შემთვრალებს უღიარებიათ! უტოპიურმა წესებმა და შარიანმა რეფმა რომ წაახდინეს "ექვსი ერის" გადამწყვეტი რკენა, კონსერვატორმა ირბ-მა თამაშის არსისა და იერის გადასახედად მორიგი გლობალური ექსპერიმენტი დასახა >>>
http://Qaflan.netai.net/2013ინგლისი 2003 წლის აქეთ პირველ სლემს უმიზნებდა, მაგრამ უელსმა კარდიფში სარეკორდოდ, 30:3 მოსრა. ბურთაობა მაგარი გამოვიდა, მაგრამ სრულიად რაგბეთს გულში ხინჯად მაინც ჩარჩა ის, რომ გაოზებულმა კივმა რეფმა, სთივ ვოლშმა ინგლისი 12-ჯერ დააჯარიმა, უელსს 4 თავისუფალიც უბოძა, რაგბის სამშობლო შერკინებაში 9-ჯერ გაამტყუნა და 4 ცდიდან ერთადერთზეღა (!) დაანება ბურთის მოგება.
ნამატჩევს მედიამ ძაან აქო უელსელი ბურჯები, გეთინ ჯენქინს’ი და ადამ ჯოუნზ’ი, ესაო და წალეკეს მეტოქენიო, მაგრამ ტრიუმფატორები რომ შეთვრნენ ბანკეტზე, აღიარეს, 6-ჯერ (!) ჩვენ და თავად ჩავაქციეთ შერკინება, რაკი შევატყვეთ, რომ უფალი ვოლში იმათ დააჯარიმებდაო.
საპირისპიროდ უსტვინაოამაზე ერთი ამბავი ატეხა ინგლისის შერკინების გურუმ, თავადვე ღვაწლ-მოსილმა ბურჯმა, გრემ რაუნთრიმ, ესაო და ყალთაბანდობა რას მიქვია: შეგირდებს ნამუსიანად მიწოლას ვასწავლი, რათა ოვალი ვიხელთოთ და ვიბურთავოთ; ეგ ვოლშიც დიდი ოღრაში ვინმეა, რაკი რაც მატჩის-წინა გასაუბრებაზე მითხრა, სულ იმის საპირისპიროდ უსტვინა, და მაგის საქმეს გასახილველად ირბ-ს გადავცემო.
ვოლში რომ ანგელოზი არაა და ინგლისელებს ქრონიკულად ერჩის, ძველი ამბავია: 2003 წლის მსოფლიო თასზე მეოთხე მსაჯი იყო და კაფიაობისას პომთა მაწთობი გაწუწა, რის გამოც ბეჯი სამი დღით ჩამოართვეს; 2005 წელს ოთხი თვით განკვეთეს, რადგან "ლომების" მოთამაშეს შეაგინა; 2009 წელს სემინარზე მთვრალი მივიდა და მოხსნეს, მაგრამ მერე სიდნეიში გადასახლდა, გამოსწორდა და 2012 წელს ზე-რაგბის ფინალიც ამსაჯეს.
თურმე ვერ ეწყობიანვოლში კარდიფის რკენას რომ წაახდენდა, ეგ მოსალოდნელი იყო, რაკი ორი კვირით ადრე, ზე 15-ის თამაშში აურია და ქონრად სმითს ხელიც ჰკრა. რაუნთრის ქადილსაც ვერავინ დაიჯერებს, რადგან ბურჯებზე თქმულა, ოსკარები ეკუთვნით არტისტულად ჩაწოლისთვისო; ირბ-ის რეფთა ახალი შეფიც, ფრანგი ჟოელ ჟიუტჟ’ი იმის ჩიტი არაა, შეგირდი საჯაროდ გაჰკილოს, დუბლინის ოფისმა კი ბრძანა, ყველა მატჩი გულდაგულ გაირჩევა და მსაჯები სამერმისოდ ეგრე დაინიშნებიანო.
ვოლში არ შეურისხავთ - 1 ივნისს, ჰონკონგში, გაუძღვება ლომები - ბარბაროსების შოუს. ავსტრალია - ლომების ტესტებს განსჯიან ქრის პოლოქ (ზელ, ქრეიგ იუბერ (აფრ) და რომენ პუატ (სფრ, მავანნი კი უკვე იმასაც ბრძანებენ, "ექვს ერს" ვერაფერში არგია სამხრეთელთა მიწვევა: ეგენი სულ სხვა გარემოდან ჩადიან, იქაურ ამინდსა და რაგბის ყაიდას ვერ ეწყობიან და საუკუნოვანი აჟიოტაჟიც აბნებთო.
წონასწორობის განვრცობით"სადაა გამოსავალი? - აი, მარადი კითხვა, რომელიც სრულიად რაგბეთს აწუხებს. ირბ’ი 1997 წელს მიღებული ქარტიით საზღვრავს თამაშის მომავალს. მის თანახმად, რაგბში წონასწორობა (ბალანსი) უნდა იქნას დაცული ბურთისთვის ჭიდილსა და საკუთრივ ბურთა’ობას შორის.
თუ ბალანსის პრინციპს ბურთის გატანის მეთოდზეც განვავრცობთ, მაშინ ლელოებითა და გოლებით (ჯარიმა არეკნი გარდასახვა) ნაგროვ ქულათა წილიც დაახლოებით ტოლი უნდა იყოს - რაღაი სამხრეთში ლელოს გატანა ახარებთ, ექვსი ერის წიაღში კი შოუ ბერწად მიაჩნიათ, თუ გუნდის მონაგარი სამის ჯერადი ვერაა (მაგ, 27ქ = 7ჯ + 2ა)
ულოგიკოდა და უსამართლოდახლანდელი ვითარება სავალალოა: ქულათა უმეტესი წილი ულოგიკოდა და უსამართლოდ, გოლის გატანით მოიპოვება, რაკი
1) გუნდები ჯარიმის გამოსაძალად ყველა ხერხს ხმარობენ,
2) ბოჭვისა და შერკინების წესები ისეთია, რომ რეფი მათ შეუმცდარად ვერ ამოქმედებს,
3) ჯარიმათა აბსოლუტური უმრავლესობა რომ არც დანიშნულიყო, ლელო მაგ ეპიზოდში მაინც ვერ დაიდებოდა, და
4) სადგამზე დადებული უძრავი ბურთის დაუცველ კარში შორიდან გატანაც კი იოლია თანამედროვე ოვალისა და ბუცის წყალობით.
ვეღარ გასაღდებიან?ირბ’ი არ იმჩნევს, თორემ, სარწმუნო წყაროთა თანახმად, უკვე მუშაობს ორი მიმართულებით:
1) ჯარიმათა უმეტესი სახეობის (შერკინება და ბოჭვა) კარში დარტყმის აკრძალვა, სანაცვლოდ კი სავალდებულო სინბინის შემოღება;
2) ქულათა ნიხრის რადიკალური შეცვლა ლელოს სასარგებლოდ (მაგ, ლელო = 4 ქულა, ნებისმიერი გოლი = 1 ქულა)
ორივე შემთხვევაში გუნდი სხვაგვარად დაიწყებს ფიქრს და ჯარიმის კარში დარტყმის ნაცვლად ლელოს გასატანად გააგრძელებს შეტევას, სამაგიეროდ კი ქართველი ბურჯები ვეღარ გასაღდებიან საფრანგეთში, რაკი შერკინებაში მიწოლა და ჩაქცევა მოდიდან გავა.
@