https://www.facebook.com/fanatikos20142014/...?type=3&theaterქუთაისი - ბოლნისი - ქუთაისი - 600კმ.
ყველაზე დიდი გზა გველოდა დღეს ჩვენი გუნდის ღირსების დასაცავად , პირველი დიდი გასვლა იყო ეს ჩვენთვის .
ღამის 4 საათზე მატარებლის სადგურზე შევიკრიბეთ 5 კაცი , სადგურზე ასვლამდე სათითაოდ გაგვაჩერეს იაღოვლებმა და ისევ მონაცემები ჩაიწერეს , ვითომ ყოველ კვირას სახელ და გვარს ვიცვლიდეთ .
ნახევარ საათში მატარებელიც ჩამოდგა , მატარებელში "ძველი სკოლის" 2 ფანი გავჩითეთ .
ქუთაისიდან თბილისამდე ყველა რკინიგზის სადგურზე ლუდი დავლიეთ , საინტერესო გამოდგა მათთან ერთად მგზავრობა და ბევრი საინტერესო ისტორიაც გვიამბეს .
11 საათზე უკვე თბილისში ვიყავით . ცოტა ვჭამეთ და ვაგზლის სადგურიდან ბოლნისში მარშუტს წავყევით . ჩასვლისას სიმღერით შევხურდით , ადგილობრივებიც დადებითად იყვნენ განწყობილნი ჩვენს მიმართ , გაიხსენეს ტორპედო - ბოლნისის ძველი შეხვედრები .
ტრიბუნაზე საინტერესო არაფერი მომხდარა , უკონკურენტოდ ვიყავით .
სამწუხაროდ თამაში წავაგეთ .
პ.ს. მაგარი დაღლილ-დაქანცულები ჩამოვედით , მაგრამ ჩვენი გუნდის სიყვარულში მუდამ ვიქნებით.
შავი-თეთრი , მხოლოდ შავი თეთრი