#52737765 · 18 May 2018, 14:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი. მაინტერესებს თუ გაქვს ვინმეს ინფორმაცია პირის უსახლკაროთა თავშესაფარში გადაყვანის თაობაზე.
სამგორის მეტროში იმყოფება ერთი ქალი, რომელიც დიდი ხანია ღამეებს იქ ათევს და წასასვლელიც არ აქვს. ასეთ შემთხვევაში, რა პროცედურების გავლაა საჭირო, რათა მან რაიმე სახის სერვისი მიიღოს?
"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი" წავიკითხე, თუმცა ბევრი ბიუროკრატიული პროცედურის გავლაა საჭირო და ვფიქრობ რაიმე სახის დოკუმენტიც არ გააჩნია.
იქნებ დამეხმაროთ.
|