვ ში თქვეს რო\კალია რო დაიჭიროთ და გააბრაზოთო
შხამს გამოყოფს რომელიც
მეჭეჭებს ეგრევე აქრობსო
biggrin.gif
ხოდა დაიჭირე კალია
და იმდენიო ურტყი სანამ იმ შხამს
მეჭეჭზე არ  დაანტხევს
biggrin.gif

არა გმადლობთ. ასეთი სახის მაზოხისტური ქმედებები არ მჭირდება no.gif

Posted by: lashukaqetuka 21 Aug 2011, 19:58
მე მომძვრა უკვე მეჭეჭები, ასე რომ ზემოთ რაც დავწერე ეფექტური გამოდგა smile.gif

Posted by: stani 1 Sep 2011, 20:51
ყველაზე ეფექტურია ალოე და ლეღვის რძე და რაც მთავარია არ არის საშიში.დაანებეთ თავი მოწვას და მსგავს საშუალებებს ძალია საშიშიაააააა.

Posted by: anaana22 1 Sep 2011, 23:22
ყველაზე კარგია ლეღვის რძე ,ბავშვობაშიც მქონია ბევრი მეჭეჭი და ეხლაც ხანდახან მიჩნდება ხოლმე,
ხოდა ლეღვის რძეს წავისმევ თუ არა, რამდენიმე დღეში დაპატარავებას იწყებს და მერე სულ ქრება.

Posted by: Woman No Cry 2 Sep 2011, 00:31
QUOTE (stani @ 1 Sep 2011, 20:51 )
ყველაზე ეფექტურია ალოე და ლეღვის რძე და რაც მთავარია არ არის საშიში.დაანებეთ თავი მოწვას და მსგავს საშუალებებს ძალია საშიშიაააააა.

ერთად უნდა წაისვა თუ ცალცალკე? baby.gif

Posted by: S_A_B_A_82 2 Sep 2011, 22:03
anaana22
QUOTE
ყველაზე კარგია ლეღვის რძე ,ბავშვობაშიც მქონია ბევრი მეჭეჭი და ეხლაც ხანდახან მიჩნდება ხოლმე, ხოდა ლეღვის რძეს წავისმევ თუ არა, რამდენიმე დღეში დაპატარავებას იწყებს და მერე სულ ქრება.

მერე საიდად უნდა აიღო?

Posted by: anaana22 3 Sep 2011, 23:56
S_A_B_A_82
QUOTE
მერე საიდად უნდა აიღო?


საიდან და ლეღვის ხეზე მოწყვიტე უმი ლეღვი (თითონ ნაყოფი)
და ახალ მოწყვეტილს ყუნწიდან სდის თეთრი სითხე,რძე,და ეგ უნდა წაისვა მეჭეჭზე,ერთი ორჯერ რომ წავისმევ მე მალევე მიქრობს.
მემგონი ფოთოლიც რომ მოწყვიტო იმასაც სდის რძე.

Posted by: S_A_B_A_82 4 Sep 2011, 09:26
anaana22
QUOTE
საიდან და ლეღვის ხეზე მოწყვიტე უმი ლეღვი (თითონ ნაყოფი)

მაგას კი მივვხვდი მაგრამ ლეღვია ხე სად ვვნახო აი პრობლემა რაშია biggrin.gif
თან რამდენადაც მე ვიცი ერთხალ წასმა არ უშველის და ჯერ სადღაც უნდა გაჩითო ეგ ხე და მერე დროებით იქ გადახვიდე საცხოვრებლად biggrin.gif

Posted by: anaana22 4 Sep 2011, 12:58
S_A_B_A_82
ხო ეგ არვიციsmile.gif სადმე ნახავ

QUOTE
მერე დროებით იქ გადახვიდე საცხოვრებლად

ერთხელ წასმაც გეყოფა yes.gif

Posted by: Lord Alfred Douglas 5 Sep 2011, 14:49
ამ შელოცვაზე მაგრად ვკაიფობ, უფროსწორად ადრე ვკაიფობდი ახლა უკვე ვღიზიანდები ასეთ იდიოტობას თუ მოვისმენ სადმე :@

* * *
ან კიდე ვარსკვლავები არ დაითვალოო. თორემ უფრო ბევრი გამოგივაო lol.gif lol.gif

Posted by: niniko_022 12 Sep 2011, 01:27
მე იცით რითი მოვიშორე? уксусная кислота აი ასე ჰქვია ბამბით წაისმევთ და მეჭეჭს ადნობს აღარც ამომსვლია იმის მერე ჩემს დაქალსაც უშველა ცოტა დაწვას იგრძნობთ ბამბა დაასველეთ და დაახლოებით ნახევარი წუთი დადეთ მეჭეჭზე ყოველ დღე.

Posted by: tornikeike 19 Sep 2011, 15:29
მე ეხლა ახლობლის თმა მიკეთია და და მიპატარავდება ნელ ნელა ,,,ისე ამ ბოლო დროს ბევრს ამოუვიდა ...

Posted by: BASTERA85 13 Oct 2011, 19:13
გამარჯობათ

მოკლედ მეჭეჭები გამიჩნდა ხელზე და როგორ მოვიშორო?
მადლობთ
---------------------
http://forum.ge/?f=43&showtopic=33702169

Posted by: ikebana 13 Oct 2011, 19:59
BASTERA85
მე მოვიშორე ბანანის კანით smile.gif

Posted by: BorotiRoboti 14 Oct 2011, 17:08
თუ იცით ვინმემ კალანხოეთი როგორ ვიმკურნალო მეჭეჭები?

Posted by: BASTERA85 14 Oct 2011, 17:12
QUOTE
მე მოვიშორე ბანანის კანით

ღადოაბ?

Posted by: vako_adidas 15 Oct 2011, 08:20
მეჭეჭი კანის პატარა, არაანთებითი ხასიათის სიმსივნური წარმონაქმნია. მისი დიამეტრი 1-2 მმ-დან 1 სმ-მდე ვარირებს, იშვიათად უფრო მეტიც არის.
მეჭეჭს პაპილომავირუსი იწვევს. დაავადების საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე თვე გრძელდება. გამომწვევი გადაედება ინფიცირებულ ადამიანთან ან საგანთან შეხების დროს (სასქესო ორგანოთა ლორწოვანი გარსები სქესობრივი კონტაქტის შედეგად ზიანდება).
განასხვავებენ მეჭეჭის რამდენიმე ნაირსახეობას:
ჩვეულებრივი მეჭეჭები 3-10 მმ დიამეტრის მრგვალი, მკვრივი, ხორკლიანზედაპირიანი, უმტკივნეულო კვანძებია. ისინი უმეტესად ხელის ზურგზე, თითებზე, სახეზე, თავის თმოვან ნაწილზე ჩნდება.
ტერფის მეჭეჭები, ჩვეულებრივ, მტკივნეულია. ისინი დაფარულია გარქოვანებული შრით და კოჟრებს მოგვაგონებს. მათ წარმოქმნას ხელს უწყობს ფეხსაცმლის მუდმივი ზეწოლა და ხახუნი.
ბრტყელი (ახალგაზრდული, იუვენილური) მეჭეჭები მცირე ზომის (0,5-3 მმ) მოყვითალო ან კანის ფერი კვანძებია. ასეთ მეჭეჭებს მრგვალი ან წიბოვანი გლუვი, ბრტყელი ზედაპირი აქვს და ოდნავ სცილდება კანს. უმეტესად სახეზე და ხელის ზურგზეა განლაგებული. ხშირია ახალგაზრდებში, განსაკუთრებით - მოსწავლეებში.
დიაგნისტიკა. ერთი შეხედვით მეჭეჭი ძალიან ადვილი ამოსაცნობია, მაგრამ დამოუკიდებლად დიაგნოზის დასმა ყოველთვის არ არის ადვილი, რადგან მეჭეჭი შესაძლოა კანის სხვა დაავადებით შეინიღბოს.
საზოგადოდ, კანზე არსებული ყოველგვარი სიმსივნური წამონაქმნი საყურადღებოა, მაგრამ ყველა წარმონაქმნი მეჭეჭი არ არის, ამიტომ დიაგნოზის დასასმელად ადამიანმა დერმატოლოგს უნდა მიმართოს.
დერმატოლოგთან ვიზიტი აუცილებელია, თუ:
მეჭეჭი ხელს გიშლით და გრძნობთ მას (მაგალითად, ტეფრის მეჭეჭი);
მტკივნეულია, სისხლმდინარია, იცვალა ფორმა ან ფერი;
ძალიან გაიზარდა;
გამოსაჩენ ადგილას მდებარეობს და ქმნის კოსმეტიკურ უხერხულობას;
მრავლდება.
მკურნალობა. მეჭეჭების მკურნალობა აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით უნდა წარიმართოს - არასწორი მკურნალობის შედეგად მეჭეჭი შესაძლოა ავთვისებიან წარმონაქმნად იქცეს. მეჭეჭის მკურნალობისას მნიშვნელოვანია, ორგანიზმს უფრო მეტი ზიანი არ მივაყენოთ, ვიდრე თავად მეჭეჭი აყენებს.
ამჟამად მეჭეჭის მკურნალობის მრავალი მეთოდი არსებობს. მათ წარმონაქმნის ადგილმდებარეობისა და სახეობის მიხედვით ირჩევენ.
მკურნალობა შესაძლებელია:
მედიკამენტური მეთოდით (ანტივირუსული პრეპარატები);
მექანიკური გზით;
ქიმიური გზით (მოწვა);
დიათერმოკოაგულაციით (მოყინვა);
კრიოთერაპიით (მეჭეჭების უმტკივნეულო მოწვა თხევადი აზოტით);
ქირურგიული მეთოდით (მოკვეთა ჩვეულებრივ, ადგილობრივი ანესთეზიით, ან ლაზერული სკალპელით. შემდეგ ადებენ დამწოლ ნახვევს);
ელექტროკოაგულაციით (მაღალი სიხშირის დენით, რომელიც ქსოვილების ტემპერატურას ზრდის, რის შედეგადაც ირღვევა მეჭეჭის მთლიანობა და ვირუსი იღუპება;
იმუნოთერაპიით (დაავადების გამწვავებას უშუალო კავშირი აქვს იმუნური სისტემის მდგომარეობასთან).
მკურნალობის ზოგიერთ მეთოდს აქვს გართულებებიც. მაგალითად, მეჭეჭის ლაზერით მოშორებისას კანზე ზოგჯერ ნაწიბურები რჩება. ნაწიბურები შესაძლოა გაჩნდეს ზოგიერთი მოძველებული აპარატის გამოყენების დროსაც. მკურნალობის შედარებით დამზოგველ მეთოდებად მიიჩნევა კრიოთერაპია და ელექტროკოაგულაცია.
არამც და არამც არ შეიძლება მეჭეჭის დამოუკიდებლად მოშორება სახიდან, მათ შორის - ტუჩებიდან და ქუთუთოებიდან - შესაძლოა, მათ ადგილას ნაწიბურები დარჩეს.

რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა
აიღეთ 2 ცალი ლიმონის კანი, დააქუცმაცეთ, დაასხით 1/2 ჭიქა 30%-იანი ძმარი, ჩაასხით მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში და 8 დღე დატოვეთ. დროდადრო შეანჯღრიეთ. 8 დღის შემდეგ გადაწურეთ. ამ ნაყენში დასველებული ტამპონი დღეში რამდენჯერმე დაიდეთ მეჭეჭზე.
მეჭეჭის კანთან შეხების ადგილას მაგრად მოიჭირეთ აბრეშუმის ძაფი, ყოველდღე - უფრო და უფრო მეტად. მეჭეჭი გახმება და თავისთავად მოძვრება.
აიღეთ 200 გრამი წიწვი, დაასხით 2 ლიტრი ადუღებული წყალი და კიდურები ამ ნაყენით დაიორთქლეთ, ვიდრე გაგრილდება. პროცედურა გაიმეორეთ 5-6-ჯერ, დღეგამოშვებით.
მოკრიფეთ ფუჩფუჩა (ვაზისძირა), წამოადუღეთ და რამდენიმეჯერ დაიორთქლეთ სხეულის ის ნაწილები, სადაც მეჭეჭები გაქვთ.
გაზაფხულზე მოტეხეთ ლეღვის ქორფა ყლორტი. გადანატეხიდან ყლორტს რძე წამოუვა. სწორედ ეს რძე წაისვით მეჭეჭზე. გაიმეორეთ ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში.
მეჭეჭზე მშრალი ყინულის ნაჭერი მიიდეთ და გაიჩერეთ, სანამ გაუძლებთ. რამდენიმე ჯერის შემდეგ მეჭეჭი გაქრება.
ნივრის კბილი დააქუცმაცეთ, დაიდეთ მეჭეჭზე და ლეიკოპლასტირით დაიმაგრეთ. 2-3 საათზე მეტხანს ნუ გაიჩერებთ - შესაძლოა, კანი დაგეწვათ.
მეჭეჭზე რამდენჯერმე დაიდეთ ხახვის ნაჭერი - მეჭეჭი დარბილდება და ადვილად მოშორდება.
ძილის წინ მეჭეჭზე დაიდეთ ცირცელის ნედლი, გასრესილი ნაყოფი, შეიხვიეთ და დილამდე დაიტოვეთ, დილით კი ჩამოიბანეთ. 8-10 პროცედურა საკმარისია.
აიღეთ მომცრო კარტოფილი, შუაზე გაჭერით და განაჭერი მხრიდან დაიდეთ მეჭეჭზე.
ქრისტესისხლას ქორფა ღეროს წვენი გამოადინეთ და მეჭეჭზე წაისვით.
ფიკუსის წვენი და ძმრის ესენცია ერთმანეთში აურიეთ (პროპორციით 2:1), პლასტირის პატარა ნაჭერი შუაში მეჭეჭისოდენად ამოჭერით, მეჭეჭზე ჩამოიცვით (გარშემო საღი კანი რომ არ დაზიანდეს) და ფიკუსის ძმრის 1-2 წვეთი ზედ მეჭეჭზე დაიწვეთეთ. 5-10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა ჩაიტარეთ დღეში ერთხელ მეჭეჭის გაქრობამდე.

Posted by: Lukrenci 29 Oct 2011, 01:14
პაპოლომას მოსაშორებლად რა არის ეფექტური?
მხოლოდ მოწვა?

Posted by: kuskusa19 5 Dec 2011, 14:05
მეჭეჭის მოიწვა რა ღირს?...............................

Posted by: free2rhyme 13 Dec 2011, 22:18
ყელის არეში მაქვს პატარა წვრილი მეჭეჭები. რა არის ეგ და როგორ მოვიშორო?

Posted by: Hypnotize 11 Feb 2012, 15:31
თუ ვინმეს გქონიათ მეჭეჭი და მოგიცილებიათ გთხოვთ მასწავლოთ cry.gif ან თუ გსმენიათ რამე cry.gif არდახუროთ რა თემა cry.gif

Posted by: Hypnotize 17 Feb 2012, 19:56
ni5ni
no.gif არა ერთხელ რო მოვიჭერი მოცეკვავე ფანტანი გამომივიდა და აღარ მიცდია. აზოტით მოწყვა გავიკეთე და მეც მომძვრა უკვე. მადლობა რჩევისთვის.

Posted by: kuskusa19 17 Feb 2012, 20:37
Hypnotize
სად გაიკეთე მოწვა?რა ღირს

Posted by: Natuka NGN 17 Feb 2012, 20:37
რა მოიჭერით, გადაირიეთ? ლაზერით და აზოტით მოცილება შეიძება, ლაზერი ნაკლებ შრამს ტოვებს, აზოტით შეიძლება დარჩეს შრამი,.

Posted by: Hypnotize 17 Feb 2012, 21:43
kuskusa19
ონკოლოგიურშუ. ჯიბეში 10 ლარი ჩავიდე მევიფიქრე ერთ შაურმასაც მივარტყამ მეთქი და რომ გავიკეთე და გაღიმებული სახით ვკითხე რამდენი მოგართვათთქო 80 ლარიო bis.gif დავრჩი უმეჭეჭოდ გაღიმებული bis.gif

Natuka NGN
აზოტით გავიკეთე მე და ლაზერით ნაღდათ არვიცი.

რაღაც სულელური რაღაცები მასწავლეს ვაშლი გაჭერიო და მერე დამარხეო და სისულელეები კიდე მარა არმიშველა mad.gif

Posted by: kuskusa19 17 Feb 2012, 22:05
Hypnotize
wow.gif 80? biggrin.gif მერე როგორ გადაუხადე

Posted by: Hypnotize 18 Feb 2012, 01:18
kuskusa19
გადავრეკე ძმაკაცთან და მოვატანიე და ექიმს ვუთხარი ვითომ დამეკარგა ფული biggrin.gif

Posted by: pandora85 18 Feb 2012, 10:56
QUOTE
თუ ვინმეს გქონიათ მეჭეჭი და მოგიცილებიათ გთხოვთ მასწავლოთან თუ გსმენიათ რამე
ჩემს მეზობელს ქონადა მეჭეჭი და ზუსტად ვიცი ესე მოიშორა.მეჭეჭს კაპრონის ძაფით მოუჭირა ძან მაგრდ ისე რომ თითქოს მოახრჩო
lol.gif მერე წაუსვა იოდი და რამოდენიმე დღეში თავისით მოძვრა.

Posted by: elene2011 21 Feb 2012, 21:40
ჩემს ახლობელს (მამაკაცს) ეგონა,რომ ჰქონდა ბუასილი: პროქტოში რამდენიმე გამონაყარი შეამჩნია მას შემდეგ,რაც ცოტაოდენი სისხლდენა დააფიქსირა. თურმე ეს გამონაყარი უფრო დიდი ხან ჰქონია.ექიმმა დაუდგინა პაპილონა ვირუსი (კაცებშიც ყოფილაsmile.gif)...გამოუწერა ალდარას კრემი...თავად რუსეთში ცხოვრობს...აპირებს დაბრუნებას საქართელოში,სადაც ეს მაზი არ იყიდება...გავიკითხე...მე მთხოვა,გამეგო,სად შეიძლება ანალოგიური მაზი(საცხი,გელი) ვიშოვო თბილისში და იქნებ მიმასწავლოთ სპეციალისტს, რომელთანაც შეიძლება ავადმყოფმა იმკურნალოს ჩამოსვლისთანავე... არსებობს თბილისში კრიონინგით(ტერმინი თუ გავიმეორე ზუსტად,არ ვიცი) ან ამოწვით ამ დაავადების მკურნალობა? დიდი მადლობა ყველას

Posted by: წვეთი709 21 Feb 2012, 21:45
Hypnotize
QUOTE
თუ ვინმეს გქონიათ მეჭეჭი და მოგიცილებიათ გთხოვთ მასწავლოთ cry.gif ან თუ გსმენიათ რამე cry.gif არდახუროთ რა თემა cry.gif

მე მარილ მჟავას ვიყენებ -ხოლმე და მხოლოდ მეჭეჭზე და არა მის გარშემო, მცირე რაოდენობით, დღეში ორჯერ სამჯერ ასანთზე დახვეული ბამბით ვისვამ, ხმება და თავისით ძვრება.

Posted by: Natuka NGN 21 Feb 2012, 22:58
elene2011
არსებობს როგორ არ არსებოს. შორდება მაგ პაპილომა როგორ კრიოდესტრუქციით ისე სპეციალური დანით. PM ნახე.

Posted by: Hypnotize 21 Feb 2012, 23:08
წვეთი709

მოიცა იყენებ რასქვია??? ხშირად იყენებ ხოლმე? biggrin.gif



პ.ს მე მოვიშორე უკვე მაგრა ისე სხვადასხვა ხერხები თუარსებობს მაინტერესებს.

Posted by: geoeka 22 Feb 2012, 04:16
მეჭეჭები, პაპილომები და ასე შემდეგ - ეს არ არის მარტო გარეგანი გამოვლინება და რომ მოიშორებთ არ გეგონოთ, რომ ამით ყველაფერი დამთავრებულია - ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, თორემ ამ ვირუსებს ღრმად აქვთ გადგმული ფესვები თქვენს ორგანიზმში, რადგან ეს ნელა მიმდინარე ინფექციაა. მაკრატლით მოჭრა არა მარტო არ შველის - შეიძლება სერიოზული გართულების მიზეზიც გახდეს. ამიტომ საჭიროა მისი მკურნალობა, როგორც ვირუსული დაავადების, თანაც იმუნიტეტის აღდგენა პარალელურად. რაც შეეხება მკურნალობას - არსებობს ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები, რომლის მეშვეობითაც რამოდენიმე დღეში მოიშორებთ ამ პრობლემას გარეგანად, თორემ შინაგანი მკურნალობა მოითხოვს გარკვეულ დროს. ჩვენ უნდა დავანებოთ თავი საკუთარი თავის მოტყუებას და ჩავიტაროთ წესიერი მკურნალობა. თუ არ გვინდა, რომ შემდეგში სხვადასხვა გართულებებს ვუმკურნალოდ. როგორც ინგლისელები ამბობენ - მე ისეთი მდიდარი არ ვარ, რომ იაფი ნივთი ვიყიდოო და თქვენც გირჩევთ, რომ სრულფასოვან მკურნალობაზე უარი არ თქვათ, რომ მერე 10 ლარი კი არა 10-ჯერ მეტი გქომდეთ გადასახდელი.

Posted by: KOMBAT 22 Feb 2012, 17:01
აუ ეს თემა რომ ვნახე გამახსენდა რომ მეც მაქვს თითზე და სანამ გადავიკიტხე და ერთი ვნახო მეტქი და აღარ მქონია :DDDDDD

Posted by: Gveli123 27 Mar 2012, 18:32
გამარჯობათ ქუთუთოზე ბავშვობიდან მაქვს პატარა მეჭეჭი ძაან, რა ღირს და სად ხდება მისი მოწვა? რამდენი პროცედურაა საჭირო და მტკივნეული თუა? ერთია და პატარა ძაან, მაგრამ ახლა რაღაც თითქოს თავზე თეთრი წარმონმაქმნები გაუჩნდა და რა არის?

Posted by: საკურა. 27 Mar 2012, 19:00
Hypnotize
არც აზოტი გინდა,წვა და დრო უნდა..არც ლაზერი....
მიდი ნებისმიერ კლინიკაში გაგიკეთებენ...მაქსიმუმ 50 ლარი ღირდეს...უბრალოდ დაადგინე რომელი გამაყუჩებლის მიმართ არ ხარ ალერგიული.....
ჩემმა დაქალმა მოიწვა....არც ტკივილი უგრძვნია..იმ წამსვე მოძვრა....მერე 1 კვირა დაახლოებით თავი ქონდა და იმასაც თუ ჰიგიენის ელემენტარულ წესებს დაიცავ უპრობლემოდ "გადალახავ".....
პ.ს. სანამ ძალიან არ ცხელა დროზე გაიკეთე... )))
Gveli123
რამდენს გაუკეთებია ჩემს ირგვლივ და არავის შემქნია პრობლემა...როგორი წარმონაქმნია ისე?
ნებისმიერი ქირურგი გააკეთებს ამას... 2 წუთი უნდა...არც კი... ))))

Posted by: Hypnotize 27 Mar 2012, 20:47
საკურა.
ვერგავიგე ნებისმიერ კლინიკაში რასგამიკეთებენ ანუ რაიმე ანტიბიოტიკია??

Posted by: საკურა. 27 Mar 2012, 22:14
Hypnotize
ნებისმიერ კლინიკაში მოგიწვავენ......
არანაირი ანტიბიოტიკი....ადგილობრივად გაგიყუჩებენ.....დაახლოებით 5 წუთი უნდა მოწვას და ჭრილობის დამუშავებას.....ვერ იგრძნობ საერთოდ.....

Posted by: loveway 27 Mar 2012, 22:25
Hypnotize
მოიწვი
ის Dრე მაგარი გამწარებული იქნები
მარა
მერე
აღარ შეგაწუხებს

ონკოლოგიურში მოიწვი

Posted by: Natuka NGN 27 Mar 2012, 22:34
Hypnotize
ლაზერით ყველაზე კარგია მოწვა, შრამი აღარ რჩება, სხავ შემტხვევაში თუ დიდია მეჭეჭი შრამის დარჩენის დიდი შანსია.

Posted by: Gveli123 28 Mar 2012, 00:02
საკურა.
მეჭეჭი ადრეული ბავშვობიდან მაქვს და 1-2 კვადრატული მილიმეტრი იქნება, ხანდახან ცოტა იმატებს ზომაში და მერე ისევ პატარავდება. ამოწეულია რა პატარაზე, ხოდა ახლა გაუჩნდა 1 თეთრი ამოწეული კიდე ზემოდან. რომ შემხედავ არაფერი ეტყობა მაგრამ გამადიდებელ სარკესჰი და ისედაც ახლოდან დზაან სარკესჰი რომ ვწევ წამწამებს ჩანს ეგ თეთრები რომ გაუჩნდა. 2 პატარა წერტილი

Posted by: kuskusa19 28 Mar 2012, 02:45
თავისით გამქრალა ჩემი მეჭეჭი biggrin.gif ანუ თუ რამე ვირუსი იყო გაქრა?

Posted by: საკურა. 28 Mar 2012, 10:30
Gveli123
ონკოლოგიურში მიდი.....კერძო კლინიკაში ოღონდ,არ მახსოვს ზუსტად 7-9 სართულზეა..იქ რომ მიხვალ გეტყვიან...მაგრამ იქ მიდი,თორე ისე ონკოლოგიური ისეთი საშინელებაა აი დაიზაფრები....საერთოდ საშინელი განწყობა შეგექმნება,ჯერ ხალხს ნახავ ისეთ სიტუაციაში რომ არაფერი მოგინდება.....
მოკლედ ექიმი დახედავს თუ არა ეგრევე გეტყვის რამდენად საშიშია...არამგონია რომ პრობლემა იყოს,მაგრამ მოწვით იქ ნუ მოიწვავ თუ გინდა იმიტომ რომ მგონი ყველაზე ძვირი ღირს...უბრალოდ პროფ. გნახავს და გეცოდინება პასუხი...შეგიძლია დაათესინო კიდეც,მაგრამ თუ მეჭეჭია არამგონია დაჭირდეს..........

Posted by: Gveli123 28 Mar 2012, 15:13
საკურა.
მადლობა, და პირდაპირ რომ მოვიწვა არა? ანუ ირაკლის მითხრა არ გინდა რომ მოიშოროო, თორემ არც მიფიქრია მაგაზე, რამე საშიში რომ ყოფილიყო ვერ მიხვდებოდა შენი აზრით? ფასებიც ხო არ იცით დაახლოებითონკოლოგთან კონსულტაციის და მერე მოწვის? ფლიზ რა :*:*:*:*:*:*

Posted by: საკურა. 28 Mar 2012, 15:29
Gveli123
კი,2 წუთში მოწვავენ....
არვიცი რა ღირს..50 ლარი გადაიხადა ადრე მახსოვს...ეს შეიძლება კრიოშიც გავიდეს.....კრიოთი მოიწვა საერთოდ.........ჩემი ოჯახის კლინიკაში 15 ლარი ღის მგონი.......

Posted by: BorotiRoboti 29 Mar 2012, 01:24
ონკოლოგიურში მოვიწვი დაახლოებით 1 თვის წინ, ნაიარევები თანდათან ქრება, 18 მეჭეჭი მქონდა biggrin.gif და 80 ლარი დამიჯდა

Posted by: Gveli123 29 Mar 2012, 01:52
სად გავიკეთო მითხარით რა, რომ მივალ და ექიმმაც დახედოს და მერე ეგრევე გავიკეთო? და ძვირიც რომ არ ღირდეს biggrin.gif:D მისამართი ან სახელი მომწერეთ ფლიზ და ქუთუთოზე როა როგორ გააყუჩებენ ვერ ვხვდები, ლაზერით წვავენ თუ რა ხდება, კაროჩე ერთი სული მაქვს რახან გადავწყვიტე დროზე მოვრჩე, მადლობა ინფოსთვის :*:*:*

Posted by: Mrs Raycher 3 Apr 2012, 15:06
Hypnotize


მთელი ბავშვობა გამაწამა ერთმა მეჭეჭმა და რა არ ვცადე, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვიცილე, ხოდა ერთ დღესაც გამოჩნდა ერთი ღვთისნიერი ადამიანი და მასწავლა : ნიორი უნდა გაჭყლიტო და აურიო ღორის ქონში ( წარმოიდგინეთ რა საშინელებაა და რა საშინელი სუნი აქვს), ხოდა ეს მასა უნდა დაიდო მეჭეჭზე და პარკით შეიკრა, ანუ ჰაერმა რომ არ იმოძრაოს.

მე პირადად გავაკეთე ერთხელ, საღამოს დაწოლის წინ დავიდე და დილით მეჭეჭი აღარ მქონდა და იმის მერე აღარც გამოჩენილა ჩემს ხელზე smile.gif

Posted by: Hypnotize 3 Apr 2012, 20:47
Mrs Raycher

ერთხელ გააკეთე და იმდღესვე გაგიქრა?? ხუმრობ თუ მართლა. უფრო ზუსტად დაწერე რა :*

Posted by: Mrs Raycher 3 Apr 2012, 23:49
Hypnotize


მართლა, მართლა...

საღამოს დაწოლის წინ დავიდე მეჭეჭზე ეს მასა და დილით რომ გავიღვიძე მეჭეჭი აღარ მქონდა.

ანუ უნდა გაჭყლიტო ნიორი და აურიო ღორის ქონში და ეს მასა დაიდო მეჭეჭზე, ოღონდ ნიორი ბევრი არ მოგივიდეს თორე დაგეწვება, ხოდა თან შეიხვიო პარკით.

ისე სახლში რომ იქნები დღისით გირჩევნია გააკეთო და თუ წვა იგრძენი მოიხსნა.

Posted by: SophieFlyrek 14 Apr 2012, 07:48
მე კალანხოეს ვიდებდი ორი დღის განმავობაში თითქოს და დააპატარავა ცოტათი , მერე აღარ დამიდია და ახლა უფრო დიდია facepalm.gif
niniko_022
დღეს უქსუს ვიყიდი და აბა ვცდი , givi.gif

Posted by: niniko_022 14 Apr 2012, 13:05
SophieFlyrek
ძალიან ბევრი არ წაისვა თორემ დაგეწვება

Posted by: SophieFlyrek 14 Apr 2012, 14:06
niniko_022
ხოხო ცოტას წავისმევ , იმედი მაქვს 1 კვირაში გაქრება sad.gif sad.gif
* * *
ხოდა რა მაინტერესებდა აუცილებლად "სუფთა" უქსუსი უნდა იყოს თუ ვაშლის უქსუსიც შეიძლება ???

Posted by: niniko_022 15 Apr 2012, 10:29
SophieFlyrek
არა ვაშლის არა მაგას მწნილებსაც უშვრებიან მე როგორ ც ვიცი ეგრე იკიტხე არ ღირს ძვირი 2 ლარამდეა wink.gif

Posted by: Gveli123 15 Apr 2012, 11:58
აუ რამე ნაღდი მითხარით რა და უსაფრთხო, ანუ ექსპერიმენტული არაფერ მინდა თვალთან მაქ ქუთუთოზე აი წამწამები საიდანაც ამოდიან და ბავშვობიდან მაქ და ახლა თავზე რაღაცა თეთრი წერტილების გაუჩნდა და პატარაა მაგრამ, მინდა მოვიშორო, მოწვას ვერ ვიზამ თვალებსის დახამხამება არ შეიძლება და სარისკოა და ვერ ვარ ატვეჩაი რომ არ დავახამხამებ და ვერც ექიმია ატვეჩაი რომ სხვაგან არ დამწვას. მადლობა წინასწარ

Posted by: chupa82 27 Apr 2012, 17:32
ძალიან გთხოვთ , კარგი დერმატოლოგი ან ონკოლოგი მირჩიეთ. ბავშვს ჰქონდა ერთი, დიდი, ბრტყელი ,მრგვალი მეჭეჭი ხელის მტევანზე, ახლა წვრილებიც გაუჩნდა. მყავდა დერმატოლოგთან და სალიცინის 3% გამოგვიწერა, არ გვიშველა მაგან. ალბათ ვირუსულია ხომ რახან გამრავლდა. მომწერეთ რა სად და ვისთან მივიყვანო,

Posted by: Gveli123 12 Jun 2012, 11:49
ქარჩაულით მინად მოვიწვა ქვედა ქუთუთოზე მაქვს, ონკოლოგიურის მისამართი და კარგი ექიმის გვარი მომწერეთ რა ძალიან გთხოვთ და მტკივნეული თუა კიდე

Posted by: Natuka NGN 12 Jun 2012, 15:11
Gveli123
ქარჩაულით რად გინდა? შრამი გიდნა დაგრჩეს? მიდი ლაზეროთერაპთ კარინა გუგეშაშვილთან და ის მოგიწვავს საერთოდ ყოველგვარი შრამის გარეშე. თუ გაინტერესებს დანარჩენი PM.

Posted by: Gveli123 12 Jun 2012, 17:16
Natuka NGN
შრამს არ დავეძებ იმიტომ რომ პატარაა და წამწამები ეფარება, მეჭეჭიც კი არ ჩანს, პროსტა ბავშვობიდან მაქვს და ხანდახან დიდდება. ლაზეროთერაპიით და ეგეთებით კიდე ვერ ვრისკავ, ელექტროზე უარი მითხრეს მაგალითად თვალი რო დამიხამხაო რა ვქნაო და მეც არ ვარ დარწმუნებული რო არ დამიხამხამდება. ონკოლოგიურის მისამართი არ იცი? და ისე შრამი როგორი რჩება ხოლმე? ძაან კოშმარი ხო არ არი biggrin.gif:D:D

Posted by: Natuka NGN 12 Jun 2012, 17:20
Gveli123
და რატომ უნდა დაახამხამო? არა ონკოლოგიურში არ ვიცი ვინ აკეთებს. ძალიან წვრილი ლაზერია. ისე მაიცნ ექიმმა უდნა გადაწყვიტოს გააკეთებს თუ არა მგონი. ისე კანის ონკოლოგები ონკოლოგიური დისპანსერია რომაა ხილიანზე იქაც არიან რამდენადაც ვიცი.

Posted by: Gveli123 12 Jun 2012, 17:24
Natuka NGN
ხო მაგ ექიმი მინდა რო გავიგო, ონკოლოგიური სადaა ვაფშე არც ვიცი, ერთია? თუ როგორაა? მისამართი მაინტერესებს და გუგლში რაღაც გვერდები ამომიგდო მაგრამ არ ხსნის, cancer.ge
* * *
Natuka NGN
ნატ მომწერე რა ვინმე წესიერი ექიმის კოორდინატები ან გვარი და სად მუშაობს, გონზე არ ვარ ვისთან უნდა მივიდე

Posted by: SophieFlyrek 14 Jul 2012, 11:17
აუუ საშინელებაააა !!! მოკლედ გუშინ ექიმთან ვიყავი მისული და აზოტით მომიწვა მეჭეჭები , ყველა ნორმალურადაა ზოგს მომწვარის არაფერი არ ეტყობა და ერთი საშინლად მაქ sad.gif სისხლი ჩაიქცა და გამოიბერა , თანდატან უფრო დაუფრო დიდდებაsad.gif ჩემ ექიმს ვურეკავ და გასულიაო მომსახურეობიდანო sad.gif თითი მტკივა და აღარ ვიცი რა ვქნა sad.gif თქვენც ხომ არ გქონიათ ასეთი შემთხვევა ???

Posted by: jumanji333 11 Dec 2012, 15:16
2 თითზე ამომივიდა მეჭეჭები biggrin.gif ხოდა რაღაც წამალი ვცადე, სუპერ ჩისტაწელი ერქვა. გამიშავა მეჭეჭი და მოძვრა, მარა რათ გინდა, ახალი ამომივიდა.
რას მირჩევთ, როგორ მოვიშორო?

Posted by: No_LiMiT^ 12 Dec 2012, 20:30
რაღაც ქარჩაულის სითხე ქვია იმით წვავენ მე მქონდა ხელზე ბლომად და 4-5 ჯერ მივედი და აღარ მაქვს. პლეხანოვზე იყო და ეხლა სადღაც გადავიდნენ, სად არ ვიცი, ან რომელიმე დერმატოლოგთან მიდი და მემგონი ყველა მაგით აშორებს

Posted by: jumanji333 12 Dec 2012, 21:12
გაიხარე

smile.gif

Posted by: irakli9912 14 Dec 2012, 12:55
http://www.rogor.ge/article_634_rogor-movishorot-mechechi-xalxuri-metodi.html გადახედე ხალხური მეთოდია smile.gif

Posted by: tamburmajori 14 Dec 2012, 13:34
მე მაინც ქირურგიულს ჩარევას უფრო ვანიჭებ უპირატესობას, ხალხურების მეშინია ინფექციის შეჭრის.

Posted by: Mrs Raycher 6 Jan 2013, 15:37
jumanji333

ელექროკოაგულაცია, ყველაზე მაგარი მეთოდია დღეს უმტკივნეულოდ მოიშორო მსგავსი ხორცმეტები smile.gif მოშორებული მეჭეჭის ადგილას რეციდივი არ ვითარდება... ორი მეთოდი არსებობს, რატიოსიხშირის ტალღებით და ლაზერით ...

Posted by: მანიაჩკა 10 Jan 2013, 09:54
jumanji333
ეგ ვირუსია, პატარ-პატარა მეჭეჭები ამოდის პერიოდულად ხელებზე/თითებზე, და სხეულის სხვა ნაწილებში. ქარჩაულის სითხით ძალიან ადვილად, უმტკივნეულოდ და ეფექტურად ცილდება. რუსთაველზე, ოპერის წინ არის მე-13 კლინიკა, იქ არის ერთი მოხუცი ექიმი, ჩხარტიშვილი. 25 ლარი ღირს მგონი, თუ კარგად მახსოვს, კონსულტაცია-მეჭეჭის მოშორება.
მაგრამ ვირუსი თუ გაქვს, ალბათ უნდა იმკურნალო, თორემ ასე სულ გამოვა და გამოვა ახალ-ახალი.

Posted by: chudnica 10 Jan 2013, 16:16
გამარჯობათ, სახეზე ყურთან ამომივიდა ხალივით რაგაც, მერე ამოიბურცა და მეჭეჭს გავს თითქოს..თან იზრდება..შეილება თუ არა მოშორება თუნდაც ხალი იყოს?

Posted by: pitagora1 13 Jan 2013, 22:17
მეჭეჭის მოშორება უმტკივნეულოდ და ადვილად ხდება მჟავე ვაშლის წვენით.დღეში რამდენჯერმე წაისვით მეჭეჭებზე და შეიშრეთ,შეგიძლიათ რბილიბიც დაიდოტ და ოდნავ გაიხეხოთ,რომ არ გეტკინოთ)ერტ კვირაში ფორმას შეიცვლის და მერე უკვალოდ გაქრება.(შედეგი გაგაოცებთ...)

Posted by: chudnica 14 Jan 2013, 16:44
მადლობა..მაგრამ ზუსტად არ ვიცი მეჭეჭია თუ ამობურცული ხალი sad.gif

Posted by: Mrs_Zum 15 Jan 2013, 03:28
chudnica
შეიძლება მოშორება, რა ფერისაა და სწრაფად იზრდება? აჩვენე კანისა და რბილი ქსოვილების სპეციალისტს და იქნებ არც იყოს მოსაცილებელი თუ არ გაწუხებს და საშIშI არ არის

Posted by: aleksandra1980 16 Jan 2013, 01:26
ელექტროკოაგულაცია საუკეთესოა,ასევე ანალიზი გაიკეტე პაპილომავირუსზე თუ დადებითიაშესაბამისი მკურნალობა უნდა

Posted by: iverski 16 Jan 2013, 01:38
თხევადი აზოტით
.................................

Posted by: chudnica 24 Jan 2013, 16:40
წლებია მაქვს. ჯერ პატარა იყო ძაან ეხლა ცოტა ამოიბურცა. მოკლედ მადლობა რჩევებისთვის . ჯობია მართლა ვაჩვენო სპეციალისტს

Posted by: The Game N.W.A. 8 Mar 2013, 23:30
თითზე გამომივიდა მეჭეჭი, ადრე ჩემით მოვიწიწკნე თბილ წყალში რო დარბილდა, მერე თავიდან გაიზარდა აღარ მიმიქცევია ყურადღება და რამოდენიმე თვის მერე თავისით გაქრა. spy.gif ეხლა შევამჩნიე 2 დღის წინ შესაძლებელია ეგეთი რაღაც? ))

Posted by: mad-888 12 May 2013, 11:41
იქნებ დამეხმაროოოთ sad.gif sad.gif mad.gif mad.gif mad.gif mad.gif

Posted by: Natuka NGN 12 May 2013, 11:43
mad-888
http://forum.ge/?f=43&showtopic=33702169&st=240
სანამ თემას გახსნიდე, უნდ აგადახედო კატალოგს, ერთდება,
ისე, ლაზერი ან კრიოთერაპია.

Posted by: mad-888 12 May 2013, 15:32
Natuka NGN
ცალი თვალით გადავავლე და რომ ვერ ვნახე გავხსენი. მადლობა წავიკითხე უკვე და გადაწყვეტილებაც მივიღე.

Posted by: ninicool 12 May 2013, 21:50
ბიძაჩემს ჰქონდა მეჭეჭები (რა მაგარი სიტყვაა მეჭეჭი), მოიწვა, მაგრამ ისევ ამოსდიოდა, მერე წამლები დაუნიშნეს, კარგა ხანს სვამდა და მერე გაუქრა.
მე ბავშვობაშო მქონდა არათითზე, ქრისტესისხლა წავისვი და გამიქრა.

Posted by: manbg77 10 Jun 2013, 15:25
დიდი ხანია რაც იღლიაში გამომივიდა მეჭეჭი, აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდი, ეხლა ვატყობ რომ დროთა განმავლობაში იზრდება.
სად მივიდე რომ გამოცვლევა ჩავიტარო და უმტკივნეულონ მოვიშორო?

Posted by: DBerra 1 Aug 2013, 10:21
პაპილომიდი თუ რაღაც ვიყიდე ფარმა დეპოში და მეჭეჭის გარეთ სადაც მოხვდა დაწვა ყველაფერი, გიცდიათ ვინმეს ეს სითხე?

Posted by: nuGa 30 Aug 2013, 11:35
გამარჯობათ, ძმარმშავის და ფქვილის ნაზავი საშიში ხომ არ იქნება? biggrin.gif

Posted by: Lanvin028 25 Dec 2013, 00:35
მოკლედ დაბადებიდან ცხვირთან მაქვს მეჭეჭი..გთხოვთ მიმასწავლოთ ვის უნდა მივმართოო და რა ღირს მსგავსი მეჭეჭების მოშორება ?
* * *
დამილინკეთ მაინც სად შეიძლება ვნახო sad.gif

Posted by: caramele 31 Dec 2013, 10:06
ლაზერიტ ვის გაგიკეთებიათ? და მტკივენულია? ერთის იმედზე ვიყავი ველოდე ველოდე გაგყვებიო და მოკლედ შემრჩა...ახლა კი მინდა მოშორება თითზე მაქვს და მარიზიანებს ძალიან... აზოტები და რაღაცეები მძაბავს...


Posted by: mecodono 20 Mar 2014, 22:21
მეჭეჭის დიაგნოსტირება როგორ ხდება? პაპილომა ვირუსის?

Posted by: badass loli 29 Apr 2014, 19:20
აუ იდაყვიდან ძალიან უხეშად მომძვრა და რა ვქნა? biggrin.gif
გადავრჩები ხო

Posted by: ushuaia 1 May 2014, 22:52
badass loli
ბაყაყის ქონი წაუსვიდა ეგაა მოარჩენს ეგრევე













































სერიოზულად

Posted by: badass loli 1 May 2014, 22:55
უკვე გადავრჩი:< ცოტა ადრე რომ მციდნოდა, უეჭველი წავისმევდი ბაყაყის ქონსsad.gif

Posted by: ushuaia 1 May 2014, 22:59
badass loli
ძველი მეთოდია კიდევ რო ამოგივა წაისვი და ეგაა

Posted by: luckyhut 14 Jun 2014, 19:19
სალამი,

მაინტერესებს მეჭეჭების მკურნალობისთვის რომელი წამალი გამოიყენება ოღონდ ნიორებს და ძმრებს ძალიან გთხოვთ ნუ დაწერთ დაწერეთ რაიმე რაც აფთიაქში იყიდება. როგორც გავიგე ეს ვირუსით ყოფილა გამოწვეული და როგორც ყველა ვირუსი ალვბათ წამალიც უნდა არსებობდეს. მადლობა წინასწარ

Posted by: makaana 19 Jul 2014, 00:32
გთხოვთ დამეხმაროთ თუ ვინმეს გსმენიათ ამ მეჭეჭებზე რამეეე.

Posted by: Detroit 19 Jul 2014, 01:35
ლეღვის რძე წაიცხე yes.gif

Posted by: Obscured 22 Jul 2014, 08:38
ქარჩაულის მალამო ................................................................... yes.gif

Posted by: manbg77 26 Jul 2014, 12:53
თბილიში სერიოზული კლინიკა არ არის რომ მივიდე და მიმკურნალონ?

Posted by: pisooo_piso 7 Aug 2014, 15:57
პაპილომების და მეჭეჭების მოყინვას კრიოთი რომელ კლინიკებიში აკეტებენ იცით ვინმემ?

Posted by: mad-888 23 Aug 2014, 07:11
Titebze mkonda mechechebi,sul 18cali.ra agar vchade ra agar visvi,2celia damecko da nelnela gabevrda.araperma ar mishvela.da 2tvis cin daickes gakrobaaa:-) rogorc gamravldnen nelnela,ise gakrnen satitaod:-) exla saertod arcerti agar maaakvs :-) :-)

Posted by: mkgnmc 26 Aug 2014, 22:59
ამდენი პოსტია და ერთი კლინიკა და ექიმი არ დასახელებულა, რომ მიხვიდე და კვალიფიციურად იმკურნალო.
ყველა ხალხური მედიცინით მკურნალობს ვითომ?

Posted by: გრინი 17 Feb 2015, 11:33
თავზე აღმოვაჩინე, რომ მაქვს რამდენიმე.
მივედი ჯერ ერთ დერმატოლოგთან, მერე მეორესთან, მერე ონკოლოგიურშიც.
ორმა მითხრა მოწვა ან მოყინვაო და ონკოლოგიურში შეეშვი არაფერი უქნაო.

ხოდა, ვერ გავიგე რა ვქნა, მაგარი ფეხებზემკიდია ხალხი ჩანდა ვისთანაც ვიყავი.
ხელზე რომ მქონდეს, მოვიწვავდი/მოვიყინავდი, მაგრამ თავზე მსგავს პროცედურას ვერ ჩავატარებინებ ო.ო
ხოდა

თუ გქონიათ ვინმეს თავზე და მოგიშორებიათ არამოწვით.მოყინდვით.. არსებობს რამე სხვა საშუალება?

Posted by: 死海. 22 Mar 2015, 19:40
თითზე მაქვს უკვე დიდი ხანია მეჭეჭი. 2 თვეა ვმკურნალობ... რაღაც სითხე(სალიცილის მჟავის და რძის მჟავის შემცველი) გამომიწერა ექიმმა მეჭეჭების მოსაცილებლად, ამასთან 2ჯერ მოყინვაც გამიკეთა.
მოცილების ნაცვლად ზომაში გაიზარდა, ოღონდ კენის ქვეშაა ღრმად, ზემოთ არაა ამობურცული.

ეს სითხე დღეში 3-4ჯერ უნდა წაისვაო, კანს წვავს და სანამ ძირიანად არ ამოწვავ მანამ უნდა ისვაო. მაგრამ პრობლემა ისაა რომ სისხლი მომდის მერე, და ამის გამო გამრავლა/გადიდა ზომაში.

რა ვქნა? ძალიან მტკივნეული რაღაცაა.

Posted by: nia4u 23 Mar 2015, 13:40
死海.
QUOTE
რა ვქნა?

მე, შენს ადგილას, ონკოლოგს მივმართავდი, გულს დავიმშვიდებდი და მასვე მოვაცილებინებდი მაგ რაღაცას smile.gif
მეც გამიჩნდა დაახლოებიტ ეგეთივე პრობლემა პაპილომების სახით
და ონკოლოგიურში ვფიქრობ მოცილებას.
ოღონდ ჯერ ექიმი ვერ შევარჩიე smile.gif

Posted by: 死海. 23 Mar 2015, 22:01
nia4u
QUOTE
მე, შენს ადგილას, ონკოლოგს მივმართავდი, გულს დავიმშვიდებდი და მასვე მოვაცილებინებდი მაგ რაღაცას

ქირურგიული გზით?
ონკოლოგი რად უნდა, საშიშია?

თუ ნახავ ვინმეს, ვინც მოგიგვარებს პრობლემას, დაწერე რა აქაც.
მადლობა smile.gif

Posted by: nia4u 23 Mar 2015, 22:07
死海.
QUOTE
ონკოლოგი რად უნდა, საშიშია?

ზოგადად, ეგეთი რამეები - ხალები, მეჭეჭები და ა.შ. საფრთხილოა მაგ მხრივ.
ამიტომ კარგი სპეციალისტია საჭირო...

QUOTE
ქირურგიული გზით?

არ ვიცი, ერთმა დერმატოლოგმა კრიო მირჩია,
ჯერ ვფიქრობ... smile.gif

Posted by: 死海. 23 Mar 2015, 22:15
nia4u
QUOTE
კრიო

აზოტით მოყინვა? წესით მაგით აცილებენ, მაგრამ მე არ მიშველა sad.gif

Posted by: webdesigner93 23 Mar 2015, 22:44
მეც გამომივიდა პატარა მეჭეჭი თითზე და მოშორება მინდა, უმტკივნეულოდ და იაფად, აზოტით მოყინვაზე გამიგია უმკტკივნეულო და მარტივი პროცესიაო და ვის მივმართო ?

Posted by: nia4u 24 Mar 2015, 12:53
死海.
QUOTE
აზოტით მოყინვა? წესით მაგით აცილებენ, მაგრამ მე არ მიშველა

მე პაწაწინა პაპილომები მაქვს ყელზე, მაგას შველის.
შენ რომ არ გიშველა და პირიქით გაგიღიზიანა, მაგიტომ ჯობია, რომ კარგ სპეციალისტს მიაკითხო smile.gif

Posted by: mazila 19 Jun 2015, 10:10
სალამი ყველას

თითზე მაქვს მეჭეჭი კაი დიდი ხანია და სანამ პატარა იყო და შეუმჩნეველი არ ვაქცევდი ყურადღებას. ეხლა რატომღაც დაიწყო ზრდა და აზრზე არ ვარ რა მოვუხერხო

ვინმემ თუ იცით მასწავლეთ... და საერთოდ რა არის და რატომ ჩნდება თუ იცით?

წინასწარ მადლობას გიხდით

Posted by: Natuka NGN 19 Jun 2015, 17:15
mazila
უნდა ლაზერით მოშორდეს. თუ გინდა გასწავლი ვისთან მიხვიდე

Posted by: mazila 19 Jun 2015, 20:03
რაღაც მალამოც მსმენია ოღონდ ათას ერთი ღამისა არ იყოს - მომიტანე ის, არ ვიცი რა, მომიტანე იქიდან, არ ვიცი საიდან - არც სახელი მახსოვს და არც სად ვიშოვო, ან ვიკითხო
ისე ლაზერით თუ ნამდვილად იცი, რომ მოსულა, მაშინ ბარემ მისამართს თუ მეტყვი და თან დაახლოებით ფასსაც - მაგარი მადლობელი დაგრჩები

Posted by: Natuka NGN 19 Jun 2015, 20:30
mazila
ქარჩაულის სითხით იშორებენ, მაგრამ მე არ ვარ მომხრე. ხშირად შრამი რჩება და შეიძლება მეჭეჭიც არ იყოს. ამიტომ უნდა მიხვიდე სპეციალისტთან. დანარცენს პირადში მოგწერ.

Posted by: nodari_nx 20 Jun 2015, 15:08
ჰაჰა, ამაზე მინდოდა მეც თემის გახსნა.

მეჭეჭი ამომდის ტოო biggrin.gif
პატარა იყო თავიდან ეხლა ცოტა გაიზარდა.

რათ მინდა biggrin.gif

რა არის ვაფშე რამ გამოიწვია, ცხოვრებაში არ მქონია.

Posted by: 死海. 22 Jun 2015, 00:47
Natuka NGN
QUOTE
უნდა ლაზერით მოშორდეს. თუ გინდა გასწავლი ვისთან მიხვიდე

მეც მომწერეთ რა...და ღირებულებაც თუ იცით

ხელზე მაქვს, კანის ქვეშ, არაეფერი შველის.

Posted by: manana70 28 Jun 2015, 09:08
QUOTE (Natuka NGN @ 21 Feb 2012, 22:58 )
elene2011
არსებობს როგორ არ არსებოს. შორდება მაგ პაპილომა როგორ კრიოდესტრუქციით ისე სპეციალური დანით. PM ნახე.

მომწერეთ რა მეც პმ-ში.თუ არ შეწუხდებით....გვაინტერესებს.

Posted by: webdesigner93 28 Jun 2015, 10:00
QUOTE
უნდა ლაზერით მოშორდეს. თუ გინდა გასწავლი ვისთან მიხვიდე

მეც მაინტერესებს რა, სად უნდა მივიდე ?

Posted by: Solveig 28 Jun 2015, 10:31
მე მინდოდა ე.წ. რბილი მეჭეჭების მოცილება და მივედი დერმატოლოგთან. ასე მითხრა-ეგენი ფიბრომებია და ოქტომბრის ბოლოდან მოდი, მაგათი მოცილება შემოდგომა-ზამთარში ჯობსო.

Posted by: Muon 29 Jun 2015, 20:44
მეჭეჭის მოცილების ხალხური რეცეპტები:
1. ქართული ხალხური რეცეპტი: ბებერი უნდა ჩაუთქვა. გარდაიცვლება და თან წაიღებს.
2. ერიხ ემანუელ შმიტტის რეცეპტი ("ულისე ბაღდადიდან"): მეჭეჭს სახელი უნდა დაარქვა. თუ სწორ სახელს დაარქმევ თავისით მოგძვრება.

Posted by: MARUS=]] 27 Sep 2015, 02:02
იქნებ მეც მომხედოთ ვინმემ ((
იღლიაში ამომივიდა ჯერ ერთი შემდეგ პატარები 7 ია სულ ((( დავიტანჯე უკვე
ლეღვის რძე წამისვეს მაგრამ კანი დამიწყვა 2 დგე ხელს ვერ ვწევდიი )) ((
რა ვქნა?? არადა ცხოვრებაში არ მქონია .

Posted by: Artist 27 Sep 2015, 04:00
ბაჩუკი
QUOTE
მივმართე დერმატოლოგს რომელმაც მომიწვა ქარჩაულით

Rocko
QUOTE
პაპილომაა ეგ

QUOTE
და ქარჩაულის სითხით არავის მოგიწვავთ?


ქარჩაულის სითხის სახელით სხვებიც მკურნალობენ, მაგრამ მხოლოდ ქარჩაულის სახელს იყენებენ, ისე კი ორიგინალი
ქარჩაულის სითხე აგერაა( http://www.karchauli-preparat.pvt.ge ), ბევრი იტყუება და არა აქვთ ნამდვილი ქარჩაულის სითხე
და აზიანებენ დაბოლილ ხალხს და სახეულს უტეხენ ქარჩაულის სითხეს, რომელიც მეჭეჭებსაც არჩენს და პაპილომებსაც,
აგრეთვე ბევრ სხვა დაავადებებს, ვებგვერდზე ყველაფერია ჩამოთვლილი..


* * *
mkgnmc
QUOTE
ამდენი პოსტია და ერთი კლინიკა და ექიმი არ დასახელებულა, რომ მიხვიდე და კვალიფიციურად იმკურნალო.
ყველა ხალხური მედიცინით მკურნალობს ვითომ?



ექიმი დერმატოლოგია ის მარიანა ქარჩაული.. smile.gif

http://www.karchauli-preparat.pvt.ge/


გრინი
QUOTE
არსებობს რამე სხვა საშუალება?

yes.gif
* * *
luckyhut
makaana
Obscured
QUOTE
ქარჩაულის მალამო

yes.gif

პს.
ისე მეჭეჭებს ქრისტე სისხლას წვენიც არჩენს თურმე, მცენარეა ასეთი,
რომელსაც მონარიჯისფრო წვენი გამოსდის ღეროდან.

user posted image

Posted by: don gajetino 28 Sep 2015, 04:16
მაგარი მურტალია რამეა ადრე მქონდა ხელზე და რა აგარ წავისვი დაჟე ზღარბსაც გადავყსვი ხელი :დდფ ქრისტე სისხლა და ლეღვის ფოტოლი არის მისწრება


........

Posted by: Solveig 28 Sep 2015, 12:10
Artist

მერამდენე თემაში აკეთებ ქარჩაულის რეკლამას?




___

დაანებეთ თავი ამ ქრისტესისხლებს და ლეღვის ფოთლებს. ფიბრომებს, მეჭეჭებს, პაპილომებს და ასე შემდეგ აცილებს მხოლოდ ექიმი სხვადასხვა მეთოდებით-იქნება ეს ქარჩაულის სითხე თუ სხვა რამე საშუალება.

მე მაქვს მოსაშორებელი ფიბრომები (რბილ მეჭეჭებს რომ ეძახიან) და აქაურ ექიმთან რომ მივედი, ასე მითხრა-მაგის გაკეთება ოქტომბრიდან თებერვლამდე პერიოდში ჯობს, დაბრუნების შანსი ნაკლები არისო. გაითვალისწინეთ, ყოველი შემთხვევისათვის...

Posted by: Artist 29 Sep 2015, 01:53
Solveig
QUOTE
მერამდენე თემაში აკეთებ ქარჩაულის რეკლამას?

რეკლამა არაა ეს, მე ვურჩევ ვისაც სჭირდება, რამდენჯერმე სხვა და სხვა ადამიანს გავუზიარე ჩემი რჩევა,
რომ გაიძახიან გვიშველეთ და გვითხარით სად და როგორ ვიმკურნალოთო, ბევრი არ კითხულობს წინა
გვერდზე რა წერია, ხოდა ვუმეორებ..

QUOTE
პაპილომებს და ასე შემდეგ აცილებს მხოლოდ ექიმი სხვადასხვა მეთოდებით-იქნება ეს ქარჩაულის სითხე თუ სხვა რამე საშუალება.

ექიმი ვურჩიე და რეკლამააო.. ქრისტესისხლას რაც შეეხება ისიც არჩენს ადვილად მოსაცილებელ მეჭეჭებს, ნუ რავიცი რა არ მოგწონს?

QUOTE
მე მაქვს მოსაშორებელი ფიბრომები (რბილ მეჭეჭებს რომ ეძახიან) და აქაურ ექიმთან რომ მივედი, ასე მითხრა-მაგის გაკეთება ოქტომბრიდან თებერვლამდე პერიოდში ჯობს, დაბრუნების შანსი ნაკლები არისო. გაითვალისწინეთ, ყოველი შემთხვევისათვის...

ისე ექიმები მასეთ რამეებს არ ამბობენ ხოლმე, თუ ვინმე ალტერნატიური ექიმი არაა. არიან დერმატოლოგები, რომლებიც აზოტით მოწვავენ ანუ გაყინავენ
და მერე ამოფხიკავენ, შრამიც კი არ რჩება, ლაზერითაც აკეთებენ მაგრამ არ ვიცი თუ რჩება რამე, ხოდა ქარჩაულის სითხითაც ანუ მჟავით მოწვა, არც მანდ
არ რჩება შრამი მე რამდენადაც ვიცი... ხოდა მე რომელი ვებგვერდიც ვიპოვე იქ ექიმზეა ლაპარაკი რომელიც თვითონ აკეთებს ამ სითხეს და კურნავს კიდეც... (ეხლა არ მითხრა ისევ რეკლამას აკეთებო, გირჩიე და თუ არ მოწონს ეგ შენი საქმეა)


Posted by: Solveig 29 Sep 2015, 02:18
Artist

უკვე მესამე თემაში ერთი და იგივეს გამეორება არაა საჭირო. კროს-პოსტინგი არ შეიძლება.
QUOTE
რა არ მოგწონს?

ის, რომ მცენარეებმა სერიოზული ზიანიც შეიძლება მიაყენოს ადამიანს. ყველაზე პირველად-შეიძლება, ალერგია ჰქონდეს ადამიანს მასზე. გარდა ამისა, ქრისტესისხლას წვენში ალკალოიდებია (=შხამი), რის გამოც მისი თვითნებური გამოყენება არაა გამართლებული.

Posted by: Artist 29 Sep 2015, 14:46
Solveig
ეტყობა არ მოგწონს ამ განყოფილებაში რომ ვპოსტავ, თორემ აქ ფორუმია და იმდენი რჩევების წაკითხვა შეიძლება,
თუ გინდა მიიღებ კაცი, თუ არადა არა, მაგრამ რატომღაც ჩემი პოსტებს ებრძვი, სხვებისადმი იმდენ ყურადღებას არ იჩენ..
კაი ბატონო შენ ხარ ამ განყ.-ში მოდერატორი და პირდაპირ გეთქვა წადი აქედანო.. რა შორიდან მოუარე.. spy.gif

პს.
QUOTE
აქაურ ექიმთან რომ მივედი, ასე მითხრა-მაგის გაკეთება ოქტომბრიდან თებერვლამდე პერიოდში ჯობს, დაბრუნების შანსი ნაკლები არისო. გაითვალისწინეთ, ყოველი შემთხვევისათვის...

რატომ არის დაბრუნების შანსი, მაგ პერიოდში, ნაკლებიო არ უთქვამს?
წვიმიან ამინდში უნდა მოიცილო თუ მზიანში, ხო და თანაც დილის საათებში თუ სხვა საათებში..
ალბათ ამასაც აქვს მნიშვნელობა.. spy.gif spy.gif

Posted by: Yin&Yang 29 Sep 2015, 21:52
Solveig
QUOTE
მე მაქვს მოსაშორებელი ფიბრომები (რბილ მეჭეჭებს რომ ეძახიან) და აქაურ ექიმთან რომ მივედი, ასე მითხრა-მაგის გაკეთება ოქტომბრიდან თებერვლამდე პერიოდში ჯობს, დაბრუნების შანსი ნაკლები არისო. გაითვალისწინეთ, ყოველი შემთხვევისათვის...

რბილ მეჭეჭში ე.წ ხორცმეტს გულისხმობ ? გერმანულად რომ Stielwarzen ჰქვია ? ეგ გამიჩნდა მე ყელთან და რა გითხრა ექიმმა, როგორ ხდება მოშორება ? ნეტში წავიკითხე დერმატოლოგის მიერ უბრალოდ მაკრატლით მოჭრაც შეიძლება, ოღონდ სისხლდენის რისკი არის.

Posted by: Karchauli-liquid 29 Oct 2015, 19:55
Warning:
გადახედეთ, იკრძალება რეკლამის ტიპის ყველანაირი პოსტი, ვერც თქვენ იქნებით გამონაკლისი. რაც შეეხება მაგ სითხით მოწვას, ხშირად ნაწიბურს ტოვებს, განსაკუთრებით ჰემანგიომების მოშორების დროს. ანგიომა კიდევ მესმის გეთქვათ, მაგრამ ჰემანგიომა? და განსაკუთრებით სიმსივნური წარმონაქმნებიო...  თქვენი სარეკლამო პოსტი წავშალე

Posted by: ushuaia 29 Oct 2015, 23:22
ავიდაალლლლლლლლლლლლლ.................................

Posted by: Karchauli-liquid 30 Oct 2015, 00:40
QUOTE (Karchauli-liquid @ 29 Oct 2015, 19:55 )
[w]გადახედეთ, იკრძალება რეკლამის ტიპის ყველანაირი პოსტი, ვერც თქვენ იქნებით გამონაკლისი. რაც შეეხება მაგ სითხით მოწვას, ხშირად ნაწიბურს ტოვებს, განსაკუთრებით ჰემანგიომების მოშორების დროს. ანგიომა კიდევ მესმის გეთქვათ, მაგრამ ჰემანგიომა? და განსაკუთრებით სიმსივნური წარმონაქმნებიო...  თქვენი სარეკლამო პოსტი წავშალე [/w]

რეკლამასთან დაკავშირებით გასაგებია ყველაფერი) და ბოდიშს ვიხდი.
რაც შეეხება ამ სითხეს და ნაწიბურს, მხოლოდამხოლოდ არასწორი დამუშავების ან დიდი რაოდენობით წასმის შემთხვევაში, ჩნდება ნაწიბური, სხვა შემთხვევაში გამორიცხულია.
ამიტომაც, პირადად მე ვაკეთებ ყველა სახის დამუშავებას და ვცდილობ პაციენტი მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს ამ სითხის შესახებ.


Posted by: Solveig 30 Oct 2015, 01:57
Yin&Yang
QUOTE
რბილ მეჭეჭში ე.წ ხორცმეტს გულისხმობ ? გერმანულად რომ Stielwarzen ჰქვია ?

ექიმმა-ფიბრომაო და რა ვიცი. შეიძლება, ხალხურად ეგრეც ჰქვია..

მეთოდებზე არ გავსაუბრებივარ. ახლა ვაპირებ ჩაწერას, საიანვროდ და მერე დავწერ, რაც გადამხდება smile.gif

Posted by: Yin&Yang 30 Oct 2015, 21:48
ხო ,რბილ ფიბრომებსაც ეძახიან ამ შტილვარცენს, ვაიხე ფიბრომენო . აბა წარმატებები ექიმთან და მერე დაწერე შედეგი.
Solveig

Posted by: Nasty 25 Feb 2016, 14:10
Natuka NGN
ლაზერით რომელი კლინიკები აშორებს იქნებ მოიწერო

Posted by: Ambient 25 Feb 2016, 21:29
მეჭეჭი მაგარი უცნაური რამეა ... მე მქოდა ტითზე 3 დიდი მეჭეჭი და მაგრად მიშლიდა მერვებს და თავიდან აფთიაქში ვითომ მეჭეჭის მოსაშორებელ რაღაცეებს ვყიდულობდი და (ვისმევდი თუ ვისვამდი biggrin.gif ) მერე რომ მივხვდი აზრი არ აქვს თავი გავანებე და დავტოვე . ასე მქოდა 2 წელი და მერე ერთ დღესაც დავიხედე და არაღცერთი აღარ იყო O_o ( ვერ მივხვდი 1 დღეში რამოუვიდათ ან რანაირად გაქრა სამივე) მაგრად გამიკვირდა არც შრამი იყო და არაფერი .

Posted by: twinkle14 2 Mar 2016, 02:19
გამაჯობა.. ვინმეს ხალი თუ მოგიშორებიათ და თუ იცით რუჯის მიღება რამდენ ხანშია შესაძლებელი? გთხოვთ მიპასუხოთ..

Posted by: nadusa 6 Feb 2017, 13:40
რამე მეთოდი არ იცით ?

ხელზე მოვიჭამე კანი ძალია მარტივად ამძვრა ( ბავშვობიდან მაქვს გამომუშავებული ჩვევა და გაუკონტროლებლად ვაკეთებ ხოლმე ) თავისით ნელ ნელა არ შეხორცხდა და მიიღო მეჭეჭის სახე თითის გვერდზე ფრჩხილთან. სულ ვიტყავებ ხოლმე ხელით და სისხლი გამოდის და მოკლედ უკვე ძალიან დამღალა. რამე არსებობს წამალი აფთიაქში ან მალამო ან წვეთები ან რამე მეთოდი თუ მოწვა შველის მაინცდამაინც ?

Posted by: 365 11 Apr 2017, 13:38
თემა რატომაა ჩაძირული
ყელზე წვრილი, ძაფისებრი მეჭეჭებს რა უშველოთ?
ამბობენ ფქვილისა და ძმრის ფაფისებრი ნაზავით შეიძლება მოცილდესო და თქვენ რას იტყვით?
ეს ნაზავი მარტო მეჭეჭზე უნდა წაისვა თუ მეჭეჭზეც და მის გარშემო კანზეც?

Posted by: Miria 14 Apr 2017, 13:29
Yin&Yang
QUOTE
ხორცმეტს გულისხმობ ? გერმანულად რომ Stielwarzen ჰქვია ? ეგ გამიჩნდა მე ყელთან

ხორცმეტები არის კანის უჯრედების რაოდენობაში ზრდა, ანუ სიმსივნური წარმონაქმნია, მაგრამ კეთილთვისებიანი smile.gif
ძირითადად ჩნდება იმ ადგილებში სადაც ოფლიანობს ადამიანი ხშირად.
მეც გამიჩნდა 2 წლის წინ საზღვარგარეთ რომ ვცხოვრობდი/
დერმატოლოგთან მივედი, ლანცეტით მომაჭრა, 5 თუ 6 ცალი წამის მე3ედში biggrin.gif
და მერე რაღაც ვარდისფერი სითხე (თხევადი როგორც წყალი) გამომიწერა, ეს წაისვი რამოდენიმე დღეო დღეში 2ჯერ თუ სამჯერ.
და სულ ეგ იყო.
ამის მერე, თუ გავიოფლებოდი, ვცდილობდი მაშინვე მომებანა ოფლი.
და ასე, აღარ გამჩენია.

365
QUOTE
ყელზე წვრილი, ძაფისებრი მეჭეჭებს რა უშველოთ?

ძალაინ გთხოვ - ერთმანეთში ნუ აურევ smile.gif
ყელზე ეგ ძაფისებრი წანაზარდები (როგორც ვხვდები) არის ჩვეულებრივი ხორცმეტები რაც ზევით აღვწერე რაც არის.
ეგ მეჭეჭი არ არის.
მეჭეჭი არის ვირუსული ინფექცია რომელიც შეხებით გადადის.
ხორცმეტი შეხებით არ გადადის და საერთოდაც არ გადადის.
სახლის პირობებში არაფერი მოიმოქმედო, გირჩევ.
ექიმთან მიდისი და ის მოგაშორებს.

nadusa
დერმატოლოგი გჭირდება ყველა შემთხვევაში.
შენი აღწერით იმასაც ვერ ვხვდები მეჭეჭია თუ არა.
ექიმი გაარკვევს კონკრეტულად რა არის შენს თითზე და შესაბამისად მოგაშორებს ან არ მოგაშორებს.
ესადე არ შეეხო.
თუ მეჭეჭია - გადამდებია და ნუ გაავრცელებ კიდევ სხეულის სხვადასხვა ადგილებზე.
შხვასაც შეიძლება გადაედოს შენი ხელიდან - თუ მეჭეჭია.

Posted by: 365 14 Apr 2017, 18:01
Miria
QUOTE
ყელზე ეგ ძაფისებრი წანაზარდები (როგორც ვხვდები) არის ჩვეულებრივი ხორცმეტები რაც ზევით აღვწერე რაც არის.
ეგ მეჭეჭი არ არის.

და ეს ხორცმეტები რისგან ჩნდება, მიზეზი რა არის?

Posted by: gramatikikina 14 Apr 2017, 18:40
lol.gif რა პირუტყვი ქალია
მაკრატლით იჭრის

თუ ვინმე დაინტერესდება ამის გამეორებით, ვთარგმნი ძირითადს
ანუ იჭრის მხოლოდ უფერო მეჭეჭებს. დანარჩენი საშიშიაო.
მაკრატელს და კანს უკეთებს დეზინფექციას აუცილებლად სპირტით. ანუ ძალიან სუფთად უნდა იმუშაოთ

ამის ალტერნატივაა ეს რაღაც სითხე

ეგეთი აქაც გვაქვს, ქარჩაულის სითხე ქვია
ოღონდ ძალიან ფრთხლად უნდა წაისვათ კანზე, თორემ გარშემო კანსაც წვავს და ტოვებს ნაწიბურებს
ვიდეოშიც ხედავთ, რომ დამცავი პლასტერი მოყვება
მე თვითონ ექიმმა დამიტოვა ქარჩაულით ნაწიბური თავის დროზე

და კიდევ შეიძლება ლაზერით მოწვა
ეგ ყველაზე ჰუმანური და უსაფრთხო ვარიანტია რათქმაუნდა
მაგრამ აქაც ექიმი უნდა ხედავდეს კარგად და უნდა იყოს კეთილი, რომ სპეციალურად არ დაგიტოვოთ ნაწიბური :დ

Posted by: Miria 14 Apr 2017, 20:12
365
ხორცმეტები არის კანის უჯრედების რაოდენობაში ზრდა, ანუ სიმსივნური წარმონაქმნია, მაგრამ კეთილთვისებიანი smile.gif
ძირითადად ჩნდება იმ ადგილებში სადაც ოფლიანობს ადამიანი ხშირად.
რატომ ჩნდება - ვერ დაადგინეს ჯერ-ჯერობით.
ალბათ ოფლის უხვი გამოყოფა ხელს უწყობს კანის უჯრედების გამრავლებას.
არ ვიცი.


Posted by: 365 16 Apr 2017, 09:22
Miria
მადლობა
..................

Posted by: tweety86 13 May 2017, 22:53
ბავშვს აქვს ტუჩთან ბრტყელი მეჭეჭი. დერმატოლოგმა კრიოზე გაგვიშვა. მეცოდება 2,5 წლისაა და მტკივნეულია როგორც ვიცი. არადა გამრავლდა 1 იყო და ახლა 5 ცალია. ძალიან პატარა და შეუმჩნეველია მაგრამ მოსაშორებელი

Posted by: Miria 14 May 2017, 03:34
tweety86
QUOTE
1 იყო და ახლა 5 ცალია.

კიდევ 5-ს ელოდებით?

არ იცით რომ მეჭეჭი კანის ვირუსული ინფექციაა და შეხებით გადადის?
5 თუ აქვს - 5ვე უნდა მოაშოროთ რომ აღაც გავრცელდეს.

ოჯახის წევრებმაც დაითვალიერეთ სხეული.
ვისაც გაქვთ - მოიშორეთ რომ ისევ არ გაავრცელოთ ბავშვებზე და სახვა ოჯახის წევრებზე.

ჯანმრთელობას გისურვებთ.

Posted by: tweety86 14 May 2017, 18:47
Miria
არ ველოდებით ხუთშაბათს მყავდა ექიმთან და სამშაბათს მიმყავს მოსაწვავას

იმედია ისტერიკაში არ ჩავარდება sad.gif

მადლობა კეთილი სურვილებისთვის

Posted by: Jersey 14 May 2017, 22:46
ჩემ ბიჭს ააქვს ცერა თითზე, და ახლა პატარა სხვა თითზეც შევამჩნიე და ნიკაოზეც.
ცერა თითზე მეც გამიჩნდა....
ვინმემ იცით უსაფრთხო მოშორება?

Posted by: Miria 15 May 2017, 04:02
Jersey
მე თითზე მქონდა.
როგორც კი შევამჩნიე, (ძლივს შესამჩნევი იყო, ძალიან ახლოს რომ მივიტანდი თვალებთან - მხოლოდ ასე ჩანდა) - მაშინვე გავიქეცი დერმატოლოგთან.
რაღაც მჟავა ჰქონდა ბოთლში, იმაში ჩაყო ბამბიანი ჩხირი და ზედ წამიერად დამადო.
3 დღეში გათეთრდა და ჩამოვარდა.

ყველა მოშორება უსაფრთხოა.
დერმატოლოგი გადაწყვეტს - თუ რგორ მოგაშოროთ.
ჩემს ექიმს პრიორიტეტულად ჰქონდა ეს მჟავა გამოყენებაში.
და კმაყოფილი ვარ.
არაფერი არ მიგრძვნია საერთოდ - არც მჟავის შეხებისას და შემდეგი 3 დღე და არც იმ 3 დღის მერე.

Posted by: dancing in the moonlight 1 Aug 2017, 13:34
ბავშვობიდან მქონდა ერთი პაწაწინა ხორცმეტი არც მრავლდებოდა არც ზომაში იზრდებოდა ,დღეს შევნიშნე რომ აღარ მაქვს ,მგონი ბანაობისას მომძვრა არვიცი ...
ოდნავ ლიმფა გამოვიდა .რამე საშიშია თავისით რო გაქრა>?

Posted by: dancing in the moonlight 2 Aug 2017, 19:32
თან ოდნავ მეწვისსავით მომენტში ხელით შეხებისას ,არავინ ხართ კომპეტენტური ?

Posted by: ქართლოსი 2 Sep 2017, 21:40
http://www.rogor.ge/article_922_rogor-movishorot-mechechebi-saxlis-pirobebshi.html


ეს მეთოდები თუ შველის?!!!



Posted by: gig@@@ 9 Sep 2017, 18:35
Miria

არსებობს საშიშროება იმის რომ ხორცმეტი მგონი პაპილომას ეძახიან სამედიცინო ენაზე გადაგვარდეს ავთვისებიან სიმსივნედ ? მაგალითად მელანომა ან სხვა სახის კიბოდ ?

ანუ ამის რისკები არსებობს ხორცმეტზე ?

Posted by: nia4u 10 Sep 2017, 18:13
Natuka NGN
QUOTE
უნდა ლაზერით მოშორდეს. თუ გინდა გასწავლი ვისთან მიხვიდე

გამარჯობა smile.gif
ძველი პოსტი კი არის, მაგრამ...
პაპილომები მაქვს მოსაცილებელი რამდენიმე.
ლაზერით მოცილება გადავწყვიტე, მაგრამ ვერ შევარჩიე ექიმი
და თუ შეგიძლია, მომწერე ვისთან მივიდე...
მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: tweety86 11 Sep 2017, 16:42
nia4u
ზემოთ თუ ნახავ ჩამს პოსტს

მოკლედ ჩემს შვილს 2 ჯერ დაჭირდა და უკვალოდ გაქრა

სოსო კობახიძესთან მიდი და ის გაგიშვებს სავარაუდოდ ლანასთან მედი პრაივში

Posted by: nia4u 11 Sep 2017, 18:16
tweety86
კი,ვნახე შენი პოსტი,
მაგრამ კრიოზე აპირებდი შენ და
კრიო გაუკეთე თუ ლაზერი?

Posted by: manana70 21 Sep 2017, 19:40
ალდარას კრემი არის ძალიან მაგარი პაპილომას (და-არა მარტო) მეჭეჭების მოსაშორებლად. ძალიან ძვირია, მაგრამ ნამდვილად ღირს. აძლიერებს იმუნიტეტს იმ უბანში, სადაც ეს თითქმის კანცეროგენული წარმონაქმნები არსებობენ, აცილებენ მეჭეჭებს და საფუძვლიანად ასუფთავებენ გარემოს....მე ასეთი აზრი მაქვს გარკვეული გამოცდილების (მოხმარების) შემდეგ... გიცდიათ ვინმეს? თქვენ რას იტყვით?

Posted by: Domaci 20 Oct 2018, 21:21
თვალთან რაგაც მეჭეჭივით გამიჩნდა . თვალის გვერდზე თხელი კანი რომ არის აი მანდ.


და სად მივიდე? ამის მოცილება ხო მოსულა?

3-4 წელია უკვე მაქვს და ეხლა რომ დავაკვირდი უფრო გაზრდილია. მითხრეს მოგძვრებაო მარა ჩემი ფეხები, უფრო გაიზარდა.


სად მივიდე და რამე საშიში ხომ არ არის ამის მოცილება ?

Posted by: KhAtiaAa 20 Oct 2018, 22:37
QUOTE (Domaci @ 20 Oct 2018, 21:21 )
თვალთან რაგაც მეჭეჭივით გამიჩნდა . თვალის გვერდზე თხელი კანი რომ არის აი მანდ.


და სად მივიდე? ამის მოცილება ხო მოსულა?

3-4 წელია უკვე მაქვს და ეხლა რომ დავაკვირდი უფრო გაზრდილია. მითხრეს მოგძვრებაო მარა ჩემი ფეხები, უფრო გაიზარდა.


სად მივიდე და რამე საშიში ხომ არ არის ამის მოცილება ?

დერმატოლოგთან უნდა მიხვიდე, თუ არ ვცდები მოყინვით აშორებენ.

Posted by: Domaci 20 Oct 2018, 23:22
KhAtia11111

მადლობა
ისიც ხომ არ იცი სად ჯობია მისვლა ?

Posted by: iverski 21 Oct 2018, 00:14
მე მაგალითად ჯერ ბრიტვით მოვიჭერი, მერე ლეღვის რძე დავასხი, ბოლოს კი გავარვარებული ლურსმნით ამოვიშანთე.
მინდა გითრა, რომ დერმატოლოგი კარგი იდეაა...

Posted by: handymandy 22 Oct 2018, 11:15
QUOTE (Domaci @ 20 Oct 2018, 23:22 )
KhAtia11111

მადლობა
ისიც ხომ არ იცი სად ჯობია მისვლა ?


გამარჯობა ხატია, გირჩევ მიხვიდე კლინიკა კანში. გამოცდილებიდან. მოგაშორებენ უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ

Posted by: ANIuta87 7 Feb 2019, 15:17
ჟორდანიას კლინიკაში დაიწყო უახლესი თაობის ლაზერით (Blue ლაზერი (Milesman Blauman) ) კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნების მოშორება.
როგორიცაა:მეჭეჭები, ნევუსები, ჰიპერპლაზია,კერატოზები,ტელეანგიექტაზია და ა.შ

Posted by: nia4u 10 Feb 2019, 14:36
ANIuta87
ფასები დაწერეთ...
სადაც ვიკითხე, ისეთი ფასია ლაზერით მოშორებაზე, გვერდით ოთახში თირკმელს იბარებენ... facepalm.gif mad.gif

Posted by: Asklēpios 4 Mar 2019, 15:58
QUOTE (nia4u @ 10 Feb 2019, 14:36 )
ANIuta87
ფასები დაწერეთ...
სადაც ვიკითხე, ისეთი ფასია ლაზერით მოშორებაზე, გვერდით ოთახში თირკმელს იბარებენ... facepalm.gif mad.gif

120 ლარი ღირს მარტის თვეში..
შედის როგორც კონსულტაცია, ასევე პროცედურა smile.gif

Posted by: SkY_NeT 17 Mar 2020, 20:41
გგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგ

Posted by: giorgevich23 7 Apr 2020, 13:33
ქვედა ქუთუთოზე მაქვს ხორცმეტი,სად და რითი მირჩევთ მოშორებას?
ლაზერი და ქიმიური ხსნარები არ მინდა,თვალის დაზიანების რისკი იქნება.
ადრე ტუჩზე მქონდა და მწნილებში რომ იყენებენ,ძმრის ესენციაა მგონი-მაგით მოვიშორე,გაახმო და მომძვრა.

Posted by: ჩარლზ 20 Jul 2020, 08:44
ქუსლთან ეს გამომივიდა და როგორ ვუმკურნალო მასწავლეთ რა.

აფთიაქში მომცეს ქრისტესისხლა (ჩისტოტელო აწერია). ხოდა ეს წაისვი ზედო და მოგიწვავსო, ოღონდ მეჭეჭის გარშემო ვაზელინი წაისვი რო ჯანრთელ კანზე არ მოგხვდეს ეს ქრისტესისხლაო თორე დაგიწვავსო.

ხოდა მეჭეჭია ეს საერთოდ? თუ კიდე სხვა რამეც შეიძლება იყოს? ექიმთან ვიზიტი აუცილებელია?

user posted image

Posted by: giorgevich23 20 Jul 2020, 17:55
ვინმე ღვთისნიერმა დაწერეთ სად აშორებენ ხორცმეტს ყველაზე კარგად და რა ღირს ეს პროცედურა

Posted by: don300 11 Oct 2020, 01:09
ანესთეზიის გარეშე და ნაკლებად მტკივნეულად სად და რა მეთოდით მირჩევთ ხალის მოცილებას? რა დაჯდება არ აქვს მნიშვნელობა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)