გამარჯობათ ხალხნო და ჯამაათნო.
მოკლედ მეც დაინტერესებული ვარ ამგვარი რაცხა რუცხებით და ჩემსასაც გაგიზიარებთ
ქლაუდ მაინინგი (ჩემი და მხოლოდ ჩემი მოკრძალებული აზრით) არის დიდი ლეღვობა. მიზეზები :
ორგანიზაციას აქვს მაინინგ სისტემა - რესურსი, და მაინინგით კიარაა დაკავებული ტიპი ყიდის რესურსს რომლითაც უფრო მეტის შოვნა შეუძლია - ლოგიკურად დაფიქრდით, როგორ იმუშავებს შენს შემოსავალზე. ანუ ფულის ჩადებაზე ვგულისხმობ რომ აზრი არააქვს, უფასოდ თუ რამე მიზერებს დაცინცლავთ ეგ სხვა თემაა, როგორც ბიტკოინ პირამიდები იყო დაახლოებით იგივე თემა მგონია.
მე ვიყენებ 2 ჩვეულებრივ კომპს და 2 ვიდეო კარტას სამაინეროთ - R9 200 სერია, მოკლედ დღეში 3 დოლარადე გამოდის, თვიური შემოსავალი 70 $ ან ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები. ახალი დაწყებული მაქვს და 12 ში ველოდები პირველ გადმორიცხვას, ვნახოთ რა გამოვა, თუ გადმორიცხავენ გაგიზიარებთ საიტსაც და ყველა დეტალს.
ეს უფასო ფაუსეტები აი იმენა მაზოხიზმია რა ცვეტში მიზერული თანხები უნდა აგროვო წლობით, დავიწყე დავანებე დავიწყე დავანებე
მოკლედ ბევრი რისერჩის მერე 1 დასკვნა გამოვიტანე რა, ან კომპები უნდა გქონდეს საკაიფო ვიდეოებით ან და ფული რომ იყიდო ერთი 2 ცალი მაინერი (დენი გინდა უფასო) და იშოვი ფულს. თუ დენი არ გაქ უფასო დაგჭირდება დრო ჯერ იმ თანხის ამოსაღებად რაც ჩადე და მერე კაცმა არ იცის როგორ გართულდება მაინინგი ბიტკოინის და ან გახვალ მოგებაზე ან არა. ფინანსი ყველაფერში რა !