Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > სახლის დათბუნება. მირჩიეთ ვარიანტები


Posted by: mtiuli... 2 Sep 2022, 23:35
ავაშენე ერთსართულიანი სახლი 90კვ.მ 30-იანი ბლოკით. სახურავი პროფნასტილი. მაინტერესებს 2 საკითხი:

1. ჭერზე ვაპირებ ქვაბამბის გაშვებას. გიბსოს ზემოთ დავაგო თუ სახურავის ჟეშტის ქვეშ? რომელი უფრო კარგ შედეგს მომცემს? თუ ორივეგან აუცილებელია?

2. კედლები 30-იანი ბლოკით არის აშენებული. ღირს თბოიზოლაციაზე ხარჯის გაწევა? სტანდარტულად როგორ კეთდება? - მხოლოდ გავლესო? გალესვის გარეშე ბლოკზე დეკორატიული ფორმის პენოპლასტი გავაკრა თუ გალესვაც უნდა და პენოპლასტიც?

Posted by: laxxa 16 Sep 2022, 23:33
mtiuli...
გიფსოს ზემოდან დადებით უკეთეს ეფექტს მიიღებ, თბოიზოლაციის გაკეთება კარგია ნებისმიერი ბლოკის შემთხვევაში , თუ გადაწყვიტე გაკეთება გალესვა კედლის საჭირო არაა .

Posted by: gagnia 29 Sep 2022, 02:36
კერძო სახლის მანსარდის დათბუნებისთვის მჭირდება რჩევები.
სახლი საგურამოს ზევითაა 900 მ. სიმაღლეზე, საკმაოდ ცივი ადგილია ზამთარში. ხანდახან -15 გრადუსზც ადის ღამით.
გადახურულია. ჰიდროსაიზოლაციო მემბრანა წესისამებრ არის დაგებული.
ქვემოდან, კოჭებშორის მინდა დავათბუნო.
რამდენ სანტიმეტრიანი მინ-ბამბა ეყოფა, რომელი ჯობია - ქვა ბამბა, მინაბამბა, წიდის ბამბა. რულონებით თუ ფილებით და რაც როგორც ჩანს ძალიან მნიშვნელოვანია რომელი ფირმის.

უფრო იაფად ჩვეულბრივი მინაბაბა გამოდის და მაგისკენ ვიხრები მაგრამ დროთა განმავლობაში დაჯდომა იცისო თუმცა ზოგან წავიკითხე ქარხნული 50 წლიანი გარანტია აქვთო.

ქვაბამბასაც ქონია ნაკლი, ნესტის მოყვარული ყოფილა რაც მერე აფუჭებს, ვიდეობიც ვნახე რამდენიმე წელში როგორი დაფხვნილი ხდება.

არც ზედმეტის გადახდა არ მინდა და არც ტყუილად გადახდა.

და კიდევ რომელ ორთქლსაიზოლაციო მემბრანას მირჩევდით.


* * *
mtiuli...
QUOTE
1. ჭერზე ვაპირებ ქვაბამბის გაშვებას. გიბსოს ზემოთ დავაგო თუ სახურავის ჟეშტის ქვეშ? რომელი უფრო კარგ შედეგს მომცემს? თუ ორივეგან აუცილებელია?

წესით, თუნუქის ქვეშ ჰიდროსაიზოლაციო მემბრანა უნდა გქონდეს უკვე, რომლის ქვემოთაც თბოიზოლაციი ფილები იდება რომელსაც ქვემოდან, ანუ ოთახის მხრიდან ორთლსაიზოლაციო მემბრანა ეკვრება. მაგის მერე უკვე მინიმუმ ერთი სანტიმეტრის დაშორებით ჭერის მოპირკეთება. ეს თუ მანსარდად აპირებ.

თუ სხვენად ტოვებ, მაშინ სართულშორისი გადახურვის დათბუნება ხდება.

Posted by: Ika39 3 Oct 2022, 18:12
სალამი მეგობრებო ,
დათბუნებაც მაინტერესებს მაგრამ უფრო მეტად ხმის იზოლაცია მაინტერესებს.
ოთახის გვერდით არის ლიფტის შახტა და ლიფტის ხმა შემოდის ძალიან . რა შემიძლია გავაკეთო რო მაქსიმალურად დავახშო ეს ხმა?

Posted by: SaamI 4 Oct 2022, 01:54
Ika39
QUOTE
ოთახის გვერდით არის ლიფტის შახტა და ლიფტის ხმა შემოდის ძალიან . რა შემიძლია გავაკეთო რო მაქსიმალურად დავახშო ეს ხმა?

მინაბამბით შეფუთვა და თაბაშირმუყაო.

Posted by: სეტიელი 23 Oct 2022, 14:36
მეგობრებო, გთხოვთ, მირჩიეთ რა:

სახლს ვაშენებ, რომელსაც აქვს 30-იანი კოლონები. დათბუნების მხრივ ვაპირებ, რომ ჯერ დავალაგო 20-იანი ბეტონის ბლოკი, შემდეგ შევფუთო ფოლგიანი მინაბამბით და გარედან დავუმატო 10-იანი ან 15-იანი პემზის (ან ისევ ბეტონის) ბლოკი. კოლონებს ცოტა გადმოვცდები ბლოკით და რაც ადგიკი დარჩება კონებიც შეიფუთება.

პირდაპირ 30-იანი ბლოკი რომ დავალაგო და გარედან შევფუთო ქვაბამბით ან XPS-ით საკმაოდ ძვირი გამოდის და პლუს გამძლეობა ნაკლები ექნებაო მშენებელმა.

გთხოვთ, გამიზიარეთ რა თქვენი გამოცდილება, რამდენად სწორ გზაზე ვარ დათბუნების მხრივ?

Posted by: SaamI 24 Oct 2022, 01:34
სეტიელი
QUOTE
გთხოვთ, გამიზიარეთ რა თქვენი გამოცდილება, რამდენად სწორ გზაზე ვარ დათბუნების მხრივ?

შეიძლება მაგრამ, ეგრე გარე და შიგა წყობას კარგად ვერ დააკავშირებთ,
ერთად უნდა აწყოთ, შიგნით 5-ანი ქვაბამბა ჩაუდოთ და ყოველ 3 რიგზე 6-ანი არმატურებით გადაკეტოთ.
შეფუთვა კოლონებსაც უნდა.

Posted by: dega 28 Oct 2022, 12:46
ფოლგიანი 5-ანი ქვაბამბა დავაფარე პირდაპირ ჭერზე სოფელში და საგრძნობად შეიცვალა ტემპერატურა ზაფხულშიაც და ზამთარშიც....
შარშან როცა გარეთ 12 გრადუსი იყო 18 ზე ადიოდა და ისიც ქვაბს 60 ზე და მეტზეც ვაყენებდი,,,
ახლა გარეთ 14 გრადუსია და 25 გრადუსზე ავიდა ოთახებში ტემპერატურა და ისიც ქვაბი 44 ზე აყენია...
ხარჯიც ნაკლები იქნება საგრძნობლად....
მოკლედ კარგი რამ ყოფილა ეს ქვაბამბა...
ხო წვიმის დროსაც ხმა აღარ ისმის იმ დონეზე

Posted by: akkai 4 Nov 2022, 22:34
dega
სპეციალიური ცელოფნებია.
ორთქლსაწინააღმდეგო და კიდე
რაღაცის smile.gif
ერთი ამ ქვაბამბის ქვემოთ უნდა გაგეშვა და მეორე ზემოთ სახურავთან.
მე რო ვაკეთებდი ხელოსანმა მითხრა ამეების გარეშე ჩალის ფასი აქვს biggrin.gif ამ ქვაბამბასო და მომიწია გაკეთება.

წელს არადა იქეთ სეზონზე კედლების დათბუნებაც მინდა.
დავიმახწოვრე ამ თემას
საჭირო რჩევებს გადავაწყდები

Posted by: dega 4 Nov 2022, 22:56
akkai
ეგ არ ვიცი
არავის უთქვამს..მე ჩემით გავაკეთე,,,ისე არაა პრობ;ემა დავაფარებ ახლაც,მაგრამ რავი
აშკარად მუშაობს,ხომ ვიცი შარშან როგორ იყო და ახლა როგორაა..
ახლა გარეთ როფავსsmile.gifსახლში 22 მაქვს და ქვაბიც დაბალნიშნულზეა

Posted by: akkai 5 Nov 2022, 00:03
dega
მეტნაკლებად კარგად ჩანს ამ ფოტოზე.
მიხვდები რასაც ვგულოსხმობ.
ქარი არ შემოვა სახურავიდან
ეგ მუღამია
და
ქვედა რას აკეთებს არ ვიცი.
user posted image

Posted by: gordas 16 Nov 2022, 07:03
ეს შემხვდა გუშინ კნაუფის გიფსოს ფილაა ფასადისთვის, ტერმული იზოლაციითო და უფრო ზუსტად თვითონ გეტყვიან

https://bautech.ge/%E1%83%99%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90-guardex-gm-fh-1r-125x1200x2400-%E1%83%9B%E1%83%9B-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98

Posted by: laxxa 25 Nov 2022, 16:38
QUOTE (სეტიელი @ 23 Oct 2022, 14:36 )
მეგობრებო, გთხოვთ, მირჩიეთ რა:

სახლს ვაშენებ, რომელსაც აქვს 30-იანი კოლონები. დათბუნების მხრივ ვაპირებ, რომ ჯერ დავალაგო 20-იანი ბეტონის ბლოკი, შემდეგ შევფუთო ფოლგიანი მინაბამბით და გარედან დავუმატო 10-იანი ან 15-იანი პემზის (ან ისევ ბეტონის) ბლოკი. კოლონებს ცოტა გადმოვცდები ბლოკით და რაც ადგიკი დარჩება კონებიც შეიფუთება.

პირდაპირ 30-იანი ბლოკი რომ დავალაგო და გარედან შევფუთო ქვაბამბით ან XPS-ით საკმაოდ ძვირი გამოდის და პლუს გამძლეობა ნაკლები ექნებაო მშენებელმა.

გთხოვთ, გამიზიარეთ რა თქვენი გამოცდილება, რამდენად სწორ გზაზე ვარ დათბუნების მხრივ?

შეგიძლიათ 15 ბლოკით ააშენოთ მერე მიამაგროთ იზოლაცია და გარედან ან აგური ან ბლოით ააშენოთ . ფოლგიანი მინაბამბა არ გამოგადგებათ , არ არის გათვალისწინებული .რადგან ამ დროს შიდა კედელზე წარმოიქმნება კონდასატი და შესაბამისად გაგიფუჭებთ მინაბამბას .

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)